საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.06.2009 ძალადაკარგული 30.06.2015
ნომერი
№272
სარეგისტრაციო კოდი
010.320.030.22.038.013.249
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 84, 07/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.038.013.249

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა

მინისტრის ბრძანება №272

+

2009 წლის 29 ივნისი

 ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

+

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრი ს ბრძანება №645 - სსმ III, № 119 , 02 . 10 .2009წ., მუხ. 1386

2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 იანვრი ს ბრძანება № 11 - სსმ III, № 7 , 25 . 01 .20 10 წ., მუხ. 64

3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №83 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.925

4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

5. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის ბრძანება №139 - ვებგვერდი, 22.07.2011წ.

6. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №169 - ვებგვერდი, 04.10.2011 წ.

7. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 16.11.2011 წ.

8. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

9. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 23 აპრილის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 27.04.2012 წ.

10. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 24 მაისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 29.05.2012 წ.

11. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 05.06.2012 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი

+

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

+

ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა (შემდგომში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) და მის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდგომში – სპეციალური წოდებები) მინიჭების წესსა და პირობებს.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება №11 - სსმ III, №7, 25.01.2010წ., მუხ.64

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

    მუხლი 2. სპეციალური წოდებების კატეგორიები

+

სამინისტროსა და მის სისტემაში სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება;

გ) უფროსი სპეციალური წოდება;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.

    მუხლი 3. სპეციალური წოდებები

+

1. სამინისტროში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, აგრეთვე პრობაციის ეროვნულ სააგენტოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.

2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება №11 - სსმ III, №7, 25.01.2010წ., მუხ.64

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №83 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.925

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

    მუხლი 4. სპეციალური წოდების მინიჭება

+

1. სპეციალური წოდება ენიჭება მოსამსახურეს, მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურეობის წლების, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.

2. აკრძალულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.

3. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.

4. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით.

5. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), გარდა ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.

6. გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მოსამსახურეებს პირველად, მორიგ უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს (მათ შორის, სხვა დაწესებულებების სპეციალურ წოდებასთან ან სამხედრო წოდებასთან გათანაბრებისას), აგრეთვე ვადამდელ საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

6 ​1 . პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ენიჭება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს.

7. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეებს უმცროსს და საშუალო სპეციალურ წოდებებს (მათ შორის, სხვა დაწესებულებების სპეციალურ წოდებასთან ან სამხედრო წოდებასთან გათანაბრებისას), ანიჭებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

8. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოსამსახურეებს პირველად და მორიგ უმცროს სპეციალურ წოდებას ანიჭებს შესაბამისი დაწესებულების დირექტორი.

9. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს თანამდებობაზე დანიშვნისას სპეციალური წოდება ენიჭებათ მათთვის სამხედრო სამსახურში მინიჭებული წოდების შესაბამისად, ხოლო ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში მიენიჭებათ პირველადი სპეციალური წოდება „იუსტიციის რიგითი.”

10. ბრძანების პროექტებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთათვის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების ფურცელი – წარდგინება (დანართი №5) შესაბამისი ხელმოწერებით, რომელსაც ავსებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.

11. ბრძანების პროექტებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე თან ერთვის დანართი № 1-ით გათვალისწინებული სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება შესაბამისი ხელმოწერებით, ხოლო საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე – დანართი №8-ით გათვალისწინებული სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება შესაბამისი ხელმოწერებით.

12. სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მოსამსახურეების უფროს სპეციალურ წოდებათა მინიჭებისათვის უშუალო უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური ავსებს სპეციალურ წარდგინებას (დანართი №1) და წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე უგზავნის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს.

13. ბრძანების პროექტებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება (დანართი №6) შესაბამისი ხელმოწერით, ხოლო უმცროსს და საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე – დანართი 6​1-ით გათვალისწინებული სპეციალური მინიჭების ფურცელი – წარდგინება შესაბამისი ხელმოწერებით.

14. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეების უფროს სპეციალური წოდებათა მინიჭებისათვის უშუალო უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია ავსებს სპეციალურ წარდგინებას (დანართი №6) და წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე უგზავნის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს.

15. მოხელეს, რომლის მიზეზითაც მოხდება მოსამსახურისათვის მორიგი სპეციალური წოდების უსაფუძვლო შეჩერება ან/და დაგვიანება, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.

16. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ან/და სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.

      საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №645 - სსმ III, №119, 02.10.2009წ., მუხ.1386

      საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება №11 - სსმ III, №7, 25.01.2010წ., მუხ.64

      საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №83 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.925

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 23 აპრილის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 27.04.2012 წ.

    მუხლი 5. სპეციალურ წოდებათა მინიჭების თანმიმდევრობა

+

1. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს თანამიმდევრობით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისათვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების (უმცროსი ლეიტენანტის ან მასთან გათანაბრებული წოდების) მინიჭებისა.

2. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, წოდებით სამსახურის ვადის გასვლისა და დაკავებული თანმიმდევრობის ზღვრული წოდების მისანიჭებლად წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.

3. მინიჭებული სპეციალური წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „გადამდგარი“.

4. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები მტკიცდება მინისტრის მიერ ამ წესის შესაბამისად (დანართები №2, №3, №4, №7).

      საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება №11 - სსმ III, №7, 25.01.2010წ., მუხ.64

      საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №169 - ვებგვერდი, 04.10.2011 წ.

    მუხლი 6. სპეციალური წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადები

+

1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:

ა) საშუალო სპეციალური წოდებით სამსახურის:

ა.ა) უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;

ა.ბ) ლეიტენანტი – 2 წელი;

ა.გ) უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;

ა.დ) კაპიტანი – 3 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდებით სამსახურის:

ბ.ა) მაიორი – 4 წელი;

ბ.ბ) ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;

ბ.გ) პოლკოვნიკი – 5 წელი;

2. უმცროს და უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება.

3. (ამოღებულია - 30.05.12 წ., №73).

      საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 05.06.2012 წ.

    მუხლი 7. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

+

მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება:

ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;

გ) კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, წახალისების წესით.

      საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №169 - ვებგვერდი, 04.10.2011 წ.

    მუხლი 8. სპეციალური წოდების მინიჭება სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის

+

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება, რის შემდეგაც მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებად სამსახურის ვადაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მიღებული სპეციალური წოდებით ნამსახურობა.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №169 - ვებგვერდი, 04.10.2011 წ.

    მუხლი 9. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი

+

1. სპეციალური წოდების ჩამორთმევა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, გამოყენების უფლება გააჩნიათ ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს.

2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადა განისაზღვრება ერთი წლით.

3. იმ მოსამსახურის მიმართ, რომელსაც ჩამოერთვა სპეციალური წოდება, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადის გასვლიდან მეორე დღეს.

4. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 იანვრი ს ბრძანება № 11 - სსმ III, № 7 , 25 . 01 .20 10 წ., მუხ. 64

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

    მუხლი 10. სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი

+

ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 23 აპრილის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 27.04.2012 წ.

    მუხლი 11. სოციალური გარანტიები

+

სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

დანართი №1

+

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეცწოდება ____________________________

____________________________________________________________________________________

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა

მინისტრის 20 ___ წ. „_____“ „____________“ „_______________________“ ბრძანების შესაბამისად

წარდგინება

 

სპეცწოდების _______________________________________________________ მისანიჭებლად

__________________________________________________________________________________

(სახელი, გვარი)

__________________________________________________________________________________

(დაკავებული თანამდებობა)

__________________________________________________________________________________

 

დაბადების წელი __________________________________________________________________

 

განათლება _______________________________________________________________________

(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)

 

_________________________________________________________________________________

 

მინიჭებული წოდება ______________________________________________________________

__________________________________________________________________________________

 

სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია ________________________________________________

 

სამედიცინო კომისიის „________“ „_______________________________________“

 

სამსახურისათვის _________________________________________________________________

(დასკვნა ფორმულირება)

 

ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი ____________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

 

ნამსახურობის ნუსხა

როდიდან

(თვე და წელი)

როდემდე

(თვე და წელი)

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების

 

საკითხთა მინისტრის მოადგილე ___________________________________________________

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე _________________________________

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა

სამინისტროს ადმინისტრაცი ული დეპარტამენტი ს ადამიანური რესურსების მართვის

სამმართველოს უფროსი ____________________________________________________________

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის

სამსახურის უფროსი.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 23 აპრილის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 27.04.2012 წ.

დანართი №2

+

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული წოდებები

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №83 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.925

 

1. მინისტრი – იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი

2. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები – იუსტიციის გენერალ-მაიორი

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი და მისი მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

5. მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მრჩეველი და მრჩეველი (თარჯიმანი) – იუსტიციის მაიორი

6. გამომძიებელი – იუსტიციის მაიორი

7. მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე – იუსტიციის მაიორი

8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი

9. მთავარი ექიმი – იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკი

10. მთავარი ექიმის მოადგილე – იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკი

11. განყოფილების უფროსი ექიმი – იუსტიციის მაიორი

12. ექიმი – იუსტიციის კაპიტანი

13. სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი

14. ლაბორატორიის უფროსი – იუსტიციის მაიორი

15. ექიმი ლაბორანტი – იუსტიციის კაპიტანი

16. ექიმი-ენდოსკოპისტი – იუსტიციის კაპიტანი

17. ექიმი სტომატოლოგი – იუსტიციის კაპიტანი

18. ექიმი-სტომატოლოგ-ორთოპედი – იუსტიციის კაპიტანი

19.ექიმი-ექოსკოპისტი  – იუსტიციის კაპიტანი

20.ექიმი-რენტგენოლოგი  – იუსტიციის კაპიტანი

21. სტომატოლოგი – იუსტიციის კაპიტანი.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 იანვრი ს ბრძანება № 11 - სსმ III, № 7 , 25 . 01 .20 10 წ., მუხ. 64

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №83 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.925

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

  დანართი №3

+

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

 თავმჯდომარე – გენერალ–მაიორი.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 24 მაისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 29.05.2012 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 05.06.2012 წ.

დანართი №4 (ამოღებულია)

+

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 24 მაისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 29.05.2012 წ.

დანართი №5

+

    

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეცწოდება ---------------------------

-------------------------------------------–------------------------------------------------------------

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების

საკითხთა მინისტრის 200--წ. „----- “„ ------------------ “„ -------- “ბრძანების შესაბამისად

 

წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

 

სპეცწოდების ------------------------------------------------------------------------ მისანიჭებლად

----------------------------------------------------------------------------------------------------------

( სახელი , გვარი ,)

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

( დაკავებული თანამდებობა )

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

დაბადების წელი -----------------------------------------

 

განათლება --------------------------------------------------------------------------------------------

( როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა )

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

მინიჭებული წოდება -------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია --------------------------------------------------------------

 

სამედიცინო კომისიის „-------“„---------------------------------“

 

სამსახურისთვის -------------------------------------------------------------------------------------

( დასკვნის ფორმულირება )

 

ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი --------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

ნამსახურობის ნუსხა

 

როდიდან

 (თვე და წელი)

 როდემდე

(თვე და წელი)

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების

საკითხთა მინისტრის მოადგილე : –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების

საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი : –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრი ს ბრძანება № 645 - სსმ III, № 119 , 02 . 10 .2009წ., მუხ. 1386

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 23 აპრილის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 27.04.2012 წ.

დანართი №6

+

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეცწოდება -------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა

მინისტრის 20----წ. „-----“ „ ------------------“ „ --------“ ბრძანების შესაბამისად

 

წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

 

სპეცწოდების----------------------------------------------------------------------მისანიჭებლად

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

​(სახელი, გვარი)

----------------------------------------------------------------------------------------------------------

​(დაკავებული თანამდებობა)

----------------------------------------------------------------------------------------------------------

დაბადების წელი -----------------------------------------

განათლება --------------------------------------------------------------------------------------------

​(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)

----------------------------------------------------------------------------------------------------------

მინიჭებული წოდება --------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია--------------------------------------------------------------

სამედიცინო კომისიის „-------“ „---------------------------------“

 

სამსახურისთვის -------------------------------------------------------------------------------------

​(დასკვნის ფორმულირება)

ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი--------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

ნამსახურობის ნუსხა

 

როდიდან (თვე და წელი)   

როდემდე (თვე და წელი)

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

         

საქართველოს სასჯელაღსრულების,

პრობაციისა და იურიდიული დახმარების

საკითხთა მინისტრის მოადგილე:           ––––––––––––––––––––––––––––

 

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა

და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი: ––––––––––––––––––––––––––––

 

საქართველოს სასჯელაღსრულების,

პრობაციისა და იურიდიული დახმარების

საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაცი ული

დეპარტამენტი ს ადამიანური რესურსების მართვის

სამმართველოს უფროსი:                ––––––––––––––––––––––––––––

 

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა

და პრობაციის ეროვნული სააგენტოს

ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი:     ––––––––––––––––––––––––––

     საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 იანვრი ს ბრძანება № 11 - სსმ III, № 7 , 25 . 01 .20 10 წ., მუხ. 64

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 23 აპრილის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 27.04.2012 წ.

დანართი №6​1

+

​ 

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეცწოდება ––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 20 ––– წ „–––––„ „––––––––––––––––––––––––––––„ „––––––––“ ბრძანების შესაბამისად

წარდგინება

სპეცწოდების ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მისანიჭებლად

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                     (სახელი, გვარი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                       (დაკავებული თანამდებობა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაბადების წელი _____________________________________________________________________

 

განათლება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                      (როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მინიჭებული წოდება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამედიცინო კომისიის „––––––„ „–––––––––––––––––––––––––––––––––––––––„

სამსახურისთვის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                      (დასკვნის ფორმულირება)

ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

როდიდან (თვე და წელი)

როდემდე (თვე და წელი)

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

 

 

 

 

 

 

 

 

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ______________________________

 

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული

სამმართველოს უფროსი ______________________________

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

დანართი № 7

+

    პრობაციის ეროვნული სააგენტო

1. სააგენტოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი

2. სააგენტოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

3. სამმართველოს უფროსი _ იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

3​1. მრჩეველი – იუსტიციის მაიორი;

4. ბუღალტერი – იუსტიციის კაპიტანი;

5. უფროსი სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები

1. ბიუროს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

2. ბიუროს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

3. ბიუროს ოფიცერი – იუსტიციის მაიორი

4. სპეციალისტი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 იანვრი ს ბრძანება № 11 - სსმ III, № 7 , 25 . 01 .20 10 წ., მუხ. 64

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის ბრძანება №139 - ვებგვერდი, 22.07.2011წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 16.11.2011 წ.

 

დანართი № 8

 

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეცწოდება –––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების

საკითხთა მინისტრი 20 –––– წ. „–––––––„ „––––––––––––––––“

„–––––––––––––––––––––––––––––„ ბრძანების შესაბამისად

 

წარდგინება

სპეცწოდების ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მისანიჭებლად

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                  (სახელი, გვარი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                 (დაკავებული თანამდებობა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაბადების წელი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განათლება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                (როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მინიჭებული წოდება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამედიცინო კომისიის „–––––––––––„ „–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––“

სამსახურისათვის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                         (დასკვნა ფორმულირება)

ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ნამსახურობის ნუსხა

როდემდე

(თვე და წელი)

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

 

 

 

 

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------------------

 

სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

________________________________________________________

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №83 - სსმ III, №62, 01.06.2010წ., მუხ.925

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“, №272, 29.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.038.013.249 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84562-11/