,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის ნიმუშების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.07.2008 ძალადაკარგული 31.12.2013
ნომერი
№740
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.22.034.012.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 10/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.22.034.012.002

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №740

2008 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის ნიმუშების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის, მედალიონის და მედლის თანდართული ნიმუშები.

2. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების თანდართული წესი.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ი. მერაბიშვილი

    შეტანილი ცვლილებები:

      1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის №987 ბრძანება - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

 

დანართი №1

              

 

 

 

 

 

სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“

(10 წელი)

ავერსი:

სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ წარმოადგენს ვერცხლისფერ მრგვალ მედალიონს, რომლის ცენტრში ოქროსფერ ველზე გამოსახულია (წითელი) ფერის ჯვარი (სახ. დროშის მცირე ჯვარი), ხოლო ჯვრის ქვეშ აბრევიატურა „შსს“.

მედალიონის გარშემო ლაჟვარდის (ლურჯი) ველზე ვერცხლისფერი წარწერაა: „უმწიკვლო სამსახურისათვის“.

რევერსი:

სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

 დანართი №2

 

 

 

 

სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“

(15 წელი)

 

ავერსი:

სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ წარმოადგენს ოქროსფერ მრგვალ მედალიონს, რომლის ცენტრში ოქროსფერ ველზე გამოსახულია (წითელი) ფერის ჯვარი (სახ. დროშის მცირე ჯვარი), ხოლო ჯვრის ქვეშ აბრევიატურა „შსს“.

მედალიონის გარშემო ლაჟვარდის (ლურჯი) ველზე ოქროსფერი წარწერაა: „უმწიკვლო სამსახურისათვის“.

რევერსი:

სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

 

 

 

დანართი №3

 

 

 

სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“

(20 წელი)

ავერსი:

სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ წარმოადგენს სტილიზებულ ოქროსფერ ფარს, რომლის ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული (წითელი) ფერის ჯვარი (სახ. დროშის მცირე ჯვარი).

ფარის გარშემო გამოსახულია ქართული სტილიზებული ორნამენტი „ვაზის წნული“.

სამკერდე ნიშნის ქვევით რომბის ფორმის მეწამული ფერის ველზე, გამოსახულია წარწერა „20“. კომპოზიციას აგვირგვინებს ოქროსფერი აბრევიატურა „შსს“.

რევერსი:

სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

დანართი №4

 

სამკერდე ნიშანი „დამსახურებული პოლიციელი“

ავერსი:

სამკერდე ნიშანი „დამსახურებული პოლიციელი“ წარმოადგენს ოვალურ ვერცხლისფერ მედალიონს, რომლის ცენტრში ზევიდან ქვევით დაშვებულია ვერცხლის ხმალი; მედალიონის მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი.

კომპოზიციას საფუძვლად უდევს სადევიზო ბაფთა, რომლის მეწამულ ველზე გაკეთებულია წარწერა ოქროსფერი „შსს“.

რევერსი:

სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

 

 

დანართი №5

 


 

 

მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის“

(შსს-ს თანამშრომლისათვის)

ავერსი:

მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის“ წარმოადგენს მრგვალი ფორმის მედალიონს, რომლის ცენტრში მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ოქროსფერი ლომი (შსს სიმბოლო) .

მედალიონის გარშემო ოქროსფერ ველზე ოქროსფერი წარწერაა ამოტვიფრული: „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის და აბრევიატურა „შსს“.

რევერსი:

მრგვალი ოქროსფერი მეტალის მედალიონის უკანა მხარეს ამოტვიფრულია: ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი; ინგლისური წარწერა: „DISTINGUISHED MEDAL OF ACHIEVEMENT“ და აბრევიატურა „შსს“.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №987 - ვებგვერდი , 09.12.2011 წ .

დანართი №6

(ამოღებულია )

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №987 - ვებგვერდი , 09.12.2011 წ .

 

დანართი №7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მედალი „მამაცობისათვის“

(შსს თანამშრომელთა და სხვა პირთათვის)

ავერსი:

მედალი „მამაცობისათვის” წარმოადგენს მრგვალ ოქროსფერი მეტალის მედალიონს, რომლის ცენტრში გადაჯვარედინებულ ორ ხმალზე გამოსახულია ფარი ლომის გამოსახულებით (შსს სიმბოლო).

მედალიონის გარშემო განლაგებულია ოთხი მცირე ჯვარი; მედალიონი ქართული „ვაზის წნულის” ორნამენტის დეტალით (საკიდით) უკავშირდება ბაფთას.

ბაფთა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, ცენტრში ფართო ოქროსფერი, ხოლო კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.

მედალის თამასა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, ცენტრში ფართო ოქროსფერი, ხოლო კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.

რევერსი:

მრგვალ ოქროსფერი მეტალის მედალიონის უკანა მხარეს, კომპოზიციის ცენტრში ამოტვიფრულია წარწერა: „გამოჩენილი მამაცობისათვის“ და აბრევიატურა: „შსს“.

დანართი №8

I ხარისხის მედალი

 

ავერსი

I ხარისხის მედალი წარმოადგენს მრგვალ ოქროსფერ კანტშემოვლებულ თეთრი მინანქრის ჯვარს (მალტური ჯვარი), რომელიც მოთავსებულია ოქროსფერ რკალზე. თეთრი ჯვრის ცენტრში რელიეფურად გამოსახულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა (ემბლემა მცირეოდენ სცილდება ჯვრის ცენტრს)

ბაფთის ფერი იმეორებს საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებს – ოქროსფერ ქობაშემოვლებულ თეთრ ველს შუაში გასდევს მეწამული ზოლი, ხოლო ოქროსფერ ქობასა და მეწამულ ზოლს შორის მეწამული ჯვრებია.

 

რევერსი

ჯვრის უკანა მხარეს რელიეფურად ინგლისურ ენაზე აწერია „Ministry of internal affairs of Georgia. for merit “ და მედლის ნომერი.

მედლის დიამეტრია 5 სმ.

მედალი წარმოადგენს ყელსაკიდს.

თამასა - ოქროსფერ ქობაშემოვლებულ თეთრ ველზე არის ვერტიკალური წითელი ზოლი, რომლის ორივე მხარეს (ოქროს ქობასა და მეწამულ ზოლს შორის) მოთავსებულია მეწამული ჯვრები.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №987 - ვებგვერდი , 09.12.2011 წ .

 

დანართი №9

 

II ხარისხის მედალი

ავერსი

II ხარისხის მედალი წარმოადგენს მრგვალ ოქროსფერ კანტშემოვლებულ თეთრი მინანქრის ჯვარს (მალტური ჯვარი) მოთავსებულს ოქროსფერ რკალზე. რომელიც ერთიანად განთავსებულია თექვსმეტქიმიან ოქროსფერ ვარსკვლავზე. თეთრი ჯვრის ცენტრში რელიეფურად გამოსახულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა (ემბლემა მცირეოდენ სცილდება ჯვრის ცენტრს).

ბაფთის ფერი იმეორებს საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებს – ოქროსფერ ქობაშემოვლებულ თეთრ ველს შუაში გასდევს სამი წითელი ზოლი.

 

რევერსი

თექვსმეტქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავის უკანა მხარეს ინგლისურ ენაზე რელიეფურად აწერია „Ministry of internal affairs of Georgia. for merit“  და მედლის ნომერი.

მედლის დიამეტრია 4,3 სმ.

მედალი წარმოადგენს გულსაკიდს.

თამასა – ოქროსფერ ქობაშემოვლებულ თეთრ ველზე არის სამი ვერტიკალური წითელი ზოლი.

    

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №987 - ვებგვერდი , 09.12.2011 წ .

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

წინამდებარე სამართლებრივი აქტი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის სახეებს, სტატუტს და მათი გადაცემის წესს.

    მუხლი 2

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის სამინისტროს თანამშრომელს შეიძლება გადაეცეს შემდეგი სახის სამკერდე ნიშანი, მედალიონი ან მედალი:

ა) სამინისტროს სამკერდე ნიშანი – 10 წელი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (დანართ №1);

ბ) სამინისტროს სამკერდე ნიშანი – 15 წელი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (დანართი №2);

გ) სამინისტროს სამკერდე ნიშანი – 20 წელი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (დანართი №3);

დ) სამინისტროს სამკერდე ნიშანი – „დამსახურებული პოლიციელი“ (დანართი №4);

ე) სამინისტროს მედალიონი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ (დანართი №5) ;

ვ) სამინისტროს მედალი – „მამაცობისათვის“ (დანართი №7);

ზ) სამინისტროს I ხარისხის მედალი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ (დანართი №8);

თ) სამინისტროს II ხარისხის მედალი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ (დანართი №9).

2. სამინისტროს თანამშრომელს კონკრეტული დამსახურებისათვის გადაეცემა ერთი სახის ჯილდო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №987 - ვებგვერდი , 09.12.2011 წ .

თავი II

სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის სტატუტები, დაჯილდოების და ტარების წესი

    მუხლი 3

1. სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ხასიათდებიან დადებითად და წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს. პირის დაჯილდოება „უმწიკვლო სამსახურისათვის“ ხდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე ნიშნით, რომელიც შეესაბამება წელთა ნამსახურობას (10 წელი, 15 წელი, 20 წელი) დაჯილდოების დღისათვის.

2. სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „დამსახურებული პოლიციელი“ ჯილდოვდებიან ზღვრულ ასაკს მიღწეული სამინისტროს თანამშრომლები და სამინისტროს ღვაწლმოსილი ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოირჩეოდნენ საქმის კეთილსინდისიერი შესრულებით.

    მუხლი 4

სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების ეფექტურ გადაწყვეტაში, ასევე საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და სხვა პირები, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი შეიტანეს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში ან რომელთა დამსახურებითაც სამინისტრომ მიაღწია წარმატებებს კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №987 - ვებგვერდი , 09.12.2011 წ .

    მუხლი 5

სამინისტროს მედლით – „მამაცობისათვის“, ასევე სამინისტროს I და II ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები და სხვა პირები, რომელთაც დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოიჩინეს განსაკუთრებული მამაცობა და თავდადება ან რომელთა დამსახურებითაც სამინისტრომ მიაღწია წარმატებებს კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №987 - ვებგვერდი , 09.12.2011 წ .

    მუხლი 6

1. სამინისტოს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით დაჯილდოებაზე პირის წარდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება.

2. დაჯილდოებულ პირს ჯილდოსთან ერთად გადაეცემა დაჯილდოების ფურცელი.

3. დაჯილდოებული სამკერდე ნიშანს, მედალსა და მედალიონს ატარებს მკერდზე მარცხენა მხარეს.

4. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომლის წარდგენა სამინისტროს სამკერდე ნიშნის, მედლის და მედალიონის მისაღებად.

თავი III

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 7

1. სამინისტროს სამკერდე ნიშანი სამინისტროს თანამშრომლებს, ხოლო მედალიონი და მედალი სამინისტროს თანამშრომლებს და სხვა პირებს გადაცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. სამკერდე ნიშნის „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (10,15,20 წლის ნამსახურობისათვის) ჩამორთმევა ხდება მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

3. ჯილდო და სპეციალური მოწმობა დაჯილდოებულის გარდაცვალების შემდეგ სამახსოვროდ რჩება მის ოჯახს.

4. თანამშრომლის ან სხვა პირის გარდაცვალების შემდეგ ჯილდოს მინიჭების შემთხვევაში, ჯილდო და სპეციალური მოწმობა გადაეცემა მის ოჯახს.

5. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არ ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

    მუხლი 8

სამინისტროს სამკერდე ნიშნის, მედალიონის ან მედლის დაკარგვის შემთხვევაში დაუშვებელია მათი ასლის გაცემა.

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის ნიმუშების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ““, №740, 07.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.22.034.012.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78586-1/