„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (37)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (32)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.194
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
2008 წლის 18 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვადგენთ:
1. დამტკიცდეს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“.
2. დამტკიცდეს შემდეგი დანართები:
ა) „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება“ (დანართი №1);
ბ) (ამოღებულია);
გ) „მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილი“ (დანართი №3);
დ) „0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური“ (დანართი №4);
ე) „აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური“ (დანართი №6)“.
ვ) „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ (დანართი №7).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №21-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1835
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ.
3. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები” არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე რომელსაც არეგულირებს:
ა) „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისის (სემეკ) 2007 წლის 30 მაისის N9 დადგენილება.
ბ) „სს „ეი-ი-ეს თელასის“ სააბონენტო სექტორის მომხმარებლებისათვის (მოსახლეობისათვის) 1999 წლის 4 იანვრის შემდეგ წარმოქმნილი ვალის რესტრუქტურიზაციის წესის“, “სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკისა“ და “ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2001 წლის 31 დეკემბერის N15 დადგენილება.
გ) „სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის” საერთო მრიცხველის მქონე საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 15 ოქტომბრის N17 დადგენილება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 3 ოქტომბრის №28 დადგენილება - სსმ III, №147, 07.10.2008 წ., მუხ.1463
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 ნოემბრის №20 დადგენილება - სსმ III, №141, 18.11.2009 წ., მუხ.1641
4. (ამოღებულია).

5. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „ეი-ი-ეს თელასის“ და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის „ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების“ დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილება (სსმ III, 2002 წ, №102, მუხ. 743).
6. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები
1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
3. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.
4. ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისიის) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.
5. ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.
1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად;
ბ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები;
გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება – მათ შორის მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება;
დ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ;
ე) მოახდინოს საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის რეალიზაცია (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად);
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე;
ზ) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:
ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას;
ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად;
გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაცემულია სათანადო დავალება ელექტროენერგიით მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.
4. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:
ა) მომხმარებლის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, დარიცხული დეპოზიტის ან/და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა სახის საფასური;
ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები;
გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ ან/და კომისიის სხვა წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ითვალისწინებს ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტას;
დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდეგ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 19 ივლისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 26.07.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
1. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
2. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4. განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
5. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6. განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 72 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში).
71. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).
72. განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:
ა) აბონენტის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);
ბ) აქტის შედგენის შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;
გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;
დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების ელექტრონულ მისამართს.
8. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების, ამ წესების შესაბამისი ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).
9. ამ წესების მიზნებისათვის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.
10. ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 დღით ადრე მაინც;
ა1) ელექტროენერგიით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის შესახებ - მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ;
ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;
გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე;
დ) ელექტროენერგიით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გეგმურ წყვეტამდე, ამ წესების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირობების შესაბამისად;
ე) ელექტროენერგიით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება გამანაწილებელი ქსელის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის ზუსტი მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე.
2. განაწილების ლიცენზიატი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ელექტროენერგიით მომარაგების მომსახურებასთან.
3. განაწილების ლიცენზიატის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. ამ წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.
4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე განაწილების ლიცენზიატისგან მოითხოვოს:
ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;
ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით;
გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „333“ სიმბოლოს გაგზავნით.
დ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.
41. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.
42. მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც განაწილების ლიცენზიატმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება. ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.
5. როდესაც მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს საკონტაქტო მონაცემების მიწოდება ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში მომსახურე საწარმოებისთვის (სადაც იგი რეგისტრირებულია მომხმარებლად და გააჩნია შესაბამისი აბონენტის ნომერი). ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის აშკარა და არაორაზროვანი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.10.2019 წ.
მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.
2. ელექტროენერგიის მომხმარებელი ვალდებულია ელექტროენერგია გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.
3. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.
4. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად დაუყოვნებლივ წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან.
41. უძრავი ქონების დროებითი ფლობის შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე უფლებამოსილია განაცხადოს უარი აბონენტად რეგისტრაციაზე. ასეთ შემთხვევაში:
ა) უძრავი ქონების მესაკუთრე ვალდებულია მიუთითოს იმ პირის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები, ვის დროებით მფლობელობაშიც იმყოფება ეს ობიექტი (მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია უძრავი ქონების მესაკუთრე);
ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ პუნქტი „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში ფაქტობრივ მფლობელს წერილობით მოსთხოვოს აბონენტად დარეგისტრირება და იმავდროულად აცნობოს რეგისტრაციის პროცედურების, რეგისტრაციაზე უარის თქმის და ამ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების შედეგების თაობაზე;
გ) დროებითი მფლობელი ვალდებულია აბონენტად დარეგისტრირების მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს მომარაგება;
დ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაცია გააუქმოს დროებითი მფლობელის აბონენტად რეგისტრაციის ან მომარაგების შეწყვეტის მომენტიდან, მაგრამ არაუგვიანეს მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაციაზე უარის განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღისა.
5. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოითხოვოს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, ხოლო დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).
6. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწილების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართალებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
7. ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს, ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული.
8. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი);
ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება;
გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელი (სახელწოდება), ან სხვა პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;
დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ელექტროენერგიით მომარაგება;
ე) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – უძრავი ქონების საკადასტრო კოდის და საჯარო რეესტრის ამონაწერის ნაცვლად, შესაძლებელია, განაცხადზე თანდართულ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს);
ვ) ელექტროენერგიის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);
ზ) მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში:
ზ.ა) ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება;
ზ.ბ) ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე დასწრება;
თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.
9. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:
ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა. ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში ფლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;
ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.
10. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგისტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ელექტროენერგიით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
11. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც, განაცხადში ასახული მონაცემების გარდა, უნდა აღინიშნოს ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.
12. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში). განაწილების ლიცენზიატს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების“ (იხ. დანართი №1) დამტკიცებული სტანდარტული ფორმით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.
13. აბონენტად რეგისტრაციის, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) და ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ელექტროენერგიის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალისწინებული.
14. თუ განაცხადში აბონენტად რეგისტრაციის შესახებ პირმა არასწორად მიუთითა ელექტროენერგიის მოხმარების მიზანი ან ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მომხმარებელი ელექტროენერგიას იყენებს არამიზნობრივად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს მომხმარებლის სტატუსი, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომხმარებელს.
15. მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე.
16. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.012020 წ.
მუხლი 5. მომსახურების გაწევა
1. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
2. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია განახორციელოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების ტექნიკურუსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხზე გარემოების დაზუსტების მიზნით ან უსაფრთხოების პირობების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. შემოწმებისთვის საჭიროა განაწილების ლიცენზიატის ხელმძღვანელი პირის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის) მიერ შესაბამისი აქტის გამოცემა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: პირი (ან პირთა ჯგუფი), ვინც უნდა განახორციელოს შემოწმება; მომხმარებლის სახელი და გვარი (ან დასახელება); მისამართი; აბონენტის ნომერი და გარემოება, რის გამოც უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის შემოწმება. აღნიშნული აქტი მომხმარებელს უნდა წარედგინოს შემოწმებისას.
3. განაწილების ლიცენზიატი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია, დაუშვას განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი მის მფლობელობაში არსებულ ელექტროდანადგარებთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.
31. როდესაც განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით განსაზღვრული მოქმედება ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის განაწილების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან).
4. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატი, ელექტროენერგიის მრიცხველის და ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.
5. მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). განაწილების ლიცენზიატს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს სარეზერვო კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის იმ სათავსოების, ავტოფარეხების, ლიფტების, განათებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად).
6. განაწილების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს (მათ შორის საცალო მომხმარებელს) უნდა მისცეს იმ ელექტროდანადგარების (დენმიმღებების) დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით:
ა) გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით;
ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ელექტროდანადგარის (დენმიმღების) ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროდანადგარის (ელექტროდანადგარების) გამოყენების შედეგად მოხმარებული ელექტროენერგიის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის დადგმული სიმძლავრის, მისი გამოყენების საანგარიშო 0.5 კოეფიციენტის და დღის განმავლობაში 8-საათიანი გამოყენების ნამრავლის საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს;
დ) დროებითი მიერთების მსურველმა განაწილების ლიცენზიატს უნდა აცნობოს, თუ რა ვადით ესაჭიროება გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. აღნიშნული ვადის ამოწურვისას (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთებულ მომხმარებელს მოსთხოვოს წესებით დადგენილი გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ ელექტროდანადგარების (დენმიმღებების) გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს ელექტროენერგიით მომარაგების სისტემაზე ან/და განაწილების ლიცენზიატის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.
8. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.
11. თუ გამანაწილებელი ქსელის ერთ წერტილში მიერთებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე 1 კვტ-ზე ნაკლებია, მხარეები უფლებამოსილი არიან, შეთანხმდნენ ელექტროენერგიის მოხმარებაზე მრიცხველის გარეშე. ასეთ შემთხვევაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრება ქსელზე მიერთებული ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრისა და მუშა საათების გათვალისწინებით.
2. საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველი). ასევე, სხვა სახის თავისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის ელექტროდანადგარები.
3. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობზე გაწეული ხარჯი (მათ შორის მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
4. ელექტროენერგიის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელექტროდანადგარები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.
6. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად განაწილების ლიცენზიატის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.
7. ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრის დაშორებით მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევისა), თუ ტექნიკური რეგლამენტით ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.
8. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ელ.გაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და ელ.გაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.
9. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი, ამასთან:
ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი თავისი ხარჯით;
ბ) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;
გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, ელექტროდანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე.
10. მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიატის ქსელებს შორის ელექტროენერგიის ორმხრივი გადადინების შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის რევერსული მრიცხველი (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ ელექტროენერგიის გადადინება აღირიცხებოდეს ორივე მიმართულებით).
11. თუ მომხმარებელს განაწილების ლიცენზიატისაგან ელექტროენერგია მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი ტრანსფორმატორის საშუალებით, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მაღალი ძაბვის მხარეს.
12. თუ 0,220 კვ ძაბვის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ფლობს 0,380 კვ ძაბვის ელექტროდანადგარს, რომელიც მიერთებული იყო გამანაწილებელ ქსელზე, ამასთან, მომხმარებლის ჯამური მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 10 კვტ-ს, მომხმარებელი უფლებამოსილია, 0,220 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის ნაცვლად მოითხოვოს 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ერთ-ერთი შემდეგი წესით:
ა) მომხმარებელმა განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს და თავად უზრუნველყოს 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა. ამ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში;
ბ) განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის შეცვლა, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, აანაზღაუროს აღრიცხვის კვანძის შეცვლა-მოწყობაზე გაწეული ხარჯი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.08.2012 წ.

1. გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის სიხშირე, ძაბვა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს ელექტროენერგიის სექტორში მოქმედ ნორმებს და სახელმწიფო სტანდარტებს. ელექტროენერგიით მომარაგებისას განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ელექტროენერგიის იმ პარამეტრებზე, რომლის გამოსწორება ან შეცვლა შესაძლებელია მის მიერ.
2. ამ წესების შესაბამისად განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ფლობდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ ელექტროდანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის ელექტრომოწყობილობებს, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელის ელექტრომომარაგება.
3. განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, ელექტროდანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია განაწილების ლიცენზიატისთვის ელექტროენერგიის მრიცხველის შესაძენად, ასევე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის, ან/და გამანაწილებელი ქსელის გაფართოებისთვის – მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია, ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად).
მუხლი 8. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
1. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ელექტროენერგიის დატაცება, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის მოხმარება (გარდა ამ წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა).
2. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში).
3. განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი.
4. მომხმარებლის მიერ ელექტროქსელზე ელექტროენერგიის მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ელექტროენერგიის დატაცების, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, განაწილების ლიცენზიატის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება.
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის ან ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა).
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება ამ წესების №3 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით (ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს).
დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა ხდება ერთი თვის პერიოდში, ამ წესების №3 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით.
ე) იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არასაპატიო (დაუსაბუთებელი) მიზეზით არ დაუშვებს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დადგმული სიმძლავრის დასადგენად და ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ ამ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლას, მაშინ განაწილების ლიცენზიატს, მომხმარებლის წერილობითი გაფრთხილებიდან 2 სამუშაო დღის შემდეგ უფლება აქვს, დაარიცხოს შემყვანზე (სადენზე) დასაშვები მაქსიმალური დატვირთვისას ძაბვის, დენისა და სიმძლავრის კოეფიციენტთა ნამრავლის (ნომინალური სიმძლავრის) 15-დღიანი გამოყენების დაანგარიშებით.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდის გამოყენების შემდეგ მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს წერილობით მიაწოდებს გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არა უმეტეს 3 თვისა) დასაბუთებულ არგუმენტაციას განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით.
6. ამ მუხლში მოცემული მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრის ჯამის განსაზღვრისას, გამოიყენება მის მფლობელობაში მყოფი მხოლოდ ის ელექტროდანადგარები, რომელიც მიერთებულია ქსელზე ან მზად არის ქსელზე მისაერთებლად და იმყოფება მუშა მდგომარეობაში.
7. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განაწილების ლიცენზიატის მიერ დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.
8. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს ამ წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.
9. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე.

1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
2. მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).
21. (ამოღებულია - 23.08.2012 №13).
3. საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
31. (ამოღებულია - 23.08.2012 №13).
4. ქვითარში უნდა მიეთითოს;
ა) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენება (ჩვენების აღების თარიღების მითითებით);
ბ) სამომხმარებლო ტარიფი;
გ) მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ. სთ) და ღირებულება;
დ) მომხმარებელზე დარიცხული თანხა;
ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია;
ვ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა;
ზ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა;
თ) ბეჭდური ფორმის ქვითარში ასევე მოცემული უნდა იყოს:
თ.ა) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებები, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;
თ.ბ) განაწილების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერი;
თ.გ) ქვითრის მეორე მხარეს დამატებით უნდა აისახოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია.
41. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე.
42. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, განაწილების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხა მიმართული იქნეს იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.
5. ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება.
51. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ყოველთვიურად შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
52. ამ წესების შესაბამისად, ქვითარი შეიძლება მომხმარებელს მიეწოდოს ბეჭდური ან მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში-ელექტრონული ფორმით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, შესაბამის ფორმატში). ამასთან, ელექტრონული ფორმით ქვითრის მიწოდების შესახებ შეთანხმებაში უნდა განისაზღვროს:
ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის მიღების მინიმუმ ორი საშუალება (მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში). შესაძლებელია მხარეთა შეთანხმება ქვითრის მისაღებად ძირითად და ალტერნატიულ ნომრებზე ან/და ელექტრონულ მისამართებზე;
ბ) ელექტრონული ფორმით ქვითრის გამომგზავნის დასახელება, ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
გ) მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მექანიზმები და საშუალება;
დ) ინფორმაციის ურთიერთგაცვლის (მათ შორის, ქვითრის გამომგზავნის/მიმღების) საშუალების, ნომრის ან/და ელექტრონული მისამართის შეცვლის შესახებ შეტყობინების პირობები;
ე) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;
ვ) სხვა პირობები და გარემოებები.
6. (ამოღებულია -19.07.2012, №9).
7. მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
8. დავალიანების გადაუხდელობის გამო საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომხმარებლის მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.
9. მომხმარებელმა დარიცხული საფასური უნდა გადაიხადოს ნაღდი ანგარიშსწორებით შესაბამის მომსახურების ცენტრში ან მისი დაფარვა უზრუნველყოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
10. მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.
11. მომხმარებელს უფლება აქვს, წინასწარ გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს განაწილების ლიცენზიატს.
12. დაუშვებელია განაწილების ლიცინზიატის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.
13. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგება განაწილების ლიცენზიანტმა უნდა აღადგინოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ან განაწილების ლიცენზიატსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა კალენდარული დღის 09:00-დან - 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00-დან - 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას 14:00 საათის შემდეგ – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №10 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ.

მუხლი 10. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
1. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ:
ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე, მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას;
ბ) პირი გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორცილებლად;
გ) მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის;
დ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის);
ე) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ამ წესების პირობების შესაბამისად (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის);
ვ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს და არსებობს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის მომეტებული რისკი, რის გამოც, როგორც განსაკუთრებულ შემთხვევაში, გონივრულია დეპოზიტის მოთხოვნა.
11. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საცალო მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ, კერძოდ:
ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12-თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაციას;
ბ) დავალიანების გადაუხდელობით გათიშულ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ.
2. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში - ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაზე მეტი (ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის გაანგარიშების პერიოდის დადგომამდე). მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა განაწილების ლიცენზიატის მიერ არ იქნა მიმართული მათ შორის წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.
21. აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ელექტროენერგიის მოხმარების დაწყებიდან 6 თვის ვადაში გადაიანგარიშოს დეპოზიტის ოდენობა ბოლო 6 თვის საშუალო მოხმარების მიხედვით.
22. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა. დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას.
3. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ:
ა) მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა;
ბ) 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა);
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დეპოზიტის მოთხოვნისას, აღარ არსებობს დეპოზიტის მოთხოვნის წინაპირობა.
4. თუ ელექტროენერგიის მრიცხველი დამონტაჟებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის წაკითხვა, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველის რეალური ჩვენების შესაბამისად.
5. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. თუ განაწილების ლიცენზიატმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას და არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს არანაკლებ ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან.
51. კომისიაში განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი დავის განხილვის შემთხვევაში კომისია განსაზღვრავს დავალიანების გადანაწილების ვადას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 31 მაისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 05.06.2019 წ.
მუხლი 11. ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
1. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.
2. თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში.
3. ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან ელექტროენერგიის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
31. ამ წესების მიზნებისათვის, ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.
4. მომხმარებელს არ შეიძლება დაეკისროს ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.
5. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა საცალო მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. ელექტროენერგიის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
7. განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევებში, თუ ამ წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.
8. ელექტროენერგიის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის განაწილების ლიცენზიატი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).
81. დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე -7 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
9. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ან/და მათი წარმომადგენლების ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. განაწილების ლიცენზიატმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მიმწოდებელსა და მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.
10. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის საზიანოდ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მონაცემები, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილ შემოწმების თარიღამდე. მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების ჩასწორებისთანავე ან/და მოხდეს მისი მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ);
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის სასარგებლოდ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მონაცემები, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე. განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედმეტად მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს;
11. თუ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება ელექტროენერგიის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
111. ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.
12. ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.
13. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
14. ელექტროენერგიის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს ახალი მრიცხველი (მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას), ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.
15. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა არ წარმოებს ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.
16. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

1. დაუშვებელია მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
2. კომისიის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე, მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას გამართული აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.
4. დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით მომხმარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება – შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე.
5. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებს მომხმარებელს ელექტროენერგიის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.
მუხლი 13. ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აწარმოოს ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს, აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონული პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით.
2. განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმების მოთხოვნის შესაბამისად.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს:
ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში;
ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში მონაცემების ასახვა) – არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

მუხლი 14. ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ განაწილების ლიცენზიატისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.
11. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით, გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს ელექტროენერგიის მრიცხველთან, მას უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება. მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის ელექტროენერგიის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.
3. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას განაწილების ლიცენზიატის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება (აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება ამ წესების 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე).
4. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ განაწილების ლიცენზიატის არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
6. თუ ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
1. პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია.
2. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ შესაბამისად.
3. განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება.
4. განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.
5. მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ელექტროქსელიდან ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოებამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი.
6. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) ელექტროენერგიის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის ელექტროგაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი.
7. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ელექტროენერგიის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენეგიის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიცხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს;
გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად;
დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;
ე) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.
8. თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი მომხმარებელი, რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიან ტი უფლებამოსილია, აღნიშნულ მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიან ტი ვალდებულია:
ა) დროულად წარადგინოს კომისიაში მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულება;
ბ) თითოეული მომხმარებელი აიყვანოს აბონენტად და მომსახურება განახორციელოს ამ წესებითა და მათთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 1 ივნისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 07.06.2011 წ.

მუხლი 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) განაწილების, გატარების და სამომხმარებლო ტარიფების და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;
გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ;
დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ;
ე) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), ელექტროენერგიით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) ჟურნალის ჩანაწერები;
ვ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ, მათ შორის, ელექტროენერგიის სავარაუდო ღირებულებისა და საკონტაქტო რეკვიზიტების მითითებით (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ამ მიზნით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე);
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.
11. თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული აბონენტის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტად რეგისტრირებული პირისათვის.
2. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადოს) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებ-გვერდზე), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს, მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა) – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომსახურების ცენტრებში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები. ასევე ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 26.02.2020 წ.
მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
1. ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი. აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.
11. ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
2. აქტს განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
3. აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;
ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები;
გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქტი შედგენილი იქნება ელექტრონულად;
დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;
ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
31. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან მოწმის მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.
4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;
ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი;
გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) მომხმარებლის კუთვნილი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში);
ე) ინფორმაცია დამიწების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება.
5. ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში და ელექტროენერგიის მრიცხველის მუდმივა;
ბ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა;
გ) დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების მონაცემები;
დ) ელექტროენერგიის მრიცხველის ბადროს ბრუნთა რიცხვი (იმპულსების რაოდენობა – ელექტრონული ელექტროენერგიის მრიცხველისათვის) და შესაბამისი დრო;
ე) გამოყენებული ელექტროენერგიის მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი;
ვ) სამფაზა ელექტროენერგიის მრიცხველის შემთხვევაში, დამატებით უნდა აღინიშნოს პირველადი და მეორადი დენის და ძაბვის გაზომვის შედეგები.
6. ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) შესაბამისი ელექტროენერგიის მრიცხველის (მრიცხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება;
ბ) ბრჯენის ნომერი;
გ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა ელექტროენერგიის მრიცხველი;
დ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში).
7. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო, საჭიროა მომხმარებელთან არსებული ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს. საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მრიცხველი შესამოწმებლად განაწილების ლიცენზიატის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.
8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.
9. მიღებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ორი ან მეტი ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს ელექტროენერგიით მომარაგების შესაბამის კვების წყაროზე არსებულ ელექტროენერგიის მრიცხველზე.
10. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.
11. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – განაწილების ლიცენზიატს; ხოლო ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში, მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში ელექტროენერგიის მრიცხველთან ერთად.
12. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.
13. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ელექტროენერგიის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან).

მუხლი 18. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა
1. საცალო მომხმარებელს უფლება აქვს ელექტროენერგია შეისყიდოს როგორც განაწილების ლიცენზიატისგან, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან სათანადო წესის დაცვით გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, შესაბამის განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ მიაწოდოს აღნიშნული ხელშეკრულების ასლი და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში უზრუნველყოს საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძლოდ მოკლე ვადაში განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების თარიღი და უზრუნველყოს მათ შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ამ წესების პირობების შესაბამისად.
4. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს უფლება აქვს უარი თქვას ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუ აშკარად შეუძლებელია კონკრეტული მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა ტექნიკური მიზეზის ან სხვა დასაბუთებული გარემოების გამო.
5. საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის ნასყიდობა არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს ამ წესებით განსაზღვრული რაიმე სახის ვალდებულებისა თუ პასუხისმგებლობისგან; განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მის ქსელზე მიერთებულ საცალო მომხმარებლისათვის გამანაწილებელი ქსელისა და ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის), ელექტროენერგიის გატარების, ელექტროენერგიით მომარაგების, მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის, ასევე, მოხმარებული ელექტროენერგიისა და მომსახურების საფასურის დარიცხვისა და ამოღების მომსახურება შეასრულოს იგივე პირობებითა და პროცედურებით, როგორც საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის განაწილების შემთხვევაში.
6. საცალო მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბამისად აღრიცხული და დარიცხული თანხის გადახდაზე პასუხისმგებელია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის, მომსახურებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარზე ასახვისა და საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მფლობელ განაწილების ლიცენზიატს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განაწილების ლიცენზიატსა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურის გადახდა გულისხმობს საცალო მომხმარებლის მხრიდან ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რაც განხორციელდა ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებითა და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე; დაუშვებელია საცალო მომხმარებელს დაეკისროს ელექტროენერგიის შესყიდვისა და მომარაგებისათვის რაიმე სხვა სახის ერთჯერადი გადასახდელის ან საფასურის გადახდა, გარდა ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და ამ წესების მე-19 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურისა. ამ წესებით განსაზღვრული ყველა სხვა ინდივიდუალურად გადასახდელი (ელექტროენერგიის მრიცხველის, კორექტირების, უკანონოდ მოხმარების და სხვა ერთჯერადი ხარჯები) მომხმარებლის ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.
8. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის შემთხვევაში, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა აღნიშნული საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.
9. საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან შესყიდვის შემთხვევაში, ქვითარში სამომხმარებლო ტარიფის ნაცვლად აღინიშნება ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასური და მომხმარებელზე დარიცხული თანხა, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და განაწილების ლიცენზიტისათვის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით.
10. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებელმა დარიცხული თანხა უნდა გადაიხადოს ქვითარში მოცემულ იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც უნდა მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა.
11. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნდეს შესაბამისი ხელშეკრულებები ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის ან/და გატარების მომსახურეობის შესახებ.
1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასური მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებისა და ყველა იმ მომსახურების (გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის და სხვა მომსახურების) ღირებულებას, რომელიც საჭიროა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მუდმივი და სტაბილური მომარაგებისთვის მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების პირობების შესაბამისად.
2. ამ წესების შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა შესაბამისი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის სათანადო რაოდენობისა თუ სიმძლავრის მიწოდება, საცალო მომხმარებელის ელექტროენერგიით მომარაგება არ უნდა შეწყდეს. ამასთან, საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე გაწეული მომსახურების საფასურისა და ხარჯების გადახდა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ხდება ამ საცალო მოხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შესრულებისათვის საჭიროებს იმ განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდებას, რომლის მეშვეობითაც ხდება საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარება, ფაქტობრივი მოხმარების შევსება ან/და სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა.
2. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებულ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა შესაბამის განაწილების ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საცალო მომხმარებლის დასახელება და მისამართი, სადაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგება;
ბ) მომხმარებლისათვის მოთხოვნილი სიმძლავრე, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე მოთხოვნილ იქნეს ელექტროენერგიის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა-გრაფიკი;
გ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის და საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულებები;
ე) საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის პირობები.
3. განაწილების ლიცენზიატი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ვალდებულია, ელექტროენერგიის ნასყიდობის კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად ელექტროენერგიის გატარებასა და შესაბამის მომსახურებაზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის დაწყების ამ წესებთან აშკარად შეუსაბამო ვადები;
ბ) არ არის განსაზღვრული საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის პირობები;
გ) არ არის განსაზღვრული მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების თარიღი და სავარაუდო სიმძლავრეები;
დ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ არ არის რეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის და, საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მომსახურების შესახებ.
4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებელსა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ხელშეკრულების მიღებიდან 40 კალენდარულ დღეს (თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების უფრო გვიანი ვადა არ არის გათვალისწინებული). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მხარეებს ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი მისი განსაზღვრისთანავე.
5. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების თარიღი უნდა იყოს კალენდარული თვის დაწყების თარიღი.
6. თუ საცალო მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდება უშუალოდ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, მის მიერ გამომუშავებულ და სალტეზე გაცემულ ელექტროენერგიასთან ერთად აღრიცხოს და მოთხოვნის შესაბამისად წარადგინოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემები.
7. თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ საცალო მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდება ისე, რომ არ ხდება ან ტექნიკურად შეუძლებელია ამ საცალო მომხმარებლის გადაცემის და განაწილების ლიცენზიატების მეშვეობით ელექტროენერგიით მომარაგება, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება, შესრულებისათვის არ საჭიროებს განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდებასა და განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფას. განაწილების ლიცენზიატს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის ვალდებულება ამ პუნქტით განსაზღვრული საცალო მოხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებიდან გამომდინარე.
მუხლი 21. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები
1. საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებლის მოხმარების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი არეზერვებს (ქმნის) სიმძლავრის სასისტემო რეზერვს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით; მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ეკისრება აღნიშნული საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურება.
2. განაწილების ლიცენზიატი (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ინტერესების გათვალისწინებით) ვალდებულია გააფორმოს ბანკთან ისეთი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საცალო მომხმარებლის მიერ (ქვითარზე მოცემულ ანგარიშზე) გადახდილი თანხა გადაირიცხება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და განაწილების ლიცენზიატის ანგარიშებზე ერთდროულად, ქვითარში აღნიშნული წილობრივი მაჩვენებლის მიხედვით. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და განაწილების ლიცენზიატი ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სხვა წესზეც.
3. იმ შემთხვევაში, თუ საცალო მომხმარებელმა ქვითარში მითითებულ ვადაში არ გადაიხადა შესყიდული ელექტროენერგიის ან/და მომსახურების ღირებულება, განაწილების ლიცენზიატი ამ საცალო მომხმარებლის მიმართებაში ვალდებულია იმოქმედოს ელექტროენერგიის განაწილებისას ანალოგიურ შემთხვევებზე ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (მათ შორის, უზრუნველყოს ამ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა), ამასთან, საცალო მომხმარებლის მიერ ქვითარში მითითებული ვადის გადაცილებიდან 10 დღის განმავლობაში თანხის კვლავ გადაუხდელობის შემთხვევაში, ატყობინებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს და განუსაზღვრავს მისი დავალიანების გადახდის გონივრულ ვადას, განსაზღვრულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია შესაბამის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ასევე მოსთხოვოს საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ან/და გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
4. იმ შემთხვევაში, თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური არ გადაიხდის გატარებული ელექტროენერგიის საფასურს ან/და შესაბამისი საცალო მომხმარებლის დავალიანებას ან ვერ წარადგენს განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მხარეთა შეტყობინების შემდეგ, არ დაუშვას გამანაწილებელ ქსელში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური აღნიშნული პირობების დაკმაყოფილებამდე. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის შესაბამის მომხმარებელს გაუწიოს განაწილების მომსახურება ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს, სანამ მხარეების მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
2. გატარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა განაწილების ლიცენზიატს უნდა მიმართოს შესაბამისი განაცხადით.
3. ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის) რეკვიზიტებს;
ბ) ელექტროენერგიის გატარების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის) სახელს, მისამართს და საბანკო რეკვიზიტებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიის გატარებისა და საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მომსახურებიდან გამომდინარე წარმოქმნილი ხარჯების გადახდაზე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის თანხმობას.
დ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტების ადგილმდებარეობასა და დასახელებას;
ე) მიწოდების პუნქტში ელექტროენერგიის საპროგნოზო მიწოდების წლიური, თვიური, დღიური გრაფიკები, ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობების, წყაროებისა და შესაბამისი სიმძლავრეების მითითებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მოცემული მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საცალო მომხმარებლის (მომხმარებლების) ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრეებზე. აღნიშნული მონაცემების ცვლილება არ საჭიროებს ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადში ან გატარების ხელშეკრულებაში ცვლილებას.
5. განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა ვალდებულია გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან ხელშეკრულება ელექტროენერგიის გატარების თაობაზე.
6. განაწილების ლიცენზიატთან ამ მუხლის შესაბამისად შევსებული განაცხადის წარდგენის შემდეგ განაცხადით მოთხოვნილი პირობები აისახება ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებაში.
7. ელექტროენერგიის გატარების შესახებ ინდივიდუალურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილ განაცხადში მოცემული პირობების საფუძველზე, განახორციელოს ელექტროენერგიის გატარება და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად იმოქმედოს ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით.
8. ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობები, მათ შორის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის შესაბამისი სიმძლავრის მიუწოდებლობითა და სხვა უარყოფითი გარემოებებით გამოწვეული შედეგების თავიდან აცილების პირობები, ასევე, იმ გარემოებებში მოქმედების პირობები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემაში მომხმარებელთა იძულებითი შეზღუდვა.
9. განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს უარი უთხრას შესაბამის დაინტერესებულ პირს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია გატარებისათვის საჭირო შესაბამისი საფასურის გადაუხდელობით.
10. განაწილების ლიცენზიატს ელექტროენერგიის გატარების საფასური აუნაზღაურდება მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.
1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.
2. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიუწოდებლობის შემთხვევაში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს აუნაზღაუროს განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის გაწეული ხარჯები ამ წესებისა და ხელშეკრულების შესაბამისად.
3. თუ ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, ანგარიშსწორება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის მოხდება შემდეგი წესით:
ა) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ადგილი აქვს განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროენერგიის მოხმარებას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან მოითხოვოს როგორც მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული მისი კუთვნილი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფით ანაზღაურება;
ბ) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგია ნაკლებია განაწილების ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებული და საცალო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს გადაუხადოს საცალო მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის ღირებულება, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ელექტროენერგიის მოხმარების ფასსა და გატარების მომსახურების ღირებულებას შორის სხვაობით მიღებული ფასით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარების ტარიფში გათვალისწინებული არ არის ელექტროენერგიის ქსელში ნორმატიული დანაკარგები, ზენორმატიული დანაკარგი შეივსება (ანაზღაურდება) განაწილების ლიცენზიატის მიერ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარების ტარიფი ითვალისწინებს ნორმატიული დანაკარგის ანაზღაურებას, მაშინ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეავსოს მიწოდების პუნქტში მიღებული და გამანაწილებელ ქსელში გატარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგი.
მუხლი 25. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური
1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს საცალო მომხმარებლის ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლ(ებ)ის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე (იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით).
2. საცალო მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია, მის/მათ მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია მიაწოდოს გამანაწილებელ ქსელს. საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს გამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე – გამანაწილებელ ქსელთან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას და ელექტროენერგიის მწარმოებელთან ურთიერთობა აწარმოოს კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის შესაძლო სქემებია:
ა) სინქრონული – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მუშაობს გამანაწილებელი ქსელთან სინქრონულ რეჟიმში;
ბ) ინვერტორი – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულია გამმართველი-ინვერტორის საშუალებით.
41. საცალო მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი (ერთობლივად) შეიძლება ფლობდეს გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს. ასეთ შემთხვევაში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური უნდა მიერთდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან იმ სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს, რომლითაც მარაგდება საცალო მომხმარებელი ან ჯგუფის ყველა წევრი (სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს არსებული გამანაწილებელი ქსელი წარმოდგენს საცალო მომხმარებლის ან ამ მომხმარებელთა ჯგუფის მოხმარების ადგილს).
42. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მომხმარებელთა ჯგუფის ერთობლივად ფლობის შემთხვევაში, საცალო მომხმარებელთა ჯგუფთან ანგარიშსწორება ხდება თითოეულ საცალო მომხმარებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან მოწყობილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მეშვეობით. აღნიშნული მრიცხველები (აღრიცხვის კვანძები) წარმოადგენს ამ მომხმარებელთა ჯგუფის საანგარიშწორებო მრიცხველებს (საბალანსო აღრიცხვის კვანძებს), ხოლო ამ მომხმარებლებზე ქვითარი გამოიწერება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
5. განაწილების ლიცენზიატის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამის განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 2 პროცენტს. განაწილების ლიცენზიატის წლიური პიკური დატვირთვა განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა წლის მონაცემების საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კომისიას, თუ მის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე მიაღწევს ამ პუნქტით დადგენილ ზღვარს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის, განაწილების ლიცენზიატმა ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალური პიკური დატვირთვის შესახებ, ქსელში მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრისა და დარჩენილი (თავისუფალი) სიმძლავრის თაობაზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე.
61. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მოვლა-პატრონობის მიზნით უფლება აქვთ შექმნან გაერთიანება (კავშირი), ისე, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მფლობელობაში არ გადაეცეს ამ კავშირს.
7. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელს გაუწიოს ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით ტექნიკური, სამართლებრივი ან/და სხვა სახის კონსულტაცია.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 18.03.2017 წ.
1. საცალო მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება განაწილების ლიცენზიატისთვის „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის“ გადახდის პირობით, ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად.
11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 261 მუხლებით, თუ ამ წესებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
2. მომხმარებელმა ან მომხმარებელთა ჯგუფმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით“ უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). ამასთან, განაწილების ლიცენზიატისთვის ამ პუნქტში მოცემული განაცხადით, მიმართვა არ წარმოადგენს აუცილებლობას, თუ კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა განაცხადის ფორმა ითვალისწინებს გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ პირობას.
3. მიერთების მსურველი ვალდებულია, შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. იმ შემთხვევაში, თუ განაწილების ლიცენზიატი არ აცნობებს განმცხადებელს პასუხს დადგენილ ვადაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღების დღიდან. განაცხადზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის საფუძველზე.
5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაასაბუთოს განაცხადზე დადგენილი ხარვეზი. ხარვეზის დადგენის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ შემდეგი გარემოებები:
ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);
ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება 100 კილოვატს;
გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება მომხმარებლის ქსელთან მიერთების სიმძლავრეს/მომხმარებელთა ჯგუფის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ჯამურ სიმძლავრეს;
დ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შედეგად, განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე გადააჭარბებს განაწილების ლიცენზიატისათვის წლიური პიკური დატვირთვის განსაზღვრულ ზღვარს.
6. განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღების შემთხვევაში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოებს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს) უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი.
7. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს მისი მფლობელი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში – ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს. ამ მიზნით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს და გააკონტროლოს გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრე.
8. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც არსებული მომხმარებლის, ასევე მიერთების მსურველის (ახალი მომხმარებლის) მიერ. შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველი ვალდებულია გადაიხადოს:
ა) არსებული მომხმარებლის შიდა ქსელში დაერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“;
ბ) ახალი მომხმარებლის ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსაგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის „ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების“ საფასური;
გ) საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის „ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების“ საფასური წესების 27-ე მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.
9. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უნდა განხორციელდეს:
ა) არსებული მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრულ ვადაში;
ბ) ახალი მომხმარებლის მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნას – იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია ამ წესებით, ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის შესაბამის მომსახურებაზე;
გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრულ ვადაში.
10. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვამდე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეამოწმოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის სქემა და ავტომატური მართვის ტექნიკური გამართულობა. გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი წერილობით მიუთითებს მომხმარებელს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე. დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვა ხარვეზის გამოსწორებამდე. მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთება, თუ დაკმაყოფილებულია ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პირობა, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტროენერგია.
11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს განმცხადებლის დავალიანებაში.
12. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ შემცირდება – განახევრდება.

1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღირიცხება ცალ-ცალკე, ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველით.
2. განაწილების ლიცენზიატმა ანგარიშსწორების ქვითარში უნდა ასახოს:
ა) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა;
ბ) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა;
გ) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიასა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიას შორის სხვაობა, რომელზეც უნდა განხორციელდეს ანგარიშსწორება განაწილების ლიცენზიატსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელს შორის ამ მუხლის მე-3 - მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება კრედიტის სახით (ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის რეალიზაცია არის ნულის ტოლი).
4. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) და კრედიტის სახით ანგარიშსწორების ქვითარში ასახული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად, რომელსაც უნდა დაერიცხოს კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფი (შესაბამისად, აღნიშნული სხვაობით მიღებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის რეალიზაციად).
5. მიკროსიმძლავრის მფლობელი საცალო მომხმარებლისთვის, 30 კალენდარულ დღეში, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფების დარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სხვაობით მიღებულ ელექტროენერგიაზე (კვტ/სთ-ზე).
6. საანგარიშო წლის (კალენდარული წლის პირველი მაისიდან – პირველ მაისამდე პერიოდზე) აპრილის თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
7. საანგარიშო წლის ანგარიშსწორების შემდეგ, ქვითარში კრედიტის სახით ასახულ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე დარიცხული თანხა:
ა) აისახება მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე და გაითვალისწინება მომდევნო ანგარიშსწორებისას; ან
ბ) საცალო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაირიცხება ამ მომხმარებლის მიერ მითითებულ სა ბანკო ანგარიშზე.
8. მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, მათ შორის, ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი ინდივიდუალური მრიცხველებისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით;
ბ) მოხმარებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია გაქვითოს, კრედიტის სახით ასახოს და საანგარიშო წლის აპრილის თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით დარჩენილი ელექტროენერგია ჯგუფის თითოეულ წევრზე გადაანაწილოს ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმებული გაქვითვისა და კრედიტის გადანაწილების პირობის შესაბამისად, ხოლო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში – თანაბრად;
დ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტოს იმ მომხმარებელს, რომელსაც ერიცხება დავალიანება.

მუხლი 26. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება
1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა.
11. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ელექტროენერგია აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ელექტროენერგია და არც მიუმართავს განაწილების ლიცენზიატისათვის ელექტრომომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.
3. (ამოღებულია - 22.06.2018, №8).
4. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები (წესების 26-ე და 261 მუხლები) არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში), ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისი ელექტროენერგიით მომარაგება (გარდა ამ მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებულ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის შემთხვევისა).
5. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის, ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა (გარდა გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად – რეგისტრაციის მოთხოვნისა) მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სეზონური ობიექტების (კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 6 თვის ვადით) 0,4 კვ. ძაბვაზე და არაუმეტეს 30 კვტ. სიმძლავრით ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული ელექტროდანადგარებისა თუ ობიექტების მომარაგებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთება და არსებული მომხმარებლის (აბონენტის) მიერ ალტერნატიული (სარეზერვო) კვებით უზრუნველყოფის შემთხვევა (ამ შემთხვევაში შესაბამისი განმცხადებელი პასუხისმგებელია ქსელთან მიერთებისთვის საჭირო ტექნიკურად აუცილებელი საშუალებების მოწყობა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გაღებაზე).
51. (ამოღებულია - 22.06.2018, №8).
6. 0.4 კვ. (380/220 ვ) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელ ზე მიერთების საფასური დგინდება მისაერთებელ სიმძლავრეზე , შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №4).
61. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მარაგდებოდა ელექტროენერგიით, გაიყო ან მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელზე.
62. უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს ამ წესების №6 დანართით გათვალისწინებული საფასური (ამ წესების 261 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის პროცედურის შესაბამისად), თუ:
ა) ადგილი აქვს 0-დან - 10 კვტ სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების ერთი უძრავი ქონებით გამოყოფას და გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს 0-დან - 10 კვტ სიმძლავრით მიერთებას;
ბ) 10 კვტ. მისაერთებელი სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას, არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ. მისაერთებელი სიმძლავრით მომარაგებისთვის.
63. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური არ ვრცელდება, თუ მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდებოდა არა განაწილების ლიცენზიატის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს ამ წესების 261 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.
7. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 0.4 კვ. (380/220 ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელ ქსელ ზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფის ათვის საჭირო მოქმედების განხორციელება.
8. 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელი ქსელზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მიერ. განაწილების ლიცენზიატი უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ჩათვლით), რაც დაკავშირებულია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებ ის უზრუნველყოფ ასა და ელექტრომომარაგებასთან.
9. დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფის ათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული განაწილების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებას. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
10. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის ნაწილის გადახდის შემდეგ, 0,220 კვ, 0,380კვ და 6/10კვ ძაბვის ახალი მომხმარებლ(ებ)ის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს იმ ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას:
ა) 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში – არსებული 0,4 ან 6-10 კვ გამანაწილებელი ქსელიდან 600 მ-ის რადიუსში;
ბ) 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში – არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში.
11. ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. მიერთების მსურველს (ახალი მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს):
ა) აღრიცხვის კვანძის ძაბვის საფეხური, რომელზეც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი (გარდა ამ წესების 261 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
ბ) მისაერთებელი სიმძლავრე შესაბამის ძაბვის საფეხურზე , სადაც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი შეთავაზებული პაკეტის მიხედვით.
12. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით) უნდა განისაზღვროს ამ ობიექტ(ებ)ის სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის შესაბამისად.
13. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.
14. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 11.07.2012 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ.
1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის, ასევე უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ წესების 26-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად), პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს (ელექტრონული ან წერილობით ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების 26-ე და 261 მუხლების საფუძველზე და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20 დღის განმავლობაში;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10 დღის განმავლობაში.
21. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური.
3. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.
4. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან წერილობით ფორმით, მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება.
5. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად – ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. ხარვეზის დადგენა შესაძლებელია, თუ:
ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან შევსებულია შეცდომით (მათ შორის, თუ ის არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);
ბ) მისაერთებელი ობიექტი გათვალისწინებულია სივრცის დაგეგმარების ან ქალაქთმშენებლობითი გეგმით და მოთხოვნილი სიმძლავრე ამ ობიექტის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეზე ნაკლებია (მათ შორის, თუ მიერთება მოთხოვნილია საკადასტრო ერთეულის ნაწილზე განცალკევებულად, გეგმაში მოცემული ობიექტისთვის განკუთვნილზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით);
გ) (ამოღებულია - 24.01.20 №3);
51. (ამოღებულია - 24.01.20 №3).
6. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი ს დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.
61. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ზუსტი დრო (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც). ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა განხორციელდეს ახალი მომხმარებლის მიერთების სამუშაოების დასრულებისთანავე, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) 220 ვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს მომხმარებლის თანხმობით შესაბამის აქტზე ხელმოწერის შემდეგ. ამასთან, თუ მომხმარებელი არ არის თანახმა მომარაგების დაწყებაზე, არ იმყოფება ადგილზე ან ვერ ხერხდება გამანაწილებელ ქსელზე მისი შიდა ქსელის დაერთება (შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის არარსებობის გამო) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის (ან მრიცხველის) შემდეგ მოწყობილი გამთიშველი დატოვოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ, შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. ასეთ შემთხვევაში, ახალი მომხმარებლის შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის დაერთება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილ გამთიშველზე უნდა განხორციელდეს ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დამატებითი თანხის გადახდის გარეშე. ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე;
ბ) 380 ვ ასევე 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის გაფორმებითა და შიდა ქსელის გამთიშველამდე ელექტროენერგიის მიწოდებით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებისა და აღრიცხვის კვანძთან მოწყობილი გამთიშველის გამოყენების უფლებამოსილების შესახებ. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. ამასთან:
ბ.ა) 380 ვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ, მომხმარებლის პირველადი დაერთებისათვის (არა შემდგომი ექსპლუატაციისთვის) მოაწყოს შიდა ქსელის გამთიშველი. გამთიშველი უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან, ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია-უფლებამოსილია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი შიდა ქსელის გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე. ახალი მომხმარებელი უფლებამოსილია, თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე სადენის დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა (უსაფრთხოების ნორმების დაცვით);
ბ.ბ) 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, მომხმარებლის შიდა ქსელის გამთიშველი უნდა იყოს გამორთული. მომხმარებელი უფლებამოსილია, უსაფრთხოების ნორმების დაცვით თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით, ხოლო, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის გამთიშველზე დაერთებასა და დანადგარების პირველად ჩართვაზე მოთხოვნა შეითანხმოს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე).
7. 0,4 კვ (380/220ვ) და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს განაწილების ლიცენზიატის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.
71. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას, ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს, მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით);
ბ) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);
გ) კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.
72. ამ მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრული წესით განაწილების ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), წერილობით აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.
8. (ამოღებულია - 27.06.19 №13).
81. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
9. თუ ადგილი აქვს 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას 501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მოთხოვნას 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ახალი მომხმარებლის (მიერთების მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.
10. თუ ადგილი აქვს 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას გამანაწილებელ ქსელზე ან ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელ ზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის ელექტრომომარაგებ ის სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელ ზე მიერთებ ის მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში (არან აკლებ ერთი წლის განმავლობაში) მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიერთების წერტილს;
ბ) მიერთების ძაბვის საფეხურს;
გ) მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბამისად).
101. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს მიერთების მსურველი ვალდებულია:
ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას (განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედამხედველობის შემთხვევაში) და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განაწილების ლიცენზიატის წერილობითი მითითებები;
გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №6, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.
11. 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ელექტრული ქსელის) მიერთების შემთხვევაში, ასევე, ისეთი სახის მიერთების მოთხოვნისას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის განხილვისას არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილი განსაზღვროს არსებული გამანაწილებელი ქსელის შესაბამისი საფეხურის ძაბვაზე;
ბ) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები, არსებული განაცხადის შესაბამისად, განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის (განმცხადებლისთვის) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან;
გ) მისაერთებელი ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემთხვევაში, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესების დანართით №6 განსაზღვრულ ვადაში.
12. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის განაწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.
13. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები (გარდა 35/110 კვ ძაბვაზე მიერთების შემთხვევისა). დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.
14. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატმა.
15. (ამოღებულია - 27.06.19 №13).

მუხლი 27. მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა
1. მომხმარებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს განაწილების ლიცენზიატს „საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). აღნიშნული განაცხადის ფორმა ასევე გამოიყენება, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლის (შეცვლის) მოთხოვნას.
2. „საცალო მომხმარებლის მიერ „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 261 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
3. მომხმარებელი ვალდებულია, „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
5. თუ 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა ან/და ითხოვს მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლას (შეცვლას), ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს ახალი ტექნიკური პირობის გაცემა და ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:
ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური გადადის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასურს, გამოკლებული ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკურ პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს;
ბ) თუ გაზრდილი (ან მოთხოვნილი) სიმძლავრე არ სცილდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე:
ბ.ა) მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ზე, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი ამ პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტ-ებზე;
ბ.ბ) მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება (შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობა გაიცემა საფასურის გადახდის გარეშე).
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა განაცხადით მოთხოვნილ სიმძლავრეზე ამ წესების №4 დანართით შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრულ ვადაში.
7. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 261 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება, ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს ამ წესების დანართით №6 განსაზღვრული „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
71. (ამოღებულია - 27.06.19 №13).
8. თუ ადგილი აქვს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნას 6/10 კვ. ძაბვის საფეხურზე 501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის საფეხურზე 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მოთხოვნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებლის (სიმძლავრის გაზრდის მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.
9. ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.

მუხლი 28. ხელშეკრულების შეწყვეტა
1. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები (განაწილების ლიცენზიატის გარდა) უფლებამოსილნი არიან შეწყვიტონ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება ელექტროენერგიის სხვა პირისგან შესყიდვის მიზნით, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ელექტროენერგიის მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შესაბამისი მხარის (მხარეების) ერთი თვით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ.
2. ელექტროენერგიის გამყიდველი ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი მხარის მიერ მოთხოვნის მიღებისთანავე ვალდებულია განსაზღვროს მისი მომსახურების შეწყვეტის თარიღი (განაწილების ლიცენზიატთან შეთანხმებით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ხელშეკრულების დანარჩენ მხარეებს, ასევე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს.
3. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა ან/და მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს გაწეული მომსახურების ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდისაგან.
მუხლი 29. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური
1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის, ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს, ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენისათვის, დაარიცხოს ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური.
2. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე იანგარიშება განაწილების ლიცენზიატის მიერ პირობითად აღებული ხარჯის მიხედვით. მომხმარებლის მიერ გადახდილი ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის შემოსავალს და მიღებული შემოსავალი გათვალისწინებულ იქნება განაწილებისა და გატარების ტარიფების გაანგარიშებისას.
3. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური დღგ- ის ჩათვლით განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით.
4. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასურის დარიცხვა დაუშვებელია, თუ ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 28 ივლისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 30. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და შესაბამისად ხელშეკრულებაში, დამატებით მოცემული უნდა იყოს ელექტროენერგიის მოთხოვნილი სიმძლავრე და საპროგნოზო რაოდენობები.
3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ელექტროენერგიით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება, საკონტროლო და ინდივიდუალური მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.
4. განაწილების ლიცენზიატისთვის ელექტროენერგიის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო ნებისმიერი განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს.
5. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში (დაკვირვების პერიოდი) მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან, დაკვირვების პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე ნაკლები (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით). ამასთან, დაკვირვების პერიოდი შემოსაზღვრული უნდა იყოს მრიცხველის რეალური ჩვენებებით. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
6. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაში:
ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
გ) მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან მუშა მდგომარეობაში მყოფი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.
7. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განცალკავებულად აღრიცხოს:
ა) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურით მიღებული შემოსავალი;
ბ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (ძაბვის და მოთხოვნილი სიმძლავრის) მიხედვით და ჯამურად;
გ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გამოწვეული განაწილებული და გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.
2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში კომისიას წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ასევე ყოველკვარტალურად მიაწოდოს კომისიას ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიოდის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული ჟურნალების ელექტრონული ფორმით წარმოებისას, ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი კომისიას უნდა მიაწოდოს ყოველი კალენდარული თვის დამთავრებამდე (კომისიის მიერ შემუშავებული ფორმით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიატის მიერ და მისი ელექტრონული ვერსია).

მუხლი 32. გარდამავალი დებულებები
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანონ ამ წესებთან.
2. ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველების გეგმური შემოწმების პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი ელექტროენერგიის მრიცხველის საპასპორტო მონაცემებით - ჩანაწერების მიხედვით.
3. (ამოღებულია - 22.06.2018, №8);
31. თუ 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 2021 წლის 1 იანვრამდე გადაიტანოს აღრიცხვის კვანძი მაღალი ძაბვის მხარეს და მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური წესების №6 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს წინასწარ, არანაკლებ სამი თვით ადრე აცნობოს აღრიცხვის კვანძის გადატანის შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანაზე, განაწილების ლიცენზიატის მიერ აღნიშნულის შესახებ მისი ინფორმირებიდან 1 თვის ვადაში. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელი გადაიყვანოს დაბალი ძაბვის მომხმარებლად, ისე რომ არ მოხდეს ამ მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის შემცირება.
4. ამ წესებით განსაზღვრული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ წესების ამოქმედებამდე დადებული იყო მიერთების ხელშეკრულება ახალ მომხმარებელსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს შორის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული იყო მიერთების ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში) მის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ.
5. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების (ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების) დამონტაჟება ამ წესებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად (აღნიშნული გეგმა წარმოადგენს საინვესტიციო პროგრამის ნაწილს). სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების მოწყობის გეგმა ამ წესების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში.
6. ამ წესების 261 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასევე ვრცელდება განაშენიანების რეგულირების გეგმებითა და მათი გეგმარებითი დავალებებით გათვალისწინებულ ობიექტებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-14-მე-16 პუნქტების შესაბამისად.

ელექტროენერგიის ნასყიდობის
ხელშეკრულება N_ _ _
ელექტროენერგიის გამყიდველის დასახელება _______________________
ელექტროენერგიის გამყიდველის წარმომადგენელი __________________________.
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებლი) _________________________________,
(იურიდიული/ფიზიკური პირი)
მისამართი _________________________________________; ტელ: ______________;
საიდენტიფიკაციო ნომერი ___________________________________________________
(იურიდიული პირის ან ინდმეწარმის ან სხვა მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში);
მყიდველის (მომხმარებლის) მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საფასური __ _კვტ.სთ.
(მხოლოდ მყიდველის (მომხმარებელის) მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში)
ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების თარიღი ______________________;
მისამართი, სადაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგება _______________________;
გამანაწილებელი ქსელის მფლობელი
განაწილების ლიცენზიატის დასახელება _____________; მოთხოვნილი სიმძლავრე _____;
ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით” განსაზღვრული პირობებით.
ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება აწარმოოს:
მცირე სიმძლარის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში _ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურით.
განაწილების ლიცენზიატისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფით.
ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია შეისყიდოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მხოლოდ _________________ (საყოფაცხოვრებო ან არა საყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის.
გამყიდველი ვალდებულია, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით უზრუნველყოს ელექტროენერგიის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, დროულად გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
გამყიდველი ვალდებულია, ელექტროენერგიის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
ელექტროენერგიის მყიდველის (მომხმარებელის) ხელმოწერა: _____________
ელექტროენერგიის გამყიდველის წარმომადგენლის ხელმოწერა: ______________
”______ “ ____________ 200__ წ.
შენიშვნა: არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, ხელშეკრულებას დანართის სახით, შეიძლება დაერთოს ელექტროენერგიის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა- გრაფიკი.

|
N |
დენმიმღები |
მუშა საათების რაოდენობა დღე-ღამეში, სთ |
მუშა საათების რაოდე-ნობა თვეში, სთ |
დადგმული სიმძლავრე, კვტ. |
|||
|
|
|
ზაფხულის პერიოდი (აპრილი-ოქტომბერი) |
ზამთრის პერიოდი (ნოემბერი-მარტი) |
ზაფხულის პერიოდი (აპრილი-ოქტომბერი) |
ზამთრის პერიოდი (ნოემბერი-მარტი) |
|
|
|
1. |
ელექტროქურა: - სტაციონალური - გადასატანი |
1 |
2 |
30 |
60 |
3,0 1,0 |
|
|
2. |
ავზიანი წყალგამაცხელებელი |
2 |
3 |
60 |
90 |
2,0 |
|
|
3. |
გამდინარე წყალგამაცხელებელი |
1 |
1 |
30 |
30 |
5,0 |
|
|
4. |
კონდიციონერი “ზაფხული” |
2 |
- |
60 |
- |
1,0 |
|
|
5. |
კონდიციონერი “ზაფხული-ზამთარი” |
2 |
2 |
60 |
60 |
1,5 |
|
|
6. |
წყლის ტუმბო |
- |
- |
20 |
20 |
0,5 |
|
|
7. |
სარეცხი მანქანა |
- |
- |
10 |
10 |
1,0 |
|
|
8. |
კომპიუტერი |
2 |
2 |
60 |
60 |
0,4 |
|
|
9. |
გამათბობელი ელექტრორადიატორი |
- |
4 |
- |
120 |
1,5 |
|
|
10. |
ელექტრომადუღარა |
0,1 |
0,1 |
3 |
3 |
1,0 |
|
|
11. |
ელექტროუთო |
0,1 |
0,1 |
3 |
3 |
1,0 |
|
|
12. |
ელექტროგანათება |
4 |
6 |
120 |
180 |
0,1 |
|
|
13. |
ვენტილატორი |
2,0 |
- |
60 |
- |
0,05 |
|
|
14. |
მაცივარი |
6 |
4 |
180 |
120 |
0,13 |
|
|
15. |
ტელევიზორი |
4 |
4 |
120 |
120 |
0,1 |
|
შენიშვნა: ცხრილის დადგმული სიმძლავრის სვეტში მოცემული სიმძლავრეების გამოყენება შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცნობია დენმიმღების საპასპორტო მონაცემი.
0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური
|
ძაბვის საფეხური (კვ) |
სიმძლავრე (კვტ) |
ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა (სამუშაო დღე) |
ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი) |
||
|
თვითმმართველ ქალაქებში |
სხვა მუნიციპალიტეტებში |
თვითმმართველ ქალაქებში |
სხვა მუნიციპალიტეტებში |
||
|
0,4 |
1-10 (220 ვ.) |
40 |
60 |
600 |
400 |
|
1-10 |
40 |
60 |
1800 |
1200 |
|
|
10-დან -30 |
40 |
60 |
7000 |
4700 |
|
|
30-დან-50 |
40 |
60 |
10500 |
7000 |
|
|
50-დან -80 |
40 |
60 |
13000 |
10500 |
|
|
80-დან – 100 |
40 |
60 |
14500 |
12000 |
|
|
100-დან-120 |
40 |
60 |
16500 |
14000 |
|
|
120-დან -150 |
40 |
60 |
18000 |
16000 |
|
|
150-დან -200 |
45 |
60 |
39000 |
23000 |
|
|
200-დან -320 |
60 |
90 |
56000 |
33000 |
|
|
320-დან -500 |
60 |
90 |
86000 |
50500 |
|
|
500-დან -800 |
90 |
110 |
136000 |
80000 |
|
|
800-დან -1000 |
90 |
110 |
170000 |
100000 |
|
|
6-10 |
1-500 |
60 |
90 |
96000 |
60500 |
|
500-დან -1000 |
90 |
110 |
180000 |
110000 |
|
|
1000-დან -1500 |
90 |
110 |
247000 |
137000 |
|
|
1500-დან -2000 |
90 |
110 |
319000 |
177000 |
|
|
2000-დან -3000 |
90 |
120 |
463500 |
257500 |
|
|
3000-დან -5000 |
90 |
120 |
749000 |
416000 |
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 13.12.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 06.11.2014 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური
|
ძაბვის საფეხური, კვ |
სიმძლავრე, კვტ |
აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადა (სამუშაო დღე) |
აღრიცხვის კვანძის მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით ლარი |
|
0,4 |
1-10 (220 ვ.) |
10 |
100 |
|
1-10 |
10 |
300 |
|
|
10-დან -30 |
10 |
350 |
|
|
30-დან-50 |
10 |
600 |
|
|
50-დან -80 |
10 |
650 |
|
|
80-დან - 100 |
15 |
700 |
|
|
100-დან-120 |
15 |
750 |
|
|
120-დან -200 |
15 |
800 |
|
|
200-დან -320 |
15 |
950 |
|
|
320-დან -500 |
15 |
1200 |
|
|
500-დან -800 |
20 |
1500 |
|
|
800-დან -1000 |
20 |
2200 |
|
|
1000-დან და მეტი კვტ |
20 |
3000 |
|
|
6/10 |
1-500 |
15 |
7000 |
|
500-დან -1000 |
20 |
7500 |
|
|
1000-დან და მეტი კვტ |
20 |
8000 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური
|
გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ძაბვის საფეხური, კვ |
გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრე, კვტ |
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი – ვადა (სამუშაო დღე) |
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური დღგ–ის ჩათვლით, ლარი |
|
0,4 |
1-10 (220 ვ) |
15 |
200 |
|
1-10 |
15 |
350 |
|
|
10-დან -30 |
15 |
400 |
|
|
30-დან-50 |
15 |
500 |
|
|
50-დან -80 |
15 |
600 |
|
|
80-დან - 100 |
20 |
700 |
|
|
100-დან-120 |
20 |
800 |
|
|
120-დან -200 |
20 |
900 |
|
|
200-დან -320 |
20 |
1000 |
|
|
320-დან -500 |
20 |
1100 |
|
|
500-დან -800 |
25 |
1200 |
|
|
800-დან -1000 |
25 |
1300 |
|
|
1000-დან და მეტი კვტ |
25 |
1300 |
|
|
6/10 |
1-500 |
20 |
1300 |
|
500-დან -1000 |
25 |
1300 |
|
|
1000-დან და მეტი კვტ |
25 |
2000 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ.
1
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.194
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის დადგენილება №20
2008 წლის 18 სექტემბერი ქ. ქუთაისი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვადგენთ:
1. დამტკიცდეს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“.
2. დამტკიცდეს შემდეგი დანართები:
ა) „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება“ (დანართი №1);
ბ) (ამოღებულია);
გ) „მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილი“ (დანართი №3);
დ) „0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური“ (დანართი №4);
ე) „აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური“ (დანართი №6)“.
ვ) „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ (დანართი №7).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №21-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1835
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ.
3. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები” არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე რომელსაც არეგულირებს:
ა) „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისის (სემეკ) 2007 წლის 30 მაისის N9 დადგენილება.
ბ) „სს „ეი-ი-ეს თელასის“ სააბონენტო სექტორის მომხმარებლებისათვის (მოსახლეობისათვის) 1999 წლის 4 იანვრის შემდეგ წარმოქმნილი ვალის რესტრუქტურიზაციის წესის“, “სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკისა“ და “ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2001 წლის 31 დეკემბერის N15 დადგენილება.
გ) „სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის” საერთო მრიცხველის მქონე საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 15 ოქტომბრის N17 დადგენილება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 3 ოქტომბრის №28 დადგენილება - სსმ III, №147, 07.10.2008 წ., მუხ.1463
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 ნოემბრის №20 დადგენილება - სსმ III, №141, 18.11.2009 წ., მუხ.1641
4. (ამოღებულია).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 3 ოქტომბრის №28 დადგენილება - სსმ III, №147, 07.10.2008 წ., მუხ.1463
5. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „ეი-ი-ეს თელასის“ და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის „ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების“ დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილება (სსმ III, 2002 წ, №102, მუხ. 743).
6. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები
+
+
1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
3. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.
4. ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისიის) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.
5. ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.
+
1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად;
ბ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები;
გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება – მათ შორის მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება;
დ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ;
ე) მოახდინოს საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის რეალიზაცია (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად);
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე;
ზ) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:
ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას;
ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად;
გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაცემულია სათანადო დავალება ელექტროენერგიით მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.
4. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:
ა) მომხმარებლის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, დარიცხული დეპოზიტის ან/და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა სახის საფასური;
ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები;
გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ ან/და კომისიის სხვა წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ითვალისწინებს ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტას;
დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდეგ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 19 ივლისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 26.07.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
+
1. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
2. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4. განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
5. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6. განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
61. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ – „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების განაწილების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.
62. განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მის მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს განაწილების ლიცენზიატის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).
ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 72 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში).
71. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).
72. განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:
ა) აბონენტის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);
ბ) აქტის შედგენის შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;
გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;
დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების ელექტრონულ მისამართს.
8. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების, ამ წესების შესაბამისი ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).
9. ამ წესების მიზნებისათვის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.
10. ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
მუხლი 31. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება🔗
+
1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 დღით ადრე მაინც;
ა1) ელექტროენერგიით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის შესახებ - მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ;
ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;
გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე;
დ) ელექტროენერგიით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გეგმურ წყვეტამდე, ამ წესების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირობების შესაბამისად;
ე) ელექტროენერგიით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება გამანაწილებელი ქსელის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის ზუსტი მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე.
2. განაწილების ლიცენზიატი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ელექტროენერგიით მომარაგების მომსახურებასთან.
3. განაწილების ლიცენზიატის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. ამ წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.
4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე განაწილების ლიცენზიატისგან მოითხოვოს:
ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;
ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით;
გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „333“ სიმბოლოს გაგზავნით.
დ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.
41. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.
42. მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც განაწილების ლიცენზიატმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება. ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.
5. როდესაც მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს საკონტაქტო მონაცემების მიწოდება ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში მომსახურე საწარმოებისთვის (სადაც იგი რეგისტრირებულია მომხმარებლად და გააჩნია შესაბამისი აბონენტის ნომერი). ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის აშკარა და არაორაზროვანი დადასტურების შემთხვევაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.10.2019 წ.
მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.
2. ელექტროენერგიის მომხმარებელი ვალდებულია ელექტროენერგია გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.
3. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.
4. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად დაუყოვნებლივ წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან.
41. უძრავი ქონების დროებითი ფლობის შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე უფლებამოსილია განაცხადოს უარი აბონენტად რეგისტრაციაზე. ასეთ შემთხვევაში:
ა) უძრავი ქონების მესაკუთრე ვალდებულია მიუთითოს იმ პირის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები, ვის დროებით მფლობელობაშიც იმყოფება ეს ობიექტი (მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია უძრავი ქონების მესაკუთრე);
ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ პუნქტი „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში ფაქტობრივ მფლობელს წერილობით მოსთხოვოს აბონენტად დარეგისტრირება და იმავდროულად აცნობოს რეგისტრაციის პროცედურების, რეგისტრაციაზე უარის თქმის და ამ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების შედეგების თაობაზე;
გ) დროებითი მფლობელი ვალდებულია აბონენტად დარეგისტრირების მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს მომარაგება;
დ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაცია გააუქმოს დროებითი მფლობელის აბონენტად რეგისტრაციის ან მომარაგების შეწყვეტის მომენტიდან, მაგრამ არაუგვიანეს მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაციაზე უარის განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღისა.
5. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოითხოვოს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, ხოლო დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).
6. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწილების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართალებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
7. ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს, ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული.
8. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი);
ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება;
გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელი (სახელწოდება), ან სხვა პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;
დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ელექტროენერგიით მომარაგება;
ე) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – უძრავი ქონების საკადასტრო კოდის და საჯარო რეესტრის ამონაწერის ნაცვლად, შესაძლებელია, განაცხადზე თანდართულ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს);
ვ) ელექტროენერგიის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);
ზ) მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში:
ზ.ა) ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება;
ზ.ბ) ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე დასწრება;
თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.
9. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:
ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა. ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში ფლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;
ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.
10. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგისტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ელექტროენერგიით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
11. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც, განაცხადში ასახული მონაცემების გარდა, უნდა აღინიშნოს ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.
12. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში). განაწილების ლიცენზიატს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების“ (იხ. დანართი №1) დამტკიცებული სტანდარტული ფორმით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.
13. აბონენტად რეგისტრაციის, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) და ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ელექტროენერგიის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალისწინებული.
14. თუ განაცხადში აბონენტად რეგისტრაციის შესახებ პირმა არასწორად მიუთითა ელექტროენერგიის მოხმარების მიზანი ან ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მომხმარებელი ელექტროენერგიას იყენებს არამიზნობრივად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს მომხმარებლის სტატუსი, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომხმარებელს.
15. მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე.
16. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.012020 წ.
+
1. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
2. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია განახორციელოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების ტექნიკურუსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხზე გარემოების დაზუსტების მიზნით ან უსაფრთხოების პირობების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. შემოწმებისთვის საჭიროა განაწილების ლიცენზიატის ხელმძღვანელი პირის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის) მიერ შესაბამისი აქტის გამოცემა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: პირი (ან პირთა ჯგუფი), ვინც უნდა განახორციელოს შემოწმება; მომხმარებლის სახელი და გვარი (ან დასახელება); მისამართი; აბონენტის ნომერი და გარემოება, რის გამოც უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის შემოწმება. აღნიშნული აქტი მომხმარებელს უნდა წარედგინოს შემოწმებისას.
3. განაწილების ლიცენზიატი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია, დაუშვას განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი მის მფლობელობაში არსებულ ელექტროდანადგარებთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.
31. როდესაც განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით განსაზღვრული მოქმედება ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის განაწილების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან).
4. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატი, ელექტროენერგიის მრიცხველის და ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.
5. მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). განაწილების ლიცენზიატს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს სარეზერვო კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის იმ სათავსოების, ავტოფარეხების, ლიფტების, განათებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად).
6. განაწილების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს (მათ შორის საცალო მომხმარებელს) უნდა მისცეს იმ ელექტროდანადგარების (დენმიმღებების) დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით:
ა) გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით;
ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ელექტროდანადგარის (დენმიმღების) ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროდანადგარის (ელექტროდანადგარების) გამოყენების შედეგად მოხმარებული ელექტროენერგიის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის დადგმული სიმძლავრის, მისი გამოყენების საანგარიშო 0.5 კოეფიციენტის და დღის განმავლობაში 8-საათიანი გამოყენების ნამრავლის საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს;
დ) დროებითი მიერთების მსურველმა განაწილების ლიცენზიატს უნდა აცნობოს, თუ რა ვადით ესაჭიროება გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. აღნიშნული ვადის ამოწურვისას (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთებულ მომხმარებელს მოსთხოვოს წესებით დადგენილი გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ ელექტროდანადგარების (დენმიმღებების) გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს ელექტროენერგიით მომარაგების სისტემაზე ან/და განაწილების ლიცენზიატის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.
8. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ.
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.
11. თუ გამანაწილებელი ქსელის ერთ წერტილში მიერთებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე 1 კვტ-ზე ნაკლებია, მხარეები უფლებამოსილი არიან, შეთანხმდნენ ელექტროენერგიის მოხმარებაზე მრიცხველის გარეშე. ასეთ შემთხვევაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრება ქსელზე მიერთებული ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრისა და მუშა საათების გათვალისწინებით.
2. საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველი). ასევე, სხვა სახის თავისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის ელექტროდანადგარები.
3. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობზე გაწეული ხარჯი (მათ შორის მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
4. ელექტროენერგიის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელექტროდანადგარები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.
6. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად განაწილების ლიცენზიატის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.
7. ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრის დაშორებით მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევისა), თუ ტექნიკური რეგლამენტით ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.
8. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ელ.გაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და ელ.გაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.
9. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი, ამასთან:
ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი თავისი ხარჯით;
ბ) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;
გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, ელექტროდანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე.
10. მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიატის ქსელებს შორის ელექტროენერგიის ორმხრივი გადადინების შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის რევერსული მრიცხველი (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ ელექტროენერგიის გადადინება აღირიცხებოდეს ორივე მიმართულებით).
11. თუ მომხმარებელს განაწილების ლიცენზიატისაგან ელექტროენერგია მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი ტრანსფორმატორის საშუალებით, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მაღალი ძაბვის მხარეს.
12. თუ 0,220 კვ ძაბვის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ფლობს 0,380 კვ ძაბვის ელექტროდანადგარს, რომელიც მიერთებული იყო გამანაწილებელ ქსელზე, ამასთან, მომხმარებლის ჯამური მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 10 კვტ-ს, მომხმარებელი უფლებამოსილია, 0,220 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის ნაცვლად მოითხოვოს 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ერთ-ერთი შემდეგი წესით:
ა) მომხმარებელმა განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს და თავად უზრუნველყოს 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა. ამ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში;
ბ) განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის შეცვლა, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, აანაზღაუროს აღრიცხვის კვანძის შეცვლა-მოწყობაზე გაწეული ხარჯი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.08.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
+
1. გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის სიხშირე, ძაბვა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს ელექტროენერგიის სექტორში მოქმედ ნორმებს და სახელმწიფო სტანდარტებს. ელექტროენერგიით მომარაგებისას განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ელექტროენერგიის იმ პარამეტრებზე, რომლის გამოსწორება ან შეცვლა შესაძლებელია მის მიერ.
2. ამ წესების შესაბამისად განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ფლობდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ ელექტროდანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის ელექტრომოწყობილობებს, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელის ელექტრომომარაგება.
3. განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, ელექტროდანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია განაწილების ლიცენზიატისთვის ელექტროენერგიის მრიცხველის შესაძენად, ასევე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის, ან/და გამანაწილებელი ქსელის გაფართოებისთვის – მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია, ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად).
მუხლი 8. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
+
1. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ელექტროენერგიის დატაცება, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის მოხმარება (გარდა ამ წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა).
2. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში).
3. განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი.
4. მომხმარებლის მიერ ელექტროქსელზე ელექტროენერგიის მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ელექტროენერგიის დატაცების, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, განაწილების ლიცენზიატის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება.
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის ან ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა).
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება ამ წესების №3 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით (ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს).
დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა ხდება ერთი თვის პერიოდში, ამ წესების №3 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით.
ე) იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არასაპატიო (დაუსაბუთებელი) მიზეზით არ დაუშვებს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დადგმული სიმძლავრის დასადგენად და ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ ამ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლას, მაშინ განაწილების ლიცენზიატს, მომხმარებლის წერილობითი გაფრთხილებიდან 2 სამუშაო დღის შემდეგ უფლება აქვს, დაარიცხოს შემყვანზე (სადენზე) დასაშვები მაქსიმალური დატვირთვისას ძაბვის, დენისა და სიმძლავრის კოეფიციენტთა ნამრავლის (ნომინალური სიმძლავრის) 15-დღიანი გამოყენების დაანგარიშებით.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდის გამოყენების შემდეგ მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს წერილობით მიაწოდებს გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არა უმეტეს 3 თვისა) დასაბუთებულ არგუმენტაციას განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით.
6. ამ მუხლში მოცემული მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრის ჯამის განსაზღვრისას, გამოიყენება მის მფლობელობაში მყოფი მხოლოდ ის ელექტროდანადგარები, რომელიც მიერთებულია ქსელზე ან მზად არის ქსელზე მისაერთებლად და იმყოფება მუშა მდგომარეობაში.
7. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განაწილების ლიცენზიატის მიერ დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.
71. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ არ არსებობს ამ წესების მე-17 მუხლით გათვალისწინებული აქტი, ან თუ აქტი შედგენილია მე-17 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.
72. ამ მუხლის 71 პუნქტის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა განიხილება, როგორც მომხმარებლის მიმართ არამართლზომიერი ქმედება. შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ოქმის შემდგენს ან/და იმ საწარმოს, რომლის უფლებამოსილებითაც მოქმედებს ოქმის შემდგენი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს ამ წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.
9. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
+
1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
2. მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).
21. (ამოღებულია - 23.08.2012 №13).
3. საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
31. (ამოღებულია - 23.08.2012 №13).
4. ქვითარში უნდა მიეთითოს;
ა) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენება (ჩვენების აღების თარიღების მითითებით);
ბ) სამომხმარებლო ტარიფი;
გ) მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ. სთ) და ღირებულება;
დ) მომხმარებელზე დარიცხული თანხა;
ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია;
ვ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა;
ზ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა;
თ) ბეჭდური ფორმის ქვითარში ასევე მოცემული უნდა იყოს:
თ.ა) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებები, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;
თ.ბ) განაწილების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერი;
თ.გ) ქვითრის მეორე მხარეს დამატებით უნდა აისახოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია.
41. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე.
42. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, განაწილების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხა მიმართული იქნეს იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.
5. ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება.51. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ყოველთვიურად შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
52. ამ წესების შესაბამისად, ქვითარი შეიძლება მომხმარებელს მიეწოდოს ბეჭდური ან მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში-ელექტრონული ფორმით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, შესაბამის ფორმატში). ამასთან, ელექტრონული ფორმით ქვითრის მიწოდების შესახებ შეთანხმებაში უნდა განისაზღვროს:
ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის მიღების მინიმუმ ორი საშუალება (მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში). შესაძლებელია მხარეთა შეთანხმება ქვითრის მისაღებად ძირითად და ალტერნატიულ ნომრებზე ან/და ელექტრონულ მისამართებზე;
ბ) ელექტრონული ფორმით ქვითრის გამომგზავნის დასახელება, ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
გ) მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მექანიზმები და საშუალება;
დ) ინფორმაციის ურთიერთგაცვლის (მათ შორის, ქვითრის გამომგზავნის/მიმღების) საშუალების, ნომრის ან/და ელექტრონული მისამართის შეცვლის შესახებ შეტყობინების პირობები;
ე) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;
ვ) სხვა პირობები და გარემოებები.
6. (ამოღებულია -19.07.2012, №9).
7. მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
8. დავალიანების გადაუხდელობის გამო საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომხმარებლის მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.
9. მომხმარებელმა დარიცხული საფასური უნდა გადაიხადოს ნაღდი ანგარიშსწორებით შესაბამის მომსახურების ცენტრში ან მისი დაფარვა უზრუნველყოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
10. მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.
11. მომხმარებელს უფლება აქვს, წინასწარ გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს განაწილების ლიცენზიატს.
12. დაუშვებელია განაწილების ლიცინზიატის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.
13. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგება განაწილების ლიცენზიანტმა უნდა აღადგინოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ან განაწილების ლიცენზიატსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა კალენდარული დღის 09:00-დან - 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00-დან - 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას 14:00 საათის შემდეგ – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №21-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1835
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 19 ივლისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 26.07.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №10 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.08.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
მუხლი 10. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
+
1. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ:
ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე, მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას;
ბ) პირი გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორცილებლად;
გ) მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის;
დ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის);
ე) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ამ წესების პირობების შესაბამისად (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის);
ვ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს და არსებობს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის მომეტებული რისკი, რის გამოც, როგორც განსაკუთრებულ შემთხვევაში, გონივრულია დეპოზიტის მოთხოვნა.
11. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საცალო მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ, კერძოდ:
ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12-თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაციას;
ბ) დავალიანების გადაუხდელობით გათიშულ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ.
2. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში - ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაზე მეტი (ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის გაანგარიშების პერიოდის დადგომამდე). მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა განაწილების ლიცენზიატის მიერ არ იქნა მიმართული მათ შორის წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.
21. აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ელექტროენერგიის მოხმარების დაწყებიდან 6 თვის ვადაში გადაიანგარიშოს დეპოზიტის ოდენობა ბოლო 6 თვის საშუალო მოხმარების მიხედვით.
22. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა. დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას.
3. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ:
ა) მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა;
ბ) 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა);
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დეპოზიტის მოთხოვნისას, აღარ არსებობს დეპოზიტის მოთხოვნის წინაპირობა.
4. თუ ელექტროენერგიის მრიცხველი დამონტაჟებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის წაკითხვა, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველის რეალური ჩვენების შესაბამისად.
5. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. თუ განაწილების ლიცენზიატმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას და არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს არანაკლებ ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან.
51. კომისიაში განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი დავის განხილვის შემთხვევაში კომისია განსაზღვრავს დავალიანების გადანაწილების ვადას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 31 მაისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 05.06.2019 წ.
მუხლი 11. ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
+
1. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.
2. თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში.
3. ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან ელექტროენერგიის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
31. ამ წესების მიზნებისათვის, ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.
4. მომხმარებელს არ შეიძლება დაეკისროს ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.
5. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა საცალო მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. ელექტროენერგიის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
7. განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევებში, თუ ამ წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.
8. ელექტროენერგიის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის განაწილების ლიცენზიატი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).
81. დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე -7 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
9. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ან/და მათი წარმომადგენლების ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. განაწილების ლიცენზიატმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მიმწოდებელსა და მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.
10. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის საზიანოდ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მონაცემები, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილ შემოწმების თარიღამდე. მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების ჩასწორებისთანავე ან/და მოხდეს მისი მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ);
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის სასარგებლოდ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მონაცემები, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე. განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედმეტად მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს;
11. თუ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება ელექტროენერგიის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
111. ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.
12. ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.
13. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
14. ელექტროენერგიის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს ახალი მრიცხველი (მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას), ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.
15. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა არ წარმოებს ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.
16. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
+
1. დაუშვებელია მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
2. კომისიის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე, მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას გამართული აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.
4. დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით მომხმარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება – შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე.
5. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებს მომხმარებელს ელექტროენერგიის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.
მუხლი 13. ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აწარმოოს ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს, აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონული პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით.2. განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმების მოთხოვნის შესაბამისად.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს:
ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში;
ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში მონაცემების ასახვა) – არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
მუხლი 14. ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ განაწილების ლიცენზიატისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.
11. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით, გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს ელექტროენერგიის მრიცხველთან, მას უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება. მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის ელექტროენერგიის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.
3. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას განაწილების ლიცენზიატის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება (აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება ამ წესების 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე).
4. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ განაწილების ლიცენზიატის არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
6. თუ ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
+
1. პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია.
2. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ შესაბამისად.
3. განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება.
4. განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.
5. მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ელექტროქსელიდან ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოებამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი.
6. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) ელექტროენერგიის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის ელექტროგაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი.
7. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ელექტროენერგიის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენეგიის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიცხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს;
გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად;
დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;
ე) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.
8. თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი მომხმარებელი, რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიან ტი უფლებამოსილია, აღნიშნულ მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიან ტი ვალდებულია:
ა) დროულად წარადგინოს კომისიაში მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულება;
ბ) თითოეული მომხმარებელი აიყვანოს აბონენტად და მომსახურება განახორციელოს ამ წესებითა და მათთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 1 ივნისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 07.06.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
მუხლი 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) განაწილების, გატარების და სამომხმარებლო ტარიფების და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;
გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ (აღნიშნული ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ მოცემული აბონენტისთვის);
გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ;
დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ;
ე) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), ელექტროენერგიით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) ჟურნალის ჩანაწერები;
ვ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ, მათ შორის, ელექტროენერგიის სავარაუდო ღირებულებისა და საკონტაქტო რეკვიზიტების მითითებით (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ამ მიზნით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე);
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.
11. თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული აბონენტის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტად რეგისტრირებული პირისათვის.
2. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადოს) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებ-გვერდზე), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს, მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა) – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომსახურების ცენტრებში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები. ასევე ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 26.02.2020 წ.
+
1. ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი. აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.
11. ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
2. აქტს განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
3. აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;
ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები;
გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქტი შედგენილი იქნება ელექტრონულად;
დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;
ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
31. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან მოწმის მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.
4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;
ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი;
გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) მომხმარებლის კუთვნილი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში);
ე) ინფორმაცია დამიწების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება.
5. ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში და ელექტროენერგიის მრიცხველის მუდმივა;
ბ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა;
გ) დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების მონაცემები;
დ) ელექტროენერგიის მრიცხველის ბადროს ბრუნთა რიცხვი (იმპულსების რაოდენობა – ელექტრონული ელექტროენერგიის მრიცხველისათვის) და შესაბამისი დრო;
ე) გამოყენებული ელექტროენერგიის მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი;
ვ) სამფაზა ელექტროენერგიის მრიცხველის შემთხვევაში, დამატებით უნდა აღინიშნოს პირველადი და მეორადი დენის და ძაბვის გაზომვის შედეგები.
6. ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) შესაბამისი ელექტროენერგიის მრიცხველის (მრიცხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება;
ბ) ბრჯენის ნომერი;
გ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა ელექტროენერგიის მრიცხველი;
დ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში).
7. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო, საჭიროა მომხმარებელთან არსებული ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს. საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მრიცხველი შესამოწმებლად განაწილების ლიცენზიატის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.
8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.
9. მიღებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ორი ან მეტი ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს ელექტროენერგიით მომარაგების შესაბამის კვების წყაროზე არსებულ ელექტროენერგიის მრიცხველზე.
10. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.
11. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – განაწილების ლიცენზიატს; ხოლო ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში, მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში ელექტროენერგიის მრიცხველთან ერთად.
12. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.
13. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ელექტროენერგიის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
მუხლი 18. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა
+
1. საცალო მომხმარებელს უფლება აქვს ელექტროენერგია შეისყიდოს როგორც განაწილების ლიცენზიატისგან, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან სათანადო წესის დაცვით გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, შესაბამის განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ მიაწოდოს აღნიშნული ხელშეკრულების ასლი და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში უზრუნველყოს საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძლოდ მოკლე ვადაში განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების თარიღი და უზრუნველყოს მათ შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ამ წესების პირობების შესაბამისად.
4. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს უფლება აქვს უარი თქვას ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუ აშკარად შეუძლებელია კონკრეტული მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა ტექნიკური მიზეზის ან სხვა დასაბუთებული გარემოების გამო.
5. საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის ნასყიდობა არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს ამ წესებით განსაზღვრული რაიმე სახის ვალდებულებისა თუ პასუხისმგებლობისგან; განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მის ქსელზე მიერთებულ საცალო მომხმარებლისათვის გამანაწილებელი ქსელისა და ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის), ელექტროენერგიის გატარების, ელექტროენერგიით მომარაგების, მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის, ასევე, მოხმარებული ელექტროენერგიისა და მომსახურების საფასურის დარიცხვისა და ამოღების მომსახურება შეასრულოს იგივე პირობებითა და პროცედურებით, როგორც საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის განაწილების შემთხვევაში.
6. საცალო მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბამისად აღრიცხული და დარიცხული თანხის გადახდაზე პასუხისმგებელია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის, მომსახურებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარზე ასახვისა და საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მფლობელ განაწილების ლიცენზიატს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განაწილების ლიცენზიატსა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურის გადახდა გულისხმობს საცალო მომხმარებლის მხრიდან ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რაც განხორციელდა ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებითა და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე; დაუშვებელია საცალო მომხმარებელს დაეკისროს ელექტროენერგიის შესყიდვისა და მომარაგებისათვის რაიმე სხვა სახის ერთჯერადი გადასახდელის ან საფასურის გადახდა, გარდა ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და ამ წესების მე-19 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურისა. ამ წესებით განსაზღვრული ყველა სხვა ინდივიდუალურად გადასახდელი (ელექტროენერგიის მრიცხველის, კორექტირების, უკანონოდ მოხმარების და სხვა ერთჯერადი ხარჯები) მომხმარებლის ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.
8. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის შემთხვევაში, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა აღნიშნული საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.
9. საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან შესყიდვის შემთხვევაში, ქვითარში სამომხმარებლო ტარიფის ნაცვლად აღინიშნება ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასური და მომხმარებელზე დარიცხული თანხა, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და განაწილების ლიცენზიტისათვის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით.
10. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებელმა დარიცხული თანხა უნდა გადაიხადოს ქვითარში მოცემულ იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც უნდა მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა.
11. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნდეს შესაბამისი ხელშეკრულებები ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის ან/და გატარების მომსახურეობის შესახებ.
+
1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასური მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებისა და ყველა იმ მომსახურების (გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის და სხვა მომსახურების) ღირებულებას, რომელიც საჭიროა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მუდმივი და სტაბილური მომარაგებისთვის მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების პირობების შესაბამისად.
2. ამ წესების შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა შესაბამისი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის სათანადო რაოდენობისა თუ სიმძლავრის მიწოდება, საცალო მომხმარებელის ელექტროენერგიით მომარაგება არ უნდა შეწყდეს. ამასთან, საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე გაწეული მომსახურების საფასურისა და ხარჯების გადახდა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ხდება ამ საცალო მოხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
+
1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შესრულებისათვის საჭიროებს იმ განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდებას, რომლის მეშვეობითაც ხდება საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარება, ფაქტობრივი მოხმარების შევსება ან/და სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა.
2. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებულ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა შესაბამის განაწილების ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საცალო მომხმარებლის დასახელება და მისამართი, სადაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგება;
ბ) მომხმარებლისათვის მოთხოვნილი სიმძლავრე, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე მოთხოვნილ იქნეს ელექტროენერგიის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა-გრაფიკი;
გ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის და საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულებები;
ე) საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის პირობები.
3. განაწილების ლიცენზიატი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ვალდებულია, ელექტროენერგიის ნასყიდობის კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად ელექტროენერგიის გატარებასა და შესაბამის მომსახურებაზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის დაწყების ამ წესებთან აშკარად შეუსაბამო ვადები;
ბ) არ არის განსაზღვრული საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის პირობები;
გ) არ არის განსაზღვრული მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების თარიღი და სავარაუდო სიმძლავრეები;
დ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ არ არის რეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის და, საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მომსახურების შესახებ.
4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებელსა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ხელშეკრულების მიღებიდან 40 კალენდარულ დღეს (თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების უფრო გვიანი ვადა არ არის გათვალისწინებული). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მხარეებს ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი მისი განსაზღვრისთანავე.
5. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების თარიღი უნდა იყოს კალენდარული თვის დაწყების თარიღი.
6. თუ საცალო მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდება უშუალოდ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, მის მიერ გამომუშავებულ და სალტეზე გაცემულ ელექტროენერგიასთან ერთად აღრიცხოს და მოთხოვნის შესაბამისად წარადგინოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემები.
7. თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ საცალო მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდება ისე, რომ არ ხდება ან ტექნიკურად შეუძლებელია ამ საცალო მომხმარებლის გადაცემის და განაწილების ლიცენზიატების მეშვეობით ელექტროენერგიით მომარაგება, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება, შესრულებისათვის არ საჭიროებს განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდებასა და განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფას. განაწილების ლიცენზიატს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის ვალდებულება ამ პუნქტით განსაზღვრული საცალო მოხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებიდან გამომდინარე.
მუხლი 21. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები
+
1. საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებლის მოხმარების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი არეზერვებს (ქმნის) სიმძლავრის სასისტემო რეზერვს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით; მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ეკისრება აღნიშნული საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურება.
2. განაწილების ლიცენზიატი (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ინტერესების გათვალისწინებით) ვალდებულია გააფორმოს ბანკთან ისეთი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საცალო მომხმარებლის მიერ (ქვითარზე მოცემულ ანგარიშზე) გადახდილი თანხა გადაირიცხება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და განაწილების ლიცენზიატის ანგარიშებზე ერთდროულად, ქვითარში აღნიშნული წილობრივი მაჩვენებლის მიხედვით. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და განაწილების ლიცენზიატი ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სხვა წესზეც.
3. იმ შემთხვევაში, თუ საცალო მომხმარებელმა ქვითარში მითითებულ ვადაში არ გადაიხადა შესყიდული ელექტროენერგიის ან/და მომსახურების ღირებულება, განაწილების ლიცენზიატი ამ საცალო მომხმარებლის მიმართებაში ვალდებულია იმოქმედოს ელექტროენერგიის განაწილებისას ანალოგიურ შემთხვევებზე ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (მათ შორის, უზრუნველყოს ამ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა), ამასთან, საცალო მომხმარებლის მიერ ქვითარში მითითებული ვადის გადაცილებიდან 10 დღის განმავლობაში თანხის კვლავ გადაუხდელობის შემთხვევაში, ატყობინებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს და განუსაზღვრავს მისი დავალიანების გადახდის გონივრულ ვადას, განსაზღვრულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია შესაბამის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ასევე მოსთხოვოს საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ან/და გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
4. იმ შემთხვევაში, თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური არ გადაიხდის გატარებული ელექტროენერგიის საფასურს ან/და შესაბამისი საცალო მომხმარებლის დავალიანებას ან ვერ წარადგენს განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მხარეთა შეტყობინების შემდეგ, არ დაუშვას გამანაწილებელ ქსელში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური აღნიშნული პირობების დაკმაყოფილებამდე. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის შესაბამის მომხმარებელს გაუწიოს განაწილების მომსახურება ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს, სანამ მხარეების მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
2. გატარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა განაწილების ლიცენზიატს უნდა მიმართოს შესაბამისი განაცხადით.
3. ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის) რეკვიზიტებს;
ბ) ელექტროენერგიის გატარების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის) სახელს, მისამართს და საბანკო რეკვიზიტებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიის გატარებისა და საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მომსახურებიდან გამომდინარე წარმოქმნილი ხარჯების გადახდაზე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის თანხმობას.
დ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტების ადგილმდებარეობასა და დასახელებას;
ე) მიწოდების პუნქტში ელექტროენერგიის საპროგნოზო მიწოდების წლიური, თვიური, დღიური გრაფიკები, ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობების, წყაროებისა და შესაბამისი სიმძლავრეების მითითებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მოცემული მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საცალო მომხმარებლის (მომხმარებლების) ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრეებზე. აღნიშნული მონაცემების ცვლილება არ საჭიროებს ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადში ან გატარების ხელშეკრულებაში ცვლილებას.
5. განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა ვალდებულია გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან ხელშეკრულება ელექტროენერგიის გატარების თაობაზე.
6. განაწილების ლიცენზიატთან ამ მუხლის შესაბამისად შევსებული განაცხადის წარდგენის შემდეგ განაცხადით მოთხოვნილი პირობები აისახება ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებაში.
7. ელექტროენერგიის გატარების შესახებ ინდივიდუალურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილ განაცხადში მოცემული პირობების საფუძველზე, განახორციელოს ელექტროენერგიის გატარება და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად იმოქმედოს ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით.
8. ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობები, მათ შორის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის შესაბამისი სიმძლავრის მიუწოდებლობითა და სხვა უარყოფითი გარემოებებით გამოწვეული შედეგების თავიდან აცილების პირობები, ასევე, იმ გარემოებებში მოქმედების პირობები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემაში მომხმარებელთა იძულებითი შეზღუდვა.
9. განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს უარი უთხრას შესაბამის დაინტერესებულ პირს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია გატარებისათვის საჭირო შესაბამისი საფასურის გადაუხდელობით.
10. განაწილების ლიცენზიატს ელექტროენერგიის გატარების საფასური აუნაზღაურდება მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.
+
1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.
2. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიუწოდებლობის შემთხვევაში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს აუნაზღაუროს განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის გაწეული ხარჯები ამ წესებისა და ხელშეკრულების შესაბამისად.
3. თუ ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, ანგარიშსწორება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის მოხდება შემდეგი წესით:
ა) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ადგილი აქვს განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროენერგიის მოხმარებას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან მოითხოვოს როგორც მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული მისი კუთვნილი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფით ანაზღაურება;
ბ) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგია ნაკლებია განაწილების ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებული და საცალო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს გადაუხადოს საცალო მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის ღირებულება, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ელექტროენერგიის მოხმარების ფასსა და გატარების მომსახურების ღირებულებას შორის სხვაობით მიღებული ფასით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარების ტარიფში გათვალისწინებული არ არის ელექტროენერგიის ქსელში ნორმატიული დანაკარგები, ზენორმატიული დანაკარგი შეივსება (ანაზღაურდება) განაწილების ლიცენზიატის მიერ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარების ტარიფი ითვალისწინებს ნორმატიული დანაკარგის ანაზღაურებას, მაშინ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეავსოს მიწოდების პუნქტში მიღებული და გამანაწილებელ ქსელში გატარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგი.
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
მუხლი 25. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური
+
1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს საცალო მომხმარებლის ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლ(ებ)ის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე (იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით).
2. საცალო მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია, მის/მათ მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია მიაწოდოს გამანაწილებელ ქსელს. საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს გამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე – გამანაწილებელ ქსელთან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას და ელექტროენერგიის მწარმოებელთან ურთიერთობა აწარმოოს კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის შესაძლო სქემებია:
ა) სინქრონული – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მუშაობს გამანაწილებელი ქსელთან სინქრონულ რეჟიმში;
ბ) ინვერტორი – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულია გამმართველი-ინვერტორის საშუალებით.
41. საცალო მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი (ერთობლივად) შეიძლება ფლობდეს გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს. ასეთ შემთხვევაში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური უნდა მიერთდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან იმ სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს, რომლითაც მარაგდება საცალო მომხმარებელი ან ჯგუფის ყველა წევრი (სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს არსებული გამანაწილებელი ქსელი წარმოდგენს საცალო მომხმარებლის ან ამ მომხმარებელთა ჯგუფის მოხმარების ადგილს).
42. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მომხმარებელთა ჯგუფის ერთობლივად ფლობის შემთხვევაში, საცალო მომხმარებელთა ჯგუფთან ანგარიშსწორება ხდება თითოეულ საცალო მომხმარებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან მოწყობილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მეშვეობით. აღნიშნული მრიცხველები (აღრიცხვის კვანძები) წარმოადგენს ამ მომხმარებელთა ჯგუფის საანგარიშწორებო მრიცხველებს (საბალანსო აღრიცხვის კვანძებს), ხოლო ამ მომხმარებლებზე ქვითარი გამოიწერება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
5. განაწილების ლიცენზიატის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამის განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 2 პროცენტს. განაწილების ლიცენზიატის წლიური პიკური დატვირთვა განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა წლის მონაცემების საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კომისიას, თუ მის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე მიაღწევს ამ პუნქტით დადგენილ ზღვარს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის, განაწილების ლიცენზიატმა ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალური პიკური დატვირთვის შესახებ, ქსელში მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრისა და დარჩენილი (თავისუფალი) სიმძლავრის თაობაზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე.
61. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მოვლა-პატრონობის მიზნით უფლება აქვთ შექმნან გაერთიანება (კავშირი), ისე, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მფლობელობაში არ გადაეცეს ამ კავშირს.
7. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელს გაუწიოს ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით ტექნიკური, სამართლებრივი ან/და სხვა სახის კონსულტაცია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 18.03.2017 წ.
მუხლი 251. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება🔗
+
1. საცალო მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება განაწილების ლიცენზიატისთვის „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის“ გადახდის პირობით, ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად.
11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 261 მუხლებით, თუ ამ წესებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
2. მომხმარებელმა ან მომხმარებელთა ჯგუფმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით“ უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). ამასთან, განაწილების ლიცენზიატისთვის ამ პუნქტში მოცემული განაცხადით, მიმართვა არ წარმოადგენს აუცილებლობას, თუ კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა განაცხადის ფორმა ითვალისწინებს გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ პირობას.
3. მიერთების მსურველი ვალდებულია, შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. იმ შემთხვევაში, თუ განაწილების ლიცენზიატი არ აცნობებს განმცხადებელს პასუხს დადგენილ ვადაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღების დღიდან. განაცხადზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის საფუძველზე.
5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაასაბუთოს განაცხადზე დადგენილი ხარვეზი. ხარვეზის დადგენის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ შემდეგი გარემოებები:
ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);
ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება 100 კილოვატს;
გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება მომხმარებლის ქსელთან მიერთების სიმძლავრეს/მომხმარებელთა ჯგუფის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ჯამურ სიმძლავრეს;
დ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შედეგად, განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე გადააჭარბებს განაწილების ლიცენზიატისათვის წლიური პიკური დატვირთვის განსაზღვრულ ზღვარს.
6. განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღების შემთხვევაში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოებს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს) უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი.
7. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს მისი მფლობელი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში – ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს. ამ მიზნით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს და გააკონტროლოს გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრე.
8. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც არსებული მომხმარებლის, ასევე მიერთების მსურველის (ახალი მომხმარებლის) მიერ. შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველი ვალდებულია გადაიხადოს:
ა) არსებული მომხმარებლის შიდა ქსელში დაერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“;
ბ) ახალი მომხმარებლის ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსაგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის „ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების“ საფასური;
გ) საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის „ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების“ საფასური წესების 27-ე მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.
9. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უნდა განხორციელდეს:
ა) არსებული მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრულ ვადაში;
ბ) ახალი მომხმარებლის მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნას – იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია ამ წესებით, ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის შესაბამის მომსახურებაზე;
გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრულ ვადაში.
10. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვამდე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეამოწმოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის სქემა და ავტომატური მართვის ტექნიკური გამართულობა. გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი წერილობით მიუთითებს მომხმარებელს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე. დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვა ხარვეზის გამოსწორებამდე. მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთება, თუ დაკმაყოფილებულია ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პირობა, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტროენერგია.
11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს განმცხადებლის დავალიანებაში.
12. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ შემცირდება – განახევრდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 18.03.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.10.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
მუხლი 252. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელთან აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესი🔗
+
1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღირიცხება ცალ-ცალკე, ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველით.
2. განაწილების ლიცენზიატმა ანგარიშსწორების ქვითარში უნდა ასახოს:
ა) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა;
ბ) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა;
გ) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიასა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიას შორის სხვაობა, რომელზეც უნდა განხორციელდეს ანგარიშსწორება განაწილების ლიცენზიატსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელს შორის ამ მუხლის მე-3 - მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება კრედიტის სახით (ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის რეალიზაცია არის ნულის ტოლი).
4. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) და კრედიტის სახით ანგარიშსწორების ქვითარში ასახული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად, რომელსაც უნდა დაერიცხოს კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფი (შესაბამისად, აღნიშნული სხვაობით მიღებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის რეალიზაციად).
5. მიკროსიმძლავრის მფლობელი საცალო მომხმარებლისთვის, 30 კალენდარულ დღეში, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფების დარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სხვაობით მიღებულ ელექტროენერგიაზე (კვტ/სთ-ზე).
6. საანგარიშო წლის (კალენდარული წლის პირველი მაისიდან – პირველ მაისამდე პერიოდზე) აპრილის თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
7. საანგარიშო წლის ანგარიშსწორების შემდეგ, ქვითარში კრედიტის სახით ასახულ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე დარიცხული თანხა:
ა) აისახება მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე და გაითვალისწინება მომდევნო ანგარიშსწორებისას; ან
ბ) საცალო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაირიცხება ამ მომხმარებლის მიერ მითითებულ სა ბანკო ანგარიშზე.
8. მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, მათ შორის, ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი ინდივიდუალური მრიცხველებისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით;
ბ) მოხმარებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია გაქვითოს, კრედიტის სახით ასახოს და საანგარიშო წლის აპრილის თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით დარჩენილი ელექტროენერგია ჯგუფის თითოეულ წევრზე გადაანაწილოს ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმებული გაქვითვისა და კრედიტის გადანაწილების პირობის შესაბამისად, ხოლო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში – თანაბრად;
დ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტოს იმ მომხმარებელს, რომელსაც ერიცხება დავალიანება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 18.03.2017 წ.
მუხლი 26. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება
+
1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა.
11. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ელექტროენერგია აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ელექტროენერგია და არც მიუმართავს განაწილების ლიცენზიატისათვის ელექტრომომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.
3. (ამოღებულია - 22.06.2018, №8).
4. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები (წესების 26-ე და 261 მუხლები) არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში), ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისი ელექტროენერგიით მომარაგება (გარდა ამ მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებულ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის შემთხვევისა).
5. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის, ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა (გარდა გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად – რეგისტრაციის მოთხოვნისა) მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სეზონური ობიექტების (კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 6 თვის ვადით) 0,4 კვ. ძაბვაზე და არაუმეტეს 30 კვტ. სიმძლავრით ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული ელექტროდანადგარებისა თუ ობიექტების მომარაგებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთება და არსებული მომხმარებლის (აბონენტის) მიერ ალტერნატიული (სარეზერვო) კვებით უზრუნველყოფის შემთხვევა (ამ შემთხვევაში შესაბამისი განმცხადებელი პასუხისმგებელია ქსელთან მიერთებისთვის საჭირო ტექნიკურად აუცილებელი საშუალებების მოწყობა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გაღებაზე).
51. (ამოღებულია - 22.06.2018, №8).
6. 0.4 კვ. (380/220 ვ) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელ ზე მიერთების საფასური დგინდება მისაერთებელ სიმძლავრეზე , შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №4).
61. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მარაგდებოდა ელექტროენერგიით, გაიყო ან მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელზე.
62. უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს ამ წესების №6 დანართით გათვალისწინებული საფასური (ამ წესების 261 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის პროცედურის შესაბამისად), თუ:
ა) ადგილი აქვს 0-დან - 10 კვტ სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების ერთი უძრავი ქონებით გამოყოფას და გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს 0-დან - 10 კვტ სიმძლავრით მიერთებას;
ბ) 10 კვტ. მისაერთებელი სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას, არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ. მისაერთებელი სიმძლავრით მომარაგებისთვის.
63. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური არ ვრცელდება, თუ მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდებოდა არა განაწილების ლიცენზიატის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს ამ წესების 261 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.
7. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 0.4 კვ. (380/220 ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელ ქსელ ზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფის ათვის საჭირო მოქმედების განხორციელება.
8. 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელი ქსელზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მიერ. განაწილების ლიცენზიატი უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ჩათვლით), რაც დაკავშირებულია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებ ის უზრუნველყოფ ასა და ელექტრომომარაგებასთან.
9. დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფის ათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული განაწილების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებას. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
10. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის ნაწილის გადახდის შემდეგ, 0,220 კვ, 0,380კვ და 6/10კვ ძაბვის ახალი მომხმარებლ(ებ)ის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს იმ ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას:
ა) 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში – არსებული 0,4 ან 6-10 კვ გამანაწილებელი ქსელიდან 600 მ-ის რადიუსში;
ბ) 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში – არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში.
11. ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. მიერთების მსურველს (ახალი მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს):
ა) აღრიცხვის კვანძის ძაბვის საფეხური, რომელზეც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი (გარდა ამ წესების 261 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
ბ) მისაერთებელი სიმძლავრე შესაბამის ძაბვის საფეხურზე , სადაც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი შეთავაზებული პაკეტის მიხედვით.
12. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით) უნდა განისაზღვროს ამ ობიექტ(ებ)ის სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის შესაბამისად.
13. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.
14. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 11.07.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.08.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ.
მუხლი 261. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურები🔗
+
1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის, ასევე უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ წესების 26-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად), პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს (ელექტრონული ან წერილობით ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების 26-ე და 261 მუხლების საფუძველზე და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20 დღის განმავლობაში;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10 დღის განმავლობაში.
21. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური.
3. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.
4. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან წერილობით ფორმით, მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება.
5. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად – ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. ხარვეზის დადგენა შესაძლებელია, თუ:
ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან შევსებულია შეცდომით (მათ შორის, თუ ის არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);
ბ) მისაერთებელი ობიექტი გათვალისწინებულია სივრცის დაგეგმარების ან ქალაქთმშენებლობითი გეგმით და მოთხოვნილი სიმძლავრე ამ ობიექტის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეზე ნაკლებია (მათ შორის, თუ მიერთება მოთხოვნილია საკადასტრო ერთეულის ნაწილზე განცალკევებულად, გეგმაში მოცემული ობიექტისთვის განკუთვნილზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით);
გ) (ამოღებულია - 24.01.20 №3);
51. (ამოღებულია - 24.01.20 №3).
6. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი ს დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.
61. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ზუსტი დრო (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც). ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა განხორციელდეს ახალი მომხმარებლის მიერთების სამუშაოების დასრულებისთანავე, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) 220 ვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს მომხმარებლის თანხმობით შესაბამის აქტზე ხელმოწერის შემდეგ. ამასთან, თუ მომხმარებელი არ არის თანახმა მომარაგების დაწყებაზე, არ იმყოფება ადგილზე ან ვერ ხერხდება გამანაწილებელ ქსელზე მისი შიდა ქსელის დაერთება (შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის არარსებობის გამო) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის (ან მრიცხველის) შემდეგ მოწყობილი გამთიშველი დატოვოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ, შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. ასეთ შემთხვევაში, ახალი მომხმარებლის შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის დაერთება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილ გამთიშველზე უნდა განხორციელდეს ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დამატებითი თანხის გადახდის გარეშე. ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე;
ბ) 380 ვ ასევე 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის გაფორმებითა და შიდა ქსელის გამთიშველამდე ელექტროენერგიის მიწოდებით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებისა და აღრიცხვის კვანძთან მოწყობილი გამთიშველის გამოყენების უფლებამოსილების შესახებ. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. ამასთან:
ბ.ა) 380 ვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ, მომხმარებლის პირველადი დაერთებისათვის (არა შემდგომი ექსპლუატაციისთვის) მოაწყოს შიდა ქსელის გამთიშველი. გამთიშველი უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან, ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია-უფლებამოსილია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი შიდა ქსელის გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე. ახალი მომხმარებელი უფლებამოსილია, თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე სადენის დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა (უსაფრთხოების ნორმების დაცვით);
ბ.ბ) 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, მომხმარებლის შიდა ქსელის გამთიშველი უნდა იყოს გამორთული. მომხმარებელი უფლებამოსილია, უსაფრთხოების ნორმების დაცვით თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით, ხოლო, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის გამთიშველზე დაერთებასა და დანადგარების პირველად ჩართვაზე მოთხოვნა შეითანხმოს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე).
7. 0,4 კვ (380/220ვ) და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს განაწილების ლიცენზიატის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.
71. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას, ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს, მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით);
ბ) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);
გ) კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.
72. ამ მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრული წესით განაწილების ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), წერილობით აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.
8. (ამოღებულია - 27.06.19 №13).
81. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
9. თუ ადგილი აქვს 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას 501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მოთხოვნას 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ახალი მომხმარებლის (მიერთების მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.
10. თუ ადგილი აქვს 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას გამანაწილებელ ქსელზე ან ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელ ზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის ელექტრომომარაგებ ის სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელ ზე მიერთებ ის მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში (არან აკლებ ერთი წლის განმავლობაში) მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიერთების წერტილს;
ბ) მიერთების ძაბვის საფეხურს;
გ) მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბამისად).
101. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს მიერთების მსურველი ვალდებულია:
ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას (განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედამხედველობის შემთხვევაში) და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განაწილების ლიცენზიატის წერილობითი მითითებები;
გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №6, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.
11. 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ელექტრული ქსელის) მიერთების შემთხვევაში, ასევე, ისეთი სახის მიერთების მოთხოვნისას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის განხილვისას არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილი განსაზღვროს არსებული გამანაწილებელი ქსელის შესაბამისი საფეხურის ძაბვაზე;
ბ) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები, არსებული განაცხადის შესაბამისად, განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის (განმცხადებლისთვის) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან;
გ) მისაერთებელი ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემთხვევაში, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესების დანართით №6 განსაზღვრულ ვადაში.
12. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის განაწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.
13. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები (გარდა 35/110 კვ ძაბვაზე მიერთების შემთხვევისა). დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.
14. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატმა.
15. (ამოღებულია - 27.06.19 №13).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.012020 წ.
მუხლი 27. მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა
+
1. მომხმარებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს განაწილების ლიცენზიატს „საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). აღნიშნული განაცხადის ფორმა ასევე გამოიყენება, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლის (შეცვლის) მოთხოვნას.
2. „საცალო მომხმარებლის მიერ „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 261 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
3. მომხმარებელი ვალდებულია, „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
5. თუ 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა ან/და ითხოვს მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლას (შეცვლას), ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს ახალი ტექნიკური პირობის გაცემა და ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:
ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური გადადის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასურს, გამოკლებული ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკურ პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს;
ბ) თუ გაზრდილი (ან მოთხოვნილი) სიმძლავრე არ სცილდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე:
ბ.ა) მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ზე, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი ამ პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტ-ებზე;
ბ.ბ) მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება (შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობა გაიცემა საფასურის გადახდის გარეშე).
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა განაცხადით მოთხოვნილ სიმძლავრეზე ამ წესების №4 დანართით შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრულ ვადაში.
7. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 261 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება, ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს ამ წესების დანართით №6 განსაზღვრული „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
71. (ამოღებულია - 27.06.19 №13).
8. თუ ადგილი აქვს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნას 6/10 კვ. ძაბვის საფეხურზე 501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის საფეხურზე 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მოთხოვნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებლის (სიმძლავრის გაზრდის მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.
9. ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.012020 წ.
მუხლი 28. ხელშეკრულების შეწყვეტა
+
1. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები (განაწილების ლიცენზიატის გარდა) უფლებამოსილნი არიან შეწყვიტონ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება ელექტროენერგიის სხვა პირისგან შესყიდვის მიზნით, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ელექტროენერგიის მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შესაბამისი მხარის (მხარეების) ერთი თვით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ.
2. ელექტროენერგიის გამყიდველი ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი მხარის მიერ მოთხოვნის მიღებისთანავე ვალდებულია განსაზღვროს მისი მომსახურების შეწყვეტის თარიღი (განაწილების ლიცენზიატთან შეთანხმებით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ხელშეკრულების დანარჩენ მხარეებს, ასევე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს.
3. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა ან/და მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს გაწეული მომსახურების ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდისაგან.
მუხლი 29. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური
+
1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის, ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს, ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენისათვის, დაარიცხოს ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური.
2. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე იანგარიშება განაწილების ლიცენზიატის მიერ პირობითად აღებული ხარჯის მიხედვით. მომხმარებლის მიერ გადახდილი ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის შემოსავალს და მიღებული შემოსავალი გათვალისწინებულ იქნება განაწილებისა და გატარების ტარიფების გაანგარიშებისას.
3. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური დღგ- ის ჩათვლით განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით.
4. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასურის დარიცხვა დაუშვებელია, თუ ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 28 ივლისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 30. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
+
1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და შესაბამისად ხელშეკრულებაში, დამატებით მოცემული უნდა იყოს ელექტროენერგიის მოთხოვნილი სიმძლავრე და საპროგნოზო რაოდენობები.
3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ელექტროენერგიით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება, საკონტროლო და ინდივიდუალური მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.
4. განაწილების ლიცენზიატისთვის ელექტროენერგიის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო ნებისმიერი განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს.
5. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში (დაკვირვების პერიოდი) მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან, დაკვირვების პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე ნაკლები (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით). ამასთან, დაკვირვების პერიოდი შემოსაზღვრული უნდა იყოს მრიცხველის რეალური ჩვენებებით. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
6. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაში:
ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
გ) მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან მუშა მდგომარეობაში მყოფი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.
7. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განცალკავებულად აღრიცხოს:
ა) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურით მიღებული შემოსავალი;
ბ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (ძაბვის და მოთხოვნილი სიმძლავრის) მიხედვით და ჯამურად;
გ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გამოწვეული განაწილებული და გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.
2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში კომისიას წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ასევე ყოველკვარტალურად მიაწოდოს კომისიას ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიოდის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული ჟურნალების ელექტრონული ფორმით წარმოებისას, ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი კომისიას უნდა მიაწოდოს ყოველი კალენდარული თვის დამთავრებამდე (კომისიის მიერ შემუშავებული ფორმით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიატის მიერ და მისი ელექტრონული ვერსია).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
მუხლი 32. გარდამავალი დებულებები
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანონ ამ წესებთან.
2. ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველების გეგმური შემოწმების პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი ელექტროენერგიის მრიცხველის საპასპორტო მონაცემებით - ჩანაწერების მიხედვით.
3. (ამოღებულია - 22.06.2018, №8);
31. თუ 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 2021 წლის 1 იანვრამდე გადაიტანოს აღრიცხვის კვანძი მაღალი ძაბვის მხარეს და მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური წესების №6 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს წინასწარ, არანაკლებ სამი თვით ადრე აცნობოს აღრიცხვის კვანძის გადატანის შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანაზე, განაწილების ლიცენზიატის მიერ აღნიშნულის შესახებ მისი ინფორმირებიდან 1 თვის ვადაში. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელი გადაიყვანოს დაბალი ძაბვის მომხმარებლად, ისე რომ არ მოხდეს ამ მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის შემცირება.
4. ამ წესებით განსაზღვრული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ წესების ამოქმედებამდე დადებული იყო მიერთების ხელშეკრულება ახალ მომხმარებელსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს შორის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული იყო მიერთების ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში) მის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ.
5. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების (ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების) დამონტაჟება ამ წესებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად (აღნიშნული გეგმა წარმოადგენს საინვესტიციო პროგრამის ნაწილს). სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების მოწყობის გეგმა ამ წესების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში.
6. ამ წესების 261 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასევე ვრცელდება განაშენიანების რეგულირების გეგმებითა და მათი გეგმარებითი დავალებებით გათვალისწინებულ ობიექტებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-14-მე-16 პუნქტების შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ.
+
ელექტროენერგიის ნასყიდობის
ხელშეკრულება N_ _ _
ელექტროენერგიის გამყიდველის დასახელება _______________________
ელექტროენერგიის გამყიდველის წარმომადგენელი __________________________.
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებლი) _________________________________,
(იურიდიული/ფიზიკური პირი)
მისამართი _________________________________________; ტელ: ______________;
საიდენტიფიკაციო ნომერი ___________________________________________________
(იურიდიული პირის ან ინდმეწარმის ან სხვა მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში);
მყიდველის (მომხმარებლის) მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საფასური __ _კვტ.სთ.
(მხოლოდ მყიდველის (მომხმარებელის) მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში)
ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების თარიღი ______________________;
მისამართი, სადაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგება _______________________;
გამანაწილებელი ქსელის მფლობელი
განაწილების ლიცენზიატის დასახელება _____________; მოთხოვნილი სიმძლავრე _____;
ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით” განსაზღვრული პირობებით.
ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება აწარმოოს:
მცირე სიმძლარის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში _ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურით.
განაწილების ლიცენზიატისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფით.
ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია შეისყიდოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მხოლოდ _________________ (საყოფაცხოვრებო ან არა საყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის.
გამყიდველი ვალდებულია, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით უზრუნველყოს ელექტროენერგიის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, დროულად გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
გამყიდველი ვალდებულია, ელექტროენერგიის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
ელექტროენერგიის მყიდველის (მომხმარებელის) ხელმოწერა: _____________
ელექტროენერგიის გამყიდველის წარმომადგენლის ხელმოწერა: ______________
”______ “ ____________ 200__ წ.
შენიშვნა: არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, ხელშეკრულებას დანართის სახით, შეიძლება დაერთოს ელექტროენერგიის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა- გრაფიკი.
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №21-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1835
+
N
დენმიმღები
მუშა საათების რაოდენობა დღე-ღამეში, სთ
მუშა საათების რაოდე-ნობა თვეში,
სთ
დადგმული სიმძლავრე, კვტ.
ზაფხულის პერიოდი
(აპრილი-ოქტომბერი)
ზამთრის პერიოდი
(ნოემბერი-მარტი)
ზაფხულის პერიოდი
(აპრილი-ოქტომბერი)
ზამთრის პერიოდი
(ნოემბერი-მარტი)
1.
ელექტროქურა:
- სტაციონალური
- გადასატანი
1
2
30
60
3,0
1,0
2.
ავზიანი წყალგამაცხელებელი
2
3
60
90
2,0
3.
გამდინარე წყალგამაცხელებელი
1
1
30
30
5,0
4.
კონდიციონერი “ზაფხული”
2
-
60
-
1,0
5.
კონდიციონერი “ზაფხული-ზამთარი”
2
2
60
60
1,5
6.
წყლის ტუმბო
-
-
20
20
0,5
7.
სარეცხი მანქანა
-
-
10
10
1,0
8.
კომპიუტერი
2
2
60
60
0,4
9.
გამათბობელი ელექტრორადიატორი
-
4
-
120
1,5
10.
ელექტრომადუღარა
0,1
0,1
3
3
1,0
11.
ელექტროუთო
0,1
0,1
3
3
1,0
12.
ელექტროგანათება
4
6
120
180
0,1
13.
ვენტილატორი
2,0
-
60
-
0,05
14.
მაცივარი
6
4
180
120
0,13
15.
ტელევიზორი
4
4
120
120
0,1
შენიშვნა: ცხრილის დადგმული სიმძლავრის სვეტში მოცემული სიმძლავრეების გამოყენება შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცნობია დენმიმღების საპასპორტო მონაცემი.
+
0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური
ძაბვის
საფეხური (კვ)
სიმძლავრე
(კვტ)
ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ
ქსელზე მიერთების ვადა
(სამუშაო დღე)
ახალი მომხმარებლის მიერთების
საფასური დღგ-ის ჩათვლით
(ლარი)
თვითმმართველ
ქალაქებში
სხვა
მუნიციპალიტეტებში
თვითმმართველ
ქალაქებში
სხვა
მუნიციპალიტეტებში
0,4
1-10 (220 ვ.)
40
60
600
400
1-10
40
60
1800
1200
10-დან -30
40
60
7000
4700
30-დან-50
40
60
10500
7000
50-დან -80
40
60
13000
10500
80-დან – 100
40
60
14500
12000
100-დან-120
40
60
16500
14000
120-დან -150
40
60
18000
16000
150-დან -200
45
60
39000
23000
200-დან -320
60
90
56000
33000
320-დან -500
60
90
86000
50500
500-დან -800
90
110
136000
80000
800-დან -1000
90
110
170000
100000
6-10
1-500
60
90
96000
60500
500-დან -1000
90
110
180000
110000
1000-დან -1500
90
110
247000
137000
1500-დან -2000
90
110
319000
177000
2000-დან -3000
90
120
463500
257500
3000-დან -5000
90
120
749000
416000
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 13.12.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 06.11.2014 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
+
აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური
ძაბვის საფეხური, კვ
სიმძლავრე, კვტ
აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადა
(სამუშაო დღე)
აღრიცხვის კვანძის მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით ლარი
0,4
1-10 (220 ვ.)
10
100
1-10
10
300
10-დან -30
10
350
30-დან-50
10
600
50-დან -80
10
650
80-დან - 100
15
700
100-დან-120
15
750
120-დან -200
15
800
200-დან -320
15
950
320-დან -500
15
1200
500-დან -800
20
1500
800-დან -1000
20
2200
1000-დან და მეტი კვტ
20
3000
6/10
1-500
15
7000
500-დან -1000
20
7500
1000-დან და მეტი კვტ
20
8000
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
+
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური
გამანაწილებელ
ქსელზე მიერთების
ძაბვის საფეხური, კვ
გამანაწილებელ
ქსელზე მისაერთებელი
სიმძლავრე, კვტ
მიკროსიმძლავრის
ელექტროსადგურის
გამანაწილებელ ქსელთან
მიერთების უზრუნველყოფის
პერიოდი – ვადა (სამუშაო დღე)
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის
გამანაწილებელ ქსელთან
მიერთების საფასური დღგ–ის ჩათვლით, ლარი
0,4
1-10 (220 ვ)
15
200
1-10
15
350
10-დან -30
15
400
30-დან-50
15
500
50-დან -80
15
600
80-დან - 100
20
700
100-დან-120
20
800
120-დან -200
20
900
200-დან -320
20
1000
320-დან -500
20
1100
500-დან -800
25
1200
800-დან -1000
25
1300
1000-დან და მეტი კვტ
25
1300
6/10
1-500
20
1300
500-დან -1000
25
1300
1000-დან და მეტი კვტ
25
2000
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
1
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.194
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის დადგენილება №20
2008 წლის 18 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვადგენთ:
1. დამტკიცდეს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“.
2. დამტკიცდეს შემდეგი დანართები:
ა) „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება“ (დანართი №1);
ბ) (ამოღებულია);
გ) „მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილი“ (დანართი №3);
დ) „0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური“ (დანართი №4);
ე) „აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური“ (დანართი №6)“.
ვ) „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ (დანართი №7).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №21-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1835
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ.
3. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები” არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე რომელსაც არეგულირებს:
ა) „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისის (სემეკ) 2007 წლის 30 მაისის N9 დადგენილება.
ბ) „სს „ეი-ი-ეს თელასის“ სააბონენტო სექტორის მომხმარებლებისათვის (მოსახლეობისათვის) 1999 წლის 4 იანვრის შემდეგ წარმოქმნილი ვალის რესტრუქტურიზაციის წესის“, “სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკისა“ და “ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2001 წლის 31 დეკემბერის N15 დადგენილება.
გ) „სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის” საერთო მრიცხველის მქონე საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 15 ოქტომბრის N17 დადგენილება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 3 ოქტომბრის №28 დადგენილება - სსმ III, №147, 07.10.2008 წ., მუხ.1463
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 ნოემბრის №20 დადგენილება - სსმ III, №141, 18.11.2009 წ., მუხ.1641
4. (ამოღებულია).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 3 ოქტომბრის №28 დადგენილება - სსმ III, №147, 07.10.2008 წ., მუხ.1463
5. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „ეი-ი-ეს თელასის“ და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის „ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების“ დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილება (სსმ III, 2002 წ, №102, მუხ. 743).
6. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
+
1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
3. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.
4. ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისიის) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.
5. ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.
მუხლი 2. ძირითადი პრინციპები
+
1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად;
ბ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები;
გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება – მათ შორის მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება;
დ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ;
ე) მოახდინოს საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის რეალიზაცია (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად);
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე;
ზ) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:
ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას;
ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად;
გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაცემულია სათანადო დავალება ელექტროენერგიით მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.
4. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:
ა) მომხმარებლის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, დარიცხული დეპოზიტის ან/და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა სახის საფასური;
ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები;
გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ ან/და კომისიის სხვა წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ითვალისწინებს ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტას;
დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდეგ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 19 ივლისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 26.07.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
+
1. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
2. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4. განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
5. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6. განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
61. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ – „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების განაწილების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.
62. განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მის მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს განაწილების ლიცენზიატის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).
7. განაწილების ლიცენზიატმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ:
ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 72 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში).
71. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).
72. განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:
ა) აბონენტის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);
ბ) აქტის შედგენის შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;
გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;
დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების ელექტრონულ მისამართს.
8. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების, ამ წესების შესაბამისი ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).
9. ამ წესების მიზნებისათვის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.
10. ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
მუხლი 31. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება
+
1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 დღით ადრე მაინც;
ა1) ელექტროენერგიით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის შესახებ - მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ;
ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;
გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე;
დ) ელექტროენერგიით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გეგმურ წყვეტამდე, ამ წესების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირობების შესაბამისად;
ე) ელექტროენერგიით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება გამანაწილებელი ქსელის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის ზუსტი მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე.
2. განაწილების ლიცენზიატი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ელექტროენერგიით მომარაგების მომსახურებასთან.
3. განაწილების ლიცენზიატის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. ამ წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.
4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე განაწილების ლიცენზიატისგან მოითხოვოს:
ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;
ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით;
გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „333“ სიმბოლოს გაგზავნით.
დ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.
41. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.
42. მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც განაწილების ლიცენზიატმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება. ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.
5. როდესაც მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს საკონტაქტო მონაცემების მიწოდება ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში მომსახურე საწარმოებისთვის (სადაც იგი რეგისტრირებულია მომხმარებლად და გააჩნია შესაბამისი აბონენტის ნომერი). ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის აშკარა და არაორაზროვანი დადასტურების შემთხვევაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.10.2019 წ.
მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.
2. ელექტროენერგიის მომხმარებელი ვალდებულია ელექტროენერგია გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.
3. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.
4. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად დაუყოვნებლივ წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან.
41. უძრავი ქონების დროებითი ფლობის შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე უფლებამოსილია განაცხადოს უარი აბონენტად რეგისტრაციაზე. ასეთ შემთხვევაში:
ა) უძრავი ქონების მესაკუთრე ვალდებულია მიუთითოს იმ პირის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები, ვის დროებით მფლობელობაშიც იმყოფება ეს ობიექტი (მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია უძრავი ქონების მესაკუთრე);
ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ პუნქტი „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში ფაქტობრივ მფლობელს წერილობით მოსთხოვოს აბონენტად დარეგისტრირება და იმავდროულად აცნობოს რეგისტრაციის პროცედურების, რეგისტრაციაზე უარის თქმის და ამ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების შედეგების თაობაზე;
გ) დროებითი მფლობელი ვალდებულია აბონენტად დარეგისტრირების მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს მომარაგება;
დ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაცია გააუქმოს დროებითი მფლობელის აბონენტად რეგისტრაციის ან მომარაგების შეწყვეტის მომენტიდან, მაგრამ არაუგვიანეს მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაციაზე უარის განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღისა.
5. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოითხოვოს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, ხოლო დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).
6. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწილების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართალებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
7. ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს, ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული.
8. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი);
ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება;
გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელი (სახელწოდება), ან სხვა პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;
დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ელექტროენერგიით მომარაგება;
ე) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – უძრავი ქონების საკადასტრო კოდის და საჯარო რეესტრის ამონაწერის ნაცვლად, შესაძლებელია, განაცხადზე თანდართულ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს);
ვ) ელექტროენერგიის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);
ზ) მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში:
ზ.ა) ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება;
ზ.ბ) ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე დასწრება;
თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.
9. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:
ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა. ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში ფლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;
ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.
10. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგისტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ელექტროენერგიით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
11. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც, განაცხადში ასახული მონაცემების გარდა, უნდა აღინიშნოს ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.
12. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში). განაწილების ლიცენზიატს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების“ (იხ. დანართი №1) დამტკიცებული სტანდარტული ფორმით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.
13. აბონენტად რეგისტრაციის, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) და ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ელექტროენერგიის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალისწინებული.
14. თუ განაცხადში აბონენტად რეგისტრაციის შესახებ პირმა არასწორად მიუთითა ელექტროენერგიის მოხმარების მიზანი ან ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მომხმარებელი ელექტროენერგიას იყენებს არამიზნობრივად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს მომხმარებლის სტატუსი, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომხმარებელს.
15. მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე.
16. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.012020 წ.
მუხლი 5. მომსახურების გაწევა
+
1. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
2. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია განახორციელოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების ტექნიკურუსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხზე გარემოების დაზუსტების მიზნით ან უსაფრთხოების პირობების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. შემოწმებისთვის საჭიროა განაწილების ლიცენზიატის ხელმძღვანელი პირის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის) მიერ შესაბამისი აქტის გამოცემა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: პირი (ან პირთა ჯგუფი), ვინც უნდა განახორციელოს შემოწმება; მომხმარებლის სახელი და გვარი (ან დასახელება); მისამართი; აბონენტის ნომერი და გარემოება, რის გამოც უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის შემოწმება. აღნიშნული აქტი მომხმარებელს უნდა წარედგინოს შემოწმებისას.
3. განაწილების ლიცენზიატი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია, დაუშვას განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი მის მფლობელობაში არსებულ ელექტროდანადგარებთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.
31. როდესაც განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით განსაზღვრული მოქმედება ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის განაწილების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან).
4. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატი, ელექტროენერგიის მრიცხველის და ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.
5. მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). განაწილების ლიცენზიატს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს სარეზერვო კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის იმ სათავსოების, ავტოფარეხების, ლიფტების, განათებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად).
6. განაწილების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს (მათ შორის საცალო მომხმარებელს) უნდა მისცეს იმ ელექტროდანადგარების (დენმიმღებების) დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით:
ა) გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით;
ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ელექტროდანადგარის (დენმიმღების) ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროდანადგარის (ელექტროდანადგარების) გამოყენების შედეგად მოხმარებული ელექტროენერგიის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის დადგმული სიმძლავრის, მისი გამოყენების საანგარიშო 0.5 კოეფიციენტის და დღის განმავლობაში 8-საათიანი გამოყენების ნამრავლის საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს;
დ) დროებითი მიერთების მსურველმა განაწილების ლიცენზიატს უნდა აცნობოს, თუ რა ვადით ესაჭიროება გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. აღნიშნული ვადის ამოწურვისას (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთებულ მომხმარებელს მოსთხოვოს წესებით დადგენილი გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ ელექტროდანადგარების (დენმიმღებების) გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს ელექტროენერგიით მომარაგების სისტემაზე ან/და განაწილების ლიცენზიატის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.
8. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ.
მუხლი 6. აღრიცხვის კვანძის მოწყობა
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.
11. თუ გამანაწილებელი ქსელის ერთ წერტილში მიერთებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე 1 კვტ-ზე ნაკლებია, მხარეები უფლებამოსილი არიან, შეთანხმდნენ ელექტროენერგიის მოხმარებაზე მრიცხველის გარეშე. ასეთ შემთხვევაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრება ქსელზე მიერთებული ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრისა და მუშა საათების გათვალისწინებით.
2. საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველი). ასევე, სხვა სახის თავისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის ელექტროდანადგარები.
3. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობზე გაწეული ხარჯი (მათ შორის მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
4. ელექტროენერგიის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელექტროდანადგარები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.
6. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად განაწილების ლიცენზიატის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.
7. ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრის დაშორებით მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევისა), თუ ტექნიკური რეგლამენტით ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.
8. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ელ.გაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და ელ.გაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.
9. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი, ამასთან:
ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი თავისი ხარჯით;
ბ) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;
გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, ელექტროდანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე.
10. მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიატის ქსელებს შორის ელექტროენერგიის ორმხრივი გადადინების შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის რევერსული მრიცხველი (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ ელექტროენერგიის გადადინება აღირიცხებოდეს ორივე მიმართულებით).
11. თუ მომხმარებელს განაწილების ლიცენზიატისაგან ელექტროენერგია მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი ტრანსფორმატორის საშუალებით, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მაღალი ძაბვის მხარეს.
12. თუ 0,220 კვ ძაბვის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ფლობს 0,380 კვ ძაბვის ელექტროდანადგარს, რომელიც მიერთებული იყო გამანაწილებელ ქსელზე, ამასთან, მომხმარებლის ჯამური მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 10 კვტ-ს, მომხმარებელი უფლებამოსილია, 0,220 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის ნაცვლად მოითხოვოს 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ერთ-ერთი შემდეგი წესით:
ა) მომხმარებელმა განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს და თავად უზრუნველყოს 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა. ამ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში;
ბ) განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის შეცვლა, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, აანაზღაუროს აღრიცხვის კვანძის შეცვლა-მოწყობაზე გაწეული ხარჯი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.08.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
მუხლი 7. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
+
1. გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის სიხშირე, ძაბვა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს ელექტროენერგიის სექტორში მოქმედ ნორმებს და სახელმწიფო სტანდარტებს. ელექტროენერგიით მომარაგებისას განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ელექტროენერგიის იმ პარამეტრებზე, რომლის გამოსწორება ან შეცვლა შესაძლებელია მის მიერ.
2. ამ წესების შესაბამისად განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ფლობდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ ელექტროდანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის ელექტრომოწყობილობებს, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელის ელექტრომომარაგება.
3. განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, ელექტროდანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია განაწილების ლიცენზიატისთვის ელექტროენერგიის მრიცხველის შესაძენად, ასევე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის, ან/და გამანაწილებელი ქსელის გაფართოებისთვის – მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია, ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად).
მუხლი 8. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
+
1. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ელექტროენერგიის დატაცება, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის მოხმარება (გარდა ამ წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა).
2. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში).
3. განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი.
4. მომხმარებლის მიერ ელექტროქსელზე ელექტროენერგიის მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ელექტროენერგიის დატაცების, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, განაწილების ლიცენზიატის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება.
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის ან ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა).
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება ამ წესების №3 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით (ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს).
დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა ხდება ერთი თვის პერიოდში, ამ წესების №3 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით.
ე) იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არასაპატიო (დაუსაბუთებელი) მიზეზით არ დაუშვებს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დადგმული სიმძლავრის დასადგენად და ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ ამ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლას, მაშინ განაწილების ლიცენზიატს, მომხმარებლის წერილობითი გაფრთხილებიდან 2 სამუშაო დღის შემდეგ უფლება აქვს, დაარიცხოს შემყვანზე (სადენზე) დასაშვები მაქსიმალური დატვირთვისას ძაბვის, დენისა და სიმძლავრის კოეფიციენტთა ნამრავლის (ნომინალური სიმძლავრის) 15-დღიანი გამოყენების დაანგარიშებით.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდის გამოყენების შემდეგ მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს წერილობით მიაწოდებს გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არა უმეტეს 3 თვისა) დასაბუთებულ არგუმენტაციას განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით.
6. ამ მუხლში მოცემული მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრის ჯამის განსაზღვრისას, გამოიყენება მის მფლობელობაში მყოფი მხოლოდ ის ელექტროდანადგარები, რომელიც მიერთებულია ქსელზე ან მზად არის ქსელზე მისაერთებლად და იმყოფება მუშა მდგომარეობაში.
7. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განაწილების ლიცენზიატის მიერ დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.
71. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ არ არსებობს ამ წესების მე-17 მუხლით გათვალისწინებული აქტი, ან თუ აქტი შედგენილია მე-17 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.
72. ამ მუხლის 71 პუნქტის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა განიხილება, როგორც მომხმარებლის მიმართ არამართლზომიერი ქმედება. შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ოქმის შემდგენს ან/და იმ საწარმოს, რომლის უფლებამოსილებითაც მოქმედებს ოქმის შემდგენი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს ამ წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.
9. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
მუხლი 9. ელექტროენერგიის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
+
1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
2. მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).
21. (ამოღებულია - 23.08.2012 №13).
3. საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
31. (ამოღებულია - 23.08.2012 №13).
4. ქვითარში უნდა მიეთითოს;
ა) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენება (ჩვენების აღების თარიღების მითითებით);
ბ) სამომხმარებლო ტარიფი;
გ) მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ. სთ) და ღირებულება;
დ) მომხმარებელზე დარიცხული თანხა;
ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია;
ვ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა;
ზ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა;
თ) ბეჭდური ფორმის ქვითარში ასევე მოცემული უნდა იყოს:
თ.ა) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებები, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;
თ.ბ) განაწილების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერი;
თ.გ) ქვითრის მეორე მხარეს დამატებით უნდა აისახოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია.
41. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე.
42. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, განაწილების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხა მიმართული იქნეს იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.
5. ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება.
51. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ყოველთვიურად შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
52. ამ წესების შესაბამისად, ქვითარი შეიძლება მომხმარებელს მიეწოდოს ბეჭდური ან მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში-ელექტრონული ფორმით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, შესაბამის ფორმატში). ამასთან, ელექტრონული ფორმით ქვითრის მიწოდების შესახებ შეთანხმებაში უნდა განისაზღვროს:
ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის მიღების მინიმუმ ორი საშუალება (მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში). შესაძლებელია მხარეთა შეთანხმება ქვითრის მისაღებად ძირითად და ალტერნატიულ ნომრებზე ან/და ელექტრონულ მისამართებზე;
ბ) ელექტრონული ფორმით ქვითრის გამომგზავნის დასახელება, ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
გ) მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მექანიზმები და საშუალება;
დ) ინფორმაციის ურთიერთგაცვლის (მათ შორის, ქვითრის გამომგზავნის/მიმღების) საშუალების, ნომრის ან/და ელექტრონული მისამართის შეცვლის შესახებ შეტყობინების პირობები;
ე) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;
ვ) სხვა პირობები და გარემოებები.
6. (ამოღებულია -19.07.2012, №9).
7. მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
8. დავალიანების გადაუხდელობის გამო საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომხმარებლის მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.
9. მომხმარებელმა დარიცხული საფასური უნდა გადაიხადოს ნაღდი ანგარიშსწორებით შესაბამის მომსახურების ცენტრში ან მისი დაფარვა უზრუნველყოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
10. მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.
11. მომხმარებელს უფლება აქვს, წინასწარ გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს განაწილების ლიცენზიატს.
12. დაუშვებელია განაწილების ლიცინზიატის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.
13. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგება განაწილების ლიცენზიანტმა უნდა აღადგინოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ან განაწილების ლიცენზიატსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა კალენდარული დღის 09:00-დან - 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00-დან - 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას 14:00 საათის შემდეგ – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №21-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1835
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 19 ივლისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 26.07.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №10 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.08.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
მუხლი 10. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
+
1. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ:
ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე, მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას;
ბ) პირი გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორცილებლად;
გ) მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის;
დ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის);
ე) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ამ წესების პირობების შესაბამისად (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის);
ვ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს და არსებობს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის მომეტებული რისკი, რის გამოც, როგორც განსაკუთრებულ შემთხვევაში, გონივრულია დეპოზიტის მოთხოვნა.
11. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საცალო მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ, კერძოდ:
ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12-თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაციას;
ბ) დავალიანების გადაუხდელობით გათიშულ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ.
2. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში - ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაზე მეტი (ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის გაანგარიშების პერიოდის დადგომამდე). მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა განაწილების ლიცენზიატის მიერ არ იქნა მიმართული მათ შორის წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.
21. აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ელექტროენერგიის მოხმარების დაწყებიდან 6 თვის ვადაში გადაიანგარიშოს დეპოზიტის ოდენობა ბოლო 6 თვის საშუალო მოხმარების მიხედვით.
22. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა. დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას.
3. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ:
ა) მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა;
ბ) 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა);
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დეპოზიტის მოთხოვნისას, აღარ არსებობს დეპოზიტის მოთხოვნის წინაპირობა.
4. თუ ელექტროენერგიის მრიცხველი დამონტაჟებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის წაკითხვა, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველის რეალური ჩვენების შესაბამისად.
5. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. თუ განაწილების ლიცენზიატმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას და არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს არანაკლებ ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან.
51. კომისიაში განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი დავის განხილვის შემთხვევაში კომისია განსაზღვრავს დავალიანების გადანაწილების ვადას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 31 მაისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 05.06.2019 წ.
მუხლი 101. ფორსმაჟორი
+
1. ამ წესების მიზნებისთვის, ფორსმაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა: მიწისძვრა, წყალდიდობა, ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, მათ შორის, გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
2. ფორსმაჟორის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატმა მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველი დამონტაჟებულია მათ დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში), უნდა მისცეს მრიცხველის ჩვენების, ასევე მრიცხველის ჩვენების ფოტოსურათის, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელ. ფოსტის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით) წარდგენის შესაძლებლობა. მომხმარებლის მიერ აღნიშნული შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ელექტროენრგიის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ, წინა წლის, იმავე თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის მიხედვით. განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) მომხმარებლის მრიცხველის რეალური ჩვენების განაწილების ლიცენზიატის მიერ აღებისთანავე. ამასთან:
ა) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, წინასწარ, 2 სამუშაო დღით ადრე აცნობოს კომისიას, ამ პუნქტის გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ (შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასაბუთებას, ტერიტორიულ არეალსა და სარგებლობის სავარაუდო პერიოდს);
ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, როგორც ინდივიდუალური ტექსტური შეტყობინებით, ისე მასობრივი საშუალებების გამოყენებით, ყოველთვიურად, წინასწარ აცნობოს მომხმარებლებს ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების გამოყენების შესახებ. ასევე, მიუთითოს ის ელექტრონული საშუალებები (ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა;
გ) მომხმარებელი უფლებამოსილია, განაწილების ლიცენზიატს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება რომელიც დაფიქსირდება წინა ანგარიშსწორების ქვითარში მოცემული მრიცხველის ჩვენების აღების თარიღიდან ერთი თვის თავზე (ან განაწილების ლიცენზიატის ინდივიდუალურად მოთხოვნის შემთხვევაში), ხოლო განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, ტექსტური შეტყობინებით ინდივიდუალურად მოითხოვოს ინფორმაციის ხელმეორედ გაგზავნა, დამატებითი მტკიცებულების გადაგზავნა ან გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი, მიწოდებული ინფორმაციის უზუსტობის დადასტურების შემთხვევაში (იმის გათვალისწინებით, რომ მონაცემების შესწავლისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო მეტი სიზუსტის გარემოებას).
3. კომპეტენტური ორგანოს მიერ ფორსმაჟორის დადასტურების შემთხვევაში, თუ დგინდება ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობაზე ან/და მომხმარებლებზე გავლენის ფაქტი, წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებასთან მიმართებაში, ფორსმაჟორის მოქმედების არეალსა და პერიოდში ჩერდება, ამ წესების:
ა) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოქმედება. ამასთან, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მომხმარებლის დეპოზიტზე შეტანილი თანხა გადაიტანოს ამავე მომხმარებლის მიმდინარე დავალიანებაში და გაქვითოს მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო იმ პირებს, რომლებმაც დეპოზიტის მოთხოვნა საბანკო გარანტიით უზრუნველყვეს, უფლება აქვთ, უკან გამოითხოვონ საბანკო გარანტია, ფორსმაჟორის არსებობის განმავლობაში.
4. განაწილების ლიცენზიატზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება ვრცელდება, საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 05.05.2020 წ.
მუხლი 11. ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
+
1. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.
2. თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში.
3. ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან ელექტროენერგიის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
31. ამ წესების მიზნებისათვის, ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.
4. მომხმარებელს არ შეიძლება დაეკისროს ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.
5. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა საცალო მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. ელექტროენერგიის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
7. განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევებში, თუ ამ წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.
8. ელექტროენერგიის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის განაწილების ლიცენზიატი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).
81. დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე -7 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
9. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ან/და მათი წარმომადგენლების ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. განაწილების ლიცენზიატმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მიმწოდებელსა და მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.
10. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის საზიანოდ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მონაცემები, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილ შემოწმების თარიღამდე. მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების ჩასწორებისთანავე ან/და მოხდეს მისი მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ);
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის სასარგებლოდ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მონაცემები, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე. განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედმეტად მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს;
11. თუ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება ელექტროენერგიის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
111. ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.
12. ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.
13. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
14. ელექტროენერგიის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს ახალი მრიცხველი (მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას), ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.
15. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა არ წარმოებს ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.
16. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
მუხლი 12. დავის განხილვა
+
1. დაუშვებელია მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
2. კომისიის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე, მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას გამართული აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.
4. დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით მომხმარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება – შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე.
5. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებს მომხმარებელს ელექტროენერგიის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.
მუხლი 13. ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აწარმოოს ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს, აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონული პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით.
2. განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმების მოთხოვნის შესაბამისად.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს:
ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში;
ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში მონაცემების ასახვა) – არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
მუხლი 14. ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ განაწილების ლიცენზიატისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.
11. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით, გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს ელექტროენერგიის მრიცხველთან, მას უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება. მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის ელექტროენერგიის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.
3. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას განაწილების ლიცენზიატის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება (აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება ამ წესების 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე).
4. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ განაწილების ლიცენზიატის არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
6. თუ ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
მუხლი 15. განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება
+
1. პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია.
2. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ შესაბამისად.
3. განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება.
4. განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.
5. მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ელექტროქსელიდან ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოებამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი.
6. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) ელექტროენერგიის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის ელექტროგაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი.
7. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ელექტროენერგიის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენეგიის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიცხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს;
გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად;
დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;
ე) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.
8. თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი მომხმარებელი, რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიან ტი უფლებამოსილია, აღნიშნულ მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიან ტი ვალდებულია:
ა) დროულად წარადგინოს კომისიაში მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულება;
ბ) თითოეული მომხმარებელი აიყვანოს აბონენტად და მომსახურება განახორციელოს ამ წესებითა და მათთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 1 ივნისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 07.06.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
მუხლი 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) განაწილების, გატარების და სამომხმარებლო ტარიფების და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;
გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ;
დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ;
ე) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), ელექტროენერგიით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) ჟურნალის ჩანაწერები;
ვ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ, მათ შორის, ელექტროენერგიის სავარაუდო ღირებულებისა და საკონტაქტო რეკვიზიტების მითითებით (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ამ მიზნით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე);
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.
11. თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული აბონენტის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტად რეგისტრირებული პირისათვის.
2. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადოს) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებ-გვერდზე), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს, მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა) – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომსახურების ცენტრებში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები. ასევე ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 26.02.2020 წ.
მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
+
1. ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი. აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.
11. ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
2. აქტს განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
3. აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;
ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები;
გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქტი შედგენილი იქნება ელექტრონულად;
დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;
ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
31. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან მოწმის მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.
4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;
ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი;
გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) მომხმარებლის კუთვნილი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში);
ე) ინფორმაცია დამიწების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება.
5. ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში და ელექტროენერგიის მრიცხველის მუდმივა;
ბ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა;
გ) დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების მონაცემები;
დ) ელექტროენერგიის მრიცხველის ბადროს ბრუნთა რიცხვი (იმპულსების რაოდენობა – ელექტრონული ელექტროენერგიის მრიცხველისათვის) და შესაბამისი დრო;
ე) გამოყენებული ელექტროენერგიის მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი;
ვ) სამფაზა ელექტროენერგიის მრიცხველის შემთხვევაში, დამატებით უნდა აღინიშნოს პირველადი და მეორადი დენის და ძაბვის გაზომვის შედეგები.
6. ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) შესაბამისი ელექტროენერგიის მრიცხველის (მრიცხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება;
ბ) ბრჯენის ნომერი;
გ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა ელექტროენერგიის მრიცხველი;
დ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში).
7. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო, საჭიროა მომხმარებელთან არსებული ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს. საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მრიცხველი შესამოწმებლად განაწილების ლიცენზიატის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.
8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.
9. მიღებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ორი ან მეტი ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს ელექტროენერგიით მომარაგების შესაბამის კვების წყაროზე არსებულ ელექტროენერგიის მრიცხველზე.
10. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.
11. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – განაწილების ლიცენზიატს; ხოლო ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში, მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში ელექტროენერგიის მრიცხველთან ერთად.
12. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.
13. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ელექტროენერგიის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
მუხლი 18. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა
+
1. საცალო მომხმარებელს უფლება აქვს ელექტროენერგია შეისყიდოს როგორც განაწილების ლიცენზიატისგან, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან სათანადო წესის დაცვით გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, შესაბამის განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ მიაწოდოს აღნიშნული ხელშეკრულების ასლი და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში უზრუნველყოს საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძლოდ მოკლე ვადაში განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების თარიღი და უზრუნველყოს მათ შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ამ წესების პირობების შესაბამისად.
4. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს უფლება აქვს უარი თქვას ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუ აშკარად შეუძლებელია კონკრეტული მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა ტექნიკური მიზეზის ან სხვა დასაბუთებული გარემოების გამო.
5. საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის ნასყიდობა არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს ამ წესებით განსაზღვრული რაიმე სახის ვალდებულებისა თუ პასუხისმგებლობისგან; განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მის ქსელზე მიერთებულ საცალო მომხმარებლისათვის გამანაწილებელი ქსელისა და ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის), ელექტროენერგიის გატარების, ელექტროენერგიით მომარაგების, მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის, ასევე, მოხმარებული ელექტროენერგიისა და მომსახურების საფასურის დარიცხვისა და ამოღების მომსახურება შეასრულოს იგივე პირობებითა და პროცედურებით, როგორც საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის განაწილების შემთხვევაში.
6. საცალო მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბამისად აღრიცხული და დარიცხული თანხის გადახდაზე პასუხისმგებელია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის, მომსახურებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარზე ასახვისა და საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მფლობელ განაწილების ლიცენზიატს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განაწილების ლიცენზიატსა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურის გადახდა გულისხმობს საცალო მომხმარებლის მხრიდან ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რაც განხორციელდა ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებითა და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე; დაუშვებელია საცალო მომხმარებელს დაეკისროს ელექტროენერგიის შესყიდვისა და მომარაგებისათვის რაიმე სხვა სახის ერთჯერადი გადასახდელის ან საფასურის გადახდა, გარდა ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და ამ წესების მე-19 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურისა. ამ წესებით განსაზღვრული ყველა სხვა ინდივიდუალურად გადასახდელი (ელექტროენერგიის მრიცხველის, კორექტირების, უკანონოდ მოხმარების და სხვა ერთჯერადი ხარჯები) მომხმარებლის ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.
8. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის შემთხვევაში, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა აღნიშნული საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.
9. საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან შესყიდვის შემთხვევაში, ქვითარში სამომხმარებლო ტარიფის ნაცვლად აღინიშნება ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასური და მომხმარებელზე დარიცხული თანხა, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და განაწილების ლიცენზიტისათვის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით.
10. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებელმა დარიცხული თანხა უნდა გადაიხადოს ქვითარში მოცემულ იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც უნდა მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა.
11. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნდეს შესაბამისი ხელშეკრულებები ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის ან/და გატარების მომსახურეობის შესახებ.
მუხლი 19. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება
+
1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასური მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებისა და ყველა იმ მომსახურების (გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის და სხვა მომსახურების) ღირებულებას, რომელიც საჭიროა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მუდმივი და სტაბილური მომარაგებისთვის მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების პირობების შესაბამისად.
2. ამ წესების შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა შესაბამისი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის სათანადო რაოდენობისა თუ სიმძლავრის მიწოდება, საცალო მომხმარებელის ელექტროენერგიით მომარაგება არ უნდა შეწყდეს. ამასთან, საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე გაწეული მომსახურების საფასურისა და ხარჯების გადახდა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ხდება ამ საცალო მოხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
მუხლი 20. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება
+
1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შესრულებისათვის საჭიროებს იმ განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდებას, რომლის მეშვეობითაც ხდება საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარება, ფაქტობრივი მოხმარების შევსება ან/და სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა.
2. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებულ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა შესაბამის განაწილების ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საცალო მომხმარებლის დასახელება და მისამართი, სადაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგება;
ბ) მომხმარებლისათვის მოთხოვნილი სიმძლავრე, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე მოთხოვნილ იქნეს ელექტროენერგიის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა-გრაფიკი;
გ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის და საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულებები;
ე) საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის პირობები.
3. განაწილების ლიცენზიატი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ვალდებულია, ელექტროენერგიის ნასყიდობის კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად ელექტროენერგიის გატარებასა და შესაბამის მომსახურებაზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის დაწყების ამ წესებთან აშკარად შეუსაბამო ვადები;
ბ) არ არის განსაზღვრული საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის პირობები;
გ) არ არის განსაზღვრული მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების თარიღი და სავარაუდო სიმძლავრეები;
დ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ არ არის რეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის და, საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მომსახურების შესახებ.
4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებელსა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ხელშეკრულების მიღებიდან 40 კალენდარულ დღეს (თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების უფრო გვიანი ვადა არ არის გათვალისწინებული). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მხარეებს ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი მისი განსაზღვრისთანავე.
5. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების თარიღი უნდა იყოს კალენდარული თვის დაწყების თარიღი.
6. თუ საცალო მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდება უშუალოდ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, მის მიერ გამომუშავებულ და სალტეზე გაცემულ ელექტროენერგიასთან ერთად აღრიცხოს და მოთხოვნის შესაბამისად წარადგინოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემები.
7. თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ საცალო მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდება ისე, რომ არ ხდება ან ტექნიკურად შეუძლებელია ამ საცალო მომხმარებლის გადაცემის და განაწილების ლიცენზიატების მეშვეობით ელექტროენერგიით მომარაგება, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება, შესრულებისათვის არ საჭიროებს განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდებასა და განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფას. განაწილების ლიცენზიატს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის ვალდებულება ამ პუნქტით განსაზღვრული საცალო მოხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებიდან გამომდინარე.
მუხლი 21. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები
+
1. საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებლის მოხმარების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი არეზერვებს (ქმნის) სიმძლავრის სასისტემო რეზერვს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით; მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ეკისრება აღნიშნული საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურება.
2. განაწილების ლიცენზიატი (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ინტერესების გათვალისწინებით) ვალდებულია გააფორმოს ბანკთან ისეთი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საცალო მომხმარებლის მიერ (ქვითარზე მოცემულ ანგარიშზე) გადახდილი თანხა გადაირიცხება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და განაწილების ლიცენზიატის ანგარიშებზე ერთდროულად, ქვითარში აღნიშნული წილობრივი მაჩვენებლის მიხედვით. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და განაწილების ლიცენზიატი ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სხვა წესზეც.
3. იმ შემთხვევაში, თუ საცალო მომხმარებელმა ქვითარში მითითებულ ვადაში არ გადაიხადა შესყიდული ელექტროენერგიის ან/და მომსახურების ღირებულება, განაწილების ლიცენზიატი ამ საცალო მომხმარებლის მიმართებაში ვალდებულია იმოქმედოს ელექტროენერგიის განაწილებისას ანალოგიურ შემთხვევებზე ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (მათ შორის, უზრუნველყოს ამ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა), ამასთან, საცალო მომხმარებლის მიერ ქვითარში მითითებული ვადის გადაცილებიდან 10 დღის განმავლობაში თანხის კვლავ გადაუხდელობის შემთხვევაში, ატყობინებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს და განუსაზღვრავს მისი დავალიანების გადახდის გონივრულ ვადას, განსაზღვრულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია შესაბამის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ასევე მოსთხოვოს საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ან/და გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
4. იმ შემთხვევაში, თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური არ გადაიხდის გატარებული ელექტროენერგიის საფასურს ან/და შესაბამისი საცალო მომხმარებლის დავალიანებას ან ვერ წარადგენს განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მხარეთა შეტყობინების შემდეგ, არ დაუშვას გამანაწილებელ ქსელში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური აღნიშნული პირობების დაკმაყოფილებამდე. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის შესაბამის მომხმარებელს გაუწიოს განაწილების მომსახურება ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
მუხლი 22. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულება
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს, სანამ მხარეების მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
2. გატარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა განაწილების ლიცენზიატს უნდა მიმართოს შესაბამისი განაცხადით.
3. ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის) რეკვიზიტებს;
ბ) ელექტროენერგიის გატარების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის) სახელს, მისამართს და საბანკო რეკვიზიტებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიის გატარებისა და საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მომსახურებიდან გამომდინარე წარმოქმნილი ხარჯების გადახდაზე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის თანხმობას.
დ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტების ადგილმდებარეობასა და დასახელებას;
ე) მიწოდების პუნქტში ელექტროენერგიის საპროგნოზო მიწოდების წლიური, თვიური, დღიური გრაფიკები, ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობების, წყაროებისა და შესაბამისი სიმძლავრეების მითითებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მოცემული მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საცალო მომხმარებლის (მომხმარებლების) ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრეებზე. აღნიშნული მონაცემების ცვლილება არ საჭიროებს ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადში ან გატარების ხელშეკრულებაში ცვლილებას.
5. განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა ვალდებულია გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან ხელშეკრულება ელექტროენერგიის გატარების თაობაზე.
6. განაწილების ლიცენზიატთან ამ მუხლის შესაბამისად შევსებული განაცხადის წარდგენის შემდეგ განაცხადით მოთხოვნილი პირობები აისახება ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებაში.
7. ელექტროენერგიის გატარების შესახებ ინდივიდუალურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილ განაცხადში მოცემული პირობების საფუძველზე, განახორციელოს ელექტროენერგიის გატარება და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად იმოქმედოს ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით.
8. ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობები, მათ შორის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის შესაბამისი სიმძლავრის მიუწოდებლობითა და სხვა უარყოფითი გარემოებებით გამოწვეული შედეგების თავიდან აცილების პირობები, ასევე, იმ გარემოებებში მოქმედების პირობები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემაში მომხმარებელთა იძულებითი შეზღუდვა.
9. განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს უარი უთხრას შესაბამის დაინტერესებულ პირს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია გატარებისათვის საჭირო შესაბამისი საფასურის გადაუხდელობით.
10. განაწილების ლიცენზიატს ელექტროენერგიის გატარების საფასური აუნაზღაურდება მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.
მუხლი 23. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება
+
1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.
2. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიუწოდებლობის შემთხვევაში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს აუნაზღაუროს განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის გაწეული ხარჯები ამ წესებისა და ხელშეკრულების შესაბამისად.
3. თუ ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, ანგარიშსწორება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის მოხდება შემდეგი წესით:
ა) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ადგილი აქვს განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროენერგიის მოხმარებას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან მოითხოვოს როგორც მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული მისი კუთვნილი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფით ანაზღაურება;
ბ) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგია ნაკლებია განაწილების ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებული და საცალო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს გადაუხადოს საცალო მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის ღირებულება, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ელექტროენერგიის მოხმარების ფასსა და გატარების მომსახურების ღირებულებას შორის სხვაობით მიღებული ფასით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარების ტარიფში გათვალისწინებული არ არის ელექტროენერგიის ქსელში ნორმატიული დანაკარგები, ზენორმატიული დანაკარგი შეივსება (ანაზღაურდება) განაწილების ლიცენზიატის მიერ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარების ტარიფი ითვალისწინებს ნორმატიული დანაკარგის ანაზღაურებას, მაშინ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეავსოს მიწოდების პუნქტში მიღებული და გამანაწილებელ ქსელში გატარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგი.
მუხლი 24. (ამოღებულია)
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
მუხლი 25. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური
+
1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს საცალო მომხმარებლის ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლ(ებ)ის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე (იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით).
2. საცალო მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია, მის/მათ მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია მიაწოდოს გამანაწილებელ ქსელს. საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს გამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე – გამანაწილებელ ქსელთან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას და ელექტროენერგიის მწარმოებელთან ურთიერთობა აწარმოოს კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის შესაძლო სქემებია:
ა) სინქრონული – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მუშაობს გამანაწილებელი ქსელთან სინქრონულ რეჟიმში;
ბ) ინვერტორი – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულია გამმართველი-ინვერტორის საშუალებით.
41. საცალო მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი (ერთობლივად) შეიძლება ფლობდეს გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს. ასეთ შემთხვევაში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური უნდა მიერთდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან იმ სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს, რომლითაც მარაგდება საცალო მომხმარებელი ან ჯგუფის ყველა წევრი (სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს არსებული გამანაწილებელი ქსელი წარმოდგენს საცალო მომხმარებლის ან ამ მომხმარებელთა ჯგუფის მოხმარების ადგილს).
42. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მომხმარებელთა ჯგუფის ერთობლივად ფლობის შემთხვევაში, საცალო მომხმარებელთა ჯგუფთან ანგარიშსწორება ხდება თითოეულ საცალო მომხმარებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან მოწყობილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მეშვეობით. აღნიშნული მრიცხველები (აღრიცხვის კვანძები) წარმოადგენს ამ მომხმარებელთა ჯგუფის საანგარიშწორებო მრიცხველებს (საბალანსო აღრიცხვის კვანძებს), ხოლო ამ მომხმარებლებზე ქვითარი გამოიწერება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
5. განაწილების ლიცენზიატის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამის განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 2 პროცენტს. განაწილების ლიცენზიატის წლიური პიკური დატვირთვა განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა წლის მონაცემების საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კომისიას, თუ მის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე მიაღწევს ამ პუნქტით დადგენილ ზღვარს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის, განაწილების ლიცენზიატმა ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალური პიკური დატვირთვის შესახებ, ქსელში მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრისა და დარჩენილი (თავისუფალი) სიმძლავრის თაობაზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე.
61. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მოვლა-პატრონობის მიზნით უფლება აქვთ შექმნან გაერთიანება (კავშირი), ისე, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მფლობელობაში არ გადაეცეს ამ კავშირს.
7. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელს გაუწიოს ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით ტექნიკური, სამართლებრივი ან/და სხვა სახის კონსულტაცია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 18.03.2017 წ.
მუხლი 251. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება
+
1. საცალო მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება განაწილების ლიცენზიატისთვის „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის“ გადახდის პირობით, ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად.
11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 261 მუხლებით, თუ ამ წესებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
2. მომხმარებელმა ან მომხმარებელთა ჯგუფმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით“ უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). ამასთან, განაწილების ლიცენზიატისთვის ამ პუნქტში მოცემული განაცხადით, მიმართვა არ წარმოადგენს აუცილებლობას, თუ კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა განაცხადის ფორმა ითვალისწინებს გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ პირობას.
3. მიერთების მსურველი ვალდებულია, შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. იმ შემთხვევაში, თუ განაწილების ლიცენზიატი არ აცნობებს განმცხადებელს პასუხს დადგენილ ვადაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღების დღიდან. განაცხადზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის საფუძველზე.
5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაასაბუთოს განაცხადზე დადგენილი ხარვეზი. ხარვეზის დადგენის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ შემდეგი გარემოებები:
ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);
ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება 100 კილოვატს;
გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება მომხმარებლის ქსელთან მიერთების სიმძლავრეს/მომხმარებელთა ჯგუფის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ჯამურ სიმძლავრეს;
დ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შედეგად, განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე გადააჭარბებს განაწილების ლიცენზიატისათვის წლიური პიკური დატვირთვის განსაზღვრულ ზღვარს.
6. განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღების შემთხვევაში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოებს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს) უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი.
7. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს მისი მფლობელი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში – ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს. ამ მიზნით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს და გააკონტროლოს გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრე.
8. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც არსებული მომხმარებლის, ასევე მიერთების მსურველის (ახალი მომხმარებლის) მიერ. შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველი ვალდებულია გადაიხადოს:
ა) არსებული მომხმარებლის შიდა ქსელში დაერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“;
ბ) ახალი მომხმარებლის ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსაგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის „ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების“ საფასური;
გ) საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის „ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების“ საფასური წესების 27-ე მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.
9. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უნდა განხორციელდეს:
ა) არსებული მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრულ ვადაში;
ბ) ახალი მომხმარებლის მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნას – იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია ამ წესებით, ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის შესაბამის მომსახურებაზე;
გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრულ ვადაში.
10. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვამდე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეამოწმოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის სქემა და ავტომატური მართვის ტექნიკური გამართულობა. გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი წერილობით მიუთითებს მომხმარებელს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე. დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვა ხარვეზის გამოსწორებამდე. მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთება, თუ დაკმაყოფილებულია ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პირობა, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტროენერგია.
11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს განმცხადებლის დავალიანებაში.
12. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ შემცირდება – განახევრდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 18.03.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.10.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
მუხლი 252. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელთან აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესი
+
1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღირიცხება ცალ-ცალკე, ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველით.
2. განაწილების ლიცენზიატმა ანგარიშსწორების ქვითარში უნდა ასახოს:
ა) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა;
ბ) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა;
გ) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიასა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიას შორის სხვაობა, რომელზეც უნდა განხორციელდეს ანგარიშსწორება განაწილების ლიცენზიატსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელს შორის ამ მუხლის მე-3 - მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება კრედიტის სახით (ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის რეალიზაცია არის ნულის ტოლი).
4. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) და კრედიტის სახით ანგარიშსწორების ქვითარში ასახული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად, რომელსაც უნდა დაერიცხოს კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფი (შესაბამისად, აღნიშნული სხვაობით მიღებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის რეალიზაციად).
5. მიკროსიმძლავრის მფლობელი საცალო მომხმარებლისთვის, 30 კალენდარულ დღეში, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფების დარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სხვაობით მიღებულ ელექტროენერგიაზე (კვტ/სთ-ზე).
6. საანგარიშო წლის (კალენდარული წლის პირველი მაისიდან – პირველ მაისამდე პერიოდზე) აპრილის თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
7. საანგარიშო წლის ანგარიშსწორების შემდეგ, ქვითარში კრედიტის სახით ასახულ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე დარიცხული თანხა:
ა) აისახება მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე და გაითვალისწინება მომდევნო ანგარიშსწორებისას; ან
ბ) საცალო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაირიცხება ამ მომხმარებლის მიერ მითითებულ სა ბანკო ანგარიშზე.
8. მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, მათ შორის, ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი ინდივიდუალური მრიცხველებისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით;
ბ) მოხმარებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია გაქვითოს, კრედიტის სახით ასახოს და საანგარიშო წლის აპრილის თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით დარჩენილი ელექტროენერგია ჯგუფის თითოეულ წევრზე გადაანაწილოს ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმებული გაქვითვისა და კრედიტის გადანაწილების პირობის შესაბამისად, ხოლო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში – თანაბრად;
დ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტოს იმ მომხმარებელს, რომელსაც ერიცხება დავალიანება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 18.03.2017 წ.
მუხლი 26. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება
+
1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა.
11. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ელექტროენერგია აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ელექტროენერგია და არც მიუმართავს განაწილების ლიცენზიატისათვის ელექტრომომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.
3. (ამოღებულია - 22.06.2018, №8).
4. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები (წესების 26-ე და 261 მუხლები) არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში), ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისი ელექტროენერგიით მომარაგება (გარდა ამ მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებულ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის შემთხვევისა).
5. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის, ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა (გარდა გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად – რეგისტრაციის მოთხოვნისა) მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სეზონური ობიექტების (კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 6 თვის ვადით) 0,4 კვ. ძაბვაზე და არაუმეტეს 30 კვტ. სიმძლავრით ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული ელექტროდანადგარებისა თუ ობიექტების მომარაგებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთება და არსებული მომხმარებლის (აბონენტის) მიერ ალტერნატიული (სარეზერვო) კვებით უზრუნველყოფის შემთხვევა (ამ შემთხვევაში შესაბამისი განმცხადებელი პასუხისმგებელია ქსელთან მიერთებისთვის საჭირო ტექნიკურად აუცილებელი საშუალებების მოწყობა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გაღებაზე).
51. (ამოღებულია - 22.06.2018, №8).
6. 0.4 კვ. (380/220 ვ) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელ ზე მიერთების საფასური დგინდება მისაერთებელ სიმძლავრეზე , შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №4).
61. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მარაგდებოდა ელექტროენერგიით, გაიყო ან მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელზე.
62. უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს ამ წესების №6 დანართით გათვალისწინებული საფასური (ამ წესების 261 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის პროცედურის შესაბამისად), თუ:
ა) ადგილი აქვს 0-დან - 10 კვტ სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების ერთი უძრავი ქონებით გამოყოფას და გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს 0-დან - 10 კვტ სიმძლავრით მიერთებას;
ბ) 10 კვტ. მისაერთებელი სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას, არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ. მისაერთებელი სიმძლავრით მომარაგებისთვის.
63. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური არ ვრცელდება, თუ მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდებოდა არა განაწილების ლიცენზიატის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს ამ წესების 261 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.
7. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 0.4 კვ. (380/220 ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელ ქსელ ზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფის ათვის საჭირო მოქმედების განხორციელება.
8. 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელი ქსელზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მიერ. განაწილების ლიცენზიატი უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ჩათვლით), რაც დაკავშირებულია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებ ის უზრუნველყოფ ასა და ელექტრომომარაგებასთან.
9. დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფის ათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული განაწილების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებას. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
10. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის ნაწილის გადახდის შემდეგ, 0,220 კვ, 0,380კვ და 6/10კვ ძაბვის ახალი მომხმარებლ(ებ)ის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს იმ ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას:
ა) 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში – არსებული 0,4 ან 6-10 კვ გამანაწილებელი ქსელიდან 600 მ-ის რადიუსში;
ბ) 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში – არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში.
11. ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. მიერთების მსურველს (ახალი მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს):
ა) აღრიცხვის კვანძის ძაბვის საფეხური, რომელზეც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი (გარდა ამ წესების 261 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
ბ) მისაერთებელი სიმძლავრე შესაბამის ძაბვის საფეხურზე , სადაც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი შეთავაზებული პაკეტის მიხედვით.
12. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით) უნდა განისაზღვროს ამ ობიექტ(ებ)ის სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის შესაბამისად.
13. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.
14. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 11.07.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.08.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ.
მუხლი 261. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურები
+
1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის, ასევე უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ წესების 26-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად), პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს (ელექტრონული ან წერილობით ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების 26-ე და 261 მუხლების საფუძველზე და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20 დღის განმავლობაში;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10 დღის განმავლობაში.
21. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური.
3. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.
4. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან წერილობით ფორმით, მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება.
5. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად – ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. ხარვეზის დადგენა შესაძლებელია, თუ:
ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან შევსებულია შეცდომით (მათ შორის, თუ ის არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);
ბ) მისაერთებელი ობიექტი გათვალისწინებულია სივრცის დაგეგმარების ან ქალაქთმშენებლობითი გეგმით და მოთხოვნილი სიმძლავრე ამ ობიექტის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეზე ნაკლებია (მათ შორის, თუ მიერთება მოთხოვნილია საკადასტრო ერთეულის ნაწილზე განცალკევებულად, გეგმაში მოცემული ობიექტისთვის განკუთვნილზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით);
გ) (ამოღებულია - 24.01.20 №3);
51. (ამოღებულია - 24.01.20 №3).
6. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი ს დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.
61. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ზუსტი დრო (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც). ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა განხორციელდეს ახალი მომხმარებლის მიერთების სამუშაოების დასრულებისთანავე, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) 220 ვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს მომხმარებლის თანხმობით შესაბამის აქტზე ხელმოწერის შემდეგ. ამასთან, თუ მომხმარებელი არ არის თანახმა მომარაგების დაწყებაზე, არ იმყოფება ადგილზე ან ვერ ხერხდება გამანაწილებელ ქსელზე მისი შიდა ქსელის დაერთება (შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის არარსებობის გამო) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის (ან მრიცხველის) შემდეგ მოწყობილი გამთიშველი დატოვოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ, შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. ასეთ შემთხვევაში, ახალი მომხმარებლის შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის დაერთება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილ გამთიშველზე უნდა განხორციელდეს ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დამატებითი თანხის გადახდის გარეშე. ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე;
ბ) 380 ვ ასევე 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის გაფორმებითა და შიდა ქსელის გამთიშველამდე ელექტროენერგიის მიწოდებით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებისა და აღრიცხვის კვანძთან მოწყობილი გამთიშველის გამოყენების უფლებამოსილების შესახებ. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. ამასთან:
ბ.ა) 380 ვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ, მომხმარებლის პირველადი დაერთებისათვის (არა შემდგომი ექსპლუატაციისთვის) მოაწყოს შიდა ქსელის გამთიშველი. გამთიშველი უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან, ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია-უფლებამოსილია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი შიდა ქსელის გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე. ახალი მომხმარებელი უფლებამოსილია, თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე სადენის დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა (უსაფრთხოების ნორმების დაცვით);
ბ.ბ) 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, მომხმარებლის შიდა ქსელის გამთიშველი უნდა იყოს გამორთული. მომხმარებელი უფლებამოსილია, უსაფრთხოების ნორმების დაცვით თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით, ხოლო, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის გამთიშველზე დაერთებასა და დანადგარების პირველად ჩართვაზე მოთხოვნა შეითანხმოს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე).
7. 0,4 კვ (380/220ვ) და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს განაწილების ლიცენზიატის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.
71. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას, ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს, მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით);
ბ) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);
გ) კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.
72. ამ მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრული წესით განაწილების ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), წერილობით აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.
8. (ამოღებულია - 27.06.19 №13).
81. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
9. თუ ადგილი აქვს 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას 501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მოთხოვნას 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ახალი მომხმარებლის (მიერთების მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.
10. თუ ადგილი აქვს 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას გამანაწილებელ ქსელზე ან ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელ ზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის ელექტრომომარაგებ ის სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელ ზე მიერთებ ის მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში (არან აკლებ ერთი წლის განმავლობაში) მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიერთების წერტილს;
ბ) მიერთების ძაბვის საფეხურს;
გ) მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბამისად).
101. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს მიერთების მსურველი ვალდებულია:
ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას (განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედამხედველობის შემთხვევაში) და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განაწილების ლიცენზიატის წერილობითი მითითებები;
გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №6, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.
11. 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ელექტრული ქსელის) მიერთების შემთხვევაში, ასევე, ისეთი სახის მიერთების მოთხოვნისას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის განხილვისას არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილი განსაზღვროს არსებული გამანაწილებელი ქსელის შესაბამისი საფეხურის ძაბვაზე;
ბ) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები, არსებული განაცხადის შესაბამისად, განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის (განმცხადებლისთვის) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან;
გ) მისაერთებელი ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემთხვევაში, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესების დანართით №6 განსაზღვრულ ვადაში.
12. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის განაწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.
13. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები (გარდა 35/110 კვ ძაბვაზე მიერთების შემთხვევისა). დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.
14. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატმა.
15. (ამოღებულია - 27.06.19 №13).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.012020 წ.
მუხლი 27. მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა
+
1. მომხმარებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს განაწილების ლიცენზიატს „საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). აღნიშნული განაცხადის ფორმა ასევე გამოიყენება, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლის (შეცვლის) მოთხოვნას.
2. „საცალო მომხმარებლის მიერ „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 261 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
3. მომხმარებელი ვალდებულია, „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
5. თუ 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა ან/და ითხოვს მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლას (შეცვლას), ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს ახალი ტექნიკური პირობის გაცემა და ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:
ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური გადადის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასურს, გამოკლებული ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკურ პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს;
ბ) თუ გაზრდილი (ან მოთხოვნილი) სიმძლავრე არ სცილდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე:
ბ.ა) მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ზე, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი ამ პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტ-ებზე;
ბ.ბ) მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება (შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობა გაიცემა საფასურის გადახდის გარეშე).
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა განაცხადით მოთხოვნილ სიმძლავრეზე ამ წესების №4 დანართით შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრულ ვადაში.
7. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 261 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება, ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს ამ წესების დანართით №6 განსაზღვრული „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
71. (ამოღებულია - 27.06.19 №13).
8. თუ ადგილი აქვს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნას 6/10 კვ. ძაბვის საფეხურზე 501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის საფეხურზე 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მოთხოვნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებლის (სიმძლავრის გაზრდის მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.
9. ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.012020 წ.
მუხლი 28. ხელშეკრულების შეწყვეტა
+
1. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები (განაწილების ლიცენზიატის გარდა) უფლებამოსილნი არიან შეწყვიტონ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება ელექტროენერგიის სხვა პირისგან შესყიდვის მიზნით, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ელექტროენერგიის მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შესაბამისი მხარის (მხარეების) ერთი თვით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ.
2. ელექტროენერგიის გამყიდველი ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი მხარის მიერ მოთხოვნის მიღებისთანავე ვალდებულია განსაზღვროს მისი მომსახურების შეწყვეტის თარიღი (განაწილების ლიცენზიატთან შეთანხმებით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ხელშეკრულების დანარჩენ მხარეებს, ასევე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს.
3. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა ან/და მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს გაწეული მომსახურების ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდისაგან.
მუხლი 29. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური
+
1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის, ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს, ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენისათვის, დაარიცხოს ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური.
2. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე იანგარიშება განაწილების ლიცენზიატის მიერ პირობითად აღებული ხარჯის მიხედვით. მომხმარებლის მიერ გადახდილი ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის შემოსავალს და მიღებული შემოსავალი გათვალისწინებულ იქნება განაწილებისა და გატარების ტარიფების გაანგარიშებისას.
3. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური დღგ- ის ჩათვლით განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით.
4. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასურის დარიცხვა დაუშვებელია, თუ ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 28 ივლისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 30. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
+
1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და შესაბამისად ხელშეკრულებაში, დამატებით მოცემული უნდა იყოს ელექტროენერგიის მოთხოვნილი სიმძლავრე და საპროგნოზო რაოდენობები.
3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ელექტროენერგიით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება, საკონტროლო და ინდივიდუალური მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.
4. განაწილების ლიცენზიატისთვის ელექტროენერგიის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო ნებისმიერი განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს.
5. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში (დაკვირვების პერიოდი) მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან, დაკვირვების პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე ნაკლები (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით). ამასთან, დაკვირვების პერიოდი შემოსაზღვრული უნდა იყოს მრიცხველის რეალური ჩვენებებით. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
6. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაში:
ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
გ) მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან მუშა მდგომარეობაში მყოფი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.
7. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
მუხლი 31. ანგარიშგება
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განცალკავებულად აღრიცხოს:
ა) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურით მიღებული შემოსავალი;
ბ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (ძაბვის და მოთხოვნილი სიმძლავრის) მიხედვით და ჯამურად;
გ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გამოწვეული განაწილებული და გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.
2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში კომისიას წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ასევე ყოველკვარტალურად მიაწოდოს კომისიას ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიოდის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული ჟურნალების ელექტრონული ფორმით წარმოებისას, ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი კომისიას უნდა მიაწოდოს ყოველი კალენდარული თვის დამთავრებამდე (კომისიის მიერ შემუშავებული ფორმით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიატის მიერ და მისი ელექტრონული ვერსია).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
მუხლი 32. გარდამავალი დებულებები
+
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანონ ამ წესებთან.
2. ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველების გეგმური შემოწმების პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი ელექტროენერგიის მრიცხველის საპასპორტო მონაცემებით - ჩანაწერების მიხედვით.
3. (ამოღებულია - 22.06.2018, №8);
31. თუ 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 2021 წლის 1 იანვრამდე გადაიტანოს აღრიცხვის კვანძი მაღალი ძაბვის მხარეს და მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური წესების №6 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს წინასწარ, არანაკლებ სამი თვით ადრე აცნობოს აღრიცხვის კვანძის გადატანის შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანაზე, განაწილების ლიცენზიატის მიერ აღნიშნულის შესახებ მისი ინფორმირებიდან 1 თვის ვადაში. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელი გადაიყვანოს დაბალი ძაბვის მომხმარებლად, ისე რომ არ მოხდეს ამ მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის შემცირება.
4. ამ წესებით განსაზღვრული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ წესების ამოქმედებამდე დადებული იყო მიერთების ხელშეკრულება ახალ მომხმარებელსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს შორის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული იყო მიერთების ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში) მის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ.
5. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების (ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების) დამონტაჟება ამ წესებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად (აღნიშნული გეგმა წარმოადგენს საინვესტიციო პროგრამის ნაწილს). სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების მოწყობის გეგმა ამ წესების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში.
6. ამ წესების 261 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასევე ვრცელდება განაშენიანების რეგულირების გეგმებითა და მათი გეგმარებითი დავალებებით გათვალისწინებულ ობიექტებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-14-მე-16 პუნქტების შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ.
დანართი 1
+
ელექტროენერგიის ნასყიდობის
ხელშეკრულება N_ _ _
ელექტროენერგიის გამყიდველის დასახელება _______________________
ელექტროენერგიის გამყიდველის წარმომადგენელი __________________________.
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებლი) _________________________________,(იურიდიული/ფიზიკური პირი)
მისამართი _________________________________________; ტელ: ______________;
საიდენტიფიკაციო ნომერი ___________________________________________________
(იურიდიული პირის ან ინდმეწარმის ან სხვა მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში);
მყიდველის (მომხმარებლის) მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საფასური __ _კვტ.სთ.
(მხოლოდ მყიდველის (მომხმარებელის) მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში)
ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების თარიღი ______________________;
მისამართი, სადაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგება _______________________;
გამანაწილებელი ქსელის მფლობელი
განაწილების ლიცენზიატის დასახელება _____________; მოთხოვნილი სიმძლავრე _____;
ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით” განსაზღვრული პირობებით.
ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება აწარმოოს:
მცირე სიმძლარის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში _ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურით.
განაწილების ლიცენზიატისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფით.
ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია შეისყიდოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მხოლოდ _________________ (საყოფაცხოვრებო ან არა საყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის.
გამყიდველი ვალდებულია, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით უზრუნველყოს ელექტროენერგიის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, დროულად გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
გამყიდველი ვალდებულია, ელექტროენერგიის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
ელექტროენერგიის მყიდველის (მომხმარებელის) ხელმოწერა: _____________
ელექტროენერგიის გამყიდველის წარმომადგენლის ხელმოწერა: ______________
”______ “ ____________ 200__ წ.
შენიშვნა: არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, ხელშეკრულებას დანართის სახით, შეიძლება დაერთოს ელექტროენერგიის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა- გრაფიკი.
დანართი 2 (ამოღებულია)
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №21-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1835
დანართი 3
+
მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილი
N
დენმიმღები
მუშა საათების რაოდენობა დღე-ღამეში, სთ
მუშა საათების რაოდე-ნობა თვეში,სთ
დადგმული სიმძლავრე, კვტ.
ზაფხულის პერიოდი
(აპრილი-ოქტომბერი)
ზამთრის პერიოდი
(ნოემბერი-მარტი)
ზაფხულის პერიოდი
(აპრილი-ოქტომბერი)
ზამთრის პერიოდი
(ნოემბერი-მარტი)
1.
ელექტროქურა:
- სტაციონალური
- გადასატანი
1
2
30
60
3,0
1,0
2.
ავზიანი წყალგამაცხელებელი
2
3
60
90
2,0
3.
გამდინარე წყალგამაცხელებელი
1
1
30
30
5,0
4.
კონდიციონერი “ზაფხული”
2
-
60
-
1,0
5.
კონდიციონერი “ზაფხული-ზამთარი”
2
2
60
60
1,5
6.
წყლის ტუმბო
-
-
20
20
0,5
7.
სარეცხი მანქანა
-
-
10
10
1,0
8.
კომპიუტერი
2
2
60
60
0,4
9.
გამათბობელი ელექტრორადიატორი
-
4
-
120
1,5
10.
ელექტრომადუღარა
0,1
0,1
3
3
1,0
11.
ელექტროუთო
0,1
0,1
3
3
1,0
12.
ელექტროგანათება
4
6
120
180
0,1
13.
ვენტილატორი
2,0
-
60
-
0,05
14.
მაცივარი
6
4
180
120
0,13
15.
ტელევიზორი
4
4
120
120
0,1
შენიშვნა: ცხრილის დადგმული სიმძლავრის სვეტში მოცემული სიმძლავრეების გამოყენება შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცნობია დენმიმღების საპასპორტო მონაცემი.
დანართი 4
+
0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური
0.4 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:
ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის შემთხვევაში:
ძაბვის
საფეხური (კვ)
სიმძლავრე
(კვტ)
ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ
ქსელზე მიერთების ვადა
(სამუშაო დღე)
ახალი მომხმარებლის მიერთების
საფასური დღგ-ის ჩათვლით
(ლარი)
თვითმმართველ
ქალაქებში
სხვა
მუნიციპალიტეტებში
თვითმმართველ
ქალაქებში
სხვა
მუნიციპალიტეტებში
0,4
1-10 (220 ვ.)
40
60
600
400
1-10
40
60
1800
1200
10-დან -30
40
60
7000
4700
30-დან-50
40
60
10500
7000
50-დან -80
40
60
13000
10500
80-დან – 100
40
60
14500
12000
100-დან-120
40
60
16500
14000
120-დან -150
40
60
18000
16000
150-დან -200
45
60
39000
23000
200-დან -320
60
90
56000
33000
320-დან -500
60
90
86000
50500
500-დან -800
90
110
136000
80000
800-დან -1000
90
110
170000
100000
6-10
1-500
60
90
96000
60500
500-დან -1000
90
110
180000
110000
1000-დან -1500
90
110
247000
137000
1500-დან -2000
90
110
319000
177000
2000-დან -3000
90
120
463500
257500
3000-დან -5000
90
120
749000
416000
ბ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნისას, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის – 100 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 13.12.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 06.11.2014 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
დანართი 5 (ამოღებულია)
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
დანართი 6
+
აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური
ძაბვის საფეხური, კვ
სიმძლავრე, კვტ
აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადა
(სამუშაო დღე)
აღრიცხვის კვანძის მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით ლარი
0,4
1-10 (220 ვ.)
10
100
1-10
10
300
10-დან -30
10
350
30-დან-50
10
600
50-დან -80
10
650
80-დან - 100
15
700
100-დან-120
15
750
120-დან -200
15
800
200-დან -320
15
950
320-დან -500
15
1200
500-დან -800
20
1500
800-დან -1000
20
2200
1000-დან და მეტი კვტ
20
3000
6/10
1-500
15
7000
500-დან -1000
20
7500
1000-დან და მეტი კვტ
20
8000
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
დანართი 7
+
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური
გამანაწილებელ
ქსელზე მიერთების
ძაბვის საფეხური, კვ
გამანაწილებელ
ქსელზე მისაერთებელი
სიმძლავრე, კვტ
მიკროსიმძლავრის
ელექტროსადგურის
გამანაწილებელ ქსელთან
მიერთების უზრუნველყოფის
პერიოდი – ვადა (სამუშაო დღე)
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის
გამანაწილებელ ქსელთან
მიერთების საფასური დღგ–ის ჩათვლით, ლარი
0,4
1-10 (220 ვ)
15
200
1-10
15
350
10-დან -30
15
400
30-დან-50
15
500
50-დან -80
15
600
80-დან - 100
20
700
100-დან-120
20
800
120-დან -200
20
900
200-დან -320
20
1000
320-დან -500
20
1100
500-დან -800
25
1200
800-დან -1000
25
1300
1000-დან და მეტი კვტ
25
1300
6/10
1-500
20
1300
500-დან -1000
25
1300
1000-დან და მეტი კვტ
25
2000
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, №20, 18.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79540-32/