1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდას ანიჭებს კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 100-ის ტოლია.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/გამოცდებს მიანიჭოს კოეფიციენტები.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ნაწილდება საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე;
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტები უნდა გადანაწილდეს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილზე;
გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილს მიანიჭოს კოეფიციენტი – არანაკლებ 5-ისა;
დ) განსაზღვროს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის მინიჭებული კოეფიციენტების საერთო ჯამი, რომელიც არანაკლებ 35-ისა
და არა უმეტეს 65-ის ტოლია.
5. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ენიჭება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/გამოცდებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე გასვლის უფლება აქვს იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთო სამაგისტრო გამოცდა
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 27.02.2026
მუხლი 6. სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი/კოეფიციენტები
თავი II — სამაგისტრო გამოცდა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 46³. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
- მუხლი 4. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების მსურველ პირთა შესახებ მონაცემების დამუშავება
- მუხლი 31⁴. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მართვა და სტრუქტურა
- მუხლი 53. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდები
- მუხლი 2. სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მქონე პირი
- მუხლი 89¹⁵. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ მსჯავრდებულების ჩარიცხვის საფუძველი, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზანი
- მუხლი 4. სამაგისტრო გამოცდა და მისი სამართლებრივი შედეგები
- მუხლი 5. სამგაგისტრო გამოცდის ჩატარების ფორმა და შეფასება
- მუხლი 7. სამაგისტრო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
- მუხლი 8. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური
- მუხლი 9. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი
- მუხლი 10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია
- მუხლი 11. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია
- მუხლი 12. საინფორმაციო ბაზა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2026. გამოქვეყნება: სსმ, 49, 22/04/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 6, №227, 22.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83368/muxli-6/