„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.024
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-90
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარ-ტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრა ციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინის-ტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის ბრძანება №2-67 - სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.802
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქ ტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი, რომელიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებე ბითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრის), მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვა;
გ) სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;
ზ) (ამოღებულია);
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე ზედამხედველობა;
ი) სამინისტროსათვის საჭირო კომპიუტერულპროგრამული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;
კ) თათბირებისა და სხდომების ორგანიზება, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორ ციელება;
ლ) სამინისტროს თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინებების უზრუნველყოფა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის ბრძანება №2-67 - სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.802
მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანანმდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე;
ბ) ასრულებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაწესებულ მოთხოვნებს;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;
ე) ზედამხედველობს და ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) მონაწილეობს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებაში;
ზ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი მითითებებისა და დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს;
თ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის;
ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მითითებებს და დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას;
გ) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
დ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში;
ე) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) მინისტრის, მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
6. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
7. სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის და პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობაზე;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციებს თანამშრომელთა შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ე) ეცნობა და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ მასალებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებასა და საქმისწარმოების დადგენილი წესების დაცვას;
ზ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
თ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ხელმძღვანელს სამმართველოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ;
ი) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
8. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;
ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;
გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.
9. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო;
ბ) პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) სახელმწიფო შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველო;
დ) სამეურნეო სამმართველო;
ე) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველო;
ვ) საქმისწარმოების სამმართველო.
მუხლი 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები
1. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვისა და განვითარების კოორდინაციის, საკადრო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება-განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს თანამშრომელთა პირადი დოკუმენტაციის მომზადება;
დ) სამინისტროს თანამშრომელთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება:
ე) თანამშრომელთა დაწინაურების, წახალისებისა და საკლასო ჩინის მინიჭების, პროფესიული მომზა დებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცედურების ხელშეწყობა;
ვ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების შექმნისა და განახლების შესახებ წინადადების მომზადება და წარდგენა, ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის მომზადება;
თ) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების, შემოსული საიდუმლო დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვა, შენახვა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ი) სახელმწიფო საიდუმლო რეჟიმის დაცვის ორგანიზაციის საკითხში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარების უზრუნველყოფა.
2. პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ მოწოდებული ყოველდღიური ინფორმაციის ანალიზი და მასმედიაში გაშუქება, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;
ბ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება;
გ) პრესის დაიჯესტის მომზადება;
დ) სამინისტროში ჟურნალისტთა აკრედიტაციის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროში მიმდინარე და მოსალოდნელი რეფორმების, პროექტებისა და ტენდერების შესახებ ინფორმაციის პრესაში გაშუქების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელებთან დაინტერესებულ პირთა შეხვედრების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება.
3. სახელმწიფო შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოებისათვის შესყიდვების განხორციელება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და მის შესაბამისად შესყიდვის პროცედურათა განხორციელება;
გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების (დოკუმენტაციის მომზა დება და გაფორმება) უზრუნველყოფა;
დ) განხორციელებული შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშების მომზადება;
ე) მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების ანალიზი;
ვ) სამინისტროსთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზება.
4. სამეურნეო სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;
ბ) სამინისტროს თანამშრომელთათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამსახურებრივი ავტომანქანებით მომსახურების უზრუნველყოფა.
5. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კომპიუტერული ქსელების გაფართოების უზრუნველყოფა;
ბ) კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის და ვებსერვერის ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის საჭირო პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება.
6. საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენიას განეკუთვნება:
ა) საქმისწარმოების ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) ოფიციალური კორესპონდენციების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია;
გ) რეზოლუციების შესაბამისად დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა კომპიუტე რული ტექნოლოგიის გამოყენებით;
დ) გეგმური და სპეციალური დავალებით მისავლინებელ თანამშრომელთა სამივლინებო ბარათების გაფორმება;
ე) ხელმძღვანელობისათვის წარსადგენი, აგრეთვე სამინისტროდან გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;
ვ) კორესპონდენციის საექსპედიციო დამუშავება და დაგზავნა;
ზ) ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით კორესპონდენციაზე პირველადი რეაგირების კონტროლი;
თ) საქმეთა ფორმირება და სამინისტროს საუწყებო არქივისათვის ჩასაბარებლად მომზადება;
ი) სამინისტროს ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების ნიმუშების შემუშავება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი;
კ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება, დამუშავება, რეგის ტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი;
ლ) საქმისწარმოების და საარქივო მასალის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება.

+

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები🔗
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრის), მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდეგში – მინისტრის), მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექ ნიკური და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვა;
გ) სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;
ზ) (ამოღებულია);
ზ) სამინისტროს წლიური სამუშაო გეგმის შედგენისა და დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველ ყოფა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გეგმით შემუშავებული მოვალეობებისა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლი;
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე ზედამხედველობა;
ი) სამინისტროსათვის საჭირო კომპიუტერულპროგრამული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;
კ) თათბირებისა და სხდომების ორგანიზება, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორ ციელება;
ლ) სამინისტროს თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინებების უზრუნველყოფა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის ბრძანება №2-67 - სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.802
მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება
მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანანმდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
2. დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით დეპარტამენტის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე;
ბ) ასრულებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაწესებულ მოთხოვნებს;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;
ე) ზედამხედველობს და ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) მონაწილეობს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებაში;
ზ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი მითითებებისა და დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) მონაწილეობს და კოორდინაციას უწევს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებას;
ზ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი მითითებების და დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს;
თ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის;
ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მითითებებს და დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას;
გ) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
დ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში;
ე) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) მინისტრის, მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
6. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
7. სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის და პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობაზე;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციებს თანამშრომელთა შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ე) ეცნობა და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ მასალებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებასა და საქმისწარმოების დადგენილი წესების დაცვას;
ზ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
თ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ხელმძღვანელს სამმართველოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ;
ი) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
8. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომ პეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ლ) წარადგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოაგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მითითებებს და დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;
გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობებს.
4. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი:
ა) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის და პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებასა და საქმისწარმოების დადგენილი წესების დაცვას;
გ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციებს თანამშრომელთა შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას;
დ) ეცნობა და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ მასალებს;
ე) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ხელმძღვანელს სამმართველოს თანამშრომელთა დანიშვ ნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხის მგებლობის ან წახალისების შესახებ;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავა ლებებს.
5. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;
ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;
გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.
9. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის ბრძანება №2-67 - სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.802
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო;
ბ) პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) სახელმწიფო შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველო;
დ) სამეურნეო სამმართველო;
ე) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველო;
ვ) საქმისწარმოების სამმართველო.
მუხლი 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები
მუხლი 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები🔗
1. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვისა და განვითარების კოორდინაციის, საკადრო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება-განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს თანამშრომელთა პირადი დოკუმენტაციის მომზადება;
გ) სამინისტროს თანამშრომელთა პირადი დოკუმენტაციის მომზადება და შრომის წიგნაკებით ჩაწერის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს თანამშრომელთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება:
ე) თანამშრომელთა დაწინაურების, წახალისებისა და საკლასო ჩინის მინიჭების, პროფესიული მომზა დებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცედურების ხელშეწყობა;
ვ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების შექმნისა და განახლების შესახებ წინადადების მომზადება და წარდგენა, ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის მომზადება;
თ) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების, შემოსული საიდუმლო დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვა, შენახვა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ი) სახელმწიფო საიდუმლო რეჟიმის დაცვის ორგანიზაციის საკითხში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარების უზრუნველყოფა.
2. პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ მოწოდებული ყოველდღიური ინფორმაციის ანალიზი და მასმედიაში გაშუქება, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;
ბ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება;
გ) პრესის დაიჯესტის მომზადება;
დ) სამინისტროში ჟურნალისტთა აკრედიტაციის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროში მიმდინარე და მოსალოდნელი რეფორმების, პროექტებისა და ტენდერების შესახებ ინფორმაციის პრესაში გაშუქების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელებთან დაინტერესებულ პირთა შეხვედრების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება.
3. სახელმწიფო შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოებისათვის შესყიდვების განხორციელება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და მის შესაბამისად შესყიდვის პროცედურათა განხორციელება;
გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების (დოკუმენტაციის მომზა დება და გაფორმება) უზრუნველყოფა;
დ) განხორციელებული შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშების მომზადება;
ე) მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების ანალიზი;
ვ) სამინისტროსთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზება.
ე) მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების ანალიზი.
4. სამეურნეო სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;
ბ) სამინისტროს თანამშრომელთათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამსახურებრივი ავტომანქანებით მომსახურების უზრუნველყოფა.
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მატე რიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა;
ბ) შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
გ) სამინისტროს შენობის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
5. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კომპიუტერული ქსელების გაფართოების უზრუნველყოფა;
ბ) კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის და ვებსერვერის ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის საჭირო პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება.
6. საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენიას განეკუთვნება:
ა) საქმისწარმოების ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) ოფიციალური კორესპონდენციების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია;
გ) რეზოლუციების შესაბამისად დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა კომპიუტე რული ტექნოლოგიის გამოყენებით;
დ) გეგმური და სპეციალური დავალებით მისავლინებელ თანამშრომელთა სამივლინებო ბარათების გაფორმება;
ე) ხელმძღვანელობისათვის წარსადგენი, აგრეთვე სამინისტროდან გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;
ვ) კორესპონდენციის საექსპედიციო დამუშავება და დაგზავნა;
ზ) ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით კორესპონდენციაზე პირველადი რეაგირების კონტროლი;
თ) საქმეთა ფორმირება და სამინისტროს საუწყებო არქივისათვის ჩასაბარებლად მომზადება;
ი) სამინისტროს ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების ნიმუშების შემუშავება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი;
კ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება, დამუშავება, რეგის ტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი;
ლ) საქმისწარმოების და საარქივო მასალის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის ბრძანება №2-67 - სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.802
ლ) საქმისწარმოებისა და საარქივო მასალის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება, კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-90, 14.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.024 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83404-1/