1. მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით.
2. მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. თუ მინდობილი მესაკუთრე, საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიან
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(25)
- საქმე №ბს-788(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
…მინდობილ ქონებასთან დაკავშირებით შეუზღუდავია. საკასაციო პალატა, საკუთრების მინდობასთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ №ბს-1275-1239(კ-10), 12.21.2010წ.), რომლის თანახმად, „ სამოქალაქო კოდექსის 725-ე მუხლის შესაბამისად, მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით.
- საქმე №ას-533-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2023
სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 724-ე, 725-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საკუთრების მინდობა, თავისი კლასიკური არსითა და დანიშნულებით, გულისხმობს მინდობილი მესაკუთრის ვალდებულებას, მართოს მინდობილი ქონება თავისი სახელით, თუმცა, საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად, ანუ მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში მოქმედებს თავისი სახელით.
- საქმე №ას-1062-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2021
აღნიშნული კი, ცალსახად წინააღმდეგობაშია სამოქალაქო კოდექსის 725-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესთან. - სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2016 წლის 29 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების…
- საქმე №ბს-238(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2020
…სამოქალაქო კოდექსის 724-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მინდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 725-ე მუხლის შესაბამისად, მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით.
- საქმე №ას-452-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
ამასთან, მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოდის მხოლოდ საკუთარი სახელით ( სსკ-ის 725-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში, წარმომადგენელმა მარწმუნებლის სახელით დადო გარიგება, რაც 725-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გამორიცხავს მათ…
- საქმე №ას-842-786-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2017
- საქმე №ას-788-745-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2015
- საქმე №ას-411-388-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2015
- საქმე №ას-1127-1074-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2014
- საქმე №ას-398-377-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2013
- საქმე №ას-1300-1227-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2013
- საქმე №ბს-887-869(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2013
- საქმე №ბს-310-306(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2012
- საქმე №ას-741-697-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2012
- საქმე №ას-1190-1210-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2011
- საქმე №ბს-1275-1239(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2010
- საქმე №3კ/787-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.09.2001
- საქმე №080310017002036878 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2019
- საქმე №020210118002510264 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2019
- საქმე №330210116001620140 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2018
- საქმე №330310017001893013 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.06.2018
- საქმე №330210015786767 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.02.2018
- საქმე №330210018002462057 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №080310017002036878 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №020210118002510264 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 10.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება