საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.04.2009 ძალადაკარგული 24.06.2015
ნომერი
№155
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.038.013.049
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 28/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.038.013.049

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

 ბრძანება №155

2009 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    დ. შაშკინი

 

    შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 17  სექტემბრი ს ბრძანება №582 - სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1302

2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 16 აპრილის ბრძანება №60 - სსმ III, №43, 19.04.2010წ., მუხ.640

3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №145 - სსმ III, №129, 08.10.2010წ., მუხ.1870

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება

თავი 1

ზოგადი დებულება

    მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ( შემდგომში – დეპერტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

    მუხლი 2

დეპარტამენტი არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ( შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს იურიდიული მომსახურება.

    მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ( შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებითა და სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 4

დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

    მუხლი 5

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი 2

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 6.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“საქართველოს კანონით საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებული უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ე) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ზ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ზ ​1) მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს საქმიანობ ის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;

ი) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

კ) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობა.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 17  სექტემბრი ს ბრძანება № 5 82 - სსმ III, № 11 4, 18. 09 .2009 წ ., მუხ . 13 02

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №145 - სსმ III, №129, 08.10.2010წ., მუხ.1870

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

    მუხლი 7

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 8

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირება ს;

დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ე) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულის სახით შემავალი ერთ- ერთი სამმართველოს უფროსი.

    მუხლი 9

სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნვეყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 10

1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) სამმართველოს მრჩევლები;

ა​1 ) სამმართველოს მთავარი სპეციალისტები;

ბ)   სამმართველოს სპეციალისტები.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

4. დეპარტამენტის საშტატო რიცხობრიობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 20 10 წლის 16 აპრილის ბრძანება № 60 - სსმ III, № 43 , 1 9 . 04 .20 10 წ ., მუხ . 640

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 11

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) იურიდიული სამმართველო;

ბ) სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველო;

გ) მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 17  სექტემბრი ს ბრძანება № 5 82 - სსმ III, № 11 4, 18. 09 .2009 წ ., მუხ . 13 02

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №145 - სსმ III, №129, 08.10.2010წ., მუხ.1870

    მუხლი 12

1. იურიდიული სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების, კორესპონდენციების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;

დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე, ასევე შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

2. სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველოს ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის სტატისტიკური და ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება;

ბ) სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, მიღებული მონაცემების ანალიზისა და განზოგადების შედეგად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების გატარების მიზნით;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დასკვნების მომზადება და საპროგნოზო ვითარების ანალიზი; წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ცალკეული მიმართულებების ოპტიმიზაციის მიზნით.

„3. მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ადგილობრივი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) შემოსული კორესპონდენციების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;

გ) მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს სხდომის ოქმების წარმოება;

დ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის და სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე მასალების მომზადება;

ე) ადგილობრივი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიის მიერ განხილული საქმეების რეესტრის წარმოება.“.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 17  სექტემბრი ს ბრძანება № 5 82 - სსმ III, № 11 4, 18. 09 .2009წ., მუხ. 13 02

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №145 - სსმ III, №129, 08.10.2010წ., მუხ.1870

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №155, 16.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.038.013.049 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83542-3/