,,ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.11.2008 ძალადაკარგული 24.02.2022
ნომერი
№2-157
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.22.032.012.394
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 167, 25/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

                                          სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.012.394

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-157

2008 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სახით:

ა) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა (დანართი №1);

ბ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №2);

გ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №3);

დ) გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის/მოწმობების ჩამოწერის აქტი (დანართი № 4).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 18 მაისი ს ბრძანება №2-107 - სსმ III, №64, 27.05.2009წ., მუხ.714

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 ივლისი ს ბრძანება №2-169 - სსმ III, №93, 28.07.2009წ., მუხ.975

 დანართი №1

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის

სარეგისტრაციო მოწმობა N 000000

 

_______________________________________________________________________________________________

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის დასახელება

 

__________________________________________________________________________________________________

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

 

__________________________________________________________________________________________________

ფორმა, დოზა, კონცენტრაცია და შეფუთვაში არსებული რაოდენობა

 

__________________________________________________________________________________________________

მწარმოებელი ქვეყანა

 

__________________________________________________________________________________________________

განკუთვნილია (ცხოველის სახეობა)

 

__________________________________________________________________________________________________

მფლობელი  (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება და მისამართი)

 

 

     რეგისტრაციის თარიღი: .........................         მოქმედების ვადა: ............................

                                     

                       

     უფლებამოსილი პირი

 

ხელმოწერა                                                ბ.ა. 

 

 

 

 

სფს-ს №

დამკვეთი: სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური

დამამზადებელი:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 18 მაისი ს ბრძანება № 2-107 - სსმ III, № 64 , 27 . 05 .2009წ., მუხ. 714

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 ივლისი ს ბრძანება № 2-169 - სსმ III, № 93 , 28 . 07 .2009წ., მუხ. 975

დანართი №2

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი

№

თარი-ღი

მოწმო-ბის №

მოწმობის გამცემი

მოწმობის მიმღები

დაბრუნებული მოწმობები

გაუქმებული მოწმობები

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

№

№

 

ჩამოწერის აქტის №

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1. მოწმობების დამზადება, გაცემა და დაბრუნება

1. ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების (შემდგომში – მოწმობა) დამზადებას სამსახური ახორციელებს დამოუკიდებლად „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

3. სამსახურის მიერ მოწმობების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №2).

4. აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განცხადების საფუძველზე გადასცემს მოწმობებს სამსახურის იმ თანამშრომელს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს მოწმობები.

    მუხლი 2. მოწმობების შენახვა

1. მოწმობები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ მოხელეებთან „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სათავსო, სადაც ინახება მოწმობები, უნდა იყოს სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

    მუხლი 3. მოწმობების შევსება და წარმოება

1. მოწმობებს ავსებს სამსახურის უფლებამოსილი პირი.

2. მოწმობები ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. მოწმობების დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად და დგება ჩამოწერის აქტი.

3. მოწმობები ივსება ორ ეგზემპლარად.

4. მოწმობის ერთი ეგზემპლარი რჩება სამსახურში, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს.

5. მოწმობების რეგისტრაცია ხდება „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალში“.

    მუხლი 4. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა ხდება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) მოწმობების დაზიანების გამო;

გ) პოლიგრაფიული დეფექტის გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა ხდება ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც აღინიშნება გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ექსკლუზიური ნუმერაცია და ჩამოწერის მიზეზი.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ექსკლუზიური ნუმერაცია შეიტანება აღრიცხვის ჟურნალში.

4. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. მოწმობების შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე კონტროლი

1. მოწმობების შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სამსახური.

2. სამსახური ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მკაცრი მოწმობების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

                                                       დანართი №4

 

აქტი №

„__________“ „__________________“ 200 წელი

გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სარეგისტრაციო მოწმობის ჩამოწერის შესახებ

 

№

მოწმობის ექსკლუზიური ნომერი

მოწმობის ჩამოწერის მიზეზი

1

 

 

2

 

 

3

 

 

4

 

 

5

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მოწმობების ჩამოწერის სისწორეს.

 

მოწმობების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი:                                                                        /------------------------------------/

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე““, №2-157, 17.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.012.394 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80464-2/