1. რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით
–
მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.
2. შეთანხმება, რომლითაც მომავალში შეიზღუდება ან გამოირიცხება რწმუნებულის მოვალეობები ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჭიროებს წერილობით ფორმა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(38)
- საქმე №ას-199-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2026
რაც შეეხება მინდობილი პირის პასუხისმგებლობას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 713.3 მუხლებზე და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან არ დგინდება დირექტორის მიერ საწარმოსთვის ზიანის მიყენების ფაქტი, არ არსებობს დირექტორის მინდობილი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველიც.
- საქმე №ას-1422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო ამავე კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს. სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია დავალების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.
- საქმე №ას-76-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
…შედგენილი დავალების ხელშეკრულება. 21. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია წარმომადგენლის მოვალეობა, მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით – მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.
- საქმე №ას-996-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
სსკ-ის 712-ე მუხლის პირველი ნაწილი: რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები, სსკ-ის 713.1 მუხლი: რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით - მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ,…
- საქმე №ას-262-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2022
…ეს უკანასკნელი სწორედ მოპასუხის დავალებით გამოცხადდა ექსპერტიზის ბიუროში, შესაბამისად, მისთვის დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათის შევსებისას, მასში არსებული ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, შეტყობინების გაგზავნის მეთოდის შესახებ, სსკ-ის 713.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, პრეზუმირებულად აქცევს იმ ფაქტს, რომ ინფორმაცია მერიასაც მიეწოდა.
- საქმე №ას-731-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2021
- საქმე №ას-1169-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.08.2021
- საქმე №ას-1460-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2021
- საქმე №ას-664-664-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2018
- საქმე №ას-777-744-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2017
- საქმე №ას-835-801-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2016
- საქმე №ას-1054-994-2015 (ბ) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2016
- საქმე №ას-993-937-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2015
- საქმე №ას-1331-1369-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2015
- საქმე №ას-1138-1084-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2014
- საქმე №ას-340-321-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2014
- საქმე №ას-398-377-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2013
- საქმე №ას-657-987-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2008
- საქმე №ბს-1036-884-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2005
- საქმე №ბს-458-566-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2004
- საქმე №3კ/586-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2003
- საქმე №3კ/1422-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2003
- საქმე №3კ/369-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2001
- საქმე №ას-1807-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №ას-1912-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №160210116001251498 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 01.03.2019
- საქმე №030100118002647004 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.03.2020
- საქმე №330210016001325226 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.04.2019
- საქმე №080210016001286432 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.03.2019
- საქმე №330210115001198134 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.02.2019
- საქმე №330210113317493 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.02.2018
- საქმე №020211417700042069 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.02.2018
- საქმე №330210019003182090 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.03.2020
- საქმე №120210119003223848 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 03.02.2020
- საქმე №190210119002894692 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.07.2019
- საქმე №330210119002986791 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.07.2019
- საქმე №330210118002401730 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №330210118002417521 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება