საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.01.2009 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№36-111
სარეგისტრაციო კოდი
010.040.000.22.033.012.727
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 30/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.22.033.012.727

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №36–№111

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:     

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №131-№223-სსმIII, №23, 26.02.2010წ., მუხ.306

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესი“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

ნ. გილაური

ი. მერაბიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №131-№223-სსმIII, №23, 26.02.2010წ., მუხ.306

2. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 30 ივნისის ერთობლივი ბრძანება №526-№585-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1140

 

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (შემდგომში – საზღვარი) გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის, ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით და განსაზღვრავს საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებს, ამ ორგანოების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელების წესს და მათ შორის თანაშრომლობის პრინციპებს.

    მუხლი 2.

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საპასპორტო კონტროლი – საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის მიზნით სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროცედურების განხორციელება;

ბ) საზღვრის გადაკვეთა – საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან გასვლა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით;

გ) პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები – ,,საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის ვინაობის დადგენის (იდენტიფიკაციის) ღონისძიებები;

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საბაჟო კოდექსით, ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

    მუხლი 3.

საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს (შემდგომში – საბაჟო ორგანო) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს წარედგინებათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებით, საქართველოში ყოფნის ნებართვა (საქართველოს ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან საქართველოში ლტოლვილის მოწმობა).

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 30 ივნისის ერთობლივი ბრძანება №526-№585-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1140

თავი II

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო

    მუხლი 4.

საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ:

ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;

ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

გ) ტარდება პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები (აუცილებლობის შემთხვევაში);

დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა“ ან „გასვლა“, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების შემთხვევაში, აღნიშვნა – ,,ანულირებულია“;

ე) სამგზავრო დოკუმენტების მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

ვ) საქართველოს ვიზის არქონის შემთხვევაში მოწმდება უცხოელის მოწვევის საფუძველი (საქართველოს მოქალაქის, საქართველოს ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლასა და მგზავრობის მიზანზე), ხორციელდება საქართველოში შემოსასვლელი ვიზის გაცემა და საქართველოს ორდინარული ვიზის ბაჟის გადახდევინება;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება უცხოელთა მიმართ იძულების ღონისძიებების გატარება, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები;

თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისთვის ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში სათანადო სტიკერის ჩაკვრა და თარიღ-დამღის დასმა „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №38 ბრძანებით დადგენილი წესით;

ი) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;

კ) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №131-№223-სსმIII, №23, 26.02.2010წ., მუხ.306

    მუხლი 5.

საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე „გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „ნინოწმინდა“, „სადახლო“, „სარფი“, „წითელი ხიდი“, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე „დარიალი“/საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ (შემდგომში _ „დარიალი/ყაზბეგი“) მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა (მძღოლებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მგზავრების) სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანო, ხოლო სხვა საავტომობილო სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე და საზღვრის გადაკვეთის სხვა შემთხვევებში სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №131-№223-სსმIII, №23, 26.02.2010წ., მუხ.306

 

თავი III

საბაჟო ორგანო

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 30 ივნისის ერთობლივი ბრძანება №526-№585-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1140

    მუხლი 6.

1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე „გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „ნინოწმინდა“, „სადახლო“, „სარფი“, „წითელი ხიდი“, „დარიალი/ყაზბეგი“ საბაჟო ორგანოს თანამშრომელთა მიერ:

ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;

ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

გ) პირის იდენტიფიკაციის საჭიროების წარმოშობისას ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა“ ან „გასვლა“, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების (ანულირების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებისას, ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს;

ე) სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისთვის ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში სათანადო სტიკერის ჩაკვრა და თარიღ-დამღის დასმა „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №38 ბრძანებით დადგენილი წესით;

ზ) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა ინფორმირება საზღვრის გადამკვეთ პირთა შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების, იძულების ღონისძიებების გატარების, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

თ) საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებასთან დაკავშირებით გაურკვეველი გარემოებების წარმოშობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ საზღვრის გადაკვეთაზე (გადმოკვეთაზე) გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება მათი ინფორმირება;

ი) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე ამ მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

კ) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე („გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „ნინოწმინდა“, „სადახლო“, „სარფი“, „წითელი ხიდი“, „დარიალი/ყაზბეგი“) მსუბუქი და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ფიზიკურ პირებზე (მძღოლებსა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მგზავრებზე).

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №131-№223-სსმIII, №23, 26.02.2010წ., მუხ.306

 

თავი IV

ზედამხედველობა და თანამშრომლობა

    მუხლი 7.

საბაჟო ორგანოების მიერ ამ წესით საპასპორტო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახურის:

ა) მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამგზავრო დოკუმენტების ინფორმაციის ამსახველ მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში საბაჟო ორგანოს და შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების დაშვება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაშვების გაუქმება;

ბ) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება საბაჟო ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამოსაყენებელი თარიღის შტამპი აღნიშვნებით „შემოსვლა“, „გასვლა“.

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №131-№223-სსმIII, №23, 26.02.2010წ., მუხ.306

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 30 ივნისის ერთობლივი ბრძანება №526-№585-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1140

    მუხლი 8.

1. საბაჟო ორგანოთა თანამშრომლების მიერ სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

2. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცესის მონიტორინგი და საერთო კოორდინაცია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 30 ივნისის ერთობლივი ბრძანება №526-№585-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1140

    მუხლი 9.

ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნები საბაჟო ორგანოს თანამშრომელთან ერთად შეიძლება განახორციელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელმა.

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 30 ივნისის ერთობლივი ბრძანება №526-№585-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1140

    მუხლი 10.

საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტების ტერიტორიაზე („გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „ნინოწმინდა“, „სადახლო“, „სარფი“, „წითელი ხიდი“, „დარიალი/ყაზბეგი“) საბაჟო ორგანოების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელების ადგილისა და დეტალური პროცედურების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება საბაჟო ორგანოს მოსამსახურეთა მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემა.

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №131-№223-სსმIII, №23, 26.02.2010წ., მუხ.306

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 30 ივნისის ერთობლივი ბრძანება №526-№585-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1140

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №36-111, 30.01.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.22.033.012.727 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/82042-2/