,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №103
2007 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
1. საქართველოში ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარებისა და დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) (შემდგომში – ფონდი).
2. დამტკიცდეს ფონდის თანდართული წესდება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) განახორციელოს ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ფონდისათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ფონდმა უზრუნველყოს 2008 წლიდან სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის ორგანიზება კონკურსის წესით ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ფონდის დაფინანსება საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №301 - სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2082
2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №11 - სსმ III, №8, 21.01.2008 წ., მუხ.86
3. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №195 - სსმ III, №135, 02.11.2009 წ., მუხ.1541
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) – (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ფონდი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებით, საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.
3. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.
4. ფონდის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, უზნაძის ქუჩა №68.
მუხლი 2. ფონდის მიზანი და ამოცანები
1. ფონდის ძირითადი მიზანია დაფინანსების გზით ხელი შეუწყოს საქართველოში ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარებას.
2. ფონდის ამოცანებია:
ა) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევა დასაფინანსებლად და სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის ორგანიზება კონკურსის წესით;
ბ) პროექტების შერჩევა სხვადასხვა სახის გრანტების მოსაპოვებლად;
გ) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის გაცვლის, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობა; ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების სფეროში რეკომენდაციის გაწევა;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოსა და უცხო ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებების დადება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №301 - სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2082
მუხლი 3. ფონდის მართვა
ფონდის მართვის ორგანოები არიან:
ა) ფონდის დირექტორი;
ბ) ფონდის სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 4. ფონდის დირექტორი
1. ფონდის წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირია და მის საქმიანობას ხელმძღვანელობს ფონდის დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
2. ფონდის დირექტორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის საფუძველზე. კანდიდატურას არჩევს სამინისტროს მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. კონკურსის მოწყობის თარიღს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გამართვის წესს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კონკურსამდე სულ მცირე 15 დღით ადრე. შერჩეულ კანდიდატს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
3. ფონდის დირექტორი:
ა) მოქმედებს ფონდის სახელით და სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
ბ) აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და სხვადასხვა სახის გრანტების კონკურსებს, ადგენს საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადებს;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სახელმწიფო სტიპენდიების, ჰონორარებისა და პრემიების მინიჭების წესს;
დ) ამტკიცებს საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმებს, დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასების წარმოდგენის ფორმასა და შევსების წესს;
ე) სამეცნიერო საბჭოს მიერ შესაბამისი უფლების მინიჭების შემთხვევაში შეჩერებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის პირობის შესრულების შემდეგ განაახლებს სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსებას, ხოლო პირობის შეუსრულებლობის, აგრეთვე პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივის არსებობის შემთხვევაში იწვევს სამეცნიერო საბჭოს პროექტის საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ფონდის სახსრებსა და რესურსებს;
ზ) ფონდის ბიუჯეტის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას, ადგენს ფონდის აპარატის თანამშრომელთა ანაზღაურების ოდენობებსა და პირობებს;
თ) საშტატო განრიგით განსაზღვრულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს კონკურსის წესით შერჩეულ ფონდის თანამშრომლებს, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შტატგა-რეშე პირი;
ი) საბჭოს წარუდგენს ფონდის მუშაობისა და ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიურ ანგარიშს;
კ) აქვეყნებს ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების შესახებ მონაცემებს;
ლ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს დირექტორის მოადგილეს, რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას;
მ) ანაწილებს სამუშაოს ფონდის თანამშრომელთა შორის;
ნ) თავისი კომპეტენიის ფარგლებში დაკისრებულ მოვალეობათა შესასრულებლად ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ფონდის დირექტორს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება:
ა) პირადი სურვილით;
ბ) გარდაცვალების შემთხვევაში;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
5. დირექტორი პასუხისმგებელია ფონდის საქმიანობის კანონიერების, ეფექტიანობისა და მიზანშეწონილობისათვის.

მუხლი 5. ფონდის სამეცნიერო საბჭო
1. ფონდის მართვის ორგანოა სამეცნიერო საბჭო, რომელიც შედგება 15 წევრისაგან.
2. სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.
3. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის მინიმუმ 2/3 არიან მეცნიერები.
4. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კვოტით.
5. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვოტით. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საბჭოს წევრობის კანდიდატურებს უგზავნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), რომელიც შეარ-ჩევს შესაბამის კანდიდატურებს და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად. საბჭოს წევრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
6. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელსაც საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამინისტრო.
7. სამინისტროს წარდგინებით სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
8. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ საბჭოს წევრთაგან საკუთარი უფლებამოსილების ვადით, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს წევრთაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
9. სამეცნიერო საბჭოს ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
10. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს ესწრება ფონდის დირექტორი სათათბირო ხმის უფლებით.
11. სამეცნიერო საბჭო იკრიბება წელიწადში 4-ჯერ მაინც. საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ფონდის დირექტორის, საბჭოს თავმჯდომარის ან სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი განცხადების საფუძველზე განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №195 - სსმ III, №135, 02.11.2009 წ., მუხ.1541
მუხლი 6. ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) გარდაცვალება;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატური შეუსრულებლობა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევები.
მუხლი 7. ფონდის სამეცნიერო საბჭოს ფუნქციები
სამეცნიერო საბჭო:
ა) ზედამხედველობას უწევს ფონდის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტსა და მისი შესრულების ანგარიშს;
გ) საქართველოს მთავრობას წარუდგენს ფონდის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს;
დ) ამტკიცებს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებს შორის თანხის განაწილების მეთოდს, ადგენს დაფინანსების მოცულობას თითოეული მიმართულებისათვის და ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს;
ე) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას. სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება ის პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების განახლება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში – პროექტის დაფინანსების შეწყვეტა. სამეცნიერო საგრანტო პროექტის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებაში სამეცნიერო საბჭო განსაზღვრავს, არის თუ არა დირექტორი უფლებამოსილი კონკრეტული პირობის შესრულების შემთხვევაში საბჭოს თანხმობის გარეშე განაახლოს მისი დაფინანსება.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №11 - სსმ III, №8, 21.01.2008 წ., მუხ.86
მუხლი 8. ფონდის სტრუქტურა
1. ფონდის სტრუქტურა ყალიბდება ფონდის ამოცანების, ფუნქციებისა და შესაძლო დაფინანსების შესაბამისად.
2. ფონდის სტრუქტურას განსაზღვრავს და ამტკიცებს ფონდის დირექტორი.
მუხლი 9. ფონდის ფინანსები
1. ფონდის სახსრები იქმნება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;
ბ) საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ფონდების სახსრების მოზიდვით, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან მიღებული გრანტებით;
გ) საქველმოქმედო შემოწირულობებით, ფიზიკური და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი შენატანებით;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ფონდის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
3. ფონდი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
მუხლი 10. ფონდის ქონება
ფონდს თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცემა სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. ფონდის სახელმწიფო კონტროლი
1. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობით ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონების თაობაზე, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. ფონდს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (კერძოდ, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთ-რესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.
მუხლი 12. ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 13. გარდამავალი დებულება
მე-7 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას 2008 წლის 1 იანვრამდე ახორციელებს რუსთაველის ფონდის დირექტორი.

+

8. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთაგან საკუთარი უფლებამოსილების ვადით საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №17, 12.02.2010წ., მუხ.193
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) – (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ფონდი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებით, საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.
3. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.
4. ფონდის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, უზნაძის ქუჩა №68.
მუხლი 2. ფონდის მიზანი და ამოცანები🔗
1. ფონდის ძირითადი მიზანია დაფინანსების გზით ხელი შეუწყოს საქართველოში ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარებას.
2. ფონდის ამოცანებია:
ა) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევა დასაფინანსებლად და სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის ორგანიზება კონკურსის წესით;
ბ) პროექტების შერჩევა სხვადასხვა სახის გრანტების მოსაპოვებლად;
გ) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის გაცვლის, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობა; ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების სფეროში რეკომენდაციის გაწევა;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოსა და უცხო ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებების დადება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №301 - სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2082
მუხლი 3. ფონდის მართვა🔗
ფონდის მართვის ორგანოები არიან:
ა) ფონდის დირექტორი;
ბ) ფონდის სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 4. ფონდის დირექტორი🔗
1. ფონდის წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირია და მის საქმიანობას ხელმძღვანელობს ფონდის დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
1. ფონდის წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირია და მის საქმიანობას ხელმძღვანელობს ფონდის დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ერთი და იგივე პირი ფონდის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. ფონდის დირექტორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის საფუძველზე. კანდიდატურას არჩევს სამინისტროს მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. კონკურსის მოწყობის თარიღს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გამართვის წესს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კონკურსამდე სულ მცირე 15 დღით ადრე. შერჩეულ კანდიდატს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
3. ფონდის დირექტორი:
ა) მოქმედებს ფონდის სახელით და სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
ბ) აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და სხვადასხვა სახის გრანტების კონკურსებს, ადგენს საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადებს;
ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და სხვადასხვა სახის გრანტების კონკურსებს, ადგენს საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადებს;
ბ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სახელმწიფო სტიპენდიების, ჰონორარებისა და პრემიების მინიჭების წესს;
დ) ამტკიცებს საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმებს, დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასების წარმოდგენის ფორმასა და შევსების წესს;
ე) სამეცნიერო საბჭოს მიერ შესაბამისი უფლების მინიჭების შემთხვევაში შეჩერებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის პირობის შესრულების შემდეგ განაახლებს სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსებას, ხოლო პირობის შეუსრულებლობის, აგრეთვე პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივის არსებობის შემთხვევაში იწვევს სამეცნიერო საბჭოს პროექტის საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ფონდის სახსრებსა და რესურსებს;
ზ) ფონდის ბიუჯეტის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას, ადგენს ფონდის აპარატის თანამშრომელთა ანაზღაურების ოდენობებსა და პირობებს;
ზ) ფონდის ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ფონდის საშტატო განრიგს და ამ განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომელთა ანაზღაურების ოდენობებს;
თ) საშტატო განრიგით განსაზღვრულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს კონკურსის წესით შერჩეულ ფონდის თანამშრომლებს, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შტატგა-რეშე პირი;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფონდის თანამშრომლებთან აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, საჭიროების შემთხვევაში აწყობს კონკურსს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;
ი) საბჭოს წარუდგენს ფონდის მუშაობისა და ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიურ ანგარიშს;
ი) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს ფონდის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს;
კ) აქვეყნებს ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების შესახებ მონაცემებს;
ლ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს დირექტორის მოადგილეს, რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას;
ლ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორის მოადგილე(ებ)ს. ფონდის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას;
მ) ანაწილებს სამუშაოს ფონდის თანამშრომელთა შორის;
ნ) თავისი კომპეტენიის ფარგლებში დაკისრებულ მოვალეობათა შესასრულებლად ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ფონდის დირექტორს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება:
ა) პირადი სურვილით;
ბ) გარდაცვალების შემთხვევაში;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
5. დირექტორი პასუხისმგებელია ფონდის საქმიანობის კანონიერების, ეფექტიანობისა და მიზანშეწონილობისათვის.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №301 - სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2082
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №17, 12.02.2010წ., მუხ.193
მუხლი 5. ფონდის სამეცნიერო საბჭო🔗
1. ფონდის მართვის ორგანოა სამეცნიერო საბჭო, რომელიც შედგება 15 წევრისაგან.
2. სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.
3. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის მინიმუმ 2/3 არიან მეცნიერები.
4. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კვოტით.
5. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვოტით. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საბჭოს წევრობის კანდიდატურებს უგზავნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), რომელიც შეარ-ჩევს შესაბამის კანდიდატურებს და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად. საბჭოს წევრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
6. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელსაც საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამინისტრო.
7. სამინისტროს წარდგინებით სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
8. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ საბჭოს წევრთაგან საკუთარი უფლებამოსილების ვადით, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს წევრთაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
71. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს მთავრობის კვოტით თანამდებობრივად შედის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში და თავმჯდომარეობს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.
81. სამეცნიერო საბჭო, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საკუთარ წევრთაგან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს.
82. სამეცნიერო საბჭო, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საკუთარ წევრთაგან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს. სამეცნიერო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს, სამეცნიერო საბჭოს დავალებით, ასრულებს სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. სამეცნიერო საბჭოს ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
10. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს ესწრება ფონდის დირექტორი სათათბირო ხმის უფლებით.
11. სამეცნიერო საბჭო იკრიბება წელიწადში 4-ჯერ მაინც. საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ფონდის დირექტორის, საბჭოს თავმჯდომარის ან სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი განცხადების საფუძველზე განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში.
12. სამეცნიერო საბჭოს სხდომის დროს იწარმოება სხდომის ოქმი, რომელიც ფორმდება სხდომის გამართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №195 - სსმ III, №135, 02.11.2009 წ., მუხ.1541
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №17, 12.02.2010წ., მუხ.193
მუხლი 6. ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა🔗
ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) გარდაცვალება;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატური შეუსრულებლობა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევები.
მუხლი 7. ფონდის სამეცნიერო საბჭოს ფუნქციები🔗
სამეცნიერო საბჭო:
ა) ზედამხედველობას უწევს ფონდის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტსა და მისი შესრულების ანგარიშს;
გ) საქართველოს მთავრობას წარუდგენს ფონდის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს;
გ) ამოღებულია;
დ) ამტკიცებს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებს შორის თანხის განაწილების მეთოდს, ადგენს დაფინანსების მოცულობას თითოეული მიმართულებისათვის და ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს;
ე) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას. სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება ის პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების განახლება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში – პროექტის დაფინანსების შეწყვეტა. სამეცნიერო საგრანტო პროექტის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებაში სამეცნიერო საბჭო განსაზღვრავს, არის თუ არა დირექტორი უფლებამოსილი კონკრეტული პირობის შესრულების შემთხვევაში საბჭოს თანხმობის გარეშე განაახლოს მისი დაფინანსება.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №11 - სსმ III, №8, 21.01.2008 წ., მუხ.86
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №17, 12.02.2010წ., მუხ.193
მუხლი 71. ინტერესთა კონფლიქტი🔗
დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო პროექტების კონკურსში ამავე ფონდის თანამშრომლის მონაწილეობა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №17, 12.02.2010წ., მუხ.193
მუხლი 8. ფონდის სტრუქტურა🔗
1. ფონდის სტრუქტურა ყალიბდება ფონდის ამოცანების, ფუნქციებისა და შესაძლო დაფინანსების შესაბამისად.
2. ფონდის სტრუქტურას განსაზღვრავს და ამტკიცებს ფონდის დირექტორი.
მუხლი 9. ფონდის ფინანსები🔗
1. ფონდის სახსრები იქმნება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;
ბ) საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ფონდების სახსრების მოზიდვით, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან მიღებული გრანტებით;
გ) საქველმოქმედო შემოწირულობებით, ფიზიკური და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი შენატანებით;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ფონდის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
3. ფონდი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
მუხლი 10. ფონდის ქონება🔗
ფონდს თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცემა სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. ფონდის სახელმწიფო კონტროლი🔗
1. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობით ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონების თაობაზე, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
ე) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონების თაობაზე, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. ფონდს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (კერძოდ, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთ-რესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №17, 12.02.2010წ., მუხ.193
მუხლი 12. ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 13. გარდამავალი დებულება🔗
მე-7 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას 2008 წლის 1 იანვრამდე ახორციელებს რუსთაველის ფონდის დირექტორი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №301 - სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2082
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ““, №103, 17.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.744 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8452-3/