1. რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ნება დართეს გადაენდო იგი მესამე პირისათვის, ანდა იძულებულია ასე მოიქცეს შექმნილი გარემოებების გამო. დაშვებულია დამხმარე პირთა ჩართვა.
2. თუ ნებადართულია დავალების გადანდობა მესამე პირისათვის, მაშინ რწმუნებული პასუხს აგებს მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის გადანდობისას და ამ პირის შერჩევაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(22)
- საქმე №ას-1422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
აღნიშნული კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო ამავე კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს. სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია დავალების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.
- საქმე №ას-1155-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ თუ დავალების ხელშეკრულების დადების ფაქტი დასტურდება, ადვოკატის ჰონორარის კონკრეტულ ოდენობაზე ან მისი გამოთვლის წესზე შეუთანხმებლობა არ გულისხმობს მხარეთა შორის უსასყიდლო ურთიერთობის არსებობას ( სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლის მეორე ნაწილი). კლიენტს ეკისრება ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო, რაც შეეხება…
- საქმე №ას-1460-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2021
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადვოკატის საქმიანობა და კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 709-ე, 711-ე და 713-ე მუხლებისა, რეგულირდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონითაც, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ადვოკატის საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი);
- საქმე №ას-1190-1110-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2018
არც მოსარჩელეს მიუთითებია და არც სასამართლოებს არ დაუდგენიათ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დავალების ხელშეკრულება მინდობილი მოქმედების გადანდობას კრძალავს, შესაბამისად, უნდა შეფასდეს სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დავალების შესრულების გადანდობა, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ამავე ნორმის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე,…
- საქმე №ას-497-477-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2017
ამასთან, რწმუნებულს, ამავე კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაევალა დავალების პირადად შესრულება, რადგან მარწმუნებელს არ დაურთავს ნება დავალება გადაენდო მესამე პირისათვის.
- საქმე №ას-835-801-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2016
- საქმე №ას-238-225-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2015
- საქმე №ას-1331-1369-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2015
- საქმე №ას-418-391-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2010
- საქმე №ას-657-987-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2008
- საქმე №ას-600-879-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2005
- საქმე №3კ/1315-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2003
- საქმე №3კ/1043-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2002
- საქმე №3კ/1143-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2002
- საქმე №080210016001286432 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 11.05.2018
- საქმე №330210017002175942 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.10.2019
- საქმე №080210016001286432 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.03.2019
- საქმე №020210116001506916 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 09.05.2018
- საქმე №330210018002770125 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №330210119002999073 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.02.2020
- საქმე №010210018002324006 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №330210018002558857 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება