სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (38)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (32)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:
1. დამტკიცდეს სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები.
2. დამტკიცდეს შემდეგი დანართები:
ა) წყალმომარაგების ხელშეკრულება (დანართი №1);
ბ) (ამოღებულია);
გ) „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური“ (დანართი №3);
დ) მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური (დანართი №4).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №23-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1837
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
3. მიმწოდებლები წყალმომარაგებისას ვალდებულნი არიან იმოქმედონ სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით, ხოლო წყალმომარაგებისას ამ წესების სხვა სამართლებრივ აქტებთან წინააღმდეგობის (კოლიზიის) შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობონ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.
4. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები
1. სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს.
2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
3. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყალმომარაგებაზე.
4. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.
41. ამ წესების მიზნებისათვის ტერმინები „მიმწოდებელი“ და „წყალმომარაგების ლიცენზიატი“ – გულისხმობს ყველა იმ პირს, ვისაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 391 მუხლის შესაბამისად, მიღებული აქვს წყალმომარაგების ლიცენზია.
5. ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისიის) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა.
6. ნებისმიერ პირს, თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №10 - ვებგვერდი, 02.09.2013 წ.
1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
2. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად;
ბ) წყალმომარაგებისას დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები;
გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება;
დ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ;
ე) განახორციელოს წყალმომარაგების მომსახურება და უზრუნველყოს მომხმარებელისთვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად);
ვ) განახორციელოს წყალარინება, შესაბამისად, ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირება და მისი წყალსატევში ჩაშვებამდე სათანადოდ გაწმენდის უზრუნველყოფა.
ზ) უზრუნველყოს ამ წესებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.
3. მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება, თუ:
ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას;
ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.
4. მიმწოდებელი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება, თუ:
ა) მომხმარებელის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული სასმელი წყლის საფასური;
ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა;
გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ წესებისა და კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტას;
დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
5. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
1. წყალმომარაგების ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
2. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება სასმელი წყლის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებელისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა ან/და მოხმარების დროს.
3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს წყალმომარაგების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
5. წყალმომარაგების ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6. მიმწოდებელს უფლება არ აქვს მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
61. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია წყალმომარაგების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.
62. წყალმომარაგების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მის მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს წყალმომარაგების ლიცენზიატის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).
7. წყალმომარაგების ლიცენზიატმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ:
ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 72 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში).
71. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).
10. (ამოღებულია).
11. ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №18 დადგენილება - სსმ III, №100, 17.08.2010 წ., მუხ.1509

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 20 ივნისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 24.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 კალენდარული დღით ადრე მაინც;
ა1) სასმელი წლით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ;
ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;
გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე;
დ) სასმელი წყლით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გეგმურ წყვეტამდე, ამ წესების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირობების შესაბამისად;
ე) სასმელი წყლით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის ზუსტი მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე.
2. წყალმომარაგების ლიცენზიატი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია წყალმომარაგების საქმიანობასთან.
3. წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. ამ წესების მიზნებისთვის შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.
4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყალმომარაგების ლიცენზიატისგან მოითხოვოს:
ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა – წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;
ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა - წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით;
გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა – წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „333“ სიმბოლოს გაგზავნით;
დ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.
41. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.
42. მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც წყალმომარაგების ლიცენზიატმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება. ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს წყალმომარაგების ლიცენზიატს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.
5. როდესაც მომხმარებელი წყალმომარაგების ლიცენზიატს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს აღნიშნული საკონტაქტო მონაცემების მიწოდება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მომსახურე საწარმოებისთვის (სადაც იგი რეგისტრირებულია მომხმარებლად და გააჩნია შესაბამისი აბონენტის ნომერი). ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა შეიძლება შესრულდეს, მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის აშკარა და არაორაზროვანი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.10.2019 წ.
მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
1. მიმწოდებელი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.
2. სასმელი წყლის მომხმარებელი ვალდებულია სასმელი წყალი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.
3. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს.
4. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის მიმწოდებელთან.
5. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოითხოვოს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, შესაბამისად, დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).
6. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, მიმწოდებელი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს წყალმომარაგების ვალდებულებას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც მიმწოდებელს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
7. ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს წყალმომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული.
8. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი);
ბ) მიმწოდებელის დასახელება;
გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან დაწესებულების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;
დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს წყალმომარაგება და სხვა მომსახურების გაწევა;
ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;
ვ) სასმელი წყლის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);
ზ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში:
ზ.ა) წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;
ზ.ბ) ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე დასწრების თაობაზე.
თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.
9. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:
ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;
ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.
10. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი წყალმომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით (თუ ტექნიკური პირობები დაცულია).
11. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის სასმელი წყლით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც უნდა აისახოს განაცხადში ასახული მონაცემები და სასმელი წყლის მომარაგების დაწყების თარიღი, ხოლო ამ აბონენტთან ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, ასევე უნდა აღინიშნოს სასმელი წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და სასმელი წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.
12. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლთან წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში). მიმწოდებელს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ „წყალმომარაგების ხელშეკრულების“ (დანართი №1) დამტკიცებული სტანდარტული ფორმა. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს „წყალმომარაგების ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.
13. აბონენტად რეგისტრაციის, წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) და ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის მომარაგება, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით სასმელი წყლის მიწოდების სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული.
131. თუ გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი იცვლის სასმელი წყლის მოხმარების მიზნობრიობას, მიმწოდებელი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ამ მომხმარებლის სასმელი წყლის მისაერთებელი მილის დიამეტრზე, ამ წესების №4 დანართით განსაზღვრულ ვადაში, მომხმარებლის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის პირობით. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია ასახოს ის მომხმარებლის დავალიანებაში. თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად რეგისტრაციის დასრულებამდე ვერ მოეწყობა აღრიცხვის კვანძი, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური უნდა დაერიცხოს ამ წესების 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებული წესისა და პროცედურის შესაბამისად.
14. მომხმარებელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე.
15. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება.

1. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
2. მიმწოდებელის მიერ მომხმარებლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფი სამუშაოების დაწყებამდე მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.
3. მიმწოდებელი უფლებამოსილია შეამოწმოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელი და მისი შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.
31. როდესაც წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით განსაზღვრული მოქმედება ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან).
4. მიმწოდებელი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას მიმწოდებლის წარმომადგენელი წყალმომარაგების ქსელთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.
5. მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ მიმწოდებელი, სასმელი წლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სასმელი წყლის მრიცხველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.
6. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნით, შესაძლებელია მისი წყალმომარაგების (სასმელი წყლის მიწოდების ან/და წყალარინების სისტემის) სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). მიმწოდებელს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს წყალმომარაგების სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების წყალმომარაგებისა და დამატებითი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად).
7. წყალმომარაგების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს, რომელსაც არ მიეწოდება სასმელი წყალი ამ წესების შესაბამისად, უნდა მისცეს წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს წყალმომარაგების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით:
ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემასთან დროებითი მიერთება და, საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ წყალმომარაგების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით;
ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე სასმელი წყლის მიწოდების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული სასმელი წყლის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდებული სასმელი წყლის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის ან ხელსაწყოს გამტარუნარიანობისა და მისი 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით, ხოლო როდესაც ცნობილია სასმელი წყლით სარგებლობის ტექნოლოგიური პროცესი ან/და დღის განმავლობაში მისი გამოყენების პერიოდი, გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ მონაცემების საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს სასმელი წყლით მომარაგების სისტემაზე ან/და მიმწოდებელის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.
9. დაუშვებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის ტექნოლოგიურ პროცესებში გამდინარე სისტემებით მუდმივი მოხმარება-გამოყენება, თუ შესაძლებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის გამოყენების მაგივრად მისი ბრუნვითი და მეორადი გამოყენება. ასეთ შემთხვევაში სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის ამგვარი გამოყენება საჭიროებს მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებას. თანხმობის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაასაბუთოს ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემის მოწყობის შეუძლებლობა. ამასთან, აღნიშნული შეთანხმება უნდა იყოს დროებითი ხასიათის იმ გონივრული ვადით, სანამ მომხმარებელი უზრუნველყოფს აღნიშნული ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემების მოწყობას.
10. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 17.10.2014 წ.

მ უხლი 6. აღრიცხვის კვანძის მოწყობა
1. აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა. შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი და უკუსარქველი), რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.
2. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველი), ასევე, სხვა სახის თავისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები.
3. მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობზე გაწეული ხარჯი (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
4. სასმელი წყლის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს (შეძლებისდაგვარად ახლოს მომხმარებელთან) ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე მიმწოდებელს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.
6. სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან, თუ ტექნიკური რეგლამენტით და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.
7. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის წყალგაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ მიმწოდებლის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და წყალგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.
8. მიმწოდებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება მიმწოდებელის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ამასთან:
ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელემენტების (მათ შორის, დანადგარებისა და მოწყობილობების) აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი თავისი ხარჯით;
ბ) საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში მოწყობილი (დამონტაჟებული) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;
გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე).
9. თუ აბონენტს სასმელი წყალი მიეწოდება მის მფლობელობაში არსებული დაწნევის გამაძლიერებელი ტუმბოებით, წყალმზომი უნდა დამონტაჟდეს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვით იმ შემწოვ მილზე, რომელზედაც დამონტაჟებულია ტუმბო.
10. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მოუწყოს აღრიცხვის კვანძი შემდეგი წესით:
ა) თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დიამეტრი არ აღემატება 15 მმ-ს, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, 30 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით მოუწყოს აღრიცხვის კვანძი; ამასთან, თუ აღრიცხვიანობის სიზუსტის, ან ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე საჭიროა ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძის (მათ შორის მრიცხველის) მოწყობა, წყალმომარაგების ლიცენზიატი ასევე ვალდებულია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მათი მოწყობა;
ბ) თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დიამეტრი აღემატება 15 მმ-ს ან, თუ მომხმარებელი ითხოვს დამატებითი აღრიცხვის კვანძის მოწყობას, რომელიც არ გამომდინარეობს აღრიცხვიანობის სიზუსტის ან ტექნიკური აუცილებლობიდან, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ამ წესების დანართით №4 გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს დანართით №4 განსაზღვრული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური.
101. თუ აბონენტად რეგისტრაციის მსურველი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელია მომხმარებლის კუთვნილი ქონების, მათ შორის შიდა ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, მომხმარებლის მიერ ინდივიდუალური მრიცხველის მოწყობაზე უარის დაფიქსირების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებელთან შესაბამისი აქტის შედგენის შემდეგ, სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა მოახდინოს სულადობის მიხედვით. ეს წესი არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევებზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ახალი მომხმარებლის მიერთებას, ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უძრავ ქონებაზე.
11. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ამ მუხლში მოცემული ვალდებულებების შესრულება. იგი პასუხისმგებელია შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და ამ სამუშაოების სათანადოდ შესრულებაზე. დაუშვებელია მომხმარებელს დაეკისროს ამ პუნქტის საფუძველზე შესრულებული სამუშაოებისთვის, აღრიცხვის კვანძის მოწყობის ან/და სასმელის წყლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისათვის რაიმე თანხის გადახდა, საშუალების შეძენა ან/და რაიმე სახის სამუშაოების შესრულება;
ბ) სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს მომხმარებელს სამუშაოების დაწყების თარიღის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოები საჭიროებს მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე შესვლასა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას, მომხმარებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენლების დაშვება მის კუთვნილ ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება;
გ) მომხმარებელთან აღრიცხვის კვანძი მოაწყოს და შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოები შეასრულოს ისე, რომ არ გამოიწვიოს მომხმარებლის წყალმომარაგების შიდა ქსელის გადაკეთება, ამ მომხმარებელთან წერილობითი ფორმით წინასწარ შეთანხმების გარეშე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 12.02.2021 წ.
1. სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის ხარისხი, დაწნევა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს სასმელი წყლის სექტორში მოქმედ ნორმებს და სახელმწიფო სტანდარტებს. სასმელი წყლით მომხმარებლის მომარაგებისას მიმწოდებელი პასუხისმგებელია საქართველოში მოქმედი სტანდარტებით და ტექნიკურ რეგლამენტებით განსაზღვრული სასმელი წყლის მიწოდებაზე.
2. ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია ფლობდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემას და მის შემადგენელ დანადგარებსა თუ მოწყობილობებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის მოწყობილობებს, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელის წყალმომარაგება.
3. მიმწოდებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, დანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებლის მეშვეობით. ამასთან, დაუშვებელია წყალმომარაგების სისტემასთან თვითნებური მიერთება.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების ამოქმედების შემდეგ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია მიმწოდებლისთვის სასმელი წყლის მრიცხველის შესაძენად, ასევე, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან წყალარინების ქსელის რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის ან/და გაფართოებისთვის, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად).
მუხლი 8. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
1. სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.
2. სასმელი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი, ამ წესების შესაბამისად, ვალდებულია შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში).
3. მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი.
4. მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე, შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა;
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის ან/და თვის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის ან სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ან/და ქსელის უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა);
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში დაერიცხება ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ელემენტებიდან სასმელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის აბონენტს უკანონოდ მოხმარების პერიოდზე დაერიცხება სასმელი წყლის მოცულობა, რომელიც გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის დარღვევის პერიოდში 8-საათიან მოხმარებაზე გამრავლებით;
დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან სამელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის მომხმარებელს დაერიცხება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის ერთვიან პერიოდში 8-საათიანი მოხმარებით.
5. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს ამ წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.
6. მიმწოდებელს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე.

მუხლი 81. წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობა და მისი აღკვეთის საშუალებები
1. წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობაში იგულისხმება:
ა) წყალარინების ქსელზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება;
ბ) მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მომარაგების საკუთარ წყაროზე (შახტური, არტეზიული ან/და სხვა წყაროებიდან) არსებული მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ციფრული მაჩვენებლების გაყალბება და აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყალარინების ქსელით არასანქცირებული სარგებლობა;
გ) წყალარინების ქსელზე არსებული აღრიცხვის კვანძის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ციფრული მაჩვენებლების გაყალბება და აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყალარინების ქსელით არასანქცირებული სარგელობა;
2. წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის პერიოდში, წყალარინების ქსელით უკანონოდ სარგებლობის ღირებულება მომხმარებლისთვის გამოითვლება ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ან 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობისა და წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის ნამრავლით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 82. წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის შესახებ აქტი
მიმწოდებელი წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს აქტი წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის შესახებ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 9. სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება:
ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა);
ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით.
2. ამ წესების მიზნებისათვის, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისათვის. საოჯახო სასტუმროს მფლობელის მოხმარება უნდა აღირიცხოს და მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დაერიცხოს ერთ-ერთი შემდეგი წესით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად:
ა) სასმელი წყლის მოხმარება მთელ ობიექტზე აღირიცხოს ერთობლივად, რა შემთხვევაშიც, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 მ3-ს; ან
ბ) სასმელი წყლის მოხმარება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხოს განცალკევებულად, რა შემთხვევაშიც, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური არასაყოფაცხოვრებო ტარიფით დაერიცხება მხოლოდ ამ ნაწილზე აღრიცხულ ოდენობას (ანგარიშსწორება მოხდება ლიცენზიატისა და მომხმარებლის საკუთრების საბალანსო გაყოფის წერტილში დამონტაჟებული მრიცხველით აღრიცხულ ოდენობაზე. საანგარიშსწორებო მრიცხველსა და ქვემრიცხველებზე აღრიცხულ მოცულობათა ჯამს შორის დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადანაწილდება პროპორციულად).
3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება კონკრეტულ არეალში (ტერიტორიულ ფარგლებში) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ან/და დასუფთავების მომსახურების გაწევის, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფის სისტემით (შემდგომ ტექსტში – ერთიანი ადმინისტრირების სისტემა) განხორციელების შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ფარგლებში არსებული ცალკეული გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის სულადობის ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ერთ-ერთი შემდეგი წესით:
ა) თუ ლიცენზიატის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზებთან ჰარმონიზების შედეგად დადგინდება, რომ მომხმარებლის უძრავ ქონებაში რეგისტრირებული არ არის არცერთი პირი და:
ა.ა) ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შედგენილია წერილობითი შეთანხმება უძრავ ქონებაში მცხოვრებ პირთა ოდენობის (სულადობის) დაზუსტების თაობაზე – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური დაერიცხება შეთანხმებაში მითითებულ სულადობის მიხედვით;
ა.ბ) თუ არ არსებობს სულადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი, მაგრამ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ადმინისტრატორთან არსებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში დასტურდება მომხმარებლის უძრავ ქონებაში არანაკლებ 20 კვტ.სთ. ელექტროენერგიის მოხმარება – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური დაერიცხება 1 სულზე;
ბ) მიუხედავად მომხმარებლის სულადობის დადასტურებული მონაცემისა, თუ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ადმინისტრატორთან არსებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში მომხმარებლის უძრავ ქონებაში მოხმარებული იქნა არაუმეტეს 10 კვტ.სთ. ელექტროენერგია – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური არ დაერიცხება.
4. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელს (მომხმარებლებს), რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით სამ დღეზე მეტი ხნით შეუფერხდა სასმელი წყლის მიწოდება, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური განესაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული წყლის პერიოდით. წყლის შეწყვეტის ფაქტის დაზუსტება შესაძლებელია განხორციელდეს მომხმარებლის მოთხოვნით.
5. მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.
6. ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. მომხმარებელმა მოხმარებული სასმელი წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
8. ქვითარი საცალო მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად, შესაბამის სააბონენტო ბარათზე დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. მოკლე ტექსტური შეტყობინება შედგება დარიცხვის შესახებ ძირითადი ტექსტისა და ბმულისგან, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია.
9. მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში მოცემული უნდა იყოს დარიცხვის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, კერძოდ:
ა) აბონენტის ნომერი;
ბ) დარიცხული მ3/სულადობა;
გ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა;
დ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა;
ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ბმული (არაუმეტეს 40 სიმბოლო), რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია;
ზ) *303# კოდის შესახებ მითითება.
10. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს დარიცხვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას;
ბ) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენებას (ბოლო ჩვენების აღების თარიღის მითითებით);
გ) სამომხმარებლო ტარიფს;
დ) სულადობას (თუ რამდენ პირზე მოხდა დარიცხვა), ხოლო ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, სულადობით დარიცხვის ნაცვლად, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობას კუბურ მეტრებში და ღირებულებას;
ე) მიმდინარე დავალიანების გარდა მომხმარებელზე დარიცხულ თანხას (საფუძვლის მითითებით);
ვ) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ადგილს (დაწესებულებას), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებებს, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;
თ) საკონტაქტო და ინფორმაციის გაცვლის (ინტერაქტიული) მომსახურების შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის წყალმომარაგების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერს;
ი) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
11. დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში, როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ბმულზე ხელმისაწვდომ დოკუმენტში შეცდომის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს ახალი ტექსტური შეტყობინება, სადაც დარიცხვის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ახალი ბმული, გასწორებული დოკუმენტით. ამასთან, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის არსებობისას, ქვითრის შინაარსის, მათ შორის, ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტის სისწორეზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამგზავნს – წყალმომარაგების ლიცენზიატს.
12. მიმწოდებელი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხის მიმართვა იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.
13. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება.
14. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
15. ბეჭდური ფორმის ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, თუ უცნობია ამ მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი. მომხმარებელს ბეჭდური ქვითარი ყოველთვიურად ასევე უნდა მიეწოდოს მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია ელექტრონული ქვითრის შეთავაზებული ფორმით მიღების ტექნიკური საშუალებების არქონის ან/და ამ საშუალებებით სარგებლობის უარის შემთხვევაში.
16. ქვითარი მომხმარებელს შეიძლება ასევე მიეწოდოს ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით, შესაბამის ფორმატში. ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით ქვითრის მიწოდების შესახებ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომლითაც უნდა განისაზღვროს:
ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის და სხვა ინფორმაციის მიღების და ურთიერთგაცვლის საშუალება (მათ შორის, ელექტრონული ფოსტა, ნომერი ან სხვა). ამასთან, შესაძლებელია, მხარეები შეთანხმდნენ ქვითრის მიღების ძირითად და ალტერნატიულ ელექტრონულ მისამართებზე ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე ერთდროულად;
ბ) სხვა პირობები და გარემოებები, საჭიროების შემთხვევაში.
17. ბეჭდური ქვითარი, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაგზავნილი ქვითარი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
18. მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
19. დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.
20. მომხმარებელმა ქვითარზე ასახული გადასახდელი უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის ან ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული გადახდის სხვა საშუალების მეშვეობით.
21. მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.
22. ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად დაუშვებელია მომხმარებლისათვის სასმელი წყლის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა. ამასთან, მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს, მიმწოდებელთან შეთანხმებით წინასწარ გადაიხადოს სასმელი წყლის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს წყალმომარაგების ლიცენზიატს.
23. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.
24. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა წყალმომარაგების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 09:00 საათიდან 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00 საათიდან 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ, – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №23-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1837
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 20 ივნისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 24.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 25.02.2020 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 25.11.2020 წ.
მუხლი 10. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
3. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ:
ა) მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა;
ბ) 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა).
4. თუ სასმელი წყლის მრიცხველი დამონტაჟებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდა მრიცხველის წაკითხვა, მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის რეალური ჩვენების შესაბამისად.
5. მიმწოდებელი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. ასევე, თუ მიმწოდებელმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებელზე ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას, ამასთან, არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №18 დადგენილება - სსმ III, №100, 17.08.2010 წ., მუხ.1509
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
მუხლი 101. ფორსმაჟორი
1. ამ წესების მიზნებისთვის, ფორსმაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა: მიწისძვრა, წყალდიდობა, ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, მათ შორის, გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
2. ფორსმაჟორის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატმა მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველი დამონტაჟებულია მათ დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში), უნდა მისცეს მრიცხველის ჩვენების, ასევე მრიცხველის ჩვენების ფოტოსურათის, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელ. ფოსტის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით) წარდგენის შესაძლებლობა. მომხმარებლის მიერ აღნიშნული შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ, წინა წლის, იმავე თვეში მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის მიხედვით. განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) მომხმარებლის მრიცხველის რეალური ჩვენების წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ აღებისთანავე. ამასთან:
ა) წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, 2 სამუშაო დღით ადრე აცნობოს კომისიას, ამ პუნქტის გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ (შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასაბუთებას, ტერიტორიულ არეალსა და სარგებლობის სავარაუდო პერიოდს);
ბ) წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია როგორც ინდივიდუალური ტექსტური შეტყობინებით, ისე მასობრივი საშუალებების გამოყენებით, ყოველთვიურად, წინასწარ აცნობოს მომხმარებლებს ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების გამოყენების შესახებ. ასევე, მიუთითოს ის ელექტრონული საშუალებები (ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა;
გ) მომხმარებელი უფლებამოსილია, წყალმომარაგების ლიცენზიატს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება, რომელიც დაფიქსირდება წინა ანგარიშსწორების ქვითარში მოცემული მრიცხველის ჩვენების აღების თარიღიდან ერთი თვის თავზე (ან წყალმომარაგების ლიცენზიატის ინდივიდუალურად მოთხოვნის შემთხვევაში), ხოლო წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, ტექსტური შეტყობინებით ინდივიდუალურად მოითხოვოს ინფორმაციის ხელმეორედ გაგზავნა, დამატებითი მტკიცებულების გადაგზავნა ან გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი, მიწოდებული ინფორმაციის უზუსტობის დადასტურების შემთხვევაში (იმის გათვალისწინებით, რომ მონაცემების შესწავლისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო მეტი სიზუსტის გარემოებას).
3. კომპეტენტური ორგანოს მიერ ფორსმაჟორის დადასტურების შემთხვევაში, თუ დგინდება ამ აქტის სასმელი წყლის წყალმომარაგების საქმიანობაზე ან/და მომხმარებლებზე გავლენის ფაქტი, წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებასთან მიმართებაში, ფორსმაჟორის მოქმედების არეალსა და პერიოდში ჩერდება, ამ წესების:
ა) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოქმედება. ამასთან, შესაბამისი წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მომხმარებლის დეპოზიტზე შეტანილი თანხა გადაიტანოს, ამავე მომხმარებლის მიმდინარე დავალიანებაში და გაქვითოს მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო იმ პირებს, რომლებმაც დეპოზიტის მოთხოვნა საბანკო გარანტიით უზრუნველყვეს, უფლება აქვთ, უკან გამოითხოვონ საბანკო გარანტია, ფორსმაჟორის არსებობის განმავლობაში.
4. წყალმომარაგების ლიცენზიატზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება ვრცელდება, საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 05.05.2020 წ.
მუხლი 11. სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა
1. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებელის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.
2. თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს სასმელი წყლის მოხმარებას ან სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, ან/და ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ვალდებულია ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში.
3. სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან სასმელი წყლის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
31. ამ წესების მიზნებისათვის, სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.
4. მომხმარებელს არ შეიძლება დაეკისროს სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ სასმელი წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.
5. მომხმარებლის სასმელი წყლის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. სასმელი წყლის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით” დადგენილი წესით.
7. მიმწოდებელის მიერ სასმელი წყლის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე სასმელი წყლის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევებში, თუ ამ წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.
8. სასმელი წყლის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის წყალმომარაგების ლიცენზიატი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).
81. დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია წყალმომარაგების ლიცენზიატს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე-7 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
9. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ან/და მისი წარმომადგენლის სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. წყალმომარაგების ლიცენზიატმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.
10. მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველის ტექნიკურ მოთხოვნებს (ან სცილდება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას), ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული სასმელი წყლის მოცულობა განისაზღვრება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში ამ მომხმარებლის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის მოცულობის საშუალო თვიური მოხმარებიდან. ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული სასმელი წყლის მოცულობის განსაზღვრის შემდეგ უნდა მოხდეს მოხმარებული სასმელი წყლის დარიცხული ღირებულების კორექტირება. ამასთან, მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ან მოხდეს ამ თანხის მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ). ამ პუნქტით განსაზღვრული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
11. თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება სასმელი წყლის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
111. სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.
12. სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.
13. ინდივიდუალური მრიცხველის მქონე მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მოცემული მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია, მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ სამი კალედნარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
14. სასმელი წყლის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს ახალი მრიცხველი, მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას), ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.
15. სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა არ წარმოებს სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.
16. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
1. დაუშვებელია ამ წესების შეუსაბამო მოთხოვნის წაყენება. ასევე დაუშვებელია მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
2. კომისიის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია, კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე, ან/და მის საფუძველზე მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით სასმელი წყლით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში სასმელი წყლის მიწოდება აღდგება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.
4. დაუშვებელია მიმწოდებელის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია, სასმელი წყლის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით, მომხარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება – შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება დავის დასრულებამდე.
5. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებენ მომხმარებელს სასმელი წყლის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.
1. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია აწარმოოს ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით.
2. წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმების მოთხოვნის შესაბამისად.
3. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს:
ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში;
ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში მონაცემების ასახვა) – არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
მუხლი 14. სასმელი წყლის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
1. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში წყალმომარაგების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ წყალმომარაგების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ წყალმომარაგების ლიცენზიატისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.
11. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში წყალმომარაგების ლიცენზიატმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს სასმელი წყლის მრიცხველთან, სასმელი წყლის მიმწოდებელ საწარმოს უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება, ან ამ პერიოდში მოხმარებული წყლის ოდენობა დაარიცხოს წინა სამი თვის საშუალო მოხმარების მიხედვით (სეზონურობის გათვალისწინებით). მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლის სასმელი წყლის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა. ამასთან, სასმელი წყლის მრიცხველთან მიმწოდებლის წარმომადგენლის განზრახ არდაშვების პირველივე შემთხვევის დადგომისას მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მომხმარებელს მისი წარმომადგენლის მომდევნო ვიზიტის შესახებ (ვიზიტის დროის აღნიშვნით) და გააფრთხილოს მომხმარებელი, რომ ამ პუნქტის თანახმად მას შესაძლოა შეუწყდეს სასმელი წყლის მიწოდება. წერილობითი შეტყობინების გაგზავნა უნდა დადასტურდეს დაზღვეული საფოსტო გზავნილით.
3. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებელის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.
4. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და მიმწოდებელის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ მიმწოდებელის მოქმედების არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
6. თუ სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას, ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში, და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება მიმწოდებელის წარმომადგენლისათვის, მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული სასმელი წყლის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისიწინებულია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
მუხლი 15. მიმწოდებლის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება
1. პირი, რომელიც არ არის მიმწოდებელი, მაგრამ ფლობს ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს სასმელი წყალი.
2. მიმწოდებელსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის სასმელი წყლის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, სასმელი წყლის საფასურის გაძვირება.
3. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების ქსელის სათანადოდ მოწყობის შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის წყალგაყვანილობისა და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს მიმწოდებელის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი (ასეთი მრიცხველის არსებობის შემთხვევაში).
4. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, როდესაც მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა წარმოებს ინდივიდუალური მრიცხველების შესაბამისად, და მომხმარებლების მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს იხდის ამ საანგარიშსწორებო მრიცხველის მიხედვით.
5. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური სასმელი წყლის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს;
გ) მომხმარებელთა შორის დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;
დ) მრიცხველის არსებობის შემთხვევაში:
დ.ა) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული სასმელი წყლის პროპორციულად;
დ.ბ) მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებაზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ე) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სასმელი წყლით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებელის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა.
6. თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი მომხმარებელი, რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, აღნიშნულ მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) დროულად წარადგინოს კომისიაში მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულება;
ბ) თითოეული მომხმარებელი აიყვანოს აბონენტად და მომსახურება განახორციელოს ამ წესებითა და მათთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტი ვრცელდება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია
1. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) წყალმომარაგების ტარიფის და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;
გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ;
დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ;
ე) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), სასმელი წყლით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე დაწნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) ჟურნალის ჩანაწერები;
ვ) წყალსატევებში წყალარინების ქსელიდან ჩამდინარე სითხის გამწმენდი სამუშაოებისა და გაწმენდილი სითხის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკურ რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.
11. თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული აბონენტის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტად რეგისტრირებული პირისათვის.
2. სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადოს) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა) – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
3. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები, ასევე, ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.

1. სასმელი წყლის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, წყალმომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებელის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი. ამასთან, აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის შედეგად სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.
11. ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
2. აქტს მიმწოდებლის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
3. აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;
ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები;
გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც;
დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;
ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
31. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე, მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა განმარტების მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.
4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;
ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ვინაობა და მისამართი;
გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) მომხმარებლის კუთვნილი სასმელი წყლის დანადგარების ან/და ხელსაწყოების გამტარუნარიანობის შესახებ (აუცილებლობის შემთხვევაში);
ე) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება;
5. სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) სასმელი წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი და ჩვენება შემოწმების მომენტში;
ბ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა;
გ) გამოყენებული სასმელი წყლის მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა და სიზუსტის კლასი.
6. სასმელი წყლის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) შესაბამისი სასმელი წყლის მრიცხველის (მრიცხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება;
ბ) ბრჯენის ნომერი;
გ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა სასმელი წყლის მრიცხველი;
დ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში).
7. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს. საჭიროების შემთხვევაში სასმელი წყლის მრიცხველი შესამოწმებლად მიმწოდებელის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებულ პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.
8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.
9. მიღებული და მოხმარებული სასმელი წყლის ორი ან მეტი მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს სასმელი წყლით მომარაგების შესაბამის მომარაგების წყაროზე არსებული სასმელი წყლის მრიცხველზე.
10. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.
11. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – მიმწოდებელს; ხოლო სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში სასმელი წყლის მრიცხველთან ერთად.
12. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.
13. მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი სასმელი წყლის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
მუხლი 18. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება
1. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებ ისას, მიერთების საფასური გადაიხდება მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. მიერთების საფასური ერთჯერადი გადასახდელია. ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მიერთების საფასურის საავანსო და ეტაპობრივი გადახდის წესზეც.
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს.
9. დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და წყალმომარაგების სისტემაზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის, ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული წყალმომარაგების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს წყალმომარაგების დაწყებას. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცესში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
10. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის (ამ წესების შესაბამისად სრულად ან ნაწილობრივ) გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს დასახლებათა (ქალაქი, დაბა, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების ქსელიდან (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელიდან, რომელშიც მიედინება სასმელი წყალი, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთებისას – მოქმედი წყალარინების ქსელიდან) 200 მეტრის რადიუსში. ამასთან, ამ წესებით დადგენილი 100-დან – 200 მეტრი რადიუსის ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური არ ვრცელდება კომისიის მიერ განსაზღვრულ იმ ტერიტორიულ საზღვრებზე, სადაც არ არის მოწყობილი წყალმომარაგების სისტემა (ასეთი ზონის განსაზღვრის შემთხვევაში). სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელიდან რადიუსის გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება წყალმომარაგების ის მილსადენები, რომლებშიც სასმელი წყალი უწყვეტად არ მიედინება სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების ჰიდრავლიკური რეჟიმებიდან გამომდინარე (სადაც აღნიშნული რეჟიმი განპირობებულია ტექნიკური საჭიროებით და არა სასმელი წყლის შეზღუდვით/გრაფიკით მიწოდებით).
11. ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. ამასთან:
ა) მიერთების მსურველს (ახალ მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს):
ა.ა) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის შეთავაზებული პაკეტი, რომელიც მოიცავს სასმელი წყლის და წყალარინების მისაერთებელი მილის შესაბამის დიამეტრებს. ამასთან, მიერთების მსურველი უფლებამოსილია სასმელი წყლის და წყალარინების მისაერთებელი მილის დიამეტრები განცალკევებულად შეარჩიოს, თუ ეს განპირობებულია მისაერთებელი ობიექტის ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე;
ბ.ბ) მიერთების ტიპი, მათ შორის, სრული (სასმელი წყალი და წყალარინება), მხოლოდ სასმელი წყალი ან მხოლოდ წყალარინება;
ბ) ობიექტის სასმელი წყლის ან წყალარინების რამდენიმე დამოუკიდებელი მილით მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მიერთებების (მილების) ჯამური წარმადობიდან.
12. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა განსაზღვრული უნდა იქნეს ამ ობიექტის (ან ობიექტების) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული (დადგენილი) მისაერთებელი წარმადობის ოდენობის შესაბამისად.
13. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
14. წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.
15. ამ წესების შესაბამისად, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის არ მქონე ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება და სასმელი წყლით მომარაგების დაწყება დაუშვებელია, სანამ არ მოხდება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა (ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად).
16. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგება, მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებამოსილებას განეკუთვნება აღნიშნულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და წყალმომარაგების სისტემაზე შეჭრის სამუშაოების შესრულება. ამასთან:
ა) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის შესაბამისად მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით - ამ სამუშაოების შედეგად შექმნილი სასმელი წყლის მომარაგების ქსელი, მათ შორის აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა), ასევე წყალარინების ქსელი, მათ შორის მომხმარებლის ტერიტორიასთან (ნაგებობასთან) მოწყობილი მიმღები ჭა, წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის საკუთრებას.
ბ) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ურთიერთ შეთანხმებით და ამ მიერთებაზე არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური - აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა) წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის საკუთრებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 ივნისის №6 დადგენილება - სსმ III, №72, 21.06.2010 წ., მუხ.1057
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №10 - ვებგვერდი, 02.09.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.
მუხლი 181. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები
1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ წესების მე-18 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად), პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს (ელექტრონული ან წერილობით ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების მე-18 და 181 მუხლების საფუძველზე და წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის არანაკლებ 50% (გარდა ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.
21. თუ ადგილი აქვს მშენებარე მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია არ დაამტკიცოს განაცხადი (დატოვოს ის განუხილველად), თუ წყალმომარაგების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განაცხადით არ მიმართავს ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა არანაკლებ 50 პროცენტისა, ამასთან:
ა) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოხოვნა შესაძლებელია განხილულ იქნეს, მხოლოდ, განმცხადებლის მიერ წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში;
ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების შესახებ მოთხოვნა (წესების 181-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), შესაძლებელია განხილულ იქნას მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის მშენებლობის „ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასურის“ განმცხადებლების მიერ სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში.
22. სასმელი წყალი 20 მმ ან/და წყალარინების 100 მმ დიამეტრის, ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 24 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია წყალმომარაგების მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 24 თვის განმავლობაში თანაბარ წილად. პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – სასმელი წყლით ან/და წყალარინებით უზრუნველყოფის დაწყებიდან 23 თვის განმავლობაში.
3. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე წყალმომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.
4. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან წერილობით ფორმით, მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს. ამასთან, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი მიღებულად ჩაითვლება. ამასთან, ლიცენზიატი ვალდებულია დაადგინოს ხარვეზი 100 მეტრზე მეტი რადიუსის მიერთების შემთხვევაში, ხოლო მიერთების მსურველი უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს 100 მეტრზე მეტი (100-დან 200მ-მდე) რადიუსის მიერთების მოთხოვნით, კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი განაცხადის ფორმით (წესების შესაბამისად, ასეთი განაცხადი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ განმეორებით მიმართვის შემთხვევაში).
5. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია დაადგინოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად. აღნიშნულ განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს: თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით), მიერთების მსურველმა განაცხადით აირჩია მიერთების სრული ტიპი (სასმელი წყალი და წყალარინება) და ერთ-ერთი მოთხოვნა არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით – ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.
6. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.
61. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს მიერთების სამუშაოების დასრულების ზუსტი დრო (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც). მიერთების დასრულებისთანავე წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომარაგების დაწყების შესახებ.
7. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალ მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ წყალმომარაგების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მისი გამოაშკარავებისთანავე (მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით/ელექტრონულად) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია წყალმომარაგების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.
9. თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) არსებულ მილსადენზე მიერთების წერტილს;
ბ) მისაერთებელი მილის დიამეტრს;
გ) მისაერთებელ წარმადობას (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად);
დ) არსებული მილსადენზე მიერთების წერტილში დაწნევას (სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში).
10. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 2 წელზე ნაკლები. დაუშვებელია წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში. ტექნიკურ პირობის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
11. მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯთან.
12. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს,
ა) მიერთების მსურველი ვალდებულია:
ა.ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ა.ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე წყალმომარაგების ლიცენზიატის მითითებები;
ა.გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ, განაცხადით მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (ამ მრიცხველებზე, დანართით №4 განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის შესაბამისად), ხოლო დანარჩენი თანხა გადაიხადოს წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მიმართვის შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს ამ განაცხადით მოთხოვნილი აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.
13. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართი №4-ით, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
14. (ამოღებულია - 27.06.19 №13).
15. „ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის“ ან „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის დარიცხული საფასურის გადახდის განაწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ.
მუხლი 19. მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა
1. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია).
2. მომხმარებელი ვალდებულია, „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
21. მომხმარებლის მიერ „მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 18 და 181 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
3. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
4. განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდეს შემდეგი გარემოებები: თუ მომხმარებლის მოთხოვნა არ განეკუთვნება ამ წესებით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შემთხვევას ან განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.
5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაადგინოს მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე დასაშვები მოცულობა განაცხადის მიღებისთანავე. მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე დასაშვები მოცულობა (მილსადენის დიამეტრი და დასაშვები გამტარუნარიანობა) დგინდება ამ მომხმარებლის აღრიცხვის კვანძიდან გამომსვლელი მილის დიამეტრის (ან აღრიცხვის კვანძის არ არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შემსვლელი მილის დიამეტრის) შესაბამისი დასაშვები გამტარუნარიანობის მაქსიმუმით (სასმელი წყლით მომარაგების წარმადობა მოცემულია ამ წესების დანართში №3, შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე).
6. „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის მიღების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს განაცხადში მოცემული მოთხოვნის შესაბამისად, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) და მოთხოვნილი მოცულობით სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინების მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური, ამ წესების პირობების შესაბამისად.
7. წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური განისაზღვრება ამ წესების დანართით №3 დამტკიცებული ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის ოდენობით (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ან/და წყალარინების ქსელზე მიერთების შესაბამისი შეთავაზებულ პაკეტზე დადგენილი საფასურით).
8. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად საჭირო სამუშაოები და სხვა მოქმედებები შეასრულოს იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია №3 დანართით, შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე.
9. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრის გაზრდა, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 181 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს ამ წესების დანართით №4 განსაზღვრული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
10. მოხმარების მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.

მუხლი 20. მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი
1. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს წყალმომარაგების ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებლის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასური.
2. სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე კომისიის მიერ განისაზღვრება პირობითად. მომხმარებლის მიერ გადახდილი ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც მიმწოდებლისთვის წარმოადგენს შემოსავალს, გათვალისწინებულ იქნება წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშებისას.
3. ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება.
4. მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასური დღგ-ის ჩათვლით განისაზღვრება 2 ლარის ოდენობით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 ივლისის №11 დადგენილება - სსმ III, №91, 27.07.2010 წ., მუხ.1344

მუხლი 21. სანიტარიული უზრუნველყოფა წყალმომარაგებისას
1. წყალმომარაგებისას მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლებზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და მისი შესაბამისი სტანდარტის სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება. ამ მიზნით იგი ვალდებულია:
ა) მუდმივად აკონტროლოს სასმელი და ჩამდინარე წყლის ხარისხი და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდართებთან;
ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე და მათ შემადგენელ ყველა სახის მილსადენზე, დანადგარებსა თუ ხელსაწყოებზე უზრუნველყოს სანიტარიული პირობების დაცვა;
გ) დაიცვას სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტები და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება;
დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასმელი წყლის წყალმომარაგების წყაროებზე განსაზღვროს სანიტარიული დამცავი ტერიტორიები (სანიტარიული დაცვის ზონა) და არ დაუშვას ამ ტერიტორიების ფარგლებში ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურება;
ე) სასმელი წყლის წყალმომარაგების სანიტარიულ დამცავ ტერიტორიებსა (სანიტარიული დაცვის ზონა) და ობიექტებზე დროულად აღკვეთოს დაბინძურება და შესაძლოდ მოკლე ვადაში გაასუფთაოს დაბინძურებული ტერიტორია დაბინძურების წყაროებისაგან;
ვ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის დაბინძურების ან დაბინძურების საშიშროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება.
2. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ვალდებულებისა, მიმწოდებელი ასევე პასუხისმგებელია ჩამდინარე სითხის წყალარინებისას ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირებასა და წყალსატევში ჩამდინარე სითხის გაწმენდაზე, ხოლო გარემოს დაბინძურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ (შესაძლოდ მოკლე ვადაში) გაწმინდოს და მიიღოს შესაბამისი სანიტარიული ზომები.
მუხლი 22. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი
1. მიმწოდებელი ვალდებულია გამართულ მდგომარეობაში იქონიოს და საჭიროებისამებრ განავითაროს ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი.
2. გამართულ მდგომარეობაში იქონიოს ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის შემადგენელი ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის ელემენტები (დანადგარები).
3. მიმწოდებლის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის პერიოდული შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც დასტურდება შემოწმებაში მონაწილე პირების ხელმოწერებით.
4. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი და მისი შემადგენელი ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის დანადგარების არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია შესაბამის ორგანოებთან წინასწარ შეთანხმების გარეშე. ხანძარსაწინააღმდეგო ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) დაცული უნდა იყოს არამიზნობრივი გამოყენებისაგან.
5. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენებისათვის ერთი განშტოების არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა მოეწყოს შემომვლელი ხაზი, ხოლო პირდაპირ ხაზზე – ურდული ბრჯენით, რომელიც შესაძლებელია გაიხსნას მხოლოდ ხანძრის შემთხვევაში. მისი კვეთი და გამტარუნარიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ხანძრის ჩასაქრობად საჭირო წყლის ხარჯს. ხანძრის ჩასაქრობად დახარჯული წყალი დაერიცხება აბონენტს, ხოლო დამღის ახსნა უნდა ეცნობოს მიმწოდებელს.
6. თუ შენობა (ობიექტი) აღჭურვილია გაერთიანებული ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემით, მაშინ შემყვანზე, რომელზეც დამონტაჟებულია წყალმზომი, აუცილებლად უნდა მოეწყოს წყალმზომის შემომვლელი ხაზი, დაკეტილი დამღადადებული ურდულით.
1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წყალარინება, წყალარინების ქსელისა და მისი შემადგენელი კოლექტორების მეშვეობით. მომხმარებელთან მიმართებაში წყალარინების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
2. წყალარინების განცალკევებული სისტემის არსებობისას მომხმარებელი ვალდებულია არ დაუშვას მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიიდან ატმოსფერული წყლების წყალარინების სისტემაში ჩაღვრა და წყალარინების სისტემიდან ჩამდინარე სითხის სანიაღვრე სისტემაში ჩაღვრა. ატმოსფერული ნალექები თვითდინებით უნდა მიემართებოდეს ქუჩისკენ ან სპეციალურად მოწყობილი წვიმმიმღებისკენ.
3. ჩამდინარე სითხის ჩაშვება წყალარინების ქსელში შესაძლებელია მხოლოდ სანიტარიული ნორმების გათვალისწინებით.
4. იქ, სადაც მოწყობილია წყალარინების გაერთიანებული სისტემა და ნებადართულია სახლისა და ეზოს ქსელში თოვლისა და წვიმის წყლების ჩაშვება, ეზოებში უნდა მოეწყოს წვიმმიმღები ჭები ცხაურებით.
5. წყალარინების ქსელში და მასთან შეერთებულ ჩამდინარე წყლების მიმღებ ნაგებობებში აკრძალულია მყარი ნარჩენების, 60 გრადუსზე მეტი ტემპერატურის მქონე ჩამდინარე წყლების, აგრეთვე, მჟავე და ტუტოვანი წყლების და ისეთი ქიმიური მინარევების ჩაშვება, რომლებსაც შეუძლიათ წარმოქმნან ფეთქებადი ნივთიერებები და მწყობრიდან გამოიყვანონ წყალარინების ქსელები და ნაგებობები.
მუხლი 24. წყალარინების სისტემების სარგებლობის წესები
1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქის და დასახლებული ადგილების ტერიტორიაზე ჩამდინარე სითხის წყალარინების ქსელის მეშვეობით გატარება, ხოლო სამრეწველო-ტექნიკური წყლების წყალარინების საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს წყლის მიმწოდებლებთან შეთანხმებით.
2. მიმწოდებელი ახორციელებს წყალარინების ქსელის მოვლა-პატრონობას მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე (ნაგებობამდე), წყალარინების ქსელზე მიერთებული ყველა სხვა განშტოების და შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი, ვის მფლობელობაშიც იმყოფება ეს ტერიტორია.
3. მიმწოდებელი ვალდებულია სათანადო მდგომარეობაში იქონიოს წყალარინების ქსელი და მისი შემადგენელი ელემენტები, მათ შორის, გამწმენდი ნაგებობები.
4. საწარმოო წყლების ჩაშვება წყალარინების სისტემაში დაიშვება მხოლოდ მისი დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობისა და საჭიროების შემთხვევაში ამ ნორმამდე გაწმენდისა და მიმწოდებელთან წინასწარ წერილობით შეთანხმების შემდეგ, რომლის გაცემისას მხედველობაში მიიღება წყალარინების ქსელის და გამწმენდი ნაგებობების დატვირთვა და, აგრეთვე, ჩასაშვები წყლების რაოდენობა. შეთანხმება და მასთან დაკავშირებული საბუთები უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან.
5. მიმწოდებელი ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს ჭების სახურავების მდგომარეობა. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და აღმოფხრას დაზიანება, ხოლო ასეთი მოქმედების შეუძლებლობის შემთხვევაში დააყენოს სათანადო გამაფრთხილებელი ნიშანი და შესაძლოდ მოკლე ვადაში გამოასწოროს მდგომარეობა.
6. მომხმარებელს, მის მფლობელობაში არსებული ჭის ღიად დატოვების შემთხვევაში, ან ჭების სახურავიდან ნარეცხი ან სხვა სამეურნეო წყლების ჩაშვების შემთხვევაში, შეუწყდება სასმელი წყლის მიწოდება სათანადო გაფრთხილების შემდეგ.
7. წყალარინების ქსელის ჭები ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დათვალიერებისათვის, თავისუფალი უნდა იყოს მიწის, თოვლის და სამშენებლო ნაგვისაგან.
8. უნებართვოდ ჭების სახურავების ახდა ან/და ჭაში ჩასვლა აკრძალულია და ისჯება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 25. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი წყვეტს შესაბამისი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არა უმეტეს 5 კალენდარული დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად მოხდება სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ, აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და, შესაბამისად, ხელშეკრულებაში, დამატებით მოცემული უნდა იყოს სასმელი წყლის მოხმარების მოთხოვნილი სიმძლავრის საპროგნოზო მოცულობები.
4. თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალარინების ქსელთან მიერთება არსებულ წყალარინების ქსელთან დაშორების გამო დაკავშირებულია მიმწოდებლის მიერ გაუმართლებლად დიდი ოდენობის ფინანსურ ხარჯებთან ან/და შეუძლებელია წყალარინების ქსელთან მიერთება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, მიმწოდებლის მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა და სასმელი წყლით მომარაგება დაუშვებელია, სანამ ამ მომხმარებლის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი ჩანადენი სითხის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად სათანადოდ გაწმენდა მისი წყალსატევში ჩაშვებამდე ან გარემოსაგან იზოლირება მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით.
5. თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საკუთარი წყაროებიდან (შახტური, არტეზიული ან/და სხვა წყაროებიდან) მიღებულ ან/და მოხმარებულ წყალს მიმართავს (ღვრის) წყალარინების სისტემაში, წყალარინებაზე გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში:
ა) მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოაწყოს აღრიცხვის კვანძი – წყალარინების მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოწყობილი მრიცხველის ჩვენებისა და ამ წყაროდან მიღებული წყლის მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით;
ბ) საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მრიცხველის არარსებობის შემთხვევაში – წყალარინების სისტემაში ჩაღვრილი სითხის მოცულობა განისაზღვრება საკუთარი სასმელი წყლის წყაროს დებეტის, ამ წყაროდან წყლის მიღების პერიოდულობისა და მისი მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით.
6. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი სასმელი წყლით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, აბონენტად რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მიმწოდებელის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) სასმელი წყლის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა, ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება საკონტროლო და ინდივიდუალურ მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.
7. მიმწოდებლისთვის სასმელი წყლის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს.
8. თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
9. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში:
ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
10. სასმელი წყლით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ მიმწოდებელს.
1. მიმწოდებელი ვალდებულია განცალკე ვებულად აღრიცხოს:
ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებით მიღებული შემოსავალი;
ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (მოთხოვნილი დაწნევის) მიხედვით და ჯამურად;
გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გაზრდილი სასმელი წყლის მოცულობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში კომისიას წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ასევე – ყოველკვარტლურად მიაწოდოს კომისიას ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
3. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიოდის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად).

მუხლი 27. გარდამავალი დებულებები
1. მიმწოდებელი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანოს ამ წესებთან.
2. ამ წესების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში, რომელიც ახორციელებს სასმელი წყლის საწარმოო მიზნებისთვის გამოყენებას, ხოლო ყველა სხვა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელზე გავრცელდეს 2010 წლის იანვრიდან. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს აღნიშნულ მომხმარებელთა ინფორმირება მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის (ჩანადენი სითხის) გაწმენდის ან/და უტილიზაციის ვალდებულების შესახებ.
3. ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური სასმელი წყლის მრიცხველების გეგმური შემოწმების პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი სასმელი წყლის მრიცხველის საპასპორტო მონაცემების მიხედვით.
4. შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებელთა წყალმომარაგება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემდეგი პირობით :
ა) ქ. თბილისის ძველი საზღვრების ფარგლებში სასმელი წყლით მომარაგება (26.12.06 წლის მდგომარეობით) 2013 წლის პირველი იანვრიდან და შემდეგ იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან, მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს;
ბ) ქ. თბილისის სასმელი წყლით მომარაგება ახალი საზღვრების ფარგლებში 2015 წლიდან და შემდეგ იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან, მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს;
გ) ქ. მცხეთის სასმელი წყლით მომარაგება 2011 წლიდან და შემდეგ, იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს.
5. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან:
ა) 2009 წლის 1 იანვრამდე კომისიაში წარმოადგინონ სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების არსებული მდგომარეობა, სასმელი წყლის უწყვეტად ან/და გრაფიკით მიწოდების შესახებ უბნების აღნიშვნით. ასევე, ჩამდინარე სითხის გამწმენდი ნაგებობების, წყალარინების მდგომარეობის და წყალარინების სისტემიდან წყალსატევებში ჩამდინარე სითხის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკურ რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია;
ბ) 2009 წლის 1 მაისამდე მომხმარებელთა სასმელი წყლით მუდმივად მომარაგების უზრუნველყოფის გეგმა, შესაბამის ეტაპზე სასმელი წყლით მუდმივად მომარაგების უბნების მითითებით, ასევე წყალარინებისას ჩამდინარე წყლის სათანადოდ გაწმენდის ვადები.
6. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, ამ წესებში მოცემული პირობითა და კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, უზრუნველყონ მომხმარებელთა სასმელი წყლით მუდმივი (24-საათიანი) მომარაგება და ჩამდინარე სითხის წყალმომარაგების სისტემით გატარება და გაწმენდა ამ წესების, ასევე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
7. (ამოღებულია - 15.04.16 №6).
8. (ამოღებულია - 15.04.16 №6).
9. თუ გამრიცხველიანებული მომხმარებლების მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა მრიცხველის მეშვეობით შეუძლებელია რთული კლიმატური პირობების გამო გარკვეული დროის (ყინვის პერიოდის) განმავლობაში, წყალმომარაგების სისტემის სრულ მოწესრიგებამდე, სასმელი წყლის მიმწოდებლები უფლებამოსილნი არიან, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრონ ამ პერიოდის ხანგრძლივობა და მხოლოდ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დაარიცხონ შემდეგი წესით:
ა) გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლებს სულადობის მიხედვით:
ა.ა.) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მომხმარებლებისათვის კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დ ადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში;
ა.ბ.) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებლებისათვის, კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში;
ა.გ.) სხვა სასმელი წყლის მიმწოდებლების მომხმარებლებისათვის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონის ამოქმედების დღისათვის არსებული შესაბამისი ტარიფით .
ბ) გამრიცხველიანებულ არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დაერიცხება ამავე მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდის დაწყებამდე წინა სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან, ამ მომხმარებლის მუშაობის, გამოყენებული დანადგარების დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
10. (ამოღებულია - 27.12.12 №27).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 ივნისის №6 დადგენილება - სსმ III, № 72 , 21 . 06 .2010 წ., მუხ. 1057

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №31 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2507
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 28.12.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 მაისის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.05.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
წყალმომარაგების ხელშეკრულება №_ _ _
სასმელი წყლის მიმწოდებლის დასახელება ______________________________________________________
სასმელი წყლის მიმწოდებლის წარმომადგენელი __ _ _____ ______________________________.
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
სასმელი წყლის მყიდველი (მომხმარებლი) _______________________________________, (იურიდიული/ფიზიკური პირი)
გადახდაზე პასუხისმგებელი პირი _________ _________________________________________, (იურიდიული/ფიზიკური პირი)
მისამართი _______________________________________________;
ტელ: ____________________________________;
საიდენტიფიკაციო ნომერი __________________________________________________________;
(იურიდიული პირის ან ინდმეწარმის ან სხვა მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში);
სასმელი წყლის მიწოდების დაწყების თარიღი ______________________________;
მისამართი, სადაც უნდა მოხდეს სასმელი წყლით მომარაგება _______________________;
სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მფლობელი
მიმწოდებელის დასახელება ____________________________________;
ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას კისრულობენ ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული პირობებით.
სასმელი წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოხმარებულ სასმელ წყალზე ანგარიშსწორება აწარმოოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფით.
სასმელი წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოიხმაროს სასმელი წყალი მხოლოდ ______________ (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის.
სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება და წყალარინება კანონმდებლობის და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად .
სასმელი წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია დროულად გადაიხადოს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური.
სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია სასმელი წყლის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
სასმელი წყლის მყიდველის (მომხმარებელის) ხელმოწერა: _____________
სასმელი წყლის მიმწოდებლის წარმომადგენლის ხელმოწერა: _______ „_____ “ __________ 200__წ.
შენიშვნა: არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, ხელშეკრულებას დანართის სახით შეიძლება დაერთოს სასმელი წყლის საპროგნოზო მიწოდებისა და წყალმომარაგების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გრაფიკი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №23-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1837
ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური
1. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ვადები და საფასური:
ა) მისაერთებელი ობიექტის კუთვნილი ტერიტორიიდან – შესაბამის წყალმომარაგების სისტემამდე 0-დან - 100 მეტრი რადიუსის შემთხვევაში:
|
0 - 100 მეტრი რადიუსის შემთხვევაში |
|||||||||
|
დიამეტრი (მმ) |
ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი) |
ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადა (სამუშაო დღე) |
|||||||
|
სასმელი წყალი |
წყალარინება |
თვითმმართველი ქალაქებისთვის |
სხვა მუნიციპალიტეტებში |
თვითმმართველი ქალაქებისთვის |
სხვა მუნიციპალიტეტებში |
||||
|
სასმელი წყალი |
წყალარინება |
სასმელი წყალი |
წყალარინება |
სასმელი წყალი |
წყალარინება |
სასმელი წყალი |
წყალარინება |
||
|
0-20 |
0 - 100 |
500 |
1000 |
400 |
800 |
40 |
40 |
50 |
50 |
|
20-დან-25 |
0 - 100 |
800 |
2000 |
700 |
1500 |
50 |
50 |
60 |
60 |
|
25-დან - 32 |
2000 |
1200 |
50 |
60 |
|||||
|
32-დან - 40 |
100-დან - 150 |
2500 |
7000 |
1800 |
5000 |
60 |
60 |
70 |
70 |
|
40-დან - 50 |
3000 |
2200 |
60 |
70 |
|||||
|
50-დან - 63 |
4000 |
3000 |
60 |
70 |
|||||
|
63-დან - 75 |
5500 |
4000 |
60 |
70 |
|||||
|
75-დან - 90 |
150-დან - 200 |
7000 |
15000 |
5500 |
10000 |
70 |
70 |
80 |
80 |
|
90-დან - 110 |
9000 |
7000 |
70 |
80 |
|||||
|
110-დან - 125 |
11000 |
9000 |
70 |
80 |
|||||
|
125-დან - 140 |
15000 |
12000 |
70 |
80 |
|||||
|
140-დან - 160 |
20000 |
15000 |
70 |
80 |
|||||
ბ) მისაერთებელი ობიექტის კუთვნილი ტერიტორიიდან - შესაბამის წყალმომარაგების სისტემამდე 100-დან – 200 მეტრის რადიუსის შემთხვევაში:
|
100-დან - 200 მეტრი რადიუსის შემთხვევაში |
|||||||||
|
დიამეტრი (მმ) |
ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი) |
ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადა (სამუშაო დღე) |
|||||||
|
სასმელი წყალი |
წყალარინება |
თვითმმართველი ქალაქებისთვის |
სხვა მუნიციპალიტეტებში |
თვითმმართველი ქალაქებისთვის |
სხვა მუნიციპალიტეტებში |
||||
|
სასმელი წყალი |
წყალარინება |
სასმელი წყალი |
წყალარინება |
სასმელი წყალი |
წყალარინება |
სასმელი წყალი |
წყალარინება |
||
|
0-20 |
0 - 100 |
3000 |
5000 |
1500 |
2000 |
60 |
60 |
70 |
70 |
|
20-დან - 25 |
0 - 100 |
5000 |
6000 |
2500 |
4000 |
70 |
70 |
80 |
80 |
|
25-დან - 32 |
7000 |
4000 |
70 |
80 |
|||||
|
32-დან - 40 |
100-დან - 150 |
10000 |
20000 |
7000 |
15000 |
80 |
80 |
90 |
90 |
|
40-დან - 50 |
12000 |
9000 |
80 |
90 |
|||||
|
50-დან - 63 |
15000 |
12000 |
80 |
90 |
|||||
|
63-დან - 75 |
18000 |
15000 |
80 |
90 |
|||||
|
75-დან - 90 |
150-დან - 200 |
22000 |
35000 |
17000 |
25000 |
90 |
90 |
100 |
100 |
|
90-დან - 110 |
25000 |
19000 |
90 |
100 |
|||||
|
110-დან - 125 |
28000 |
22000 |
90 |
100 |
|||||
|
125-დან - 140 |
35000 |
25000 |
90 |
100 |
|||||
|
140-დან - 160 |
40000 |
30000 |
90 |
100 |
|||||
გ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნისას (მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში), ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის – 100 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №10 - ვებგვერდი, 02.09.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური
მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:
ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში:
|
მილის დიამეტრი (მმ) |
ვადა (დღე) |
საფასური (ლარი) |
|
0-20 |
15 |
150.00 |
|
20-დან - 25 |
15 |
250.00 |
|
25-დან - 32 |
15 |
300.00 |
|
32-დან - 40 |
20 |
400.00 |
|
40-დან - 50 |
20 |
1,200.00 |
|
50-დან - 63 |
20 |
1,500.00 |
|
63-დან - 75 |
20 |
2,000.00 |
|
75-დან - 90 |
25 |
2,500.00 |
|
90-დან - 110 |
25 |
2,700.00 |
|
110-დან - 125 |
25 |
3,000.00 |
|
125-დან - 140 |
25 |
3,500.00 |
|
140-დან - 160 |
25 |
4,000.00 |
|
160 და მეტი |
30 |
4,500.00 |
ბ) წყალარინების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში:
|
დიამეტრი (მმ) |
ვადა (დღე) |
საფასური (ლარი) |
|
0-100 |
10 |
200.00 |
|
100-დან - 150 |
10 |
400.00 |
|
150-დან - 200 |
10 |
600.00 |
|
200-დან - 250 |
15 |
800.00 |
|
250-დან - 300 |
15 |
1000.00 |
|
300 და მეტი |
20 |
1500.00 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
1
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
+
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
+
მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:
1. დამტკიცდეს სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები.
2. დამტკიცდეს შემდეგი დანართები:
ა) წყალმომარაგების ხელშეკრულება (დანართი №1);
ბ) (ამოღებულია);
გ) „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური“ (დანართი №3);
დ) მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური (დანართი №4).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №23-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1837
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
3. მიმწოდებლები წყალმომარაგებისას ვალდებულნი არიან იმოქმედონ სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით, ხოლო წყალმომარაგებისას ამ წესების სხვა სამართლებრივ აქტებთან წინააღმდეგობის (კოლიზიის) შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობონ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.
4. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები
+
+
1. სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს.
2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
3. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყალმომარაგებაზე.
4. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.
41. ამ წესების მიზნებისათვის ტერმინები „მიმწოდებელი“ და „წყალმომარაგების ლიცენზიატი“ – გულისხმობს ყველა იმ პირს, ვისაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 391 მუხლის შესაბამისად, მიღებული აქვს წყალმომარაგების ლიცენზია.
5. ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისიის) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა.
6. ნებისმიერ პირს, თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №10 - ვებგვერდი, 02.09.2013 წ.
+
1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
2. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად;
ბ) წყალმომარაგებისას დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები;
გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება;
დ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ;
ე) განახორციელოს წყალმომარაგების მომსახურება და უზრუნველყოს მომხმარებელისთვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად);
ვ) განახორციელოს წყალარინება, შესაბამისად, ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირება და მისი წყალსატევში ჩაშვებამდე სათანადოდ გაწმენდის უზრუნველყოფა.
ზ) უზრუნველყოს ამ წესებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.
3. მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება, თუ:
ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას;
ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.
4. მიმწოდებელი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება, თუ:
ა) მომხმარებელის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული სასმელი წყლის საფასური;
ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა;
გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ წესებისა და კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტას;
დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
5. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
+
1. წყალმომარაგების ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
2. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება სასმელი წყლის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებელისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა ან/და მოხმარების დროს.
3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს წყალმომარაგების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
5. წყალმომარაგების ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6. მიმწოდებელს უფლება არ აქვს მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
61. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია წყალმომარაგების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.
62. წყალმომარაგების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მის მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს წყალმომარაგების ლიცენზიატის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).
7. წყალმომარაგების ლიცენზიატმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ:
ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 72 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში).
71. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).
72. განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:
91. ამ წესების მიზნებისათვის, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებელზე ვრცელდება საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე დადგენილი მოთხოვნები, მე-9 მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.
10. (ამოღებულია).
11. ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №18 დადგენილება - სსმ III, №100, 17.08.2010 წ., მუხ.1509
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 20 ივნისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 24.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
მუხლი 31. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება🔗
1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 კალენდარული დღით ადრე მაინც;
ა1) სასმელი წლით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ;
ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;
გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე;
დ) სასმელი წყლით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გეგმურ წყვეტამდე, ამ წესების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირობების შესაბამისად;
ე) სასმელი წყლით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის ზუსტი მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე.
2. წყალმომარაგების ლიცენზიატი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია წყალმომარაგების საქმიანობასთან.
3. წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. ამ წესების მიზნებისთვის შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.
4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყალმომარაგების ლიცენზიატისგან მოითხოვოს:
ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა – წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;
ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა - წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით;
გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა – წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „333“ სიმბოლოს გაგზავნით;
დ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.
41. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.
42. მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც წყალმომარაგების ლიცენზიატმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება. ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს წყალმომარაგების ლიცენზიატს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.
5. როდესაც მომხმარებელი წყალმომარაგების ლიცენზიატს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს აღნიშნული საკონტაქტო მონაცემების მიწოდება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მომსახურე საწარმოებისთვის (სადაც იგი რეგისტრირებულია მომხმარებლად და გააჩნია შესაბამისი აბონენტის ნომერი). ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა შეიძლება შესრულდეს, მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის აშკარა და არაორაზროვანი დადასტურების შემთხვევაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.10.2019 წ.
მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
+
1. მიმწოდებელი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.
2. სასმელი წყლის მომხმარებელი ვალდებულია სასმელი წყალი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.
3. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს.
4. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის მიმწოდებელთან.
5. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოითხოვოს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, შესაბამისად, დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).
6. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, მიმწოდებელი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს წყალმომარაგების ვალდებულებას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც მიმწოდებელს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
7. ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს წყალმომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული.
8. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი);
ბ) მიმწოდებელის დასახელება;
გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან დაწესებულების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;
დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს წყალმომარაგება და სხვა მომსახურების გაწევა;
ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;
ვ) სასმელი წყლის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);
ზ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში:
ზ.ა) წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;
ზ.ბ) ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე დასწრების თაობაზე.
თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.
9. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:
ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;
ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.
10. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი წყალმომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით (თუ ტექნიკური პირობები დაცულია).
11. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის სასმელი წყლით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც უნდა აისახოს განაცხადში ასახული მონაცემები და სასმელი წყლის მომარაგების დაწყების თარიღი, ხოლო ამ აბონენტთან ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, ასევე უნდა აღინიშნოს სასმელი წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და სასმელი წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.
12. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლთან წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში). მიმწოდებელს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ „წყალმომარაგების ხელშეკრულების“ (დანართი №1) დამტკიცებული სტანდარტული ფორმა. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს „წყალმომარაგების ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.
13. აბონენტად რეგისტრაციის, წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) და ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის მომარაგება, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით სასმელი წყლის მიწოდების სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული.
131. თუ გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი იცვლის სასმელი წყლის მოხმარების მიზნობრიობას, მიმწოდებელი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ამ მომხმარებლის სასმელი წყლის მისაერთებელი მილის დიამეტრზე, ამ წესების №4 დანართით განსაზღვრულ ვადაში, მომხმარებლის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის პირობით. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია ასახოს ის მომხმარებლის დავალიანებაში. თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად რეგისტრაციის დასრულებამდე ვერ მოეწყობა აღრიცხვის კვანძი, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური უნდა დაერიცხოს ამ წესების 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებული წესისა და პროცედურის შესაბამისად.
14. მომხმარებელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე.
15. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
+
1. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
2. მიმწოდებელის მიერ მომხმარებლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფი სამუშაოების დაწყებამდე მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.
3. მიმწოდებელი უფლებამოსილია შეამოწმოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელი და მისი შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.
31. როდესაც წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით განსაზღვრული მოქმედება ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან).
4. მიმწოდებელი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას მიმწოდებლის წარმომადგენელი წყალმომარაგების ქსელთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.
5. მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ მიმწოდებელი, სასმელი წლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სასმელი წყლის მრიცხველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.
6. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნით, შესაძლებელია მისი წყალმომარაგების (სასმელი წყლის მიწოდების ან/და წყალარინების სისტემის) სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). მიმწოდებელს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს წყალმომარაგების სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების წყალმომარაგებისა და დამატებითი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად).
7. წყალმომარაგების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს, რომელსაც არ მიეწოდება სასმელი წყალი ამ წესების შესაბამისად, უნდა მისცეს წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს წყალმომარაგების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით:
ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემასთან დროებითი მიერთება და, საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ წყალმომარაგების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით;
ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე სასმელი წყლის მიწოდების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული სასმელი წყლის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდებული სასმელი წყლის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის ან ხელსაწყოს გამტარუნარიანობისა და მისი 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით, ხოლო როდესაც ცნობილია სასმელი წყლით სარგებლობის ტექნოლოგიური პროცესი ან/და დღის განმავლობაში მისი გამოყენების პერიოდი, გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ მონაცემების საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს სასმელი წყლით მომარაგების სისტემაზე ან/და მიმწოდებელის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.
9. დაუშვებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის ტექნოლოგიურ პროცესებში გამდინარე სისტემებით მუდმივი მოხმარება-გამოყენება, თუ შესაძლებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის გამოყენების მაგივრად მისი ბრუნვითი და მეორადი გამოყენება. ასეთ შემთხვევაში სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის ამგვარი გამოყენება საჭიროებს მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებას. თანხმობის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაასაბუთოს ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემის მოწყობის შეუძლებლობა. ამასთან, აღნიშნული შეთანხმება უნდა იყოს დროებითი ხასიათის იმ გონივრული ვადით, სანამ მომხმარებელი უზრუნველყოფს აღნიშნული ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემების მოწყობას.
10. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 17.10.2014 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
მუხლი 6. აღრიცხვის კვანძის მოწყობა🔗
+
1. აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა. შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი და უკუსარქველი), რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.
2. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველი), ასევე, სხვა სახის თავისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები.
3. მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობზე გაწეული ხარჯი (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
4. სასმელი წყლის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს (შეძლებისდაგვარად ახლოს მომხმარებელთან) ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე მიმწოდებელს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.
6. სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან, თუ ტექნიკური რეგლამენტით და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.
7. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის წყალგაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ მიმწოდებლის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და წყალგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.
8. მიმწოდებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება მიმწოდებელის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ამასთან:
ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელემენტების (მათ შორის, დანადგარებისა და მოწყობილობების) აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი თავისი ხარჯით;
ბ) საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში მოწყობილი (დამონტაჟებული) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;
გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე).
9. თუ აბონენტს სასმელი წყალი მიეწოდება მის მფლობელობაში არსებული დაწნევის გამაძლიერებელი ტუმბოებით, წყალმზომი უნდა დამონტაჟდეს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვით იმ შემწოვ მილზე, რომელზედაც დამონტაჟებულია ტუმბო.
10. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მოუწყოს აღრიცხვის კვანძი შემდეგი წესით:
ა) თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დიამეტრი არ აღემატება 15 მმ-ს, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, 30 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით მოუწყოს აღრიცხვის კვანძი; ამასთან, თუ აღრიცხვიანობის სიზუსტის, ან ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე საჭიროა ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძის (მათ შორის მრიცხველის) მოწყობა, წყალმომარაგების ლიცენზიატი ასევე ვალდებულია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მათი მოწყობა;
ბ) თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დიამეტრი აღემატება 15 მმ-ს ან, თუ მომხმარებელი ითხოვს დამატებითი აღრიცხვის კვანძის მოწყობას, რომელიც არ გამომდინარეობს აღრიცხვიანობის სიზუსტის ან ტექნიკური აუცილებლობიდან, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ამ წესების დანართით №4 გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს დანართით №4 განსაზღვრული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური.
101. თუ აბონენტად რეგისტრაციის მსურველი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელია მომხმარებლის კუთვნილი ქონების, მათ შორის შიდა ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, მომხმარებლის მიერ ინდივიდუალური მრიცხველის მოწყობაზე უარის დაფიქსირების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებელთან შესაბამისი აქტის შედგენის შემდეგ, სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა მოახდინოს სულადობის მიხედვით. ეს წესი არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევებზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ახალი მომხმარებლის მიერთებას, ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უძრავ ქონებაზე.
11. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ამ მუხლში მოცემული ვალდებულებების შესრულება. იგი პასუხისმგებელია შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და ამ სამუშაოების სათანადოდ შესრულებაზე. დაუშვებელია მომხმარებელს დაეკისროს ამ პუნქტის საფუძველზე შესრულებული სამუშაოებისთვის, აღრიცხვის კვანძის მოწყობის ან/და სასმელის წყლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისათვის რაიმე თანხის გადახდა, საშუალების შეძენა ან/და რაიმე სახის სამუშაოების შესრულება;
ბ) სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს მომხმარებელს სამუშაოების დაწყების თარიღის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოები საჭიროებს მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე შესვლასა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას, მომხმარებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენლების დაშვება მის კუთვნილ ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება;
გ) მომხმარებელთან აღრიცხვის კვანძი მოაწყოს და შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოები შეასრულოს ისე, რომ არ გამოიწვიოს მომხმარებლის წყალმომარაგების შიდა ქსელის გადაკეთება, ამ მომხმარებელთან წერილობითი ფორმით წინასწარ შეთანხმების გარეშე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 12.02.2021 წ.
+
1. სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის ხარისხი, დაწნევა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს სასმელი წყლის სექტორში მოქმედ ნორმებს და სახელმწიფო სტანდარტებს. სასმელი წყლით მომხმარებლის მომარაგებისას მიმწოდებელი პასუხისმგებელია საქართველოში მოქმედი სტანდარტებით და ტექნიკურ რეგლამენტებით განსაზღვრული სასმელი წყლის მიწოდებაზე.
2. ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია ფლობდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემას და მის შემადგენელ დანადგარებსა თუ მოწყობილობებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის მოწყობილობებს, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელის წყალმომარაგება.
3. მიმწოდებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, დანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებლის მეშვეობით. ამასთან, დაუშვებელია წყალმომარაგების სისტემასთან თვითნებური მიერთება.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების ამოქმედების შემდეგ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია მიმწოდებლისთვის სასმელი წყლის მრიცხველის შესაძენად, ასევე, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან წყალარინების ქსელის რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის ან/და გაფართოებისთვის, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად).
მუხლი 8. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
+
1. სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.
2. სასმელი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი, ამ წესების შესაბამისად, ვალდებულია შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში).
3. მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი.
4. მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე, შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა;
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის ან/და თვის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის ან სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ან/და ქსელის უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა);
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში დაერიცხება ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ელემენტებიდან სასმელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის აბონენტს უკანონოდ მოხმარების პერიოდზე დაერიცხება სასმელი წყლის მოცულობა, რომელიც გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის დარღვევის პერიოდში 8-საათიან მოხმარებაზე გამრავლებით;
დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან სამელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის მომხმარებელს დაერიცხება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის ერთვიან პერიოდში 8-საათიანი მოხმარებით.
5. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს ამ წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.
6. მიმწოდებელს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
მუხლი 81. წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობა და მისი აღკვეთის საშუალებები🔗
+
1. წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობაში იგულისხმება:
ა) წყალარინების ქსელზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება;
ბ) მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მომარაგების საკუთარ წყაროზე (შახტური, არტეზიული ან/და სხვა წყაროებიდან) არსებული მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ციფრული მაჩვენებლების გაყალბება და აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყალარინების ქსელით არასანქცირებული სარგებლობა;
გ) წყალარინების ქსელზე არსებული აღრიცხვის კვანძის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ციფრული მაჩვენებლების გაყალბება და აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყალარინების ქსელით არასანქცირებული სარგელობა;
2. წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის პერიოდში, წყალარინების ქსელით უკანონოდ სარგებლობის ღირებულება მომხმარებლისთვის გამოითვლება ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ან 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობისა და წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის ნამრავლით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 82. წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის შესახებ აქტი🔗
+
მიმწოდებელი წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს აქტი წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის შესახებ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 9. სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
+
1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება:
ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა);
ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით.
2. ამ წესების მიზნებისათვის, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისათვის. საოჯახო სასტუმროს მფლობელის მოხმარება უნდა აღირიცხოს და მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დაერიცხოს ერთ-ერთი შემდეგი წესით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად:
ა) სასმელი წყლის მოხმარება მთელ ობიექტზე აღირიცხოს ერთობლივად, რა შემთხვევაშიც, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 მ3-ს; ან
ბ) სასმელი წყლის მოხმარება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხოს განცალკევებულად, რა შემთხვევაშიც, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური არასაყოფაცხოვრებო ტარიფით დაერიცხება მხოლოდ ამ ნაწილზე აღრიცხულ ოდენობას (ანგარიშსწორება მოხდება ლიცენზიატისა და მომხმარებლის საკუთრების საბალანსო გაყოფის წერტილში დამონტაჟებული მრიცხველით აღრიცხულ ოდენობაზე. საანგარიშსწორებო მრიცხველსა და ქვემრიცხველებზე აღრიცხულ მოცულობათა ჯამს შორის დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადანაწილდება პროპორციულად).
3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება კონკრეტულ არეალში (ტერიტორიულ ფარგლებში) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ან/და დასუფთავების მომსახურების გაწევის, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფის სისტემით (შემდგომ ტექსტში – ერთიანი ადმინისტრირების სისტემა) განხორციელების შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ფარგლებში არსებული ცალკეული გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის სულადობის ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ერთ-ერთი შემდეგი წესით:
ა) თუ ლიცენზიატის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზებთან ჰარმონიზების შედეგად დადგინდება, რომ მომხმარებლის უძრავ ქონებაში რეგისტრირებული არ არის არცერთი პირი და:
ა.ა) ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შედგენილია წერილობითი შეთანხმება უძრავ ქონებაში მცხოვრებ პირთა ოდენობის (სულადობის) დაზუსტების თაობაზე – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური დაერიცხება შეთანხმებაში მითითებულ სულადობის მიხედვით;
ა.ბ) თუ არ არსებობს სულადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი, მაგრამ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ადმინისტრატორთან არსებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში დასტურდება მომხმარებლის უძრავ ქონებაში არანაკლებ 20 კვტ.სთ. ელექტროენერგიის მოხმარება – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური დაერიცხება 1 სულზე;
ბ) მიუხედავად მომხმარებლის სულადობის დადასტურებული მონაცემისა, თუ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ადმინისტრატორთან არსებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში მომხმარებლის უძრავ ქონებაში მოხმარებული იქნა არაუმეტეს 10 კვტ.სთ. ელექტროენერგია – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური არ დაერიცხება.
4. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელს (მომხმარებლებს), რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით სამ დღეზე მეტი ხნით შეუფერხდა სასმელი წყლის მიწოდება, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური განესაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული წყლის პერიოდით. წყლის შეწყვეტის ფაქტის დაზუსტება შესაძლებელია განხორციელდეს მომხმარებლის მოთხოვნით.
5. მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.
6. ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. მომხმარებელმა მოხმარებული სასმელი წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
8. ქვითარი საცალო მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად, შესაბამის სააბონენტო ბარათზე დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. მოკლე ტექსტური შეტყობინება შედგება დარიცხვის შესახებ ძირითადი ტექსტისა და ბმულისგან, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია.
9. მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში მოცემული უნდა იყოს დარიცხვის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, კერძოდ:
ა) აბონენტის ნომერი;
ბ) დარიცხული მ3/სულადობა;
გ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა;
დ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა;
ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ბმული (არაუმეტეს 40 სიმბოლო), რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია;
ზ) *303# კოდის შესახებ მითითება.
10. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს დარიცხვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას;
ბ) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენებას (ბოლო ჩვენების აღების თარიღის მითითებით);
გ) სამომხმარებლო ტარიფს;
დ) სულადობას (თუ რამდენ პირზე მოხდა დარიცხვა), ხოლო ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, სულადობით დარიცხვის ნაცვლად, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობას კუბურ მეტრებში და ღირებულებას;
ე) მიმდინარე დავალიანების გარდა მომხმარებელზე დარიცხულ თანხას (საფუძვლის მითითებით);
ვ) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ადგილს (დაწესებულებას), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებებს, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;
თ) საკონტაქტო და ინფორმაციის გაცვლის (ინტერაქტიული) მომსახურების შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის წყალმომარაგების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერს;
ი) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
11. დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში, როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ბმულზე ხელმისაწვდომ დოკუმენტში შეცდომის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს ახალი ტექსტური შეტყობინება, სადაც დარიცხვის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ახალი ბმული, გასწორებული დოკუმენტით. ამასთან, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის არსებობისას, ქვითრის შინაარსის, მათ შორის, ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტის სისწორეზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამგზავნს – წყალმომარაგების ლიცენზიატს.
12. მიმწოდებელი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხის მიმართვა იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.
13. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება.
14. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
15. ბეჭდური ფორმის ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, თუ უცნობია ამ მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი. მომხმარებელს ბეჭდური ქვითარი ყოველთვიურად ასევე უნდა მიეწოდოს მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია ელექტრონული ქვითრის შეთავაზებული ფორმით მიღების ტექნიკური საშუალებების არქონის ან/და ამ საშუალებებით სარგებლობის უარის შემთხვევაში.
16. ქვითარი მომხმარებელს შეიძლება ასევე მიეწოდოს ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით, შესაბამის ფორმატში. ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით ქვითრის მიწოდების შესახებ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომლითაც უნდა განისაზღვროს:
ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის და სხვა ინფორმაციის მიღების და ურთიერთგაცვლის საშუალება (მათ შორის, ელექტრონული ფოსტა, ნომერი ან სხვა). ამასთან, შესაძლებელია, მხარეები შეთანხმდნენ ქვითრის მიღების ძირითად და ალტერნატიულ ელექტრონულ მისამართებზე ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე ერთდროულად;
ბ) სხვა პირობები და გარემოებები, საჭიროების შემთხვევაში.
17. ბეჭდური ქვითარი, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაგზავნილი ქვითარი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
18. მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
19. დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.
20. მომხმარებელმა ქვითარზე ასახული გადასახდელი უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის ან ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული გადახდის სხვა საშუალების მეშვეობით.
21. მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.
22. ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად დაუშვებელია მომხმარებლისათვის სასმელი წყლის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა. ამასთან, მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს, მიმწოდებელთან შეთანხმებით წინასწარ გადაიხადოს სასმელი წყლის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს წყალმომარაგების ლიცენზიატს.
23. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.
24. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა წყალმომარაგების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 09:00 საათიდან 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00 საათიდან 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ, – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №23-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1837
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 20 ივნისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 24.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 25.02.2020 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 25.11.2020 წ.
მუხლი 10. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
+
11. წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს, დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ. კერძოდ:
21. წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს სასმელი წყლის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დაფარვა. დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას.
3. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ:
ა) მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა;
ბ) 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა).
4. თუ სასმელი წყლის მრიცხველი დამონტაჟებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდა მრიცხველის წაკითხვა, მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის რეალური ჩვენების შესაბამისად.
5. მიმწოდებელი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. ასევე, თუ მიმწოდებელმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებელზე ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას, ამასთან, არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №18 დადგენილება - სსმ III, №100, 17.08.2010 წ., მუხ.1509
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
მუხლი 101. ფორსმაჟორი🔗
1. ამ წესების მიზნებისთვის, ფორსმაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა: მიწისძვრა, წყალდიდობა, ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, მათ შორის, გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
2. ფორსმაჟორის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატმა მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველი დამონტაჟებულია მათ დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში), უნდა მისცეს მრიცხველის ჩვენების, ასევე მრიცხველის ჩვენების ფოტოსურათის, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელ. ფოსტის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით) წარდგენის შესაძლებლობა. მომხმარებლის მიერ აღნიშნული შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ, წინა წლის, იმავე თვეში მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის მიხედვით. განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) მომხმარებლის მრიცხველის რეალური ჩვენების წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ აღებისთანავე. ამასთან:
ა) წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, 2 სამუშაო დღით ადრე აცნობოს კომისიას, ამ პუნქტის გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ (შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასაბუთებას, ტერიტორიულ არეალსა და სარგებლობის სავარაუდო პერიოდს);
ბ) წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია როგორც ინდივიდუალური ტექსტური შეტყობინებით, ისე მასობრივი საშუალებების გამოყენებით, ყოველთვიურად, წინასწარ აცნობოს მომხმარებლებს ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების გამოყენების შესახებ. ასევე, მიუთითოს ის ელექტრონული საშუალებები (ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა;
გ) მომხმარებელი უფლებამოსილია, წყალმომარაგების ლიცენზიატს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება, რომელიც დაფიქსირდება წინა ანგარიშსწორების ქვითარში მოცემული მრიცხველის ჩვენების აღების თარიღიდან ერთი თვის თავზე (ან წყალმომარაგების ლიცენზიატის ინდივიდუალურად მოთხოვნის შემთხვევაში), ხოლო წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, ტექსტური შეტყობინებით ინდივიდუალურად მოითხოვოს ინფორმაციის ხელმეორედ გაგზავნა, დამატებითი მტკიცებულების გადაგზავნა ან გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი, მიწოდებული ინფორმაციის უზუსტობის დადასტურების შემთხვევაში (იმის გათვალისწინებით, რომ მონაცემების შესწავლისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო მეტი სიზუსტის გარემოებას).
3. კომპეტენტური ორგანოს მიერ ფორსმაჟორის დადასტურების შემთხვევაში, თუ დგინდება ამ აქტის სასმელი წყლის წყალმომარაგების საქმიანობაზე ან/და მომხმარებლებზე გავლენის ფაქტი, წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებასთან მიმართებაში, ფორსმაჟორის მოქმედების არეალსა და პერიოდში ჩერდება, ამ წესების:
ა) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოქმედება. ამასთან, შესაბამისი წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მომხმარებლის დეპოზიტზე შეტანილი თანხა გადაიტანოს, ამავე მომხმარებლის მიმდინარე დავალიანებაში და გაქვითოს მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო იმ პირებს, რომლებმაც დეპოზიტის მოთხოვნა საბანკო გარანტიით უზრუნველყვეს, უფლება აქვთ, უკან გამოითხოვონ საბანკო გარანტია, ფორსმაჟორის არსებობის განმავლობაში.
4. წყალმომარაგების ლიცენზიატზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება ვრცელდება, საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 05.05.2020 წ.
მუხლი 11. სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა
+
1. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებელის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.
2. თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს სასმელი წყლის მოხმარებას ან სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, ან/და ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ვალდებულია ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში.
3. სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან სასმელი წყლის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
31. ამ წესების მიზნებისათვის, სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.
4. მომხმარებელს არ შეიძლება დაეკისროს სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ სასმელი წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.
5. მომხმარებლის სასმელი წყლის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. სასმელი წყლის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით” დადგენილი წესით.
7. მიმწოდებელის მიერ სასმელი წყლის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე სასმელი წყლის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევებში, თუ ამ წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.
8. სასმელი წყლის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის წყალმომარაგების ლიცენზიატი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).
81. დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია წყალმომარაგების ლიცენზიატს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე-7 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
9. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ან/და მისი წარმომადგენლის სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. წყალმომარაგების ლიცენზიატმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.
10. მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველის ტექნიკურ მოთხოვნებს (ან სცილდება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას), ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული სასმელი წყლის მოცულობა განისაზღვრება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში ამ მომხმარებლის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის მოცულობის საშუალო თვიური მოხმარებიდან. ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული სასმელი წყლის მოცულობის განსაზღვრის შემდეგ უნდა მოხდეს მოხმარებული სასმელი წყლის დარიცხული ღირებულების კორექტირება. ამასთან, მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ან მოხდეს ამ თანხის მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ). ამ პუნქტით განსაზღვრული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
11. თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება სასმელი წყლის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
111. სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.
12. სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.
13. ინდივიდუალური მრიცხველის მქონე მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მოცემული მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია, მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ სამი კალედნარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
14. სასმელი წყლის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს ახალი მრიცხველი, მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას), ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.
15. სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა არ წარმოებს სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.
16. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
+
1. დაუშვებელია ამ წესების შეუსაბამო მოთხოვნის წაყენება. ასევე დაუშვებელია მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
2. კომისიის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია, კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე, ან/და მის საფუძველზე მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით სასმელი წყლით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში სასმელი წყლის მიწოდება აღდგება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.
4. დაუშვებელია მიმწოდებელის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია, სასმელი წყლის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით, მომხარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება – შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება დავის დასრულებამდე.
5. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებენ მომხმარებელს სასმელი წყლის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.
+
1. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია აწარმოოს ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით.
2. წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმების მოთხოვნის შესაბამისად.
3. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს:
ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში;
ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში მონაცემების ასახვა) – არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
მუხლი 14. სასმელი წყლის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
+
1. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში წყალმომარაგების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ წყალმომარაგების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ წყალმომარაგების ლიცენზიატისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.
11. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში წყალმომარაგების ლიცენზიატმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს სასმელი წყლის მრიცხველთან, სასმელი წყლის მიმწოდებელ საწარმოს უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება, ან ამ პერიოდში მოხმარებული წყლის ოდენობა დაარიცხოს წინა სამი თვის საშუალო მოხმარების მიხედვით (სეზონურობის გათვალისწინებით). მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლის სასმელი წყლის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა. ამასთან, სასმელი წყლის მრიცხველთან მიმწოდებლის წარმომადგენლის განზრახ არდაშვების პირველივე შემთხვევის დადგომისას მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მომხმარებელს მისი წარმომადგენლის მომდევნო ვიზიტის შესახებ (ვიზიტის დროის აღნიშვნით) და გააფრთხილოს მომხმარებელი, რომ ამ პუნქტის თანახმად მას შესაძლოა შეუწყდეს სასმელი წყლის მიწოდება. წერილობითი შეტყობინების გაგზავნა უნდა დადასტურდეს დაზღვეული საფოსტო გზავნილით.
3. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებელის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.
4. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და მიმწოდებელის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ მიმწოდებელის მოქმედების არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
6. თუ სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას, ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში, და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება მიმწოდებელის წარმომადგენლისათვის, მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული სასმელი წყლის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისიწინებულია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №18 დადგენილება - სსმ III, №100, 17.08.2010 წ., მუხ.1509
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
მუხლი 15. მიმწოდებლის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება
+
1. პირი, რომელიც არ არის მიმწოდებელი, მაგრამ ფლობს ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს სასმელი წყალი.
2. მიმწოდებელსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის სასმელი წყლის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, სასმელი წყლის საფასურის გაძვირება.
3. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების ქსელის სათანადოდ მოწყობის შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის წყალგაყვანილობისა და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს მიმწოდებელის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი (ასეთი მრიცხველის არსებობის შემთხვევაში).
4. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, როდესაც მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა წარმოებს ინდივიდუალური მრიცხველების შესაბამისად, და მომხმარებლების მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს იხდის ამ საანგარიშსწორებო მრიცხველის მიხედვით.
5. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური სასმელი წყლის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს;
გ) მომხმარებელთა შორის დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;
დ) მრიცხველის არსებობის შემთხვევაში:
დ.ა) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული სასმელი წყლის პროპორციულად;
დ.ბ) მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებაზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ე) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სასმელი წყლით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებელის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა.
6. თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი მომხმარებელი, რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, აღნიშნულ მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) დროულად წარადგინოს კომისიაში მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულება;
ბ) თითოეული მომხმარებელი აიყვანოს აბონენტად და მომსახურება განახორციელოს ამ წესებითა და მათთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტი ვრცელდება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია
+
1. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) წყალმომარაგების ტარიფის და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;
გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ;
დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ;
ე) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), სასმელი წყლით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე დაწნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) ჟურნალის ჩანაწერები;
ვ) წყალსატევებში წყალარინების ქსელიდან ჩამდინარე სითხის გამწმენდი სამუშაოებისა და გაწმენდილი სითხის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკურ რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.
11. თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული აბონენტის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტად რეგისტრირებული პირისათვის.
2. სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადოს) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა) – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
3. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები, ასევე, ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 25.02.2020 წ.
+
1. სასმელი წყლის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, წყალმომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებელის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი. ამასთან, აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის შედეგად სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.
11. ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
2. აქტს მიმწოდებლის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
3. აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;
ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები;
გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც;
დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;
ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
31. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე, მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა განმარტების მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.
4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;
ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ვინაობა და მისამართი;
გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) მომხმარებლის კუთვნილი სასმელი წყლის დანადგარების ან/და ხელსაწყოების გამტარუნარიანობის შესახებ (აუცილებლობის შემთხვევაში);
ე) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება;
5. სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) სასმელი წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი და ჩვენება შემოწმების მომენტში;
ბ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა;
გ) გამოყენებული სასმელი წყლის მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა და სიზუსტის კლასი.
6. სასმელი წყლის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) შესაბამისი სასმელი წყლის მრიცხველის (მრიცხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება;
ბ) ბრჯენის ნომერი;
გ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა სასმელი წყლის მრიცხველი;
დ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში).
7. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს. საჭიროების შემთხვევაში სასმელი წყლის მრიცხველი შესამოწმებლად მიმწოდებელის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებულ პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.
8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.
9. მიღებული და მოხმარებული სასმელი წყლის ორი ან მეტი მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს სასმელი წყლით მომარაგების შესაბამის მომარაგების წყაროზე არსებული სასმელი წყლის მრიცხველზე.
10. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.
11. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – მიმწოდებელს; ხოლო სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში სასმელი წყლის მრიცხველთან ერთად.
12. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.
13. მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი სასმელი წყლის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
მუხლი 18. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება
+
1. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებ ისას, მიერთების საფასური გადაიხდება მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. მიერთების საფასური ერთჯერადი გადასახდელია. ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მიერთების საფასურის საავანსო და ეტაპობრივი გადახდის წესზეც.
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს.
3. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესები და მოთხოვნები (წესების მე-18 და 181 მუხლები) ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული წყალმომარაგების სისტემასთან და არ ხდებოდა მისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა.
31. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგების აღდგენაზე, რომელსაც სასმელი წყალი აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს წყალმომარაგების სისტემიდან არ მოუხმარია სასმელი წყალი და არც მიუმართავს წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის წყალმომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).
ბ) უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, გამოყოფილი ქონების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთების შემთხვევისა);
41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, გამოყოფილი ქონების მესაკუთრის გამოყოფილი ქონების წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება უნდა განხორციელდეს 181 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
42. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მიერთებული იყო წყალმომარაგების სისტემასთან გაიყო და მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნიკური პარამეტრებით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება წყალმომარაგების სისტემაზე.
43. ამ წესების მიზნებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს შენობას, რომელიც შედგება მინიმუმ სამი ბინისგან, ხოლო ბინა წარმოადგენს ინდივიდუალური საკუთრების საგანს, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად.
71. მიერთების მსურველის მოთხოვნა ისეთი ობიექტის მიერთებაზე, რომელზეც ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ამ წესების შესაბამისად, მიერთება შეიძლება განხორციელდეს წყალმომარაგების ქსელიდან მისაერთებელი ობიექტის 0-დან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობის შემთხვევაში, ხოლო 100მ-დან 200მ-მდე რადიუსში მდებარეობისას – მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიერთების მსურველის მიერ განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, 100 მეტრზე მეტი (100-დან 200მ-მდე) რადიუსში მიერთების მოთხოვნით, ამ წესების 181 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
9. დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და წყალმომარაგების სისტემაზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის, ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული წყალმომარაგების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს წყალმომარაგების დაწყებას. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცესში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
10. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის (ამ წესების შესაბამისად სრულად ან ნაწილობრივ) გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს დასახლებათა (ქალაქი, დაბა, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების ქსელიდან (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელიდან, რომელშიც მიედინება სასმელი წყალი, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთებისას – მოქმედი წყალარინების ქსელიდან) 200 მეტრის რადიუსში. ამასთან, ამ წესებით დადგენილი 100-დან – 200 მეტრი რადიუსის ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური არ ვრცელდება კომისიის მიერ განსაზღვრულ იმ ტერიტორიულ საზღვრებზე, სადაც არ არის მოწყობილი წყალმომარაგების სისტემა (ასეთი ზონის განსაზღვრის შემთხვევაში). სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელიდან რადიუსის გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება წყალმომარაგების ის მილსადენები, რომლებშიც სასმელი წყალი უწყვეტად არ მიედინება სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების ჰიდრავლიკური რეჟიმებიდან გამომდინარე (სადაც აღნიშნული რეჟიმი განპირობებულია ტექნიკური საჭიროებით და არა სასმელი წყლის შეზღუდვით/გრაფიკით მიწოდებით).
11. ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. ამასთან:
ა) მიერთების მსურველს (ახალ მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს):
ა.ა) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის შეთავაზებული პაკეტი, რომელიც მოიცავს სასმელი წყლის და წყალარინების მისაერთებელი მილის შესაბამის დიამეტრებს. ამასთან, მიერთების მსურველი უფლებამოსილია სასმელი წყლის და წყალარინების მისაერთებელი მილის დიამეტრები განცალკევებულად შეარჩიოს, თუ ეს განპირობებულია მისაერთებელი ობიექტის ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე;
ბ.ბ) მიერთების ტიპი, მათ შორის, სრული (სასმელი წყალი და წყალარინება), მხოლოდ სასმელი წყალი ან მხოლოდ წყალარინება;
ბ) ობიექტის სასმელი წყლის ან წყალარინების რამდენიმე დამოუკიდებელი მილით მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მიერთებების (მილების) ჯამური წარმადობიდან.
12. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა განსაზღვრული უნდა იქნეს ამ ობიექტის (ან ობიექტების) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული (დადგენილი) მისაერთებელი წარმადობის ოდენობის შესაბამისად.
13. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
14. წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.
15. ამ წესების შესაბამისად, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის არ მქონე ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება და სასმელი წყლით მომარაგების დაწყება დაუშვებელია, სანამ არ მოხდება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა (ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად).
16. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგება, მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებამოსილებას განეკუთვნება აღნიშნულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და წყალმომარაგების სისტემაზე შეჭრის სამუშაოების შესრულება. ამასთან:
ა) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის შესაბამისად მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით - ამ სამუშაოების შედეგად შექმნილი სასმელი წყლის მომარაგების ქსელი, მათ შორის აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა), ასევე წყალარინების ქსელი, მათ შორის მომხმარებლის ტერიტორიასთან (ნაგებობასთან) მოწყობილი მიმღები ჭა, წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის საკუთრებას.
ბ) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ურთიერთ შეთანხმებით და ამ მიერთებაზე არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური - აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა) წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის საკუთრებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 ივნისის №6 დადგენილება - სსმ III, №72, 21.06.2010 წ., მუხ.1057
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №10 - ვებგვერდი, 02.09.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.
მუხლი 181. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები🔗
+
1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ წესების მე-18 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად), პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს (ელექტრონული ან წერილობით ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების მე-18 და 181 მუხლების საფუძველზე და წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის არანაკლებ 50% (გარდა ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.
21. თუ ადგილი აქვს მშენებარე მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია არ დაამტკიცოს განაცხადი (დატოვოს ის განუხილველად), თუ წყალმომარაგების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განაცხადით არ მიმართავს ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა არანაკლებ 50 პროცენტისა, ამასთან:
ა) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოხოვნა შესაძლებელია განხილულ იქნეს, მხოლოდ, განმცხადებლის მიერ წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში;
ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების შესახებ მოთხოვნა (წესების 181-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), შესაძლებელია განხილულ იქნას მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის მშენებლობის „ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასურის“ განმცხადებლების მიერ სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში.
22. სასმელი წყალი 20 მმ ან/და წყალარინების 100 მმ დიამეტრის, ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 24 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია წყალმომარაგების მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 24 თვის განმავლობაში თანაბარ წილად. პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – სასმელი წყლით ან/და წყალარინებით უზრუნველყოფის დაწყებიდან 23 თვის განმავლობაში.
3. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე წყალმომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.
4. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან წერილობით ფორმით, მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს. ამასთან, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი მიღებულად ჩაითვლება. ამასთან, ლიცენზიატი ვალდებულია დაადგინოს ხარვეზი 100 მეტრზე მეტი რადიუსის მიერთების შემთხვევაში, ხოლო მიერთების მსურველი უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს 100 მეტრზე მეტი (100-დან 200მ-მდე) რადიუსის მიერთების მოთხოვნით, კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი განაცხადის ფორმით (წესების შესაბამისად, ასეთი განაცხადი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ განმეორებით მიმართვის შემთხვევაში).
5. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია დაადგინოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად. აღნიშნულ განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს: თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით), მიერთების მსურველმა განაცხადით აირჩია მიერთების სრული ტიპი (სასმელი წყალი და წყალარინება) და ერთ-ერთი მოთხოვნა არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით – ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.
6. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.
61. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს მიერთების სამუშაოების დასრულების ზუსტი დრო (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც). მიერთების დასრულებისთანავე წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომარაგების დაწყების შესახებ.
7. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალ მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ წყალმომარაგების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მისი გამოაშკარავებისთანავე (მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით/ელექტრონულად) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია წყალმომარაგების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.
71. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის წყალმომარაგების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. წყალმომარაგების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
გ) კომისიას ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე.
გ) კომისიას ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.
72. ამ მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრული წესით წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), წერილობით აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.
9. თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) არსებულ მილსადენზე მიერთების წერტილს;
ბ) მისაერთებელი მილის დიამეტრს;
გ) მისაერთებელ წარმადობას (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად);
დ) არსებული მილსადენზე მიერთების წერტილში დაწნევას (სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში).
10. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 2 წელზე ნაკლები. დაუშვებელია წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში. ტექნიკურ პირობის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
11. მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯთან.
12. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს,
ა) მიერთების მსურველი ვალდებულია:
ა.ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ა.ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე წყალმომარაგების ლიცენზიატის მითითებები;
ა.გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ, განაცხადით მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (ამ მრიცხველებზე, დანართით №4 განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის შესაბამისად), ხოლო დანარჩენი თანხა გადაიხადოს წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მიმართვის შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს ამ განაცხადით მოთხოვნილი აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.
13. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართი №4-ით, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
14. (ამოღებულია - 27.06.19 №13).
15. „ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის“ ან „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის დარიცხული საფასურის გადახდის განაწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №18 დადგენილება - სსმ III, №100, 17.08.2010 წ., მუხ.1509
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ.
მუხლი 19. მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა
+
1. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია).
2. მომხმარებელი ვალდებულია, „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
21. მომხმარებლის მიერ „მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 18 და 181 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
3. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
4. განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდეს შემდეგი გარემოებები: თუ მომხმარებლის მოთხოვნა არ განეკუთვნება ამ წესებით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შემთხვევას ან განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.
5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაადგინოს მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე დასაშვები მოცულობა განაცხადის მიღებისთანავე. მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე დასაშვები მოცულობა (მილსადენის დიამეტრი და დასაშვები გამტარუნარიანობა) დგინდება ამ მომხმარებლის აღრიცხვის კვანძიდან გამომსვლელი მილის დიამეტრის (ან აღრიცხვის კვანძის არ არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შემსვლელი მილის დიამეტრის) შესაბამისი დასაშვები გამტარუნარიანობის მაქსიმუმით (სასმელი წყლით მომარაგების წარმადობა მოცემულია ამ წესების დანართში №3, შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე).
6. „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის მიღების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს განაცხადში მოცემული მოთხოვნის შესაბამისად, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) და მოთხოვნილი მოცულობით სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინების მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური, ამ წესების პირობების შესაბამისად.
7. წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური განისაზღვრება ამ წესების დანართით №3 დამტკიცებული ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის ოდენობით (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ან/და წყალარინების ქსელზე მიერთების შესაბამისი შეთავაზებულ პაკეტზე დადგენილი საფასურით).
8. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად საჭირო სამუშაოები და სხვა მოქმედებები შეასრულოს იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია №3 დანართით, შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე.
9. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრის გაზრდა, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 181 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს ამ წესების დანართით №4 განსაზღვრული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
10. მოხმარების მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
მუხლი 20. მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი
+
1. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს წყალმომარაგების ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებლის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასური.
2. სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე კომისიის მიერ განისაზღვრება პირობითად. მომხმარებლის მიერ გადახდილი ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც მიმწოდებლისთვის წარმოადგენს შემოსავალს, გათვალისწინებულ იქნება წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშებისას.
3. ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება.
4. მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასური დღგ-ის ჩათვლით განისაზღვრება 2 ლარის ოდენობით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 ივლისის №11 დადგენილება - სსმ III, №91, 27.07.2010 წ., მუხ.1344
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.
მუხლი 21. სანიტარიული უზრუნველყოფა წყალმომარაგებისას
+
1. წყალმომარაგებისას მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლებზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და მისი შესაბამისი სტანდარტის სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება. ამ მიზნით იგი ვალდებულია:
ა) მუდმივად აკონტროლოს სასმელი და ჩამდინარე წყლის ხარისხი და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდართებთან;
ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე და მათ შემადგენელ ყველა სახის მილსადენზე, დანადგარებსა თუ ხელსაწყოებზე უზრუნველყოს სანიტარიული პირობების დაცვა;
გ) დაიცვას სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტები და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება;
დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასმელი წყლის წყალმომარაგების წყაროებზე განსაზღვროს სანიტარიული დამცავი ტერიტორიები (სანიტარიული დაცვის ზონა) და არ დაუშვას ამ ტერიტორიების ფარგლებში ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურება;
ე) სასმელი წყლის წყალმომარაგების სანიტარიულ დამცავ ტერიტორიებსა (სანიტარიული დაცვის ზონა) და ობიექტებზე დროულად აღკვეთოს დაბინძურება და შესაძლოდ მოკლე ვადაში გაასუფთაოს დაბინძურებული ტერიტორია დაბინძურების წყაროებისაგან;
ვ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის დაბინძურების ან დაბინძურების საშიშროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება.
2. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ვალდებულებისა, მიმწოდებელი ასევე პასუხისმგებელია ჩამდინარე სითხის წყალარინებისას ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირებასა და წყალსატევში ჩამდინარე სითხის გაწმენდაზე, ხოლო გარემოს დაბინძურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ (შესაძლოდ მოკლე ვადაში) გაწმინდოს და მიიღოს შესაბამისი სანიტარიული ზომები.
მუხლი 22. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი
+
1. მიმწოდებელი ვალდებულია გამართულ მდგომარეობაში იქონიოს და საჭიროებისამებრ განავითაროს ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი.
2. გამართულ მდგომარეობაში იქონიოს ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის შემადგენელი ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის ელემენტები (დანადგარები).
3. მიმწოდებლის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის პერიოდული შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც დასტურდება შემოწმებაში მონაწილე პირების ხელმოწერებით.
4. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი და მისი შემადგენელი ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის დანადგარების არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია შესაბამის ორგანოებთან წინასწარ შეთანხმების გარეშე. ხანძარსაწინააღმდეგო ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) დაცული უნდა იყოს არამიზნობრივი გამოყენებისაგან.
5. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენებისათვის ერთი განშტოების არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა მოეწყოს შემომვლელი ხაზი, ხოლო პირდაპირ ხაზზე – ურდული ბრჯენით, რომელიც შესაძლებელია გაიხსნას მხოლოდ ხანძრის შემთხვევაში. მისი კვეთი და გამტარუნარიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ხანძრის ჩასაქრობად საჭირო წყლის ხარჯს. ხანძრის ჩასაქრობად დახარჯული წყალი დაერიცხება აბონენტს, ხოლო დამღის ახსნა უნდა ეცნობოს მიმწოდებელს.
6. თუ შენობა (ობიექტი) აღჭურვილია გაერთიანებული ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემით, მაშინ შემყვანზე, რომელზეც დამონტაჟებულია წყალმზომი, აუცილებლად უნდა მოეწყოს წყალმზომის შემომვლელი ხაზი, დაკეტილი დამღადადებული ურდულით.
+
1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წყალარინება, წყალარინების ქსელისა და მისი შემადგენელი კოლექტორების მეშვეობით. მომხმარებელთან მიმართებაში წყალარინების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
2. წყალარინების განცალკევებული სისტემის არსებობისას მომხმარებელი ვალდებულია არ დაუშვას მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიიდან ატმოსფერული წყლების წყალარინების სისტემაში ჩაღვრა და წყალარინების სისტემიდან ჩამდინარე სითხის სანიაღვრე სისტემაში ჩაღვრა. ატმოსფერული ნალექები თვითდინებით უნდა მიემართებოდეს ქუჩისკენ ან სპეციალურად მოწყობილი წვიმმიმღებისკენ.
3. ჩამდინარე სითხის ჩაშვება წყალარინების ქსელში შესაძლებელია მხოლოდ სანიტარიული ნორმების გათვალისწინებით.
4. იქ, სადაც მოწყობილია წყალარინების გაერთიანებული სისტემა და ნებადართულია სახლისა და ეზოს ქსელში თოვლისა და წვიმის წყლების ჩაშვება, ეზოებში უნდა მოეწყოს წვიმმიმღები ჭები ცხაურებით.
5. წყალარინების ქსელში და მასთან შეერთებულ ჩამდინარე წყლების მიმღებ ნაგებობებში აკრძალულია მყარი ნარჩენების, 60 გრადუსზე მეტი ტემპერატურის მქონე ჩამდინარე წყლების, აგრეთვე, მჟავე და ტუტოვანი წყლების და ისეთი ქიმიური მინარევების ჩაშვება, რომლებსაც შეუძლიათ წარმოქმნან ფეთქებადი ნივთიერებები და მწყობრიდან გამოიყვანონ წყალარინების ქსელები და ნაგებობები.
მუხლი 24. წყალარინების სისტემების სარგებლობის წესები
+
1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქის და დასახლებული ადგილების ტერიტორიაზე ჩამდინარე სითხის წყალარინების ქსელის მეშვეობით გატარება, ხოლო სამრეწველო-ტექნიკური წყლების წყალარინების საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს წყლის მიმწოდებლებთან შეთანხმებით.
2. მიმწოდებელი ახორციელებს წყალარინების ქსელის მოვლა-პატრონობას მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე (ნაგებობამდე), წყალარინების ქსელზე მიერთებული ყველა სხვა განშტოების და შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი, ვის მფლობელობაშიც იმყოფება ეს ტერიტორია.
3. მიმწოდებელი ვალდებულია სათანადო მდგომარეობაში იქონიოს წყალარინების ქსელი და მისი შემადგენელი ელემენტები, მათ შორის, გამწმენდი ნაგებობები.
4. საწარმოო წყლების ჩაშვება წყალარინების სისტემაში დაიშვება მხოლოდ მისი დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობისა და საჭიროების შემთხვევაში ამ ნორმამდე გაწმენდისა და მიმწოდებელთან წინასწარ წერილობით შეთანხმების შემდეგ, რომლის გაცემისას მხედველობაში მიიღება წყალარინების ქსელის და გამწმენდი ნაგებობების დატვირთვა და, აგრეთვე, ჩასაშვები წყლების რაოდენობა. შეთანხმება და მასთან დაკავშირებული საბუთები უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან.
5. მიმწოდებელი ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს ჭების სახურავების მდგომარეობა. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და აღმოფხრას დაზიანება, ხოლო ასეთი მოქმედების შეუძლებლობის შემთხვევაში დააყენოს სათანადო გამაფრთხილებელი ნიშანი და შესაძლოდ მოკლე ვადაში გამოასწოროს მდგომარეობა.
6. მომხმარებელს, მის მფლობელობაში არსებული ჭის ღიად დატოვების შემთხვევაში, ან ჭების სახურავიდან ნარეცხი ან სხვა სამეურნეო წყლების ჩაშვების შემთხვევაში, შეუწყდება სასმელი წყლის მიწოდება სათანადო გაფრთხილების შემდეგ.
7. წყალარინების ქსელის ჭები ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დათვალიერებისათვის, თავისუფალი უნდა იყოს მიწის, თოვლის და სამშენებლო ნაგვისაგან.
8. უნებართვოდ ჭების სახურავების ახდა ან/და ჭაში ჩასვლა აკრძალულია და ისჯება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 25. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
+
1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი წყვეტს შესაბამისი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არა უმეტეს 5 კალენდარული დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად მოხდება სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ, აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და, შესაბამისად, ხელშეკრულებაში, დამატებით მოცემული უნდა იყოს სასმელი წყლის მოხმარების მოთხოვნილი სიმძლავრის საპროგნოზო მოცულობები.
4. თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალარინების ქსელთან მიერთება არსებულ წყალარინების ქსელთან დაშორების გამო დაკავშირებულია მიმწოდებლის მიერ გაუმართლებლად დიდი ოდენობის ფინანსურ ხარჯებთან ან/და შეუძლებელია წყალარინების ქსელთან მიერთება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, მიმწოდებლის მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა და სასმელი წყლით მომარაგება დაუშვებელია, სანამ ამ მომხმარებლის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი ჩანადენი სითხის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად სათანადოდ გაწმენდა მისი წყალსატევში ჩაშვებამდე ან გარემოსაგან იზოლირება მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით.
5. თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საკუთარი წყაროებიდან (შახტური, არტეზიული ან/და სხვა წყაროებიდან) მიღებულ ან/და მოხმარებულ წყალს მიმართავს (ღვრის) წყალარინების სისტემაში, წყალარინებაზე გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში:
ა) მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოაწყოს აღრიცხვის კვანძი – წყალარინების მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოწყობილი მრიცხველის ჩვენებისა და ამ წყაროდან მიღებული წყლის მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით;
ბ) საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მრიცხველის არარსებობის შემთხვევაში – წყალარინების სისტემაში ჩაღვრილი სითხის მოცულობა განისაზღვრება საკუთარი სასმელი წყლის წყაროს დებეტის, ამ წყაროდან წყლის მიღების პერიოდულობისა და მისი მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით.
6. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი სასმელი წყლით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, აბონენტად რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მიმწოდებელის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) სასმელი წყლის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა, ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება საკონტროლო და ინდივიდუალურ მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.
7. მიმწოდებლისთვის სასმელი წყლის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს.
8. თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
9. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში:
ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
10. სასმელი წყლით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ მიმწოდებელს.
+
1. მიმწოდებელი ვალდებულია განცალკე ვებულად აღრიცხოს:
ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებით მიღებული შემოსავალი;
ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (მოთხოვნილი დაწნევის) მიხედვით და ჯამურად;
გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გაზრდილი სასმელი წყლის მოცულობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში კომისიას წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ასევე – ყოველკვარტლურად მიაწოდოს კომისიას ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
3. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიოდის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
მუხლი 27. გარდამავალი დებულებები
+
1. მიმწოდებელი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანოს ამ წესებთან.
2. ამ წესების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში, რომელიც ახორციელებს სასმელი წყლის საწარმოო მიზნებისთვის გამოყენებას, ხოლო ყველა სხვა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელზე გავრცელდეს 2010 წლის იანვრიდან. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს აღნიშნულ მომხმარებელთა ინფორმირება მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის (ჩანადენი სითხის) გაწმენდის ან/და უტილიზაციის ვალდებულების შესახებ.
3. ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური სასმელი წყლის მრიცხველების გეგმური შემოწმების პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი სასმელი წყლის მრიცხველის საპასპორტო მონაცემების მიხედვით.
4. შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებელთა წყალმომარაგება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემდეგი პირობით :
ა) ქ. თბილისის ძველი საზღვრების ფარგლებში სასმელი წყლით მომარაგება (26.12.06 წლის მდგომარეობით) 2013 წლის პირველი იანვრიდან და შემდეგ იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან, მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს;
ბ) ქ. თბილისის სასმელი წყლით მომარაგება ახალი საზღვრების ფარგლებში 2015 წლიდან და შემდეგ იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან, მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს;
გ) ქ. მცხეთის სასმელი წყლით მომარაგება 2011 წლიდან და შემდეგ, იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს.
5. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან:
ა) 2009 წლის 1 იანვრამდე კომისიაში წარმოადგინონ სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების არსებული მდგომარეობა, სასმელი წყლის უწყვეტად ან/და გრაფიკით მიწოდების შესახებ უბნების აღნიშვნით. ასევე, ჩამდინარე სითხის გამწმენდი ნაგებობების, წყალარინების მდგომარეობის და წყალარინების სისტემიდან წყალსატევებში ჩამდინარე სითხის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკურ რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია;
ბ) 2009 წლის 1 მაისამდე მომხმარებელთა სასმელი წყლით მუდმივად მომარაგების უზრუნველყოფის გეგმა, შესაბამის ეტაპზე სასმელი წყლით მუდმივად მომარაგების უბნების მითითებით, ასევე წყალარინებისას ჩამდინარე წყლის სათანადოდ გაწმენდის ვადები.
6. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, ამ წესებში მოცემული პირობითა და კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, უზრუნველყონ მომხმარებელთა სასმელი წყლით მუდმივი (24-საათიანი) მომარაგება და ჩამდინარე სითხის წყალმომარაგების სისტემით გატარება და გაწმენდა ამ წესების, ასევე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
7. (ამოღებულია - 15.04.16 №6).
8. (ამოღებულია - 15.04.16 №6).
9. თუ გამრიცხველიანებული მომხმარებლების მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა მრიცხველის მეშვეობით შეუძლებელია რთული კლიმატური პირობების გამო გარკვეული დროის (ყინვის პერიოდის) განმავლობაში, წყალმომარაგების სისტემის სრულ მოწესრიგებამდე, სასმელი წყლის მიმწოდებლები უფლებამოსილნი არიან, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრონ ამ პერიოდის ხანგრძლივობა და მხოლოდ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დაარიცხონ შემდეგი წესით:
ა) გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლებს სულადობის მიხედვით:
ა.ა.) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მომხმარებლებისათვის კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დ ადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში;
ა.ბ.) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებლებისათვის, კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში;
ა.გ.) სხვა სასმელი წყლის მიმწოდებლების მომხმარებლებისათვის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონის ამოქმედების დღისათვის არსებული შესაბამისი ტარიფით .
ბ) გამრიცხველიანებულ არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დაერიცხება ამავე მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდის დაწყებამდე წინა სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან, ამ მომხმარებლის მუშაობის, გამოყენებული დანადგარების დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
10. (ამოღებულია - 27.12.12 №27).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 ივნისის №6 დადგენილება - სსმ III, № 72 , 21 . 06 .2010 წ., მუხ. 1057
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №18 დადგენილება - სსმ III, №100, 17.08.2010 წ., მუხ.1509
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №31 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2507
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 28.12.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 მაისის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.05.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
+
წყალმომარაგების ხელშეკრულება №_ _ _
სასმელი წყლის მიმწოდებლის დასახელება ______________________________________________________
სასმელი წყლის მიმწოდებლის წარმომადგენელი __ _ _____ ______________________________.
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
სასმელი წყლის მყიდველი (მომხმარებლი) _______________________________________, (იურიდიული/ფიზიკური პირი)
გადახდაზე პასუხისმგებელი პირი _________ _________________________________________, (იურიდიული/ფიზიკური პირი)
მისამართი _______________________________________________;
ტელ: ____________________________________;
საიდენტიფიკაციო ნომერი __________________________________________________________;
(იურიდიული პირის ან ინდმეწარმის ან სხვა მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში);
სასმელი წყლის მიწოდების დაწყების თარიღი ______________________________;
მისამართი, სადაც უნდა მოხდეს სასმელი წყლით მომარაგება _______________________;
სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მფლობელი
მიმწოდებელის დასახელება ____________________________________;
ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას კისრულობენ ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული პირობებით.
სასმელი წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოხმარებულ სასმელ წყალზე ანგარიშსწორება აწარმოოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფით.
სასმელი წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოიხმაროს სასმელი წყალი მხოლოდ ______________ (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის.
სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება და წყალარინება კანონმდებლობის და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად .
სასმელი წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია დროულად გადაიხადოს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური.
სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია სასმელი წყლის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
სასმელი წყლის მყიდველის (მომხმარებელის) ხელმოწერა: _____________
სასმელი წყლის მიმწოდებლის წარმომადგენლის ხელმოწერა: _______ „_____ “ __________ 200__წ.
შენიშვნა: არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, ხელშეკრულებას დანართის სახით შეიძლება დაერთოს სასმელი წყლის საპროგნოზო მიწოდებისა და წყალმომარაგების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გრაფიკი.
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №23-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1837
+
ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური
1. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ვადები და საფასური:
ა) მისაერთებელი ობიექტის კუთვნილი ტერიტორიიდან – შესაბამის წყალმომარაგების სისტემამდე 0-დან - 100 მეტრი რადიუსის შემთხვევაში:
0 - 100 მეტრი რადიუსის შემთხვევაში
დიამეტრი (მმ)
ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)
ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადა (სამუშაო დღე)
სასმელი წყალი
წყალარინება
თვითმმართველი ქალაქებისთვის
სხვა მუნიციპალიტეტებში
თვითმმართველი ქალაქებისთვის
სხვა მუნიციპალიტეტებში
სასმელი წყალი
წყალარინება
სასმელი წყალი
წყალარინება
სასმელი წყალი
წყალარინება
სასმელი წყალი
წყალარინება
0-20
0 - 100
500
1000
400
800
40
40
50
50
20-დან-25
0 - 100
800
2000
700
1500
50
50
60
60
25-დან - 32
2000
1200
50
60
32-დან - 40
100-დან - 150
2500
7000
1800
5000
60
60
70
70
40-დან - 50
3000
2200
60
70
50-დან - 63
4000
3000
60
70
63-დან - 75
5500
4000
60
70
75-დან - 90
150-დან - 200
7000
15000
5500
10000
70
70
80
80
90-დან - 110
9000
7000
70
80
110-დან - 125
11000
9000
70
80
125-დან - 140
15000
12000
70
80
140-დან - 160
20000
15000
70
80
ბ) მისაერთებელი ობიექტის კუთვნილი ტერიტორიიდან - შესაბამის წყალმომარაგების სისტემამდე 100-დან – 200 მეტრის რადიუსის შემთხვევაში:
100-დან - 200 მეტრი რადიუსის შემთხვევაში
დიამეტრი (მმ)
ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)
ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადა (სამუშაო დღე)
სასმელი
წყალი
წყალარინება
თვითმმართველი ქალაქებისთვის
სხვა მუნიციპალიტეტებში
თვითმმართველი ქალაქებისთვის
სხვა მუნიციპალიტეტებში
სასმელი წყალი
წყალარინება
სასმელი წყალი
წყალარინება
სასმელი წყალი
წყალარინება
სასმელი წყალი
წყალარინება
0-20
0 - 100
3000
5000
1500
2000
60
60
70
70
20-დან - 25
0 - 100
5000
6000
2500
4000
70
70
80
80
25-დან - 32
7000
4000
70
80
32-დან - 40
100-დან - 150
10000
20000
7000
15000
80
80
90
90
40-დან - 50
12000
9000
80
90
50-დან - 63
15000
12000
80
90
63-დან - 75
18000
15000
80
90
75-დან - 90
150-დან - 200
22000
35000
17000
25000
90
90
100
100
90-დან - 110
25000
19000
90
100
110-დან - 125
28000
22000
90
100
125-დან - 140
35000
25000
90
100
140-დან - 160
40000
30000
90
100
გ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნისას (მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში), ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის – 100 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №10 - ვებგვერდი, 02.09.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
+
მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური
მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:
ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში:
მილის დიამეტრი (მმ)
ვადა (დღე)
საფასური (ლარი)
0-20
15
150.00
20-დან - 25
15
250.00
25-დან - 32
15
300.00
32-დან - 40
20
400.00
40-დან - 50
20
1,200.00
50-დან - 63
20
1,500.00
63-დან - 75
20
2,000.00
75-დან - 90
25
2,500.00
90-დან - 110
25
2,700.00
110-დან - 125
25
3,000.00
125-დან - 140
25
3,500.00
140-დან - 160
25
4,000.00
160 და მეტი
30
4,500.00
ბ) წყალარინების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში:
დიამეტრი (მმ)
ვადა (დღე)
საფასური (ლარი)
0-100
10
200.00
100-დან - 150
10
400.00
150-დან - 200
10
600.00
200-დან - 250
15
800.00
250-დან - 300
15
1000.00
300 და მეტი
20
1500.00
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, №32, 26.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.012.444 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80746-32/