1. მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნა არ არსებობს, თუ ხარჯები გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს.
3. რწმუნებულს შეუძლია მოსთხოვოს მარწმუნებელს ავანსი იმ ხარჯებისათვის, რომლებიც მას უნდა აუნაზღაურდე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ბს-1117(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
კლიენტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე და 717-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, ვალდებულია ეტაპობრივად გადაიხადოს 2 000 ლარი. ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს;
- საქმე №ას-814-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2024
…იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ას-895-845-2015, 29.01.2016წ; №ას-1281-2018, 27.03.2019წ; იხ: ასევე, ცისკაძე მ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბილისი, 2001, გვ. 394, 395). 11. სსკ-ის 717-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: 1. მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები;
- საქმე №ას-1121-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
…მითითება, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას; სამოქალაქო კოდექსის 717-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები.
- საქმე №ას-877-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2022
…500 ლარი, დარჩენილი 6 343.18 ლარი კი მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია. 3.7. სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილით, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 717-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები.
- საქმე №ას-731-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2021
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 717-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული…
- საქმე №ას-1386-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2021
- საქმე №ას-930-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2018
- საქმე №ას-1273-1215-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2014
- საქმე №ას-212-205-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2012
- საქმე №ბს-1622-1576(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.07.2009
- საქმე №231210019003037185 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2020
- საქმე №330210019003182090 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.03.2020
- საქმე №050210019002888234 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 21.11.2019
- საქმე №190210019002897326 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 29.10.2019
- საქმე №231210019003037185 · ბორჯომის მაგისტრატი სასამართლო · 29.08.2019
- საქმე №330210018002302885 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება