„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.906
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №147
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №366 - სსმ III, №68, 03.06.2009 წ.,მუხ.745
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 11 ივნისის ბრძანება №385 - სსმ III, №71, 12.06.2009 წ., მუხ.770
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №110/ნ - 27.06.2011 წ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 18.01.2012 წ.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
წინამდებარე წესით განსაზღვრულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) მიღებული ზოგადი განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.
მუხლი 2. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოები
1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას, მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, ახდენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (შემდგომში – აფხაზეთის სამინისტრო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
2. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას, სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია ახორციელებს სამინისტროსა და აფხაზეთის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრები), ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, რომლებიც ვალდებულნი არიან მიაწოდონ მათ მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში დროულად, სრული მოცულობით და შეუფერხებლად.
თავი II. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი
განათლების აღიარება
მუხლი 3. განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენა
1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/ტრიმესტრის აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციას წარუდგენს:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ წერილობით განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
გ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების კონკრეტული კლასის/ საფეხურის/ტრიმესტრის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ინფორმაციას მოწმეთა ვინაობის და საკონტაქტო მონაცემების შესახებ, რომლებიც დაადასტურებენ განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების მიღების ფაქტს;
ე) იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც შესაძლოა ინახებოდეს განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/ტრიმესტრის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სხვა რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, რაც ადასტურებს განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების მიღების ფაქტს.
2. სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია განიხილავს მხოლოდ იმ დაინტერესებულ პირთა სრული ზოგადი განათლების აღიარების საკითხს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლეს ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომელთაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის გარდა, წარმოადგინეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 4. განცხადების განხილვის წესი
1. დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების მიზნით, სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, იკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, გამოითხოვს დოკუმენტებს, უსმენს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომელთა მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას და გადაწყვეტილებას იღებს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება დანიშნოს ზეპირი მოსმენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
3. მოწმეზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
4. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისას ადმინისტრაციულ წარმოებაში ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5. დაინტერესებულ პირთა მიერ მათი შეფასების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აფხაზეთის სამინისტრო უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი შეფასების გადაყვანას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 11 ივნისის ბრძანება №385 - სსმ III, №71, 12.06.2009 წ., მუხ.770
მუხლი 5. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
1. ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია:
ა) აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ ზოგად განათლებას;
ბ) უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებაზე.
2. სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ ზოგად განათლებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ან ადმინისტრაციული წარმოების შედეგად არ დგინდება პირის მიერ ზოგადი განათლების ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღების ფაქტი ან არასაკმარისად/არასარწმუნოდ მიიჩნევს წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/ტრიმესტრის, აგრეთვე სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია გამოსცემს კონკრეტული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
31. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა). ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საინფორმაციო სისტემა გასცემს სრული ზოგადი განათლების ატესტატს, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს ან სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დასტურდება განმცხადებლის მიერ ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევა.
5. სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.
6. გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, ასევე უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და ინფორმაციას, იმ კლასის/საფეხურის თაობაზე, რომლის აღიარებაც მოხდა სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის მიერ.
61. გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ, რომლის საფუძველზეც კონკრეტულ დაინტე-რესებულ პირზე უნდა გაიცეს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ან სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაინტერესებული პირის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საერთო საფეხურის ნიშნისა და ამ პირისათვის გასაცემი ატესტატის სახეობის შესახებ.
7. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/ტრიმესტრის აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილება წარმოადგენს ამ გადაწყვეტილებით აღიარებული განათლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შემდგომი განათლების მიღების საფუძველს.
8. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №366 - სსმ III, №68, 03.06.2009 წ.,მუხ.745

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №110/ნ - 27.06.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 18.01.2012 წ.
თავი III
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ვადები
მუხლი 6. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ვადები
1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარება სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება შესაბამისი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა მოსაპოვებლად აუცილებელია 1 თვეზე მეტი, სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობებს განმცხადებელს. ასეთ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
+

31. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო). ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სააგენტო გასცემს სრული ზოგადი განათლების ატესტატს, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს ან სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
31. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა). ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საინფორმაციო სისტემა გასცემს სრული ზოგადი განათლების ატესტატს, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს ან სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დასტურდება განმცხადებლის მიერ ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევა.
5. სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.
6. გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, ასევე უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და ინფორმაციას, იმ კლასის/საფეხურის თაობაზე, რომლის აღიარებაც მოხდა სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის მიერ.
61. გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ, რომლის საფუძველზეც კონკრეტულ დაინტე-რესებულ პირზე უნდა გაიცეს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ან სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაინტერესებული პირის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საერთო საფეხურის ნიშნისა და ამ პირისათვის გასაცემი ატესტატის სახეობის შესახებ.
7. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/ტრიმესტრის აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილება წარმოადგენს ამ გადაწყვეტილებით აღიარებული განათლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შემდგომი განათლების მიღების საფუძველს.
8. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №366 - სსმ III, №68, 03.06.2009 წ.,მუხ.745
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 11 ივნისის ბრძანება №385 - სსმ III, №71, 12.06.2009 წ., მუხ.770
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №110/ნ - 27.06.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 18.01.2012 წ.
თავი III
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ვადები
მუხლი 6. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ვადები
1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარება სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება შესაბამისი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა მოსაპოვებლად აუცილებელია 1 თვეზე მეტი, სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობებს განმცხადებელს. ასეთ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.906
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №147
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №366 - სსმ III, №68, 03.06.2009 წ.,მუხ.745
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 11 ივნისის ბრძანება №385 - სსმ III, №71, 12.06.2009 წ., მუხ.770
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №110/ნ - 27.06.2011 წ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 18.01.2012 წ.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო🔗
წინამდებარე წესით განსაზღვრულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) მიღებული ზოგადი განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.
მუხლი 2. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოები🔗
1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას, მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, ახდენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (შემდგომში – აფხაზეთის სამინისტრო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
2. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას, სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია ახორციელებს სამინისტროსა და აფხაზეთის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრები), ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, რომლებიც ვალდებულნი არიან მიაწოდონ მათ მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში დროულად, სრული მოცულობით და შეუფერხებლად.
განათლების აღიარება
მუხლი 3. განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენა🔗
1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/ტრიმესტრის აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციას წარუდგენს:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ წერილობით განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
გ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების კონკრეტული კლასის/ საფეხურის/ტრიმესტრის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ინფორმაციას მოწმეთა ვინაობის და საკონტაქტო მონაცემების შესახებ, რომლებიც დაადასტურებენ განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების მიღების ფაქტს;
ე) იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც შესაძლოა ინახებოდეს განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/ტრიმესტრის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სხვა რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, რაც ადასტურებს განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების მიღების ფაქტს.
2. სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია განიხილავს მხოლოდ იმ დაინტერესებულ პირთა სრული ზოგადი განათლების აღიარების საკითხს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლეს ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომელთაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის გარდა, წარმოადგინეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 4. განცხადების განხილვის წესი🔗
1. დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების მიზნით, სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, იკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, გამოითხოვს დოკუმენტებს, უსმენს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომელთა მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას და გადაწყვეტილებას იღებს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება დანიშნოს ზეპირი მოსმენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
3. მოწმეზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
4. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისას ადმინისტრაციულ წარმოებაში ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5. დაინტერესებულ პირთა მიერ მათი შეფასების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აფხაზეთის სამინისტრო უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი შეფასების გადაყვანას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 11 ივნისის ბრძანება №385 - სსმ III, №71, 12.06.2009 წ., მუხ.770
მუხლი 5. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება🔗
1. ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია:
ა) აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ ზოგად განათლებას;
ბ) უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებაზე.
2. სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ ზოგად განათლებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ან ადმინისტრაციული წარმოების შედეგად არ დგინდება პირის მიერ ზოგადი განათლების ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღების ფაქტი ან არასაკმარისად/არასარწმუნოდ მიიჩნევს წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/ტრიმესტრის, აგრეთვე სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია გამოსცემს კონკრეტული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
31. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა). ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საინფორმაციო სისტემა გასცემს სრული ზოგადი განათლების ატესტატს, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს ან სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დასტურდება განმცხადებლის მიერ ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევა.
5. სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.
6. გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, ასევე უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და ინფორმაციას, იმ კლასის/საფეხურის თაობაზე, რომლის აღიარებაც მოხდა სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის მიერ.
61. გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ, რომლის საფუძველზეც კონკრეტულ დაინტე-რესებულ პირზე უნდა გაიცეს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ან სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაინტერესებული პირის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საერთო საფეხურის ნიშნისა და ამ პირისათვის გასაცემი ატესტატის სახეობის შესახებ.
7. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/ტრიმესტრის აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილება წარმოადგენს ამ გადაწყვეტილებით აღიარებული განათლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შემდგომი განათლების მიღების საფუძველს.
8. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №366 - სსმ III, №68, 03.06.2009 წ.,მუხ.745
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 11 ივნისის ბრძანება №385 - სსმ III, №71, 12.06.2009 წ., მუხ.770
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №110/ნ - 27.06.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 18.01.2012 წ.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ვადები
მუხლი 6. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ვადები🔗
1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარება სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება შესაბამისი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა მოსაპოვებლად აუცილებელია 1 თვეზე მეტი, სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობებს განმცხადებელს. ასეთ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“, №147, 19.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.906 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/82846-4/