,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.11.2008 ბოლო ცვლილება 27.06.2012
ნომერი
№729
სარეგისტრაციო კოდი
360.050.000.22.023.012.369
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 164, 18/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.012.369   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №729

2008 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 1);

ბ) „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 2);

გ) „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 3);

დ) „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 4);

ე) „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 5);

ვ) „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 6);

ზ) „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“(დანართი 7);

თ) ,,ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი №8);

ი) ,,მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 9);

კ) ,,ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი №10);

ლ) ,,ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი №11).

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 19 მაისის ბრძანება №17 - სსმ III, №63, 22.05.2009  წ., მუხ.708

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    გ. ხაჩიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ.366

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 19 მაისის ბრძანება №17 - სსმ III, №63, 22.05.2009  წ., მუხ.708

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №30 - სსმ III, №108, 02.09.2009  წ., მუხ.1243

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

დანართი 1

ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ალგეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ალგეთის ეროვნული პარკის დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

    მუხლი 2. ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს ალგეთის ეროვნული პარკის ფარგლებში 6822 ჰექტარ ფართობზე ეროვნულ პარკში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

    მუხლი 3. ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, პარკის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

    მუხლი 4. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

1. ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდ. ალგეთის ხეობაში.

2. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 6822 ჰა.

    მუხლი 5. ალგეთის ეროვნული პარკის ზონირება

გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ვიზიტორთა ზონა;

გ) ტრადიციული გამოყენების ზონა.

    მუხლი 6. ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები

1. ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 1084,1 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს №№1, 2, 3, 4, 7, 8, 9, 15, 17, 18, 22 კვარტალებსა და 32-ე კვარტალის უბნებს 1-დან 15-ის ჩათვლით.

2. ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება.

    მუხლი 7. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები

1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 2733.1 ჰა-ს და მოიცავს №№5, 6, 10, 11, 12, 13, 14, 16, 19, 20, 21, 23, 24, 25, 26, 28,37,52, 55, 56, 57, 58 კვარტალებს, №59 კვარტალის 1-დან 14-ის სატაქსაციო უბნებს.

2. ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა;

გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი, ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა, მონიტორინგი და ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ლ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

მ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;

ნ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ო) გადაადგილება ფეხით და ცხენით, განსაკუთრებულ შემთხვევებში გზებზე მანქანით მოძრაობა;

პ) ბილიკების მოწყობა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლა;

ჟ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 20-მეტრიან ზოლში ჯგუფურად გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა;

რ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყის ალგეთის ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის სპეციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში დაკმაყოფილება;

ს) საქონლის სატრანზიტო გადარეკვა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვება.    

    მუხლი 8. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა

1. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 3003,9 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს №№27, 29, 30, 31; №32 კვარტალის უბნებს 16-დან 22-ის ჩათვლით; №№ 33, 34, 35, 36, 38-დან 51-ის ჩათვლით, №№53 და 54 კვარტალებს შესაბამისი უბნებით.

2. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

პ) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

    მუხლი 9. დროებითი რეგულირების წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა

 დროებითი რეგულირების წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი 2

აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს აჯამეთის აღკვეთილში დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

    მუხლი 2. აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს აჯამეთის აღკვეთილის არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

    მუხლი 3. აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) აჯამეთის აღკვეთილის ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;

გ) აჯამეთის აღკვეთილში განსაკუთრებით – იმერეთის მუხისა და ძელქვის სახეობის მერქნიანი მცენარეების კორომების დაცვა, მოვლა და აღდგენა.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს აჯამეთის აღკვეთილის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) აჯამეთის აღკვეთილის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ე) აჯამეთის აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული იმერეთის მუხისა და ძელქვის სახეობის მერქნიანი მცენარეების კორომების დაცვა, მოვლა და აღდგენის უზრუნველყოფა.

    მუხლი 4. აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

1. აჯამეთის აღკვეთილი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

2. აჯამეთის აღკვეთილი მოიცავს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 5117 ჰა.

3. აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორია იყოფა 3 ტერიტორიალურ ერთეულად – სატყეოდ: აჯამეთის 2541 ჰა, ობჩის 1470 ჰა და ვარციხის 1106 ჰა.

    მუხლი 5. აჯამეთის აღკვეთილის ზონები, მათი ფართობები და საზღვრები

1. აჯამეთის აღკვეთილი იყოფა ორ ზონად:

ა) სანაკრძალე რეჟიმის ზონა;

ბ) მართვადი დაცვის ზონა.

2. აჯამეთის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესებისა ბუნებრივი გარემოს ხელუხლებელ მდგომარეობაში დაცვის, შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის.

3. აჯამეთის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 710 ჰას და მდებარეობს შემდეგ გეოგრაფიულ კოოდინატებში:

ა) ვარციხის სატყეო უბანი:

 

№

X

Y

№

X

Y

1

315004

4664265

10

314124

4664300

2

315057

4664109

11

314022

4664469

3

314990

4663973

12

313980

4664655

4

315056

4663790

13

314138

4664762

5

314887

4663714

14

314336

4664781

6

314718

4663810

15

314503

4664672

7

314539

4663894

16

314659

4664547

8

314364

4663991

17

314820

4664428

9

314230

4664130

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბ) აჯამეთის სატყეო უბანი:

 

№

X

Y

№

X

Y

1

316114

4669715

19

316886

4667540

2

316311

4669746

20

316733

4667663

3

316504

4669739

21

316554

4667706

4

316680

4669718

22

316395

4667828

5

316833

4669596

23

316231

4667941

6

316981

4669464

24

316067

4668055

7

317102

4669307

25

315904

4668171

8

317137

4669114

26

315736

4668280

9

317246

4668946

27

315572

4668393

10

317379

4668800

28

315413

4668513

11

317440

4668617

29

315247

4668623

12

317411

4668443

30

315193

4668752

13

317430

4668280

31

315334

4668894

14

317478

4668094

32

315475

4669035

15

317430

4667904

33

315611

4669181

16

317307

4667751

34

315751

4669324

17

317166

4667609

35

315888

4669470

18

317012

4667485

36

316025

4669614

 

გ) აჯამეთისა და ობჩის სატყეო უბანი:

 

№

X

Y

უბნ. დას.

№

X

Y

უბნ. დას.

1

320559

4666498

აჯამეთის უბ.

22

322998

4666465

ობჩის უბ.

2

320670

4666662

აჯამეთის უბ.

23

322917

4666325

ობჩის უბ.

3

320771

4666834

აჯამეთის უბ.

24

322718

4666308

ობჩის უბ.

4

320856

4667014

აჯამეთის უბ.

25

322519

4666303

ობჩის უბ.

5

320951

4667190

აჯამეთის უბ.

26

322319

4666314

ობჩის უბ.

6

321045

4667365

აჯამეთის უბ.

27

322206

4666226

ობჩის უბ.

7

321092

4667559

აჯამეთის უბ.

28

322183

4666028

ობჩის უბ.

8

321274

4667580

ობჩის უბ.

29

322175

4665829

ობჩის უბ.

9

321471

4667587

ობჩის უბ.

30

322171

4665630

ობჩის უბ.

10

321671

4667587

ობჩის უბ.

31

322165

4665430

ობჩის უბ.

11

321870

4667581

ობჩის უბ.

32

322124

4665252

ობჩის უბ.

12

322070

4667578

ობჩის უბ.

33

321935

4665303

ობჩის უბ.

13

322270

4667575

ობჩის უბ.

34

321767

4665400

ობჩის უბ.

14

322469

4667560

ობჩის უბ.

35

321650

4665560

ობჩის უბ.

15

322669

4667556

ობჩის უბ.

36

321502

4665694

ობჩის უბ.

16

322868

4667546

ობჩის უბ.

37

321356

4665828

ობჩის უბ.

17

322996

4667463

ობჩის უბ.

38

321181

4665925

ობჩის უბ.

18

323007

4667264

ობჩის უბ.

39

321029

4666055

ობჩის უბ.

19

323000

4667064

ობჩის უბ.

40

320883

4666191

ობჩის უბ.

20

323000

4666864

ობჩის უბ.

41

320732

4666321

ობჩის უბ.

21

323000

4666664

ობჩის უბ.

42

320585

4666456

ობჩის უბ.

 

4. აჯამეთის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობათა დაცვისა და შენარჩუნებისათვის, ადამიანის მხრიდან სპეციალური, მოვლითი და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის.

5. აჯამეთის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა შეადგენს 4407 ჰექტარ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

    მუხლი 6. აჯამეთის აღკვეთილის სანაკრძალე ზონაში დაშვებული საქმიანობები

1. აჯამეთის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

დ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ე) სამეცნიერო და საგანმათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;

ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა, როგორიც არის სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა;

ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო/სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო-, მოტოტრანსპორტით გადაადგილება.

თ) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ი) გადაადგილების დროს საპატრულო ცხენების ძოვება;

კ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება.

    მუხლი 7. აჯამეთის აღკვეთილის მართვადი დაცვის დაშვებული საქმიანობა

1. მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით, ვოლიერების მოწყობა;

ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტერიტორიაზე ავტომოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

პ) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ჟ) აჯამეთის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სანიტარიული და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ლიმიტირებული ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. თიბვა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

2. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს აჯამეთის აღკვეთილის მთავარი მიზნის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი ხეები.

    მუხლი 8. დროებითი რეგულირების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

დროებითი რეგულირების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი 3

გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს გარდაბნის აღკვეთილის დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

    მუხლი 2. გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს გარდაბნის აღკვეთილის არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

    მუხლი 3. გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) გარდაბნის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;

გ) გარდაბნის აღკვეთილში განსაკუთრებით  საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა და ჭალის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს გარდაბნის აღკვეთილის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) გარდაბნის აღკვეთილის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ე) უზრუნველყოს გარდაბნის აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული ჭალის ტყის ეკოსისტემის დაცვა, მოვლა და აღდგენა.

    მუხლი 4. გარდაბნის აღკვეთილის პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

1. გარდაბნის აღკვეთილი მდებარეობს გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდ. მტკვრის ხეობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვართან.

2. გარდაბნის აღკვეთილის მოიცავს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 3 484 ჰა.

3. გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია იყოფა 3 ტერიტორიულ ერთეულად – სატეოდ: გარდაბნის 2180 ჰა, კაპანახჩის 999 ჰა, მაგარი ყურის 305 ჰა.

    მუხლი 5. გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება

1. გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია ეფუძნება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დაცული ტერიტორიების ზონირებას, რომლის შესაბამისად, დაცული ტერიტორიის თითოეული კატეგორიის კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში შეიძლება მოეწყოს (გამოიყოს) ამავე კანონით განსაზღვრული ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონა/ზონები.

2. გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) სანაკრძალე რეჟიმის ზონა;

ბ) მართვადი დაცვის ზონა.

    მუხლი 6. გარდაბნის აღკვეთილის სანაკრძალ ე რეჟიმის ზონა , მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობები

1. გარდაბნის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესებისა და ბუნებრივი გარემოს ხელუხლებელ მდგომარეობაში დაცვის, შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის.

2. გარდაბნის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 306 ჰა ტერიტორიას და მოიცავს გარდაბნის სატყეოს №8 კვარტალს.

3. გარდაბნის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

დ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ე) სამეცნიერო და საგანმათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;

ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა, როგორიც არის სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა;.

ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო/სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო-, მოტოტრანსპორტით გადაადგილება;

თ) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ი) გადაადგილების დროს საპატრულო ცხენების ძოვება;

კ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება.

    მუხლი 7. გარდაბნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა , მისი ფართობი , საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობა

1. გარდაბნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობათა დაცვის და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლისა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის.

2. გარდაბნის აღკვეთილში მართვადი დაცვის ზონა შეადგენს 3178 ჰექტარ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ რეგულირების წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით.

3. მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

პ) გზების მოვლა, ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ჟ) გარდაბნის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სანიტარიული და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებური მოედნების მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ძირს, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

4. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს აჯამეთის აღკვეთილის მთავარი მიზნის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელის შემწყობი პირობები. სანიტარიული ან\და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.

    მუხლი 8. ცხოველთა სამყაროს დაცვა გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე

1. გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს დაცვა ხორციელდება განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცხოველთა სამყაროს დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე.

2. გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიის სანაკრძალე ზონაში აკრძალულია ნადირობა და აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა.

3. გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიის ბუნების მართვადი დაცვის ზონაში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების სახეობათა გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნა ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა ხორციელდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ და საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

4. მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.

    მუხლი 9. დროებითი რეგულირების წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა

დროებითი რეგულირების წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი 4

 

კინტრიშის დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს კინტრიშის დაცული ტერიტორიების დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

    მუხლი 2. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს კინტრიშის დაცული ტერიტორიების არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

    მუხლი 3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;

გ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების, განსაკუთრებით – კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი გარემოსთან ურთიერთშეხამებული ბუნებრივ-კულტურული ლანშაფტების დაცვა და აღდგენა.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს კინტრიშის დაცული ტერტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ე) უზრუნველყოს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნით განსაზღვრული კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი გარემოსთან ურთიერთშეხამებული ბუნებრივ-კულტურული ლანშაფტების დაცვა, მოვლა და აღდგენა.

    მუხლი 4. კინტრიშის დაცული ტერიტორიების  მდებარეობა და საერთო ფართობი

1. კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ.კინტრიშის ხეობის ზემო წელში.

2. კინტრიშის დაცული ტერიტორიები მოიცავს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 13893 ჰა.

3. კინტრიშის დაცული ტერიტორიები მოიცავს: კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს საერთო ფართობით 10703 ჰა-ს და კინტრიშის დაცულ ლანდშაფტს, რომლის საერთო ფართობია 3190 ჰა.

    მუხლი 5. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის მდებარეობა და დაშვებული საქმიანობა

1. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს „კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1994-2004 წლების პროექტით განსაზღვრულ ტერიტორიას, გარდა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიებისა.

2. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება.

    მუხლი 6. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა, დაშვებული და აკრძალული საქმიანობა

1. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით.

2. კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემების და ამ ეკოსისტემების ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

პ) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ჟ) ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარება ტყით დაუფარავ ფართობებში;

რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის ფარგლებში თევზაობა;

ს) კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე სეზონურად მცხოვრები მოსახლეობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა ადგილობრივი ჯიშის ხილის სანამყენეებით, სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვა, ხვნათესვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკებისა და ტრადიციული საფუტკრე სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

3. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მთავარი მიზნით განსაზღვრული კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი, გარემოსთან ურთიერთშეხამებული, ბუნებრივ-კულტურული ლანშაფტების დაცვის, მოვლისა და აღდგენის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელის შემწყობი პირობები. სანიტარიული ან\და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი ხეები.

    მუხლი 7. დროებითი რეგულირების წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა

დროებითი რეგულირების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი 5

თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს თბილისის ეროვნულ პარკში დაშვებული და აკრძალული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებების სახელმძღვანელო დოკუმენტს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

    მუხლი 2. თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს თბილისის ეროვნული პარკის ფარგლებში 24327,8 ჰექტარ ფართობზე ეროვნულ პარკში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

    მუხლი 3. თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) თბილისის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, პარკის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

    მუხლი 4. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

1. თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობს მცხეთის, გარდაბნის, თიანეთის მუნიციპალიტეტებისა და ქ. თბილისის ტერიტორიებზე არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე.

2. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 24327,8 ჰა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

    მუხლი 5. თბილისის ეროვნული პარკის ზონირება

გარემოს დაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ვიზიტორთა ზონა;

გ) ტრადიციული გამოყენების ზონა;

დ) ადმინისტრაციული ზონა;

ე) ისტორიულ-კულტურული ზონა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

    მუხლი 6. თბილისის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები

1. თბილისის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 6845 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის №1-43 კვარტლებს, თბილისის ეროვნული პარკის გლდანის სატყეოს №1 კვარტალს; მარტყოფის სატყეოს №№8,9,10,21 კვარტლებსა და მე-19 და მე-20 კვარტლების ნაწილს. ცხვარიჭამიის სატყეოს №36,38,37,16,17 და 18-ის და 19-ის ნაწილს; და ღულელების სატყეოს №51, 53 და 54 კვარტალებს.

2. თბილისის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

დ) სამეცნიერო და საგანმანთლებლო მიზნით ვიზიტორთა შეზღუდული გადაადგილება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

    მუხლი 7. თბილისის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები

1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 3639.3 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს საგურამოს ქედის პარალერულად ცხვარიჭამიის სატყეოს №1, 2-დან მე-16 კვარტალამდე 500 მეტრის სიგანის ზოლს. საგურამო-იალნოს ქედის პარალელურად ორივე ფერდის გასწვრივ 500-500 მეტრის სიგანის ზოლს, რომელიც მოიცავს ცხვარიჭამიის სატყეოს 22, 23 და 25–34 კვარტალებს, გლდანის სატყეოს №8–10 კვარტალებს და მარტყოფის სატყეოს 1–7 კვარტალებს. ღულელების სატყეოს №19,20,23–26,28,33,47,48,49,50,52 კვარტალებს და ღულელების სატყეოში შემავალი საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული №11,12,13,15,19 კვარტალების გასწვრივ 500-მეტრიან ზოლს. გლდანის სატყეოს №2, 3 კვარტალებსა და №4, 5 კვარტალების მოსაზღვრე საგურამოს ქედის გასწვრივ 500 მეტრის სიგანის ზოლი. გალავნის სატყეოს №28 კვარტალის 16,17,18 ლიტერებს, კვარტალი 30, 31-ის ჩრდილოეთით მდებარე საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე 500 მეტრის სიგანის ზოლს და გალავნის სატყეოს №33 კვარტალში გლდანის სატყეოს №3 და 4 კვარტალების მოსაზღვრედ 500 მეტრის სიგანის ზოლს. თბილისის ზღვის სატყეოს №4, 5 და მე-6 კვარტალებს (გარდა მე-6 კვარტალის მე-6, მე-7 მე-8 ნაწილის, მე-11, მე-12, მე-15, მე-16, მე-17 და მე-20 ლიტერებისა). თბილისის დენდროლოგიური პარკის 1–7 კვარტალებს.

2. თბილისის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა;

გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი, ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა, მონიტორინგი და ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ლ) ძუძუმწოვრებისა და ფრინველების დაცვისა და მონიტორინგის მიზნით ბიოტექნიკური ღონისძიებების განხორციელება;

მ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;

ნ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ო) გადაადგილება ფეხით და ცხენით, განსაკუთრებულ შემთხვევებში გზებზე მანქანით მოძრაობა;

პ) ბილიკების მოწყობა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლა;

ჟ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 50-მეტრიან ზოლში გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა;

რ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყით თბილისის ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის სპეციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში დაკმაყოფილება;

ს) საქონლის სატრანზიტო გადარეკვა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვება;

ტ) სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებით საცეცხლე ადგილებში კოცონის დანთება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №30 - სსმ III, №108, 02.09.2009  წ., მუხ.1243

    მუხლი 8. თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა

1. თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 12211.5 ჰა ტერიტორიას. ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს ღულელების სატყეოს №9,10,14, 16,17,18,21,22,27,29–32, №34–46 კვარტალებსა და №11,12,13,15 კვარტალების ნაწილს, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. ბოჭორმის სატყეოს №19–21 კვარტალებს. გომბორის სატყეოს №1 კვარტალს. დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ,,წიწამურის“ სასელექციო საცდელ უბანს. გალავნის სატყეოს №30 და №31 კვარტალების თბილისის ეროვნული პარკის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების ნაწილს, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში და №32 კვარტალის 1–4 და 6 ლიტერები და №33 კვარტალის ის ნაწილი, რომელიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. ავჭალის სატყეოს №1–5 კვარტალებსა და 6 კვარტალის №1–43 ლიტერებს. მარტყოფის სატყეოს №1–7 კვარტალების ის ნაწილი, რომელიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში და №19 და 20 კვარტალების ის ნაწილი, რომლებიც არ შედის მკაცრი დაცვის ზონაში. ტრადიციული გამოყენების ზონაში მარტყოფის სატყეოდან შედის №11,12,14,16–18,22,23,27–29 კვარტალები, №32 კვარტალის 1–33 ლიტერები, №34,35 კვარტალები, №36 კვარტალის 1-2, 4–6, 9–10 ლიტერები, №37 კვარტალის 2–9, 16-17, 22–27 ლიტერები და №38 კვარტალის 1–6, 10–15 და 23–27 ლიტერები. გლდანის სატყეოს №4,5,8,9,10 კვარტალების ნაწილი, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. №6,7,11–19, 21–23, 25–30, 32,33, კვარტალები, №34 კვარტალის 1–13 ლიტერი, №39 კვარტალის 1–11 ლიტერი და №40 კვარტალი. ცხვარიჭამიის სატყეოს №4–15 კვარტალების და №22,23,25–34 კვარტალების ის ნაწილი, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში და კვარტალი №18, 19-ის ნაწილი, რომლებიც არ შედის მკაცრი დაცვის ზონაში. №20, 21, 24 და 35 კვარტალები, აგრეთვე თბილისის ზღვის სატყეოს №1, 2, 3 კვარტალებს და №6 კვარტალის მე-6, მე-7 მე-8 ნაწილს, მე-11, მე-12, მე-15, მე-16, მე-17 და მე-20 ლიტერებს.

2. თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

პ) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება და დაშვებული სხვა საქმიანობა. სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრის შედეგად ტყიდან გამოზიდული მერქნის ყოველწლიური რაოდენობა თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონიდან არ უნდა აღემატებოდეს 4000 მ​3 საშეშე მერქანს.

3. ტურისტული ბილიკებისა და გზების გასწვრივ სპეციალურად დაგეგმილ მარშრუტებზე და ტურისტული იმფრასტრუქტურის გარშემო 50 მეტრის სიგანეზე დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა, ზეხმელი ხეების და ისეთი ხეების მოჭრა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ვიზიტორებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო 50 მეტრის სიგანეზე (რადიუსით) დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და ზეხმელი ხეების მოჭრა, აგრეთვე დაშვებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით ხეების მოჭრა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №30 - სსმ III, №108, 02.09.2009  წ., მუხ.1243

    მუხლი 9. თბილისის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონის ფართობი და საზღვრები, დაშვებული საქმიანობა და რესურსებით სარგებლობა

1. თბილისის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონის ფართობია 1561 ჰა, რომელიც მოიცავს მცხეთის სატყეოს №16 კვარტალის №№1-22 ლიტერებს და მარტყოფის სატყეოს №13,15,24-25,2630,31,33 კვარტალებს. ცხვარიჭამიის სატყეოს №№2,3 კვარტალების ნაწილს, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. გლდანის სატყეოს № 20,24,31 კვარტალებს.

2. თბილისის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურულ ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა;

გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი, ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა, მონიტორინგი და ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;

ლ) დაცვის, რეკრეაციისა და ეკოტურიზმისათვის ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

მ) გადაადგილება ფეხით და ცხენით, განსაკუთრებულ შემთხვევებში გზებზე მანქანით მოძრაობა;

ნ) ბილიკების მოწყობა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლა;

ო) საქონლის სატრანზიტო გადარეკვა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვება;

პ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა, დაცვა, აღდგენა, რესტავრაცია და რეკონსტრუქცია;

ჟ) საქართველოს საპატრიაქოსთვის გამოყოფილ მიჩენილ უბნებზე რელიგიური და სარიტუალო საქმიანობისა და ღონისძიებების ხელშეწყობა;

რ) მატერიალური და არამატერიალური ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დაცვა და მათი მნიშვნელობის პოპულარიზაცია;

ს) ხანძარებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 50-მეტრიან ზოლში გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა;

ტ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყით თბილისის ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის სპეციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში დაკმაყოფილება;

უ) ზეხმელი ხეების და ისეთი ხეების მოჭრა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ვიზიტორებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო 50 მეტრის სიგანეზე (რადიუსით) დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და ზეხმელი ხეების მოჭრა, აგრეთვე დაშვებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით ხეების მოჭრა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

    მუხლი 10. თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული ზონის ფართობი, საზღვრები, ადგილმდებარეობა

1. თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული ზონის ფართობი შეადგენს 71 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს მამკოდის სატყეოს.

2. ადმინისტრაციულ ზონაში წარმოდგენილია თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა (საჯინიბო, ავტოფარეხი, სასაწყობო მეურნეობა, ადმინისტრაციული შენობა, სასტუმრო, ვიზიტორთა და საინფორმაციო ცენტრი და სხვა) და ადმინისტრაციული ეზო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

 დანართი 6

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული და აკრძალული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებების დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

    მუხლი 2. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

    მუხლი 3. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;

გ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების, განსაკუთრებით – კოლხური ტყის ეკოსისტემისა და გეოლოგიური, სპელეოლოგიური და პალეონტოლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლების შენარჩუნება და დაცვა.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად იმერეთის მღვიმეების ტერიტორიის იშვიათი გეოლოგიური, სპელეოლოგიური და პალეონტოლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლების და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორიების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, კარსტული მღვიმეების, მათი ჰიდროლოგიური რეჟიმის და მიკროკლიმატის შენარჩუნება და განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

    მუხლი 4. იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

1. იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები მდებარეობს იმერეთის რეგიონის წყალტუბოს, თერჯოლის, ხონის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

2. იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები მოიცავს „იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფართობს, საზღვრებსა და შემდეგი დასახელების კატეგორიის დაცულ ტერიტორიებს;

ა) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს;

ბ) ყუმისთავის მღვიმის ბუნების ძეგლს;

გ) თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლს;

დ) ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ე) ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლს;

ვ) ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ზ) ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლს;

თ) იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ი) საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლს;

კ) წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლს;

ლ) ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლს;

მ) ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

    მუხლი 5. იმერეთის მღვიმეეების დაცული ტერიტორიების მდებარეობა, დაშვებული საქმიანობა

1. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მდებარეობა განსაზღვრულია „იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში.

2. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) მონიტორინგის სამუშაოების განხორცელება;

დ) სამეცნიერო და საგანმათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;

ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ვ) საკადასატრო სამუშაოების განხორციელება;

ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

თ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.

3. იმერეთის მღვიმეების ბუნების ძეგლებში (სათაფლიის ნაკრძალში არსებული მღვიმეები, ყუმისთავის მღვიმის ბუნების ძეგლი, თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი, ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი, ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი, ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი, ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი, იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი, საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლი) დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) მონიტორინგის სამუშაოების განხორციელება;

ბ) ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

დ) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობა;

ე) სამეცნიერო და საგანმათლებლო მიზნით, ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;

ვ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებები;

ზ) ბილიკების მოწყობა და არსებული ბილიკების მოვლა;

თ) კეთილმოწყობილ მღვიმეში ვიზიტორთა ფეხით გადაადგილება გამყოლის (გიდი, ადმინისტრაციის თანამშრომელი) თანხლებით;

ი) დაცვისა და ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და კეთილმოწყობა;

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ბუნების ძეგლებში აკრძალულია:

ა) ასაფეთქებელი სამუშაოები;

ბ) სტალაქტიდების,სტალგმიტების ან სხვა სახის მღვიმური წარმონაქმნის დაზიანება ან გარეთ გამოტანა;

გ) მღვიმეების დანაგვიანება;

დ) მღვიმეების კედლებზე წარწერების გაკეთება;

ე) მღვიმის დათვალიერება არაფხიზელ მდგომარეობაში;

ვ) მღვიმის წარმონაქმნების ხელის ხლება;

ზ) მოუწყობელი მღვიმეების ინდივიდუალური დათვალიერება;

თ) მღვიმეში ბანაკის მოწყობა;

ი) მღვიმეში ცეცხლის დანთება და სიგარეტის მოწევა;

კ) ღამურების (ხელფრთიანების) თავშეყრისა და კონცენტრაციის ადგილებში ბილიკების გაყვანა, განათების მოწყობა და ხმაური.

5. წყალწითელას ხეობის, ოკაცეს კანიონის და ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლებში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

დ) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობა;

ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;

ვ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებები;

ზ) ბილიკების მოწყობა და არსებული ბილიკების მოვლა;

თ) კეთილმოწყობილ ბილიკებზე ვიზიტორთა ფეხითა და ცხენით გადაადგილება, რთულ მონაკვეთებში გამყოლის (გიდი, ექსკურსიამძღოლი, ადმინისტრაციის თანამშრომელი) თანხლებით გადაადგილება;

ი) დაცვისა და ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და კეთილმოწყობა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ბუნების ძეგლებში აკრძალულია:

ა) ბუნების ძეგლების ტერიტორიის დანაგვიანება;

ბ) კეთილმოუწყობელ, ციცაბო და რთული რელიეფის მქონე ადგილებში ინდივიდუალური გადაადგილება;

გ) არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილება;

დ) ცეცხლის დანთება;

ე) ისეთი საქმიანობა, რაც ზიანს მიაყენებს ბუნების ძეგლებსა და დაამახინჯებს მათ ვიზუალურ სახეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 9 წლის 9 მარტის ბრძანება №9 - სსმ III, №30, 16.03.2009  წ., მუხ. 366

დანართი 7

ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 19 მაისის ბრძანება №17 - სსმ III, №63, 22.05.2009  წ., მუხ.708

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ჭაჭუნის აღკვეთილში დაშვებული და აკრძალული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 19 მაისის ბრძანება №17 - სსმ III, №63, 22.05.2009  წ., მუხ.708

    მუხლი 2. ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ჭაჭუნის აღკვეთილის არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 19 მაისის ბრძანება №17 - სსმ III, №63, 22.05.2009  წ., მუხ.708

    მუხლი 3. ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ჭაჭუნის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა;

გ) ჭაჭუნის აღკვეთილში საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა და ჭალის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვას და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს ჭაჭუნის აღკვეთილის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) ჭაჭუნის აღკვეთილის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა;

ე) განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ვ) უზრუნველყოს ჭაჭუნის აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული ჭალის ტყის ეკოსისტემის დაცვა, მოვლა და აღდგენა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 19 მაისის ბრძანება №17 - სსმ III, №63, 22.05.2009  წ., მუხ.708

    მუხლი 4. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

1. ჭაჭუნის აღკვეთილი მდებარეობს დედოფლისწყაროს მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდ. იორის გასწვრივ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვართან.

2. ჭაჭუნის აღკვეთილი მოიცავს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 5200 ჰა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 19 მაისის ბრძანება №17 - სსმ III, №63, 22.05.2009  წ., მუხ.708

    მუხლი 5. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება

1. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია ეფუძნება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დაცული ტერიტორიების ზონირებას, რომლის შესაბამისად დაცული ტერიტორიის თითოეული კატეგორიის კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში შეიძლება მოეწყოს ამავე კანონით განსაზღვრული ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები.

2. გარემოს დაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) სანაკრძალე რეჟიმის ზონა;

ბ) მართვადი დაცვის ზონა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 19 მაისის ბრძანება №17 - სსმ III, №63, 22.05.2009  წ., მუხ.708

    მუხლი 6. ჭაჭუნის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები

1. ჭაჭუნის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესებისა ბუნებრივი გარემოს ხელუხლებელ მდგომარეობაში დაცვის, შენარჩუნების და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის.

2. ჭაჭუნის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 1508 ჰა-ს და მოიცავს ჭაჭუნის აღკვეთილის №№6, 11, 12, 13, 14, 15 კვარტალებს.

3. ჭაჭუნის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

დ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;

ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა, როგორიც არის სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისაგან დაცვის მიზნით ჩახერგილობისაგან გაწმენდა;

ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო-სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო-, მოტოტრანსპორტით გადაადგილება;

თ) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ი) გადადგილების დროს საპატრულო ცხენების ძოვება;

კ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 19 მაისის ბრძანება №17 - სსმ III, №63, 22.05.2009  წ., მუხ.708

    მუხლი 7. ჭაჭუნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობა

1. ჭაჭუნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქ. წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობათა დაცვის და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლისა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის.

2. ჭაჭუნის აღკვეთილში მართვადი დაცვის ზონა შეადგენს 3692 ჰა ტერიტორიას და მოიცავს №№1, 2, 3, 4, 5, 7, 8, 9, 10, 16 კვარტალებს.

3. მართვად დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევები;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენისათვის ვოლიერების მოწყობა;

ი) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ლ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება.

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

პ) გზების და ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ჟ) აღკვეთილის მიმდებარე ფერმებიდან შინაურ ცხოველთა ჩასვლა იორზე დასარწყულებლად სპეციალურად გამოყოფილი ბილიკებით;

რ) აღკვეთილის ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებურების მოწყობა;

ს) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, ზეხმელი, ხმობადი და მოთხრილ-მოტეხილი ხეების მერქნით სარგებლობა, თიბვა (ტყით დაუფარავ ფართობში), საფუტკრეების მოწყობა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ფარდგლებში დაშვებული სხვა საქმიანობა;

ტ) სამონადირეო მეურნეობისათვის გამოყოფილ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის ფარგლებში დაიშვება ნადირობა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 19 მაისის ბრძანება №17 - სსმ III, №63, 22.05.2009  წ., მუხ.708

დანართი №8

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

,,ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზრვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში და ლაგოდეხის აღკვეთილში დაშვებული და აკრძალული საქმიანობის განსაზღვრულ და სამენეჯმენტო ქმედებების სახელმძღვანელო დოკუმენტს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 2. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფარგლებში 24258 ჰა ფართობზე ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის კატეგორიებში განსაზღვრული რეჟიმით ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოვლის, აღდგენის, მდგრადი გამოყენების საკითხებსა და დაშვებულ საქმიანობებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 3. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქცონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოვლისა და აღდგენის, ამ რესურსების მდგრადი გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის განსაზღვრული რეჟიმის ფარგლებში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა და მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პრობების შექმნა;

ე) უზრუნველყოს დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი, რელიქტური და ენდემური სახეობების დაცვა, აღდგენა და შესწავლა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 4. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და საერთო ფართობი

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და საერთო ფართობი განსაზღვრულია ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 5. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი და დაშვებული საქმიანობა.

1. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შეადგენს ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ 22295 ჰექტარ ფართობს.

2. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ვ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (სახელმწიფო ნაკრძალის ფიზიკური დაცვა);

ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 6. ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი

ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი განისაზღვრება ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით და შეადგენს   2156 ჰა-ს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 7. ლაგოდეხის აღკვეთილის ზონირება

გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) ვიზიტორთა ზონა;

ბ) ტრადიციული გამოყენების ზონა;

გ) ადმინისტრაციული ზონა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 8. ლაგოდეხის აღკვეთილის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები

1. ლაგოდეხის აღკვეთილის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 100,8 ჰექტარს, რომელიც მოიცავს ლაგოდეხის აღკვეთილის ლაგოდეხის სატყეოს №49 კვარტალის №№3, 5 და 7 სატაქსაციო უბნებს, და №56 კვარტალის №№11 და 12 სატაქსაციო უბნებს.

2. ლაგოდეხის აღკვეთილის ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მოვლა და აღდგენა;

ბ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

დ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

კ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ლ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;

მ) დაცვისა და ეკოტურიზმისა და რეკრიაციისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ნ) გადაადგილება ფეხით და ცხენით;

ო) ბილიკების მოწყობა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლა;

პ) სანიტარიული ჭრა ლაგოდეხის აღკვეთილის საზღვართან არსებული დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით;

ჟ) ვიზიტორთა ზონაში ყოფნის პერიოდში ვიზიტორთა მიერ პირადი მოხმარების მიზნით სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება;

რ) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა;

ს) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 9. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა

1. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი შეადგენს 2040,1 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიას, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით და მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა.

2. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

ბ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

დ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ვ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით: მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ლ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

მ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

ნ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

ო) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;

პ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სანიტარიული და სპეციალური ჭრების განხორციელება, პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილკენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;

ჟ) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა;

რ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა;

ს) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიო-მასალების მომზადება;

ტ) განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. სანიტარული ან/და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილმოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 10. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის ფართობი, საზღვრები, ადგილმდებარეობა

1. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის ფართობი შეადგენს 15,1 ჰა ფართობს და მოიცავს ლაგოდეხის აღკვეთილის ლაგოდეხის სატყეოს №49 კვარტალის მე-11 სატაქსაციო უბანს და №60 კვარტალის მე-12 სატაქსაციო უბანს, გურგენიანის სატყეოს №19 კვარტალის №14 სატაქსაციო უბანს, №21 კვარტალის № 22 სატაქსაციო უბანს, №22 კვარტალის №15 სატაქსაციო უბანს, №27 კვარტალის №№6 და 7 სატაქსაციო უბნებს და №28 კვარტალის №10 სატაქსაციო უბანს.

2. ადმინისტრაციულ ზონაში წარმოდგენილია ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა – ადმინისტრაციული ეზო, თავლა, რეინჯერთა თავშესაფარი, საპატრულე ცხენებისთვის საძოვარი, სათიბი და ცხენების საკვებისათვის მარცვლოვანი კულტურების მოყვანის მიზნით სახნავი მიწის ფართობი.

3. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციულ ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

ბ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

დ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ვ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ლ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

მ) ფეხით და ცხენით გადაადგილება;

ნ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

ო) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;

პ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სანიტარიული და სპეციალური ჭრების განხორციელება, პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილკენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;

ჟ) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა;

რ) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

დანართი 9

მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 2. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო

მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის 1040 ჰა ფართობის ფარგლებში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 3. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ეკოლოგიური განათლების და მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა;

გ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ჭალის ტყის ეკოსისტემისა და ფიჭვნარი ტყეების შენარჩუნება.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა და აღდგენა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 4. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, საერთო ფართობით 1040 ჰა და მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში ცივ-გომბორის მთების სამხრეთ კალთებზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 5. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებული საქმიანობა

მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) ვიზიტორების დაშვება სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით;

გ) საგანმანათლებლო საქმიანობა და საგანმანათლებლო მიზნით ბილიკების მოწყობა;

დ) გადაადგილება მხოლოდ ფეხით და ცხენით სპეციალურ ბილიკებზე;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო კონტროლისათვის ღონისძიებათა ჩატარება;

ვ) დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;

ზ) სამაშველო ღონისძიებების ჩატარება;

თ) სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით ფოტოხაფანგების დამონტაჟება და აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ი) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება;

კ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

დანართი 10

ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ყორუღის აღკვეთილის დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ყორუღის აღკვეთილის დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 2. ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო

ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ყორუღისა აღკვეთილის 2068 ჰა ფართობის ფარგლებში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 3. ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ყორუღის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა;

გ) ყორუღის აღკვეთილში განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ჭალის ტყის ეკოსისტემის ტყეების შენარჩუნება.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს ყორუღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ყორუღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) ყორუღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევაძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ე) უზრუნველყოს აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული ჭალის ტყის ეკოსისტემის, დაცვა, მოვლა და აღდგენა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 4. ყორუღის აღკვეთილის პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

ყორუღის აღკვეთილის ტერიტორია განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, საერთო ფართობით 2 068 ჰა და საქართველოს სამხრეთ- აღმოსავლეთ ნაწილში საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდ. იორის ხეობაში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 5. ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება

1. აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია ეფუძნება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დაცული ტერიტორიების ზონირებას, რომლის შესაბამისად დაცული ტერიტორიის თითოეული კატეგორიის კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში შეიძლება მოეწყოს (გამოიყოს) ამავე კანონით განსაზღვრული ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონა/ზონები.

2. გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) მართვადი დაცვის ზონა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 6. ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობები

1. ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების, ბუნებრივი გარემოს ხელუხლებელ მდგომარეობაში დაცვის, შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის.

2. ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 120,4 ჰა ტერიტორიას და მოიცავს მე-13 კვ-ის 8-9 ლიტერებს, მე-12 კვ-ის 8-9-9ა-10 ლიტერებს, მე-15 კვარტალის 4დ-4ე-5ა-5ბ-14-15-15ა-16-16ა ლიტერებს.

3. ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

დ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;

ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა, როგორიც არის სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისაგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა;

ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო/სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო-, მოტოტრანსპორტით გადაადგილება;

თ) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ი) გადაადგილების დროს საპატრულო ცხენების ძოვება;

კ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ლ) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 7. ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობა

1. ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობათა დაცვისა და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის.

2. ყორუღის აღკვეთილში მართვადი დაცვის ზონა შეადგენს 1946,6 ჰა ფართობს, რომლიც წარმოდგენილია ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც არ შედის ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონები.

3. მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

ი) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

პ) გზების მოვლა, ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ჟ)სამოყვარულო, სპორტული და გასართობი თევზაობა;

რ) ყორუღის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა; სანიტარიული და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ძირს, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;

ს) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება;

ტ) ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა.

უ) მკაცრი კონტროლის პირობებში ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.

4. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყორუღის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

დანართი 11

ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ივრის აღკვეთილის დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ივრის აღკვეთილის დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 2. ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ივრის აღკვეთილის 1336 ჰა ფართობის ფარგლებში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 3. ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ივრის აღკვეთილის ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ივრის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა;

გ) ივრის აღკვეთილში განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ჭალის ტყის ეკოსისტემისა და ფიჭვნარი ტყეების შენარჩუნება.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ივრის აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს ივრის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ივრის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) ივრის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ე) უზრუნველყოს აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული ჭალის ტყის ეკოსისტემის, დაცვა, მოვლა და აღდგენა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 4. ივრის აღკვეთილის პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

ივრის აღკვეთილის ტერიტორია განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, საერთო ფართობით 1 336 ჰა და მდებარეობს საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდ. იორის ხეობაში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 5. ივრის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება

1. აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია ეფუძნება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დაცული ტერიტორიების ზონირებას, რომლის შესაბამისად დაცული ტერიტორიის თითოეული კატეგორიის კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში შეიძლება მოეწყოს (გამოიყოს) ამავე კანონით განსაზღვრული ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონა/ზონები.

2. გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით ივრის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) მართვადი დაცვის ზონა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 6. ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობები

1. ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების, ბუნებრივი გარემოს ხელუხლებელ მდგომარეობაში დაცვის, შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის.

2. ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 26,6 ჰა ტერიტორიას და მოიცავს მე-5 კვარტალის 14-15-16-18-19 ლიტერებს. სულ მკაცრი დაცვის ზონა შეადგენს 147,0 ჰექტარს.

3. ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

დ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირე-ბული გადაადგილება;

ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები, როგორიც არის სანიტარული ან/და სპეციალური ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისაგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა;

ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო/სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო-მოტო ტრანსპორტით გადაადგილება;

თ) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ი) გადაადგილების დროს საპატრულო ცხენების ძოვება;

კ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ლ) ფოტოგრაფირება და ვიდეო და აუდიო მასალების მომზადება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

    მუხლი 7. ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მათი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობა

1. აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობათა დაცვისა და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის.

2. ივრის აღკვეთილში მართვადი დაცვის ზონა შეადგენს 1309,4 ჰა ფართობს, რომლებიც წარმოდგენილია ივრის აღკვეთილის ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც არ შედის ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა.

3. მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

ი) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

პ) გზების მოვლა, ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ჟ)სამოყვარულო, სპორტული და გასართობი თევზაობა;

რ) ივრის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სანიტარიული და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება(ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ძირს, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;

ს) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება;

ტ) ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა;

უ) მკაცრი კონტროლის პირობებში ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.

4. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ივრის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №44 - სსმ III, №151, 11.12.2009  წ., მუხ.1787

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ““, №729, 07.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.012.369 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80344-4/