„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.05.2009 ძალადაკარგული 12.06.2012
ნომერი
№178/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.013.122
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 20/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.033.013.122

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №178/ნ

2009 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (ორგანიზაციული კოდი 35 19 02) და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის თანდართული სახელმწიფო პროგრამა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. კვიტაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 10 ივლისის ბრძანება №239/ნ-სსმIII, №86, 14.07.2009წ.,მუხ.918

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №273/ნ-სსმIII, №102, 18.08.2009წ.,მუხ.1134

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №319/ნ-სსმIII, №123, 12.10.2009წ.,მუხ.1426

 

 

დანართი 1

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის სექტორის ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარება/განახლება.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია და აღჭურვა.

    მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები და ღონისძიებები

1. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი

ა) ამოღებულია;

ბ) შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელო-ბის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი სამუშაოები (მათ შორის: გარე გაზმომარაგების სამუშაოები, საქვაბე დანადგარის მონტაჟი, საქვაბის მომარაგება მაგისტრალური ქსელით);

გ) ამოღებულია.

2. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი

ა) სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა;

ბ) სს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის ჟანგბადის სადგურების კომპრესორის შესყიდვა;

გ) სს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის ერთი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა;

დ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) სერვის-ოთახების გენერატორის მიწოდება და მონტაჟი;

ე) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) გენერატორის მიწოდება და მონტაჟი;

ვ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ფარდა-ჟალუზებით უზრუნველყოფა;

ზ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საოფისე ავეჯისა და ინვენტარის შესყიდვა.

3. წინა წლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვა:

ა) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ელექტროენერგიით მომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები;

ბ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საინფორმაციო სისტემების მოწყობა;

გ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) სერვის-ოთახების კლიმატ-კონტროლის სისტემისა და სახანძრო დაცვის სისტემის მოწყობა;

დ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაცია და დამატებითი სამუშაოები.

4. საექსპერტო და საპროექტო სამუშაოები

ა) სამუშაოების ექსპერტიზა;

ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია; შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი სამუშაოების (მათ შორის: გარე გაზმომარაგების სამუშაოები, საქვაბე დანადგარის მონტაჟი, საქვაბის მომარაგება მაგისტრალური ქსელით) საპროექტო დოკუმენტაცია; ქ. თბილისის №1 საწყობის (ორხევის საწყობი) სარემონტო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია; სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაციის და დამატებითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია (მ.შ, დენდროლოგია);

გ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის და ეზოს კეთილმოწყობისთვის წყლის მომარაგების ტექნიკური პირობის აღება;

დ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის და ეზოს კეთილმოწყობისთვის მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 10 ივლისის ბრძანება №239/ნ-სსმIII, №86, 14.07.2009წ.,მუხ.918

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №273/ნ-სსმIII, №102, 18.08.2009წ.,მუხ.1134

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №319/ნ-სსმIII, №123, 12.10.2009წ.,მუხ.1426

    მუხლი 4. განხორციელების მეთოდოლოგია

ა) სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარის სპეციფიკაციებს (ტექნიკურ მახასიათებლებს) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს“ მიაწვდის სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“;

ბ) სს ,,აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის“ შესასყიდი ჟანგბადის სადგურების კომპრესორისა და მაღალი გამავლობის ავტომობილების სპეციფიკაციებს (ტექნიკურ მახასიათებლებს) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს“ მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) გენერატორისა და სერვისოთახების გენერატორის ტექნიკურ მახასიათებლებს (სპეციფიკაციებს) „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს“ მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

დ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საოფისე ავეჯისა და ინვენტარის სპეციფიკაციებს (ტექნიკურ მახასიათებლებს) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს“ მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტის ოთხივე პუნქტით განსაზღვრული ყველა სამუშაო წარმოებს წინასწარ მომზადებული საპროექტო სამუშაოს საფუძველზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №319/ნ-სსმIII, №123, 12.10.2009წ.,მუხ.1426

    მუხლი 5. პროგრამის განხორციელება

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას ახორციელებს სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“.

    მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

ა) „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები – განისაზღვრა 6 501 250.53 ლარით;

ბ) ბიუჯეტის გაწერა კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება ლარებში

1

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი

 

ა

შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი სამუშაოები (მათ შორის: გარე გაზმომარაგების სამუშაოები, საქვაბე დანადგარის მონტაჟი, საქვაბის მომარაგება მაგისტრალური ქსელით)

543,880.00

ქვეჯამი

543,880.00

2

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი:

 

 

ა

სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა

989,599.80

ბ

სს ,,აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის“ ჟანგბადის სადგურების კომპრესორის შესყიდვა

96,500.00

გ

სს ,,აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის“ ერთი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა

46,534.00

დ

სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) სერვისოთახების გენერატორის მიწოდება-მონტაჟი

64,448.28

ე

სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) გენერატორის მიწოდება და მონტაჟი

361,906.74

ვ

სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ფარდა-ჟალუზებით უზრუნველყოფა

100,000.00

ზ

სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საოფისე ავეჯისა და ინვენტარის შესყიდვა”

950,000.00

ქვეჯამი

2,608,988.82

3

წინა წლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვა

 

ა

სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ელექტროენერგიით მომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები

28,089.71

ბ

 სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საინფორმაციო სისტემების მოწყობა

15,490.00

გ

სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) სერვისოთახების კლიმატკონტროლის სისტემისა და სახანძრო დაცვის სისტემის მოწყობა

98,863.00

დ

სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაცია და დამატებითი სამუშაოები

3,111,693.00

ქვეჯამი

3,254,135.71

4

საექსპერტო და საპროექტო სამუშაოები

 

ა

სამუშაოების ექსპერტიზა

9,246.00

ბ

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

70,000.00

გ

ქ.თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის და ეზოს კეთილმოწყობისათვის წყლის მომარაგების ტექნიკური პირობის აღება

13,000.00

დ

ქ.თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის და ეზოს კეთილმოწყობისათვის მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი

2,000.00

ქვეჯამი

94,246.00

სულ ბიუჯეტი

6,501,250.53

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 10 ივლისის ბრძანება №239/ნ-სსმIII, №86, 14.07.2009წ.,მუხ.918

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №273/ნ-სსმIII, №102, 18.08.2009წ.,მუხ.1134

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №319/ნ-სსმIII, №123, 12.10.2009წ.,მუხ.1426

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №178/ნ, 15.05.2009, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.122 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83968-3/