წინა რედაქცია (17.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 729. დავალების ხელშეკრულების წესების გამოყენება საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების შესაბამისი წესები. [მუხლი 729. დავალების ხელშეკრულების წესების გამოყენება საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების შესაბამისი წესები, გარდა საპენსიო სქემის ხელშეკრულებისა, რომელიც რეგულირდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] თავი მეთხუთმეტე სატრანსპორტო ექსპედიციაექსპედიც
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
საქმე №ას-1235-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2026
…გამოწვეული ზიანი. სსკ-ის 726(1) მუხლის მიხედვით, მინდობილი მესაკუთრე მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის საკუთრების მიმნდობისაგან არ იღებს გასამრჯელოს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სსკ-ის 729-ე მუხლის მიხედვით საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების შესაბამისი წესები.
საქმე №ას-954-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2022
ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს სსკ-ის 103-ე 724-ე, 729-ე, 715-ე, 1484-ე მუხლების შემადგენლობიდან გამომდინარეობს. 22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სარჩელში მითითებულ თითოეულ…
საქმე №ას-1062-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2021
…საკასაციო საჩივარში მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: 23.1. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 59.3 მუხლები, ხოლო იმავე კოდექსის 709-ე, 716-ე, 724-ე და 729-ე მუხლები, მართალია, გამოიყენა, მაგრამ არასწორად განმარტა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის შედეგადაც წინამდებარე საქმეზე განსახილველი სადავო საკითხი პრინციპულად არასწორად და კანონის სრული იგნორირებით გადაწყდა;
…მესაკუთრე, საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი ( სსკ-ის 725-ე მუხლი). სსკ-ის 729-ე მუხლი უშვებს საკუთრების მინდობის მიმართ დავალების ხელშეკრულების შესაბამისი წესების გამოყენებას. სსკ-ის 715-ე მუხლის თანახმად, „1.
ამავე კოდექსის 729-ე, 716-ე მუხლებიდან გამომდინარე, ქონება, რომელიც რწმუნებულმა დავალებული მოქმედების შესრულებისას შეიძინა მარწმუნებლის ხარჯზე და საკუთარი სახელით, ან მარწმუნებელმა გადასცა მას დავალებული მოქმედების შესასრულებლად, კრედიტორებთან რწმუნებულის ურთიერთობაში ჩაითვლება მარწმუნებლის ქონებად.
აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ კომპანიას „მინდობილ მესაკუთრეს“ არ უფიქსირდება არანაირი უძრავი ქონება (მიწის, სადაც განახორციელებდა სამშენებლო საქმიანობას შეძენა ან/და ფლობა), ამიტომ კომპანიაზე უნდა განხორციელდეს ჯარიმის დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით და ამავე დროს, უგულვებელყოფს სამოქალაქო კოდექსის 724, 725, 726, 727, 728 და 729 მუხლების არსებობას. აღნიშნული საკითხი დამატებითი არის შესასწავლი, ვინაიდან გაწეული ხარჯების ოდენობის დასადგენად ხუთი აუცილებელი ექსპერტიზის დასკვნაა ჩასატარებელი, რადგან ექსპერტიზები ტარდება სხვადასხვა მიმართულებით, მხოლოდ ორია დამთავრებული და მხოლოდ ორი ექსპერტიზის დასკვნაა მიღებული.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 729, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-729/