საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.030.012.438
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №183
2008 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის №68 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ტყეშელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის ბრძანება №77 -სსმIII, №31, 24.03.2010წ.; მუხ.466
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 13 მაისის ბრძანება №117 -სსმIII, №57, 21.05.2010წ.; მუხ.882
3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 მარტის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 07.04.2011წ.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 02.08.2011წ.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №309 - ვებვერდი, 30.12.2011წ.
დებულება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის პირობებს.
მუხლი 2.
სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზანია საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფოებრივი მართვის, ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების, დიპლომატიური და ადმინისტრაციული კადრების მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და კადრების რეზერვის შექმნის ხელშეწყობა.
მუხლი 3.
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემაში (სტრუქტურული ქვედანაყოფები, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები) ამ დებულებით რეგულირებული, არაანაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) სასწავლო პრაქტიკა – სამინისტროს სისტემაში (სტრუქტურული ქვედანაყოფები, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები) ამ დებულებით რეგულირებული, არაანაზღაურებადი მოკლევადიანი საქმიანობა;
გ) სტაჟიორი –- პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სტაჟირებას;
დ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას;
ე) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ.
მუხლი 4.
1. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე.
2. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.
3. (ამოღებულია - 01.08.2011, №184) .
4. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში სტაჟიორად და პრაქტიკანტად მიიღებიან საქართველოს მხოლოდ ის მოქალაქენი, რომლებიც განცხადების შეტანის მომენტისათვის იმყოფებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24.03.2010წ.; მუხ.466
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 მარტ ის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 07.04.2011წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 02.08.2011წ.
მუხლი 5.
1. სტაჟირების კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საფუძვლიანად ფლობდეს ერთ უცხო ენას;
ბ) სამომხმარებლო დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს;
გ) ზოგადად ერკვეოდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
2. სტაჟირების ვადა შეადგენს 6 თვეს. სამინისტროში სტაჟირების ვადის გაგრძელება დასაშვებია 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ არა უმეტეს ერთი წლის ვადით , პირადი განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, იმავე ან სხვა დეპარტამენტში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24 .03.20 10 წ.; მუხ. 466
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №309 - ვებვერდი, 30.12.2011წ.
მუხლი 6.
1. პრაქტიკანტად მიიღება პირი სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე.
2. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) მომართვა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ბ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №2);
გ) ავტობიოგრაფია;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ე) ერთი ფოტოსურათი (3X4).
3. სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 45 დღით.
თავი II. კონკურსი
მუხლი 7.
1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით.
2. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ორ ეტაპად – ტესტირების ან წერილობითი და ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.
3. კონკურსის გამოცხადება ხდება პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.
4. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის ჩატარების ფორმას;
ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;
გ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო კრიტერიუმებისა და დოკუმენტაციის თაობაზე.
5. კონკურსი უნდა ჩატარდეს მისი გამოცხადებიდან არა უადრეს ორი კვირისა.
6. განსაკუთრებულ შემთხვევებში სტაჟიორის მიღება შეიძლება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით, კონკურსის გავლის გარეშე.

მუხლი 8.
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟიორთა შერჩევის მიზნით იქმნება სტაჟირების საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობას და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნისა და წევრებისაგან.
3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე, წევრები და მდივანი.
6. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების კანდიდატი საბჭოში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) განცხადება საბჭოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი №1);
გ) ავტობიოგრაფია;
დ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3 X 4);
ზ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ი) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
7. ამ დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საბუთები წარედგინება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.

მუხლი 9.
1. სტაჟიორობის კანდიდატს კონკურსის პირველი ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს 7 დღით ადრე მაინც.
2. საბჭო გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა აცნობებს სტაჟიორობის კანდიდატებს პირველი ეტაპის შედეგებს, ამასთან, სტაჟიორობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის პირველი ეტაპი, საბჭო აცნობებს გამოცდის მეორე ეტაპის დროსა და ადგილს.
3. გასუბრება შეიძლება ჩატარდეს კონკურსის პირველი ეტაპის დასრულებიდან არა უადრეს 7 დღისა.
4. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კანდიდატთაგან ვერც ერთმა დააკმაყოფილა კონკურსის მოთხოვნები.
მუხლი 10.
1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით საბჭო მინისტრს წარუდგენს იმ სტაჟიორთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი.
2. მინისტრი, მის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საბჭოს მიერ წარდგენილი სტაჟიორების კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს ნიშნავს სტაჟიორებად.
მუხლი 11.
1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საბჭო განიხილავს სტაჟიორის მიერ წარდგენილ – სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ რეცენზირებულ რეფერატს პოლიტიკურ და საერთაშორისო პრობლემატიკაზე, ან იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რეფერატის წარდგენის შემდეგ, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი წერილობითი დახასიათების საფუძველზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გასცემს ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორისათვის რეკომენდაციის გაწევის შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, სტაჟიორის თანხმობით შუამდგომლობს მინისტრის წინაშე სტაჟირების ვადის 1 წლამდე ვადით გაგრძელების თაობაზე.

თავი III. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში სტაჟირება და პრაქტიკა
მუხლი 12.
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟიორად მიიღება პირი განცხადების საფუძველზე, ხოლო პრაქტიკანტად მიიღება პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 13 მაისის ბრძანება № 117 -სსმIII, № 57 , 21 .0 5 .20 10 წ.; მუხ. 882

მუხლი 13.
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების კანდიდატი, ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) განცხადება შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი;

მუხლი 14.
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) მომართვა ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
დ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

მუხლი 15.
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების და პრაქტიკის კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
მუხლი 16
საზღვარგარეთ სტაჟირების ვადის გასვლის შემთხვევაში სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი სტაჟიორის თანხმობით უფლებამოსილია შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინაშე იშუამდგომლოს სტაჟირების ვადის გაგრძელების შესახებ.
მუხლი 17
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავი IV. სტაჟიორის, პრაქტიკანტის და სამინისტროს უფლება-მოვალეობები
მუხლი 18.
სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უფლება აქვთ:
ა) მონაწილეობა მიიღონ იმ საკითხების მომზადებასა და დოკუმენტაციის შედგენაში, რომლებიც შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას განეკუთვნება;
ბ) ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნონ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და შეხვედერებში;
დ) სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ საქართველოში და ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამართულ სემინარებსა და კონფერენციებში;
ე) პირადი განცხადებით მიმართოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.

მუხლი 19.
სტაჟიორი და პრაქტიკანტი ვალდებულნი არიან:
ა) გაეცნონ და იხელმძღვანელონ სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულონ უშუალო ხელმძღვანელის მიერ მათთვის მიცემული ყველა დავალება;
გ) შეისწავლონ დოკუმენტებზე მუშაობის, შესაბამისი ნოტებისა და წერილების მომზადების სპეციფიკა;
დ) დაიცვან სამინისტროს შინაგანაწესი.
მუხლი 20.
სამინისტრო სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 21.
სტაჟიორისა და პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორისა და პრაქტიკანტის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და მასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ინფორმაციით;
გ) განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა;
დ) ხელი შეუწყოს სტაჟიორისათვის და პრაქტიკანტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას;
ე) მისცეს სტაჟიორსა და პრაქტიკანტს წერილობითი დახასიათება.

თავი V. სტაჟირების შეწყვეტა
მუხლი 22.
1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
გ) სამინისტროს შინაგანაწესის დარღვევა;
დ) პირადი განცხადება;
ე) ამ დებულების 23-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
3. გადაწყვეტილება სტაჟირების შეწყვეტის შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 23.
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაინიშნა სამინისტროს სისტემაში, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი ცნობა.
დანართი №1
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ
| ფოტოსურათი
|
| 1. | სახელი, გვარი |
| ||||||||||||||
| 2. | დაბადების ადგილი, თარიღი |
| ||||||||||||||
| 3. | პირადობის მოწმობის ნომერი |
| ||||||||||||||
| 4. | ოჯახური მდგომარეობა |
| ||||||||||||||
| 5. | საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი | |||||||||||||||
|
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ | ||||||||||||||||
| 6. | ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი) | |||||||||||||||
| ნათესაობა | სახელი, გვარი | სამუშაო ადგილი | მისამართი | |||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
| 7. | განათლება (როდის, რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრეთ) | |||||||||||||||
| როდიდან | როდემდე | უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება | ფაკულტეტი | |||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
| 8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად? | ||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||
| 9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) | ||||||||||||||||
| სპეციალობა | კვალიფიკაცია | დიპლომის № | ||||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
| 10. რომელ უცხო ენას ფლობთ (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად) | ||||||||||||||||
| ენა | კითხვა | საუბარი | წერა | |||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
| 11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა |
| |||||||||||||||
|
| ||||||||||||||||
| 12. სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა |
| |||||||||||||||
| 13. შრომითი საქმიანობა | ||||||||||||||||
| როდიდან-როდემდე | ორგანიზაციის – დაწესებულების დასახელება | თანამდებობა | ||||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||||
ხელმოწერა -----------------------------
შევსების თარიღი --------------------------
დანართი №2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ
| ფოტოსურათი
|
| 1. | სახელი, გვარი |
| ||||||||||||
| 2. | დაბადების ადგილი, თარიღი |
| ||||||||||||
| 3. | პირადობის მოწმობის ნომერი |
| ||||||||||||
| 4. | ოჯახური მდგომარეობა |
| ||||||||||||
| 5. | საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა | |||||||||||||
| ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ | ||||||||||||||
| 6. | ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი) | |||||||||||||
| ნათესაობა | სახელი, გვარი | სამუშაო ადგილი | მისამართი | |||||||||||
|
|
|
| ||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||
| 7. | განათლება | |||||||||||||
| როდიდან | როდემდე | უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება | ფაკულტეტი | |||||||||||
|
|
|
| ||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||
| სპეციალობა | კვალიფიკაცია | |||||||||||||
|
|
| |||||||||||||
| 8. მიღებული გაქვთ თუ არა მონაწილეობა სასწავლო პროგრამებში საქართველოში ან უცხოეთში? კი ------------------ არა ------------------- | ||||||||||||||
| დადებითი პასუხის შემთხვევაში: | ||||||||||||||
| როდიდან | როდემდე | უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება | სასწავლო პროგრამის დასახელება | |||||||||||
|
|
|
| ||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||
| 9. რომელ უცხო ენას ფლობთ (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად) | ||||||||||||||
| ენა | კითხვა | საუბარი | წერა | |||||||||||
|
|
|
| ||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||
|
|
|
| ||||||||||||
| 10. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა |
| |||||||||||||
|
| ||||||||||||||
ხელმოწერა -----------------------------
შევსების თარიღი --------------------------
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.030.012.438
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №183
2008 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის №68 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ტყეშელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის ბრძანება №77 -სსმIII, №31, 24.03.2010წ.; მუხ.466
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 13 მაისის ბრძანება №117 -სსმIII, №57, 21.05.2010წ.; მუხ.882
3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 მარტის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 07.04.2011წ.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 02.08.2011წ.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №309 - ვებვერდი, 30.12.2011წ.
დებულება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის პირობებს.
მუხლი 2.
სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზანია საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფოებრივი მართვის, ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების, დიპლომატიური და ადმინისტრაციული კადრების მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და კადრების რეზერვის შექმნის ხელშეწყობა.
მუხლი 3.
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემაში (სტრუქტურული ქვედანაყოფები, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები) ამ დებულებით რეგულირებული, არაანაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) სასწავლო პრაქტიკა – სამინისტროს სისტემაში (სტრუქტურული ქვედანაყოფები, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები) ამ დებულებით რეგულირებული, არაანაზღაურებადი მოკლევადიანი საქმიანობა;
გ) სტაჟიორი –- პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სტაჟირებას;
დ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას;
ე) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ.
მუხლი 4.
1. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე.
2. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.
3. (ამოღებულია - 01.08.2011, №184) .
4. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში სტაჟიორად და პრაქტიკანტად მიიღებიან საქართველოს მხოლოდ ის მოქალაქენი, რომლებიც განცხადების შეტანის მომენტისათვის იმყოფებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24.03.2010წ.; მუხ.466
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 მარტ ის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 07.04.2011წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 02.08.2011წ.
მუხლი 5.
1. სტაჟირების კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საფუძვლიანად ფლობდეს ერთ უცხო ენას;
ბ) სამომხმარებლო დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს;
გ) ზოგადად ერკვეოდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
2. სტაჟირების ვადა შეადგენს 6 თვეს. სამინისტროში სტაჟირების ვადის გაგრძელება დასაშვებია არა უმეტეს ერთი წლის ვადით.
2. სტაჟირების ვადა შეადგენს 6 თვეს. სამინისტროში სტაჟირების ვადის გაგრძელება დასაშვებია 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ არა უმეტეს ერთი წლის ვადით , პირადი განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, იმავე ან სხვა დეპარტამენტში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24 .03.20 10 წ.; მუხ. 466
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №309 - ვებვერდი, 30.12.2011წ.
მუხლი 6.
1. პრაქტიკანტად მიიღება პირი სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე.
2. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) მომართვა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ბ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №2);
გ) ავტობიოგრაფია;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ე) ერთი ფოტოსურათი (3X4).
3. სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 45 დღით.
თავი II. კონკურსი
მუხლი 7.
1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით.
2. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ორ ეტაპად – ტესტირების ან წერილობითი და ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.
3. კონკურსის გამოცხადება ხდება პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.
4. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის ჩატარების ფორმას;
ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;
გ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო კრიტერიუმებისა და დოკუმენტაციის თაობაზე.
5. კონკურსი უნდა ჩატარდეს მისი გამოცხადებიდან არა უადრეს ორი კვირისა.
6. განსაკუთრებულ შემთხვევებში სტაჟიორის მიღება შეიძლება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით, კონკურსის გავლის გარეშე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24 .03.20 10 წ.; მუხ. 466
მუხლი 8.
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟიორთა შერჩევის მიზნით იქმნება სტაჟირების საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობას და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნისა და წევრებისაგან.
3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე, წევრები და მდივანი.
6. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების კანდიდატი საბჭოში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) განცხადება საბჭოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი №1);
გ) ავტობიოგრაფია;
დ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3 X 4).
ვ) ერთი ფოტოსურათი (3 X 4);
ზ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ი) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
7. ამ დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საბუთები წარედგინება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №309 - ვებვერდი, 30.12.2011წ.
მუხლი 9.
1. სტაჟიორობის კანდიდატს კონკურსის პირველი ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს 7 დღით ადრე მაინც.
2. საბჭო გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა აცნობებს სტაჟიორობის კანდიდატებს პირველი ეტაპის შედეგებს, ამასთან, სტაჟიორობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის პირველი ეტაპი, საბჭო აცნობებს გამოცდის მეორე ეტაპის დროსა და ადგილს.
3. გასუბრება შეიძლება ჩატარდეს კონკურსის პირველი ეტაპის დასრულებიდან არა უადრეს 7 დღისა.
4. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კანდიდატთაგან ვერც ერთმა დააკმაყოფილა კონკურსის მოთხოვნები.
მუხლი 10.
1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით საბჭო მინისტრს წარუდგენს იმ სტაჟიორთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი.
2. მინისტრი, მის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საბჭოს მიერ წარდგენილი სტაჟიორების კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს ნიშნავს სტაჟიორებად.
მუხლი 11.
1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საბჭო განიხილავს სტაჟიორის მიერ წარდგენილ – სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ რეცენზირებულ რეფერატს პოლიტიკურ და საერთაშორისო პრობლემატიკაზე, ან იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რეფერატის წარდგენის შემდეგ, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი წერილობითი დახასიათების საფუძველზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გასცემს ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორისათვის რეკომენდაციის გაწევის შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, სტაჟიორის თანხმობით შუამდგომლობს მინისტრის წინაშე სტაჟირების ვადის 1 წლამდე ვადით გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24 .03.20 10 წ.; მუხ. 466
თავი III. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში სტაჟირება და პრაქტიკა
მუხლი 12.
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟიორად მიიღება პირი განცხადების საფუძველზე, ხოლო პრაქტიკანტად მიიღება პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 13 მაისის ბრძანება № 117 -სსმIII, № 57 , 21 .0 5 .20 10 წ.; მუხ. 882
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 02.08.2011წ.
მუხლი 13.
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების კანდიდატი, ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) განცხადება შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ე) ერთი ფოტოსურათი (3X4).
მუხლი 14.
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) მომართვა ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
დ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 02.08.2011წ.
მუხლი 15.
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების და პრაქტიკის კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
მუხლი 16
საზღვარგარეთ სტაჟირების ვადის გასვლის შემთხვევაში სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი სტაჟიორის თანხმობით უფლებამოსილია შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინაშე იშუამდგომლოს სტაჟირების ვადის გაგრძელების შესახებ.
მუხლი 17
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავი IV. სტაჟიორის, პრაქტიკანტის და სამინისტროს უფლება-მოვალეობები
მუხლი 18.
სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უფლება აქვთ:
ა) მონაწილეობა მიიღონ იმ საკითხების მომზადებასა და დოკუმენტაციის შედგენაში, რომლებიც შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას განეკუთვნება;
ბ) ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნონ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და შეხვედერებში;
დ) სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ საქართველოში და ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამართულ სემინარებსა და კონფერენციებში;
ე) პირადი განცხადებით მიმართოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24 .03.20 10 წ.; მუხ. 466
მუხლი 19.
სტაჟიორი და პრაქტიკანტი ვალდებულნი არიან:
ა) გაეცნონ და იხელმძღვანელონ სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულონ უშუალო ხელმძღვანელის მიერ მათთვის მიცემული ყველა დავალება;
გ) შეისწავლონ დოკუმენტებზე მუშაობის, შესაბამისი ნოტებისა და წერილების მომზადების სპეციფიკა;
დ) დაიცვან სამინისტროს შინაგანაწესი.
მუხლი 20.
სამინისტრო სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 21.
სტაჟიორისა და პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორისა და პრაქტიკანტის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და მასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ინფორმაციით;
გ) განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა;
დ) ხელი შეუწყოს სტაჟიორისათვის და პრაქტიკანტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას;
ე) მისცეს სტაჟიორსა და პრაქტიკანტს წერილობითი დახასიათება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24 .03.20 10 წ.; მუხ. 466
თავი V. სტაჟირების შეწყვეტა
მუხლი 22.
1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
გ) სამინისტროს შინაგანაწესის დარღვევა;
დ) პირადი განცხადება;
ე) ამ დებულების 23-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
3. გადაწყვეტილება სტაჟირების შეწყვეტის შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 23.
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაინიშნა სამინისტროს სისტემაში, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი ცნობა.
დანართი №1
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
| ფოტოსურათი |
განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ
1.
სახელი, გვარი
2.
დაბადების ადგილი, თარიღი
3.
პირადობის მოწმობის ნომერი
4.
ოჯახური მდგომარეობა
5.
საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი)
ნათესაობა
სახელი, გვარი
სამუშაო ადგილი
მისამართი
7.
განათლება (როდის, რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრეთ)
როდიდან
როდემდე
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების დასახელება
ფაკულტეტი
8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად?
9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით)
სპეციალობა
კვალიფიკაცია
დიპლომის №
10. რომელ უცხო ენას ფლობთ (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად)
ენა
კითხვა
საუბარი
წერა
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
12. სამინისტროს რომელ სტრუქტურულ
ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა
13. შრომითი საქმიანობა
როდიდან-როდემდე
ორგანიზაციის – დაწესებულების
დასახელება
თანამდებობა
ხელმოწერა -----------------------------
ხელმოწერა -----------------------------
შევსების თარიღი --------------------------
დანართი №2
დანართი №2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ
| ფოტოსურათი |
1.
სახელი, გვარი
2.
დაბადების ადგილი, თარიღი
3.
პირადობის მოწმობის ნომერი
4.
ოჯახური მდგომარეობა
5.
საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა

განათლება
განათლება
როდიდან
როდემდე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება
ფაკულტეტი
ფაკულტეტი
სპეციალობა
კვალიფიკაცია
კვალიფიკაცია
8. მიღებული გაქვთ თუ არა მონაწილეობა სასწავლო პროგრამებში საქართველოში
ან უცხოეთში? კი ------------------ არა -------------------

დადებითი პასუხის შემთხვევაში:
როდიდან
როდიდან
როდემდე
როდემდე
უმაღლესი საგანმანათლებლო
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების დასახელება
დაწესებულების დასახელება
სასწავლო პროგრამის
სასწავლო პროგრამის
დასახელება
დასახელება
9. რომელ უცხო ენას ფლობთ (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად)
ენა
კითხვა
საუბარი
წერა
10. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
ხელმოწერა -----------------------------
ხელმოწერა -----------------------------
შევსების თარიღი --------------------------
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.030.012.438
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №183
2008 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის №68 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ტყეშელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის ბრძანება №77 -სსმIII, №31, 24.03.2010წ.; მუხ.466
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 13 მაისის ბრძანება №117 -სსმIII, №57, 21.05.2010წ.; მუხ.882
3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 მარტის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 07.04.2011წ.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 02.08.2011წ.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №309 - ვებვერდი, 30.12.2011წ.
6. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
დებულება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ
მუხლი 1.🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის პირობებს.
მუხლი 2.🔗
სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზანია საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფოებრივი მართვის, ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების, დიპლომატიური და ადმინისტრაციული კადრების მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და კადრების რეზერვის შექმნის ხელშეწყობა.
მუხლი 3.🔗
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემაში (სტრუქტურული ქვედანაყოფები, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები) ამ დებულებით რეგულირებული, არაანაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) სასწავლო პრაქტიკა – სამინისტროს სისტემაში (სტრუქტურული ქვედანაყოფები, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები) ამ დებულებით რეგულირებული, არაანაზღაურებადი მოკლევადიანი საქმიანობა;
გ) სტაჟიორი –- პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სტაჟირებას;
დ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას;
ე) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ.
მუხლი 4.🔗
1. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე.
1. სტაჟიორად მიიღება საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე ან საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.
2. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.
2. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე – საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.
3. (ამოღებულია - 01.08.2011, №184) .
4. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში სტაჟიორად და პრაქტიკანტად მიიღებიან საქართველოს მხოლოდ ის მოქალაქენი, რომლებიც განცხადების შეტანის მომენტისათვის იმყოფებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24.03.2010წ.; მუხ.466
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 მარტ ის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 07.04.2011წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 02.08.2011წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
მუხლი 5.🔗
1. სტაჟირების კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საფუძვლიანად ფლობდეს ერთ უცხო ენას;
ბ) სამომხმარებლო დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს;
გ) ზოგადად ერკვეოდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
2. სტაჟირების ვადა შეადგენს 6 თვეს. სამინისტროში სტაჟირების ვადის გაგრძელება დასაშვებია 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ არა უმეტეს ერთი წლის ვადით , პირადი განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, იმავე ან სხვა დეპარტამენტში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24 .03.20 10 წ.; მუხ. 466
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №309 - ვებვერდი, 30.12.2011წ.
მუხლი 6.🔗
1. პრაქტიკანტად მიიღება პირი სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე.
1. პრაქტიკანტად მიიღება პირი საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე. ხოლო პირი, რომელიც სწავლობს საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკანტად მიიღება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის საფუძველზე.
2. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
2. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) მომართვა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ა) მომართვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
ბ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №2);
ბ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №2);
გ) ავტობიოგრაფია;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ე) ერთი ფოტოსურათი (3X4).
ე) ერთი ფოტოსურათი (3X4).
3. სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 45 დღით.
3. სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 45 დღით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
მუხლი 7.🔗
1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით.
2. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ორ ეტაპად – ტესტირების ან წერილობითი და ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.
3. კონკურსის გამოცხადება ხდება პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.
4. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის ჩატარების ფორმას;
ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;
გ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო კრიტერიუმებისა და დოკუმენტაციის თაობაზე.
5. კონკურსი უნდა ჩატარდეს მისი გამოცხადებიდან არა უადრეს ორი კვირისა.
6. განსაკუთრებულ შემთხვევებში სტაჟიორის მიღება შეიძლება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით, კონკურსის გავლის გარეშე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24 .03.20 10 წ.; მუხ. 466
მუხლი 8.🔗
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟიორთა შერჩევის მიზნით იქმნება სტაჟირების საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობას და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნისა და წევრებისაგან.
3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე, წევრები და მდივანი.
6. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების კანდიდატი საბჭოში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) განცხადება საბჭოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი №1);
გ) ავტობიოგრაფია;
დ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3 X 4);
ზ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ი) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
7. ამ დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საბუთები წარედგინება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №309 - ვებვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
მუხლი 9.🔗
1. სტაჟიორობის კანდიდატს კონკურსის პირველი ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს 7 დღით ადრე მაინც.
2. საბჭო გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა აცნობებს სტაჟიორობის კანდიდატებს პირველი ეტაპის შედეგებს, ამასთან, სტაჟიორობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის პირველი ეტაპი, საბჭო აცნობებს გამოცდის მეორე ეტაპის დროსა და ადგილს.
3. გასუბრება შეიძლება ჩატარდეს კონკურსის პირველი ეტაპის დასრულებიდან არა უადრეს 7 დღისა.
4. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კანდიდატთაგან ვერც ერთმა დააკმაყოფილა კონკურსის მოთხოვნები.
მუხლი 10.🔗
1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით საბჭო მინისტრს წარუდგენს იმ სტაჟიორთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი.
2. მინისტრი, მის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საბჭოს მიერ წარდგენილი სტაჟიორების კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს ნიშნავს სტაჟიორებად.
მუხლი 11.🔗
1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საბჭო განიხილავს სტაჟიორის მიერ წარდგენილ – სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ რეცენზირებულ რეფერატს პოლიტიკურ და საერთაშორისო პრობლემატიკაზე, ან იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რეფერატის წარდგენის შემდეგ, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი წერილობითი დახასიათების საფუძველზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გასცემს ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორისათვის რეკომენდაციის გაწევის შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, სტაჟიორის თანხმობით შუამდგომლობს მინისტრის წინაშე სტაჟირების ვადის 1 წლამდე ვადით გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24 .03.20 10 წ.; მუხ. 466
მუხლი 12.🔗
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟიორად მიიღება პირი განცხადების საფუძველზე, ხოლო პრაქტიკანტად მიიღება პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 13 მაისის ბრძანება № 117 -სსმIII, № 57 , 21 .0 5 .20 10 წ.; მუხ. 882
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 02.08.2011წ.
მუხლი 13.🔗
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების კანდიდატი, ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) განცხადება შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ე) ერთი ფოტოსურათი (3X4).
მუხლი 14.🔗
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) მომართვა ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
დ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 02.08.2011წ.
მუხლი 15.🔗
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების და პრაქტიკის კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
მუხლი 16🔗
საზღვარგარეთ სტაჟირების ვადის გასვლის შემთხვევაში სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი სტაჟიორის თანხმობით უფლებამოსილია შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინაშე იშუამდგომლოს სტაჟირების ვადის გაგრძელების შესახებ.
მუხლი 17🔗
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 18.🔗
სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უფლება აქვთ:
ა) მონაწილეობა მიიღონ იმ საკითხების მომზადებასა და დოკუმენტაციის შედგენაში, რომლებიც შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას განეკუთვნება;
ბ) ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნონ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და შეხვედერებში;
დ) სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ საქართველოში და ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამართულ სემინარებსა და კონფერენციებში;
ე) პირადი განცხადებით მიმართოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24 .03.20 10 წ.; მუხ. 466
მუხლი 19.🔗
სტაჟიორი და პრაქტიკანტი ვალდებულნი არიან:
ა) გაეცნონ და იხელმძღვანელონ სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულონ უშუალო ხელმძღვანელის მიერ მათთვის მიცემული ყველა დავალება;
გ) შეისწავლონ დოკუმენტებზე მუშაობის, შესაბამისი ნოტებისა და წერილების მომზადების სპეციფიკა;
დ) დაიცვან სამინისტროს შინაგანაწესი.
მუხლი 20.🔗
სამინისტრო სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 21.🔗
სტაჟიორისა და პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორისა და პრაქტიკანტის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და მასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ინფორმაციით;
გ) განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა;
დ) ხელი შეუწყოს სტაჟიორისათვის და პრაქტიკანტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას;
ე) მისცეს სტაჟიორსა და პრაქტიკანტს წერილობითი დახასიათება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 1 8 მარტის ბრძანება № 77 -სსმIII, № 31 , 24 .03.20 10 წ.; მუხ. 466
მუხლი 22.🔗
1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
გ) სამინისტროს შინაგანაწესის დარღვევა;
დ) პირადი განცხადება;
ე) ამ დებულების 23-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
3. გადაწყვეტილება სტაჟირების შეწყვეტის შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 23.🔗
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაინიშნა სამინისტროს სისტემაში, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი ცნობა.
დანართი №1
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფოტოსურათი
განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ
1.
სახელი, გვარი
2.
დაბადების ადგილი, თარიღი
3.
პირადობის მოწმობის ნომერი
4.
ოჯახური მდგომარეობა
5.
საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი)
ნათესაობა
სახელი, გვარი
სამუშაო ადგილი
მისამართი
7.
განათლება (როდის, რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრეთ)
როდიდან
როდემდე
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების დასახელება
ფაკულტეტი
8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად?
9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით)
სპეციალობა
კვალიფიკაცია
დიპლომის №
10. რომელ უცხო ენას ფლობთ (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად)
ენა
კითხვა
საუბარი
წერა
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
12. სამინისტროს რომელ სტრუქტურულ
ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა
13. შრომითი საქმიანობა
როდიდან-როდემდე
ორგანიზაციის – დაწესებულების
დასახელება
თანამდებობა
ხელმოწერა -----------------------------
ხელმოწერა -----------------------------
შევსების თარიღი --------------------------
დანართი №2
დანართი №2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ
ფოტოსურათი
1.
სახელი, გვარი
2.
დაბადების ადგილი, თარიღი
3.
პირადობის მოწმობის ნომერი
4.
ოჯახური მდგომარეობა
5.
საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი)
ნათესაობა
სახელი, გვარი
სამუშაო ადგილი
მისამართი
7.
განათლება
განათლება
როდიდან
როდემდე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება
ფაკულტეტი
ფაკულტეტი
სპეციალობა
კვალიფიკაცია
კვალიფიკაცია
8. მიღებული გაქვთ თუ არა მონაწილეობა სასწავლო პროგრამებში საქართველოში
ან უცხოეთში? კი ------------------ არა -------------------
ან უცხოეთში? კი ------------------ არა -------------------
დადებითი პასუხის შემთხვევაში:
როდიდან
როდიდან
როდემდე
როდემდე
უმაღლესი საგანმანათლებლო
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების დასახელება
დაწესებულების დასახელება
სასწავლო პროგრამის
სასწავლო პროგრამის
დასახელება
დასახელება
9. რომელ უცხო ენას ფლობთ (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად)
ენა
კითხვა
საუბარი
წერა
10. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
ხელმოწერა -----------------------------
ხელმოწერა -----------------------------
შევსების თარიღი --------------------------
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №183, 28.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.030.012.438 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80710-5/