„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.050.000.19.012.012.240
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის ბრძანება №7
2008 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ (დანართი №1) თანდართულ დანართებთან ერთად.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში ამ დებულებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების გათვალისწინებით, განსაზღვრონ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპები, ხოლო ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ ლიცენზირებულმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა ლიცენზიის აღებიდან ორი თვის ვადაში განსაზღვრონ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპები.
3. ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ ლიცენზირებულმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა გაითვალისწინონ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნები და ლიცენზიის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №3).
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. როინიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრი ს ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
დანართი №1
დებულება
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლაგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების (შემდგომში – რეგისტრატორი) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – „სამსახური“) გადაცემის პირობებსა და წესს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრი ს ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დებულების მიზნებისათვის მასში მოცემულ ტერმინებს აქვთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – კანონი) და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები, მათ შორის:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის, ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
გ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
დ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ, ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი, ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არა აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
ზ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
თ) მონიტორინგი – რეგისტრატორის მიერ მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამსახურისათვის წარდგენა კანონით, ამ დებულებითა და მათ საფუძველზე შემუშავებული რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული წესით;
ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
კ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
მ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
ნ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ო) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება, ანდა გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში);
ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა, მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. კანონით მოცემული ტერმინების განმარტებიდან გამომდინარე, ამ დებულების მიზნებისათვის რეგისტრატორის მიერ გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები შეიძლება იყოს:
ა) ფასიანი ქაღალდების ჩუქება ხდება პირზე, რომელიც არ წარმოადგენს მეუღლეს, შვილს, შვილიშვილს, მშობელს, ბებიას, პაპას, დას, ძმას;
ბ) თუ საბროკერო კომპანიების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რეგისტრატორისათვის გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისას ირკვევა, რომ იგი სამსახურის მიერ შეყვანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ, ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ;
დ) გარიგების მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ე) ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც (კანონით მოცემული ტერმინების განმარტებებიდან გამომდინარე ამ დებულების მიზნებისათვის) შესაძლოა რეგისტრატორისათვის გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი იყოს.
4. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
5. მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ.
6. რეგისტრატორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებსა და ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებულ გარიგებებს, რომლებთაც არა აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები.
7. რეგისტრატორები ამ ბრძანებით დადგენილი წესით თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.
მუხლი 4. რეგისტრატორის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
რეგისტრატორის მიერ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.

მუხლი 5. რეგისტრატორის ვალდებულებანი პირის იდენტიფიკაციისა და გარიგებების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, რეგისტრატორი ვალდებულია მოახდინოს მისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
2. რეგისტრატორები ვალდებული არიან მოახდინონ თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების (წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ), მათ მიერ დადებული გარიგებების კანონისა და ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე რისკის მიხედვით შეფასება და შესაბამისი რისკის კატეგორიაში გაერთიანება, თითოეულ კატეგორიას მიუსადაგონ იდენტიფიკაციისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმების შესაბამისი პროცედურები (გამარტივებული ან გაძლიერებული). საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმება უნდა განხორციელდეს სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით.
3. რეგისტრატორები, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია (დოკუმენტები).
4. რეგისტრატორები, მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის იდენტიფიკაციისას ან/და შემოწმებისას, შეიძლება დაეყრდნონ მესამე პირს/შუამავალს, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. რეგისტრატორებმა მესამე პირისგან/შუამავლისგან იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს (რეგისტრატორებს).
5. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული აქტებით და სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
6. რეგისტრატორს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს ან დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას კანონისა და მის შესაბამისად გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.
7. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, რეგისტრატორი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ან კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე უარის არსებობისას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
9. რეგისტრატორი ვალდებულია საბროკერო კომპანიას მოსთხოვოს საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების მონაწილე პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი, ასევე სამსახურის მიერ დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით პირის იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული დოკუმენტების მისთვის წარმოდგენა. აღნიშნული დოკუმენტების რეგისტრატორის მიერ გაცნობა უნდა დადასტურდეს წერილობით, რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით, თარიღის მითითებით.
10. არასაბირჟო გარიგების შემთხვევაში (როდესაც ბროკერი არ მონაწილეობს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებაში) რეგისტრატორი ვალდებულია მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების იდენტიფიკაცია მოახდინოს კანონისა და სამსახურის მიერ დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად.
101. რეგისტრატორს მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, უფლება აქვს ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
11. თუ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო რეგისტრატორთან არსებული ან მისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) მამის სახელი;
ა.ბ) დაბადების ადგილი;
ა.გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.დ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ა.ე) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები (საბანკო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის სახეობა, ანგარიშის ნომერი, ანგარიშის გახსნის (და დახურვის) თარიღი);
ა.ვ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) დამფუძნებელი და/ან პარტნიორი – აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ.ბ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ბ.გ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ.დ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.
12. რეგისტრატორი ვალდებულია პერიოდულად (შიდა ინსტრუქციით დადგენილ შემთხვევებში და ვადებში) განაახლოს და მოქმედ ნორმებთან შესაბამისობაში მოიყვანოს არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემები.
13. გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის მოთხოვნა ვრცელდება კლიენტების დავალებით შესრულებულ გარიგებებზე.
14. რეგისტრატორი ვალდებულია აღრიცხოს გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) გარიგების ფორმა;
ბ) გარიგების სახე (მაგ.: ნასყიდობა, ჩუქება და სხვა), თანახმად ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა;
გ) გარიგების საფუძველი;
დ) ფასიანი ქაღალდებით გარიგების საგანი (ემიტენტის სრული დასახელება, ფასიანი ქაღალდების კლასი, რაოდენობა);
ე) გარიგების მიზანი;
ვ) გარიგების ღირებულება, გარიგების ვალუტა;
ზ) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ასახვის თარიღი და ადგილი;
თ) გარიგების მონაწილე პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის საბროკერო კომპანიის მიერ წარმოდეგნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის, იმ პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება, ინფორმაცია გარიგების მეორე მხარის შესახებ. იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას; აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნებულების შინაარსი, გამცემი პირის ვინაობა, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნებულების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი;
ი) თუ გარიგება სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
15. ამ მუხლის მე-14 პუნქტში მითითებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის მიზნით რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა.
16. რეგისტატორმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები.
17. რეგისტრატორი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას რეგისტრატორთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და რეგისტრატორს შორის გარიგებების შესწავლა.

მუხლი 51. რეგისტრატორის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. რეგისტრატორი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, რეგისტრატორმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.
3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, რეგისტატორი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. რეგისტრატორს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც რეგისტრატორი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამისი მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
მუხლი 6. რეგისტრატორის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. რეგისტრატორი ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) დოკუმენტური და ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული წესით) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ასევე დადებული და/ან შესრულებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) – ოპერაციის (გარიგების) დადების და/ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება რეგისტრატორთან როგორც ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვ.), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).
2. გარიგების შესახებ და მასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია (დოკუმენტები) რეგისტრატორმა უნდა შეინახოს დედნის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, შეინახოს ამ ინფორმაციის (დოკუმენტების) ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, დადგენილი წესით ან თვით რეგისტრატორის გენერალური დირექტორისაგან (დირექტორისგან) უფლებამოსილი პირის მიერ, ხელმოწერითა და თუ ეს გათვალისწინებულია რეგისტრატორის წესდებით ან ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდით. ასლი იმგვარად უნდა იყოს დამოწმებული, რომ გარკვევით ჩანდეს ასლის დამმოწმებლის ვინაობა (სახელი, გვარი, თანამდებობა) და დამოწმების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი). დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-5 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და რეგისტრატორის მიერ პირადობის მოწმობის (პასპორტის) საფუძველზე ვერიფიცირებული მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას რეგისტრატორი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრატორთან შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდითაც.
4. რეგისტრატორი ინფორმაციას (დოკუმენტს) აღრიცხავს, უზრუნველყოფს მის სისტემატიზაციას და ინახავს იმგვარად, რომ მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და, საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში), შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და გამოყენება უმოკლეს ვადაში.
5. რეგისტრატორებმა კანონით დადგენილი წესით უნდა უზრუნველყონ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის ამოქმედება და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა.

მუხლი 7. რეგისტრატორთა ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს ცნობები კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით.
2. სამსახურისათვის წარდგენილი ცნობები შედგენილი უნდა იყოს ამ დებულებაზე თანდართული „მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (7)“ მიხედვით (დანართი №2).
3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის შეუძლებლობისას.
4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების მიწოდება სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ოპერაცია (გარიგება) წარმოადგენს დანაწევრების მიზნით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) ერთობლიობის შემადგენელ ნაწილს – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს რეგისტრატორის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში, რეგისტრატორის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სამსახურს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით). ზემოაღნიშნული საშუალებით ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, რეგისტრატორი ვალდებულია არა უგვიანეს ინფორმაციის მიწოდებიდან 3 სამუშაო დღისა მიაწოდოს სამსახურს სათანადოდ შევსებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფორმაციის მიწოდების საშუალება, ზუსტი დრო, გამგზავნი და მიმღები პირები, აგრეთვე ანგარიშგების ფორმის დაგვიანებით მიწოდების მიზეზები.
6. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხ ვ ევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი რეგისტრატორის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5, გრიფით „კონფიდენციალური“.
7. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენა ხდება კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: „Str@fms.gov.ge“. სამსახურისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარსადგენი კონფიდენციალური ინფორმაციის კოდირება ხდება სამსახურის მიერ შემუშავებული წესის მიხედვით.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ უნდა უნდა მიეწოდოს სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი/ფაქსი: (+995 32) 243 88 03.
9. გადაწყვეტილებას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების შევსების და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს რეგისტრატორის უფლებამოსილი პირი, რომელიც სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების თანახმად და ინსტრუქციის შესაბამისად პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე.
10. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას რეგისტრატორთან ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ელექტრონული ფორმის შესაბამის გრაფაში ხელმოწერის ნაცვლად მიეთითება მის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და რეგისტრატორის სურვილისამებრ – რეგისტრატორის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება რეგისტრატორთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
11. რეგისტრატორი ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ანგარიშგების თითოეული ფორმისათვის ინდივიდუალური ნომრის მინიჭებას. ანგარიშგების ფორმების ნუმერაცია უნდა იყოს თანმიმდევრული ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში და უნდა აისახებოდეს სპეციალურ ჟურნალში, რომლის გვერდები უნდა იყოს დანომრილი. ანგარიშგების ფორმის გამომგზავნი რეგისტრატორი ფორმის შესაბამის გრაფებში მიუთითებს როგორც ფორმის ნომერს, ისე სამსახურის მიერ რეგისტრატორისათვის მინიჭებულ ინდივიდუალურ სააღრიცხვო კოდს.
12. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი რეგისტრატორს არ გააჩნია, შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს: „ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, ხოლო თუ კონკრეტული გარიგების თავისებურებებიდან გამომდინარე, ფორმის რომელიმე გრაფის შევსება არ არის საჭირო, შესაბამისი გრაფა უნდა შეივსოს “——“ სიმბოლოთი.
13. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი რეგისტრატორის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს ელექტრონული ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეულ დამატებით ფურცელზე მიეთითება რეგისტრატორის სახელი და გვარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა უნდა იყოს დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით, ხოლო თუ ანგარიშგების ფორმის დამოწმება გათვალისწინებულია რეგისტრატორის ბეჭდით – ხელმოწერა დამოწმდება ასევე ბეჭდით).
14. თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი რაიმე მიზეზით (შვებულება, მივლინება და სხვ.) არ იმყოფება, მისი ფუნქციების შესრულება უნდა დაევალოს რეგისტრატორის შესაბამის თანამშრომელს, რაც უნდა დაფიქსირდეს რეგისტრატორის ხელმძღვანელის მიერ მიღებულ და სათანადო წესით გაფორმებულ აქტში და დადგენილი წესით ეცნობოს სამსახურს.
15. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირის (პირების) მიერ განხორციელებულ რეგისტრატორის ხელთ არსებულ სხვა გარიგებებს.
16. კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს რეგისტრატორისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერი გარიგების და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
17. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემდეგ რეგისტრატორი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამისი გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, რეგისტრატორი ვალდებულია ამ დებულებით დადგენილი წესით და ვადებში მიაწოდოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს.
18. რეგისტრატორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალობა. ინფორმაცია გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ინფორმაცია მიეწოდება და არც ნებისმიერ სხვა პირს. რეგისტრატორის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმას, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიაწოდოს რეგისტრატორის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც რეგისტრატორის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
მუხლი 8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში რეგისტრატორის აღრიცხვა
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამსახური აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული რეგისტრატორის (მათი ფილიალის, წარმომადგენლობის) აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით რეგისტრატორმა უნდა წარუდგინოს სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის (ფილიალების, წარმომადგენლობების) აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №3), რომელიც უნდა იყოს შევსებული სრულად და დამოწმებული რეგისტრატორის ხელმძღვანელის ხელმოწერით.
2. „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის აღრიცხვის ფორმაში“ დაფიქსირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრატორი სამსახურს წარუდგენს შესაბამისი ცვლილებების ამსახველ განახლებულ ფორმას ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრი ს ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
მუხლი 9. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას რეგისტრატორების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის რეგისტრატორის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.

დანართი №2
კონფიდენციალური
ნაწილი 1
გვერდი 1
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების
ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (№7)
გამომგზავნი რეგისტრატორის
სააღრიცხვო კოდი ______
| პირველადი |
| დამატებითი |
| შეცვლილი |
|
რეგისტრატორის მიერ მინიჭებული №________
ფმს-ში გაგზავნის თარიღი _____________
ინფორმაცია გარიგების შესახებ
| 1.1. გ არიგების ფორმა |
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.2 გარიგების სახე |

| 1.3 გარიგების საფუძველი |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| № | 1.4. ემიტენტის სრული დასახელება | 1.5 ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა | 1.6. ფასიანი ქაღალდების კლასი | 1.7. ფასიანი ქაღალდების რაოდენობა |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ა |
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ბ |

| გ |

| დ |

| ე |

| 1.8 გარიგე-ბის მიზანი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.9. გარი-გების ღირე-ბულება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| __ |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.10 ვალუტა |
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.11. რეეს-ტრში ასახ-ვის თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.12. რეეს-ტრში ასახ-ვის ადგილი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაწილი 1
გვერდი 2
| 1.13. გარიგების და მასში მონაწილე პირების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.1.4 დამატებითი ინფორმაცია (შეიტანეთ ამ გარიგებასთან და მასში მოაწილე პირებთან დაკავშირებული რეგისტრატორის ხელთ არსებული ყველა ის მონაცემი, რომელიც ვერ მოხვდა ანგარიშგების სხვა გრაფაში) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.1.5 დოკუმენტები, რომლებიც (რომელთა ასლებიც) ინახება რეგისტრატორთან ამ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით (ჩამონათვალი) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.16 ანგარიშგების ფორმის შემადგენლობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| რაოდენობა | ||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ნაწილი 1 |
| |||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ნაწილი 2 |
| |||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ნაწილი 3 |
| |||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ნაწილი 4 |
| |||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ ფურცლები |
| |||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
| 1.17 ფორმის შევსების თარიღი |
| 1.18 ხელმოწერა |
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
ნაწილი 2
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების
ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (№7)
გამომგზავნი რეგისტრატორის
სააღრიცხვო კოდი ______
| პირველადი |
| დამატებითი |
| შეცვლილი |
|
რეგისტრატორის მიერ მინიჭებული №________
ფმს-ში გაგზავნის თარიღი _____________
მონაცემები ფიზიკური პირის შესახებ
| 2.1. გარიგებაში მონაწილეობის ფორმა |
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| 2.2. პირადი ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||
| 2.3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა |
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| 2.4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||
| 2.5 სახელი |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 2.6. გვარი |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 2.7. მამის სახელი |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 2.8. სქესი: |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| მამ. |
|
|
|
| მდ. |
| |||||||||||||||||||||
| 2.9. დაბადების ადგილი (კოდი, ქვეყანა, დასახლე-ბული პუნქტი) და თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| 2.10. მუდმივი (რეგისტრირებული) მისამართი (კოდი, ქვეყანა, მისამართი) |
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||
| 2.11. დროებითი მისამართი (კოდი, ქვეყანა, მისამართი) |
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||
| 2.12. დოკუმენტის გამცემი ორგანო |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 2.13. დოკუმენტის გაცემის თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||
| 2.14. მოქალაქეობა (კოდი, ქვეყანა) |
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| 2.15. ძირითადი საქმიანობა (დარგის კოდი, ქვედარგი ან ორგანიზაციის სახელწოდება) |
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||
| 2.16. თანამდებობა |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბანკო რეკვიზიტები:
| 2.17. საბანკო დაწესებულების სახელწოდება |
|
| ||||||||||||||||||||||||||
| 2.18. საბანკო დაწესებულების ადგილმდებარეობა (კოდი, ქვეყანა, დასახლებული პუნქტი) |
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||
| 2.19. ბანკის საიდენტიფიკაციო კოდი (BIC კოდი) SWIFT-ის სისტემის მიხედვით |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
| 2.20. ანგარიშის სახეობა |
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||
| 2.21. ანგარიშის ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||
| 2.22. ანგარიშის გახსნის თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
| 2.23. ანგარიშის დახურვის თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
ინდივიდუალური მეწარმის მონაცემები:
| 2.24. მარეგისტრირებელი ორგანო |
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 2.25. რეგისტრაციის თარიღი და ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||
| 2.26. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
საკონტაქტო ინფორმაცია
| 2.27. ტელეფონი |
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 2.28. ფაქსი |
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 2.29. ელ-ფოსტა |
|
| |||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
| 2.30. ფორმის შევსების თარიღი |
|
|
|
|
| 2.31. ხელმოწერა |
|
|
| ||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||
ნაწილი 3
გვერდი 1
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების
ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (№7)
გამომგზავნი რეგისტრატორის
სააღრიცხვო კოდი ______
| პირველადი |
| დამატებითი |
| შეცვლილი |
|
რეგისტრატორის მიერ მინიჭებული №________
ფმს-ში გაგზავნის თარიღი _____________
მონაცემები იურიდიული პირის შესახებ
| 3.1. გარიგებაში მონაწილეობის ფორმა |
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 3.2. სრული სახელწოდება |
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 3.3. ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა |
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 3.4. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||
| 3.5. მარეგისტრირე-ბელი ორგანო |
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 3.6. რეგისტრაციის თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
| 3.7. რეგისტრაციის ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||
| 3.8. იურიდიული მისამართი (კოდი, ქვეყანა, მისამართი) |
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 3.9. ფაქტობრივი მისამართი (კოდი, ქვეყანა, მისამართი) |
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 3.10.. საქმიანობის საგანი (დარგის კოდი, ქვედარგი) |
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
საბანკო რეკვიზიტები
| 3.11. საბანკო დაწესებულების სახელწოდება |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 3.12. საბანკო დაწესებულების ადგილმდებარეობა (კოდი, ქვეყანა, დასახლებული პუნქტი) |
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||
| 3.13. . ბანკის საიდენტიფიკაციო კოდი (BIC კოდი) SWIFT -ის სისტემის მიხედვით |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||
| 3.14. ანგარიშის სახეობა |
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||
| 3.15. ანგარიშის ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||
| 3.16. ანგარიშის გახსნის თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
| 3.17. ანგარიშის დახურვის თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
საკონტაქტო ინფორმაცია:
| 3.18. ტელეფონი |
|
|
|
|
| 3.19. ფაქსი |
|
|
|
|
| 3.20. ელ-ფოსტა |
|
|
|
|
ნაწილი 3
გვერდი 2
აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი პირები:
| 3.21. ფიზიკური პირის სახელი, გვარი |
|
|
| სახელი | გვარი | ||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ა |
|
| |||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ბ |
|
| |||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| გ |
|
| |||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| დ |
|
| |||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ე |
|
| |||||||||||||||||
| 3.22. იურიდიული პირის სახელწო-დება და გადასა-ხადის გადამხდე-ლის საიდენტიფი-კაციო ნომერი |
|
|
| ა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||
|
|
|
|
| ბ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| გ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| დ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ე |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||
ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები
| 3.23. სახელი, გვარი |
|
|
| სახელი | გვარი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ა |
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

| 3.24. დაბადების ადგილი (კოდი, ქვეყანა, დასახლებული პუნქტი) და თარიღი |
|
|
| ა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
| ბ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| გ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||

| 3.25. საცხოვრე-ბელი ადგილი (კოდი, ქვეყანა, მისამართი) |
|
|
| ა |
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
| ბ |
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| გ |
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| დ |
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ე |
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 3.26. პირადი ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ბ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| გ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| დ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ე |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
| 3.27. პირადობის დამადა-სტურებელი დოკუმენტის სახეობა და ნომერი |
|
| ა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
| ბ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| გ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| დ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ე |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 3.28. თანამდებობა და დანიშვნის თარიღი |
| ა |
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ბ |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

| 3.29. ფორმის შევსების თარიღი |
|
|
|
|
|
| 3.30. ხელმოწერა |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კონფიდენციალური
ნაწილი 4
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების
ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (№7)
გამომგზავნი რეგისტრატორის
სააღრიცხვო კოდი ______
| პირველადი |
| დამატებითი |
| შეცვლილი |
|
რეგისტრატორის მიერ მინიჭებული №________
ფმს-ში გაგზავნის თარიღი _____________
დამატებითი ფურცელი
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4.1 ფორმის შევსების თარიღი |
| 4.2. ხელმოწერა |
|
|
|
| ||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
დანართი №3
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორის აღრიცხვის ფორმა
|
|
|
|
| ნაწილი 1 | |||
|
|
|
|
| რეგისტრატორის სააღრიცხვო კოდი: | |||
| ფორმის სახე: პირველადი შეცვლილი | |||||||
| 1. რეგისტრატორის სრული დასახელება: | |||||||
|
| |||||||
|
| |||||||
| 2. ფილიალების რაოდენობა2: | |||||||
| 3. იურიდიული მისამართი: | |||||||
|
| |||||||
|
| |||||||
| 4. ფაქტობრივი მისამართი: | |||||||
|
| |||||||
|
| |||||||
| 5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის ნომერი: გაცემის თარიღი: | |||||||
|
|
|
|
| ||||
| 6. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: | |||||||
| 7. მარეგისტრირებელი ორგანო: | |||||||
|
| |||||||
| 8. რეგისტრაციის თარიღი: | |||||||
| 9. რეგისტრაციის ნომერი: | |||||||
1. ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.
2. ინფორმაცია ფილიალების დასახელების, ადგილმდებარეობის და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ თან უნდა დაერთოს წარმოდგენილ ფორმას ნაწილი 1-ის მე-3 და მე-4 გრაფების და ნაწილი 2-ის მიხედვით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხსიმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული დანიშნულია ფილიალში (ფილიალებში), შესაბამისად ივსება ნაწილი 3 და ნაწილი 4 (თითოეული ფილიალისათვის ცალ-ცალკე).
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრი ს ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
|
|
|
|
| ნაწილი 2 |
| 10. ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი3 | ||||
|
| ||||
| თანამდებობა: | ||||
| სახელი: | ||||
| გვარი: | ||||
| მამის სახელი:
| ||||
| ტელეფონი: | ||||
| დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი): | ||||
| დაბადების ადგილი: | ||||
| პირადობის მოწმობის ნომერი: | ||||
| პირადი ნომერი: | ||||
| პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი): | ||||
| პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო: | ||||
|
| ||||
3 იმ ხელმძღვანელის მონაცემები, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
| ხელმძღვანელის ხელმოწერა |
| თარიღი: |
|
|
| ნაწილი 3 |
| 11. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან თანამშრომელი4 | ||
| 11.1 სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელი ან მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი | ||
| თანამდებობა: | ||
| სახელი: | ||
| გვარი: | ||
| მამის სახელი: | ||
| ტელეფონი: | ||
| ფაქსი: | ||
| ელექტრონული ფოსტა: | ||
| დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი): | ||
| დაბადების ადგილი: | ||
| პირადობის მოწმობის ნომერი: | ||
| პირადი ნომერი: | ||
| პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი): | ||
| პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო: | ||
|
| ||
4 იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არის ერთზე მეტი პირი, ნაწილი 3 ივსება თითოეული მათგანისათვის
|
|
|
|
| ნაწილი 4 |
| 12. იმ პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც ინსტრუქციით მინიჭებული აქვს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარსადგენი მასალების (მ.შ. ანგარიშგების ფორმების) ხელმოწერის უფლებამოსილება5 | ||||
|
| ||||
|
| ||||
|
| ||||
|
| ||||
5 იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ თანამშრომელს, ნაწილი 4 ივსება თითოეული მათგანისათვის
| ხელმძღვანელის ხელმოწერა |
| თარიღი: |
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.050.000.19.012.012.240
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის ბრძანება №7
2008 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ (დანართი №1) თანდართულ დანართებთან ერთად.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში ამ დებულებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების გათვალისწინებით, განსაზღვრონ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპები, ხოლო ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ ლიცენზირებულმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა ლიცენზიის აღებიდან ორი თვის ვადაში განსაზღვრონ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპები.
3. ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ ლიცენზირებულმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა გაითვალისწინონ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნები და ლიცენზიის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №3).
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. როინიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
დანართი №1
დებულება
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლაგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების (შემდგომში – რეგისტრატორი) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – „სამსახური“) გადაცემის პირობებსა და წესს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დებულების მიზნებისათვის მასში მოცემულ ტერმინებს აქვთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – კანონი) და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები, მათ შორის:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის, ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
გ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
გ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
დ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ, ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი, ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არა აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
ზ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
თ) მონიტორინგი – რეგისტრატორის მიერ მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამსახურისათვის წარდგენა კანონით, ამ დებულებითა და მათ საფუძველზე შემუშავებული რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული წესით;
ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
კ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
მ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
ნ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ო) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება, ანდა გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში);
ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა, მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. კანონით მოცემული ტერმინების განმარტებიდან გამომდინარე, ამ დებულების მიზნებისათვის რეგისტრატორის მიერ გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები შეიძლება იყოს:
ა) ფასიანი ქაღალდების ჩუქება ხდება პირზე, რომელიც არ წარმოადგენს მეუღლეს, შვილს, შვილიშვილს, მშობელს, ბებიას, პაპას, დას, ძმას;
ბ) თუ საბროკერო კომპანიების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რეგისტრატორისათვის გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისას ირკვევა, რომ იგი სამსახურის მიერ შეყვანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ, ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ;
დ) გარიგების მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ე) ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც (კანონით მოცემული ტერმინების განმარტებებიდან გამომდინარე ამ დებულების მიზნებისათვის) შესაძლოა რეგისტრატორისათვის გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი იყოს.
4. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
5. მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ.
6. რეგისტრატორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებსა და ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებულ გარიგებებს, რომლებთაც არა აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები.
7. რეგისტრატორები ამ ბრძანებით დადგენილი წესით თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.
მუხლი 4. რეგისტრატორის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
რეგისტრატორის მიერ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
მუხლი 5. რეგისტრატორის ვალდებულებანი პირის იდენტიფიკაციისა და გარიგებების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, რეგისტრატორი ვალდებულია მოახდინოს მისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
2. რეგისტრატორები ვალდებული არიან მოახდინონ თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების (წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ), მათ მიერ დადებული გარიგებების კანონისა და ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე რისკის მიხედვით შეფასება და შესაბამისი რისკის კატეგორიაში გაერთიანება, თითოეულ კატეგორიას მიუსადაგონ იდენტიფიკაციისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმების შესაბამისი პროცედურები (გამარტივებული ან გაძლიერებული). საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმება უნდა განხორციელდეს სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით.
3. რეგისტრატორები, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია (დოკუმენტები).
4. რეგისტრატორები, მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის იდენტიფიკაციისას ან/და შემოწმებისას, შეიძლება დაეყრდნონ მესამე პირს/შუამავალს, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. რეგისტრატორებმა მესამე პირისგან/შუამავლისგან იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს (რეგისტრატორებს).
5. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული აქტებით და სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
6. რეგისტრატორს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს ან დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას კანონისა და მის შესაბამისად გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.
7. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, რეგისტრატორი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ან კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე უარის არსებობისას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ _ „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). თუ რეგისტრატორს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე, რეგისტრატორი ვალდებულია ანგარიშგების შესაბამისი ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი ეჭვის გაჩენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
9. რეგისტრატორი ვალდებულია საბროკერო კომპანიას მოსთხოვოს საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების მონაწილე პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი, ასევე სამსახურის მიერ დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით პირის იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული დოკუმენტების მისთვის წარმოდგენა. აღნიშნული დოკუმენტების რეგისტრატორის მიერ გაცნობა უნდა დადასტურდეს წერილობით, რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით, თარიღის მითითებით.
10. არასაბირჟო გარიგების შემთხვევაში (როდესაც ბროკერი არ მონაწილეობს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებაში) რეგისტრატორი ვალდებულია მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების იდენტიფიკაცია მოახდინოს კანონისა და სამსახურის მიერ დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად.
101. რეგისტრატორს მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, უფლება აქვს ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
11. თუ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო რეგისტრატორთან არსებული ან მისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) მამის სახელი;
ა.ბ) დაბადების ადგილი;
ა.გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.დ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ა.ე) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები (საბანკო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის სახეობა, ანგარიშის ნომერი, ანგარიშის გახსნის (და დახურვის) თარიღი);
ა.ვ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) დამფუძნებელი და/ან პარტნიორი – აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ.ბ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ბ.გ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ.დ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.
12. რეგისტრატორი ვალდებულია პერიოდულად (შიდა ინსტრუქციით დადგენილ შემთხვევებში და ვადებში) განაახლოს და მოქმედ ნორმებთან შესაბამისობაში მოიყვანოს არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემები.
13. გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის მოთხოვნა ვრცელდება კლიენტების დავალებით შესრულებულ გარიგებებზე.
14. რეგისტრატორი ვალდებულია აღრიცხოს გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) გარიგების ფორმა;
ბ) გარიგების სახე (მაგ.: ნასყიდობა, ჩუქება და სხვა), თანახმად ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა;
გ) გარიგების საფუძველი;
დ) ფასიანი ქაღალდებით გარიგების საგანი (ემიტენტის სრული დასახელება, ფასიანი ქაღალდების კლასი, რაოდენობა);
ე) გარიგების მიზანი;
ვ) გარიგების ღირებულება, გარიგების ვალუტა;
ზ) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ასახვის თარიღი და ადგილი;
თ) გარიგების მონაწილე პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის საბროკერო კომპანიის მიერ წარმოდეგნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის, იმ პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება, ინფორმაცია გარიგების მეორე მხარის შესახებ. იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას; აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნებულების შინაარსი, გამცემი პირის ვინაობა, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნებულების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი;
ი) თუ გარიგება სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
15. ამ მუხლის მე-14 პუნქტში მითითებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის მიზნით რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა.
16. რეგისტატორმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები.
17. რეგისტრატორი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას რეგისტრატორთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და რეგისტრატორს შორის გარიგებების შესწავლა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
მუხლი 51. რეგისტრატორის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით🔗
1. რეგისტრატორი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, რეგისტრატორმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.
3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, რეგისტატორი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. რეგისტრატორს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც რეგისტრატორი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამისი მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
მუხლი 6. რეგისტრატორის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. რეგისტრატორი ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) დოკუმენტური და ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული წესით) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ასევე დადებული და/ან შესრულებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) – ოპერაციის (გარიგების) დადების და/ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება რეგისტრატორთან როგორც ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვ.), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).
2. გარიგების შესახებ და მასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია (დოკუმენტები) რეგისტრატორმა უნდა შეინახოს დედნის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, შეინახოს ამ ინფორმაციის (დოკუმენტების) ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, დადგენილი წესით ან თვით რეგისტრატორის გენერალური დირექტორისაგან (დირექტორისგან) უფლებამოსილი პირის მიერ, ხელმოწერითა და თუ ეს გათვალისწინებულია რეგისტრატორის წესდებით ან ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდით. ასლი იმგვარად უნდა იყოს დამოწმებული, რომ გარკვევით ჩანდეს ასლის დამმოწმებლის ვინაობა (სახელი, გვარი, თანამდებობა) და დამოწმების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი). დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-5 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და რეგისტრატორის მიერ პირადობის მოწმობის (პასპორტის) საფუძველზე ვერიფიცირებული მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას რეგისტრატორი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრატორთან შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდითაც.
4. რეგისტრატორი ინფორმაციას (დოკუმენტს) აღრიცხავს, უზრუნველყოფს მის სისტემატიზაციას და ინახავს იმგვარად, რომ მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და, საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში), შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და გამოყენება უმოკლეს ვადაში.
5. რეგისტრატორებმა კანონით დადგენილი წესით უნდა უზრუნველყონ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის ამოქმედება და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
მუხლი 7. რეგისტრატორთა ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს ცნობები კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით.
2. სამსახურისათვის წარდგენილი ცნობები შედგენილი უნდა იყოს ამ დებულებაზე თანდართული „მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (7)“ მიხედვით (დანართი №2).
3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის შეუძლებლობისას.
4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების მიწოდება სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ოპერაცია (გარიგება) წარმოადგენს დანაწევრების მიზნით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) ერთობლიობის შემადგენელ ნაწილს – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს რეგისტრატორის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში, რეგისტრატორის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სამსახურს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით). ზემოაღნიშნული საშუალებით ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, რეგისტრატორი ვალდებულია არა უგვიანეს ინფორმაციის მიწოდებიდან 3 სამუშაო დღისა მიაწოდოს სამსახურს სათანადოდ შევსებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფორმაციის მიწოდების საშუალება, ზუსტი დრო, გამგზავნი და მიმღები პირები, აგრეთვე ანგარიშგების ფორმის დაგვიანებით მიწოდების მიზეზები.
6. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი რეგისტრატორის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5, გრიფით „კონფიდენციალური“.
7. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენა ხდება კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: „Str@fms.gov.ge“. სამსახურისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარსადგენი კონფიდენციალური ინფორმაციის კოდირება ხდება სამსახურის მიერ შემუშავებული წესის მიხედვით.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ უნდა უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი/ფაქსი: (+995 32) 31 27 03.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ უნდა უნდა მიეწოდოს სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი/ფაქსი: (+995 32) 243 88 03.
9. გადაწყვეტილებას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების შევსების და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს რეგისტრატორის უფლებამოსილი პირი, რომელიც სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების თანახმად და ინსტრუქციის შესაბამისად პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე.
10. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას რეგისტრატორთან ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ელექტრონული ფორმის შესაბამის გრაფაში ხელმოწერის ნაცვლად მიეთითება მის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და რეგისტრატორის სურვილისამებრ – რეგისტრატორის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება რეგისტრატორთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
11. რეგისტრატორი ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ანგარიშგების თითოეული ფორმისათვის ინდივიდუალური ნომრის მინიჭებას. ანგარიშგების ფორმების ნუმერაცია უნდა იყოს თანმიმდევრული ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში და უნდა აისახებოდეს სპეციალურ ჟურნალში, რომლის გვერდები უნდა იყოს დანომრილი. ანგარიშგების ფორმის გამომგზავნი რეგისტრატორი ფორმის შესაბამის გრაფებში მიუთითებს როგორც ფორმის ნომერს, ისე სამსახურის მიერ რეგისტრატორისათვის მინიჭებულ ინდივიდუალურ სააღრიცხვო კოდს.
12. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი რეგისტრატორს არ გააჩნია, შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს: „ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, ხოლო თუ კონკრეტული გარიგების თავისებურებებიდან გამომდინარე, ფორმის რომელიმე გრაფის შევსება არ არის საჭირო, შესაბამისი გრაფა უნდა შეივსოს “——“ სიმბოლოთი.
13. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი რეგისტრატორის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს ელექტრონული ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეულ დამატებით ფურცელზე მიეთითება რეგისტრატორის სახელი და გვარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა უნდა იყოს დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით, ხოლო თუ ანგარიშგების ფორმის დამოწმება გათვალისწინებულია რეგისტრატორის ბეჭდით – ხელმოწერა დამოწმდება ასევე ბეჭდით).
14. თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი რაიმე მიზეზით (შვებულება, მივლინება და სხვ.) არ იმყოფება, მისი ფუნქციების შესრულება უნდა დაევალოს რეგისტრატორის შესაბამის თანამშრომელს, რაც უნდა დაფიქსირდეს რეგისტრატორის ხელმძღვანელის მიერ მიღებულ და სათანადო წესით გაფორმებულ აქტში და დადგენილი წესით ეცნობოს სამსახურს.
15. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირის (პირების) მიერ განხორციელებულ რეგისტრატორის ხელთ არსებულ სხვა გარიგებებს.
16. კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს რეგისტრატორისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერი გარიგების და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
17. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემდეგ რეგისტრატორი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამისი გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, რეგისტრატორი ვალდებულია ამ დებულებით დადგენილი წესით და ვადებში მიაწოდოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს.
18. რეგისტრატორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალობა. ინფორმაცია გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ინფორმაცია მიეწოდება და არც ნებისმიერ სხვა პირს. რეგისტრატორის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმას, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიაწოდოს რეგისტრატორის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც რეგისტრატორის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
მუხლი 8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში რეგისტრატორის აღრიცხვა
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამსახური აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული რეგისტრატორის (მათი ფილიალის, წარმომადგენლობის) აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით რეგისტრატორმა უნდა წარუდგინოს სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის (ფილიალების, წარმომადგენლობების) აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №3), რომელიც უნდა იყოს შევსებული სრულად და დამოწმებული რეგისტრატორის ხელმძღვანელის ხელმოწერით.
2. „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის აღრიცხვის ფორმაში“ დაფიქსირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრატორი სამსახურს წარუდგენს შესაბამისი ცვლილებების ამსახველ განახლებულ ფორმას ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
მუხლი 9. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას რეგისტრატორების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის რეგისტრატორის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
დანართი №2
კონფიდენციალური
ნაწილი 1
გვერდი 1
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების
ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (№7)
გამომგზავნი რეგისტრატორის
სააღრიცხვო კოდი ______
სააღრიცხვო კოდი ______
| პირველადი | დამატებითი | შეცვლილი რეგისტრატორის მიერ მინიჭებული №________ ფმს-ში გაგზავნის თარიღი _____________ ინფორმაცია გარიგების შესახებ 1.1. გარიგების ფორმა |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.2 გარიგების სახე |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.3 გარიგების საფუძველი № | 1.4. ემიტენტის სრული დასახელება | 1.5 ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა | 1.6. ფასიანი ქაღალდების კლასი | 1.7. ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ა ბ გ დ ე |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.8 გარიგე-ბის მიზანი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.9. გარი-გების ღირე-ბულება __ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.10 ვალუტა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.11. რეეს-ტრში ასახ-ვის თარიღი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.12. რეეს-ტრში ასახ-ვის ადგილი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაწილი 1
ნაწილი 1
გვერდი 2
| 1.13. გარიგების და მასში მონაწილე პირების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.1.4 დამატებითი ინფორმაცია (შეიტანეთ ამ გარიგებასთან და მასში მოაწილე პირებთან დაკავშირებული რეგისტრატორის ხელთ არსებული ყველა ის მონაცემი, რომელიც ვერ მოხვდა ანგარიშგების სხვა გრაფაში) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.1.5 დოკუმენტები, რომლებიც (რომელთა ასლებიც) ინახება რეგისტრატორთან ამ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით (ჩამონათვალი) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.16 ანგარიშგების ფორმის შემადგენლობა | რაოდენობა ნაწილი 1 | ნაწილი 2 | ნაწილი 3 | ნაწილი 4 | სულ ფურცლები | 1.17 ფორმის შევსების თარიღი | 1.18 ხელმოწერა | ნაწილი 2 მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (№7) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამომგზავნი რეგისტრატორის
გამომგზავნი რეგისტრატორის
სააღრიცხვო კოდი ______
| პირველადი | დამატებითი | შეცვლილი რეგისტრატორის მიერ მინიჭებული №________ ფმს-ში გაგზავნის თარიღი _____________ მონაცემები ფიზიკური პირის შესახებ
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამომგზავნი რეგისტრატორის
გამომგზავნი რეგისტრატორის
სააღრიცხვო კოდი ______
| პირველადი | დამატებითი | შეცვლილი რეგისტრატორის მიერ მინიჭებული №________ ფმს-ში გაგზავნის თარიღი _____________ მონაცემები იურიდიული პირის შესახებ
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.050.000.19.012.012.240
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის ბრძანება №7
2008 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ (დანართი №1) თანდართულ დანართებთან ერთად.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში ამ დებულებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების გათვალისწინებით, განსაზღვრონ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპები, ხოლო ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ ლიცენზირებულმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა ლიცენზიის აღებიდან ორი თვის ვადაში განსაზღვრონ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპები.
3. ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ ლიცენზირებულმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა გაითვალისწინონ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნები და ლიცენზიის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №3).
3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის, 2011 წლის 1 დეკემბრამდე „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენა და აღნიშნული ფორმის წარდგენისთანავე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ცნობების წარმოდგენა განახორციელონ ზემოღნიშნული დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
31. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2011 წლის 1 ნოემბრიდან, ლიცენზიის აღებიდან ერთი თვის ვადაში „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
32. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენამდე ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანების №2 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით, კოდირებული ფაილის სახით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: „str@fms.gov.ge“.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. როინიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
დანართი №1
დებულება
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლაგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების (შემდგომში – რეგისტრატორი) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – „სამსახური“) გადაცემის პირობებსა და წესს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
წინამდებარე დებულების მიზნებისათვის მასში მოცემულ ტერმინებს აქვთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – კანონი) და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები, მათ შორის:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის, ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
გ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
დ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ, ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი, ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არა აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
ზ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
თ) მონიტორინგი – რეგისტრატორის მიერ მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამსახურისათვის წარდგენა კანონით, ამ დებულებითა და მათ საფუძველზე შემუშავებული რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული წესით;
ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
კ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
მ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
ნ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ო) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები🔗
1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება, ანდა გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში);
ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა, მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. კანონით მოცემული ტერმინების განმარტებიდან გამომდინარე, ამ დებულების მიზნებისათვის რეგისტრატორის მიერ გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები შეიძლება იყოს:
ა) ფასიანი ქაღალდების ჩუქება ხდება პირზე, რომელიც არ წარმოადგენს მეუღლეს, შვილს, შვილიშვილს, მშობელს, ბებიას, პაპას, დას, ძმას;
ბ) თუ საბროკერო კომპანიების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რეგისტრატორისათვის გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისას ირკვევა, რომ იგი სამსახურის მიერ შეყვანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ, ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ;
დ) გარიგების მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ე) ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც (კანონით მოცემული ტერმინების განმარტებებიდან გამომდინარე ამ დებულების მიზნებისათვის) შესაძლოა რეგისტრატორისათვის გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი იყოს.
4. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
5. მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ.
6. რეგისტრატორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებსა და ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებულ გარიგებებს, რომლებთაც არა აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები.
7. რეგისტრატორები ამ ბრძანებით დადგენილი წესით თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.
მუხლი 4. რეგისტრატორის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით🔗
რეგისტრატორის მიერ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
მუხლი 5. რეგისტრატორის ვალდებულებანი პირის იდენტიფიკაციისა და გარიგებების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით🔗
1. კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, რეგისტრატორი ვალდებულია მოახდინოს მისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
2. რეგისტრატორები ვალდებული არიან მოახდინონ თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების (წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ), მათ მიერ დადებული გარიგებების კანონისა და ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე რისკის მიხედვით შეფასება და შესაბამისი რისკის კატეგორიაში გაერთიანება, თითოეულ კატეგორიას მიუსადაგონ იდენტიფიკაციისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმების შესაბამისი პროცედურები (გამარტივებული ან გაძლიერებული). საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმება უნდა განხორციელდეს სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით.
3. რეგისტრატორები, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია (დოკუმენტები).
4. რეგისტრატორები, მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის იდენტიფიკაციისას ან/და შემოწმებისას, შეიძლება დაეყრდნონ მესამე პირს/შუამავალს, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. რეგისტრატორებმა მესამე პირისგან/შუამავლისგან იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს (რეგისტრატორებს).
5. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული აქტებით და სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
6. რეგისტრატორს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს ან დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას კანონისა და მის შესაბამისად გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.
7. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, რეგისტრატორი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ან კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე უარის არსებობისას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
9. რეგისტრატორი ვალდებულია საბროკერო კომპანიას მოსთხოვოს საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების მონაწილე პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი, ასევე სამსახურის მიერ დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით პირის იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული დოკუმენტების მისთვის წარმოდგენა. აღნიშნული დოკუმენტების რეგისტრატორის მიერ გაცნობა უნდა დადასტურდეს წერილობით, რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით, თარიღის მითითებით.
10. არასაბირჟო გარიგების შემთხვევაში (როდესაც ბროკერი არ მონაწილეობს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებაში) რეგისტრატორი ვალდებულია მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების იდენტიფიკაცია მოახდინოს კანონისა და სამსახურის მიერ დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად.
101. რეგისტრატორს მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, უფლება აქვს ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
11. თუ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო რეგისტრატორთან არსებული ან მისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) მამის სახელი;
ა.ბ) დაბადების ადგილი;
ა.გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.დ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ა.ე) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები (საბანკო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის სახეობა, ანგარიშის ნომერი, ანგარიშის გახსნის (და დახურვის) თარიღი);
ა.ვ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) დამფუძნებელი და/ან პარტნიორი – აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ.ბ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ბ.გ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ.დ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.
12. რეგისტრატორი ვალდებულია პერიოდულად (შიდა ინსტრუქციით დადგენილ შემთხვევებში და ვადებში) განაახლოს და მოქმედ ნორმებთან შესაბამისობაში მოიყვანოს არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემები.
13. გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის მოთხოვნა ვრცელდება კლიენტების დავალებით შესრულებულ გარიგებებზე.
14. რეგისტრატორი ვალდებულია აღრიცხოს გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) გარიგების ფორმა;
ბ) გარიგების სახე (მაგ.: ნასყიდობა, ჩუქება და სხვა), თანახმად ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა;
გ) გარიგების საფუძველი;
დ) ფასიანი ქაღალდებით გარიგების საგანი (ემიტენტის სრული დასახელება, ფასიანი ქაღალდების კლასი, რაოდენობა);
ე) გარიგების მიზანი;
ვ) გარიგების ღირებულება, გარიგების ვალუტა;
ზ) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ასახვის თარიღი და ადგილი;
თ) გარიგების მონაწილე პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის საბროკერო კომპანიის მიერ წარმოდეგნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის, იმ პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება, ინფორმაცია გარიგების მეორე მხარის შესახებ. იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას; აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნებულების შინაარსი, გამცემი პირის ვინაობა, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნებულების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი;
ი) თუ გარიგება სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
15. ამ მუხლის მე-14 პუნქტში მითითებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის მიზნით რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა.
16. რეგისტატორმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები.
17. რეგისტრატორი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას რეგისტრატორთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და რეგისტრატორს შორის გარიგებების შესწავლა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
მუხლი 51. რეგისტრატორის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით🔗
1. რეგისტრატორი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, რეგისტრატორმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.
3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, რეგისტატორი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. რეგისტრატორს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც რეგისტრატორი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამისი მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
მუხლი 6. რეგისტრატორის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით🔗
1. რეგისტრატორი ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) დოკუმენტური და ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული წესით) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ასევე დადებული და/ან შესრულებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) – ოპერაციის (გარიგების) დადების და/ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება რეგისტრატორთან როგორც ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვ.), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).
2. გარიგების შესახებ და მასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია (დოკუმენტები) რეგისტრატორმა უნდა შეინახოს დედნის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, შეინახოს ამ ინფორმაციის (დოკუმენტების) ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, დადგენილი წესით ან თვით რეგისტრატორის გენერალური დირექტორისაგან (დირექტორისგან) უფლებამოსილი პირის მიერ, ხელმოწერითა და თუ ეს გათვალისწინებულია რეგისტრატორის წესდებით ან ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდით. ასლი იმგვარად უნდა იყოს დამოწმებული, რომ გარკვევით ჩანდეს ასლის დამმოწმებლის ვინაობა (სახელი, გვარი, თანამდებობა) და დამოწმების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი). დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-5 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და რეგისტრატორის მიერ პირადობის მოწმობის (პასპორტის) საფუძველზე ვერიფიცირებული მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას რეგისტრატორი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრატორთან შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდითაც.
4. რეგისტრატორი ინფორმაციას (დოკუმენტს) აღრიცხავს, უზრუნველყოფს მის სისტემატიზაციას და ინახავს იმგვარად, რომ მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და, საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში), შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და გამოყენება უმოკლეს ვადაში.
5. რეგისტრატორებმა კანონით დადგენილი წესით უნდა უზრუნველყონ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის ამოქმედება და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
მუხლი 7. რეგისტრატორთა ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით🔗
1. კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს ცნობები კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით.
1. კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს ცნობები კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.
2. სამსახურისათვის წარდგენილი ცნობები შედგენილი უნდა იყოს ამ დებულებაზე თანდართული „მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (7)“ მიხედვით (დანართი №2).
2. სამსახურისათვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით.
3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის შეუძლებლობისას.
3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობისას.
4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების მიწოდება სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ან დანაწევრების მიზნით განხოციელებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ოპერაცია (გარიგება) წარმოადგენს დანაწევრების მიზნით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) ერთობლიობის შემადგენელ ნაწილს – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს რეგისტრატორის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ, შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს რეგისტრატორის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში, რეგისტრატორის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სამსახურს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით). ზემოაღნიშნული საშუალებით ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, რეგისტრატორი ვალდებულია არა უგვიანეს ინფორმაციის მიწოდებიდან 3 სამუშაო დღისა მიაწოდოს სამსახურს სათანადოდ შევსებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფორმაციის მიწოდების საშუალება, ზუსტი დრო, გამგზავნი და მიმღები პირები, აგრეთვე ანგარიშგების ფორმის დაგვიანებით მიწოდების მიზეზები.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი რეგისტრატორის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის №6, გრიფით „კონფიდენციალური”.
6. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი რეგისტრატორის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5, გრიფით „კონფიდენციალური“.
6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად, სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებ გარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
7. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენა ხდება კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: „Str@fms.gov.ge“. სამსახურისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარსადგენი კონფიდენციალური ინფორმაციის კოდირება ხდება სამსახურის მიერ შემუშავებული წესის მიხედვით.
7. გადაწყვეტილებას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების შევსების და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს რეგისტრატორის უფლებამოსილი პირი, რომელიც სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების თანახმად და ინსტრუქციის შესაბამისად, პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ უნდა უნდა მიეწოდოს სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი/ფაქსი: (+995 32) 243 88 03.
8. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას რეგისტრატორთან ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული ვადით. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და რეგისტრატორის სურვილისამებრ – რეგისტრატორის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება რეგისტრატორთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
9. გადაწყვეტილებას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების შევსების და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს რეგისტრატორის უფლებამოსილი პირი, რომელიც სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების თანახმად და ინსტრუქციის შესაბამისად პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე.
9. რეგისტრატორი ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით.
10. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას რეგისტრატორთან ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ელექტრონული ფორმის შესაბამის გრაფაში ხელმოწერის ნაცვლად მიეთითება მის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და რეგისტრატორის სურვილისამებრ – რეგისტრატორის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება რეგისტრატორთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
10. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად.
11. რეგისტრატორი ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ანგარიშგების თითოეული ფორმისათვის ინდივიდუალური ნომრის მინიჭებას. ანგარიშგების ფორმების ნუმერაცია უნდა იყოს თანმიმდევრული ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში და უნდა აისახებოდეს სპეციალურ ჟურნალში, რომლის გვერდები უნდა იყოს დანომრილი. ანგარიშგების ფორმის გამომგზავნი რეგისტრატორი ფორმის შესაბამის გრაფებში მიუთითებს როგორც ფორმის ნომერს, ისე სამსახურის მიერ რეგისტრატორისათვის მინიჭებულ ინდივიდუალურ სააღრიცხვო კოდს.
11. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირის (პირების) მიერ განხორციელებულ და რეგისტრატორის ხელთ არსებულ სხვა გარიგებებს.
12. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი რეგისტრატორს არ გააჩნია, შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს: „ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, ხოლო თუ კონკრეტული გარიგების თავისებურებებიდან გამომდინარე, ფორმის რომელიმე გრაფის შევსება არ არის საჭირო, შესაბამისი გრაფა უნდა შეივსოს “——“ სიმბოლოთი.
12. კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს რეგისტრატორისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერი გარიგების და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
13. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი რეგისტრატორის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს ელექტრონული ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეულ დამატებით ფურცელზე მიეთითება რეგისტრატორის სახელი და გვარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა უნდა იყოს დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით, ხოლო თუ ანგარიშგების ფორმის დამოწმება გათვალისწინებულია რეგისტრატორის ბეჭდით – ხელმოწერა დამოწმდება ასევე ბეჭდით).
13. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემდეგ რეგისტრატორი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამისი გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, რეგისტრატორი ვალდებულია ამ დებულებით დადგენილი წესით და ვადებში მიაწოდოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს.
14. თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი რაიმე მიზეზით (შვებულება, მივლინება და სხვ.) არ იმყოფება, მისი ფუნქციების შესრულება უნდა დაევალოს რეგისტრატორის შესაბამის თანამშრომელს, რაც უნდა დაფიქსირდეს რეგისტრატორის ხელმძღვანელის მიერ მიღებულ და სათანადო წესით გაფორმებულ აქტში და დადგენილი წესით ეცნობოს სამსახურს.
14. რეგისტრატორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ინფორმაცია მიეწოდება და არც ნებისმიერ სხვა პირს. რეგისტრატორის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმას, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიაწოდოს რეგისტრატორის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც რეგისტრატორის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
15. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირის (პირების) მიერ განხორციელებულ რეგისტრატორის ხელთ არსებულ სხვა გარიგებებს.
16. კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს რეგისტრატორისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერი გარიგების და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
17. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემდეგ რეგისტრატორი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამისი გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, რეგისტრატორი ვალდებულია ამ დებულებით დადგენილი წესით და ვადებში მიაწოდოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს.
18. რეგისტრატორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალობა. ინფორმაცია გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ინფორმაცია მიეწოდება და არც ნებისმიერ სხვა პირს. რეგისტრატორის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმას, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიაწოდოს რეგისტრატორის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც რეგისტრატორის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.921
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №5 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
მუხლი 8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში რეგისტრატორის აღრიცხვა🔗
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამსახური აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული რეგისტრატორის (მათი ფილიალის, წარმომადგენლობის) აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით რეგისტრატორმა უნდა წარუდგინოს სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის (ფილიალების, წარმომადგენლობების) აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №3), რომელიც უნდა იყოს შევსებული სრულად და დამოწმებული რეგისტრატორის ხელმძღვანელის ხელმოწერით.
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამსახური აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული რეგისტრატორის აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით, რეგისტრატორმა უნდა წარუდგინოს სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის აღრიცხვის ფორმაში“ დაფიქსირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრატორი სამსახურს წარუდგენს შესაბამისი ცვლილებების ამსახველ განახლებულ ფორმას ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრატორი სამსახურს წარუდგენს შესაბამისი ცვლილებების ამსახველ განახლებულ ფორმას ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
მუხლი 9. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა🔗
1. ზედამხედველობას რეგისტრატორების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის რეგისტრატორის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
დანართი №2
კონფიდენციალური
ნაწილი 1
გვერდი 1
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების
ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (№7)
გამომგზავნი რეგისტრატორის
სააღრიცხვო კოდი ______
სააღრიცხვო კოდი ______
პირველადი
დამატებითი
შეცვლილი
რეგისტრატორის მიერ მინიჭებული №________
ფმს-ში გაგზავნის თარიღი _____________
ინფორმაცია გარიგების შესახებ
1.1. გარიგების ფორმა
1.2 გარიგების სახე
1.3 გარიგების საფუძველი
№
1.4. ემიტენტის სრული დასახელება
1.5 ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმა
1.6. ფასიანი ქაღალდების კლასი
1.7. ფასიანი
ქაღალდების რაოდენობა
ა
ბ
გ
დ
ე
1.8 გარიგე-ბის მიზანი
1.9. გარი-გების ღირე-ბულება
__
1.10 ვალუტა
1.11. რეეს-ტრში ასახ-ვის თარიღი
1.12. რეეს-ტრში ასახ-ვის ადგილი
ნაწილი 1
ნაწილი 1
გვერდი 2
1.13. გარიგების და მასში მონაწილე პირების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი
1.1.4 დამატებითი ინფორმაცია (შეიტანეთ ამ გარიგებასთან და მასში მოაწილე პირებთან დაკავშირებული რეგისტრატორის ხელთ არსებული ყველა ის მონაცემი, რომელიც ვერ მოხვდა ანგარიშგების სხვა გრაფაში)
1.1.5 დოკუმენტები, რომლებიც (რომელთა ასლებიც) ინახება რეგისტრატორთან ამ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით (ჩამონათვალი)
1.16 ანგარიშგების ფორმის შემადგენლობა
რაოდენობა
ნაწილი 1
ნაწილი 2
ნაწილი 3
ნაწილი 4
სულ ფურცლები
1.17 ფორმის შევსების თარიღი
1.18 ხელმოწერა
ნაწილი 2
ნაწილი 2
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების
ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (№7)
გამომგზავნი რეგისტრატორის
გამომგზავნი რეგისტრატორის
სააღრიცხვო კოდი ______
სააღრიცხვო კოდი ______
პირველადი
დამატებითი
შეცვლილი
რეგისტრატორის მიერ მინიჭებული №________
ფმს-ში გაგზავნის თარიღი _____________
მონაცემები ფიზიკური პირის შესახებ
2.1. გარიგებაში მონაწილეობის ფორმა
2.2. პირადი ნომერი
2.3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა
2.4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი
2.5 სახელი
2.6. გვარი
2.7. მამის სახელი
2.8. სქესი:
მამ.
მდ.
2.9. დაბადების ადგილი (კოდი, ქვეყანა, დასახლე-ბული პუნქტი) და თარიღი
2.10. მუდმივი (რეგისტრირებული) მისამართი (კოდი, ქვეყანა, მისამართი)
2.11. დროებითი მისამართი (კოდი, ქვეყანა, მისამართი)
2.12. დოკუმენტის გამცემი ორგანო
2.13. დოკუმენტის გაცემის თარიღი
2.14. მოქალაქეობა (კოდი, ქვეყანა)
2.15. ძირითადი საქმიანობა (დარგის კოდი, ქვედარგი ან ორგანიზაციის სახელწოდება)
2.16. თანამდებობა
საბანკო რეკვიზიტები:
2.17. საბანკო დაწესებულების სახელწოდება
2.18. საბანკო დაწესებულების ადგილმდებარეობა (კოდი, ქვეყანა, დასახლებული პუნქტი)
2.19. ბანკის საიდენტიფიკაციო კოდი (BIC კოდი) SWIFT-ის სისტემის მიხედვით
2.20. ანგარიშის სახეობა
2.21. ანგარიშის ნომერი
2.22. ანგარიშის გახსნის თარიღი
2.23. ანგარიშის დახურვის თარიღი
ინდივიდუალური მეწარმის მონაცემები:
2.24. მარეგისტრირებელი ორგანო
2.25. რეგისტრაციის თარიღი და ნომერი
2.26. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი
საკონტაქტო ინფორმაცია
2.27. ტელეფონი
2.28. ფაქსი
2.29. ელ-ფოსტა
2.30. ფორმის შევსების თარიღი
2.31. ხელმოწერა
ნაწილი 3
გვერდი 1
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების
ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (№7)
გამომგზავნი რეგისტრატორის
გამომგზავნი რეგისტრატორის
სააღრიცხვო კოდი ______
სააღრიცხვო კოდი ______
პირველადი
დამატებითი
შეცვლილი
რეგისტრატორის მიერ მინიჭებული №________
ფმს-ში გაგზავნის თარიღი _____________
მონაცემები იურიდიული პირის შესახებ
3.1. გარიგებაში მონაწილეობის ფორმა
3.2. სრული სახელწოდება
3.3. ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმა
3.4. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი
3.5. მარეგისტრირე-ბელი ორგანო
3.6. რეგისტრაციის თარიღი
3.7. რეგისტრაციის ნომერი
3.8. იურიდიული მისამართი (კოდი, ქვეყანა, მისამართი)
3.9. ფაქტობრივი მისამართი (კოდი, ქვეყანა, მისამართი)
3.10.. საქმიანობის საგანი (დარგის კოდი, ქვედარგი)
საბანკო რეკვიზიტები
3.11. საბანკო დაწესებულების სახელწოდება
3.12. საბანკო დაწესებულების ადგილმდებარეობა (კოდი, ქვეყანა, დასახლებული პუნქტი)
3.13. . ბანკის საიდენტიფიკაციო კოდი (BIC კოდი) SWIFT -ის სისტემის მიხედვით
3.14. ანგარიშის სახეობა
3.15. ანგარიშის ნომერი
3.16. ანგარიშის გახსნის თარიღი
3.17. ანგარიშის დახურვის თარიღი
საკონტაქტო ინფორმაცია:
3.18. ტელეფონი
3.19. ფაქსი
3.20. ელ-ფოსტა
ნაწილი 3
გვერდი 2
აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი პირები:
3.21. ფიზიკური პირის სახელი, გვარი
სახელი
გვარი
ა
ბ
გ
დ
ე
3.22. იურიდიული პირის სახელწო-დება და გადასა-ხადის გადამხდე-ლის საიდენტიფი-კაციო ნომერი
ა
ბ
გ
დ
ე
ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები
3.23. სახელი, გვარი
სახელი
გვარი
ა
ბ
გ
დ
ე
3.24. დაბადების ადგილი (კოდი, ქვეყანა, დასახლებული პუნქტი) და თარიღი
ა
ბ
გ
დ
ე
3.25. საცხოვრე-ბელი ადგილი (კოდი, ქვეყანა, მისამართი)
ა
ბ
გ
დ
ე
3.26. პირადი ნომერი
ა
ბ
გ
დ
ე
3.27. პირადობის დამადა-სტურებელი დოკუმენტის სახეობა და ნომერი
ა
ბ
გ
დ
ე
3.28. თანამდებობა და
დანიშვნის თარიღი
ა
ბ
გ
დ
ე
3.29. ფორმის შევსების თარიღი
3.30. ხელმოწერა
კონფიდენციალური
ნაწილი 4
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების
ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (№7)
გამომგზავნი რეგისტრატორის
სააღრიცხვო კოდი ______
პირველადი
დამატებითი
შეცვლილი
რეგისტრატორის მიერ მინიჭებული №________
ფმს-ში გაგზავნის თარიღი _____________
დამატებითი ფურცელი
4.1 ფორმის შევსების თარიღი
4.2. ხელმოწერა
[დანართი №2 (ამოღებულია) - 2011 წლის 1 დეკემბრიდან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.)]
დანართი №3
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორის აღრიცხვის ფორმა
ნაწილი 1
რეგისტრატორის სააღრიცხვო კოდი:
ფორმის სახე: პირველადი შეცვლილი
1. რეგისტრატორის სრული დასახელება:
2. ფილიალების რაოდენობა2:
3. იურიდიული მისამართი:
4. ფაქტობრივი მისამართი:
5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის ნომერი: გაცემის თარიღი:
6. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი:
7. მარეგისტრირებელი ორგანო:
8. რეგისტრაციის თარიღი:
9. რეგისტრაციის ნომერი:
1. ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.
2. ინფორმაცია ფილიალების დასახელების, ადგილმდებარეობის და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ თან უნდა დაერთოს წარმოდგენილ ფორმას ნაწილი 1-ის მე-3 და მე-4 გრაფების და ნაწილი 2-ის მიხედვით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხსიმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული დანიშნულია ფილიალში (ფილიალებში), შესაბამისად ივსება ნაწილი 3 და ნაწილი 4 (თითოეული ფილიალისათვის ცალ-ცალკე).
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №9 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1711
ნაწილი 2
10. ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი3
თანამდებობა:
სახელი:
გვარი:
მამის სახელი:
ტელეფონი:
დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
დაბადების ადგილი:
პირადობის მოწმობის ნომერი:
პირადი ნომერი:
პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო:
3 იმ ხელმძღვანელის მონაცემები, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
ხელმძღვანელის ხელმოწერა
თარიღი:
ნაწილი 3
11. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან თანამშრომელი4
11.1 სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელი ან მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
თანამდებობა:
სახელი:
გვარი:
მამის სახელი:
ტელეფონი:
ფაქსი:
ელექტრონული ფოსტა:
დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
დაბადების ადგილი:
პირადობის მოწმობის ნომერი:
პირადი ნომერი:
პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო:
4 იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არის ერთზე მეტი პირი, ნაწილი 3 ივსება თითოეული მათგანისათვის
ნაწილი 4
12. იმ პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც ინსტრუქციით მინიჭებული აქვს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარსადგენი მასალების (მ.შ. ანგარიშგების ფორმების) ხელმოწერის უფლებამოსილება5
5 იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ თანამშრომელს, ნაწილი 4 ივსება თითოეული მათგანისათვის
ხელმძღვანელის ხელმოწერა
თარიღი:
[დანართი №3 (ამოღებულია) - 2011 წლის 1 დეკემბრიდან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.)]
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №7, 29.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.050.000.19.012.012.240 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79738-3/