,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.10.2007 ბოლო ცვლილება 03.06.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№233
სარეგისტრაციო კოდი
040.090.000.10.003.000.874
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 26/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №233

2007 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 1​2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის თანდართული წესი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №77-სსმIII, №47, 28.03.2008წ., მუხ.526

2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №194-სსმIII, №142, 26.09.2008წ., მუხ.1397

3.  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აპრილის დადგენილება №106-სსმIII, №38,12.04.

2010წ., მუხ.609

4.  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აპრილის დადგენილება №107-სსმIII, №38,12.04. 2010 წ., მუხ.610

5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №310-სსმIII, №134,19..10. 2010 წ., მუხ.1947

6. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №160-ვებგვერდი, 05.04.2011წ.

7. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №381- ვებგვერდი, 17.09.2012წ.

 

თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესი

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული მიწა – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც ექვემდებარება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას;

ბ) სახელმწიფო მიწა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;

გ) დამაგრება – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საზოგადოების ქონებაზე (გარდა კერძო საკუთრებისა) დადგენილი წესით დამაგრება;

დ) სახელმწიფო ქონება, რომელზე დამაგრებასაც ექვემდებარება სახელმწიფო მიწა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ბუნებრივი რესურსები, მათ შორის, წიაღი, წყალი, ტყე, გზა და სხვ.;

ე) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;

ვ) რეგისტრაცია – უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, აგრეთვე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში;

ზ) სარეგისტრაციო წარმოება – მარეგისტრირებელი ორგანოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით;

თ) შესაბამისი რეესტრი – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახური;

ი) საკადასტრო აზომვითი ნახაზი – უფლებამოსილი პირის მიერ ამ წესის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი;

კ) გამიჯვნა – უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – ქონების სააგენტო)  თანხმობა.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №381-ვებგვერდი, 17.09.2012წ.

    მუხლი 2. წესის რეგულირების საგანი

1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ეს წესი არეგულირებს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრასა და გამიჯვნასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №381-ვებგვერდი, 17.09.2012წ.

    მუხლი 3. წესის მიზანი

1. წესის მიზანია:

ა) განსაზღვროს სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებანი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრასა და გამიჯვნასთან დაკავშირებულ სფეროში;

ბ) დაადგინოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესი;

გ) განსაზღვროს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის პირობა.

    მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა

თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული მიწა განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 65​1 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

    მუხლი 5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განსაზღვრის საფუძვლები

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიეკუთვნება შემდეგი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები:

ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და სხვ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;

ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე მიმაგრებული მიწა.

2. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახური.

3. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების, ქონების სააგენტოს თანხმობისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვაზე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №194-სსმIII, №142, 26.09.2008წ., მუხ.1397

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №381-ვებგვერდი, 17.09.2012წ.

    მუხლი 6. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამიჯვნა

1. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამიჯვნა ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, 65​1 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

2. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამიჯვნასა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით ქონების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება წერილობით, თანხმობის ფორმით.

4. შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამიჯვნისა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირების მიზნით წერილობითი მოთხოვნით მიმართავს ქონების სააგენტოს.

5. თვითმმართველი ერთეულის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:

ა) შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელება;

ბ) მოთხოვნის არსი;

გ) ქონების დასახელება, ადგილმდებარეობა და აღწერა;

დ) მოთხოვნაზე თანდართული დოკუმენტების ნუსხა;

ე) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი;

ვ) ინფორმაცია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოსარგებლის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მოთხოვნილი ქონება არ ექვემდებარება ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის, წიაღზე დამაგრებას. სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წერილი არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ იგი არ გაიცა მიმართვიდან 14 დღის ვადაში;

თ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მოთხოვნილ მიწაზე არ არის გათვალისწინებული ელექტროსადგურის ან/და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განთავსება. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წერილი არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ იგი არ გაიცა მიმართვიდან 14 დღის ვადაში.

6. ქონების სააგენტო 14 დღ ეში იხილავს შემოსულ მოთხოვნებს და გასცემს თანხმობას ან დასაბუთებულ უარს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე. ქონების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების 14 დღ ე ში მიუღებლობის შემთხვევაში, თანხმობა ჩაითვლება გაცემულად.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვაზე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №77-სსმIII, №47, 28.03.2008წ., მუხ.526

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №194-სსმIII, №142, 26.09.2008წ., მუხ.1397

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აპრილის დადგენილება №106-სსმIII, №38,12.04. 2010წ., მუხ.609

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აპრილის დადგენილება №107-სსმIII, №38,12.04. 2010 წ., მუხ.610

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება № 310-სსმIII, №134 ,19..10. 2010 წ., მუხ.1947

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №160-ვებგვერდი, 05.04.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №381-ვებგვერდი, 17.09.2012წ.

    მუხლი 6​1. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 65​1 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი.

4. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირებამდე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ქონების სააგენტოსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №194-სსმIII, №142, 26.09.2008წ., მუხ.1397

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №160-ვებგვერდი, 05.04.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №381-ვებგვერდი, 17.09.2012წ.

    მუხლი 7. სახელმწიფო და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწის რეგისტრაცია

1. სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა,  სახელმწიფო საკუთრებაა და მისი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში  სახელმწიფო საკუთრებად  დარეგისტრირება ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სახელმწიფო საკუთრებ ა ში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთების უფლებათა რეესტრში ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებულ მიწაზე საკუთრების უფლების უძრავი ნივთების უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს მიერ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შენატანით ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებით სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში საზოგადოების მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №381-ვებგვერდი, 17.09.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ““, №233, 24.10.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.10.003.000.874 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7942-7/