,,ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.10.2007 ბოლო ცვლილება 17.12.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№221
სარეგისტრაციო კოდი
450.160.000.10.003.000.862
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 142, 12/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №221

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:

1. მიენიჭოს უფლებამოსილება ქ. თბილისის მერიას, რომ გასცეს ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვა.

2. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხის განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილ სათათბირო ორგანოს.

2​1. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვები, რომელთა გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, გაიცეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №229- სსმIII, №145, 18.10.2007წ., მუხ.1624

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №229- სსმIII, №145, 18.10.2007წ., მუხ.1624

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ““, №221, 10.10.2007, სარეგისტრაციო კოდი 450.160.000.10.003.000.862 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.10.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7882-1/