1. ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო არ წყდება, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან მინდობილობის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო წყდება, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის მემკვიდრეს ზიანის მიყენების საფრთხეს შეუქმნის, სანამ მარწმუნებლის მემკვიდრე ან მარწმუნებლის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდაჭერის მიმღები აუცილებელ ზომებს არ მიიღებს; ამასთანავე, სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელებულად ითვლება.
3. თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო წყდება, იგი რწმუნებულისათვის გაგრძელებულად ითვლება, სანამ მას ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ არ ეცნობება.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ბს-1465(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2019
…ფორმაზე და არა მის შინაარსზე. წარმოდგენილი მინდობილობის შინაარსი და საფუძველი კი არის დავალების ხელშეკრულება (და ეს მინდობილობის ტექსტიდანაც ჩანს), ხოლო 107-ე მუხლი გამოიყენება მხოლოდ მინდობილობის ფორმის განსაზღვრისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება არ წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან ქმედუუნარობის დადგომის გამო, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა რამ არ გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან.
- საქმე №ბს-1402-1385(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2012
ზ-ს და სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განქორწინების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა მოითხოვა, რაზეც წერილობით ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ მის მიერ არ…
- საქმე №ას-561-529-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2011
ამდენად, მას სრული უფლება ჰქონდა, დაედო ჩუქების ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის-ის 729-ე და 721-ე მუხლების საფუძველზე. მოპასუხემ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთზე მ. თ-ძის 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობისა და 1/2 ნაწილზე სამ…
- საქმე №ბს-302-292(კს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2009
…2002 წლის 26 ნოემბერს. მოსარჩელე გ. კ-შვილს სასამართლოში საქმის განხილვის მთელ პერიოდში წარმოადგენდა ადვოკატი ვ. რ-შვილი. გ. კ-შვილი გარდაიცვალა 2003 წლის 16 ნოემბერს, სადავო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 2004 წლის 09 იანვარს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 721.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება არ წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან ქმედუუნარობის დადგომის გამო, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა არ გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან.
- საქმე №ბს-959-920(კ-2კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2008
…განცხადებით მიმართა იმავე სანოტარო ბიუროს. ნოტარიუსმა მოითხოვა ვ. კ.-ს განქორწინების მოწმობის წარდგენა, რის გამოც 2003 წლის 11 ოქტომბერს ო. ბ.-მ განცხადებით მიმართა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების გამგე ლ. ზ.-ს და სამოქალაქო კოდექსის 721.2 მუხლის საფუძველზე მოითხოვა განქორწინების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, რაზედაც წერილობით ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ არ იყო წარდგენილი მის მიერ ბაჟის გადახდის ქვითარი და ასევე არ იყო დასაბუთებული იმ შესაძლო ზიანის საფრთხე, რაც წარმოექმნებოდა ანდერძისმიერ მემკვიდრეს განქორწინების მოწმობის გაუცემლობით.
- საქმე №ას-39-486-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.09.2006
- საქმე №ას-39-489-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.09.2006
- საქმე №ას-968-1238-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2006
- საქმე №2კ-279აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2004
- საქმე №3კ/1334-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2003
- საქმე №3კ/1039-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2002
- საქმე №330310015001048972 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.07.2018
- საქმე №160310118002269005 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 18.07.2018
- საქმე №160310017001968780 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 20.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება