შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას, გადაცემის წესის დატკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.11.2008 ბოლო ცვლილება 22.06.2012
ნომერი
№1-1/2688
სარეგისტრაციო კოდი
040.110.040.22.024.012.426
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 170, 01/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

შემდგომი ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.040.22.024.012.426

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/2688

2008 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 24 დეკემბრი ს ბრძანება № 1-1/2889 - სსმ III, № 157 , 25 . 12 .2009წ., მუხ. 1890

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 24 დეკემბრი ს ბრძანება № 1-1/2889 - სსმ III, № 157 , 25 . 12 .2009წ., მუხ. 1890

1. დამტკიცდეს თანდართული წესი „შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 24 დეკემბრი ს ბრძანება № 1-1/2889 - სსმ III, № 157 , 25 . 12 .2009წ., მუხ. 1890

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ე. შარაშიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 24 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/2889 - სსმ III, №157, 25.12.2009წ., მუხ.1890

 

შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის წესი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 24 დეკემბრი ს ბრძანება № 1-1/2889 - სსმ III, № 157 , 25 . 12 .2009წ., მუხ. 1890

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით და განსაზღვრავს შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის პირობებს.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციას (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია) უფლება აქვს შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ ხორციელდება შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლება მათი მიმწოდებლებისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის მიზნით.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალების და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლებას მათი მიმწოდებლებისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის გზით ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობებით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 24 დეკემბრი ს ბრძანება № 1-1/2889 - სსმ III, № 157 , 25 . 12 .2009წ., მუხ. 1890

    მუხლი 2. შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის წესი და პირობები

1. შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის გზით.

2. შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშულებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულების შეფასებას ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით ახორციელებს ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომლის ბალანსზეც ირიცხება აღნიშნული ქონება.

3. შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განისაზღვრება მისი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის მომენტისათვის არსებული საბაზრო ღირებულებით. საბაზრო ღირებულება დგინდება დამოუკიდებელი ექსპერტის ან აუდიტის დასკვნით.

4. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალების და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის მიზნით ფორმდება შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ფორმდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის“ შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დადგენილი წესითა და და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 24 დეკემბრი ს ბრძანება № 1-1/2889 - სსმ III, № 157 , 25 . 12 .2009წ., მუხ. 1890

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას, გადაცემის წესის დატკიცების შესახებ“, №1-1/2688, 24.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.110.040.22.024.012.426 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80626-1/