1. დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს პროგრამის დასახელებას, ეთერში გაშვების თარიღს და დროს, კოდექსის იმ მუხლებს, რომლებიც დაირღვა მაუწყებლის მიერ, დარღვევის სახეს და შინაარს
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1149-1169-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2013
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6, მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს სიუჟეტის ეთერში გადაცემიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინათ საჩივარი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე“, კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 32, 18/03/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება