,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (11)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.012.981
2009 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №232 - სსმ III, 25.12.2009, სსმ №157, მუხ.1888
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანება № 9 - სსმ III, 20.01.2010, სსმ №6, მუხ.58
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 9 იანვრის ბრძანება № 21 - სსმ III, 29.01.2010, სსმ №11, მუხ.127
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება № 109 - სსმ III, №66, 09.06.2010, მუხ.981
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება № 142 - სსმ III, №93, 30.07.2010, მუხ.1372
6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №174 - სსმ III, №122, 24.09.2010, მუხ.1796
7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №205 - სსმ III, №142, 03.11.2010, მუხ.2039
8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 24 ივლისის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 24.07.2012 წ.
ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – იუსტიციის სამინისტრო) და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. სპეციალური წოდებების კატეგორიები
იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება;
გ) უფროსი სპეციალური წოდება;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.
1. იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის რიგითი, იუსტიციის უმცროსი სერჟანტი, იუსტიციის სერჟანტი, იუსტიციის უფროსი სერჟანტი, იუსტიციის ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი, იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი.
მუხლი 4. სპეციალური წოდების მინიჭება
1. სპეციალური წოდება ენიჭება მოსამსახურეს მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.
2. აკრძალულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.
3. მოსამსახურეს სპეციალური წოდება, მისი არქონის შემთხვევაში, მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
4. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას განთავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით.
5. იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეებს ნომენკლატურის ფარგლებში უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის მოსამსახურეებს ნომენკლატურის ფარგლებში საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
8. იმ მოხელეს, ვისი მიზეზითაც მოხდება მოსამსახურისთვის მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლო შეჩერება ან/და დაგვიანება, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
9. სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარმოდგენილი მოსამსახურის მიმართ დისციპლინიური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელმა პირმა აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
10. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანება №9 - სსმ III, 20.01.2010, სსმ №6, მუხ.58
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №142 - სსმ III, №93, 30.07.2010, მუხ.1372
მუხლი 5. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა
1. სპეციალური წოდებების მინიჭება წარმოებს თანმიმდევრობით.
2. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, სპეციალური წოდებით სამსახურის ვადის გასვლისა და დაკავებული თანმიმდევრობის ზღვრული წოდების მისანიჭებლად წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.
3. იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება ამ დებულებით (№1, №2 და №3 დანართები).
მუხლი 6. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები
1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება:
ა.ა) უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი – 1 წელი;
ა.ბ) ლეიტენანტი, III კლასის იურისტი – 2 წელი;
ა.გ) უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი – 3 წელი;
ა.დ) კაპიტანი, I კლასის იურისტი – 3 წელი.
ბ) უფროსი სპეციალური წოდება:
ბ.ა) მაიორი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – 4 წელი;
ბ.ბ) ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის მრჩეველი – 5 წელი;
ბ.გ) პოლკოვნიკი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი – 5 წელი.
2. უმცროს და უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა არ განისაზღვრება.
მუხლი 7. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
მუხლი 8. სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის წოდების მინიჭება
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.
მუხლი 9. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი
1. სპეციალური წოდების ჩამორთმევის, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, უფლება გააჩნიათ ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს.
2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადა განისაზღვრება ერთი წლით.
3. იმ მოსამსახურის მიმართ, რომელსაც ჩამოერთვა სპეციალური წოდება, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადის გასვლიდან მეორე დღეს.
4. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.
ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანება №9 - სსმ III, 20.01.2010, სსმ №6, მუხ.58
მუხლი 11. სოციალური გარანტიები
სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული წოდებები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატი
1. მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი – იუსტიციის მრჩეველი.
5. მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მრჩეველი, სამმართველოს გამომძიებელი, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.
6. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სპეციალისტი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს სპეციალისტი – I კლასის იურისტი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №205 - სსმ III, №142, 03.11.2010, მუხ.2039
აღსრულების ეროვნული ბიურო
1. აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.
2. აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.
3. აღსრულების პოლიციის სამმართველოს აღსრულების პოლიციელი – იუსტიციის კაპიტანი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №142 - სსმ III, №93, 30.07.2010, მუხ.1372
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №174 - სსმ III, №122, 24.09.2010, მუხ.1796
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 24 ივლისის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 24.07.2012 წ.
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა
1. საქართველოს მთავარი პროკურორი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;
2. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;
3. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;
4. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
5. უფროსი პროკურორი, განსაკუთრებით მნიშვანელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი – იუსტიციის მრჩეველი;
6. სამმართველოს უფროსის მოადგილე – მთავარი ბუღალტერი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, მრჩეველი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.
ქ. თბილისის პროკურატურა
1. ქ. თბილისის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე – ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
2. განყოფილების უფროსი; განყოფილების უფროსის მოადგილე, ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;
3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;
4. მრჩეველი – პირველი კლასის იურისტი.
საოლქო პროკურატურები
1. საოლქო პროკურორი, საოლქო პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
2. განყოფილების უფროსი, უფროსი პროკურორი – იუსტიციის მრჩეველი;
3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.
შენიშვნა: განსაკუთრებული დამსახურებისათვის, იუსტიციის მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საოლქო პროკურორს შეიძლება მიენიჭოს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება.
რაიონული პროკურატურები
1. რაიონული პროკურორი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
2. რაიონული პროკურორის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;
3. პროკურორი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;
4. კანცელარიის უფროსი – მესამე კლასის იურისტი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
2. განყოფილების უფროსი, უფროსი პროკურორი – იუსტიციის მრჩეველი;
3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;
4. მრჩეველი – პირველი კლასის იურისტი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.012.981
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №71+
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
+
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი შეტანილია ცვლილებები:1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №232 - სსმ III, 25.12.2009, სსმ №157, მუხ.1888
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანება №9 - სსმ III, 20.01.2010, სსმ №6, მუხ.58
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანება № 9 - სსმ III, 20.01.2010, სსმ №6, მუხ.58
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №21 - სსმ III, 29.01.2010, სსმ №11, მუხ.127
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 9 იანვრის ბრძანება № 21 - სსმ III, 29.01.2010, სსმ №11, მუხ.127
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №109 - სსმ III, №66, 09.06.2010, მუხ.981
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება № 109 - სსმ III, №66, 09.06.2010, მუხ.981
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №142 - სსმ III, №93, 30.07.2010, მუხ.1372
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება № 142 - სსმ III, №93, 30.07.2010, მუხ.1372
+
+
+
+
+
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეებს ნომენკლატურის ფარგლებში უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის მოსამსახურეებს ნომენკლატურის ფარგლებში საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს მთავარი პროკურორი. 8. იმ მოხელეს, ვისი მიზეზითაც მოხდება მოსამსახურისთვის მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლო შეჩერება ან/და დაგვიანება, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. 9. სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარმოდგენილი მოსამსახურის მიმართ დისციპლინიური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელმა პირმა აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. 10. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანება №9 - სსმ III, 20.01.2010, სსმ №6, მუხ.58 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №142 - სსმ III, №93, 30.07.2010, მუხ.1372 მუხლი 5. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა+
+
+
+
+
+
+
+
+
+
4. დეპარტამენტის უფროსი, საგამოძიებო ნაწილის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
1. ქ. თბილისის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე – საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
1. ქ. თბილისის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე – ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
2. განყოფილების უფროსი; განყოფილების უფროსის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;
2. განყოფილების უფროსი; განყოფილების უფროსის მოადგილე, ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;
შენიშვნა: განსაკუთრებული დამსახურებისათვის, იუსტიციის მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საოლქო პროკურორს შეიძლება მიენიჭოს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე““, №71, 08.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.012.981 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83176-8/