„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის“ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.012.934
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №1/2009
2009 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
“საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის“ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქ-ტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ1“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
დამტკიცდეს „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ“ დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ“ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილების (სსმ III, 12.02.2008, №22, მუხ. 251) პირველი მუხლი.
მუხლი 3.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №8/2009 - სსმIII, №142, 19.11.2009წ., მუხ.1652
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება №7/2010 - სსმIII, №17, 12.02.2010წ., მუხ.203
3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №48/2010 - სსმIII, №108, 31.08.2010წ., მუხ.1688
4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №49/2010 - სსმIII, №120, 21.09.2010წ., მუხ.1786
5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 24 იანვრის დადგენილება №2/2011 - ვებგვერდი, 26.01.2011წ.
დანართი
დებულება
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების (შემდგომში – სერტიფიცირება) წესის შესახებ დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საფუძველზე და განსაზღვრავს სერტიფიცირების წესს.
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სერტიფიცირების მიზანი
სერტიფიცირების მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მინიჭება.
მუხლი 2. სერტიფიცირების ჩატარების წესი და ვადები
სერტიფიცირების ჩატარების წესი განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ვადები განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში – ცესკო) განკარგულებით.
მუხლი 3. სერტიფიცირებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს 18-დან 65 წლის ასაკამდე.
მუხლი 4. სერტიფიცირების სამდივნო
1. გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ცესკოს წევრებისა და აპარატის თანამშრომელებისაგან იქმნება სერტიფიცირების სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). გამოცდის რეგიონებში ჩატარების შემთხვევაში სამდივნოს წევრი შეიძლება იყოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიც. სამდივნოს შემადგენლობას, მის უფლებამოსილებებსა და მუშაობის წესს ცესკო ამტკიცებს განკარგულებით. გამოსაცდელი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სამდივნოს წევრი.
2. სამდივნოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი შექმნის თარიღიდან შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.
3. სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
4. სამდივნოს ევალება გამოცდის მოსამზადებლად საჭირო ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა: გამოცდის ჩაბარების მსურველთა (შემდგომში – გამო-საცდელი) განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება, აგრეთვე, საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებელთა დადგენილი წესით აკრედიტაცია და სპეციალური მოწმობის გაცემა.
5. გამოსაცდელს განცხადება შეაქვს ცესკოში ან საოლქო საარჩევნო კომისიებში (გარდა ქ. თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიებისა).
6. გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება გამოცდაზე დაშვების შესახებ, მითითებით ფლობს თუ არა სახელმწიფო ენას (ივსება ადგილზე);
ბ) საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი (ატესტატის ან დიპლომის ასლი);
გ) ავტობიოგრაფია;
დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ასლი;
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.
7. განცხადების მიღების ბოლო დღის 18.00 საათზე განცხადებების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება. დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება.
8. ცესკოს განკარგულებით დადგენილ ვადებში თითოეულ გამოსაცდელზე გაიცემა ინსტრუქცია, საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღინიშნება გამოსაცდელის სახელი, გვარი, გამოცდის თარიღი, ადგილი, გამოცდის დრო და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ასევე, საპრეტენზიო საჩივრის მიღების და განხილვის ვადები და წესი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №48/2010 - სსმIII, №108, 31.08.2010წ., მუხ.1688
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №49/2010 - სსმIII, №120, 21.09.2010წ., მუხ.1786
მუხლი 5. გამოცდის ჩატარების ენა
გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე, ხოლო იმ პირებისათვის, რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას – ამ დებულების მე-14 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 6. სერტიფიცირების ჩატარების პერიოდულობა
სერტიფიცირება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.
თავი II. გამოცდა
მუხლი 7. გამოცდის ჩატარების ეტაპები
ა) სერტიფიცირების ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტების და ტესტების (პასუხებით) დამტკიცება;
ბ) საბუთების მიღება;
გ) საგამოცდო მოწმობის დამზადება და გაცემა;
დ) სერტიფიცირების დარბაზის მომზადება გამოცდისათვის;
ე) გამოცდის დღეს გამოცდის პროცესზე დაკვირვება;
ვ) ნაშრომების დასკანირება;
ზ) ნაშრომების შემოწმება და შედეგების გამოქვეყნება, მათ შორის, ცესკოს ვებგვერდზე;
ზ1) საპრეტენზიო განაცხადების მიღება და მათი განხილვა;
თ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების დამტკიცება და გამოქვეყნება.

მუხლი 8. გამოცდის ჩატარების მეთოდი
1. სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ერთ ტურად ტესტური გამოცდის ფორმით.
2. ცესკოს უფლება აქვს გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით:
ა) შემოსული განცხადებების რიგითობის დაცვით, გამოცდა დაყოს ნაკადებად;
ბ) გამოცდა ჩაატაროს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის რეგიონებში.
3. გამოცდის ჩატარების დრო და იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, სადაც გაიმართება გამოცდები, მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.
4. გამოცდის ნაკადებად დაყოფის შემთხვევაში გამოსაცდელი, რომელიც ნებისმიერი მიზეზით ვერ გამოცხადდა მისთვის განკუთვნილ დროსა და ადგილზე მითითებულ საგამოცდო ცენტრში, კარგავს იმავე გამოცდის სხვა დარჩენილ ნაკადებზე გასვლის უფლებას.

მუხლი 9. ტესტი
1. საგამოცდო ტესტები მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.
2. ტესტი შედგება 100 შეკითხვისაგან, რომლებიც შეირჩევა უშუალოდ გამოცდის დაწყების წინ სამ (A, B, C) ვარიანტად, შემთხვევითი შერჩევის გზით.
3. ტესტის თითოეული შეკითხვა შედგება კითხვისაგან ოთხი სავარაუდო პასუხით. სავარაუდო პასუხებიდან მხოლოდ ერთი პასუხია სწორი.
4. ტესტებში შეკითხვები საკითხების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი რაოდენობით:
ა) საქართველოს კონსტიტუცია – 12 კითხვა;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი – 70 კითხვა;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“ – 4 კითხვა;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი – 3 კითხვა;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი – 1 კითხვა;
ვ) ზოგადი უნარები (გამოთვლები) – 6 კითხვა;
ზ) ზოგადი უნარები (ლოგიკა) – 4 კითხვა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №8/2009 - სსმIII, №142, 19.11.2009წ., მუხ.1652
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება №7/2010 - სსმIII, №17, 12.02.2010წ., მუხ.203

მუხლი 10. ტესტის შეფასება
1. გამოსაცდელმა თითოეული ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან უნდა აირჩიოს სწორი პასუხი და სათანადო აღნიშვნა გააკეთოს პასუხის ფურცელში.
2. ტესტის ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით.
3. თუ პასუხის ფურცელში აღნიშნულია ერთზე მეტი პასუხი, მაშინ კითხვის ამოხსნა შეფასდება 0 ქულით. თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0 ქულით, ასევე 0 ქულას დაიმსახურებს ტესტის ისეთი ამოხსნაც, როცა ტესტის პასუხი გადასწორებულია.
4. ტესტირების მინიმალური შეფასება არის 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100 ქულა.
მუხლი 11. ტესტირების დრო
1. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა 4 ასტრონომიული საათი, გარდა ამ დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა. დროის ამოწურვის შემდგომ სამდივნოს წარმომადგენელისათვის გადაცემული ნამუშევარი შეფასდება 0 ქულით.
2. გამოცდის მიმდინარეობის პერიოდში გამოსაცდელს უფლება აქვს საგამოცდო დარბაზი დატოვოს სამდივნოს თანამშრომლის თანხმობით, 10 წუთით, რაც დროის მითითებით ფიქსირდება სარეგისტრაციო ჟურნალში. გამოსაცდელის მიერ დარბაზის დროებით დატოვების ყოველი მომდევნო საკითხს წყვეტს სამდივნოს უფროსი ან მის მიერ სპეციალურად დანიშნული სამდივნოს თანამშრომელი.
3. საგამოცდო დარბაზის დროებით დატოვების შემთხვევაში, გამოსაცდელი საგამოცდო დარბაზში, სამდივნოს წარმომადგენელს აბარებს: საგამოცდოს, პასუხების ფურცელს, ტესტების წიგნს, კითხვების ფურცელსა და ინსტრუქციას.
4. საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ სამდივნოს წარმომადგენელი გამოსაცდელებს აფრთხილებს ორჯერ – დროის ამოწურვამდე 30 და 15 წუთით ადრე. 15-წუთიანი გაფრთხილების შემდეგ, შესვენების მიზნით, არავის აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი.
მუხლი 12. საგამოცდო დოკუმენტაციის დარიგების წესი
1. გამოცდის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა:
ა) ტესტების წიგნი;
ბ) კითხვების ფურცელი;
გ) ინსტრუქცია;
დ) პასუხების ფურცელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.
3. გამოსაცდელისთვის გადასაცემი ყველა დოკუმენტაცია დამოწმდება ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ბეჭდით.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტაცია საგამოცდო დარბაზში რიგდება ზუსტად იმ რაოდენობით, რამდენი გამოსაცდელიც იქნება დაშვებული გამოცდაზე.
მუხლი 13. სავალდებულო ინსტრუქტაჟი გამოცდის დაწყებამდე და გამოცდის მსვლელობისას დამხმარე მასალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენების აკრძალვა
1. ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე სამდივნოს წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხის ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.
2. საგამოცდო ინსტრუქციით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, გამოსაცდელი უპირობოდ მოიხსნება გამოცდიდან სამდივნოს ხელმძღვანელის მიერ, რის შესახებაც დგება ოქმი.
3. საგამოცდო დარბაზში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირის მიერ გამოსაცდელისთვის კარნახის ან ტესტის ამოხსნაში დახმარების ნებისმიერი მეთოდი დაუშვებელია. ამგვარი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, სამდივნოს წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს ოქმი და წესის დამრღვევ პირს დაუყოვნებლივ დაატოვებინოს დარბაზი.
4. ოქმში მითითებული უნდა იყოს:
ა) დამრღვევის სახელი, გვარი;
ბ) დარღვევის თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი);
გ) დარღვევის შინაარსი;
დ) დარღვევის აღმომჩენის/აღმომჩენთა ხელმოწერა/ხელმოწერები;
ე) დამრღვევის ხელმოწერა (თუ დამრღვევმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმის შემდგენი პირის მიერ დგება სპეციალური აღნიშვნა).
5. გამოცდის მსვლელობისას გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. გამოცდაზე დაუშვებელია ასევე მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში ან კარნახში, მოიხსნება გამოცდიდან, რის თაობაზეც ასევე შედგება ოქმი და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0 ქულა.
მუხლი 14. ტესტირება იმ პირთათვის, რომლებიც სრულყოფილად ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას
1. იმ პირებს, რომლებიც სრულყოფილად ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, ტესტირებისას დაენიშნებათ თარჯიმანი და გამოცდის ჩასაბარებლად მიეცემათ 5 ასტრონომიული საათი.
2. თარჯიმანი არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე.
3. თარჯიმანს უფორმდება ხელშეკრულება კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის და მიეცემა ანაზღაურება.
მუხლი 15. ნაშრომების შენახვის წესი
1. პასუხების ფურცლების თითოეული ვარიანტი (A,B,C) იდება ცალ-ცალკე კონვერტში, კონვერტს ეწერება ვარიანტის ტიპი, მოწმდება სამდივნოს თანამშრომლის ხელმოწერითა და ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ბეჭდით.
2. ვარიანტების მიხედვით დამოწმებული კონვერტები ცალ-ცალკე თავსდება პოლიეთილენის სპეციალურ ტომრებში. ტომრები თავსდება ყუთში, ყუთი ილუქება და ეწერება დალუქვის ზუსტი დრო. ლუქის ნომერი, თარიღი და სხვა საჭირო მონაცემები სამდივნოს უფროსის მიერ შეიტანება სარეგისტრაციო ჟურნალში.
მუხლი 16. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმება
ტესტების პასუხების გასწორება ხდება სამდივნოს თანამშრომლების მიერ კომპიუტერული საშუალებების გამოყენებით.
თავი III. გამოცდაზე გამოცხადების წესი და ზედამხედველობა ტესტირების მიმდინარეობაზე
მუხლი 17. გამოცდაზე გამოცხადების დრო
1. გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე საგამოცდო ფურცელში მითითებულ დროს. გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და საგამოცდო ფურცელი.
2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და საგამოცდო ფურცლის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება.
3. გამოსაცდელების პირადი ნივთები (ჩანთა, მობილური და სხვა) სამდივნოს თანამშრომლის მიერ თავსდება საგამოცდო დარბაზში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ჩაბარებულ ნივთებს სამდივნოს თანამშრომელი აღნიშნავს ინდივიდუალური ნომრის მქონე წებოვანი ქაღალდით. ერთი ნომრიანი წებოვანი ქაღალდი ეკრობა გამოსაცდელის საგამოცდო ფურცელს, ხოლო მეორე – გამოსაცდელის მიერ დატოვებულ ნივთს, შემდგომში მათი შედარების მიზნით.
4. გამოსაცდელთა რეგისტრაციის შემდგომ იხურება დარბაზში შესასვლელი კარები და დაგვიანებით გამოცხადებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
მუხლი 18. გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები
პირს, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე, არ აქვს უფლება მოითხოვოს მისთვის დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა საპატიო მიზეზი.
მუხლი 19. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი
1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე გამოსაცდელები სპეციალური ყუთიდან იღებენ ადგილის ნომრებს და ამ ნომრის მიხედვით იკავებენ შესაბამის ადგილს საგამოცდო დარბაზში გამოსაცდელისთვის განკუთვნილი ადგილის მიმთითებლის დახმარებით.
2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
მუხლი 20. საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლება
1. საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები, სამდივნოს თანამშრომლები, აკრედიტებული დამკვირვებლები და მასმედიის წარმომადგენლები.
2. საგამოცდო დარბაზში სხვა პირთა შესვლა აკრძალულია.
მუხლი 21. საჯაროობა გამოცდის ჩატარებისას
1. გამოცდის ჩატარებისას საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან მხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა გამოცდის დანიშვნის დღიდან პირველი გამოცდის დღემდე არა უგვიანეს 5 დღისა უნდა გაიარონ აკრედიტაცია სამდივ-ნოში და მიიღონ სააკრედიტაციო მოწმობა.
3. დამკვირვებელს უფლება აქვს დააკვირდეს სერტიფიცირების ყველა პროცესს. მისთვის ხელმისაწვ-დომი უნდა იყოს ტესტურ გამოცდასთან დაკავშირებუ-ლი ყველა დოკუმენტაცია, გარდა დაშიფრული დოკუმენტაციისა.
4. დამკვირვებელს ეკრძალება საგამოცდო პროცესში ჩარევა. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელმა უნდა მიმართოს სამდივნოს წარმომადგენელს, რომელიც მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
5. დამკვირვებელს უფლება აქვს შეადგინოს საჩივარი, რომელიც სამდივნოს ხელმძღვანელის მიერ ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში.
მუხლი 22. სამდივნოს წევრების ფუნქციები
1. სამდივნოს ხელმძღვანელი ტესტირების დაწყებამდე ანაწილებს სამდივნოს თანამშრომელთა შორის შემდეგ ფუნქციებს:
ა) საგამოცდო დარბაზში შესასვლელთან გამოსაცდელის იდენტიფიკაციაზე პასუხისმგებელი;
ბ) საგამოცდო ადგილის ნომრების ყუთის ზედამხედველი;
გ) გამოსაცდელის სარეგისტრაციო ჟურნალში აღმრიცხველი;
დ) გამოსაცდელის პირად ნივთებზე პასუხისმგებელი პირი;
ე) გამოსაცდელისთვის განკუთვნილი ადგილის მიმთითებელი;
ვ) გამოსაცდელებისთვის ინსტრუქციის მომხსენებელი;
ზ) კომპიუტერიდან კითხვის ვარიანტების დაბეჭდვაზე პასუხისმგებელი;
თ) პასუხის ფურცლების ვარიანტების მიხედვით დარიგებაზე პასუხისმგებელი;
ი) შესვენების დროს გამოსაცდელის დარბაზის დატოვების სარეგისტრაციო ჟურნალში აღმრიცხველი;
კ) შესვენების დროს გამოსაცდელის საგამოცდო დოკუმენტაციის ჩამბარებელი;
ლ) ნაშრომების ჩამბარებელი;
მ) საგამოცდო დოკუმენტაციის დამლუქველი;
ნ) თითოეული ვარიანტის სწორი პასუხების გამომცხადებელი;
ო) გამოცდის პროცესის ზედამხედველი;
პ) საგამოცდო ნაშრომების სკანირების შემსრულებელი.
2. სამდივნოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ერთსა და იმავე პირს შესაძლოა მიენიჭოს ერთზე მეტი ფუნქცია.
თავი IV. გამსვლელი ქულა
მუხლი 23. გამსვლელი ქულა
გამოსაცდელი, რომელიც ტესტირებაში დააგროვებს 75 ან მეტ ქულას, მოიპოვებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს.
თავი V. საპრეტენზიო კომისია
მუხლი 24. საპრეტენზიო კომისია
1. საპრეტენზიო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია ტესტირების შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელი პირებისაგან საპრეტენზიო განცხადებების განხილვა.
2. კომისიის თავმჯდომარესა და 4 წევრს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
3. კომისიის წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს ცესკოს არანაკლებ 2 წევრს.
4. თითოეულ დასახელებულ კანდიდატურას ცალ-ცალკე ეყრება კენჭი.
5. კომისიის შემადგენლობას ცესკო ამტკიცებს განკარგულებით.
6. კომისიის წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სერტიფიცირების სამდივნოს წევრი.
7. კომისიის წევრი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი ან/და უმაღლესი განათლების მქონე სხვა პირი, რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება.
8. გადაწყვეტილებას კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იღებს ცესკო.
9. საპრეტენზიო კომისიის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ ყველა საპრეტენზიო განაცხადის საბოლოო განხილვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
მუხლი 25. კომისიის თავმჯდომარე
1. საპრეტენზიო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ახორციელებს კომისიის ერთ-ერთი წევრი, რის შესახებაც წერილობით აცნობებს ცესკოს თავმჯდომარეს.
თავი VI. პრეტენზია და მისი განხილვის წესი
მუხლი 26. პრეტენზიის მიღება
1. გამოცდის შედეგით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას, თუ მისი ნაშრომი არანაკლებ 70 ქულით არის შეფასებული. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი (ნომრები), რომელთან დაკავშირებითაც წარდგენილია პრეტენზია და მოითხოვს შეფასების გადასინჯვას.
2. გამოცდის (ნაკადებად დაყოფის შემთხვევაში – ბოლო ნაკადის) დასრულების შემდეგ შედეგები გამოიკვრება ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებში, ასევე განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე. საგამოცდო შეფასებაზე პრეტენზიები მიიღება ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, გამოცდების შედეგების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების დღიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს ვებ-გვერდზე შედეგების განთავსების თარიღი უნდა მიეთითოს საგამოცდო ფურცელზე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება.

მუხლი 27. პრეტენზიის განხილვის წესი
1. კომისია უფლებამოსილია, თუ მის მუშაობას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
2. კომისიის წევრები იხილავენ მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განცხადებაში არ არის კონკრეტულად მითითებული ტესტური დავალების ნომერი (ნომრები), კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს ასეთი განცხადება.
3. თუ კომისია დარწმუნდება ტესტური დავალების შეფასების უზუსტობაში, უფლებამოსილია შეცვალოს შეფასება.
4. კომისია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
6. კომისია ყველა საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უადრეს მე-3 და არა უგვიანეს მე-10 დღისა. საპრეტენზიო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კომისია ამტკიცებს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ეძლევა განმცხადებელს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცესკო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში, რომლის გადაწყვეტილებაც საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

თავი VII. გამოცდის შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნება
მუხლი 28. გამოცდის შედეგები
1. ცესკო გამოცდის საბოლოო შედეგებს ამტკიცებს განკარგულებით.
მუხლი 29. გამოცდის შედეგების ოფიციალური გამოქვეყნება
1. ცესკო გამოცდის ოფიციალურ შედეგებს აქვეყნებს ცესკოს ვებგვერდზე, შედეგების გამოქვეყნება ასევე შესაძლებელია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც.
2. საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას ცესკო ახდენს გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში.
თავი VIII. სერტიფიკატი
მუხლი 30. სერტიფიკატი
1. ცესკოს მიერ სერტიფიკატი მიენიჭება იმ პირს, რომელიც სერტიფიცირების გამოცდაზე დააგროვებს გამსვლელ ქულას.
2. სერტიფიკატის ფორმას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო.
3. სერტიფიკატს ხელს აწერს ცესკოს თავმჯდომარე და დაესმება ცესკოს ბეჭედი.
4. სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ სერტიფიკატის მფლობელი ტესტირების გავლიდან 5 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციაში ან საარჩევნო ადმინისტრაციის ფასილიტატორად ან/და ტრენერად.
41. იმ სერტიფიკატების ფორმა, შეცვლის წესი და პირობები, რომელთა გაცემიდანაც გასულია 5 წელი და ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, ძალა არ დაუკარგავთ დგინდება ცესკოს განკარგულებით.
5. სერტიფიკატს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და მისი მონაცემები შეიტანება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალურ სასერტიფიკატო რეესტრში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 24 იანვრის დადგენილება №2/2011 - ვებგვერდი, 26.01.2011წ.
+

მუხლი 1.🔗

მუხლი 2.🔗

მუხლი 3.🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4.🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №8/2009 - სსმIII, №142, 19.11.2009წ., მუხ.1652
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება №7/2010 - სსმIII, №17, 12.02.2010წ., მუხ.203
3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №48/2010 - სსმIII, №108, 31.08.2010წ., მუხ.1688
4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №49/2010 - სსმIII, №120, 21.09.2010წ., მუხ.1786
5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 24 იანვრის დადგენილება №2/2011 - ვებგვერდი, 26.01.2011წ.
6. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 15 მარტის დადგენილება №3/2011 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ.
დანართი
დებულება
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების (შემდგომში – სერტიფიცირება) წესის შესახებ დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საფუძველზე და განსაზღვრავს სერტიფიცირების წესს.
მუხლი 1. სერტიფიცირების მიზანი🔗
სერტიფიცირების მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მინიჭება.
მუხლი 2. სერტიფიცირების ჩატარების წესი და ვადები🔗
სერტიფიცირების ჩატარების წესი განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ვადები განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში – ცესკო) განკარგულებით.
მუხლი 3. სერტიფიცირებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირები🔗
გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს 18-დან 65 წლის ასაკამდე.
მუხლი 4. სერტიფიცირების სამდივნო🔗
1. გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ცესკოს წევრებისა და აპარატის თანამშრომელებისაგან იქმნება სერტიფიცირების სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). გამოცდის რეგიონებში ჩატარების შემთხვევაში სამდივნოს წევრი შეიძლება იყოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიც. სამდივნოს შემადგენლობას, მის უფლებამოსილებებსა და მუშაობის წესს ცესკო ამტკიცებს განკარგულებით. გამოსაცდელი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სამდივნოს წევრი.
2. სამდივნოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი შექმნის თარიღიდან შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.
3. სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
4. სამდივნოს ევალება გამოცდის მოსამზადებლად საჭირო ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა: გამოცდის ჩაბარების მსურველთა (შემდგომში – გამო-საცდელი) განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება, აგრეთვე, საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებელთა დადგენილი წესით აკრედიტაცია და სპეციალური მოწმობის გაცემა.
5. გამოსაცდელს განცხადება შეაქვს ცესკოში ან საოლქო საარჩევნო კომისიებში (გარდა ქ. თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიებისა).
6. გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება გამოცდაზე დაშვების შესახებ, მითითებით ფლობს თუ არა სახელმწიფო ენას (ივსება ადგილზე);
ბ) საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი (ატესტატის ან დიპლომის ასლი);
გ) ავტობიოგრაფია;
დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ასლი;
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.
7. განცხადების მიღების ბოლო დღის 18.00 საათზე განცხადებების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება. დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება.
8. ცესკოს განკარგულებით დადგენილ ვადებში თითოეულ გამოსაცდელზე გაიცემა ინსტრუქცია, საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღინიშნება გამოსაცდელის სახელი, გვარი, გამოცდის თარიღი, ადგილი, გამოცდის დრო და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ასევე, საპრეტენზიო საჩივრის მიღების და განხილვის ვადები და წესი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №48/2010 - სსმIII, №108, 31.08.2010წ., მუხ.1688
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №49/2010 - სსმIII, №120, 21.09.2010წ., მუხ.1786
მუხლი 5. გამოცდის ჩატარების ენა🔗
გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე, ხოლო იმ პირებისათვის, რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას – ამ დებულების მე-14 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 6. სერტიფიცირების ჩატარების პერიოდულობა🔗
სერტიფიცირება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.
მუხლი 7. გამოცდის ჩატარების ეტაპები🔗
ა) სერტიფიცირების ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტების და ტესტების (პასუხებით) დამტკიცება;
ბ) საბუთების მიღება;
გ) საგამოცდო მოწმობის დამზადება და გაცემა;
დ) სერტიფიცირების დარბაზის მომზადება გამოცდისათვის;
ე) გამოცდის დღეს გამოცდის პროცესზე დაკვირვება;
ვ) ნაშრომების დასკანირება;
ზ) ნაშრომების შემოწმება და შედეგების გამოქვეყნება, მათ შორის, ცესკოს ვებგვერდზე;
ზ1) საპრეტენზიო განაცხადების მიღება და მათი განხილვა;
თ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების დამტკიცება და გამოქვეყნება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №48/2010 - სსმIII, №108, 31.08.2010წ., მუხ.1688
მუხლი 8. გამოცდის ჩატარების მეთოდი🔗
1. სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ერთ ტურად ტესტური გამოცდის ფორმით.
2. ცესკოს უფლება აქვს გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით:
ა) შემოსული განცხადებების რიგითობის დაცვით, გამოცდა დაყოს ნაკადებად;
ბ) გამოცდა ჩაატაროს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის რეგიონებში.
3. გამოცდის ჩატარების დრო და იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, სადაც გაიმართება გამოცდები, მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.
4. გამოცდის ნაკადებად დაყოფის შემთხვევაში გამოსაცდელი, რომელიც ნებისმიერი მიზეზით ვერ გამოცხადდა მისთვის განკუთვნილ დროსა და ადგილზე მითითებულ საგამოცდო ცენტრში, კარგავს იმავე გამოცდის სხვა დარჩენილ ნაკადებზე გასვლის უფლებას.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №48/2010 - სსმIII, №108, 31.08.2010წ., მუხ.1688
მუხლი 9. ტესტი🔗
1. საგამოცდო ტესტები მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.
2. ტესტი შედგება 100 შეკითხვისაგან, რომლებიც შეირჩევა უშუალოდ გამოცდის დაწყების წინ სამ (A, B, C) ვარიანტად, შემთხვევითი შერჩევის გზით.
3. ტესტის თითოეული შეკითხვა შედგება კითხვისაგან ოთხი სავარაუდო პასუხით. სავარაუდო პასუხებიდან მხოლოდ ერთი პასუხია სწორი.
4. ტესტებში შეკითხვები საკითხების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი რაოდენობით:
ა) საქართველოს კონსტიტუცია – 12 კითხვა;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი – 70 კითხვა;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“ – 4 კითხვა;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი – 3 კითხვა;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი – 1 კითხვა;
ვ) ზოგადი უნარები (გამოთვლები) – 6 კითხვა;
ზ) ზოგადი უნარები (ლოგიკა) – 4 კითხვა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №8/2009 - სსმIII, №142, 19.11.2009წ., მუხ.1652
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება №7/2010 - სსმIII, №17, 12.02.2010წ., მუხ.203
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №48/2010 - სსმIII, №108, 31.08.2010წ., მუხ.1688
მუხლი 10. ტესტის შეფასება🔗
1. გამოსაცდელმა თითოეული ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან უნდა აირჩიოს სწორი პასუხი და სათანადო აღნიშვნა გააკეთოს პასუხის ფურცელში.
2. ტესტის ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით.
3. თუ პასუხის ფურცელში აღნიშნულია ერთზე მეტი პასუხი, მაშინ კითხვის ამოხსნა შეფასდება 0 ქულით. თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0 ქულით, ასევე 0 ქულას დაიმსახურებს ტესტის ისეთი ამოხსნაც, როცა ტესტის პასუხი გადასწორებულია.
4. ტესტირების მინიმალური შეფასება არის 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100 ქულა.
მუხლი 11. ტესტირების დრო🔗
1. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა 4 ასტრონომიული საათი, გარდა ამ დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა. დროის ამოწურვის შემდგომ სამდივნოს წარმომადგენელისათვის გადაცემული ნამუშევარი შეფასდება 0 ქულით.
2. გამოცდის მიმდინარეობის პერიოდში გამოსაცდელს უფლება აქვს საგამოცდო დარბაზი დატოვოს სამდივნოს თანამშრომლის თანხმობით, 10 წუთით, რაც დროის მითითებით ფიქსირდება სარეგისტრაციო ჟურნალში. გამოსაცდელის მიერ დარბაზის დროებით დატოვების ყოველი მომდევნო საკითხს წყვეტს სამდივნოს უფროსი ან მის მიერ სპეციალურად დანიშნული სამდივნოს თანამშრომელი.
3. საგამოცდო დარბაზის დროებით დატოვების შემთხვევაში, გამოსაცდელი საგამოცდო დარბაზში, სამდივნოს წარმომადგენელს აბარებს: საგამოცდოს, პასუხების ფურცელს, ტესტების წიგნს, კითხვების ფურცელსა და ინსტრუქციას.
4. საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ სამდივნოს წარმომადგენელი გამოსაცდელებს აფრთხილებს ორჯერ – დროის ამოწურვამდე 30 და 15 წუთით ადრე. 15-წუთიანი გაფრთხილების შემდეგ, შესვენების მიზნით, არავის აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი.
მუხლი 12. საგამოცდო დოკუმენტაციის დარიგების წესი🔗
1. გამოცდის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა:
ა) ტესტების წიგნი;
ბ) კითხვების ფურცელი;
გ) ინსტრუქცია;
დ) პასუხების ფურცელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.
3. გამოსაცდელისთვის გადასაცემი ყველა დოკუმენტაცია დამოწმდება ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ბეჭდით.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტაცია საგამოცდო დარბაზში რიგდება ზუსტად იმ რაოდენობით, რამდენი გამოსაცდელიც იქნება დაშვებული გამოცდაზე.
მუხლი 13. სავალდებულო ინსტრუქტაჟი გამოცდის დაწყებამდე და გამოცდის მსვლელობისას დამხმარე მასალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენების აკრძალვა🔗
1. ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე სამდივნოს წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხის ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.
2. საგამოცდო ინსტრუქციით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, გამოსაცდელი უპირობოდ მოიხსნება გამოცდიდან სამდივნოს ხელმძღვანელის მიერ, რის შესახებაც დგება ოქმი.
3. საგამოცდო დარბაზში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირის მიერ გამოსაცდელისთვის კარნახის ან ტესტის ამოხსნაში დახმარების ნებისმიერი მეთოდი დაუშვებელია. ამგვარი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, სამდივნოს წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს ოქმი და წესის დამრღვევ პირს დაუყოვნებლივ დაატოვებინოს დარბაზი.
4. ოქმში მითითებული უნდა იყოს:
ა) დამრღვევის სახელი, გვარი;
ბ) დარღვევის თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი);
გ) დარღვევის შინაარსი;
დ) დარღვევის აღმომჩენის/აღმომჩენთა ხელმოწერა/ხელმოწერები;
ე) დამრღვევის ხელმოწერა (თუ დამრღვევმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმის შემდგენი პირის მიერ დგება სპეციალური აღნიშვნა).
5. გამოცდის მსვლელობისას გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. გამოცდაზე დაუშვებელია ასევე მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში ან კარნახში, მოიხსნება გამოცდიდან, რის თაობაზეც ასევე შედგება ოქმი და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0 ქულა.
მუხლი 14. ტესტირება იმ პირთათვის, რომლებიც სრულყოფილად ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას🔗
1. იმ პირებს, რომლებიც სრულყოფილად ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, ტესტირებისას დაენიშნებათ თარჯიმანი და გამოცდის ჩასაბარებლად მიეცემათ 5 ასტრონომიული საათი.
2. თარჯიმანი არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე.
3. თარჯიმანს უფორმდება ხელშეკრულება კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის და მიეცემა ანაზღაურება.
მუხლი 15. ნაშრომების შენახვის წესი🔗
1. პასუხების ფურცლების თითოეული ვარიანტი (A,B,C) იდება ცალ-ცალკე კონვერტში, კონვერტს ეწერება ვარიანტის ტიპი, მოწმდება სამდივნოს თანამშრომლის ხელმოწერითა და ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ბეჭდით.
2. ვარიანტების მიხედვით დამოწმებული კონვერტები ცალ-ცალკე თავსდება პოლიეთილენის სპეციალურ ტომრებში. ტომრები თავსდება ყუთში, ყუთი ილუქება და ეწერება დალუქვის ზუსტი დრო. ლუქის ნომერი, თარიღი და სხვა საჭირო მონაცემები სამდივნოს უფროსის მიერ შეიტანება სარეგისტრაციო ჟურნალში.
მუხლი 16. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმება🔗
ტესტების პასუხების გასწორება ხდება სამდივნოს თანამშრომლების მიერ კომპიუტერული საშუალებების გამოყენებით.
მუხლი 17. გამოცდაზე გამოცხადების დრო🔗
1. გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე საგამოცდო ფურცელში მითითებულ დროს. გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და საგამოცდო ფურცელი.
2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და საგამოცდო ფურცლის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება.
3. გამოსაცდელების პირადი ნივთები (ჩანთა, მობილური და სხვა) სამდივნოს თანამშრომლის მიერ თავსდება საგამოცდო დარბაზში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ჩაბარებულ ნივთებს სამდივნოს თანამშრომელი აღნიშნავს ინდივიდუალური ნომრის მქონე წებოვანი ქაღალდით. ერთი ნომრიანი წებოვანი ქაღალდი ეკრობა გამოსაცდელის საგამოცდო ფურცელს, ხოლო მეორე – გამოსაცდელის მიერ დატოვებულ ნივთს, შემდგომში მათი შედარების მიზნით.
4. გამოსაცდელთა რეგისტრაციის შემდგომ იხურება დარბაზში შესასვლელი კარები და დაგვიანებით გამოცხადებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
მუხლი 18. გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები🔗
პირს, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე, არ აქვს უფლება მოითხოვოს მისთვის დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა საპატიო მიზეზი.
მუხლი 19. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი🔗
1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე გამოსაცდელები სპეციალური ყუთიდან იღებენ ადგილის ნომრებს და ამ ნომრის მიხედვით იკავებენ შესაბამის ადგილს საგამოცდო დარბაზში გამოსაცდელისთვის განკუთვნილი ადგილის მიმთითებლის დახმარებით.
2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
მუხლი 20. საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლება🔗
1. საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები, სამდივნოს თანამშრომლები, აკრედიტებული დამკვირვებლები და მასმედიის წარმომადგენლები.
2. საგამოცდო დარბაზში სხვა პირთა შესვლა აკრძალულია.
მუხლი 21. საჯაროობა გამოცდის ჩატარებისას🔗
1. გამოცდის ჩატარებისას საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან მხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა გამოცდის დანიშვნის დღიდან პირველი გამოცდის დღემდე არა უგვიანეს 5 დღისა უნდა გაიარონ აკრედიტაცია სამდივ-ნოში და მიიღონ სააკრედიტაციო მოწმობა.
3. დამკვირვებელს უფლება აქვს დააკვირდეს სერტიფიცირების ყველა პროცესს. მისთვის ხელმისაწვ-დომი უნდა იყოს ტესტურ გამოცდასთან დაკავშირებუ-ლი ყველა დოკუმენტაცია, გარდა დაშიფრული დოკუმენტაციისა.
4. დამკვირვებელს ეკრძალება საგამოცდო პროცესში ჩარევა. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელმა უნდა მიმართოს სამდივნოს წარმომადგენელს, რომელიც მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
5. დამკვირვებელს უფლება აქვს შეადგინოს საჩივარი, რომელიც სამდივნოს ხელმძღვანელის მიერ ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში.
მუხლი 22. სამდივნოს წევრების ფუნქციები🔗
1. სამდივნოს ხელმძღვანელი ტესტირების დაწყებამდე ანაწილებს სამდივნოს თანამშრომელთა შორის შემდეგ ფუნქციებს:
ა) საგამოცდო დარბაზში შესასვლელთან გამოსაცდელის იდენტიფიკაციაზე პასუხისმგებელი;
ბ) საგამოცდო ადგილის ნომრების ყუთის ზედამხედველი;
გ) გამოსაცდელის სარეგისტრაციო ჟურნალში აღმრიცხველი;
დ) გამოსაცდელის პირად ნივთებზე პასუხისმგებელი პირი;
ე) გამოსაცდელისთვის განკუთვნილი ადგილის მიმთითებელი;
ვ) გამოსაცდელებისთვის ინსტრუქციის მომხსენებელი;
ზ) კომპიუტერიდან კითხვის ვარიანტების დაბეჭდვაზე პასუხისმგებელი;
თ) პასუხის ფურცლების ვარიანტების მიხედვით დარიგებაზე პასუხისმგებელი;
ი) შესვენების დროს გამოსაცდელის დარბაზის დატოვების სარეგისტრაციო ჟურნალში აღმრიცხველი;
კ) შესვენების დროს გამოსაცდელის საგამოცდო დოკუმენტაციის ჩამბარებელი;
ლ) ნაშრომების ჩამბარებელი;
მ) საგამოცდო დოკუმენტაციის დამლუქველი;
ნ) თითოეული ვარიანტის სწორი პასუხების გამომცხადებელი;
ო) გამოცდის პროცესის ზედამხედველი;
პ) საგამოცდო ნაშრომების სკანირების შემსრულებელი.
2. სამდივნოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ერთსა და იმავე პირს შესაძლოა მიენიჭოს ერთზე მეტი ფუნქცია.
მუხლი 23. გამსვლელი ქულა🔗
გამოსაცდელი, რომელიც ტესტირებაში დააგროვებს 75 ან მეტ ქულას, მოიპოვებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს.
მუხლი 24. საპრეტენზიო კომისია🔗
1. საპრეტენზიო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია ტესტირების შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელი პირებისაგან საპრეტენზიო განცხადებების განხილვა.
2. კომისიის თავმჯდომარესა და 4 წევრს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
3. კომისიის წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს ცესკოს არანაკლებ 2 წევრს.
4. თითოეულ დასახელებულ კანდიდატურას ცალ-ცალკე ეყრება კენჭი.
5. კომისიის შემადგენლობას ცესკო ამტკიცებს განკარგულებით.
6. კომისიის წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სერტიფიცირების სამდივნოს წევრი.
7. კომისიის წევრი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი ან/და უმაღლესი განათლების მქონე სხვა პირი, რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება.
8. გადაწყვეტილებას კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იღებს ცესკო.
9. საპრეტენზიო კომისიის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ ყველა საპრეტენზიო განაცხადის საბოლოო განხილვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
მუხლი 25. კომისიის თავმჯდომარე🔗
1. საპრეტენზიო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ახორციელებს კომისიის ერთ-ერთი წევრი, რის შესახებაც წერილობით აცნობებს ცესკოს თავმჯდომარეს.
მუხლი 26. პრეტენზიის მიღება🔗
1. გამოცდის შედეგით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას, თუ მისი ნაშრომი არანაკლებ 70 ქულით არის შეფასებული. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი (ნომრები), რომელთან დაკავშირებითაც წარდგენილია პრეტენზია და მოითხოვს შეფასების გადასინჯვას.
2. გამოცდის (ნაკადებად დაყოფის შემთხვევაში – ბოლო ნაკადის) დასრულების შემდეგ შედეგები გამოიკვრება ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებში, ასევე განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე. საგამოცდო შეფასებაზე პრეტენზიები მიიღება ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, გამოცდების შედეგების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების დღიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს ვებ-გვერდზე შედეგების განთავსების თარიღი უნდა მიეთითოს საგამოცდო ფურცელზე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №48/2010 - სსმIII, №108, 31.08.2010წ., მუხ.1688
მუხლი 27. პრეტენზიის განხილვის წესი🔗
1. კომისია უფლებამოსილია, თუ მის მუშაობას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
2. კომისიის წევრები იხილავენ მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განცხადებაში არ არის კონკრეტულად მითითებული ტესტური დავალების ნომერი (ნომრები), კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს ასეთი განცხადება.
3. თუ კომისია დარწმუნდება ტესტური დავალების შეფასების უზუსტობაში, უფლებამოსილია შეცვალოს შეფასება.
4. კომისია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
6. კომისია ყველა საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უადრეს მე-3 და არა უგვიანეს მე-10 დღისა. საპრეტენზიო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კომისია ამტკიცებს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ეძლევა განმცხადებელს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცესკო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში, რომლის გადაწყვეტილებაც საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №48/2010 - სსმIII, №108, 31.08.2010წ., მუხ.1688
მუხლი 28. გამოცდის შედეგები🔗
1. ცესკო გამოცდის საბოლოო შედეგებს ამტკიცებს განკარგულებით.
მუხლი 29. გამოცდის შედეგების ოფიციალური გამოქვეყნება🔗
1. ცესკო გამოცდის ოფიციალურ შედეგებს აქვეყნებს ცესკოს ვებგვერდზე, შედეგების გამოქვეყნება ასევე შესაძლებელია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც.
2. საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას ცესკო ახდენს გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 30. სერტიფიკატი🔗
1. ცესკოს მიერ სერტიფიკატი მიენიჭება იმ პირს, რომელიც სერტიფიცირების გამოცდაზე დააგროვებს გამსვლელ ქულას.
2. სერტიფიკატის ფორმას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო.
3. სერტიფიკატს ხელს აწერს ცესკოს თავმჯდომარე და დაესმება ცესკოს ბეჭედი.
4. სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ სერტიფიკატის მფლობელი ტესტირების გავლიდან 5 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციაში ან საარჩევნო ადმინისტრაციის ფასილიტატორად ან/და ტრენერად.
4. სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ სერტიფიკატის მფლობელი ტესტირების გავლიდან 5 წლის განმავლობაში ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 წლის ვადაში კვლავ არ დაიწყებს საქმიანობას:
ა) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და მის აპარატში;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასა და მის აპარატში;
გ) საოლქო საარჩევნო კომისიაში;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის ფასილიტატორად ან/და ტრენერად.
41. იმ სერტიფიკატების ფორმა, შეცვლის წესი და პირობები, რომელთა გაცემიდანაც გასულია 5 წელი და ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, ძალა არ დაუკარგავთ დგინდება ცესკოს განკარგულებით.
5. სერტიფიკატს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და მისი მონაცემები შეიტანება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალურ სასერტიფიკატო რეესტრში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 24 იანვრის დადგენილება №2/2011 - ვებგვერდი, 26.01.2011წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 24 იანვრის დადგენილება №2/2011 - ვებგვერდი, 26.01.2011წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 15 მარტის დადგენილება №3/2011 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის“ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, №1/2009, 23.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.012.934 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/82936-5/