1. მინდობილი მესაკუთრე მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის საკუთრების მიმნდობისაგან არ იღებს გასამრჯელოს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება საკუთრების მიმნდობს.
საკუთრების მინდობის ხელშეკრულების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება საკუთრების მიმნდობს, შესაბამისად, ქონების ნაყოფიც რჩება მას ( სკ-ის 726-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). 1.6. გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, შპს „რ-ის მ-ს მ-ის“ კ-ამ შეასრულა მისი, როგორც „მმართველის“ ვალდებულება, შპს „ს-ა მ-ოს“ აქტივების გაზრდის თაობაზე, კომპანიაში ინვესტირებულ იქნა 3 841 670 აშშ დოლარი და 2011 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულება შეწყდა შპს „ს-ა მ-ოს“ ინიციატივით.
…კოდექსის მე-13 (დავალება) და მე-14 (მინდობა) თავებით დარეგულირებულ ურთიერთობასთან, სადაც ენერგოკომპანია ამ ურთიერთობის მხარე ვერ იქნება....-ს რაიმე სახის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს მისთვის მინდობილი ქონების მესაკუთრესთან. სამოქალაქო კოდექსის 726-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქონების ნაყოფი რჩება საკუთრების მიმნდობთან. თუ ჩავთვლით, რომ ელექტროენერგიის გატარების კომპენსაცია არის ნაყოფი, ეს შემოსავალიც უნდა დარჩეს მიმნდობს – ეკონომიკის სამინისტროს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ კომპანიას „მინდობილ მესაკუთრეს“ არ უფიქსირდება არანაირი უძრავი ქონება (მიწის, სადაც განახორციელებდა სამშენებლო საქმიანობას შეძენა ან/და ფლობა), ამიტომ კომპანიაზე უნდა განხორციელდეს ჯარიმის დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით და ამავე დროს, უგულვებელყოფს სამოქალაქო კოდექსის 724, 725, 726, 727, 728 და 729 მუხლების არსებობას. აღნიშნული საკითხი დამატებითი არის შესასწავლი, ვინაიდან გაწეული ხარჯების ოდენობის დასადგენად ხუთი აუცილებელი ექსპერტიზის დასკვნაა ჩასატარებელი, რადგან ექსპერტიზები ტარდება სხვადასხვა მიმართულებით, მხოლოდ ორია დამთავრებული და მხოლოდ ორი ექსპერტიზის დასკვნაა მიღებული.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 726, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-726/