,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის და პირადობის მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2008 ძალადაკარგული 02.05.2018
ნომერი
№222
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.027.012.226
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 143, 30/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.226

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №222

+

2008 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის და პირადობის მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

+

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 14​2  მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის პირადობის მოწმობის ნიმუში (დანართი №2).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

ნ. გვარამია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №185-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1914

+

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა

1. ყოველდღიური საზაფხულო ფორმა

დამცავი ნაცრისფერ ლამპასიანი მუქი ლურჯი ფერის შარვალი, მუქი ლურჯი ფერის ქუდი, ნაცრისფერი მოკლესახელოებიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური საგაზაფხულო -საშემოდგომო ფორმა

დამცავი ნაცრისფერ ლამპასიანი მუქი ლურჯი ფერის შარვალი, მუქი ლურჯი ფერის ქუდი, მუქი ლურჯი ფერის სვიტერი, მუქი ლურჯი ფერის მოკლე ქურთუკი, ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური ზამთრის ფორმა

დამცავი ნაცრისფერ ლამპასიანი მუქი ლურჯი ფერის შარვალი, მუქი ლურჯი ფერის ქუდი, მუქი ლურჯი ფერის სვიტერი, მუქი ლურჯი ფერის დათბუნებული ქურთუკი, ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი). წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

4. სპეციალური ფორმა

შავი ფერის საველე ქურთუკი, შავი ფერის საველე შარვალი, შავი ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შავი ფერის კეპი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

5. აღსრულების პოლიციის წოდებების ნიშნები

ა) იუსტიციის პოლკოვნიკი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი (მცირე);

ბ) იუსტიციის ვიცე - პოლკოვნიკი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი (მცირე);

გ) იუსტიციის მაიორი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ერთი დიდი ვარსკვლავი;

დ) იუსტიციის კაპიტანი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ოთხი ვარსკვლავი (მცირე);

ე) იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სამი ვარსკვლავი (მცირე);

ვ) იუსტიციის ლეიტენანტი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ორი ვარსკვლავი (მცირე);

ზ) იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ერთი ვარსკვლავი (მცირე);

თ) იუსტიციის ზემდეგი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ფართო ზოლი;

ი) იუსტიციის უფროსი სერჟანტი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), სამი ოქროსფერი ზოლი (მცირე);

კ) იუსტიციის სერჟანტი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ორი ოქროსფერი ზოლი (მცირე);

ლ) იუსტიციის უმცროსი სერჟანტი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ზოლი (მცირე);

მ) იუსტიციის რიგითი

სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №185-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1914

 

სამკლაური ემბლემა

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №185-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1914

 

 

აღსრულების პოლიციის ავტომანქანების ექსტრერიერის ფერითი დიაზაინი

 

 

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №185-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1914

დანართი №2

+

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის პირადობის მოწმობის ნიმუში

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №185-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1914

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის და პირადობის მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ““, №222, 30.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.226 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79666-1/