„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (47)
შემდგომი ცვლილებები (36)
წინა ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №227
2009 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ქვეპუნქტისა და 53- ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულება ( დანართი №1);
ბ) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესი ( დანართი №2).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №367 - სსმ III, 03.06.2009, სსმ №68, მუხ .746
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III, 04.11.2009, სსმ №136, მუხ.1560
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №2 3 /ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №117/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №152/ნ - ვებგვერდი, 03.08.2012წ.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №172/ნ - ვებგვერდი, 07.09.2012წ.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №201/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება № 85/ ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
დანართი №1
სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
1. ეს დებულება არეგულირებს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე სამაგისტრო გამოცდის ჩატარების ორგანიზაციულ საკითხებს.
2. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე;
ბ) იმ მაგისტრანტობის კანდიდატებზე, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება ამ პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებების მაგისტრატურაში, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გამოცდების ეროვნული ცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ( შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი;
ბ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
გ) ტესტი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;
დ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
ე) მაქსიმალური ქულა - გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებული შესაძლო უმაღლესი ქულა;
ვ) ნორმირებული ქულა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გამოცდის ტესტის ნაწილის/ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე გაყოფის შედეგად მიღებული ქულა;
ზ) კონკრეტული ქულა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით მიღებული ნორმირებული ქულის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სამაგისტრო გამოცდისთვის ან/ და ტე ს ტის ნაწილებისთვის დადგენილ კოეფიციენტზე გამრავლების შედეგად მიღებული ქულა;
ზ1) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი - საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტესტის ნაწილებისგან შემდგარი ტესტი;
თ) საკონკურსო ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებში ან/ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში მიღებული კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი;
ი) საპრეტენზიო კომისია – საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
კ) საგნობრივი ქვეკომისია – საერთო სამაგისტრო გამოცდების ტე სტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას საპრეტენზიო კომისიისათვის დახმარების გაწევის მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
ლ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი საპრეტენზიო საბჭო – უმაღლეს ი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებული გამოცდის/ გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, მაგისტრ ან ობის კანდიდატთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი დროებითი ორგანო;
მ) საგამოცდო- საიდენტიფიკაციო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც მაგისტრანტობის კანდიდატი დაიშვება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე;
ნ) საგამოცდო ცენტრი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი, რომელშიც მიმდინარეობს ტესტირება;
ო) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატები განთავსდებიან გამოცდის მიმდინარეობისას;
პ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ჟ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით;
რ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ს) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ტ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
უ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ფ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ქ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ღ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ყ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
შ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 3. სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზანი
სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზანია:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობის ა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ბ) მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.
თავი II
სამაგისტრო გამოცდა
მუხლი 4. სამაგისტრო გამოცდა და მისი სამართლებრივი შედეგები
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვა ხორციელდება სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე, გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. სამაგისტრო გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდა;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/ გამოცდები.
21. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ერთ-ერთი შემდეგი ტიპი:
ა) A ტიპის ტესტი;
ბ) B ტიპის ტესტი;
გ) C ტიპის ტესტი;
დ) D ტიპის ტესტი;
ე) E ტიპის ტესტი.
3. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გამოცდის/გამოცდების შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 5. სამგაგისტრო გამოცდის ჩატარების ფორმა და შეფასება
1. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტარდება ტესტის მეშვეობით.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამისად, შედგება ოთხი ნაწილისგან:
ა) წაკითხულის გააზრება;
ბ) ანალიტიკური წერა;
გ) ლოგიკური მსჯელობა;
დ) რაოდენობრივი მსჯელობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტის ნაწილებისთვის, გარდა რაოდენობრივი მსჯელობისა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 30%- ს. რაოდენობრივი მსჯელობის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 25%- ს.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გაზარდოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
5. მაგისტრანტობის კანდიდატი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გასაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს, რომ მაგისტრანტობის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს მის მიერ განსაზვრულ გამოცდაში/ გამოცდებში მონაწილეობის უფლებას, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხივე ნაწილში გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს ტესტის ის ნაწილი/ ნაწილები, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა აუცილებლად უნდა გადალახოს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დააწესოს გამოცდა შესაბამის სპეციალობაში.
9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო გამოცდასთან ერთად უფლებამოსილია კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დააწესოს დამატებითი გამოცდა/ გამოცდები სხვა საგანში/ საგნებში.
10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად ადგენს მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების შინაარსს, ჩატარების ფორმასა და მინიმალურ ი კომპეტენციის ზღვარს.
11. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების წარმატებით ჩაბარების საფუძველზე მაგისტრანტობის კანდიდატი ირიცხება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 6. სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი/კოეფიციენტები
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდას ანიჭებს კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 100- ის ტოლია.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს მიანიჭოს კოეფიციენტები.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ნაწილდება საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/ გამოცდებზე;
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტები უნდა გადანაწილდეს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილზე;
გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილს მიანიჭოს კოეფიციენტი – არანაკლებ 5- ისა;
დ) განსაზღვროს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის მინიჭებული კოეფიციენტების საერთო ჯამი, რომელიც არანაკლებ 35- ის ა და არა უმეტეს 65- ის ტოლია.
5. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ენიჭება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/ გამოცდებზე გასვლის უფლება აქვს იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთო სამაგისტრო გამოცდა.
მუხლი 7. სამაგისტრო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა , რომელიც ხელს შეუწყობს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციასა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას .
5. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24. 02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 8. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილეობის საფასური მოიცავს:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს რომლის ოდენობაც, შეადგენს 5 0 ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
3. ამ მუხლის პირველი პუქნტის ,,ა“ქვეპუნქტით საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება მაგისტრანტობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. აგრეთვე მაგისტრანტობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
თავი III
სამაგისტრო გამოცდის ორგანიზება
მუხლი 9. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი
1. “უმაღლესი განათლების შესახებ“საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნულ ცენტრი ქმნის ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელს.
2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ,,უმაღლესი განათლების შესახებ“საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად.
3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანება სავალდებულოა ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომელიც ახორციელებს მაგისტრატურას, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია
1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი წლის პირველ თებერვლამდე წარადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები :
ა) იმ სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც შესაბამის წელს მოხდება მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება და თითოეულ მათგანზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა;
ბ) თითოეული სამაგისტრო პროგრამისთვის სწავლის წლიური საფასურის შესახებ;
გ) ინფორმაცია იმის თაობაზე აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) სამაგისტრო პროგრამების მიხედვით:
დ.ა) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე ტესტის ნაწილების/გამოცდის პრიორიტეტი;
დ.ბ) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, გამოცდის პრიორიტეტი;
ე) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის ამ დებულებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე;
ვ) ტესტის იმ ნაწილის/ნაწილების ჩამონათვალი, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;
ზ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია .
2. გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას განათავსებს ოფიციალურ ვებგვერდზე.
3. (ამოღებულია - 31.01.12 №23/ნ).
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან ერთად ცენტრს წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობის წერილი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობის თაობაზე.
5. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 10 სექტემბრამდე შეცვალოს/დაამატოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №367 - სსმ III, 03.06.2009, სსმ №68, მუხ .746
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 11. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია
1. საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.
5. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილეობის საფასური.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრი პირს გაუგზავნის შეტყობინებას ელექტრონული მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.
7. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს:
ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
ბ) საგამოცდო ენას;
გ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას;
გ1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპს. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიუთითოს საერთო სამაგისტრო გამოცდის მხოლოდ ერთი ტესტის ტიპი;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას მაგისტრანტობის კანდიდატი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.
9. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონულ მისამართის მეშვეობით.
10. გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
11. მონაცემთა შეგროვების შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი წლის 20 ივნისამდე დამზადდება მაგისტრანტობის კანდიდატის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდებში.
12. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მიეთითება:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების ჩამონათვალი;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს;
გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილის ჩატარების თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო;
დ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 12. საინფორმაციო ბაზა
1. გამოცდების ეროვნული ცენტრი, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების მიზნით, ქმნის მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზას.
2. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);

მუხლი 13. დამკვირვებელთა რეგისტრაცია
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით, საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 10 დღისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი.
3. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდებში დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ ცენტრებში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება ოქმით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
თავი IV
საერთო სამაგისტრო გამოცდა
მუხლი 14. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი
1. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტესტის ნაწილების შესაბამისად მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.
3. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
4. ფორს- მაჟორის არსებობის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ახალი ვადა.

მუხლი 15. საერთო სამაგისტო საგამოცდო პროცესზე დასწრება
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებელია მხოლოდ იმ პირ ების ყოფნა , რომელსაც აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
2. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
3. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას, მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
მუხლი 16. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
ბ) თან იქონიოს:
ბ. ა) საგამოცდო- საიდენტიფიკაციო ბარათი;
ბ. ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ბ. გ) თუ დოკუმენტი/ დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მაგისტრანტობის კანდიდატი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრი დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში ინფორმაციის გადამოწმებასა და მაგისტრანტობის კანდიდატების მონაცემთა ბაზებიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატების მონაცემთა ბაზებში მაგისტრანტობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს მაგისტრანტობის კანდიდატი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების დასრულების შემდგომ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზ ებში მაგისტრანტობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ს ნაშრომი არ გასწორდება.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოუცხადებლობა მაგისტრანტობის კანდიდატს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
5. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს ერთი საათი.
6. იმ მაგისტრანტობის კანდიდატისთვის, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს ( ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები) გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მათ განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.
7. მაგისტრანტობის კანდიდატმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე.
8. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 17. ტესტირების მიმდინარეობა
1. ტესტირება მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.
11. (ამოღებულია - 28.03.2013, № 44/ნ).
12. (ამოღებულია - 28.03.2013, № 44/ნ).
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.
3. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების შესაბამისად, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №152/ნ - ვებგვერდი, 03.08.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 18. მუშაობა საგამოცდო ტესტზე
1. (ამოღებულია - 04.07.2013, № 85/ნ).
2. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს კალმით.
3. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მაგისტრანტობის კანდიდატისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) მერხზე ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
6. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
7. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
8. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 19. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობის წესის დარღევევა
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“- „ზ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. (ამოღებულია - 04.07.2013, № 85/ნ).
3. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მაგისტრანტობის კანდიდატს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ბ“- „ზ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
5. გაფრთხილების გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
6. გაფრთხილების გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
7. საგამოცდო პროცესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს ოქმი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 20. მაგისტრანტობის კანდიდატთა ნაშრომების გასწორება
1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.
11. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.
2. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
3. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, საგამოცდო ტესტის თითოეული ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით:
ა) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“და „დ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტეტის ნაწილების პასუხების ფურცელები სწორდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ბ) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტეტის ნაწილის პასუხების ფურცლები სწორდება დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.
4. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
5. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
6. მაგისტრანტობის კანდიდატის პასუხების ფურცელი სწორდება საერთო სამაგისტრო გამოცდის დასრულებიდან 27 დღის განმავლობაში.
7. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 21. საგამოცდო ტესტებისა და საგამოცდო ტესტის პასუხების გამოქვეყნება
გამოცდების ეროვნული ცენტრი, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტებისა და საგამოცდო ტესტის პასუხების გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.
მუხლი 22. ვადები
ამ თავით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
თავი V
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №117/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
საერთო სამაგისტრო ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა
მუხლი 23. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება
1. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.
2. სრულწლოვანი მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს , რომელიც წარმოადგენს ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას .
მუხლი 24. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება საგამოცდო ცენტრის შენობაში.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და სამსახურის ვებგვერდის online.naec.ge გამოყენებით.
მუხლი 25. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენა
1. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი ს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.
2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საპრეტენზიო განაცხადი;
ბ) იმ ორგანოს დასახელება, რომლის სახელზეც წარედგინება პრეტენზია;
გ) საპრეტენზიო განაცხადის წარმდგენი პირის ვინაობა;
დ) დარღვეული პროცედურის აღწერა, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში;
ე) იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში, განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე;
ვ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის თარიღი.
3. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4 . მაგისტრანტობის კანდიდატს , სპეციალური პროგრამა არ მისცემს საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შევსების საშუალებას , თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.
5. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
მუხლი 26. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდის დღეს, 21 საათამდე, ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო გამოცდების ეროვნული ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.
2. მაგისტრანტობის კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ დებულების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს საპრეტენზიო კომისიის სახელზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.
მუხლი 261. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.
მუხლი 262. საპრეტენზიო კომისია
1. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საპრეტენზიო კომისიას, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტე სტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.
3. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს საგნობრივი ქვე კომისი ა, რომლის წევრ ებ ი ს ანონიმუ რობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
4. საპრეტენზიო კომისიას/საგნობრივ ქვეკომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.
5. საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შედგენაში ან არის მიმდინარე წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი.
მუხლი 263. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობა
1. საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ½.
4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
მუხლი 264. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა მაგისტრანტობის კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მაგისტრანტობის კანდიდატისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
2 . გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მუხლი 265. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება
1. საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია ნაშრომს გასასწორებლად გადასცემს გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ნაშრომის გასწორებისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. (ამოღებულია - 13.07.2012, №138/ნ).
5. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნული ცენტრს გადაწყვეტილებას.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრი, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მაგისტრანტობის კანდიდატს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 266. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ ქვეკომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საგნობრივი ქვეკომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 10 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის მომატების შესახებ;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის დაკლების შესახებ;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.
3. საგნობრივი ქვეკომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გადასცემს საპრეტენზიო კომისიას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 267. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტერსტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება
1. საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
2. საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტე სტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საგნობრივი ქვეკომისიის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებას ამტკიცებს 10 დღის ვადაში.
3. საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება გამოცდების ეროვნული ცენტრში.
4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.
თავი VI
საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები
მუხლი 27. საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები
1. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით პრეტენზიების განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადაგზავნის შემდეგ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა, რომლის მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით ერთსა და იმავე რიცხვზე გადამრავლების შემდეგ დგება იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი სიები საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნიდან არა უგვიანეს 5 დღისა ცენტრის მიერ გადაიგზავნება სამინისტროში დასამტკიცებლად.
3. სამინისტრო მიღებიდან 2 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სიებს და უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს. გამოცდების ეროვნული ცენტრი 2 დღის ვადაში უზუნველყოფს ამ სიების გადაგზავნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
4. სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი სიები გამოქვეყნდება სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 28. საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატს ეძლევა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით.
2. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს საერთო სამაგისტრო გამოცდის შესაბამის ტესტის ტიპზე და სცადოს გააუმჯობესოს ადრე მიღებული შედეგები. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი გამოცდისას მიღებული შეფასებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უფრო დაბალია, ვიდრე წინა წელს მიღწეული შედეგები.

თავი VII
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/ გამოცდები
მუხლი 29. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესი
1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარების მიზნით გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის აქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტის ოფიციალურ ვებ- გვერდზე გამოქვეყნებიდან 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს ატარებს მის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შენობაში.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურულ საკითხებს ადგენს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტს და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამცდების შედეგებს აქვეყნებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 30. პრეტენზიის წარდგენა და განხილვა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/ გამოცდებზე საპრეტენზიო განცხადებებს განიხილავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში. პრეტენზიების წარდგენის პერიოდის ხანგრძლივობა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამ ო ცდების შედეგების ოფიციალურ ვებ- გვერდზე გამოქვეყნებიდან, არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპრეტენზიო განცხადებებს განიხილავს მის მიერ შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ. საპრეტენზიო საბჭო არ შეიძლება შედგებოდეს იმ პირებისაგან, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მაგისტრანტობის კანიდატების შეფასებაში.
მუხლი 31. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ქმნის სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.
2. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს ქმნის შესაბამის სპეციალობაზე/ სპეციალობების სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ნორმირებული ქულისა და მის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ან/ და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტის/ კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, ტესტის ნაწილების ან/ და გამოცდის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდას მიანიჭებს კოეფიციენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა იყოფა ამ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა;
ბ) ამ დებულების 27- ე მუხლის პირველი პუნქტით და ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულა გადამრავლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ტესტის ნაწილებისთვის/ გამოცდებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტებზე და მიიღება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის/ გამოცდების კონკრეტული ქულა;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა.
5. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს მიანიჭებს კოეფიციენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა იყოფა ამ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა;
ბ) ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულა გადამრავლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამაგისტრო გამოცდებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტზე/ კოეფიციენტებზე და მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის/ გამოცდების კონკრეტული ქულა;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულა/ ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა.
6. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სპეციალობაზე/ სპეციალობის პროგრამულ მიმართულებაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტების შესაბამისად, რანჟირებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხიდან, ტესტის ნაწილების/ გამოცდების პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ მაგისტრანტობის კანდიდატს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას მისთვის გამოყოფილი მისაღებ სტუდენთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ სპეციალობისათვის/ სპეციალობის პროგრამული მიმართულებისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 32. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
2. მაგისტრანტობის კანდიდატთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც 25 სექტემბრამდე იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. რექტორის ერთიან აქტში მითითებულია მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 28 სექტემბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.
41. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით წარმოდგენილ რექტორის ერთიან აქტში აღმოჩნდება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტი ჩარიცხულია ამ დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით, გამოცდების ეროვნული ცენტრი წერილობით მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტის გამოცემის შემდეგ პირი ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – მაგისტრანტი.
6. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
7. (ამოღებულია) .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III, 04.11.2009, სსმ №136, მუხ .1560
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №172/ნ - ვებგვერდი, 07.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №201/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.

თავი VIII
გარდამავალი დებულებები
მუხლი 33. გარდამავლი დებულებები
1. 2009 წელს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანება ნებაყოფლობითია კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – ახლად დაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.
2. აკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა – ახლად დაფუძნებულმა ლიცენზირებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, წერილობითი განცხადება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანების თაობაზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში.
3. 2009 წელს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე ჩაატაროს მაგისტრანტობის კანდიდატისთვის განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები. ამ შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე ვრცელდება ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
4. სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს 2011 წლის სამაგისტრო გამოცდისთვის დაადგინოს ამ დებულებისგან განსხვავებული ვადები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
დანართი 2
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის (შემდგომში – გრანტის) განაწილების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. გრანტის მოპოვების საფუძველი
1. მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულის საფუძველზე.
2. მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
3. მაგისტრანტობის კანდიდატის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული ქულა იყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და ტესტის თითოეული ნაწილისთვის მიიღება ნორმირებული ქულა;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის აბსოლუტური ქულა.
31. მაგისტრანტობის კანდიდატების აბსოლუტური ქულ ების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ მრავლდება ერთსა და იმავე რიცხვზე .
4. საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით.
5. გრანტს ვერ მოიპოვებს ის პირი:
ა) რომელსაც ის ერთხელ უკვე მოპოვებული აქვს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გამოცდების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) არ მიაწოდა ან მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლ ის შემდეგ ;
გ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ ვერ ჩაირიცხა შესაბამის წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.
დ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპში, მაგრამ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი N1) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III, 04.11.2009, სსმ №136, მუხ.1560
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 3. ამოღებულია

მუხლი 4. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით
1. თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით გრანტს მოიპოვებენ ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების გათვალისწინებით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის გამოყოფილი გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელის ფარგლებში უმაღლესი ქულები ექნებათ.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირებას აბსოლუტური ქულით, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით, ახორციელებს ცენტრი.
მუხლი 5. აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტი
1. აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტი ცენტრის მიერ შემუშავდება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტის საფუძველზე.
2. (ამოღებულია - 28.03.2013, № 44/ნ)
21. თუ მაგისტრანტს ჩაბარებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მისი დაფინანსება ხორციელდება აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს შორის განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.
22. მაგისტრანტი ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.
23. თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ ამ მუხლის 22 პუნქტით გათვლისწინებულ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა.შ. მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.
24. ცენტრში ამ მუხლის 2 2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მაგისტრანტის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. იმ შემთხვევაში , თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა , მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.
25 . მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.
26. ცენტრში ამ მუხლის 2 5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას მაგიტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში .
3. ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში არ შეიყვანება:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;
ბ) პირი, რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს გრანტი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი ცენტრ ს არ მიაწოდა ან მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლ ის შემდეგ ;
დ) პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპში, მაგრამ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი N1) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით.
31. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ი აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებ ის შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე წარუდგენს ცენტრს ინფორმაციას აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე .
4. ამ მუხლის 22 და 25 პუნქტ ებ ით წარმოდგენილი დოკუმენტ ებ ის შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს ამ წესის მე-2 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს და აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასამტკიცებლად.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინ ი სტრო 5 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III, 04.11.2009, სსმ №136, მუხ.1560
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №227
2009 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
„ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ ი“ ქვეპუნქტისა და 53- ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულება ( დანართი №1);
ბ) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესი ( დანართი №2).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №367 - სსმ III, 03.06.2009, სსმ №68, მუხ .746
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III, 04.11.2009, სსმ №136, მუხ.1560
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №2 3 /ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №117/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №152/ნ - ვებგვერდი, 03.08.2012წ.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №172/ნ - ვებგვერდი, 07.09.2012წ.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №201/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება № 85/ ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
დანართი №1
სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
1. ეს დებულება არეგულირებს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე სამაგისტრო გამოცდის ჩატარების ორგანიზაციულ საკითხებს.
2. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე;
ბ) იმ მაგისტრანტობის კანდიდატებზე, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებების მაგისტრატურაში, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გამოცდების ეროვნული ცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ( შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი;
ბ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
გ) ტესტი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი;
გ) ტესტი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;
დ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
ე) მაქსიმალური ქულა - გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებული შესაძლო უმაღლესი ქულა;
ვ) ნორმირებული ქულა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გამოცდის ტესტის ნაწილის/ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე გაყოფის შედეგად მიღებული ქულა;
ზ) კონკრეტული ქულა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით მიღებული ნორმირებული ქულის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სამაგისტრო გამოცდისთვის ან/ და ტეს ტის ნაწილებისთვის დადგენილ კოეფიციენტზე გამრავლების შედეგად მიღებული ქულა;
ზ1) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი - საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტესტის ნაწილებისგან შემდგარი ტესტი;
თ) საკონკურსო ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებში ან/ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში მიღებული კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი;
ი) საპრეტენზიო კომისია – საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
კ) საგნობრივი ქვეკომისია – საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას საპრეტენზიო კომისიისათვის დახმარების გაწევის მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
ლ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი საპრეტენზიო საბჭო – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებული გამოცდის/ გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, მაგისტრან ობის კანდიდატთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი დროებითი ორგანო;
მ) საგამოცდო- საიდენტიფიკაციო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც მაგისტრანტობის კანდიდატი დაიშვება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე;
ნ) საგამოცდო ცენტრი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი, რომელშიც მიმდინარეობს ტესტირება;
ო) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატები განთავსდებიან გამოცდის მიმდინარეობისას;
პ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ჟ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით;
რ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ს) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ტ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
უ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ფ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ქ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ღ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ყ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
შ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 3. სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზანი
სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზანია:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ბ) მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.
თავი II
სამაგისტრო გამოცდა
მუხლი 4. სამაგისტრო გამოცდა და მისი სამართლებრივი შედეგები
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვა ხორციელდება სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე, გარდა „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. სამაგისტრო გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდა;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/ გამოცდები.
21. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ერთ-ერთი შემდეგი ტიპი:
ა) A ტიპის ტესტი;
ბ) B ტიპის ტესტი;
გ) C ტიპის ტესტი;
დ) D ტიპის ტესტი;
ე) E ტიპის ტესტი.
3. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გამოცდის/გამოცდების შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 5. სამგაგისტრო გამოცდის ჩატარების ფორმა და შეფასება
1. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტარდება წერილობით, ტესტის მეშვეობით.
1. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტარდება ტესტის მეშვეობით.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამისად, შედგება ოთხი ნაწილისგან:
ა) წაკითხულის გააზრება;
ბ) ანალიტიკური წერა;
გ) ლოგიკური მსჯელობა;
დ) რაოდენობრივი მსჯელობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტის ნაწილებისთვის, გარდა რაოდენობრივი მსჯელობისა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 30%- ს. რაოდენობრივი მსჯელობის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 25%- ს.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გაზარდოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
5. მაგისტრანტობის კანდიდატი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გასაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს, რომ მაგისტრანტობის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს მის მიერ განსაზვრულ გამოცდაში/ გამოცდებში მონაწილეობის უფლებას, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხივე ნაწილში გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს ტესტის ის ნაწილი/ ნაწილები, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა აუცილებლად უნდა გადალახოს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დააწესოს გამოცდა შესაბამის სპეციალობაში.
9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო გამოცდასთან ერთად უფლებამოსილია კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დააწესოს დამატებითი გამოცდა/ გამოცდები სხვა საგანში/ საგნებში.
10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად ადგენს მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების შინაარსს, ჩატარების ფორმასა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
11. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების წარმატებით ჩაბარების საფუძველზე მაგისტრანტობის კანდიდატი ირიცხება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 6. სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი/კოეფიციენტები
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდას ანიჭებს კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 100- ის ტოლია.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს მიანიჭოს კოეფიციენტები.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ნაწილდება საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/ გამოცდებზე;
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტები უნდა გადანაწილდეს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილზე;
გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილს მიანიჭოს კოეფიციენტი – არანაკლებ 5- ისა;
დ) განსაზღვროს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის მინიჭებული კოეფიციენტების საერთო ჯამი, რომელიც არანაკლებ 35- ისა და არა უმეტეს 65- ის ტოლია.
5. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ენიჭება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/ გამოცდებზე გასვლის უფლება აქვს იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთო სამაგისტრო გამოცდა.
მუხლი 7. სამაგისტრო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა , რომელიც ხელს შეუწყობს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციასა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას .
5. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში , სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას .“ ; .
5. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24. 02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 8. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილეობის საფასური მოიცავს:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს რომლის ოდენობაც, შეადგენს 5 0 ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
3. ამ მუხლის პირველი პუქნტის ,,ა“ ქვეპუნქტით საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება მაგისტრანტობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის “ ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. აგრეთვე მაგისტრანტობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
თავი III
სამაგისტრო გამოცდის ორგანიზება
მუხლი 9. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი
1. “ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნულ ცენტრი ქმნის ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელს.
2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად.
3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანება სავალდებულოა ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომელიც ახორციელებს მაგისტრატურას, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია
1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი წლის პირველ თებერვლამდე წარადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები :
ა) იმ სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც შესაბამის წელს მოხდება მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება და თითოეულ მათგანზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა;
ბ) თითოეული სამაგისტრო პროგრამისთვის სწავლის წლიური საფასურის შესახებ;
გ) ინფორმაცია იმის თაობაზე აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) სამაგისტრო პროგრამების მიხედვით:
დ.ა) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე ტესტის ნაწილების/გამოცდის პრიორიტეტი;
დ.ბ) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, გამოცდის პრიორიტეტი;
ე) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის ამ დებულებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე;
ვ) ტესტის იმ ნაწილის/ნაწილების ჩამონათვალი, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;
ზ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია .
2. გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას განათავსებს ოფიციალურ ვებგვერდზე.
3. (ამოღებულია - 31.01.12 №23/ნ).
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან ერთად ცენტრს წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობის წერილი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობის თაობაზე.
5. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 10 სექტემბრამდე შეცვალოს/დაამატოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №367 - სსმ III, 03.06.2009, სსმ №68, მუხ .746
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 11. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.
5. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილეობის საფასური.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრი პირს გაუგზავნის შეტყობინებას ელექტრონული მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.
7. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს:
ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
ბ) საგამოცდო ენას;
გ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას;
გ1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპს. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიუთითოს საერთო სამაგისტრო გამოცდის მხოლოდ ერთი ტესტის ტიპი;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას მაგისტრანტობის კანდიდატი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.
9. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონულ მისამართის მეშვეობით.
10. გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
11. მონაცემთა შეგროვების შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი წლის 20 ივნისამდე დამზადდება მაგისტრანტობის კანდიდატის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდებში.
12. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მიეთითება:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების ჩამონათვალი;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს;
გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილის ჩატარების თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო;
დ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 12. საინფორმაციო ბაზა
1. გამოცდების ეროვნული ცენტრი, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების მიზნით, ქმნის მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზას.
2. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
მუხლი 13. დამკვირვებელთა რეგისტრაცია
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით, საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 10 დღისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი.
3. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდებში დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ ცენტრებში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება ოქმით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
თავი IV
საერთო სამაგისტრო გამოცდა
მუხლი 14. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი
1. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტესტის ნაწილების შესაბამისად მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.
3. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
4. ფორს- მაჟორის არსებობის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ახალი ვადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
მუხლი 15. საერთო სამაგისტო საგამოცდო პროცესზე დასწრება
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებელია მხოლოდ იმ პირების ყოფნა , რომელსაც აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
2. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
3. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას, მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
მუხლი 16. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
ბ) თან იქონიოს:
ბ. ა) საგამოცდო- საიდენტიფიკაციო ბარათი;
ბ. ბ) პირადობის ( ბინადრობის) მოწმობა/ პასპორტი;
ბ. ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ბ. გ) თუ დოკუმენტი/ დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,, ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მაგისტრანტობის კანდიდატი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში ინფორმაციის გადამოწმებასა და მაგისტრანტობის კანდიდატების მონაცემთა ბაზებიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატების მონაცემთა ბაზებში მაგისტრანტობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს მაგისტრანტობის კანდიდატი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების დასრულების შემდგომ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში მაგისტრანტობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირის ნაშრომი არ გასწორდება.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოუცხადებლობა მაგისტრანტობის კანდიდატს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
5. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს ერთი საათი.
6. იმ მაგისტრანტობის კანდიდატისთვის, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს ( ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები) გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მათ განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.
7. მაგისტრანტობის კანდიდატმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე.
8. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
1. ტესტირება მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.
11. (ამოღებულია - 28.03.2013, № 44/ნ).
12. (ამოღებულია - 28.03.2013, № 44/ნ).
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.
3. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების შესაბამისად, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №152/ნ - ვებგვერდი, 03.08.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 18. მუშაობა საგამოცდო ტესტზე
1. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ტესტურ დავალებათა რვეული, რომელიც რჩება საგამოცდო ცენტრში. ტესტურ დავალებათა რვეული საგამოცდო ტესტის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
1. (ამოღებულია - 04.07.2013, № 85/ნ).
2. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს კალმით.
3. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოიყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის ( სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების ( ფიგურა, წარწერა და ა. შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მაგისტრანტობის კანდიდატისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამის და პირადობის ( ბინადრობის) მოწმობის/ პასპორტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ვ) მერხზე ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
6. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
7. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
8. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 19. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობის წესის დარღევევა
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ ბ“- „ ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
2. (ამოღებულია - 04.07.2013, № 85/ნ).
3. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მაგისტრანტობის კანდიდატს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ ბ“- „ ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
5. გაფრთხილების გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
6. გაფრთხილების გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
7. საგამოცდო პროცესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს ოქმი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 20. მაგისტრანტობის კანდიდატთა ნაშრომების გასწორება
1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.
11. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.
2. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
3. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, საგამოცდო ტესტის თითოეული ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით:
ა) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ ა“, „ გ“ და „ დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტეტის ნაწილების პასუხების ფურცელები სწორდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ბ) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,, ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტეტის ნაწილის პასუხების ფურცლები სწორდება დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.
4. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
5. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
6. მაგისტრანტობის კანდიდატის პასუხების ფურცელი სწორდება საერთო სამაგისტრო გამოცდის დასრულებიდან 27 დღის განმავლობაში.
7. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 21. საგამოცდო ტესტებისა და საგამოცდო ტესტის პასუხების გამოქვეყნება
გამოცდების ეროვნული ცენტრი, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტებისა და საგამოცდო ტესტის პასუხების გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.
მუხლი 22. ვადები
ამ თავით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
თავი V
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №117/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
საერთო სამაგისტრო ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა
მუხლი 23. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება🔗
1. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.
2. სრულწლოვანი მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს , რომელიც წარმოადგენს ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას .
მუხლი 24. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება საგამოცდო ცენტრის შენობაში.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და სამსახურის ვებგვერდის online.naec.ge გამოყენებით.
მუხლი 25. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენა
1. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.
2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საპრეტენზიო განაცხადი;
ბ) იმ ორგანოს დასახელება, რომლის სახელზეც წარედგინება პრეტენზია;
გ) საპრეტენზიო განაცხადის წარმდგენი პირის ვინაობა;
დ) დარღვეული პროცედურის აღწერა, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში;
ე) იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში, განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე;
ვ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის თარიღი.
3. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4 . მაგისტრანტობის კანდიდატს , სპეციალური პროგრამა არ მისცემს საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შევსების საშუალებას , თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.
5. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
მუხლი 26. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდის დღეს, 21 საათამდე, ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო გამოცდების ეროვნული ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.
2. მაგისტრანტობის კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ დებულების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს საპრეტენზიო კომისიის სახელზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.
მუხლი 261. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.
მუხლი 262. საპრეტენზიო კომისია🔗
1. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საპრეტენზიო კომისიას, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.
3. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს საგნობრივი ქვე კომისია, რომლის წევრებ ის ანონიმუ რობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
4. საპრეტენზიო კომისიას/საგნობრივ ქვეკომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.
5. საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შედგენაში ან არის მიმდინარე წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი.
მუხლი 263. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობა🔗
1. საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ½.
4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
მუხლი 264. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა მაგისტრანტობის კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მაგისტრანტობის კანდიდატისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
2 . გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მუხლი 265. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება🔗
1. საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია ნაშრომს გასასწორებლად გადასცემს გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ნაშრომის გასწორებისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. (ამოღებულია - 13.07.2012, №138/ნ).
5. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნული ცენტრს გადაწყვეტილებას.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრი, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მაგისტრანტობის კანდიდატს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 266. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ ქვეკომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საგნობრივი ქვეკომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 10 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის მომატების შესახებ;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის დაკლების შესახებ;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.
3. საგნობრივი ქვეკომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გადასცემს საპრეტენზიო კომისიას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 267. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტერსტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება🔗
1. საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
2. საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საგნობრივი ქვეკომისიის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებას ამტკიცებს 10 დღის ვადაში.
3. საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება გამოცდების ეროვნული ცენტრში.
4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.
თავი VI
საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები
მუხლი 27. საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები
1. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით პრეტენზიების განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადაგზავნის შემდეგ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა, რომლის მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით ერთსა და იმავე რიცხვზე გადამრავლების შემდეგ დგება იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი სიები საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნიდან არა უგვიანეს 5 დღისა ცენტრის მიერ გადაიგზავნება სამინისტროში დასამტკიცებლად.
3. სამინისტრო მიღებიდან 2 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სიებს და უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს. გამოცდების ეროვნული ცენტრი 2 დღის ვადაში უზუნველყოფს ამ სიების გადაგზავნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
4. სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი სიები გამოქვეყნდება სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 28. საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატს ეძლევა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით.
2. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს საერთო სამაგისტრო გამოცდის შესაბამის ტესტის ტიპზე და სცადოს გააუმჯობესოს ადრე მიღებული შედეგები. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი გამოცდისას მიღებული შეფასებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უფრო დაბალია, ვიდრე წინა წელს მიღწეული შედეგები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
თავი VII
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/ გამოცდები
მუხლი 29. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესი
1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარების მიზნით გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის აქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტის ოფიციალურ ვებ- გვერდზე გამოქვეყნებიდან 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს ატარებს მის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შენობაში.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურულ საკითხებს ადგენს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტს და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამცდების შედეგებს აქვეყნებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 30. პრეტენზიის წარდგენა და განხილვა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/ გამოცდებზე საპრეტენზიო განცხადებებს განიხილავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში. პრეტენზიების წარდგენის პერიოდის ხანგრძლივობა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამო ცდების შედეგების ოფიციალურ ვებ- გვერდზე გამოქვეყნებიდან, არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპრეტენზიო განცხადებებს განიხილავს მის მიერ შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ. საპრეტენზიო საბჭო არ შეიძლება შედგებოდეს იმ პირებისაგან, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მაგისტრანტობის კანიდატების შეფასებაში.
მუხლი 31. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ქმნის სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.
2. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს ქმნის შესაბამის სპეციალობაზე/ სპეციალობების სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ნორმირებული ქულისა და მის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ან/ და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტის/ კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, ტესტის ნაწილების ან/ და გამოცდის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდას მიანიჭებს კოეფიციენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა იყოფა ამ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა;
ბ) ამ დებულების 27- ე მუხლის პირველი პუნქტით და ამ პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულა გადამრავლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ტესტის ნაწილებისთვის/ გამოცდებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტებზე და მიიღება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის/ გამოცდების კონკრეტული ქულა;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა.
5. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს მიანიჭებს კოეფიციენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა იყოფა ამ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა;
ბ) ამ პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულა გადამრავლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამაგისტრო გამოცდებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტზე/ კოეფიციენტებზე და მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის/ გამოცდების კონკრეტული ქულა;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულა/ ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა.
6. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სპეციალობაზე/ სპეციალობის პროგრამულ მიმართულებაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტების შესაბამისად, რანჟირებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხიდან, ტესტის ნაწილების/ გამოცდების პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ მაგისტრანტობის კანდიდატს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას მისთვის გამოყოფილი მისაღებ სტუდენთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ სპეციალობისათვის/ სპეციალობის პროგრამული მიმართულებისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 32. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
2. მაგისტრანტობის კანდიდატთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც 25 სექტემბრამდე იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. რექტორის ერთიან აქტში მითითებულია მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 28 სექტემბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.
41. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით წარმოდგენილ რექტორის ერთიან აქტში აღმოჩნდება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტი ჩარიცხულია ამ დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით, გამოცდების ეროვნული ცენტრი წერილობით მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტის გამოცემის შემდეგ პირი ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – მაგისტრანტი.
6. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
7. (ამოღებულია) .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III, 04.11.2009, სსმ №136, მუხ .1560
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №172/ნ - ვებგვერდი, 07.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №201/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
თავი VIII
გარდამავალი დებულებები
მუხლი 33. გარდამავლი დებულებები
1. 2009 წელს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანება ნებაყოფლობითია კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – ახლად დაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.
2. აკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა – ახლად დაფუძნებულმა ლიცენზირებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, წერილობითი განცხადება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანების თაობაზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში.
3. 2009 წელს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე ჩაატაროს მაგისტრანტობის კანდიდატისთვის განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები. ამ შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე ვრცელდება ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
4. სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს 2011 წლის სამაგისტრო გამოცდისთვის დაადგინოს ამ დებულებისგან განსხვავებული ვადები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
დანართი 2
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის (შემდგომში – გრანტის) განაწილების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. გრანტის მოპოვების საფუძველი
1. მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულის საფუძველზე.
2. მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
3. მაგისტრანტობის კანდიდატის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული ქულა იყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და ტესტის თითოეული ნაწილისთვის მიიღება ნორმირებული ქულა;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის აბსოლუტური ქულა.
31. მაგისტრანტობის კანდიდატების აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ მრავლდება ერთსა და იმავე რიცხვზე .
4. საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით.
5. გრანტს ვერ მოიპოვებს ის პირი:
ა) რომელსაც ის ერთხელ უკვე მოპოვებული აქვს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გამოცდების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) არ მიაწოდა ან მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ;
გ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ ვერ ჩაირიცხა შესაბამის წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.
დ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპში, მაგრამ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი N1) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III, 04.11.2009, სსმ №136, მუხ.1560
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 3. ამოღებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III, 04.11.2009, სსმ №136, მუხ.1560
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 4. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით
1. თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით გრანტს მოიპოვებენ ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების გათვალისწინებით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის გამოყოფილი გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელის ფარგლებში უმაღლესი ქულები ექნებათ.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირებას აბსოლუტური ქულით, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით, ახორციელებს ცენტრი.
მუხლი 5. აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტი
1. აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტი ცენტრის მიერ შემუშავდება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტის საფუძველზე.
2. (ამოღებულია - 28.03.2013, № 44/ნ)
21. თუ მაგისტრანტს ჩაბარებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მისი დაფინანსება ხორციელდება აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს შორის განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.
22. მაგისტრანტი ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.
23. თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ ამ მუხლის 22 პუნქტით გათვლისწინებულ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა.შ. მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.
24. ცენტრში ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მაგისტრანტის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. იმ შემთხვევაში , თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა , მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.
25 . მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.
26. ცენტრში ამ მუხლის 25 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას მაგიტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში .
3. ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში არ შეიყვანება:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;
ბ) პირი, რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს გრანტი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი ცენტრს არ მიაწოდა ან მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ;
დ) პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპში, მაგრამ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი N1) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით.
31. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე წარუდგენს ცენტრს ინფორმაციას აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე .
4. ამ მუხლის 22 და 25 პუნქტებ ით წარმოდგენილი დოკუმენტებ ის შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს ამ წესის მე-2 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს და აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასამტკიცებლად.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინი სტრო 5 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III, 04.11.2009, სსმ №136, მუხ.1560
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №227
2009 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
„ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ ი“ ქვეპუნქტისა და 53- ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულება ( დანართი №1);
ბ) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესი ( დანართი №2).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №367 - სსმ III, 03.06.2009, სსმ №68, მუხ .746
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №367 - სსმ III, 03.06.2009, სსმ №68, მუხ.746
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III, 04.11.2009, სსმ №136, მუხ.1560
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №2 3 /ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №117/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №152/ნ - ვებგვერდი, 03.08.2012წ.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №172/ნ - ვებგვერდი, 07.09.2012წ.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №201/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება № 85/ ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის ბრძანება №94/ნ - ვებგვერდი, 18.07.2013წ.
დანართი №1
სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულება
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო🔗
1. ეს დებულება არეგულირებს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე სამაგისტრო გამოცდის ჩატარების ორგანიზაციულ საკითხებს.
2. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე;
ბ) იმ მაგისტრანტობის კანდიდატებზე, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებების მაგისტრატურაში, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გამოცდების ეროვნული ცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ( შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი;
ბ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
გ) ტესტი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;
დ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
ე) მაქსიმალური ქულა - გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებული შესაძლო უმაღლესი ქულა;
ვ) ნორმირებული ქულა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გამოცდის ტესტის ნაწილის/ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე გაყოფის შედეგად მიღებული ქულა;
ზ) კონკრეტული ქულა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით მიღებული ნორმირებული ქულის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სამაგისტრო გამოცდისთვის ან/ და ტეს ტის ნაწილებისთვის დადგენილ კოეფიციენტზე გამრავლების შედეგად მიღებული ქულა;
ზ1) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი - საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტესტის ნაწილებისგან შემდგარი ტესტი;
თ) საკონკურსო ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებში ან/ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში მიღებული კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი;
ი) საპრეტენზიო კომისია – საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
კ) საგნობრივი ქვეკომისია – საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას საპრეტენზიო კომისიისათვის დახმარების გაწევის მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
ლ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი საპრეტენზიო საბჭო – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებული გამოცდის/ გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, მაგისტრან ობის კანდიდატთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი დროებითი ორგანო;
მ) საგამოცდო- საიდენტიფიკაციო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც მაგისტრანტობის კანდიდატი დაიშვება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე;
ნ) საგამოცდო ცენტრი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი, რომელშიც მიმდინარეობს ტესტირება;
ო) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატები განთავსდებიან გამოცდის მიმდინარეობისას;
პ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ჟ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით;
რ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ს) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ტ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
უ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ფ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ქ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ღ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
ყ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
შ) ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 3. სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზანი🔗
სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზანია:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ბ) მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.
სამაგისტრო გამოცდა
მუხლი 4. სამაგისტრო გამოცდა და მისი სამართლებრივი შედეგები🔗
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვა ხორციელდება სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე, გარდა „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. სამაგისტრო გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდა;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/ გამოცდები.
21. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ერთ-ერთი შემდეგი ტიპი:
ა) A ტიპის ტესტი;
ბ) B ტიპის ტესტი;
გ) C ტიპის ტესტი;
დ) D ტიპის ტესტი;
ე) E ტიპის ტესტი.
3. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გამოცდის/გამოცდების შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 5. სამგაგისტრო გამოცდის ჩატარების ფორმა და შეფასება🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტარდება ტესტის მეშვეობით.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამისად, შედგება ოთხი ნაწილისგან:
ა) წაკითხულის გააზრება;
ბ) ანალიტიკური წერა;
გ) ლოგიკური მსჯელობა;
დ) რაოდენობრივი მსჯელობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტის ნაწილებისთვის, გარდა რაოდენობრივი მსჯელობისა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 30%- ს. რაოდენობრივი მსჯელობის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 25%- ს.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გაზარდოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
5. მაგისტრანტობის კანდიდატი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გასაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს, რომ მაგისტრანტობის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს მის მიერ განსაზვრულ გამოცდაში/ გამოცდებში მონაწილეობის უფლებას, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხივე ნაწილში გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს ტესტის ის ნაწილი/ ნაწილები, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა აუცილებლად უნდა გადალახოს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დააწესოს გამოცდა შესაბამის სპეციალობაში.
9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო გამოცდასთან ერთად უფლებამოსილია კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დააწესოს დამატებითი გამოცდა/ გამოცდები სხვა საგანში/ საგნებში.
10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად ადგენს მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების შინაარსს, ჩატარების ფორმასა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
11. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების წარმატებით ჩაბარების საფუძველზე მაგისტრანტობის კანდიდატი ირიცხება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 6. სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი/კოეფიციენტები🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდას ანიჭებს კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 100- ის ტოლია.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს მიანიჭოს კოეფიციენტები.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ნაწილდება საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/ გამოცდებზე;
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტები უნდა გადანაწილდეს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილზე;
გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილს მიანიჭოს კოეფიციენტი – არანაკლებ 5- ისა;
დ) განსაზღვროს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის მინიჭებული კოეფიციენტების საერთო ჯამი, რომელიც არანაკლებ 35- ისა და არა უმეტეს 65- ის ტოლია.
5. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ენიჭება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/ გამოცდებზე გასვლის უფლება აქვს იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთო სამაგისტრო გამოცდა.
მუხლი 7. სამაგისტრო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა , რომელიც ხელს შეუწყობს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციასა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას .
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციასა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას.
5. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24. 02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 8. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილეობის საფასური მოიცავს:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს რომლის ოდენობაც, შეადგენს 5 0 ლარს.
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს რომლის ოდენობაც, შეადგენს 50 ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
3. ამ მუხლის პირველი პუქნტის ,,ა“ ქვეპუნქტით საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება მაგისტრანტობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის “ ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. აგრეთვე მაგისტრანტობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
სამაგისტრო გამოცდის ორგანიზება
მუხლი 9. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი🔗
1. “ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნულ ცენტრი ქმნის ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელს.
2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად.
3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანება სავალდებულოა ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომელიც ახორციელებს მაგისტრატურას, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია🔗
1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი წლის პირველ თებერვლამდე წარადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები :
1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი წლის პირველ თებერვლამდე წარადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) იმ სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც შესაბამის წელს მოხდება მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება და თითოეულ მათგანზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა;
ბ) თითოეული სამაგისტრო პროგრამისთვის სწავლის წლიური საფასურის შესახებ;
გ) ინფორმაცია იმის თაობაზე აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) სამაგისტრო პროგრამების მიხედვით:
დ.ა) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე ტესტის ნაწილების/გამოცდის პრიორიტეტი;
დ.ბ) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, გამოცდის პრიორიტეტი;
ე) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის ამ დებულებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე;
ვ) ტესტის იმ ნაწილის/ნაწილების ჩამონათვალი, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;
ზ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია .
ზ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას განათავსებს ოფიციალურ ვებგვერდზე.
3. (ამოღებულია - 31.01.12 №23/ნ).
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან ერთად ცენტრს წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობის წერილი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობის თაობაზე.
5. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 10 სექტემბრამდე შეცვალოს/დაამატოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №367 - სსმ III, 03.06.2009, სსმ №68, მუხ .746
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 11. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.
5. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილეობის საფასური.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრი პირს გაუგზავნის შეტყობინებას ელექტრონული მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.
7. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს:
ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
ბ) საგამოცდო ენას;
გ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას;
გ1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპს. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიუთითოს საერთო სამაგისტრო გამოცდის მხოლოდ ერთი ტესტის ტიპი;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას მაგისტრანტობის კანდიდატი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.
9. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონულ მისამართის მეშვეობით.
10. გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
11. მონაცემთა შეგროვების შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი წლის 20 ივნისამდე დამზადდება მაგისტრანტობის კანდიდატის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდებში.
12. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მიეთითება:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების ჩამონათვალი;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს;
გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილის ჩატარების თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო;
დ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 12. საინფორმაციო ბაზა🔗
1. გამოცდების ეროვნული ცენტრი, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების მიზნით, ქმნის მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზას.
2. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ);
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
მუხლი 13. დამკვირვებელთა რეგისტრაცია🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით, საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 10 დღისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი.
3. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდებში დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ ცენტრებში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება ოქმით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
საერთო სამაგისტრო გამოცდა
მუხლი 14. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი🔗
1. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტესტის ნაწილების შესაბამისად მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.
3. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
4. ფორს- მაჟორის არსებობის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ახალი ვადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
მუხლი 15. საერთო სამაგისტო საგამოცდო პროცესზე დასწრება🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებელია მხოლოდ იმ პირების ყოფნა , რომელსაც აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებელია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელსაც აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
2. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
3. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას, მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
მუხლი 16. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
ბ) თან იქონიოს:
ბ. ა) საგამოცდო- საიდენტიფიკაციო ბარათი;
ბ. ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ბ. გ) თუ დოკუმენტი/ დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.
2. აერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება, გარდა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,, ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მაგისტრანტობის კანდიდატი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში ინფორმაციის გადამოწმებასა და მაგისტრანტობის კანდიდატების მონაცემთა ბაზებიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატების მონაცემთა ბაზებში მაგისტრანტობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს მაგისტრანტობის კანდიდატი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების დასრულების შემდგომ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში მაგისტრანტობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირის ნაშრომი არ გასწორდება.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოუცხადებლობა მაგისტრანტობის კანდიდატს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
5. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს ერთი საათი.
6. იმ მაგისტრანტობის კანდიდატისთვის, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს ( ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები) გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მათ განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.
7. მაგისტრანტობის კანდიდატმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე.
8. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის ბრძანება №94/ნ - ვებგვერდი, 18.07.2013წ.
მუხლი 17. ტესტირების მიმდინარეობა🔗
1. ტესტირება მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.
11. (ამოღებულია - 28.03.2013, № 44/ნ).
12. (ამოღებულია - 28.03.2013, № 44/ნ).
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.
3. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების შესაბამისად, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №152/ნ - ვებგვერდი, 03.08.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 18. მუშაობა საგამოცდო ტესტზე🔗
1. (ამოღებულია - 04.07.2013, № 85/ნ).
2. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს კალმით.
3. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მაგისტრანტობის კანდიდატისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) მერხზე ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
6. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
7. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
8. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 19. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობის წესის დარღევევა🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ ბ“- „ ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ ბ“-„ ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. (ამოღებულია - 04.07.2013, № 85/ნ).
3. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მაგისტრანტობის კანდიდატს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ ბ“- „ ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ ბ“-„ ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
5. გაფრთხილების გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
6. გაფრთხილების გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
7. საგამოცდო პროცესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს ოქმი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 20. მაგისტრანტობის კანდიდატთა ნაშრომების გასწორება🔗
1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.
11. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.
2. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
3. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, საგამოცდო ტესტის თითოეული ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით:
ა) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ ა“, „ გ“ და „ დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტეტის ნაწილების პასუხების ფურცელები სწორდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ბ) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,, ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტეტის ნაწილის პასუხების ფურცლები სწორდება დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.
4. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
5. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
6. მაგისტრანტობის კანდიდატის პასუხების ფურცელი სწორდება საერთო სამაგისტრო გამოცდის დასრულებიდან 27 დღის განმავლობაში.
7. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
მუხლი 21. საგამოცდო ტესტებისა და საგამოცდო ტესტის პასუხების გამოქვეყნება🔗
გამოცდების ეროვნული ცენტრი, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტებისა და საგამოცდო ტესტის პასუხების გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.
მუხლი 22. ვადები🔗
ამ თავით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №117/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
საერთო სამაგისტრო ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა
მუხლი 23. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება🔗
1. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.
2. სრულწლოვანი მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს , რომელიც წარმოადგენს ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას .
2. სრულწლოვანი მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც წარმოადგენს ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას.
მუხლი 24. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება საგამოცდო ცენტრის შენობაში.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და სამსახურის ვებგვერდის online.naec.ge გამოყენებით.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და სამსახურის ვებგვერდის online.naec.ge გამოყენებით.
მუხლი 25. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენა🔗
1. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.
2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საპრეტენზიო განაცხადი;
ბ) იმ ორგანოს დასახელება, რომლის სახელზეც წარედგინება პრეტენზია;
გ) საპრეტენზიო განაცხადის წარმდგენი პირის ვინაობა;
დ) დარღვეული პროცედურის აღწერა, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში;
ე) იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში, განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე;
ვ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის თარიღი.
3. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4 . მაგისტრანტობის კანდიდატს , სპეციალური პროგრამა არ მისცემს საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შევსების საშუალებას , თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.
5. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
მუხლი 26. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდის დღეს, 21 საათამდე, ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო გამოცდების ეროვნული ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.
2. მაგისტრანტობის კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ დებულების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს საპრეტენზიო კომისიის სახელზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.
მუხლი 261. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.
მუხლი 262. საპრეტენზიო კომისია🔗
1. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საპრეტენზიო კომისიას, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.
3. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს საგნობრივი ქვე კომისია, რომლის წევრებ ის ანონიმუ რობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
4. საპრეტენზიო კომისიას/საგნობრივ ქვეკომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.
5. საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შედგენაში ან არის მიმდინარე წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი.
მუხლი 263. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობა🔗
1. საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ½.
4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
მუხლი 264. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა მაგისტრანტობის კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მაგისტრანტობის კანდიდატისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
2 . გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მუხლი 265. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება🔗
1. საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია ნაშრომს გასასწორებლად გადასცემს გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ნაშრომის გასწორებისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. (ამოღებულია - 13.07.2012, №138/ნ).
5. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნული ცენტრს გადაწყვეტილებას.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრი, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მაგისტრანტობის კანდიდატს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 266. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ ქვეკომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საგნობრივი ქვეკომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 10 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის მომატების შესახებ;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის დაკლების შესახებ;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.
3. საგნობრივი ქვეკომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გადასცემს საპრეტენზიო კომისიას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 267. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტერსტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება🔗
1. საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
2. საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საგნობრივი ქვეკომისიის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებას ამტკიცებს 10 დღის ვადაში.
3. საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება გამოცდების ეროვნული ცენტრში.
4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.
საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები
მუხლი 27. საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები🔗
1. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით პრეტენზიების განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადაგზავნის შემდეგ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა, რომლის მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით ერთსა და იმავე რიცხვზე გადამრავლების შემდეგ დგება იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი სიები საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნიდან არა უგვიანეს 5 დღისა ცენტრის მიერ გადაიგზავნება სამინისტროში დასამტკიცებლად.
3. სამინისტრო მიღებიდან 2 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სიებს და უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს. გამოცდების ეროვნული ცენტრი 2 დღის ვადაში უზუნველყოფს ამ სიების გადაგზავნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
4. სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი სიები გამოქვეყნდება სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 28. საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი🔗
1. საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატს ეძლევა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით.
2. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს საერთო სამაგისტრო გამოცდის შესაბამის ტესტის ტიპზე და სცადოს გააუმჯობესოს ადრე მიღებული შედეგები. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი გამოცდისას მიღებული შეფასებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უფრო დაბალია, ვიდრე წინა წელს მიღწეული შედეგები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/ გამოცდები
მუხლი 29. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესი🔗
1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარების მიზნით გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის აქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტის ოფიციალურ ვებ- გვერდზე გამოქვეყნებიდან 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს ატარებს მის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შენობაში.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურულ საკითხებს ადგენს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტს და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამცდების შედეგებს აქვეყნებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 30. პრეტენზიის წარდგენა და განხილვა🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/ გამოცდებზე საპრეტენზიო განცხადებებს განიხილავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში. პრეტენზიების წარდგენის პერიოდის ხანგრძლივობა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამო ცდების შედეგების ოფიციალურ ვებ- გვერდზე გამოქვეყნებიდან, არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპრეტენზიო განცხადებებს განიხილავს მის მიერ შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ. საპრეტენზიო საბჭო არ შეიძლება შედგებოდეს იმ პირებისაგან, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მაგისტრანტობის კანიდატების შეფასებაში.
მუხლი 31. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ქმნის სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.
2. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს ქმნის შესაბამის სპეციალობაზე/ სპეციალობების სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ნორმირებული ქულისა და მის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ან/ და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტის/ კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, ტესტის ნაწილების ან/ და გამოცდის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდას მიანიჭებს კოეფიციენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა იყოფა ამ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა;
ბ) ამ დებულების 27- ე მუხლის პირველი პუნქტით და ამ პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულა გადამრავლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ტესტის ნაწილებისთვის/ გამოცდებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტებზე და მიიღება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის/ გამოცდების კონკრეტული ქულა;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა.
5. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს მიანიჭებს კოეფიციენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა იყოფა ამ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა;
ბ) ამ პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულა გადამრავლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამაგისტრო გამოცდებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტზე/ კოეფიციენტებზე და მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის/ გამოცდების კონკრეტული ქულა;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულა/ ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა.
6. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სპეციალობაზე/ სპეციალობის პროგრამულ მიმართულებაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტების შესაბამისად, რანჟირებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხიდან, ტესტის ნაწილების/ გამოცდების პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ მაგისტრანტობის კანდიდატს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას მისთვის გამოყოფილი მისაღებ სტუდენთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ სპეციალობისათვის/ სპეციალობის პროგრამული მიმართულებისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 32. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა🔗
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
2. მაგისტრანტობის კანდიდატთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც 25 სექტემბრამდე იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. რექტორის ერთიან აქტში მითითებულია მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 28 სექტემბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.
41. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით წარმოდგენილ რექტორის ერთიან აქტში აღმოჩნდება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტი ჩარიცხულია ამ დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით, გამოცდების ეროვნული ცენტრი წერილობით მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტის გამოცემის შემდეგ პირი ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – მაგისტრანტი.
6. ( ამოღებულია - 24.02.11 №26/ ნ).
7. (ამოღებულია) .
7. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III, 04.11.2009, სსმ №136, მუხ .1560
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №172/ნ - ვებგვერდი, 07.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №201/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
გარდამავალი დებულებები
მუხლი 33. გარდამავლი დებულებები🔗
1. 2009 წელს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანება ნებაყოფლობითია კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – ახლად დაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.
2. აკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა – ახლად დაფუძნებულმა ლიცენზირებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, წერილობითი განცხადება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანების თაობაზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში.
3. 2009 წელს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე ჩაატაროს მაგისტრანტობის კანდიდატისთვის განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები. ამ შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე ვრცელდება ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
4. სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს 2011 წლის სამაგისტრო გამოცდისთვის დაადგინოს ამ დებულებისგან განსხვავებული ვადები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
დანართი 2
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო🔗
ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის (შემდგომში – გრანტის) განაწილების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. გრანტის მოპოვების საფუძველი🔗
1. მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულის საფუძველზე.
2. მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
3. მაგისტრანტობის კანდიდატის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული ქულა იყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და ტესტის თითოეული ნაწილისთვის მიიღება ნორმირებული ქულა;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის აბსოლუტური ქულა.
31. მაგისტრანტობის კანდიდატების აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ მრავლდება ერთსა და იმავე რიცხვზე .
31. მაგისტრანტობის კანდიდატების აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ მრავლდება ერთსა და იმავე რიცხვზე.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით.
5. გრანტს ვერ მოიპოვებს ის პირი:
ა) რომელსაც ის ერთხელ უკვე მოპოვებული აქვს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გამოცდების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) არ მიაწოდა ან მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ;
გ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ ვერ ჩაირიცხა შესაბამის წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.
დ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპში, მაგრამ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი N1) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III, 04.11.2009, სსმ №136, მუხ.1560
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 3. ამოღებულია🔗

მუხლი 4. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით🔗
1. თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით გრანტს მოიპოვებენ ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების გათვალისწინებით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის გამოყოფილი გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელის ფარგლებში უმაღლესი ქულები ექნებათ.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირებას აბსოლუტური ქულით, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით, ახორციელებს ცენტრი.
მუხლი 5. აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტი🔗
1. აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტი ცენტრის მიერ შემუშავდება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტის საფუძველზე.
2. (ამოღებულია - 28.03.2013, № 44/ნ)
21. თუ მაგისტრანტს ჩაბარებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მისი დაფინანსება ხორციელდება აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს შორის განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.
22. მაგისტრანტი ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.
23. თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ ამ მუხლის 22 პუნქტით გათვლისწინებულ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა.შ. მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.
24. ცენტრში ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მაგისტრანტის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. იმ შემთხვევაში , თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა , მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.
24. ცენტრში ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მაგისტრანტის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.
25 . მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.
26. ცენტრში ამ მუხლის 25 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას მაგიტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში .
26. ცენტრში ამ მუხლის 25 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას მაგიტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
3. ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში არ შეიყვანება:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;
ბ) პირი, რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს გრანტი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი ცენტრს არ მიაწოდა ან მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ;
დ) პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპში, მაგრამ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი N1) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით.
31. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე წარუდგენს ცენტრს ინფორმაციას აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე .
31. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე წარუდგენს ცენტრს ინფორმაციას აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე.
4. ამ მუხლის 22 და 25 პუნქტებ ით წარმოდგენილი დოკუმენტებ ის შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს ამ წესის მე-2 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს და აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასამტკიცებლად.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინი სტრო 5 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III, 04.11.2009, სსმ №136, მუხ.1560
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", №227, 22.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83368-11/