1. რწმუნებული მოვალეა არ გაახმაუროს თავისი საქმიანობის ფარგლებში მისთვის ცნობილი ფაქტები, რომელთა საიდუმლოდ შენახვითაც მარწმუნებელი მართლზომიერადაა დაინტერესებული, თუკი კანონის საფუძველზე არ არსებობს საიდუმლოების გამჟღავნების მოვალეობა, ან მარწმუნებელი ნებას არ დართავს რწმუნებულს გაამჟღავნოს იგი.
2. ფაქტების გაუხმაურებლობის მოვალეობა არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-1495-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2020
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა სსკ-ის 626-ე, 625-ე, 714-ე და 418-ე მუხლებით, მიიჩნია, რომ უშუალოდ ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულების შესრულების ვადა იყო 2013 წლის 31 დეკემბერი, ხოლო მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში.
- საქმე №ას-797-746-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2017
მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობას სკ-ის 935-ე, 712-ე, 714-ე, 932-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად. 5. 2012 წლის 30 ივნისს ამხანაგობის სახელით იმავე წარმომადგენელმა და მეორე მოპასუხე შპს-მ გააფორმეს დავალების ხელშეკრულება საინვესტიციო წარმომადგენლობითი მომსახურებისა და მშენებლობის შესახებ.
- საქმე №ას-541-513-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2015
კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მხარეებს შორის აღარ არსებობდა სამართლებრივი ურთიერთობა სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 104-ე, 114-ე და 714-ე მუხლები. კასატორი სადავოდ ხდის მის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებების ვადის გასვლის გამო მხარეებს შორის აღარ არსებობდა სამართლებრივი ურთიერთობა და განსაკუთრებული ნდობა.
- საქმე №ას-1070-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობა სსკ-ის 935-ე, 712-ე, 714-ე, 932-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად. 14.5 წინამდებარე განჩინების მე-9 და მე-10 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებების თანახმად, ამხანაგობის სახელით მოქმედმა პირებმა…
- საქმე №330210013316775 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.05.2019
მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობა სსკ-ის 935-ე, 712-ე, 714-ე, 932-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად. 14.5 წინამდებარე განჩინების მე-9 და მე-10 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებების თანახმად, ამხანაგობის სახელით მოქმედმა პირებმა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება