1. საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება.
2. საჩივართან და სააპელაციო საჩივართან აპელაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული.
3. მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1149-1169-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2013
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6, მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს სიუჟეტის ეთერში გადაცემიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინათ საჩივარი ტელეკომპანია „რეალტივის“…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე“, კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 32, 18/03/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება