მუხლი 19. რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადანდობა
თავი V — აკადემიის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება
1. რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია თავისი ხელმოწერის უფლება მიანდოს აკადემიაში დასაქმებულ სხვა პირს.
2. ხელმოწერის უფლების მინიჭება აკადემიაში დასაქმებული პირისათვის უნდა გაფორმდეს რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობით. მინდობილობაში ზუსტად უნდა აღინიშნოს, თუ რა ტიპის დოკუმენტებზე ენიჭება პირს ხელმოწერის უფლება, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მინდობილობის გამცემის უფლებამოსილების ვადას.
3. ისეთი ტიპის დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლების მინიჭება, რომლისთვისაც საჭიროა რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ხელმოწერა, უნდა გაფორმდეს მათი ერთობლივი მინდობილობით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებ
მუხლი 20. უნივერსიტეტის რექტორი— ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“
მუხლი 15. დაწესებულების რექტორის არჩევა— “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ"
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბათუმის საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 19, №762, 08.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.164 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79402/muxli-19/