„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (24)
შემდგომი ცვლილებები (7)
წინა ცვლილებები (17)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.22.027.012.352
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №252
2008 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ და ,,მ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 10 ნოემბრიდან.
ზ. ადეიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №278 - სსმ III, 27.11.2008, №168, მუხ.1722
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №281 - სსმ III, 27.11.2008, №169, მუხ.1735
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №29 - სსმ III, 30.01.2009, №11, მუხ.132
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, 31.03.2009, №40, მუხ.475
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №144 - სსმ III, 24.07.2009, №92, მუხ.969
6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანება №154 - სსმ III, 31.07.2009, №95, მუხ.1032
7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №188 - სსმ III, 28.09.2009, №117, მუხ.1357
8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №191 - სსმ III, 02.10.2009, №119, მუხ.1381
9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №198 - სსმ III, 16.10.2009, №125, მუხ.1446
10. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №19 - სსმ III, №11, 29.01.2010, მუხ.124
11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №76 - სსმ III, №35, 06.04.2010, მუხ.582
12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №171 - სსმ III, №122, 24.09.2010, მუხ.1793
13. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №240 - სსმ III, №172, 31.12.2010, მუხ.2495
14. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 04.02.2011 წ.
15. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №104 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
16. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
17. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №153 - ვებგვერდი, 06.09.2012 წ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავარი პროკურატურა (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი უმაღლესი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.
2. მთავარი პროკურატურის იურიდიული მისამართია: 0133, ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №24.
3. მთავარი პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
4. მთავარი პროკურატურას აქვს საკუთარი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და მთავარი პროკურატურის დასახელებით.
5. მთავარ პროკურატურას შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც გამოიყენება მთავარი პროკურატურის მუშაკთა სავიზიტო ბარათებზე, მთავარი პროკურატურის ბეჭდვით გამოცემებზე, სხვა დოკუმენტებს და საგნებზე.
მუხლი 2. მთავარი პროკურატურის საქმიანობის პრინციპები
მთავარი პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;
გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი დაქვემდებარება;
ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 3. მთავარი პროკურატურის საქმიანობის სფერო
მთავარი პროკურატურა კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას;
დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას;
ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ან აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს;
ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;
თ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ი) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;
კ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემას და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემას;
ლ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4. მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა
1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. მთავარ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
3. იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის უარყოფის შემთხვევაში დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის წინაშე იმავე კანდიდატურის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში წარდგენა.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. მთავარი პროკურორი ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
8. მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე. მთავარი პროკურორის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების წესი განისაზღვრება მთავარი პროკურორის ბრძანებით.
9. მთავარი პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს იუსტიციის მინისტრთან ან სასამართლოში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №278 - სსმ III, 27.11.2008, №168, მუხ.1722
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №281 - სსმ III, 27.11.2008, №169, მუხ.1735
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №144 - სსმ III, 24.07.2009, №92, მუხ.969
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №188 - სსმ III, 28.09.2009, №117, მუხ.1357
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №171 - სსმ III, №122, 24.09.2010, მუხ.1793
მუხლი 5. მთავარი პროკურატურის სტრუქტურა
1. მთავარი პროკურატურის სტრუქტურა შედგება მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით და იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის დებულებით.
2. მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) მთავარი პროკურატურის აპარატი (დეპარტამენტი);
ბ) საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;
გ) ანტიკორუფციული დეპარტამენტი;
დ) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ე) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ვ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
ზ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
თ) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტი.
ი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი.
3. მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, რომელთა შორის უფლებამოსილებას დებულების შესაბამისად ანაწილებს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №29 - სსმ III, 30.01.2009, №11, მუხ.132
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანება №154 - სსმ III, 31.07.2009, №95, მუხ.1032
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №19 - სსმ III, №11, 29.01.2010, მუხ.124
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №240 - სსმ III, №172, 31.12.2010, მუხ.2495
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №104 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
მუხლი 6. მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები
1. მთავარი პროკურატურის აპარატის ამოცანებია: მთავარი პროკურორისათვის საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება; მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვემდგომი პროკურატურების მიერ საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, განკარგულებების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; პროკურატურის სისტემაში საორგანიზაციო საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მთავარი პროკურორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პროკურატურის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მთავარ პროკურორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, საზოგადოებრივი პროექტების სხავადასხვა აქტივობების ორგანიზება და კოორდინაცია; პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა თემაზე სემინარების ორგანიზება, პროკურატურის სისტემაში სტაჟირებაზე მყოფი პირების ტრენინგი, სემინარების ორგანიზება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით; საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება; წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების ორგანიზება.
2. საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ამოცანებია: საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
3. ანტიკორუფციული დეპარტამენტ ის ამოცანებია: პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება; ანტიკორუფციული დეპარტამენტ ის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება; ანტიკორუფციული დეპარტამენტ ის მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; ანტიკორუფციული დეპარტამენტ ის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
4. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია: პროკურატურის ორგანოების მაღალკვალიფიციური კადრებით შევსების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკების პირადი საქმეების წარმოება, მათი სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტა; კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის კონტროლი; დადგენილი წესით პროკურატურის მუშაკთათვის კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება; სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა, მთავარი პროკურორის ინდივიდუალური აქტების მომზადება და რეგისტრაცია; პროკურატურის სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმის სრულყოფა; პროკურატურის ორგანოებში შრომის დისციპლინის კონტროლი; ცალკეულ შემთხვევებში შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პროკურატურის მოხელეთათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება; დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
5. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია: მთავარი პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადაციის შესახებ შუამდგომლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გაგზავნა; კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულ პირთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება; შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო და რაიონული პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.
6. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიულ დანაყოფებში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე ზედამხედველობის განხორციელება; აღნიშნული დეპარტამენტების და სამმართველოს მიერ განხორციელებული გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
7. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფებისა) გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი; წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობის და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება .
8 . ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ამოცანებია: ფინანსთა სამინისტროს ორგანოებში (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო ს აქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება და ამავე სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა სამინისტროს ორგანოების საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
9. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სასაზღვრო პოლიციაში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სასაზღვრო პოლიციიის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სასაზღვრო პოლიციის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სასაზღვრო პოლიციის (გარდა ამ დანაყოფების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, 31.03.2009, №40, მუხ.475

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №191 - სსმ III, 02.10.2009, №119, მუხ.1381
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №198 - სსმ III, 16.10.2009, №125, მუხ.1446

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №76 - სსმ III, №35, 06.04.2010, მუხ.582

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 04.02.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
მუხლი 61. დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი
იუსტიციის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მთავარი პროკურატურის მეშვეობით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №153 - ვებგვერდი, 06.09.2012 წ.
მუხლი 7. საქართველოს მთავარი პროკურატურის მუშაკთა ფორმის ტანსაცმელი
პროკურატურის მუშაკი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ატარებს დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს. ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 8. საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობანი
პროკურატურას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში.
+

მუხლი 61. დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი🔗

18. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №174 - ვებგვერდი, 21.11.2012 წ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს მთავარი პროკურატურა (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი უმაღლესი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.
2. მთავარი პროკურატურის იურიდიული მისამართია: 0133, ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №24.
3. მთავარი პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
4. მთავარი პროკურატურას აქვს საკუთარი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და მთავარი პროკურატურის დასახელებით.
5. მთავარ პროკურატურას შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც გამოიყენება მთავარი პროკურატურის მუშაკთა სავიზიტო ბარათებზე, მთავარი პროკურატურის ბეჭდვით გამოცემებზე, სხვა დოკუმენტებს და საგნებზე.
მუხლი 2. მთავარი პროკურატურის საქმიანობის პრინციპები🔗
მთავარი პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;
გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი დაქვემდებარება;
ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 3. მთავარი პროკურატურის საქმიანობის სფერო🔗
მთავარი პროკურატურა კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას;
დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას;
ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ან აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს;
ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;
თ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ი) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;
კ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემას და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემას;
კ1 ) ანაზღაურებს მის სისტემაში საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯებს;
ლ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №174 - ვებგვერდი, 21.11.2012 წ.
მუხლი 4. მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა🔗
1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. მთავარ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
3. იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის უარყოფის შემთხვევაში დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის წინაშე იმავე კანდიდატურის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში წარდგენა.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. მთავარი პროკურორი ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
8. მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე. მთავარი პროკურორის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების წესი განისაზღვრება მთავარი პროკურორის ბრძანებით.
9. მთავარი პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს იუსტიციის მინისტრთან ან სასამართლოში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №278 - სსმ III, 27.11.2008, №168, მუხ.1722
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №281 - სსმ III, 27.11.2008, №169, მუხ.1735
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №144 - სსმ III, 24.07.2009, №92, მუხ.969
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №188 - სსმ III, 28.09.2009, №117, მუხ.1357
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №171 - სსმ III, №122, 24.09.2010, მუხ.1793
მუხლი 5. მთავარი პროკურატურის სტრუქტურა🔗
1. მთავარი პროკურატურის სტრუქტურა შედგება მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით და იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის დებულებით.
2. მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) მთავარი პროკურატურის აპარატი (დეპარტამენტი);
ბ) საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;
გ) ანტიკორუფციული დეპარტამენტი;
დ) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ე) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ვ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
ზ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
თ) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტი.
ი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი.
3. მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, რომელთა შორის უფლებამოსილებას დებულების შესაბამისად ანაწილებს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №29 - სსმ III, 30.01.2009, №11, მუხ.132
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანება №154 - სსმ III, 31.07.2009, №95, მუხ.1032
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №19 - სსმ III, №11, 29.01.2010, მუხ.124
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №240 - სსმ III, №172, 31.12.2010, მუხ.2495
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №104 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
მუხლი 6. მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები🔗
1. მთავარი პროკურატურის აპარატის ამოცანებია: მთავარი პროკურორისათვის საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება; მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვემდგომი პროკურატურების მიერ საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, განკარგულებების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; პროკურატურის სისტემაში საორგანიზაციო საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მთავარი პროკურორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პროკურატურის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მთავარ პროკურორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, საზოგადოებრივი პროექტების სხავადასხვა აქტივობების ორგანიზება და კოორდინაცია; პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა თემაზე სემინარების ორგანიზება, პროკურატურის სისტემაში სტაჟირებაზე მყოფი პირების ტრენინგი, სემინარების ორგანიზება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით; საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება; წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების ორგანიზება.
2. საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ამოცანებია: საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
3. ანტიკორუფციული დეპარტამენტ ის ამოცანებია: პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება; ანტიკორუფციული დეპარტამენტ ის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება; ანტიკორუფციული დეპარტამენტ ის მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; ანტიკორუფციული დეპარტამენტ ის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
4. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია: პროკურატურის ორგანოების მაღალკვალიფიციური კადრებით შევსების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკების პირადი საქმეების წარმოება, მათი სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტა; კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის კონტროლი; დადგენილი წესით პროკურატურის მუშაკთათვის კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება; სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა, მთავარი პროკურორის ინდივიდუალური აქტების მომზადება და რეგისტრაცია; პროკურატურის სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმის სრულყოფა; პროკურატურის ორგანოებში შრომის დისციპლინის კონტროლი; ცალკეულ შემთხვევებში შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პროკურატურის მოხელეთათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება; დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
5. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია: მთავარი პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადაციის შესახებ შუამდგომლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გაგზავნა; კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულ პირთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება; შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო და რაიონული პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.
6. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიულ დანაყოფებში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე ზედამხედველობის განხორციელება; აღნიშნული დეპარტამენტების და სამმართველოს მიერ განხორციელებული გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
7. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფებისა) გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი; წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობის და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება .
8 . ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ამოცანებია: ფინანსთა სამინისტროს ორგანოებში (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო ს აქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება და ამავე სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა სამინისტროს ორგანოების საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
9. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სასაზღვრო პოლიციაში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სასაზღვრო პოლიციიის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სასაზღვრო პოლიციის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სასაზღვრო პოლიციის (გარდა ამ დანაყოფების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №278 - სსმ III, 27.11.2008, №168, მუხ.1722
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №29 - სსმ III, 30.01.2009, №11, მუხ.132
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, 31.03.2009, №40, მუხ.475
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანება №154 - სსმ III, 31.07.2009, №95, მუხ.1032
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №191 - სსმ III, 02.10.2009, №119, მუხ.1381
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №198 - სსმ III, 16.10.2009, №125, მუხ.1446
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №19 - სსმ III, №11, 29.01.2010, მუხ.124
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №76 - სსმ III, №35, 06.04.2010, მუხ.582
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №240 - სსმ III, №172, 31.12.2010, მუხ.2495
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 04.02.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №104 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
მუხლი 61. დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი🔗
იუსტიციის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მთავარი პროკურატურის მეშვეობით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №153 - ვებგვერდი, 06.09.2012 წ.
მუხლი 7. საქართველოს მთავარი პროკურატურის მუშაკთა ფორმის ტანსაცმელი🔗
პროკურატურის მუშაკი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ატარებს დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს. ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 8. საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობანი🔗
პროკურატურას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №252, 07.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.22.027.012.352 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80284-17/