,,აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2008 ძალადაკარგული 17.01.2011
ნომერი
№226
სარეგისტრაციო კოდი
070.030.000.22.027.012.230
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 143, 30/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.012.230

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №226

2008 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №150 - სსმ III, №99, 13.08.2010 წ., მუხ.1483

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

ნ. გვარამია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 მარტის ბრძანება №63 - სსმ III, №38, 27.03.2009 წ., მუხ.439

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №150 - სსმ III, №99, 13.08.2010 წ., მუხ.1483

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №184-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1913

დანართი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ

    მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

დებულება აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ განსაზღვრავს აღმასრულებელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს და აღმასრულებელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს.

    მუხლი 2. აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები

აღმასრულებელს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა:

ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულებისას დაშვებული კანონმდებლობის დარღვევისათვის;

ბ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის“, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებების, შრომის დისციპლინის დარღვევის ან სხვა სამსახურებრივი გადაცდომისათვის;

გ) (ამოღებულია);

დ) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

ე) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებისათვის ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნისათვის;

ვ) ზოგად ზნეობრივი ნორმების დარღვევისათვის, ასევე აღმასრულებლის და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი სათვის (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №150 - სსმ III, №99, 13.08.2010 წ., მუხ.1483

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №184-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1913

    მუხლი 3. დისციპლინური სახდელის სახეები

1. აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა;

ე) სამსახურიდან გათავისუფლება.

2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

    მუხლი 4. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი

აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საჩივარი ან განცხადება;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) თანამშრომლის ან სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოხსენებითი ბარათი აღმასრულებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;

გ) აღმასრულებლის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები;

დ) სხვა დოკუმენტი ან ცნობა (ინფორმაცია) ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №184-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1913

    მუხლი 5. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოები

ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელების უფლებამოსილებით სარგებლობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №184-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1913

    მუხლი 6. დისციპლინური წარმოება

1. დისციპლინური წარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია დისციპლინური წარმოების ვადა გააგრძელოს 3 თვემდე.

2. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი ახსნა-განმარტებას ართმევს აღმასრულებელს და განცხადების (საჩივრის) ავტორს. დისციპლინური წარმოებისას აღმასრულებლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა სავალდებულოა. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, შეამოწმოს სააღსრულებო საქმის მასალები, მოიწვიოს სხვა პირები და მოისმინოს მათი ინფორმაცია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №184-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1913

    მუხლი 7. აღსრულების ეროვნული ბიუროს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის დასკვნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №184-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1913

1. აღსრულების ეროვნული ბიუროს დისციპლინური წა რ მოების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სახელზე ამზადებს წერილობით დასკვნას დისციპლინური გადაცდომის დადასტურების შესახებ. დასკვნას ხელს აწერს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა დისციპლინური საქმის გამოკვლევას.

2. დასკვნა უნდა შეიცავდეს რეკომენდაციას აღმასრულებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.

2​1. დისციპლინური გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქმის წარმოებას წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს დისციპლინური წა რ მოების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული.

3. დასკვნას განიხილავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

    მუხლი 8. დისციპლინური სახდელის შერჩევა

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღმასრულებლისათვის დისციპლინური სახდელის შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური დარღვევის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, აღმასრულებლის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.

    მუხლი 9. დასკვნის განხილვის შედეგები

1. დასკვნის განხილვის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას დისციპლინური წარმოების შეწყვეტის ან აღმასრულებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.

2. დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აღმასრულებელს.

3. დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების ასლი უნდა დაერთოს აღმასრულებლის პირად საქმეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №184-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1913

    მუხლი 9​1. აღმასრულებლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა

1. თუ დისციპლინური წარმოების საქმეზე დასკვნით დადასტურდება აღმასრულებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, მაგრამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ გადაცდომის გამო აღმასრულებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას, მას უფლება აქვს შეწყვიტოს დისციპლინური წარმოება და აღმასრულებელს მიმართოს სარეკომენდაციო ბარათით, რაც არ წამოადგენს დისციპლინურ სახდელს.

2. სარეკომენდაციო ბარათს ხელს აწერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 მარტის ბრძანება №63 - სსმ III, №38, 27.03.2009  წ., მუხ.439

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №184-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1913

    მუხლი 10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოთხოვნა

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს წარუდგენს მოთხოვნას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ. გენერალური ინსპექციის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. გენერალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გამოიყენება ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.

    მუხლი 11. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. აღმასრულებელს თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

2. სააღსრულებო ბიუროს უფროსს, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

    მუხლი 12. დისციპლინური სახდელის დაკისრების ვადები

აღმასრულებელს დისციპლინური სახდელი არ დაეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია სამი წელი.

    მუხლი 13. გასაჩივრების უფლება

აღმასრულებელს უფლება აქვს გაასაჩივროს დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

    მუხლი 14. დისციპლინური პასუხისმგებლობის გაქარწყლება

1. დისციპლინური სახდელი გაქარწყლებულად ჩაითვლება, თუ მისი დადების დღიდან ერთი წლის ვადაში აღმასრულებელს არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, სააღსრულებო ბიუროს უფროსის შუამდგომლობით, უფლება აქვს ვადამდე მოუხსნას აღმასრულებელს დისციპლინური სახდელი, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ.

    მუხლი 15. დაწინაურების შეზღუდვა

აღმასრულებელს, რომლის მიმართაც დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის, ეზღუდება თანამდებობრივი დაწინაურების უფლება.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე““, №226, 30.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.012.230 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79684-3/