“ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების" დამტკიცების თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.012.604
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №193
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონების „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ დანართებთან (№№1-5) ერთად.
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 30 ივნისის №2 ბრძანება „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
ი. თაქთაქიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №20-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.168
ტექნიკური რეგლამენტი
ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) ადგენს ავტოსადგურების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, საწარმო და საყოფაცხოვრებო ობიექტების მიმართ უსაფრთხოების, ადამიანთა და ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს და საკუთრების დაცვის მოთხოვნებს.
მუხლი 2. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება ავტოსადგურებზე და კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანის (ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების გარდა) პროცესში მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურებას ავტოსადგურებში.
2. წესის მიზანია საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანების ორგანიზაციისას მგზავრებისა და ავტოსადგურის პერსონალის უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება, კერძოდ:
ა) მგზავრთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია;
ბ) ავტობუსის კონსტრუქციის (კლასის) შესაბამისობა მომსახურების სახეობასთან;
გ) ავტობუსის გამგზავრება წინასწარ დადგენილი განრიგით;
დ) საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტობუსი – მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა (M2 და M3 კატეგორიები);
ბ) ავტოსადგური – კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე მოწყობილი შენობა-ნაგებობის, ტერიტორიის და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კომპლექსი, სადაც ხორციელდება საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანებთან დაკავშირებული მომსახურება;
გ) ავტოსადგურის მგზავრთტევადობა – მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია ერთდროულად განთავსდეს ავტოსადგურის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმატივების დაცვით;
დ) ავტოსადგურის სადღეღამისო გამტარუნარიანობა (სიმძლავრე) – მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებსაც შესაძლებელია მოემსახუროს ავტოსადგური დღე-ღამეში;
ე) ბაქანი – ავტოსადგურის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება მგზავრების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხმა;
ვ) მარშრუტი – პუნქტებს შორის ავტობუსების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;
ზ) მგზავრთა ჩასხდომის (გადმოსხმის) პოსტი – ერთი ავტობუსის დგომისათვის განკუთვნილი ბაქნის ნაწილი;
თ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც მგზავრობს ავტობუსით გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულების საფუძველზე;
ი) მოძრაობის განრიგი – ავტობუსების მარშრუტზე მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის, მიმოსვლის ინტერვალისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერებების განმსაზღვრელი ცხრილი;
კ) რეისი – მარშრუტზე შესრულებული (შესასრულებელი) სატრანსპორტო პროცესი;
ლ) ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანა – საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში განხორციელებული რეგულარული გადაყვანა (ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების გარდა).
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში.
მუხლი 4. ავტოსადგურების კლასიფიკაცია და მოწყობა
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო:
ა) იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების შესახებ (მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით);
ბ) აცნობებს ადმინისტრაციას ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ.
2. ავტოსადგურები მომსახურების, უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა საკუთრების დაცვის დონის მიხედვით იყოფა პირველი, მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებად.
3. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს:
ა) საბილეთო სალარო;
ბ) მგზავრების მოსაცდელი დარბაზი;
გ) სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკი;
დ) მძღოლების დასასვენებელი ოთახი;
ე) ბაქანი (ბაქნები);
ვ) სადისპეტჩერო;
ზ) რეისებს შორის ავტობუსების სადგომი მოედანი;
თ) საინფორმაციო სამსახური.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა პირველი კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს ავტობუსების წინასარეისო მომსახურების პოსტი, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბარგის შემნახველი საკანი, სამედიცინო პუნქტი, დედათა და ბავშვთა ოთახი, ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო, საგზაო მოძრაობიდან იზოლირებული მიმდებარე ტერიტორია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ტაქსების გასაჩერებლად.
5. მესამე კლასისაა ავტოსადგური, რომელსაც გააჩნია:
ა) საბილეთო სალარო;
ბ) არანაკლებ 15 მ2 ფართის გადახურული მოსაცდელი არანაკლებ 5 დასაჯდომი ადგილით;
გ) ბაქანი;
დ) ავტობუსების გასაჩერებელი მყარი საფარის მქონე მოედანი;
ე) საპირფარეშო (ავტოსადგურის ტერიტორიაზე ან ტეროტორიიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით).
6. სამივე კლასის ავტოსადგური წარმოადგენს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას მარშრუტის საწყის/საბოლოო და/ან სატრანზიტო რეისების მომსახურების პუნქტს.
7. პირველი კლასის ავტოსადგურში მოსაცდელი დარბაზიდან ავტობუსში ჩასასხდომად მგზავრის გადაადგილება უნდა ხდებოდეს გადახურული კონსტრუქციის ქვეშ.
8. ავტოსადგურს ფასადის მხრიდან უნდა გააჩნდეს შესაბამისი წარწერა „ავტოსადგური“ და მისი საფირმო დასახელება ქართულ და ასევე შესაძლებელია სხვა ენაზეც.
9. პირველი კლასის ავტოსადგურებში მოსაცდელი დარბაზი, დედათა და ბავშვთა ოთახი, საბილეთო სალაროები, შემნახველი საკანი, ცნობათა ბიურო და საპირფარეშო განთავსებული უნდა იყოს შენობის ერთ კომპლექსში.
10. ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზის, სამუშაო ადგილების, სათავსების და ტერიტორის განათება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სანიტარიული და სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს.
11. ავტოსადგურის ტერიტორიის სავალი ნაწილი დაფარული უნდა იყოს ასფალტით, ბეტონით ან სხვა, სამშენებლო ნორმებით დადგენილი მყარი საფარით.
12. საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას ავტობუსების რეისში გასვლა ხდება ავტოსადგურიდან.
13. ავტოსადგურის ტერიტორიაზე მგზავრებს მოსაცდელიდან ბაქნებზე მისასვლელად არ უნდა უხდებოდეთ ავტობუსების გადაადგილების ტრაექტორიის გადაკვეთა. ავტობუსებისა და მგზავრების მოძრაობამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე მოძრავ საგზაო ტრანსპორტს. ავტოსადგურის განლაგებამ არ უნდა შეამციროს მიმდებარე საავტომობილო გზების გამტარუნარიანობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №20-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.168
მუხლი 5. მგზავრების მოსაცდელი დარბაზი
1. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებში მოსაცდელ დარბაზში მგზავრებს უნდა მიეწოდებოდეს ხმოვანი და/ან ვიზუალური ინფორმაცია ავტობუსების ბაქანზე ჩამოდგომის, მარშრუტებზე ავტობუსების მიმოსვლის, განრიგებში ცვლილებების, მგზავრობასთან დაკავშირებული და მომსახურების დამატებითი პირობების შესახებ.
2. ამოღებულია.
3. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურის ერთიანი მოსაცდელი დარბაზის (რომელიც მოიცავს მოსაცდელ და სალაროების ზონებს) მგზავრთტევადობისა და ფართობის მინიმალური რაოდენობა ავტოსადგურის მგზავრთა სადღეღამისო გამტარუნარიანობის მიხედვით მოცემულია №1 დანართში.
4. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურის მოსაცდელ დარბაზში განთავსებული უნდა იყოს სკამები, რომელთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება დარბაზის მგზავრთტევადობის მიხედვით №1 დანართის შესაბამისად.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №20-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.168
მუხლი 6. საბილეთო სალარო
1. საბილეთო სალაროს (ერთეული განყოფილების) ფართი არ უნდა იყოს ნაკლები 3 მ2 –ზე.
2. საბილეთო სალაროში თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს გამოკრული სალაროს მუშაობის რეჟიმი, კონკრეტულ რეისზე მგზავრობისა და ბარგის გადატანის ღირებულება, მოლარის სახელი და გვარი.
3. საბილეთო სალაროების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება დღეღამის განმავლობაში ავტოსადგურიდან გასამგზავრებელი მგზავრების საერთო რაოდენობის მიხედვით შემდეგი თანაფარდობით – ყოველ 400 მგზავრზე არანაკლები ერთი სალაროსი.
მუხლი 7. საინფორმაციო სამსახური
1. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებში საინფორმაციო სამსახურის მიერ მგზავრებსა და გადამზიდველებს ხმოვანი ან/და ვიზუალური სახით მიეწოდებათ მგზავრობის პროცესთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:
ა) მგზავრთა ავტობუსში ჩასხდომის დაწყებისა და ავტობუსის გასვლის დროის თაობაზე;
ბ) რეისიდან ავტოსადგურში შემოსული ავტობუსის შესახებ;
გ) რეისის გადადებისა ან/და დამატებითი რეისის დანიშვნის შესახებ;
დ) მოძრაობის არსებულ განრიგებში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ე) ავტობუსის გასვლის და შემოსვლის დაგვიანების შესახებ;
ვ) რეისში გამსვლელი ავტობუსების ტიპი და მარკა;
ზ) ბარგის მიღების, შენახვისა და გაცემის წესი;
თ) ავტოსადგურის მუშაობის რეჟიმი.
2. პირველი კლასის ავტოსადგურში მგზავრებს მიეწოდებათ აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული სადგურიდან სხვა სატრანსპორტო კვანძებამდე (რკინიგზის სადგური, აეროპორტი, ავტოსადგური, მეტრო) მისვლის თაობაზე.
3. საინფორმაციო სამსახური აცხადებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მარშრუტზე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შესახებ.
4. საერთაშორისო რეგულარული გადაყვანების მომსახურებისას ინფორმაციის გამოცხადება უნდა მოხდეს ქართულ და ასევე ერთ-ერთ უცხო ენაზეც.
5. მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურში ამ მუხლის პირველი პუნქტში მოყვანილ მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მგზავრებს შეიძლება მიაწოდოს საბილეთო სალაროს მუშაკმა ან დისპეტჩერმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №20-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.168
მუხლი 8. ბარგის შემნახველი საკანი
1. მგზავრების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის (შემდომ – ბარგი) დროებითი შენახვა და დაცვა ავტოსადგურში ხორციელდება ბარგის შემნახველი საკანის (შემდგომ – შემნახველი საკანი) ან/და ავტომატური შემნახველი კამერების მეშვეობით.
2. შესანახად ჩაბარებული მალფუჭებადი პროდუქტების ბუნებრივი მიზეზებით გაფუჭებისას შემნახველ საკანს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
3. შემნახველ საკანში თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს გამოკრული შემნახველი საკანის მუშაობის რეჟიმი, ბარგის შენახვის წესი და პირობები, შენახვის ვადები და ღირებულება, აგრეთვე მომსახურე პერსონალის სახელი და გვარი.
4. შემნახველი საკანის მუშაობის რეჟიმს და პირობებს აწესებს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
მუხლი 9. მძღოლების დასასვენებელი ოთახი
მძღოლების დასასვენებელი ოთახის ფართობი განისაზღვრება იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთდროული დასვენება რეისში გასავლელი მძღოლების არა ნაკლებ 50-%-ისა, ავტობუსების მოძრაობის სადღეღამისო განრიგიდან ყველაზე გადატვირთულ (ავტობუსების მოძრაობის ინტენსივობით) ერთ საათზე გაანგარიშებით.
მუხლი 10. დედათა და ბავშვთა ოთახი
1. დედათა და ბავშვთა ოთახი განკუთვნილია 5 წლამდე ასაკის ბავშვიანი მგზავრების, ფეხმძიმე ქალებისა და ეტლით გადაადგილებადი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განსათავსებლად.
2. დედათა და ბავშვთა ოთახი უნდა ფუნქციონირებდეს ავტოსადგურის მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში.
მუხლი 11. სადისპეტჩერო
სადისპეტჩერომ უნდა უზრუნველყოს:
ა) ავტოსადგურში ავტობუსების მოძრაობის რეგულირება;
ბ) კავშირი გადამზიდველებთან მარშრუტებზე გადაზიდვების რეგულირების მიზნით;
გ) ავტოსადგურში მოძრაობის განრიგების დაცვაზე ზედამხედველობა და საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის გაფორმება დადგენილი წესით;
დ) ინფორმაციის მიწოდება საბილეთო სალაროების მუშაკებისათვის ავტობუსების ბაქანზე ჩამოდგომისა და მოძრაობის განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ;
ე) დაინტერესებულ პირთა ინფორმირება, მოძრაობის განრიგებში ცვლილებების შეტანის, ავტობუსების გასვლის, დამატებითი რეისების შემოღებისა ან გაუქმების შესახებ;
ვ) ავტობუსების ტექნიკური გაუმართაობის ან სხვა გარემოებების შემთხვევაში გადამზიდველთან დაკავშირება და მასთან ერთად რეისის ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით სათანადო ზომების მიღება.
მუხლი 12. ბაქანი
1. ბაქნის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოსადგურის ტერიტორიაზე მგზავრების ავტობუსში უსაფრთხო და მოხერხებული ჩასხდომა/გადმოსხმა და ავტობუსების თავისუფალი მანევრირება.
2. ბაქანთან ავტობუსის მისვლა უნდა განხორციელდეს წინა სვლით.
3. პირველ და მეორე კლასის ავტოსადგურებში ბაქანი და მასზე განლაგებული მგზავრთა ჩასხდომის/გადმოსხმის პოსტები უნდა იყოს დანომრილი.
4. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებში ბაქანი უნდა იყოს აღჭურვილი:
ა) ფარდულით (პირველი კლასის ავტოსადგურისათვის);
ბ) განათებით ღამის საათებში მგზავრების ჩასხდომა/გადმოსხმისა და ბარგის ჩაბარება/მიღების უზრუნველსაყოფად;
გ) ჩასასხდომი (გადმოსასხდომი) მოედნებისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნით;
დ) სკამებით (პირველი კლასის ავტოსადგურისათვის).
5. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებში ბაქანი გზის სავალი ნაწილიდან ამაღლებული უნდა იყოს არანაკლებ 15 სმ-ით.
6. ბაქნის განლაგების სარეკომენდაციო სქემები და ზომები მოცემულია №№3, 4 და 5 დანართებში.
7. მგზავრების ჩასასხდომად ავტობუსის ბაქანზე ჩამოდგომა ხდება მოძრაობის განრიგით განსაზღვრული დროის შესაბამისად, გასვლამდე არანაკლებ 20 წუთით ადრე.
8. დისპეტჩერი ან ბაქნის შესაბამისი მომსახურე პერსონალი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ავტობუსის გასვლა ავტოსადგურიდან განრიგის შესაბამისად. ავტოსადგურიდან გასვლისას ავტობუსში მგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს:
ბ) არ დაუშვას ბაქანთან დაუსუფთავებელი და ანტისანიტარიულ მდგომარეობაში მყოფი ავტობუსი.
9. ავტობუსში მგზავრების ჩასხდომისა და გადმოსხმის პოსტების მინიმალური რაოდენობა გამოიანგარიშება ავტობუსების მოძრაობის სადღეღამისო განრიგიდან ყველაზე გადატვირთულ (ავტობუსების მოძრაობის ინტენსივობით) ერთ საათში ავტოსადგურიდან რეისში გასასვლელი და ავტოსადგურში რეისიდან შემოსასვლელი ავტობუსების ჯამური რაოდენობის მიხედვით შემდეგი ფორმულებით:
;
სადაც P1 – ჩასხდომის პოსტების მინიმალური რაოდენობა;
P2 – გადმოსხმის პოსტების მინიმალური რაოდენობა;
A – ავტობუსების მოძრაობის სადღეღამისო განრიგიდან ყველაზე გადატვირთულ (ავტობუსების მოძრაობის ინტენსივობით) ერთ საათში ავტოსადგურიდან რეისში გასასვლელი და ავტოსადგურში რეისიდან შემოსასვლელი ავტობუსების ჯამური რაოდენობა.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში მოყვანილი ფორმულებით გაანგარიშებული მგზავრების ჩასხდომისა და გადმოსხმის პოსტების მინიმალური რაოდენობები მოყვანილია №2 დანართში.
მუხლი 13. ავტოსადგურის ადმინისტრაციის ვალდებულებანი
ავტოსადგურის ადმინისტრაცია ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ავტოსადგურის ტერიტორიაზე და შენობებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვა;
ბ) გააფორმოს გადამზიდველთან მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, თუ ავტოსადგურში მგზავრების ჩასხდომისა და გადმოსხმის პოსტების ფაქტობრივი რაოდენობა არ არის ნაკლები წინამდებარე წესის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ პოსტების მინიმალურ რაოდენობაზე.
გ) უზრუნველყოს რეისში მხოლოდ ტექნიკურად გამართული (გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების მოქმედვადიანი ფირნიშის მქონე) ავტობუსის და წინასარეისო სამედიცინო შემოწმებაგავლილი მძღოლის გასვლა;
დ) შეადგინოს და მიიღოს წინამდებარე წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაცია ან აღნიშნულ მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის შეფასების მიზნით მიმართოს აკრედიტებულ სერტიფიკაციის ორგანოს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №20-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.168
მუხლი 14. პასუხისმგებლობა წესის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის
წინამდებარე წესის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
ავტოსადგურის ერთიანი მოსაცდელი დარბაზის მგზავრთტევადობის, ფართობის და სკამების მინიმალური რაოდენობა
დანართი № 1
| ავტოსადგურის სადღეღამისო გამტარუნარიანობა (სიმძლავრე) მგზ./დღ. | მოსაცდელი დარბაზის მგზავრთტევადობა (მგზ.) არანაკლები | მოსაცდელი დარბაზის ფართობი (კვ.მ) არანაკლები | მოსაცდელ დარბაზში განთავსებული სკამების რაოდენობა არანაკლები |
| 200-მდე | 10 | 15 | 2 |
| 2000-მდე | 80 | 120 | 16 |
| 3000-მდე | 120 | 180 | 24 |
| 4000-მდე | 160 | 240 | 32 |
| 6000-მდე | 200 | 300 | 40 |
| 8000-მდე | 240 | 360 | 48 |
| 10000-მდე | 320 | 480 | 64 |
| 15000-მდე | 400 | 580 | 80 |
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №20-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.168
დანართი №2
მგზავრების ჩასხდომისა და გადმოსხმის პოსტების მინიმალური რაოდენობა
| ავტობუსების მოძრაობის სადღეღამისო განრიგიდან ყველაზე გადატვირთულ (ავტობუსების მოძრაობის ინტენსივობით) ერთ საათში ავტოსადგურიდან რეისში გასასვლელი და ავტოსადგურში რეისიდან შემოსასვლელი ავტობუსების საერთო რაოდენობა | მგზავრების ჩასხდომისა და გადმოსხმის პოსტების მინიმალური რაოდენობა | |
|
| ჩასხდომის პოსტი | გადმოსხმის პოსტი |
| 1 – 6-ი ს ჩათვლით | 1 | 1 |
| 7-დან – 12-ი ს ჩათვლით | 2 | 1 |
| 13-დან 18-ი ს ჩათვლით | 3 | 2 |
| 19-დან 24-ი ს ჩათვლით | 4 | 2 |
| 25-დან 30-ი ს ჩათვლით | 5 | 3 |
| 31-დან 36-ი ს ჩათვლით | 6 | 3 |
| 37-დან 42-ი ს ჩათვლით | 7 | 4 |
| 43-დან 48-ი ს ჩათვლით | 8 | 4 |
| 49-დან 54-ი ს ჩათვლით | 9 | 5 |
| 55-დან 60-ი ს ჩათვლით | 10 | 5 |
| და ა.შ. | ||
დანართი № 5
ბაქნის ზომები
(სანტიმეტრებში)
| a | A | B | C | D | E |
| 45° | 1200 | 400 | 500 | 1000 | 600 |
| 30° | 1100 | 400 | 350 | 1200 | 800 |
| 60° | 1600 | 400 | 600 | 850 | 500 |
| 90° | 2000 | 400 | 700 | 350 | 420 |
ცხრილში მოცემული ზომები დადგენილია რეალური გაზომვების საფუძველზე, შემდეგი პარამეტრების მქონე ავტობუსის მაგალითზე: სიგრძე – 1140 სმ, სიგანე – 250 სმ, ბაზა – 555 სმ, წინა განაკიდი – 246 სმ, უკანა განაკიდი – 338 სმ, მოხვევის უმცირესი რადიუსი მარცხნივ – 1025 სმ, მარჯვნივ – 1275 სმ.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.012.604
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №193
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონების „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თე-ბერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 14 აპრილის ბრძანება №91-სსმIII, №43, 19.04.2010წ.; მუხ.660
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ დანართებთან (№№1-5) ერთად.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 30 ივნისის №2 ბრძანება „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
ი. თაქთაქიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №20-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.168
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 14 აპრილის ბრძანება №91-სსმIII, №43, 19.04.2010წ.; მუხ.660
ტექნიკური რეგლამენტი
ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) ადგენს ავტოსადგურების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, საწარმო და საყოფაცხოვრებო ობიექტების მიმართ უსაფრთხოების, ადამიანთა და ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს და საკუთრების დაცვის მოთხოვნებს.
მუხლი 2. რეგულირების სფერო და მიზანი🔗
1. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება ავტოსადგურებზე და კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანის (ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების გარდა) პროცესში მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურებას ავტოსადგურებში.
2. წესის მიზანია საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანების ორგანიზაციისას მგზავრებისა და ავტოსადგურის პერსონალის უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება, კერძოდ:
ა) მგზავრთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია;
ბ) ავტობუსის კონსტრუქციის (კლასის) შესაბამისობა მომსახურების სახეობასთან;
გ) ავტობუსის გამგზავრება წინასწარ დადგენილი განრიგით;
დ) საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება🔗
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტობუსი – მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა (M2 და M3 კატეგორიები);
ბ) ავტოსადგური – კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე მოწყობილი შენობა-ნაგებობის, ტერიტორიის და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კომპლექსი, სადაც ხორციელდება საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანებთან დაკავშირებული მომსახურება;
გ) ავტოსადგურის მგზავრთტევადობა – მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია ერთდროულად განთავსდეს ავტოსადგურის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმატივების დაცვით;
დ) ავტოსადგურის სადღეღამისო გამტარუნარიანობა (სიმძლავრე) – მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებსაც შესაძლებელია მოემსახუროს ავტოსადგური დღე-ღამეში;
ე) ბაქანი – ავტოსადგურის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება მგზავრების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხმა;
ვ) მარშრუტი – პუნქტებს შორის ავტობუსების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;
ზ) მგზავრთა ჩასხდომის (გადმოსხმის) პოსტი – ერთი ავტობუსის დგომისათვის განკუთვნილი ბაქნის ნაწილი;
თ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც მგზავრობს ავტობუსით გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულების საფუძველზე;
ი) მოძრაობის განრიგი – ავტობუსების მარშრუტზე მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის, მიმოსვლის ინტერვალისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერებების განმსაზღვრელი ცხრილი;
კ) რეისი – მარშრუტზე შესრულებული (შესასრულებელი) სატრანსპორტო პროცესი;
ლ) ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანა – საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში განხორციელებული რეგულარული გადაყვანა (ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების გარდა).
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში.
მუხლი 4. ავტოსადგურების კლასიფიკაცია და მოწყობა🔗
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო:
ა) იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების შესახებ (მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით);
ბ) აცნობებს ადმინისტრაციას ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ.
2. ავტოსადგურები მომსახურების, უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა საკუთრების დაცვის დონის მიხედვით იყოფა პირველი, მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებად.
3. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს:
ა) საბილეთო სალარო;
ბ) მგზავრების მოსაცდელი დარბაზი;
გ) სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკი;
დ) მძღოლების დასასვენებელი ოთახი;
ე) ბაქანი (ბაქნები);
ვ) სადისპეტჩერო;
ზ) რეისებს შორის ავტობუსების სადგომი მოედანი;
თ) საინფორმაციო სამსახური.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა პირველი კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს ავტობუსების წინასარეისო მომსახურების პოსტი, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბარგის შემნახველი საკანი, სამედიცინო პუნქტი, დედათა და ბავშვთა ოთახი, ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო, საგზაო მოძრაობიდან იზოლირებული მიმდებარე ტერიტორია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ტაქსების გასაჩერებლად.
5. მესამე კლასისაა ავტოსადგური, რომელსაც გააჩნია:
ა) საბილეთო სალარო;
ბ) არანაკლებ 15 მ2 ფართის გადახურული მოსაცდელი არანაკლებ 5 დასაჯდომი ადგილით;
გ) ბაქანი;
დ) ავტობუსების გასაჩერებელი მყარი საფარის მქონე მოედანი;
ე) საპირფარეშო (ავტოსადგურის ტერიტორიაზე ან ტეროტორიიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით).
6. სამივე კლასის ავტოსადგური წარმოადგენს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას მარშრუტის საწყის/საბოლოო და/ან სატრანზიტო რეისების მომსახურების პუნქტს.
7. პირველი კლასის ავტოსადგურში მოსაცდელი დარბაზიდან ავტობუსში ჩასასხდომად მგზავრის გადაადგილება უნდა ხდებოდეს გადახურული კონსტრუქციის ქვეშ.
8. ავტოსადგურს ფასადის მხრიდან უნდა გააჩნდეს შესაბამისი წარწერა „ავტოსადგური“ და მისი საფირმო დასახელება ქართულ და ასევე შესაძლებელია სხვა ენაზეც.
9. პირველი კლასის ავტოსადგურებში მოსაცდელი დარბაზი, დედათა და ბავშვთა ოთახი, საბილეთო სალაროები, შემნახველი საკანი, ცნობათა ბიურო და საპირფარეშო განთავსებული უნდა იყოს შენობის ერთ კომპლექსში.
10. ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზის, სამუშაო ადგილების, სათავსების და ტერიტორის განათება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სანიტარიული და სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს.
11. ავტოსადგურის ტერიტორიის სავალი ნაწილი დაფარული უნდა იყოს ასფალტით, ბეტონით ან სხვა, სამშენებლო ნორმებით დადგენილი მყარი საფარით.
12. საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას ავტობუსების რეისში გასვლა ხდება ავტოსადგურიდან.
13. ავტოსადგურის ტერიტორიაზე მგზავრებს მოსაცდელიდან ბაქნებზე მისასვლელად არ უნდა უხდებოდეთ ავტობუსების გადაადგილების ტრაექტორიის გადაკვეთა. ავტობუსებისა და მგზავრების მოძრაობამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე მოძრავ საგზაო ტრანსპორტს. ავტოსადგურის განლაგებამ არ უნდა შეამციროს მიმდებარე საავტომობილო გზების გამტარუნარიანობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №20-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.168
მუხლი 5. მგზავრების მოსაცდელი დარბაზი🔗
1. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებში მოსაცდელ დარბაზში მგზავრებს უნდა მიეწოდებოდეს ხმოვანი და/ან ვიზუალური ინფორმაცია ავტობუსების ბაქანზე ჩამოდგომის, მარშრუტებზე ავტობუსების მიმოსვლის, განრიგებში ცვლილებების, მგზავრობასთან დაკავშირებული და მომსახურების დამატებითი პირობების შესახებ.
2. ამოღებულია.
3. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურის ერთიანი მოსაცდელი დარბაზის (რომელიც მოიცავს მოსაცდელ და სალაროების ზონებს) მგზავრთტევადობისა და ფართობის მინიმალური რაოდენობა ავტოსადგურის მგზავრთა სადღეღამისო გამტარუნარიანობის მიხედვით მოცემულია №1 დანართში.
4. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურის მოსაცდელ დარბაზში განთავსებული უნდა იყოს სკამები, რომელთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება დარბაზის მგზავრთტევადობის მიხედვით №1 დანართის შესაბამისად.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №20-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.168
მუხლი 6. საბილეთო სალარო🔗
1. საბილეთო სალაროს (ერთეული განყოფილების) ფართი არ უნდა იყოს ნაკლები 3 მ2 –ზე.
2. საბილეთო სალაროში თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს გამოკრული სალაროს მუშაობის რეჟიმი, კონკრეტულ რეისზე მგზავრობისა და ბარგის გადატანის ღირებულება, მოლარის სახელი და გვარი.
3. საბილეთო სალაროების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება დღეღამის განმავლობაში ავტოსადგურიდან გასამგზავრებელი მგზავრების საერთო რაოდენობის მიხედვით შემდეგი თანაფარდობით – ყოველ 400 მგზავრზე არანაკლები ერთი სალაროსი.
მუხლი 7. საინფორმაციო სამსახური🔗
1. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებში საინფორმაციო სამსახურის მიერ მგზავრებსა და გადამზიდველებს ხმოვანი ან/და ვიზუალური სახით მიეწოდებათ მგზავრობის პროცესთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:
ა) მგზავრთა ავტობუსში ჩასხდომის დაწყებისა და ავტობუსის გასვლის დროის თაობაზე;
ბ) რეისიდან ავტოსადგურში შემოსული ავტობუსის შესახებ;
გ) რეისის გადადებისა ან/და დამატებითი რეისის დანიშვნის შესახებ;
დ) მოძრაობის არსებულ განრიგებში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ე) ავტობუსის გასვლის და შემოსვლის დაგვიანების შესახებ;
ვ) რეისში გამსვლელი ავტობუსების ტიპი და მარკა;
ზ) ბარგის მიღების, შენახვისა და გაცემის წესი;
თ) ავტოსადგურის მუშაობის რეჟიმი.
2. პირველი კლასის ავტოსადგურში მგზავრებს მიეწოდებათ აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული სადგურიდან სხვა სატრანსპორტო კვანძებამდე (რკინიგზის სადგური, აეროპორტი, ავტოსადგური, მეტრო) მისვლის თაობაზე.
3. საინფორმაციო სამსახური აცხადებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მარშრუტზე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შესახებ.
4. საერთაშორისო რეგულარული გადაყვანების მომსახურებისას ინფორმაციის გამოცხადება უნდა მოხდეს ქართულ და ასევე ერთ-ერთ უცხო ენაზეც.
5. მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურში ამ მუხლის პირველი პუნქტში მოყვანილ მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მგზავრებს შეიძლება მიაწოდოს საბილეთო სალაროს მუშაკმა ან დისპეტჩერმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №20-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.168
მუხლი 8. ბარგის შემნახველი საკანი🔗
1. მგზავრების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის (შემდომ – ბარგი) დროებითი შენახვა და დაცვა ავტოსადგურში ხორციელდება ბარგის შემნახველი საკანის (შემდგომ – შემნახველი საკანი) ან/და ავტომატური შემნახველი კამერების მეშვეობით.
2. შესანახად ჩაბარებული მალფუჭებადი პროდუქტების ბუნებრივი მიზეზებით გაფუჭებისას შემნახველ საკანს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
3. შემნახველ საკანში თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს გამოკრული შემნახველი საკანის მუშაობის რეჟიმი, ბარგის შენახვის წესი და პირობები, შენახვის ვადები და ღირებულება, აგრეთვე მომსახურე პერსონალის სახელი და გვარი.
4. შემნახველი საკანის მუშაობის რეჟიმს და პირობებს აწესებს ავტოსადგურის ადმინისტრაცია.
მუხლი 9. მძღოლების დასასვენებელი ოთახი🔗
მძღოლების დასასვენებელი ოთახის ფართობი განისაზღვრება იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთდროული დასვენება რეისში გასავლელი მძღოლების არა ნაკლებ 50-%-ისა, ავტობუსების მოძრაობის სადღეღამისო განრიგიდან ყველაზე გადატვირთულ (ავტობუსების მოძრაობის ინტენსივობით) ერთ საათზე გაანგარიშებით.
მუხლი 10. დედათა და ბავშვთა ოთახი🔗
1. დედათა და ბავშვთა ოთახი განკუთვნილია 5 წლამდე ასაკის ბავშვიანი მგზავრების, ფეხმძიმე ქალებისა და ეტლით გადაადგილებადი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განსათავსებლად.
2. დედათა და ბავშვთა ოთახი უნდა ფუნქციონირებდეს ავტოსადგურის მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში.
მუხლი 11. სადისპეტჩერო🔗
სადისპეტჩერომ უნდა უზრუნველყოს:
ა) ავტოსადგურში ავტობუსების მოძრაობის რეგულირება;
ბ) კავშირი გადამზიდველებთან მარშრუტებზე გადაზიდვების რეგულირების მიზნით;
გ) ავტოსადგურში მოძრაობის განრიგების დაცვაზე ზედამხედველობა და საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის გაფორმება დადგენილი წესით;
დ) ინფორმაციის მიწოდება საბილეთო სალაროების მუშაკებისათვის ავტობუსების ბაქანზე ჩამოდგომისა და მოძრაობის განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ;
ე) დაინტერესებულ პირთა ინფორმირება, მოძრაობის განრიგებში ცვლილებების შეტანის, ავტობუსების გასვლის, დამატებითი რეისების შემოღებისა ან გაუქმების შესახებ;
ვ) ავტობუსების ტექნიკური გაუმართაობის ან სხვა გარემოებების შემთხვევაში გადამზიდველთან დაკავშირება და მასთან ერთად რეისის ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით სათანადო ზომების მიღება.
მუხლი 12. ბაქანი🔗
1. ბაქნის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოსადგურის ტერიტორიაზე მგზავრების ავტობუსში უსაფრთხო და მოხერხებული ჩასხდომა/გადმოსხმა და ავტობუსების თავისუფალი მანევრირება.
2. ბაქანთან ავტობუსის მისვლა უნდა განხორციელდეს წინა სვლით.
3. პირველ და მეორე კლასის ავტოსადგურებში ბაქანი და მასზე განლაგებული მგზავრთა ჩასხდომის/გადმოსხმის პოსტები უნდა იყოს დანომრილი.
4. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებში ბაქანი უნდა იყოს აღჭურვილი:
ა) ფარდულით (პირველი კლასის ავტოსადგურისათვის);
ბ) განათებით ღამის საათებში მგზავრების ჩასხდომა/გადმოსხმისა და ბარგის ჩაბარება/მიღების უზრუნველსაყოფად;
გ) ჩასასხდომი (გადმოსასხდომი) მოედნებისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნით;
დ) სკამებით (პირველი კლასის ავტოსადგურისათვის).
5. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებში ბაქანი გზის სავალი ნაწილიდან ამაღლებული უნდა იყოს არანაკლებ 15 სმ-ით.
6. ბაქნის განლაგების სარეკომენდაციო სქემები და ზომები მოცემულია №№3, 4 და 5 დანართებში.
7. მგზავრების ჩასასხდომად ავტობუსის ბაქანზე ჩამოდგომა ხდება მოძრაობის განრიგით განსაზღვრული დროის შესაბამისად, გასვლამდე არანაკლებ 20 წუთით ადრე.
8. დისპეტჩერი ან ბაქნის შესაბამისი მომსახურე პერსონალი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ავტობუსის გასვლა ავტოსადგურიდან განრიგის შესაბამისად. ავტოსადგურიდან გასვლისას ავტობუსში მგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს:
ბ) არ დაუშვას ბაქანთან დაუსუფთავებელი და ანტისანიტარიულ მდგომარეობაში მყოფი ავტობუსი.
9. ავტობუსში მგზავრების ჩასხდომისა და გადმოსხმის პოსტების მინიმალური რაოდენობა გამოიანგარიშება ავტობუსების მოძრაობის სადღეღამისო განრიგიდან ყველაზე გადატვირთულ (ავტობუსების მოძრაობის ინტენსივობით) ერთ საათში ავტოსადგურიდან რეისში გასასვლელი და ავტოსადგურში რეისიდან შემოსასვლელი ავტობუსების ჯამური რაოდენობის მიხედვით შემდეგი ფორმულებით:
;
სადაც P1 – ჩასხდომის პოსტების მინიმალური რაოდენობა;
P2 – გადმოსხმის პოსტების მინიმალური რაოდენობა;
A – ავტობუსების მოძრაობის სადღეღამისო განრიგიდან ყველაზე გადატვირთულ (ავტობუსების მოძრაობის ინტენსივობით) ერთ საათში ავტოსადგურიდან რეისში გასასვლელი და ავტოსადგურში რეისიდან შემოსასვლელი ავტობუსების ჯამური რაოდენობა.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში მოყვანილი ფორმულებით გაანგარიშებული მგზავრების ჩასხდომისა და გადმოსხმის პოსტების მინიმალური რაოდენობები მოყვანილია №2 დანართში.
მუხლი 13. ავტოსადგურის ადმინისტრაციის ვალდებულებანი🔗
ავტოსადგურის ადმინისტრაცია ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ავტოსადგურის ტერიტორიაზე და შენობებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვა;
ბ) გააფორმოს გადამზიდველთან მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, თუ ავტოსადგურში მგზავრების ჩასხდომისა და გადმოსხმის პოსტების ფაქტობრივი რაოდენობა არ არის ნაკლები წინამდებარე წესის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ პოსტების მინიმალურ რაოდენობაზე.
გ) უზრუნველყოს რეისში მხოლოდ ტექნიკურად გამართული (გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების მოქმედვადიანი ფირნიშის მქონე) ავტობუსის და წინასარეისო სამედიცინო შემოწმებაგავლილი მძღოლის გასვლა;
დ) შეადგინოს და მიიღოს წინამდებარე წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაცია ან აღნიშნულ მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის შეფასების მიზნით მიმართოს აკრედიტებულ სერტიფიკაციის ორგანოს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №20-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.168
მუხლი 14. პასუხისმგებლობა წესის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის🔗
წინამდებარე წესის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
ავტოსადგურის ერთიანი მოსაცდელი დარბაზის მგზავრთტევადობის, ფართობის და სკამების მინიმალური რაოდენობა
დანართი № 1
ავტოსადგურის სადღეღამისო
გამტარუნარიანობა (სიმძლავრე) მგზ./დღ.
მოსაცდელი დარბაზის
მგზავრთტევადობა (მგზ.)
არანაკლები
მოსაცდელი დარბაზის
ფართობი (კვ.მ)
არანაკლები
მოსაცდელ დარბაზში განთავსებული სკამების რაოდენობა
არანაკლები
200-მდე
10
15
2
2000-მდე
80
120
16
3000-მდე
120
180
24
4000-მდე
160
240
32
6000-მდე
200
300
40
8000-მდე
240
360
48
10000-მდე
320
480
64
15000-მდე
400
580
80
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანება №20-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.168
დანართი №2
მგზავრების ჩასხდომისა და გადმოსხმის პოსტების მინიმალური რაოდენობა
ავტობუსების მოძრაობის სადღეღამისო განრიგიდან ყველაზე გადატვირთულ (ავტობუსების მოძრაობის ინტენსივობით) ერთ საათში ავტოსადგურიდან რეისში გასასვლელი და ავტოსადგურში რეისიდან შემოსასვლელი ავტობუსების საერთო რაოდენობა
მგზავრების ჩასხდომისა და გადმოსხმის პოსტების მინიმალური რაოდენობა
ჩასხდომის
პოსტი
გადმოსხმის
პოსტი
1 – 6-ის ჩათვლით
1
1
7-დან – 12-ის ჩათვლით
2
1
13-დან 18-ის ჩათვლით
3
2
19-დან 24-ის ჩათვლით
4
2
25-დან 30-ის ჩათვლით
5
3
31-დან 36-ის ჩათვლით
6
3
37-დან 42-ის ჩათვლით
7
4
43-დან 48-ის ჩათვლით
8
4
49-დან 54-ის ჩათვლით
9
5
55-დან 60-ის ჩათვლით
10
5
და ა.შ.
დანართი № 5
ბაქნის ზომები
(სანტიმეტრებში)
a
A
B
C
D
E
45°
1200
400
500
1000
600
30°
1100
400
350
1200
800
60°
1600
400
600
850
500
90°
2000
400
700
350
420
ცხრილში მოცემული ზომები დადგენილია რეალური გაზომვების საფუძველზე, შემდეგი პარამეტრების მქონე ავტობუსის მაგალითზე: სიგრძე – 1140 სმ, სიგანე – 250 სმ, ბაზა – 555 სმ, წინა განაკიდი – 246 სმ, უკანა განაკიდი – 338 სმ, მოხვევის უმცირესი რადიუსი მარცხნივ – 1025 სმ, მარჯვნივ – 1275 სმ.
როგორ დავიმოწმოთ
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება “ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების" დამტკიცების თაობაზე”, №193, 31.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.012.604 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/81556-1/