საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (30)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (24)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.224
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №220
2008 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანება;
ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.
ნ. გვარამია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №242 - სსმ III, №155, 24.10.2008 წ., მუხ.1540
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №302 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1869
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 15 იანვრის ბრძანება №10 - სსმ III, №5, 15.01.2009 წ., მუხ.41
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №23 - სსმ III, №10, 26.01.2009 წ., მუხ.99
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის ბრძანება №141- სსმ III, №90, 22.07.2009 წ., მუხ.951
6.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №209- სსმ III, №135, 02.11.2009 წ., მუხ.1544
7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ., მუხ.1886
8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №28 - სსმ III, №14, 05.02.2010 წ., მუხ.167
9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის ბრძანება №29 - სსმ III, №15, 10.02.2010 წ., მუხ.177
10. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №47 - სსმ III, №25, 10.03.2010 წ., მუხ.375
11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება №82 - სსმ III, №36, 07.04.2010 წ., მუხ.600
12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის ბრძანება №86 - სსმ III, №40, 15.04.2010 წ., მუხ.629
13. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №110 - სსმ III, №66, 09.06.2010 წ., მუხ.982
14. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №143 - სსმ III, №93, 30.07.2010 წ., მუხ.1373
15. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №149 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1470
16. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №159 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1551
17. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №207 - სსმ III, №142, 03.11.2010 წ., მუხ.2045
18. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №211 - სსმ III, №144, 08.11.2010 წ., მუხ.2058
19. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №232 - სსმ III, №166, 20.12.2010 წ., მუხ.2382
20. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №233 - სსმ III, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2422
21. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერი, 13.01.2011 წ.
22. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
23. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 22.03.2011 წ.
24. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
დანართი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს, მართვის ორგანიზაციას, სტრუქტურას და კომპეტენციას, სახელმწიფო კონტროლის ფორმასა და ფარგლებს, საფინანსო საქმიანობის საფუძვლებს.
მუხლი 2. აღსრულების ეროვნული ბიურო
1. აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სრული დასახელებაა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო“. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების ბეჭდებზე, ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებგვერდზე, სხვა ნებისმიერ რეკვიზიტსა და საქმიან ურთიერთობებში შესაძლებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს შემოკლებული დასახელების („აებ“) გამოყენება, მაგრამ ყველა შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს დასახელება უნდა მოიცავდეს მითითებას „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“.
3. აღსრულების ეროვნული ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. აღსრულების ეროვნული ბიურო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
5. აღსრულების ეროვნული ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. აღსრულების ეროვნულ ბიუროს გააჩნია სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბლანკიანი ფურცელი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებგვერდია www.nbe.gov.ge.
7. აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი.

მუხლი 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი მიზანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს:
ა) სააღსრულებო წარმოების პროცესის კოორდინაციასა და კონტროლს;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა კონტინგენტის მაღალპროფესიული კადრებით დაკომპლექტებას;
გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და სააღსრულებო ბიუროების მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;
დ) სააღსრულებო ბიუროებისა და აღმასრულებელთა, აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომელთა საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს, მათ საქმიანობაზე ორგანიზაციულ და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ე) სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, რომელსაც წარუდგენს მინისტრს;
ზ) სააღსრულებო წარმოებათა სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას;
თ) მოვალეთა რეესტრის წარმოებას და საჯარო ინფორმაციის გაცემას;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას;
კ) ტერიტორიული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ლ) სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
მ) სამსახურებრივი და აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებული დავების, აგრეთვე აღმასრულებლის მოქმედების თაობაზე საჩივრების განხილვას;
მ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
21. აღსრულების ეროვნული ბიურო, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, ასევე ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11-13 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.
[21. აღსრულების ეროვნული ბიურო, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, ასევე ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11-14 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას. ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან ( საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.)] .
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის წესით, გარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლის თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე შესაბამის ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.
4. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტროს საკონკურსო კომისია.
5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში თანამშრომლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანამდე (მათ შორის, სამსახურებრივ დაწინაურებამდე) შესაბამის ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ.,მუხ.1886
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №233 - სსმ III, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2422
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერი, 13.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.

მუხლი 4. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობა
1. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.
4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №23 - სსმ III, №10, 26.01.2009 წ.,მუხ.99
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №110 - სსმ III, №66, 09.06.2010 წ., მუხ.982
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №207 - სსმ III, №142, 03.11.2010 წ., მუხ.2045
მუხლი 5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს აღსრულების ეროვნულ ბიუროს;
ბ) კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესრულებისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს;
ე) მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააღსრულებო ბიუროების სისტემას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
ზ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესს;
თ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუ-როების დებულებებს, განსაზღვრავს მათ საიდენტიფიკაციო ნომრებს;
ი) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებას;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახსრებს და ქონებას;
ლ) ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
მ) მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს მოადგილეებს, აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს და სააღსრულებო ბიუროს უფროსებს;
ნ ) უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირზე მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება . აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, თუ ამის შესახებ სპეციალურად არ არის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში;
ო) საშტატო განრიგის შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს და განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
პ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;
ჟ) ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
რ) უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს თანამშრომლებს „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები;
რ1 ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;
ს) უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაზე კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ტ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს, მისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების ბეჭდების, შტამპების სტანდარტულ ნიმუშებს, კოდურ აღნიშვნებს და სამსახურებრივი მოწმობის ნიმუშებს;
ტ1 ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ლუქის ნიმუშს;
უ) (ამოღებულია - 17.01.11 №9);
ფ) იხილავს სამსახურებრივ და აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებულ დავებს, აგრეთვე საჩივრებს აღმასრულებლის მოქმედების თაობაზე;
ქ) საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, აღმასრულებელს უცვლის სამოქმედო ტერიტორიას კონკრეტული სააღსრულებო საქმის დასრულებამდე;
ღ) (ამოღებულია - 17.01.11 №9);
ყ) (ამოღებულია - 17.01.11 №9);
შ) უშუალოდ კურირებს აღსრულების პოლიციის სამმართველოს, შიდა ინსპექტირების სამსახურის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგების სამსახურის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისა და შესყიდვების სამსახურის საქმიანობას;
ჩ) უფლებამოსილია საჭიროების მიხედვით განსაზღვროს სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებელთა სპეციალიზაცია;
ც) ანაწილებს მოვალეობებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ძ) თვალყურს ადევნებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, ახორციელებს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, უფლებამოსილია გააუქმოს (ბათილად ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს) მათი გადაწყვეტილებები;
წ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი აქტების სრულყოფის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებას და მინისტრისათვის წარდგენას;
ჭ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;
ხ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა აღსრულების ეროვნული ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;
ჯ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ;
ჯ1) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორს;
ჯ2) უფლებამოსილია აღმასრულებლის მოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება;
ჯ3) უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს აღმასრულებლის გასაჩივრებული მოქმედება;
ჯ4) წყვეტს ამ მუხლის „ჯ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს;
ჯ5) უფლებამოსილია განახორციელოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადება;
ჯ6) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უძრავი ქონების მფლობელს გაუზარდოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა;
ჯ7) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება და თავის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე ვადით;
ჯ8) უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში შეაჩეროს აღსრულება განსაზღვრული ვადით;
ჰ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №302 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ.,მუხ.1869
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 15 იანვრის ბრძანება №10 - სსმ III, №5, 15.01.2009 წ.,მუხ.41
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №209- სსმ III, №135, 02.11.2009 წ.,მუხ.1544

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №28 - სსმ III, №14, 05.02.2010 წ., მუხ.167
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №47 - სსმ III, №25, 10.03.2010 წ., მუხ.375
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება №82 - სსმ III, №36, 07.04.2010 წ., მუხ.600
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №159 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1551

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 22.03.2011 წ.

მუხლი 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები
1. აღსრულების ეროვნული ბიურო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია (სამსახური), რომელშიც შედის შემდეგი განყოფილებები:
ა.ა) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება;
ა.ბ) საქმისწარმოების განყოფილება;
ა.გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება;
ბ) შიდა ინსპექტირების სამსახური;
გ) რეგიონული ზედამხედველობის სამსახური;
დ) იურიდიული სამსახური;
ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
ე1) ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური;
ე2) შესყიდვების სამსახური;
ვ) (ამოღებულია);
ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
თ) დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახური;
თ1) სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ საქმეთა სპეციალური სამსახური;
ი) აღსრულების პოლიციის სამმართველო, რომლის ორგანიზაცია, სტრუქტურა, ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №242 - სსმ III, №155, 24.10.2008 წ.,მუხ.1540

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის ბრძანება №29 - სსმ III, №15, 10.02.2010 წ., მუხ.177

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №149 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1470
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №232 - სსმ III, №166, 20.12.2010 წ., მუხ.2382

მუხლი 7. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
1. ადმინისტრაცია (სამსახური) უზრუნველყოფს:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემისა და მისი თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;
ბ) საზოგადოების ინფორმირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;
გ) სტუმართა მიღების ორგანიზებას;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, სამსახურის უფროსების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნას;
ე) აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აგრეთვე მის ტერიტორიულ ორგანოში – თბილისის სააღსრულებო ბიუროში საქმისწარმოების განხორციელებას საქმისწარმოების ერთიანი წესებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად;
ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებების და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებას და კონტროლს;
ზ) საქმისწარმოების და სააღსრულებო წარმოებათა დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვის დამუშავებასა და სათანადო წესით შენახვას (არქივირებას);
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემას;
ი) აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებას;
კ) ჯამური – ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების (სტატისტიკური მონაცემების) წარმოებასა და მათ ანალიზს, ამ მიზნით სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვას;
ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვასა და ადმინისტრირებას, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას;
მ) ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგს, ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორებას, მათ შევსება-სრულყოფას, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დანერგილი ელექტრონული პროგრამების ადმინისტრირებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ პროგრამულ უზრუნველყოფას;
ნ) სააღსრულებო საქმიანობით დაინტერესებული პირების (ფიზიკური ან იურიდიული) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრების ორგანიზებასა და კონტროლს;
ო) სააღსრულებო საქმიანობით დაინტერესებული პირების (ფიზიკური ან იურიდიული) პირად-იურიდიულ კონსულტაციას;
პ) სააღსრულებო საქმიანობით დაინტერესებული პირების (ფიზიკური ან იურიდიული) სატელეფონო (ზოგადი/იურიდიული) კონსულტაციას, შემოსული ზარების თემატურ გადამისამართებას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებზე;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს საქმისწარმოების განყოფილება, „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება, „ი“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება.
3. შიდა ინსპექტირების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) სისტემის თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზს, სისტემის საფინანსო საქმიანობის კონტროლს და ამ მიზნით შესაბამის სამსახურებრივ შემოწმებას;
გ) შემოსული განცხადებებისა და საჩივრების შემოწმებას, მათზე შესაბამის რეაგირებას;
დ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ შესაბამისი დასკვნების შედგენასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის წარდგენას;
დ1) თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქმის წარმოების შეწყვეტას;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სატელეფონო კონსულტანტების მიერ სააღსრულებო პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით სამსახურში შემოსულ ზარებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;
ზ) (ამოღებულია - 17.01.11 №9);
თ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.
4. რეგიონული ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების და აღსრულებლების მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას და შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მათ ინფორმირებას;
ბ) სააღსრულებო ბიუროებში სააღსრულებო წარმოებების მიმდინარეობაზე კონტროლს და შესაბამისი მითითებების გაცემას;
გ) მოვალეთა რეესტრის წარმოებას – მონაცემთა დროულად რეგისტრაციას, შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების მომზადებას მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად;
დ) აუცილებლობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;
ე) აღსრულებასთან დაკავშრებით შემოსული განცხადებების განხილვასა და მათზე შესაბამის რეაგირებას;
ვ) სააღსრულებო პრაქტიკის შესწავლას, ანალიზს, განზოგადებას და შესაბამისი წინადადებების წარმოდგენას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ადგილზე შემოწმებას, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას და მათ შესრულებაზე კონტროლს;
თ) აღსულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე აუქციონთან დაკავშირებით ინფორმაციის განთავსებას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.
5. იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სამართლებრივ მომსახურებას;
ბ) აღსრულებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებას და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წარდგენას;
გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
გ1) აღმასრულებლის მოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
დ) გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების გამოცდილების ანალიზს და ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენას;
ე) სასამართლო ორგანოებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობას;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა ტრენინგებსა და სწავლებაში მონაწილეობის უზრუნველყოფას;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, აღსრულებასთან დაკავშირებული, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სამართლებრივი ხასიათის სხვა დავალებების შესრულებას.
6. (ამოღებულია).
7. ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვასა და ორგანიზებას;
ბ) გამოყოფილი სახსრების რაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების წარმოდგენას;
გ) ბალანსის მომზადებას;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვის პროექტის შემუშავებას;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა სწავლებისა და გადამზადების დაფინანსებას;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში ფულადი სახსრებისა და საფინანსო ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.
71. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
დ) ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;
ე) სამეურნეო საქმიანობის წარმართვას;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;
ზ) სასაწყობო მეურნეობის წარმართვას;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.
72. შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავებას და ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის ფორმის განსაზღვრას;
გ) ტენდერის გამოცხადების ორგანიზებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, მიმწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.
8. (ამოღებულია - 17.01.11 №9).
9. (ამოღებულია).
10. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ბ) სამუშაოს აღწერილობის ფორმის შემუშავებას და სტრუქტურით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის პირის სამუშაოს აღწერილობის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
გ) სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად, ადეკვატური კადრების მოძიებას, მოზიდვას, შერჩევას, დაქირავებას, ასევე კადრების რეზერვის შექმნასა და მათ მიზნობრივ გამოყენებას;
დ) თანამშრომელთა დენადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მუდმივად შეგროვებასა და ანალიზს;
ე) დადგენილი წესის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზებას და სტაჟიორების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვას – სასწავლო საჭიროებების მუდმივად განსაზღვრას და ამ საჭიროებების შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფას;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის საჯარო მომსახურეთათვის ჩასატარებელი ატესტაციის ორგანიზებას;
თ) თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას;
ი) ეფექტური და ობიექტური – გამჭვირვალე შეფასების სისტემაზე დაფუძნებული პრემირების სისტემის დანერგვას;
კ) კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მაღალგანვითარებული კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ღონისძიებების (გამოკითხვები, არაფორმალური შეხვედრები და ა.შ.) ჩატარებას;
ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესისა და თანამშრომლის სახელმძღვანელოს შემუშავებას და თანამშრომლებისათვის გაცნობას;
მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში კადრების აღრიცხვას;
ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლებისა და სხვა საკადრო ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადებას, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და სხვა უფლებამოსილ პირთა მიერ გამოცემული ბრძანებების რეგისტრაციას;
ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, აგრეთვე აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომელთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;
პ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
ჟ) დოკუმენტაციის მომზადებას აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
რ) თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემას;
ს) იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას;
ტ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელებას;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.
11. დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღმასრულებლის მოთხოვნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საბაზრო ფასის გათვალისწინებით, დაყადაღებული ქონების შეფასებას;
ბ) დაყადაღებული ქონების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას და შესაბამისი აღმასრულებლისათვის გადაცემას;
გ) დაყადაღებული ქონების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში მონაწილეობის მიღება;
გ1) აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის პირის მიმართვის საფუძველზე ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.
12. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ საქმეთა სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა იძულებით აღსრულებას;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის ბრძანება №141- სსმ III, №90, 22.07.2009 წ.,მუხ.951

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის ბრძანება №86 - სსმ III, №40, 15.04.2010 წ., მუხ.629
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №143 - სსმ III, №93, 30.07.2010 წ., მუხ.1373

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №211 - სსმ III, №144, 08.11.2010 წ., მუხ.2058

მუხლი 8. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელობა
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
2. აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

მუხლი 9. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და მათში შემავალი განყოფილებების ხელმძღვანელთა ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, კურატორი მოადგილის და სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.

მუხლი 10. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონება
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსზე.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე არსებული ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს.
3. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
4. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა და ბიუჯეტთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად.

მუხლი 12. აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო კონტროლი
1. აღსრულების ეროვნული ბიურო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აღსრულების ეროვნული ბიუროს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
დ1) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონებასთან დაკავშირებით სხვა ქმედებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. სამინისტროს როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 13. აღსრულების ეროვნული ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 14. (ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
2
+

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

6. აღსრულების ეროვნულ ბიუროს გააჩნია სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბლანკიანი ფურცელი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. აღსრულების ეროვნულ ბიუროს გააჩნია სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბლანკიანი ფურცელი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებგვერდია www.nbe.gov.ge.
7. აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
მუხლი 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი მიზანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს:
ა) სააღსრულებო წარმოების პროცესის კოორდინაციასა და კონტროლს;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა კონტინგენტის მაღალპროფესიული კადრებით დაკომპლექტებას;
გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და სააღსრულებო ბიუროების მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;
დ) სააღსრულებო ბიუროებისა და აღმასრულებელთა, აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომელთა საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს, მათ საქმიანობაზე ორგანიზაციულ და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ე) სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, რომელსაც წარუდგენს მინისტრს;
ზ) სააღსრულებო წარმოებათა სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას;
თ) მოვალეთა რეესტრის წარმოებას და საჯარო ინფორმაციის გაცემას;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას;
კ) ტერიტორიული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ლ) სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
მ) სამსახურებრივი და აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებული დავების, აგრეთვე აღმასრულებლის მოქმედების თაობაზე საჩივრების განხილვას;
მ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
21. აღსრულების ეროვნული ბიურო, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, ასევე ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11-13 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.
[21. აღსრულების ეროვნული ბიურო, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, ასევე ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11-14 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას. ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან ( საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.)] .
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის წესით, გარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლის თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე შესაბამის ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.
4. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტროს საკონკურსო კომისია.
5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში თანამშრომლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანამდე (მათ შორის, სამსახურებრივ დაწინაურებამდე) შესაბამის ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ.,მუხ.1886
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №233 - სსმ III, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2422
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 2 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერი, 13.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერი, 13.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
მუხლი 4. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობა
1. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.
4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №23 - სსმ III, №10, 26.01.2009 წ.,მუხ.99
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №110 - სსმ III, №66, 09.06.2010 წ., მუხ.982
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №207 - სსმ III, №142, 03.11.2010 წ., მუხ.2045
მუხლი 5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს აღსრულების ეროვნულ ბიუროს;
ბ) კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესრულებისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს;
ე) მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააღსრულებო ბიუროების სისტემას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
ზ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესს;
ზ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესს;
თ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუ-როების დებულებებს, განსაზღვრავს მათ საიდენტიფიკაციო ნომრებს;
ი) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებას;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახსრებს და ქონებას;
ლ) ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
მ) მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს მოადგილეებს, აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს და სააღსრულებო ბიუროს უფროსებს;
ნ ) უფლებამოსილია მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების, მათ შორის, ფინანსური საქმიანობის განხორციელების, დოკუმენტაციის ხელმოწერით დამოწმების, წარმომადგენლობის, თანამშრომლის მივლინებაში ან/და შვებულებაში გაშვების, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნული ბიუროს სახსრები ს და ქონები ს განკარგვის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადების, 84-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების მფლობელისათვის ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვადის გაზრდის უფლებამოსილების დელეგირება თავმჯდომარის მოადგილეებზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელებზე;
ნ ) უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირზე მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება . აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, თუ ამის შესახებ სპეციალურად არ არის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში;
ო) საშტატო განრიგის შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს და განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
პ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;
ჟ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
ჟ) ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
რ) უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს თანამშრომლებს „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები;
რ1 ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;
ს) უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაზე კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ტ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს, მისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების ბეჭდების, შტამპების სტანდარტულ ნიმუშებს, კოდურ აღნიშვნებს და სამსახურებრივი მოწმობის ნიმუშებს;
ტ1 ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ლუქის ნიმუშს;
უ) (ამოღებულია - 17.01.11 №9);
ფ) იხილავს სამსახურებრივ და აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებულ დავებს, აგრეთვე საჩივრებს აღმასრულებლის მოქმედების თაობაზე;
ქ) საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, აღმასრულებელს უცვლის სამოქმედო ტერიტორიას კონკრეტული სააღსრულებო საქმის დასრულებამდე;
ღ) (ამოღებულია - 17.01.11 №9);
ყ) (ამოღებულია - 17.01.11 №9);
შ) უშუალოდ კურირებს აღსრულების პოლიციის სამმართველოს, შიდა ინსპექტირების სამსახურის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგების სამსახურის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისა და შესყიდვების სამსახურის საქმიანობას;
ჩ) უფლებამოსილია საჭიროების მიხედვით განსაზღვროს სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებელთა სპეციალიზაცია;
ც) ანაწილებს მოვალეობებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ძ) თვალყურს ადევნებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, ახორციელებს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, უფლებამოსილია გააუქმოს (ბათილად ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს) მათი გადაწყვეტილებები;
წ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი აქტების სრულყოფის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებას და მინისტრისათვის წარდგენას;
ჭ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;
ხ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა აღსრულების ეროვნული ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;
ჯ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ;
ჯ1) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს;
ჯ1) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორს;
ჯ2) უფლებამოსილია აღმასრულებლის მოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება;
ჯ3) უფლებამოსილია აღმასრულებლის მოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული მოქმედება;
ჯ3) უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს აღმასრულებლის გასაჩივრებული მოქმედება;
ჯ4) წყვეტს ამ მუხლის „ჯ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს;
ჯ5) უფლებამოსილია განახორციელოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადება;
ჯ6) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უძრავი ქონების მფლობელს გაუზარდოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა;
ჯ7) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება და თავის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე ვადით;
ჯ8) უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში შეაჩეროს აღსრულება განსაზღვრული ვადით;
ჰ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №302 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ.,მუხ.1869
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 15 იანვრის ბრძანება №10 - სსმ III, №5, 15.01.2009 წ.,მუხ.41
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №209- სსმ III, №135, 02.11.2009 წ.,მუხ.1544
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ.,მუხ.1886
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №28 - სსმ III, №14, 05.02.2010 წ., მუხ.167
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №47 - სსმ III, №25, 10.03.2010 წ., მუხ.375
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება №82 - სსმ III, №36, 07.04.2010 წ., მუხ.600
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №159 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1551
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 22.03.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
მუხლი 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები
1. აღსრულების ეროვნული ბიურო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია (სამსახური), რომელშიც შედის შემდეგი განყოფილებები:
ა.ა) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება;
ა.ბ ) საქმისწარმოების განყოფილება;
ა.ბ) საქმისწარმოების განყოფილება;
ა.გ ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება;
ა.გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება;
ბ) შიდა ინსპექტირების სამსახური;
გ) რეგიონული ზედამხედველობის სამსახური;
დ) იურიდიული სამსახური;
ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
ე1 ) ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური;
ე1) ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური;
ე2 ) შესყიდვების სამსახური;
ე2) შესყიდვების სამსახური;
ვ) (ამოღებულია);
ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
თ) დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახური;
თ1) სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ საქმეთა სპეციალური სამსახური;
ი) აღსრულების პოლიციის სამმართველო, რომლის ორგანიზაცია, სტრუქტურა, ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №242 - სსმ III, №155, 24.10.2008 წ.,მუხ.1540
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №302 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ.,მუხ.1869
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №209- სსმ III, №135, 02.11.2009 წ.,მუხ.1544
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ.,მუხ.1886
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის ბრძანება №29 - სსმ III, №15, 10.02.2010 წ., მუხ.177
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №47 - სსმ III, №25, 10.03.2010 წ., მუხ.375
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება №82 - სსმ III, №36, 07.04.2010 წ., მუხ.600
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №149 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1470
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №232 - სსმ III, №166, 20.12.2010 წ., მუხ.2382
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
მუხლი 7. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
1. ადმინისტრაცია (სამსახური) უზრუნველყოფს:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემისა და მისი თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;
ბ) საზოგადოების ინფორმირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;
გ) სტუმართა მიღების ორგანიზებას;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, სამსახურის უფროსების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნას;
ე) აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აგრეთვე მის ტერიტორიულ ორგანოში – თბილისის სააღსრულებო ბიუროში საქმისწარმოების განხორციელებას საქმისწარმოების ერთიანი წესებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად;
ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებების და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებას და კონტროლს;
ზ) საქმისწარმოების და სააღსრულებო წარმოებათა დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვის დამუშავებასა და სათანადო წესით შენახვას (არქივირებას);
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემას;
ი) აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებას;
კ) ჯამური – ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების (სტატისტიკური მონაცემების) წარმოებასა და მათ ანალიზს, ამ მიზნით სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვას;
ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვასა და ადმინისტრირებას, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას;
მ) ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგს, ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორებას, მათ შევსება-სრულყოფას, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დანერგილი ელექტრონული პროგრამების ადმინისტრირებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ პროგრამულ უზრუნველყოფას;
ნ) სააღსრულებო საქმიანობით დაინტერესებული პირების (ფიზიკური ან იურიდიული) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრების ორგანიზებასა და კონტროლს;
ო) სააღსრულებო საქმიანობით დაინტერესებული პირების (ფიზიკური ან იურიდიული) პირად-იურიდიულ კონსულტაციას;
პ) სააღსრულებო საქმიანობით დაინტერესებული პირების (ფიზიკური ან იურიდიული) სატელეფონო (ზოგადი/იურიდიული) კონსულტაციას, შემოსული ზარების თემატურ გადამისამართებას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებზე;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს საქმისწარმოების განყოფილება, „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება, „ი“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება.
3. შიდა ინსპექტირების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) სისტემის თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზს, სისტემის საფინანსო საქმიანობის კონტროლს და ამ მიზნით შესაბამის სამსახურებრივ შემოწმებას;
გ) შემოსული განცხადებებისა და საჩივრების შემოწმებას, მათზე შესაბამის რეაგირებას;
დ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ შესაბამისი დასკვნების შედგენასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის წარდგენას;
დ1) თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქმის წარმოები ს შეწყვეტას;
დ1) თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქმის წარმოების შეწყვეტას;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სატელეფონო კონსულტანტების მიერ სააღსრულებო პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით სამსახურში შემოსულ ზარებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;
ზ) (ამოღებულია - 17.01.11 №9);
თ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.
4. რეგიონული ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების და აღსრულებლების მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას და შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მათ ინფორმირებას;
ბ) სააღსრულებო ბიუროებში სააღსრულებო წარმოებების მიმდინარეობაზე კონტროლს და შესაბამისი მითითებების გაცემას;
გ) მოვალეთა რეესტრის წარმოებას – მონაცემთა დროულად რეგისტრაციას, შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების მომზადებას მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად;
დ) აუცილებლობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;
ე) აღსრულებასთან დაკავშრებით შემოსული განცხადებების განხილვასა და მათზე შესაბამის რეაგირებას;
ვ) სააღსრულებო პრაქტიკის შესწავლას, ანალიზს, განზოგადებას და შესაბამისი წინადადებების წარმოდგენას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ადგილზე შემოწმებას, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას და მათ შესრულებაზე კონტროლს;
თ) აღსულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე აუქციონთან დაკავშირებით ინფორმაციის განთავსებას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.
5. იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სამართლებრივ მომსახურებას;
ბ) აღსრულებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებას და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წარდგენას;
გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
გ1) აღმასრულებლის მოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
დ) გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების გამოცდილების ანალიზს და ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენას;
ე) სასამართლო ორგანოებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობას;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა ტრენინგებსა და სწავლებაში მონაწილეობის უზრუნველყოფას;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, აღსრულებასთან დაკავშირებული, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სამართლებრივი ხასიათის სხვა დავალებების შესრულებას.
6. (ამოღებულია).
7. ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვასა და ორგანიზებას;
ბ) გამოყოფილი სახსრების რაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების წარმოდგენას;
გ) ბალანსის მომზადებას;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვის პროექტის შემუშავებას;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა სწავლებისა და გადამზადების დაფინანსებას;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში ფულადი სახსრებისა და საფინანსო ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას , ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.
71. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
დ) ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;
ე) სამეურნეო საქმიანობის წარმართვას;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;
ზ) სასაწყობო მეურნეობის წარმართვას;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას , ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.
72. შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავებას და ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის ფორმის განსაზღვრას;
გ) ტენდერის გამოცხადების ორგანიზებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, მიმწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.
8. (ამოღებულია - 17.01.11 №9).
9. (ამოღებულია).
10. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ბ) სამუშაოს აღწერილობის ფორმის შემუშავებას და სტრუქტურით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის პირის სამუშაოს აღწერილობის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
გ) სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად, ადეკვატური კადრების მოძიებას, მოზიდვას, შერჩევას, დაქირავებას, ასევე კადრების რეზერვის შექმნასა და მათ მიზნობრივ გამოყენებას;
დ) თანამშრომელთა დენადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მუდმივად შეგროვებასა და ანალიზს;
ე) დადგენილი წესის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზებას და სტაჟიორების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვას – სასწავლო საჭიროებების მუდმივად განსაზღვრას და ამ საჭიროებების შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფას;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის საჯარო მომსახურეთათვის ჩასატარებელი ატესტაციის ორგანიზებას;
თ) თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას;
ი) ეფექტური და ობიექტური – გამჭვირვალე შეფასების სისტემაზე დაფუძნებული პრემირების სისტემის დანერგვას;
კ) კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მაღალგანვითარებული კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ღონისძიებების (გამოკითხვები, არაფორმალური შეხვედრები და ა.შ.) ჩატარებას;
ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესისა და თანამშრომლის სახელმძღვანელოს შემუშავებას და თანამშრომლებისათვის გაცნობას;
მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში კადრების აღრიცხვას;
ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლებისა და სხვა საკადრო ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადებას, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და სხვა უფლებამოსილ პირთა მიერ გამოცემული ბრძანებების რეგისტრაციას;
ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, აგრეთვე აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომელთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;
პ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
ჟ) დოკუმენტაციის მომზადებას აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
რ) თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემას;
ს) იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას;
ტ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელებას;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.
11. დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღმასრულებლის მოთხოვნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საბაზრო ფასის გათვალისწინებით, დაყადაღებული ქონების შეფასებას;
ბ) დაყადაღებული ქონების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას და შესაბამისი აღმასრულებლისათვის გადაცემას;
გ) დაყადაღებული ქონების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში მონაწილეობის მიღება;
გ1) აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის პირის მიმართვის საფუძველზე ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.
12. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ საქმეთა სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა იძულებით აღსრულებას;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №242 - სსმ III, №155, 24.10.2008 წ.,მუხ.1540
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №302 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ.,მუხ.1869
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის ბრძანება №141- სსმ III, №90, 22.07.2009 წ.,მუხ.951
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №209- სსმ III, №135, 02.11.2009 წ.,მუხ.1544
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ.,მუხ.1886
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №28 - სსმ III, №14, 05.02.2010 წ., მუხ.167
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის ბრძანება №29 - სსმ III, №15, 10.02.2010 წ., მუხ.177
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №47 - სსმ III, №25, 10.03.2010 წ., მუხ.375
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება №82 - სსმ III, №36, 07.04.2010 წ., მუხ.600
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის ბრძანება №86 - სსმ III, №40, 15.04.2010 წ., მუხ.629
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №143 - სსმ III, №93, 30.07.2010 წ., მუხ.1373
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №149 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1470
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №211 - სსმ III, №144, 08.11.2010 წ., მუხ.2058
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №232 - სსმ III, №166, 20.12.2010 წ., მუხ.2382
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
მუხლი 8. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელობა
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
2. აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №23 - სსმ III, №10, 26.01.2009 წ.,მუხ.99
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №143 - სსმ III, №93, 30.07.2010 წ., მუხ.1373
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
მუხლი 9. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და მათში შემავალი განყოფილებების ხელმძღვანელთა ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, კურატორი მოადგილის და სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №209- სსმ III, №135, 02.11.2009 წ.,მუხ.1544
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ.,მუხ.1886
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
მუხლი 10. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონება
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსზე.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე არსებული ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს.
3. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
4. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა და ბიუჯეტთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
მუხლი 12. აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო კონტროლი
1. აღსრულების ეროვნული ბიურო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აღსრულების ეროვნული ბიუროს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
დ1) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონებასთან დაკავშირებით სხვა ქმედებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. სამინისტროს როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ.,მუხ.1886
მუხლი 13. აღსრულების ეროვნული ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 14. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
2
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.224
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №220
2008 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანება;
ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.
ნ. გვარამია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №242 - სსმ III, №155, 24.10.2008 წ., მუხ.1540
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №302 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1869
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 15 იანვრის ბრძანება №10 - სსმ III, №5, 15.01.2009 წ., მუხ.41
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №23 - სსმ III, №10, 26.01.2009 წ., მუხ.99
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის ბრძანება №141- სსმ III, №90, 22.07.2009 წ., მუხ.951
6.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №209- სსმ III, №135, 02.11.2009 წ., მუხ.1544
7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ., მუხ.1886
8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №28 - სსმ III, №14, 05.02.2010 წ., მუხ.167
9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის ბრძანება №29 - სსმ III, №15, 10.02.2010 წ., მუხ.177
10. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №47 - სსმ III, №25, 10.03.2010 წ., მუხ.375
11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება №82 - სსმ III, №36, 07.04.2010 წ., მუხ.600
12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის ბრძანება №86 - სსმ III, №40, 15.04.2010 წ., მუხ.629
13. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №110 - სსმ III, №66, 09.06.2010 წ., მუხ.982
14. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №143 - სსმ III, №93, 30.07.2010 წ., მუხ.1373
15. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №149 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1470
16. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №159 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1551
17. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №207 - სსმ III, №142, 03.11.2010 წ., მუხ.2045
18. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №211 - სსმ III, №144, 08.11.2010 წ., მუხ.2058
19. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №232 - სსმ III, №166, 20.12.2010 წ., მუხ.2382
20. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №233 - სსმ III, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2422
21. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერი, 13.01.2011 წ.
22. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
23. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 22.03.2011 წ.
24. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
25. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.07.2011 წ.
დანართი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო🔗
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს, მართვის ორგანიზაციას, სტრუქტურას და კომპეტენციას, სახელმწიფო კონტროლის ფორმასა და ფარგლებს, საფინანსო საქმიანობის საფუძვლებს.
მუხლი 2. აღსრულების ეროვნული ბიურო🔗
1. აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სრული დასახელებაა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო“. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების ბეჭდებზე, ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებგვერდზე, სხვა ნებისმიერ რეკვიზიტსა და საქმიან ურთიერთობებში შესაძლებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს შემოკლებული დასახელების („აებ“) გამოყენება, მაგრამ ყველა შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს დასახელება უნდა მოიცავდეს მითითებას „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“.
3. აღსრულების ეროვნული ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. აღსრულების ეროვნული ბიურო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
5. აღსრულების ეროვნული ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. აღსრულების ეროვნულ ბიუროს გააჩნია სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბლანკიანი ფურცელი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებგვერდია www.nbe.gov.ge.
7. აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
მუხლი 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი🔗
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი მიზანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს:
ა) სააღსრულებო წარმოების პროცესის კოორდინაციასა და კონტროლს;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა კონტინგენტის მაღალპროფესიული კადრებით დაკომპლექტებას;
გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და სააღსრულებო ბიუროების მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;
დ) სააღსრულებო ბიუროებისა და აღმასრულებელთა, აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომელთა საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს, მათ საქმიანობაზე ორგანიზაციულ და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ე) სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, რომელსაც წარუდგენს მინისტრს;
ზ) სააღსრულებო წარმოებათა სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას;
თ) მოვალეთა რეესტრის წარმოებას და საჯარო ინფორმაციის გაცემას;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას;
კ) ტერიტორიული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ლ) სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
მ) სამსახურებრივი და აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებული დავების, აგრეთვე აღმასრულებლის მოქმედების თაობაზე საჩივრების განხილვას;
მ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
21. აღსრულების ეროვნული ბიურო, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, ასევე ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11-13 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.
21. აღსრულების ეროვნული ბიურო, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, ასევე ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11-14 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.
[21. აღსრულების ეროვნული ბიურო, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, ასევე ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11-14 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას. ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან ( საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.)] .
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის წესით, გარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლის თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე შესაბამის ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.
4. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტროს საკონკურსო კომისია.
5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში თანამშრომლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანამდე (მათ შორის, სამსახურებრივ დაწინაურებამდე) შესაბამის ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ.,მუხ.1886
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №233 - სსმ III, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2422
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერი, 13.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
მუხლი 4. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობა🔗
1. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.
4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №23 - სსმ III, №10, 26.01.2009 წ.,მუხ.99
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №110 - სსმ III, №66, 09.06.2010 წ., მუხ.982
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №207 - სსმ III, №142, 03.11.2010 წ., მუხ.2045
მუხლი 5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე🔗
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს აღსრულების ეროვნულ ბიუროს;
ბ) კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესრულებისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს;
ე) მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააღსრულებო ბიუროების სისტემას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
ზ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესს;
თ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუ-როების დებულებებს, განსაზღვრავს მათ საიდენტიფიკაციო ნომრებს;
ი) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებას;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახსრებს და ქონებას;
ლ) ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
მ) მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს მოადგილეებს, აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს და სააღსრულებო ბიუროს უფროსებს;
ნ ) უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირზე მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება . აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, თუ ამის შესახებ სპეციალურად არ არის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში;
ო) საშტატო განრიგის შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს და განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
პ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;
ჟ) ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
რ) უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს თანამშრომლებს „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები;
რ1 ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;
ს) უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაზე კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ტ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს, მისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების ბეჭდების, შტამპების სტანდარტულ ნიმუშებს, კოდურ აღნიშვნებს და სამსახურებრივი მოწმობის ნიმუშებს;
ტ1 ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ლუქის ნიმუშს;
უ) (ამოღებულია - 17.01.11 №9);
ფ) იხილავს სამსახურებრივ და აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებულ დავებს, აგრეთვე საჩივრებს აღმასრულებლის მოქმედების თაობაზე;
ქ) საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, აღმასრულებელს უცვლის სამოქმედო ტერიტორიას კონკრეტული სააღსრულებო საქმის დასრულებამდე;
ღ) (ამოღებულია - 17.01.11 №9);
ყ) (ამოღებულია - 17.01.11 №9);
შ) უშუალოდ კურირებს აღსრულების პოლიციის სამმართველოს, შიდა ინსპექტირების სამსახურის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგების სამსახურის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისა და შესყიდვების სამსახურის საქმიანობას;
ჩ) უფლებამოსილია საჭიროების მიხედვით განსაზღვროს სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებელთა სპეციალიზაცია;
ც) ანაწილებს მოვალეობებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ძ) თვალყურს ადევნებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, ახორციელებს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, უფლებამოსილია გააუქმოს (ბათილად ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს) მათი გადაწყვეტილებები;
წ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი აქტების სრულყოფის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებას და მინისტრისათვის წარდგენას;
ჭ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;
ხ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა აღსრულების ეროვნული ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;
ჯ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ;
ჯ1) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორს;
ჯ2) უფლებამოსილია აღმასრულებლის მოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება;
ჯ3) უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს აღმასრულებლის გასაჩივრებული მოქმედება;
ჯ4) წყვეტს ამ მუხლის „ჯ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს;
ჯ5) უფლებამოსილია განახორციელოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადება;
ჯ6) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უძრავი ქონების მფლობელს გაუზარდოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა;
ჯ7) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება და თავის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე ვადით;
ჯ8) უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში შეაჩეროს აღსრულება განსაზღვრული ვადით;
ჰ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №302 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ.,მუხ.1869
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 15 იანვრის ბრძანება №10 - სსმ III, №5, 15.01.2009 წ.,მუხ.41
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №209- სსმ III, №135, 02.11.2009 წ.,მუხ.1544
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ.,მუხ.1886
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №28 - სსმ III, №14, 05.02.2010 წ., მუხ.167
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №47 - სსმ III, №25, 10.03.2010 წ., მუხ.375
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება №82 - სსმ III, №36, 07.04.2010 წ., მუხ.600
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №159 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1551
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 22.03.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
მუხლი 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები🔗
1. აღსრულების ეროვნული ბიურო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია (სამსახური), რომელშიც შედის შემდეგი განყოფილებები:
ა.ა) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება;
ა.ბ) საქმისწარმოების განყოფილება;
ა.გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება;
ბ) შიდა ინსპექტირების სამსახური;
გ) რეგიონული ზედამხედველობის სამსახური;
დ) იურიდიული სამსახური;
ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
ე1) ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური;
ე2) შესყიდვების სამსახური;
ვ) (ამოღებულია);
ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
თ) დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახური;
თ) შეფასების სამსახური;
თ1) სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ საქმეთა სპეციალური სამსახური;
ი) აღსრულების პოლიციის სამმართველო, რომლის ორგანიზაცია, სტრუქტურა, ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №242 - სსმ III, №155, 24.10.2008 წ.,მუხ.1540
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №302 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ.,მუხ.1869
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №209- სსმ III, №135, 02.11.2009 წ.,მუხ.1544
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ.,მუხ.1886
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის ბრძანება №29 - სსმ III, №15, 10.02.2010 წ., მუხ.177
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №47 - სსმ III, №25, 10.03.2010 წ., მუხ.375
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება №82 - სსმ III, №36, 07.04.2010 წ., მუხ.600
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №149 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1470
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №232 - სსმ III, №166, 20.12.2010 წ., მუხ.2382
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.07.2011 წ.
მუხლი 7. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები🔗
1. ადმინისტრაცია (სამსახური) უზრუნველყოფს:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემისა და მისი თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;
ბ) საზოგადოების ინფორმირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;
გ) სტუმართა მიღების ორგანიზებას;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, სამსახურის უფროსების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნას;
ე) აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აგრეთვე მის ტერიტორიულ ორგანოში – თბილისის სააღსრულებო ბიუროში საქმისწარმოების განხორციელებას საქმისწარმოების ერთიანი წესებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად;
ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებების და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებას და კონტროლს;
ზ) საქმისწარმოების და სააღსრულებო წარმოებათა დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვის დამუშავებასა და სათანადო წესით შენახვას (არქივირებას);
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემას;
ი) აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებას;
კ) ჯამური – ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების (სტატისტიკური მონაცემების) წარმოებასა და მათ ანალიზს, ამ მიზნით სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვას;
ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვასა და ადმინისტრირებას, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას;
მ) ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგს, ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორებას, მათ შევსება-სრულყოფას, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დანერგილი ელექტრონული პროგრამების ადმინისტრირებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ პროგრამულ უზრუნველყოფას;
ნ) სააღსრულებო საქმიანობით დაინტერესებული პირების (ფიზიკური ან იურიდიული) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრების ორგანიზებასა და კონტროლს;
ო) სააღსრულებო საქმიანობით დაინტერესებული პირების (ფიზიკური ან იურიდიული) პირად-იურიდიულ კონსულტაციას;
პ) სააღსრულებო საქმიანობით დაინტერესებული პირების (ფიზიკური ან იურიდიული) სატელეფონო (ზოგადი/იურიდიული) კონსულტაციას, შემოსული ზარების თემატურ გადამისამართებას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებზე;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს საქმისწარმოების განყოფილება, „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება, „ი“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება.
3. შიდა ინსპექტირების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) სისტემის თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზს, სისტემის საფინანსო საქმიანობის კონტროლს და ამ მიზნით შესაბამის სამსახურებრივ შემოწმებას;
გ) შემოსული განცხადებებისა და საჩივრების შემოწმებას, მათზე შესაბამის რეაგირებას;
დ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ შესაბამისი დასკვნების შედგენასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის წარდგენას;
დ1) თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქმის წარმოების შეწყვეტას;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სატელეფონო კონსულტანტების მიერ სააღსრულებო პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით სამსახურში შემოსულ ზარებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;
ზ) (ამოღებულია - 17.01.11 №9);
თ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.
4. რეგიონული ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების და აღსრულებლების მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას და შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მათ ინფორმირებას;
ბ) სააღსრულებო ბიუროებში სააღსრულებო წარმოებების მიმდინარეობაზე კონტროლს და შესაბამისი მითითებების გაცემას;
გ) მოვალეთა რეესტრის წარმოებას – მონაცემთა დროულად რეგისტრაციას, შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების მომზადებას მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად;
დ) აუცილებლობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;
ე) აღსრულებასთან დაკავშრებით შემოსული განცხადებების განხილვასა და მათზე შესაბამის რეაგირებას;
ვ) სააღსრულებო პრაქტიკის შესწავლას, ანალიზს, განზოგადებას და შესაბამისი წინადადებების წარმოდგენას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ადგილზე შემოწმებას, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას და მათ შესრულებაზე კონტროლს;
თ) აღსულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე აუქციონთან დაკავშირებით ინფორმაციის განთავსებას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.
5. იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სამართლებრივ მომსახურებას;
ბ) აღსრულებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებას და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წარდგენას;
გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
გ1) აღმასრულებლის მოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
დ) გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების გამოცდილების ანალიზს და ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენას;
ე) სასამართლო ორგანოებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობას;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა ტრენინგებსა და სწავლებაში მონაწილეობის უზრუნველყოფას;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, აღსრულებასთან დაკავშირებული, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სამართლებრივი ხასიათის სხვა დავალებების შესრულებას.
6. (ამოღებულია).
7. ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვასა და ორგანიზებას;
ბ) გამოყოფილი სახსრების რაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების წარმოდგენას;
გ) ბალანსის მომზადებას;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვის პროექტის შემუშავებას;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა სწავლებისა და გადამზადების დაფინანსებას;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში ფულადი სახსრებისა და საფინანსო ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.
71. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
დ) ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;
ე) სამეურნეო საქმიანობის წარმართვას;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;
ზ) სასაწყობო მეურნეობის წარმართვას;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.
72. შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავებას და ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის ფორმის განსაზღვრას;
გ) ტენდერის გამოცხადების ორგანიზებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, მიმწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.
8. (ამოღებულია - 17.01.11 №9).
9. (ამოღებულია).
10. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ბ) სამუშაოს აღწერილობის ფორმის შემუშავებას და სტრუქტურით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის პირის სამუშაოს აღწერილობის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
გ) სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად, ადეკვატური კადრების მოძიებას, მოზიდვას, შერჩევას, დაქირავებას, ასევე კადრების რეზერვის შექმნასა და მათ მიზნობრივ გამოყენებას;
დ) თანამშრომელთა დენადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მუდმივად შეგროვებასა და ანალიზს;
ე) დადგენილი წესის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზებას და სტაჟიორების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვას – სასწავლო საჭიროებების მუდმივად განსაზღვრას და ამ საჭიროებების შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფას;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის საჯარო მომსახურეთათვის ჩასატარებელი ატესტაციის ორგანიზებას;
თ) თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას;
ი) ეფექტური და ობიექტური – გამჭვირვალე შეფასების სისტემაზე დაფუძნებული პრემირების სისტემის დანერგვას;
კ) კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მაღალგანვითარებული კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ღონისძიებების (გამოკითხვები, არაფორმალური შეხვედრები და ა.შ.) ჩატარებას;
ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესისა და თანამშრომლის სახელმძღვანელოს შემუშავებას და თანამშრომლებისათვის გაცნობას;
მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში კადრების აღრიცხვას;
ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლებისა და სხვა საკადრო ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადებას, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და სხვა უფლებამოსილ პირთა მიერ გამოცემული ბრძანებების რეგისტრაციას;
ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, აგრეთვე აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომელთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;
პ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
ჟ) დოკუმენტაციის მომზადებას აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
რ) თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემას;
ს) იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას;
ტ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელებას;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.
11. დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახური უზრუნველყოფს:
11. შეფასების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღმასრულებლის მოთხოვნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საბაზრო ფასის გათვალისწინებით, დაყადაღებული ქონების შეფასებას;
ა) აღმასრულებლის მოთხოვნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საბაზრო ფასის გათვალისწინებით, ყადაღადადებული ქონების შეფასებას;
ბ) დაყადაღებული ქონების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას და შესაბამისი აღმასრულებლისათვის გადაცემას;
ბ) ყადაღადადებული ქონების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას და შესაბამისი აღმასრულებლისათვის გადაცემას;
გ) დაყადაღებული ქონების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში მონაწილეობის მიღება;
გ) ყადაღადადებული ქონების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში მონაწილეობის მიღებას;
გ1) აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის პირის მიმართვის საფუძველზე ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურებას;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის პირის მიმართვის საფუძველზე ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.
ე) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.
12. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ საქმეთა სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა იძულებით აღსრულებას;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №242 - სსმ III, №155, 24.10.2008 წ.,მუხ.1540
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №302 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ.,მუხ.1869
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის ბრძანება №141- სსმ III, №90, 22.07.2009 წ.,მუხ.951
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №209- სსმ III, №135, 02.11.2009 წ.,მუხ.1544
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ.,მუხ.1886
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №28 - სსმ III, №14, 05.02.2010 წ., მუხ.167
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის ბრძანება №29 - სსმ III, №15, 10.02.2010 წ., მუხ.177
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №47 - სსმ III, №25, 10.03.2010 წ., მუხ.375
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება №82 - სსმ III, №36, 07.04.2010 წ., მუხ.600
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის ბრძანება №86 - სსმ III, №40, 15.04.2010 წ., მუხ.629
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №143 - სსმ III, №93, 30.07.2010 წ., მუხ.1373
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №149 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1470
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №211 - სსმ III, №144, 08.11.2010 წ., მუხ.2058
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №232 - სსმ III, №166, 20.12.2010 წ., მუხ.2382
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.07.2011 წ.
მუხლი 8. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელობა🔗
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
2. აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №23 - სსმ III, №10, 26.01.2009 წ.,მუხ.99
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №143 - სსმ III, №93, 30.07.2010 წ., მუხ.1373
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
მუხლი 9. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და მათში შემავალი განყოფილებების ხელმძღვანელთა ფუნქციები და უფლებამოსილებანი🔗
1. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, კურატორი მოადგილის და სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №209- სსმ III, №135, 02.11.2009 წ.,მუხ.1544
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ.,მუხ.1886
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
მუხლი 10. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონება🔗
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსზე.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე არსებული ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა🔗
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს.
3. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
4. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა და ბიუჯეტთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
მუხლი 12. აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო კონტროლი🔗
1. აღსრულების ეროვნული ბიურო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აღსრულების ეროვნული ბიუროს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
დ1) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონებასთან დაკავშირებით სხვა ქმედებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. სამინისტროს როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №230 - სსმ III, №157 25.12.2009 წ.,მუხ.1886
მუხლი 13. აღსრულების ეროვნული ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 14. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №220, 30.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.224 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79654-24/