საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.05.2009 ბოლო ცვლილება 25.09.2014
ნომერი
№1-1/940
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.024.013.082
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 14/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.024.013.082

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

 ბრძანება №1-1/940

+

2009 წლის 7 მაისი

 ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე

+

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13  აპრილის ბრძანება №1-1/565 - ვებგვერდი, 19.04.2011 წ.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანდართული შინაგანაწესი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13  აპრილის ბრძანება №1-1/565 - ვებგვერდი, 19.04.2011 წ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჟვანია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 მარტის  ბრძანება  №1-1/455-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.508

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13  აპრილის ბრძანება №1-1/565 - ვებგვერდი, 19.04.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შინაგანაწესი

+

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13  აპრილის ბრძანება №1-1/565 - ვებგვერდი, 19.04.2011 წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

+

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შინაგანაწესი შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. სამინისტროს შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებზე.

3. შინაგანაწესის მიზნებია:

ა) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;

დ) მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის დონის გაზრდა;

ე) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

ვ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის გაზრდა;

ზ) ხელმძღვანელობასა და მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი ურთიერთიერთობების მოწესრიგება;

თ) მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის ხელშეწყობა. 

4. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი;

ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ვ) სამსახურებრივ საკითხებზე მინისტრის ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;

ზ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13  აპრილის ბრძანება №1-1/565 - ვებგვერდი, 19.04.2011 წ.

    მუხლი 2. სამუშაო დროის დასაწყისი, დასასრული და შესვენების დრო

+

1. სამუშაო დრო განისაზღვრება 5 - დღიანი სამუშაო კვირით.

2. სამუშაო დრო განსაზღვრულია დილის 10.00 საათიდან 19.00 საათამდე. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დრო განსაზღვრულია 13.00 საათიდან 14.00 საათამდე. მინისტრის ბრძანებით სამუშაო დღის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს არა უმეტეს ერთი საათით.

3. უქმე დღის წინა სამუშაო დღის ხანგრძლივობა მცირდება ერთი საათით.

4. თუ უქმე დღეს წინ უსწრებს დასვენების დღე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ მცირდება.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების  მინისტრის 20 10 წლის 29 მარტის  ბრძანება  № 1-1/455 -სსმ III, № 33 , 31 . 03 .20 10 წ; მუხ. 508

    მუხლი 3. დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, დაწესებულებებში ყოფნის პირობები და წესი

+

1. მოსამსახურის მუშაობა დასვენებისა და უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაიშვება კანონ მ დებლობით დადგენილი პირობების არსებობის შემთხვევაში და მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

2. გადაწყვეტილებას მოსამსახურის უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე იღებს მინისტრი.

    მუხლი 4. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი

+

1. მოსამსახურეებზე ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს, მოსამსახურეთა საბანკო ანგარიშზე დარიცხვით.

2. კანონდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში გამოყოფილი თანხის შესაბამისად, მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსამსახურეთა პრემიების შესახებ, მოსამსახურეთა ვინაობისა და პრემიების ოდენობის მითითებით.

    მუხლი 5. სამსახურებრივ საკითხებზე მინისტრის ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი

+

1. სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანების გაცემის უფლება აქვს მინისტრს.

2. სამსახურებრივ საკითხებზე მინისტრის ბრძანება შეიძლება იყოს ზოგადი და ვრცელდებოდეს სამინისტროს ყველა მოსამსახურეზე, ან ინდივიდუალური, და ვრცელდებოდეს ერთ ან რამდენიმე მოსამსახურეზე.

3. მინისტრის ზოგადი ბრძანება სრულდება წერილობითი ფორმით და ექვემდებარება სპეციალურად თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას.

4. მინისტრის ინდივიდუალური ბრძანება სრულდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით.

5. მინისტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოსამსახურეებისათვის (მოსამსახუ რისთვის ) გაცნობას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .

6. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული მინისტრის ბრძანება ძალაშია კანონ მ დებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13  აპრილის ბრძანება №1-1/565 - ვებგვერდი, 19.04.2011 წ.

    მუხლი 6. შრომის დაცვისა და ხარძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები

+

1. სამინისტრო უზრუნველყოფს მოსამსახურის შრომითი საქმიანობისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას.

2. მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას სამინისტრო უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემის დანერგვით.

3. სამინისტრო უზრუნველყოფს მოსამსახურის შრომითი დაცვის პირობების შექმნას. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას მინისტრის ბრძანებითა და მოქმედი კანონ მ დებლობით დადგენილი შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები.

4. მოსამსახურე ვალდებულია განუხრელად დაიცვას მოქმედი კანონ მ დებლობით დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები.

5. მოსამსახურე სამსახურში მიღებისთანავე ან გარკვეული სამუშაოს შესრულებისას ვალდებულია გაეცნოს შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს. მოსამსახურისთვის შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების პირობების გაცნობას უზრუნველყოფს მინისტრის ბრძანებით უფლებამოსილი პირი. მოსამსახურე პირადი ხელმოწერით ადასტურებს პირობებისა და მოთხოვნების გაცნობას. ხელწერილი თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.

    მუხლი 7. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

+
  

 1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, ხოლო სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან მინისტრის მოადგილე – მინისტრს განცხადება სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზის მითითებით.

2. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე ვალდებულია შეძლებისდაგვარად, სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, ხოლო სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან მინისტრის მოადგილე – მინისტრს გამოუცხადებლობის მიზეზი და სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ კი წარუდგინოს მინისტრს მოხსენებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების მიზეზების მითითებით.

3. გადაწყვეტილებას სამსახურში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების საპატიოდ ჩათვლის შესახებ იღებს მინისტრი.

4. მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამსახურში გამოუცხადებლობის გამო განისაზღვრება კანონმდებლობით.

5. მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისას და დღის განმავლობაში გასვლის აღრიცხვა წარმოებს სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალით და/ან სპეციალური ტექნიკური საშუალებით. სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესი და/ან სპეციალური ტექნიკური საშუალების გამოყენებით სამსახურში გამოცხადების და სამსახურიდან გასვლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებები       

1. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად წინამდებარე შინაგანაწესის პირველი მუხლით განსაზღვრული მოსამსახურისათვის.

2. შინაგანაწესი გამოიკვრება სამინისტროს შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე.

3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

4. მოსამსახურე ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელის მოწერით. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“, №1-1/940, 07.05.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.024.013.082 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83722-2/