ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.07.2009 ბოლო ცვლილება 07.08.2025
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
300.380.000.16.009.013.285
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 87, 16/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (36)

წინა ცვლილებები (34)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

 

(ძალადაკარგულია  2025 წლის 1 იანვრიდან  - 28.12.2021, №60)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №12

2009 წლის 9 ივლისი

ქ. ქუთაისი

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებს, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

1. დამტკიცდეს ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“.

2. დამტკიცდეს შემდეგი დანართები:

ა) ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება“ (დანართი №1);

ბ) (ამოღებულია).

გ) „გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური” (დანართი №3);

დ) „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური (დანართი №4).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება№21-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1835

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.11.2014 წ.

3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2004 წლის 30 სექტემბრის №10 დადგენილება (სსმ III, 10.10.2004 წ., №112, მუხ. 997).

4. ეს დადგენილება ძალაში შედის 2009 წლის 1 სექტემბრიდან.

თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები

თავი I

ძირითადი პრინციპები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიანტს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

3. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც – ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.

4. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიანტი ვალდებული არიან, ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს ურთიერთობა აწარმოონ საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო ანგარიშსწორება განახორციელონ ეროვნულ ვალუტაში. დაუშვებელია, მხარეებს შორის ურთიერთობა განხორციელდეს ან ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიენიჭოს არასახელმწიფო ენაზე შედგენილ დოკუმენტს ან უცხოურ ვალუტას.

5. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა წარმოებს ამ წესებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანასწორუფლებიანობის და თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპების შესაბამისად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომხმარებლის თავისუფალი მოქმედება შეზღუდულია იმის გამო, რომ მიმწოდებელს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე).

6. ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება საცალო მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა.

7. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლები, განაწილების ლიცენზიატები და მომხმარებლები ვალდებული არიან დაიცვან ამ წესებში მოცემული ნორმები.

8. ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

    მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

1. მიმწოდებელი ვალდებულია, ყველა სახის მომხმარებელს მომსახურება გაუწიოს ამ წესების შესაბამისად და ოპერატიულად მისცეს განაწილების ლიცენზიატს სათანადო მითითება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასრულოს მიმწოდებლის აღნიშნული მითითება და უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობებით.

2. ბუნებრივი გაზით მომარაგების ძირითადი პრინციპია მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

2​1. პირი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, მათ შორის, საცალო მომხმარებელზე ახდენს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, შესაბამისად, იგი ვალდებულია უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიანტის მეშვეობით აღნიშნული საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით სათანადოდ მომარაგება.

2​2. მიმწოდებლის მითითების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიანტი ახორციელებს განაწილების საქმიანობას, რომელიც მოიცავს ბუნებრივი გაზის განაწილებისა და გატარების მომსახურებას:

ა) განაწილების მომსახურება – განაწილების ლიცენზიანტი ერთდროულად ახორციელებს საცალო მომხმარებელზე როგორც ბუნებრივი გაზით მომარაგებას, ისე რეალიზაციას (ეწევა ბუნებრივი გაზის როგორც განაწილების, ისე მიწოდების საქმიანობას);

ბ) გატარების მომსახურება – განაწილების ლიცენზიანტი მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელით ახორციელებს სხვა მიმწოდებლის კუთვნილი ბუნებრივი გაზით საცალო მომხმარებლის მომარაგებას (ეწევა მხოლოდ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას).

3. მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) მომსახურება გაუწიოს ყველა სახის მომხმარებელს;

ბ) მოთხოვნისთანავე გააფორმოს მოხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება და უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად);

გ) საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე საჯაროდ გამოცხადებულ ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული პირობებითა და ფასით;

დ) დროულად მოახდინოს საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა, ქვითრის მიწოდება და დარიცხული საფასურის ამოღება ამ წესების პირობების შესაბამისად;

ე) განაწილების ლიცენზიატს გადაუხადოს მომსახურების საფასური მომხმარებლისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად. ასევე, ამ წესების თანახმად, უზრუნველყოს თავისივე მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისას წარმოქმნილი სხვა ხარჯების დროული ანაზღაურება;

ვ) ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობის, ასევე, მისი ფასისა და თავისუფალი (ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი) მოცულობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ინდივიდუალური აღრიცხვა და მიღებული ინფორმაციის განაწილების ლიცენზიატისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება;

თ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით;

ი) უზრუნველყოს ამ წესებით, მისი შესაბამისი ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების სათანადოდ შესრულება.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) გაუწიოს მომსახურება ნებისმიერ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად;

ბ) ოპერატიულად შეასრულოს მიმწოდებლის მითითება ამა თუ იმ პირისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე;

გ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები;

დ) უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით;

ე) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ;

ვ) ექსპლუატაცია გაუწიოს და გამართულ მდგომარეობაში იქონიოს გამანაწილებელი ქსელი, ანგარიშსწორებისათვის მოაწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი (აღრიცხვის კვანძები) და უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა;

ზ) მიმწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების საფუძველზე;

თ) ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენისა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე მომხმარებელთა წერილობითი ფორმით ინფორმირების მიზნით, ამ წესების შესაბამისად, აწარმოოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან, ასევე, ამ დანადგარების შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (მათ შორის, სამონტაჟო-საექსპლუატაციო დოკუმენტაციასთან) შესაბამისობის სისტემატური შემოწმება და განახორციელოს სათანადო რეაგირება;

ი) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.

5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ:

ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას;

ბ) ირღვევა ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნები. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად;

გ) ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან/და შესაბამისი მიმწოდებლის მიერ გაცემულია სათანადო დავალება (მითითება) ბუნებრივი გაზით მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.

6. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით შეწყვიტოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ:

ა) საცალო მომხმარებლის მიერ დროულად არ არის გადახდილი მასზედ დარიცხული, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური;

ბ) საცალო მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები;

გ) საცალო მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით ნაკისრ იმ ვალდებულებებს, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებენ ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტას;

დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

7. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან საცალო მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოონ მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.

8. ამ წესებით განსაზღვრულ მიმწოდებლის ვალდებულებებში არ შედის საცალო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ან აღრიცხვის კვანძის მოწყობის, ასევე, გამანაწილებელი ქსელიდან ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

    მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები

1. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

2. ეს წესები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიანტის, მიმწოდებლისა და საცალო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ან/და განაწილების, ასევე გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

4. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის, ასევე, ამ წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები ასეთი ხელშეკრულების საცალო მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

5. მიმწოდებელს ან განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, ან მოსთხოვოს მას ისეთი პირობის შესრულება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.

5​​1. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების განაწილების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.

5​2. განაწილების ლიცენზიატმა და მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყონ მათ მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს განაწილების ლიცენზიატისა და მიმწოდებლის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით). 

6. განაწილების ლიცენზიატმა/მიმწოდებელმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ:

ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;

ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა  ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 6​2 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში).

6​1. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).

6​2. განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:

ა) აბონენტის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);

ბ) აქტის შედგენის  შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;

გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;

დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების ელექტრონულ მისამართს.

7. საცალო მომხმარებელს არ შეიძლება მოეთხოვოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გარდა რაიმე სხვა სახის საფასურის ან გადასახდელის გადახდა (ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა). ამ წესებით განსაზღვრული ყველა სხვა ინდივიდუალურად გადასახდელი (ბუნებრივი გაზის მრიცხველის, დარიცხვის კორექტირების, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების და სხვა ერთჯერადი ხარჯები), დარიცხვის შემთხვევაში, მომხმარებლის ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.

8. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში წერილობით მიაწოდონ მას ინფორმაცია დარიცხული საფასურის გაანგარიშებისას გამოყენებული მეთოდისა და მოცულობის, ასევე, ამ მეთოდის სამართლებრივი საფუძვლის მითითებით.

9. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან შეიმუშაონ და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადონ სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების (ამ წესების შესაბამისი) ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).

10. ამ წესების მიზნებისათვის ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ბუნებრივ გაზს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.

11. ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №18- ვებგვერდი, 28.07.2017 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.08.2018 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.

     მუხლი 3​1. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება

1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულნი არიან (მათ მიერ შესრულებული მომსახურების/სამუშაოს შესაბამისად), მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 კალენდარული დღით ადრე მაინც;

ა​​1)  ბუნებრივი გაზის მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის  შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.

ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;

გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე;

დ) ბუნებრივი გაზით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გეგმურ წყვეტამდე, ამ წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის პირობების შესაბამისად;

ე) ბუნებრივი გაზით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება გამანაწილებელი ქსელის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის ზუსტი მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე.

2. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ასევე უფლებამოსილნი არიან, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ბუნებრივი გაზით მომარაგების მომსახურებასთან.

3. მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/დაელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. ამ წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.

4.  მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს:

ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა;

ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა –ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე განცხადების საშუალებით;

გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა;

დ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან განაცხადის საშუალებით.

4​1. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.

4​2. მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც განაწილების ლიცენზიატმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული  ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება.  ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.  

5. როდესაც მომხმარებელი მიმწოდებელს ან განაწილების ლიცენზიატს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, მიმწოდებელი ან განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს აღნიშნული საკონტაქტო მონაცემების მიწოდება ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომსახურე საწარმოებისთვის (სადაც იგი რეგისტრირებულია მომხმარებლად და გააჩნია შესაბამისი აბონენტის ნომერი). ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა შეიძლება შესრულდეს, მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის აშკარა და არაორაზროვანი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №18- ვებგვერდი, 28.07.2017 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29- ვებგვერდი, 24.12.2018 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.10.2019 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 20.11.2023 წ.

თავი II

ბუნებრივი გაზის მიწოდება და მომარაგება

    მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები

1. საცალო მომხმარებელმა (აბონენტმა), რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი, ამ წესების შესაბამისად განაცხადი უნდა წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ მიმწოდებელს.

2. განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს:

ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება - ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი)

ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება;

გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;

დ) აბონენტის ნომერი, ასევე, ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება;

ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;

ვ) ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);

ზ) მის მიერ შერჩეული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო ნომერი;

თ) ასევე, სხვა მოთხოვნები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.

3. საცალო მომხმარებელი უფლებამოსილია განაცხადს თან დაურთოს მის მიერ შერჩეული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმის სათანადოდ შევსებული და მის მიერ ხელმოწერილი ეგზემპლარი.

4. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს გადახდაზე პასუხისმგებელი პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.

5. მიმწოდებელი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს საცალო მომხმარებელთან ხელშეკრულება ან წერილობით განუცხადოს განმცხადებელს დასაბუთებული უარი.

6. მიმწოდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, თუ აშკარად შეუძლებელია მომსახურების გაწევა ტექნიკური მიზეზების გამო.

7. მიმწოდებელი ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. მიმწოდებელს ან/და საცალო მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება“ (დანართი №1) კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას საცალო მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს დანართი №1-ით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმის ხელმოწერა, კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით. 

8. მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის შეუთანხმებლობის შემთხვევაში ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ შესაბამის წნევაზე დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის ზედა ზღვრით (თუ კომისიის მიერ ამ ურთიერთობაზე დადგენილია ზღვრული სამომხმარებლო ტარიფი).

9. მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ხელშეკრულების ასლი და უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუ ამ ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული.

10. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში განსაზღვროს მიმწოდებლის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების თარიღი და უზრუნველყოს მათ შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ამ წესების პირობების შესაბამისად.

11. ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი, ქარხნული ნომერი, კორექტორის ტიპი და პროგრამულად შეყვანილი მაკორექტირებელი პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს, ხოლო მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მხარეებს აქტის შედგენის თარიღი და დრო.

12. დაუშვებელია დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის მიზეზით ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის გადავადება. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი პირის გამოუცხადებლობის შესახებ და, შესაბამისად, მომხმარებელს ან მიმწოდებელს (აქტის შედგენაზე დასწრების მოთხოვნის შემთხვევაში) გაეგზავნოს აქტის ასლი დაზღვეული წერილით.

13. მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს მიმწოდებელს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე.

14. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს საცალო მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო საცალო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, მისცეს მითითება განაწილების ლიცენზიატს საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

    მუხლი 5. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება

1. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური მოიცავს ბუნებრივი გაზის ფასსა და ყველა იმ მომსახურების (ტრანსპორტირების, განაწილების ან გატარების, მოხმარების დაბალანსების მომსახურების ან/და სხვა მომსახურების) ფასს, რომელიც საჭიროა საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მუდმივი და სტაბილური მომარაგებისთვის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების პირობების შესაბამისად.

2. ამ წესების შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის შესყიდვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის სათანადო რაოდენობის მიწოდება, საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება არ უნდა შეწყდეს. ასეთ შემთხვევაში, მომარაგებიდან წარმოქმნილ ვალდებულებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.

3. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე გაწეული მომსახურების საფასურისა და ხარჯების გადახდა მიმწოდებლის მიერ ხდება ამ საცალო მოხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

4. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა გულისხმობს საცალო მომხმარებლის მხრიდან ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რაც განხორციელდა ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებითა და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

5. საცალო მომხმარებელზე მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა აღნიშნული საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

    მუხლი 6. მომსახურების გაწევა

1. საცალო მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

2. საცალო მომხმარებელი ვალდებულია ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყოს აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება.

3. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულია შეამოწმოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარებისა და მოწყობილობების შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.

3​1.როდესაც მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატისმიერამწესებით განსაზღვრულიმოქმედება ვერსრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის, შესაბამისად მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმითშესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან).

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უარი განაცხადოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, როდესაც საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, ქსელი გაუმართავია ან/და მის გაზის ხელსაწყოებს (გათბობის აგრეგატი, წყალგამაცხელებელი, გაზქურა და სხვა ხელსაწყოები, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ გაზს) არ გააჩნია წარმოების დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ან შესაბამისობის სერტიფიკატი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლები, მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური პირობები და სხვა ინფორმაცია), აგრეთვე, თუ აშკარაა, რომ საცალო მომხმარებლის გაზის ხელსაწყოების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს გაზმომარაგების სისტემაზე ან/და განაწილების ლიცენზიატის შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება ამ ან/და სხვა მომხმარებლებს. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს ამ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება აღნიშნული წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

5. მიმწოდებელი ან/და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არ არიან მომხმარებელს წინასწარ აცნობონ არაგეგმური შემოწმების სავარაუდო თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი მის მფლობელობაში არსებულ ქსელთან, დანადგარებთან და სხვა სახის ხელსაწყოებთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმისა და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან შემოწმება განახორციელონ ერთობლივად, ურთიერთშეთანხმებულ დროს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ჩატარებული წინასწარ ურთიერთშეუთანხმებელი შემოწმება საჭიროებს შემმოწმებლის მიერ წერილობით განმარტებას, შესაბამისად, მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიმართ.

6. საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის მრიცხველის, ასევე, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.

7. მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო-ალტერნატიული კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). განაწილების ლიცენზიატს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს სარეზერვო-ალტერნატიული კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის იმ სათავსოების ან/და სხვა დანიშნულების ობიექტების, ან/და დანადგარების ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად).

8. განაწილების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს (მათ შორის, საცალო მომხმარებელს) უნდა მისცეს იმ დანადგარების დროებით გამოყენების საშუალება (მიერთების მილსადენის, გაზდანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო-საექსპლუატაციო და სხვა ტექნიკური მახასიათებლების ტექნიკურ რეგლამენტსა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემთხვევაში), რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით:

ა) გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება და, საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის ხარჯზე განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით;

ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე დანადგარის ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც დანადგარის (დანადგარების) გამოყენების შედეგად მოხმარებული ბუნებრივი გაზის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, ბუნებრივი გაზის სრული ოდენობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის დადგმული სიმძლავრისა და მუშაობის რეჟიმის შესაბამისად, ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, როდესაც მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელი გაუმართავია ან/და გაზდანადგარებს (გათბობის აგრეგატი, წყალგამაცხელებელი, გაზქურა ან/და სხვა დანადგარები, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ გაზს) არ გააჩნია შესაბამისი წარმოების დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ან შესაბამისობის სერტიფიკატი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლები, მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური პირობები და სხვა ინფორმაცია), აგრეთვე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემაზე ან/და განაწილების ლიცენზიატის შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.

10.  მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, განაცხადის ან შეტყობინების რეგისტრაციისთანავე, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს განმცხადებელს/მომხმარებელს საკონტაქტო ნომერზე (ოპერატიული რეაგირების დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაკავშირების ვალდებულება ასევე ვრცელდება მომარაგების წყვეტასთან დაკავშირებულ შეტყობინებაზეც). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №33  - ვებგვერდი, 19.08.2022 წ.

    მუხლი 7. აღრიცხვის კვანძის მოწყობა

1. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მოცულობის კორექტორი, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან. 

2. საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველი ან/და მოცულობის კორექტორი), ასევე სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო. 

3. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია საცალო მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი) მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. ბუნებრივი გაზის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის დანადგარები, დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.

5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე, განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.

6. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად, განაწილების ლიცენზიატის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს მას სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.

7. ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), თუ ტექნიკური რეგლამენტით და განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.

8. თუ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის დასაყენებლად და გაზგაყვანილობის გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი, რომ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და გაზგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.

9. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, საცალო მომხმარებლისა და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირი. ამასთან:

ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე, მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის დანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი თავისი ხარჯით, გარდა ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი (დამონტაჟებული) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;

გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე, მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარებისა და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევებზე).

10. თუ საცალო მომხმარებელს განაწილების ლიცენზიატისაგან ბუნებრივი გაზი მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი გაზმარეგულირებელი ნაგებობის საშუალებით, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) გაზმარეგულირებელი ნაგებობის შემავალ გაზსადენზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.

 

მუხლი 7​1. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები

1. ეს მუხლი განსაზღვრავს ჭკვიანი აღრიცხვის სისტემების (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველის) მოწყობის პირობასა და პროცედურებს.

2. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მომხმარებელთან ან/და კომისიასთან შეთანხმებით დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის ტექნოლოგიები.

3. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემის  (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ შესაძლებლობა დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ამ მუხლის მე-12-მე-13 პუნქტების შესაბამისად და ხელი შეუწყონ მომხმარებლის ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას.

4. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.

5. დაბალი წნევის 0-10 კუბ.მ/სთ სიმძლავრის მომხმარებელი უფლებამოსილია, არსებული აღრიცხვის კვანძის ნაცვლად, განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეუძლებელია სისტემის ოპერატორის მიერ ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად გადაცემა).

6. წესებით განსაზღვრული, ჭკვიანი მრიცხველი ყველა თვითმმართველ ქალაქში უნდა მოეწყოს 2024 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ შეტანილ განაცხადებზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 2025 წლის 1 ივლისის შემდგომ შეტანილ განაცხადებზე:

ა) ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებას, ასევე ჭკვიანი მრიცხველით გამრიცხველიანებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ობიექტის  გაყოფის  შემთხვევაში.

7. გამანაწილებელ ქსელზე საშუალო წნევის ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საშუალო წნევის ახალ მომხმარებელთან მოაწყოს ჭკვიანი მრიცხველი.

8. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური განსაზღვრულია დანართი №4-ით.

9. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის  წარდგენამდე  წინასწარ გადაიხადოს ჭკვიანი მრიცხველის საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა  მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.

10. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის  ქვითარში.

11. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია და ტექნიკური მახასიათებლები იმ ჭკვიანი მრიცხველის შესახებ, რომლებსაც სთავაზობს მომხმარებლებს.

12. ჭკვიან აღრიცხვის სისტემას (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველს) უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები:

ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემა;

ბ) კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად;

გ) აღრიცხული მონაცემების წაკითხვა განახორციელოს არანაკლებ 24 საათში ერთხელ;

დ) აღჭურვილი იყოს ზუსტი მერიდიანული დროის სისტემით და შესაბამისი ელექტროკვების წყაროთი (ელემენტით);

ე) გააჩნდეს მონაცემების უსაფრთხო და დაცული არხებით გადაცემის ფუნქცია;

ვ) გააჩნდეს არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია.

13. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემა დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს განაწილების ლიცენზიატს, რომლის უზრუნველყოფაზეც განაწილების ლიცენზიატი თავადაა პასუხისმგებელი. ამასთან, წაკითხული მონაცემების გადაცემა უნდა განხორციელდეს მინიმუმ 7 დღეში ერთხელ, ხოლო ბუნებრივი გაზის ბირჟის ჩამოყალიბებისა და ამოქმედების შემდგომ – 24 საათში ერთხელ.

14. ბუნებრივი გაზის რაოდენობის ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველით) აღრიცხვის შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დისტანციურ რეჟიმში, განაწილების ლიცენზიატის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღოს ინფორმაცია:

ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ;

ბ) ბუნებრივი გაზის საფასურის შესახებ;

გ) ნორმაზე მეტი მოხმარების და აღრიცხვის მოშლის   შესახებ (პერიოდის მითითებით);

დ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-12 პუნქტით და მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ.

15. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემების შემადგენლობაში შედის:

ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობები;

ბ) საკომუნიკაციო მოწყობილობები და ქსელები;

გ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობები;

დ) შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები.

16. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემები ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მონაცემებს იღებს:

ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობებისგან;

ბ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობებიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024წ.
 

    მუხლი 8. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება

1. მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებლისგან მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ამოღებისას იმოქმედოს განაწილების ლიცენზიატის ინტერესების გათვალისწინებით (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად).

2. განაწილების ლიცენზიატს, მისთვის საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისას გაწეული გატარების (ან განაწილების) მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უფლება აქვს, წინასწარი გაფრთხილებიდან 10 დღის შემდეგ შეუწყვიტოს მომსახურება შესაბამის მიმწოდებელს.

3. განაწილების ქსელში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდორიზაციისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების კონტროლზე პასუხისმგებლობა ეკისრება განაწილების ლიცენზიატს (ხოლო ტრანსპორტირების ქსელში ოდორიზაცია და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებზე პასუხისმგებლობა და კონტროლი ეკისრება ტრანსპორტირების ლიცენზიატს). გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ხარისხი, წნევა, სუნი და სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედ წესებსა და კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს.

4. ამ წესების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ფლობდეს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ დანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის მოწყობილობებს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე, ამასთან, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება და მოხმარების აღრიცხვა.

5. განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, დანადგარების ან/და მოწყობილობების (ასევე მრიცხველის) დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

    მუხლი 9. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები

1. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა).

2. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი.

3. განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს.

4. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის დადგენა შესაძლებელია, განაწილების ლიცენზიატის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების მოცულობის (დღიური მოცულობის) ან მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის გამოთვლა მოხდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის შემოწმების ან ბოლო ჩვენების ჩაწერის თარიღიდან (ათვლის თარიღად გამოიყენება უფრო გვიან შედგენილი დოკუმენტის თარიღი). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

დ) იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღისა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია ან მომხმარებელი განზრახ უშლის ხელს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლებს ამავე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგმული სიმძლავრეების დადგენას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა განსაზღვროს მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობისა და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგმული სიმძლავრის გამოყენებით დარიცხვის მეთოდის ნაცვლად გამოყენებულ იქნა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდი და მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს წერილობით მიაწოდებს გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არა უმეტეს 1 თვისა) დასაბუთებულ არგუმენტაციას განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით.

6. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.

7. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ აშკარად სახეზე არ არის ბუნებრივი გაზის დატაცების, სხვისი ქონების უნებართვოდ (თვითნებურად) დაუფლების ფაქტი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის უსაფუძვლოდ დატაცების გარემოებისა და შესაბამისი მტკიცებულების გარეშე შედგენა განიხილება, როგორც მომხმარებლის მიმართ არამართლზომიერი ქმედება. შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ოქმის შემდგენს ან/და იმ საწარმოს, რომლის უფლებამოსილებითაც მოქმედებს ოქმის შემდგენი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული აუცილებელი ხარჯები და ამ წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.

8​1. მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შემთხვევაში, თუ მრიცხველის შემოწმების ოქმში არ იქნა მრიცხველით თაღლითობის ან მისი განზრახ თაღლითურად გამოყენების შესაძლებლობების ან კონკრეტული ქმედების არსებობის შეფასება, ამ წესების მიზნებისათვის დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის გათვალისწინებული წესები და პროცედურები (მათ შორის, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდები).

9. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხებოდა დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 27.01.2014 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

 

მუხლი 10. ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა

1. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.

2. საცალო მომხმარებელმა, შეძლებისდაგვარად, დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის ან/და მიმწოდებლის წარმომადგენლის დაშვება მრიცხველთან, რათა მათ რეგულარულად მოახდინონ მრიცხველის შემოწმება და ჩვენების აღება.

3. მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად).

4. საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

5. ქვითარი საცალო მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად, შესაბამის სააბონენტო ბარათზე დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. მოკლე ტექსტური შეტყობინება შედგება დარიცხვის შესახებ ძირითადი ტექსტისა და ბმულისგან, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

6. მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში მოცემული უნდა იყოს დარიცხვის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, კერძოდ:

ა) აბონენტის ნომერი;

ბ) დარიცხული მ​3;

გ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა;

დ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა;

ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ბმული (არაუმეტეს 40 სიმბოლო), რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია;

ზ) *303# კოდის შესახებ მითითება.

7. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს დარიცხვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ბ) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენებას (ბოლო ჩვენების აღების თარიღის მითითებით);

გ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს (სამომხმარებლო ტარიფს ან ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფასს) ერთ კუბურ მეტრზე;

დ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობას კუბურ მეტრებში და ღირებულებას;

ე) მიმდინარე დავალიანების გარდა მომხმარებელზე დარიცხულ თანხას (საფუძვლის მითითებით) მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით;

ვ) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ადგილს (დაწესებულებას), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებებს, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;

თ) საკონტაქტო და ინფორმაციის გაცვლის (ინტერაქტიული)მომსახურების შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის, მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერს;

ი) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

8. დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში, როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ბმულზე ხელმისაწვდომ დოკუმენტში შეცდომის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს ახალი ტექსტური შეტყობინება, სადაც დარიცხვის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ახალი ბმული, გასწორებული დოკუმენტით. ამასთან, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის არსებობისას, ქვითრის შინაარსის, მათ შორის, ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტის სისწორეზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამგზავნს – მიმწოდებელს.

9. ბეჭდური ფორმის ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, თუ უცნობია ამ მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი. მომხმარებელს ბეჭდური ქვითარი ყოველთვიურად ასევე უნდა მიეწოდოს მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია ელექტრონული ქვითრის შეთავაზებული ფორმით მიღების ტექნიკური საშუალებების არქონის ან/და ამ საშუალებებით სარგებლობის უარის შემთხვევაში.

10. ქვითარი მომხმარებელს შეიძლება ასევე მიეწოდოს ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით, შესაბამის ფორმატში. ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით ქვითრის მიწოდების შესახებ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომლითაც უნდა განისაზღვროს:

ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის და სხვა ინფორმაციის მიღების და ურთიერთგაცვლის საშუალება (მათ შორის, ელექტრონული ფოსტა, ნომერი ან სხვა). ამასთან, შესაძლებელია, მხარეები შეთანხმდნენ ქვითრის მიღების ძირითად და ალტერნატიულ ელექტრონულ მისამართებზე ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე ერთდროულად;

ბ) სხვა პირობები და გარემოებები, საჭიროების შემთხვევაში.

11. ბეჭდური ქვითარი, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაგზავნილი ქვითარი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

12. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, მიმწოდებლისთვის/განაწილების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხის მიმართვა იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.

13. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საცალო მომხმარებლისთვის დარიცხული საფასურის გადახდის ისეთი პირობის შეთავაზება, რომლის შედეგადაც მომხმარებელს საფასურის გადახდისას არ დაეკისრება რაიმე სახის დამატებითი საფასურის გადახდის ვალდებულება.

14. ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მისცეს მითითება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ.

15. საცალო მომხმარებლისთვის მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდის ქვითრის მიწოდება და ამ ქვითარში მითითებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვადა არ ჩაითვლება არსებული დავალიანების გადახდისა და მომარაგების შეწყვეტის გადავადებად.

16. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

17. საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

18. დავალიანების გადაუხდელობის გამო საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომხმარებლის მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.

19. საცალო მომხმარებელმა ქვითარზე ასახული გადასახდელი უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის ან ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული გადახდის სხვა საშუალების მეშვეობით. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ადგილი და მისამართი.

20. მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში. მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთან ფინანსური ანგარიშსწორება დაუშვებელია ამ წესებით გათვალისწინებული ქვითრის გარეშე.

21. მიმწოდებელი ახორციელებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვასა და ამოღებას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვისა და ქვითრის მომხმარებლისთვის მიწოდების უფლება აქვს მხოლოდ მიმწოდებელს.

22. განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბამისად დარიცხული თანხის ამოღება ხორციელდება მიმწოდებლის მეშვეობით.

23. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა.

24. საცალო მომხმარებელს, მისი სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს, წინასწარ გადაიხადოს ბუნებრივი გაზის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა ანაზღაურდეს.

25. დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ერთი საცალო მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.

26. მომხმარებელთა ჯგუფზე საერთო ტემპერატურული კორექციის კოეფიციენტის განსაზღვრა და ამ კოეფიციენტის გამოყენებით მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა მომხმარებელზე (ან მომხმარებლებზე) დაუშვებელია, გარდა კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა, რომლითაც დგინდება ასევე ამ გამონაკლისების მოქმედების პერიოდი.

27. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგება განაწილების ლიცენზიანტმა უნდა აღადგინოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ან განაწილების ლიცენზიატსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა კალენდარული დღის 09:00-დან – 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00-დან – 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ, – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება№21-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1835

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 8 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 13.06.2011 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 27.01.2014 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №18- ვებგვერდი, 28.07.2017 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 25.11.2020 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ.

    მუხლი 11. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები

1.  მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის, დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. ამასთან:

ა) მიმწოდებლის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ:

ა.ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე,  მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას;

ა.ბ) პირი გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორციელებლად;

ა.გ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის);

ა.დ) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ამ წესების პირობების შესაბამისად (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის).

ბ) განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ საცალო მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის.

1​1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დეპოზიტის დარიცხვა დაუშვებელია ადმინისტრაციულ/სახელმწიფო ორგანოზე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელსაც სახელმწიფო ქონება გადაცემული აქვს მუდმივ ან დროებით სარგებლობაში, „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საცალო მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ, კერძოდ:

ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12-თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაცია;

ბ)  დავალიანების გადაუხდელობით გათიშულ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ

3. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობაზე მეტი. მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა არ იქნა მიმართული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული.

3​​1. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაფარვა.  დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას.

4. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს საცალო მომხმარებელს, თუ:

ა) საცალო მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა;

ბ) 12 თვის განმავლობაში საცალო მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა).

5. თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველი დამონტაჟებულია საცალო მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის ჩვენების აღება, მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება ფაქტობრივ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების შესაბამისად.

6. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. თუ განაწილების ლიცენზიატმა არგამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანების გადაუხდელობას, მხარეები უფლებამოსილი არიან, შეთანხმდნენ მისი გადახდის პირობებზე, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ვალდებული არიან დაადგინონ დავალიანების გადახდის ის პირობები, რომლებიც გამომდინარეობენ კომისიის მოთხოვნიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის8 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 13.12.2011 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29- ვებგვერდი, 24.12.2018 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.

 

მუხლი 11​1. ფორსმაჟორი

1. ამ წესების მიზნებისთვის, ფორსმაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა:  მიწისძვრა,  წყალდიდობა,  ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, მათ შორის, გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი  ინფორმაციის საშუალებებით. 

2. ფორსმაჟორის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველი დამონტაჟებულია მათ დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში), უნდა მისცეს მრიცხველის ჩვენების, ასევე მრიცხველის ჩვენების ფოტოსურათის, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელ. ფოსტის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით) წარდგენის შესაძლებლობა. მომხმარებლის მიერ აღნიშნული შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ, წინა წლის, იმავე თვეში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობის მიხედვით. განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) მომხმარებლის მრიცხველის რეალური ჩვენების მიმწოდებლის მიერ აღებისთანავე. ამასთან: 

ა) მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარ, 2 სამუშაო დღით ადრე აცნობოს კომისიას, ამ პუნქტის გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ (შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასაბუთებას, ტერიტორიულ არეალსა  და სარგებლობის სავარაუდო პერიოდს); 

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია როგორც ინდივიდუალური ტექსტური შეტყობინებით, ისე მასობრივი საშუალებების გამოყენებით, ყოველთვიურად, წინასწარ აცნობოს მომხმარებლებს ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების გამოყენების შესახებ. ასევე, მიუთითოს ის ელექტრონული საშუალებები (ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა; 

გ) მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმწოდებელს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება, რომელიც დაფიქსირდება წინა ანგარიშსწორების ქვითარში მოცემული მრიცხველის ჩვენების აღების თარიღიდან ერთი თვის თავზე (ან მიმწოდებლის ინდივიდუალურად მოთხოვნის შემთხვევაში), ხოლო მიმწოდებელი უფლებამოსილია, ტექსტური შეტყობინებით ინდივიდუალურად მოითხოვოს ინფორმაციის ხელმეორედ გაგზავნა, დამატებითი მტკიცებულების გადაგზავნა ან გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი, მიწოდებული ინფორმაციის უზუსტობის დადასტურების შემთხვევაში (იმის გათვალისწინებით, რომ მონაცემების შესწავლისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო მეტი სიზუსტის გარემოებას). 

3. კომპეტენტიური ორგანოს მიერ ფორსმაჟორის დადასტურების შემთხვევაში, თუ დგინდება მიწოდებისა და განაწილების საქმიანობაზე ან/და მომხმარებლებზე გავლენის ფაქტი, წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებასთან მიმართებაში, ფორსმაჟორის მოქმედების არეალსა და პერიოდში ჩერდება ამ წესების: 

ა) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება. ამასთან, შესაბამისი მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი, ვალდებულნი არიან, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მომხმარებლის დეპოზიტზე შეტანილი თანხა გადაიტანონ ამავე მომხმარებლის მიმდინარე დავალიანებაში და გაქვითონ მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო იმ პირებს, რომლებმაც დეპოზიტის მოთხოვნა საბანკო გარანტიით უზრუნველყვეს, უფლება აქვთ, უკან გამოითხოვონ საბანკო გარანტია, ფორსმაჟორის არსებობის განმავლობაში.

4. მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება ვრცელდება,  საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 05.05.2020 წ.
 

    მუხლი 12. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა

1. მხარეებს შორის წარმოშობილი დავის სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნიდან, გონივრულ ვადაში უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია, შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.

2. თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარებას ან ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენება არასწორადაა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ან/და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ჩაასწოროს საცალო მომხმარებლის ანგარიში.

3. ბუნებრივი გაზის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატმა საცალო მომხმარებელსა და მიმწოდებელთან ერთად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში, უნდა შეამოწმოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენება და შეადგინოს შესაბამისი აქტი.

3​1. ამ წესების მიზნებისათვის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.

4. საცალო მომხმარებელს ან მიმწოდებელს არ შეიძლება დაეკისროს ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.

5. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეძენას, შეცვლას, მოხსნას, შემოწმებას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა საცალო მომხმარებელს ან მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება მოიხსნას შემდეგ შემთხვევებში:

ა) მრიცხველს გასული აქვს დამოწმების ან/და გეგმური შემოწმების ვადა – მრიცხველის დამოწმების ან მისი გამოცვლის მიზნით;

ბ) მრიცხველი არ აღრიცხავს ბუნებრივი გაზის მოხმარებას – მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

გ) ადგილზე დაკვირვებისას (ქრონომეტრაჟის ჩატარებისას) მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველისთვის დასაშვებ საპასპორტო ცდომილებას – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

დ) ბრჯენის არარსებობის ან მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

ე) მრიცხველის კონსტრუქციის მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით.

6. განაწილების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს საცალო მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ბუნებრივი გაზის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე, იმ შემთხვევებში, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.

7. განაწილების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება ასევე შეიძლება მოითხოვოს მიმწოდებელმაც (თუ მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი სხვადასხვა პირია). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია იმოქმედოს ამ წესების შესაბამისად. მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე ბუნებრივი გაზის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მიმწოდებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე, იმ შემთხვევებში, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

8. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება ,,გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

9. ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს გადაიხდის განაწილების ლიცენზიატი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).

9​1. დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია განაწილების ლიცენზიანტს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ.

10. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებლისა და მომხმარებლის ან/და მათი წარმომადგენლების ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. განაწილების ლიცენზიატმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მიმწოდებელსა და მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.

11. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას საცალო მომხმარებლის საზიანოდ, მიმწოდებელი და, შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწორონ მონაცემები, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილ შემოწმების თარიღამდე. მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილების ჩასწორებისთანავე ან/და მოხდეს მისი მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის სასარგებლოდ, მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწორონ მონაცემები, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე. ზედმეტად მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს (საცალო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს 2 კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან).

12. თუ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.

13. ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.

14. ბუნებრივი გაზის მრიცხველის, მათ შორის, ბრჯენების ან და სხვა სახის დაცვის საშუალების უნებლიე დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება, ფაქტის შესახებ აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს, ადგილზე შეისწავლოს გარემოება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად).

15. თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის მრიცხველის, მათ შორის, ბრჯენების ან/და სხვა დაცვის საშუალების დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ 3 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.

16. ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს სხვა მრიცხველი (მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას) ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად.

17. ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა არ წარმოებს ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 1 კალენდარულ თვეს. მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.

18. ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №18- ვებგვერდი, 28.07.2017 წ.

    მუხლი 13. დავის განხილვა

1. დაუშვებელია საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით). ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.

2. საცალო მომხმარებლის მიერ, შეცვლილი გარემოებების ან პირობების მიღების (დათანხმების) მიზნით, დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შეწყვეტით დამუქრება ან/და სხვა არამართლზომიერი ქმედებით მომხმარებლის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და აფიქრებინოს, რომ ამ მოთხოვნის მიუღებლობით მას ან მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

3. კომისიის ან სასამართლოს მიერ საცალო მომხმარებელს, მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას გამართული აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება იმ საცალო მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით ბუნებრივი გაზით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან საცალო მომხმარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.

5. დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან გაშვებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცალო მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ბუნებრივი გაზის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად, მიმწოდებელი ან/და განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით საცალო მომხარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება, შეუწყვიტოს საცალო მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება დავის დასრულებამდე.

6. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებენ საცალო მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.

    მუხლი 14. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება

1. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულნი არიან აწარმოონ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს, აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით.

2. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმების მოთხოვნის შესაბამისად.

3. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულნი არიან შეინახონ:

ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები - 3 წლის განმავლობაში;

ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებშიმონაცემების ასახვა)– არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №8 - ვებგევრდი, 13.07.2012 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

    მუხლი 15. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა

1.  განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ განაწილების ლიცენზიატისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.

1​1.  განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში რეგისტრირებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზეც.

2. თუ მომხმარებელი 1 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს მრიცხველთან, მათ უფლება აქვთ შეუწყვიტონ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება, რის შესახებაც მომხმარებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც. მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.

3. საცალო მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებლის მომსახურებაზე და მოითხოვოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა, რის შესახებაც მან ერთი თვით ადრე მაინც უნდა აცნობოს აღნიშნული ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელს და შესაბამის განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ აცნობოს მომსახურების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს მომსახურების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის შეტყობინების მიღებიდან 40 კალენდარულ დღეს (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის ერთთვიანი (30-დღიანი) ვადის გათვალისწინებით). ამ შემთხვევაში საცალო მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.

4. ხელშეკრულების შეწყვეტის ამ წესებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების პერიოდში მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა (მათ შორის საბოლოო ანგარიშსწორება) უნდა განხორციელდეს ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით.

5. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს საცალო მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

5​​1. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის მომარაგების მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ამ მომხმარებელს მომარაგება შეწყვეტილი აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო, ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მომარაგების აღდგენა დაუშვებელია დავალიანების გადახდის, გადახდაზე შეთანხმების ან იმ მიმწოდებლის თანხმობის გარეშე, რომლის მოთხოვნის შედეგადაც მოხდა მომარაგების შეწყვეტა, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. საცალო მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლისას მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს ამ წესებით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ საცალო მომხმარებლის ახალ მისამართზე (განაწილების ლიცენზიატს დავალიანების გადატანის უფლება აქვს მხოლოდ მის არეალში ამ საცალო მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).

7. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებლებს, ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული აუცილებელი და საჭიროების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველისა და მის ელემენტების) რემონტის ან გამოცვლის ხარჯების გადახდაც.

8. უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილი საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენისთვის განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, მოითხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული ხარჯების გადახდა.

9. თუ ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის გაუარესებას, ან საცალო მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე მეტი, გარდა იმ გარემოებისა, როდესაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს, ასეთ შემთხვევაში, დამატებითი ვადა (გონივრული ვადა) არ უნდა იყოს სამ თვეზე მეტი. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს საცალო მომხმარებელსა და მიმწოდებელს. ამასთან, მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს განაწილების ლიცენზიატისგან დამატებითი ვადის შემცირება, თუ იგი აღემატება ამ პუნქტით განსაზღვრულ პერიოდს.

10. საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენას მიმწოდებლის მითითებით ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატი, საცალო მომხმარებლის კუთვნილი გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №18- ვებგვერდი, 28.07.2017 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

    მუხლი 16. განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება

1. პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ბუნებრივი გაზის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ბუნებრივი გაზი.

2. ბუნებრივი გაზის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. განაწილების ლიცენზიანტსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების გაუარესება, მათ შორის, განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებული რომელიმე მომსახურების ან/და ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირება.

4. განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე წნევისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელ ქსელზე ბუნებრივი გაზის განაწილების მომსახურებისათვის.

5. მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ბუნებრივი გაზის ქსელიდან ბუნებრივი გაზის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველი. ამასთან, ინდივიდუალური მრიცხველის გარდა, მოცემულ განშტოებამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი.

6. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დროებითი მფლობელის ბუნებრივი გაზის ქსელის გაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი.

7. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ბუნებრივი გაზის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება აღნიშნული ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, რომელიც ამ მომხმარებლისთვის წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და იგი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს იხდის იმავე ტარიფით (ან ფასით), რა წნევაზეც ხდება განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან ბუნებრივი გაზის ამ მრიცხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად მიმწოდებელი ან/და განაწილების ლიცენზიატი ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებული არიან:

ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიონ მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოონ ინდივიდუალურად, ასევე, ინდივიდუალურად გამოწერონ ქვითარი და საფასური დაარიცხონ ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაბამისად;

გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადაანაწილონ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის პროპორციულად;

დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლონ საკითხი და დააფიქსირონ მათი პოზიცია;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებაზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგება განახორციელონ იმ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა.

8. ეს მუხლი არ ვრცელდება განაწილების ლიცენზიატებს შორის ბუნებრივი გაზის გატარების ურთიერთობებზე.

9. თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი მომხმარებელი, რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, აღნიშნულ მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) დროულად წარადგინოს კომისიაში მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულება;

ბ) თითოეული მომხმარებელი აიყვანოს აბონენტად და მომსახურება განახორციელოს ამ წესებითა და მათთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.

    მუხლი 17. აქტის შედგენის წესი

1. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის/მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი. აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომარაგების შეწყვეტის და შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.

1​​1. ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

2. აქტს განაწილების ლიცენზიატი ანიჭებს ნომერს და აღრიცხავს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.

3. აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;

ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები (ინფორმაცია);

გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას), ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც;

დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;

ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, აქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.

3​​1. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების  მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.

4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;

ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი;

გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);

დ) მომხმარებლის კუთვნილი დანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში);

ე) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა – უკანონო მოხმარების შემთხვევაში;

ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება.

5. ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ადგილზე შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში და ბუნებრივი გაზის მრიცხველის კორექტორის პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები, ბრჯენების დადების ადგილისა და მთლიანობის მითითებით; აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობა (მთლიანობა);

გ) დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი და მრიცხველის მაკორექტირებელი ხელსაწყოს მონაცემები (დასახელება და საქარხნო ნომერი);

დ) კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში);

ე) გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ მონაცემები;

ვ) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.

6. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) შესაბამისი ბუნებრივი გაზის მრიცხველის (მრიცხველების) ტიპი (ნომინალის მითითებით) ტექნიკური მახასიათებლები (გაზომვის დიაპაზონი), საქარხნო (საინვენტარიზაციო) ნომერი, დამზადების (გამოშვების) წელი და ჩვენება;

ბ) არსებული კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში);

გ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები ბრჯენების დადების ადგილის მითითებით; მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში ასევე უნდა აღინიშნოს ბრჯენის მთლიანობისა და აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობის (მთლიანობის) შესახებ;

დ) მრიცხველის მოხსნამდე და დაყენების შემდეგ გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ;

ე) მრიცხველის მოხსნისა და დალუქვის შემთხვევაში – ბრჯენის ნომერი, რომლითაც დაილუქა მოხსნილი მრიცხველი ცალკე პაკეტში;

ვ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა ბუნებრივი გაზის მრიცხველი;

ზ) მრიცხველის მოხსნისა და დროებითი მრიცხველის არდაყენების შემთხვევაში მრიცხველის გარეშე მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვაზე მომხმარებლის თანხმობის, უარის ან თანხმობის არარსებობის შესახებ;

თ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც ჩატარდება შემოწმება (ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში);

ი) მრიცხველის მოხსნამდე და მისი დამონტაჟების შემდეგ აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.

7. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს იმგვარად, რომ პაკეტის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს მრიცხველის ხელყოფა. დალუქული პაკეტის ხელშეუხებლობა, ბრჯენის გარდა ასევე დამოწმებულ უნდა იქნეს დაინტრესებული პირების ხელმოწერით, ისე რომ დალუქული პაკეტის გახსნამ გამოიწვიოს ამ ხელმოწერის (წარწერის) დაზიანება. საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მრიცხველი შესამოწმებლად, აქტთან ერთად, განაწილების ლიცენზიატის მიერ გადაიგზავნება დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.

8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.

9. მიღებული და მოხმარებული ბუნებრივი გაზის ორი ან მეტი ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს ბუნებრივი გაზით მომარაგების შესაბამის კვების წყაროზე არსებულ ბუნებრივი გაზის მრიცხველზე.

10. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.

11. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მომხმარებელს, ხოლო მეორე – განაწილების ლიცენზიატს; ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში კი აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მესამე გაიგზავნება ლაბორატორიაში ბუნებრივი გაზის მრიცხველთან ერთად.

12. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.

13. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ.

    მუხლი 18. აბონენტად რეგისტრაცია

1. აბონენტად რეგისტრაციის მიზნით პირმა განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც, ამ წესების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაარეგისტრიროს პირი აბონენტად და განახორციელოს, ამ წესებით გაზმომარაგებასთან დაკავშირებით, განაწილების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ყველა საჭირო მოქმედება, აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

3. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან.

3​​1. უძრავი ქონების დროებითი ფლობის შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე უფლებამოსილია განაცხადოს უარი აბონენტად რეგისტრაციაზე. ასეთ შემთხვევაში:

ა) უძრავი ქონების მესაკუთრე ვალდებულია მიუთითოს იმ პირის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები, ვის დროებით მფლობელობაშიც იმყოფება ეს ობიექტი (მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია უძრავი ქონების მესაკუთრე);

ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში, ფაქტობრივ მფლობელს წერილობით მოსთხოვოს აბონენტად დარეგისტრირება და იმავდროულად აცნობოს რეგისტრაციის პროცედურების, რეგისტრაციაზე უარის თქმის და  ამ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების შედეგების თაობაზე;

გ) დროებითი მფლობელი ვალდებულია, აბონენტად დარეგისტრირების მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია  შეწყვიტოს მომარაგება;

დ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაცია გააუქმოს დროებითი მფლობელის აბონენტად რეგისტრაციის ან მომარაგების შეწყვეტის მომენტიდან, მაგრამ არაუგვიანეს მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაციაზე უარის განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღისა.

4.  პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობისას, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც გადასახდელი აქვს თანხა და შეუძლებელია აღნიშნული თანხის სხვა მისამართზე გადატანა წესების მე-15 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ასევე, შეწყვიტოს განწილვადების ხელშეკრულება (მ.შ. მიერთების საფასურის) და მოითხოვოს არსებული მომხმარებლისგან დარჩენილი თანხის სრულად გადახდა. საბოლოო ანგარიშსწორებისას, დარიცხული დავალიანების (მ.შ. მიერთების საფასურის) გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).

5. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს თავის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწილების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

6. განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს:

ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება - ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი);

ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება;

გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით), ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;

დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება;

ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;

ვ) ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);

ზ) მომხმარებლის კუთვნილი ბუნებრივი გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების ჩამონათვალი, სახეობა და სიმძლავრე;

თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.

7. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:

ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში – ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;

ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირები არიან.

7​1. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება წარმოადგენს საერთო საკუთრებას,  თანამესაკუთრის თანხმობის წარუდგენლობა არ წარმოადგენს აბონენტად რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განაცხადზე ხარვეზის დადგენის საფუძველს.

8. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგისტრიროს საცალო მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

9. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე, უნდა შედგეს ახალი აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ბუნებრივი გაზის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს აქტის შედგენას, განაწილების ლიცენზიატი კი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.

10. ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე მომხმარებლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი აღნიშნულის შესახებ. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს გაუგზავნოს აქტის ასლი დაზღვეული წერილით (დაზღვეული წერილის გაგზავნის ხარჯები ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ).

11. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესთავაზოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება როგორც მიმწოდებელმა, თუ იგი განაწილების საქმიანობასთან ერთად ეწევა მიწოდების საქმიანობას, ხოლო მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – უზრუნველყოს მისი გაფორმება. მიმწოდებელს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ ტიპური ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება“ (დანართი №1) კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების“ დანართი №1-ით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის ხელმოწერა, კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით. 

12. აბონენტად რეგისტრაციის, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა (მომხმარებლის სურვილის შესაბამისად) და ახალი აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესების პირობების შესაბამისად, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული.

13. ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელი (აბონენტი) ვალდებულია ბუნებრივი გაზი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.

14. ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული.

15. მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ მონაცემებშიცვლილების თაობაზე.

16. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს საცალო მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო საცალო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024წ.

    მუხლი 19. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება

1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ბუნებრივი გაზით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტადრეგისტრაციის მოთხოვნა.

1​​1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ბუნებრივი გაზი აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ბუნებრივი გაზი და არც მიუმართავს განაწილების ლიცენზიატისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).

2. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება ხდება მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაწილების ლიცენზიატისთვის ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის პირობით, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.

3. ახალი მომხმარებლის (დაბალი წნევის (<0,005მპა) ახალი მომხმარებლის) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური ვრცელდება განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში (გარდა კომისიის მიერ განსაზღვრული არაგაზიფიცირებული ტერიტორიული საზღვრებისა).

4. ამ წესების მიზნებისთვის კომისია გადაწყვეტილებით ამტკიცებს (განსაზღვრავს) დასახლებათა ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება მიერთების საფასური.

5. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური დგინდება მისაერთებელ წნევასა და სიმძლავრეზე შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №3). მიერთების საფასური წარმოადგენს ერთჯერად გადასახადს და მისი გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ ხდება მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური არ ვრცელდება:

ა) იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიეწოდება ან წარსულში მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი (გარდა ამ მუხლის “1​​1” პუნქტით გათვალისწინებულ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენაზე, თუ აღნიშნული მომხმარებელი ბუნებრივი გაზით მარაგდებოდა არა განაწილების ლიცენზიატის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით);

ბ) (ამოღებულია - 26.12.19 №45);

გ) გაზდანადგარების დროებით მიერთებაზე (ამ წესების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში).

7.  ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახალი მომხმარებლის მიერთება გამანაწილებელ ქსელზე ხდება ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.

7​​1. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მარაგდებოდა ბუნებრივი გაზით, გაიყო ან მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელზე.

7​2. ამ წესების მიზნებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს შენობას, რომელიც შედგება მინიმუმ სამი ბინისგან, ხოლო ბინა წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრების საგანს, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად.  

8. იმ შემთხვევაში, თუ გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამისი განაწილების ლიცენზიატი. ამ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო სამუშაო და ხარჯი (სრული ტექნოლოგიური ციკლი), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანა, მიერთებისათვის საჭირო საშუალებების შეძენა, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვება და აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ჩათვლით. ახალი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე ქსელის მოწყობას (შიდა ქსელი) უზრუნველყოფს ახალი მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9.  დაბალი წნევის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (მოთხოვნილი სიმძლავრით – 0-6 კუბ.მ/სთ) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში (რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური), თუ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადში (შემდგომში – განაცხადი) მოთხოვნილია შიდა ქსელის მოწყობა, განაწილების ლიცენზიატი ამ მუხლის მე-8 პუნქტში ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ამ ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა (განაწილების ლიცენზიატის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობით) და ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთი ხელსაწყოს დაერთება ახალი მომხმარებლის მიერ მითითებულ ადგილზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადგილი აქვს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნას). მიერთების შედეგად მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე შექმნილი გამანაწილებელი ქსელი, მათ შორის, აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად მრიცხველის მდებარეობისა) და სხვა საშუალებები წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის საკუთრებას, ხოლო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილი ქსელი (შიდა ქსელი) წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას.

10. გამანაწილებელ ქსელზე ახალი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერთებისას განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზით მომარაგებას იწყებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ გაფორმებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულება მიმწოდებელთან. ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელს არა აქვს გაფორმებული ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან.

11. იმ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისას, რომელზე ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, განაწილების ლიცენზიატს ეკრძალება მოსთხოვოს ახალი მომხმარებელს მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. ახალი მომხმარებელი არ არის ვალდებული განაწილების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია, განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა.

12. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პროცესში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული პირის საკონტაქტო მონაცემები განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს, ამ წესების 19​​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების დამტკიცების შესახებ შეტყობინებასთან ერთად.

13. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისა და ახალი მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.

14. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვებაამ წესების მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა.

15. იმ შემთხვევაში, როდესაც გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (მათ შორის სხვა პირის მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მიერთების წერტილს;

ბ) მიერთების წნევის საფეხურს;

გ) მისაერთებელ პიკურ სიმძლავრეს (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად).

16. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა პირის მეშვეობით), იგი ვალდებულია სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალიწინებული მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია არ შეასრულოს ქსელზე შეჭრის სამუშაოები და, შესაბამისად, ახლად შექმნილი ქსელი არ მიუერთოსგამანაწილებელ ქსელს.

16​1. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟოსამუშაოებს:

ა) მიერთების მსურველი ვალდებულია:

ა.ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ა.ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განაწილების ლიცენზიატის წერილობითი მითითებები;

ა.გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განაცხადითმიმართოს განაწილების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადისწარდგენამდეწინასწარ გადაიხადოს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძისმოწყობისა და შეჭრის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებელისთვის განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №4, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების თარიღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს, განაცხადით მოთხოვნილი აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.

17. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები.დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.

18. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის (განმცხადებლისთვის) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯთან.

18​1. ამ წესების მიზნებისათვის, დაუშვებელია დაბალი წნევის გამანაწილებელ ქსელზე 100 კუბ.მ/სთ მეტი მისაერთებელი სიმძლავრით ახალი მომხარებლის მიერთება.

19. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის გაზიფიცირება, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოსგანაწილების ლიცენზიატმა. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა მიერთების მსურველის მიერ მითითებულ მშენებლობის პერიოდში.

20. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართით №4, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

21. (ამოღებულია - 27.06.19 №13).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 ივნისის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №8 - ვებგევრდი, 13.07.2012 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.11.2014 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 25.11.2020 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.

    მუხლი 19​1. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა

1. საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ პირმა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს. განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და ამ წესების პირობების დაცვით გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად ან ალტერნატიულ ნომერზე და ელექტრონულ მისამართზე – განაცხადის რეგისტრაციის ნომრის და თარიღის მითითებით, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაზმომარაგების დაწყებისთვის აუცილებელია, მომხმარებლის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენა (გარდა ამ წესების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამასთან,  თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების მე-19 და 19​​​1 მუხლების საფუძველზე და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს ხარვეზის დადგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

1​​1. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის 5​​1 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღიდან 10 სამუშაო დღეში. 

2.  განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი განცხადების დამტკიცების ან ხარვეზის შესახებ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თუ 10 სამუშაო დღეში მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-19 და 19​​1 მუხლით გათვალისწინებული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთება არ არის მოთხოვნილი კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის განაცხადით.

2​1. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით ასევე უნდა ეცნობოს ინფორმაცია:

ა) მიერთების დასრულებისას გაზმომარაგების დაწყებისთვის, მომხმარებლის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის განაწილების ლიცენზიატისთვის წარდგენის აუცილებლობის შესახებ;

ბ) განაცხადის შესრულების ბოლო ვადის და ვადის გადაცილების შემთხვევაში, კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულების შესახებ.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად, თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განაცხადის ხელახლა წარდგენისას.

3​1. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში ხარვეზის დადგენის საფუძველი შეიძლება ასევე იყოს:

ა)  ქსელზე ერთი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში მიერთებისთვის ასაშენებელი ქსელის, მათ შორის, მრიცხველის განთავსება არ არის უსაფრთხო, რადგანაც არ არსებობს მისაერთებელ ობიექტთან ან მის მიმდებარედ მუდმივი განთავსების შენობა-ნაგებობა (რომლის სიახლოვესაც ქსელი, მათ შორის, მრიცხველი შესაძლოა განთავსდეს) და ამასთანავე მისაერთებელი ობიექტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა ან არ მიმდინარეობს;

ბ) მოთხოვნილ მიერთებაზე შეუძლებელია სისტემის ოპერატორის მიერ ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად გადაცემა – ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება შესაძლებელია განხორციელდეს განაცხადის ხელახლა წარდგენის საფუძველზე, ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის გარეშე.

4. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიანიჭოს მიერთების მსურველს აბონენტის ნომერი და აცნობოს მას განაცხადის დამტკიცებისა და აბონენტის ნომრის შესახებ, ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). თუ 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, მიერთების მსურველი უფლებამოსილიამოითხოვოს აბონენტის ნომრის მინიჭება, ხოლო განაწილების ლიცენზიატივალდებულია დაუყოვნებლივ მიანიჭოს აბონენტის ნომერი და აცნობოს მიერთების მსურველს.

4​1. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესი არ არის დამოკიდებული მომხმარებლის შიდა ქსელის მოწყობის პირობასთან ან ამ პირობის შეცვლასთან. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განახორციელოს შეუფერხებლად, მიუხედავად იმისა, მომხმარებელი დამატებით მოითხოვს თუ არა შიდა ქსელის მოწყობას ან უარს იტყვის მის მოწყობაზე (მათ შორის, მოხმარების ერთი ან მეტი წერტილის მოწყობაზე), ან ხელს უშლის შიდა ქსელის სამუშაოების შესრულებას რაიმე ფორმით. 

5. (ამოღებულია - 26.12.19 №45).

5​​1. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას:

ა) მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაწილების ლიცენზიატს მიმართოს ერთობლივი განაცხადით და ამ განაცხადის წარდგენამდე, წინასწარ სრულად  გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური;

ბ) წესების მე-19 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების შესახებ მოთხოვნა შესაძლებელია განხილულ იქნეს, მხოლოდ განაწილების ლიცენზიატისთვის მშენებლობის „ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასურის“ განმცხადებლების მიერ სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში. 

6. 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 17 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 17 თვეზე თანაბარწილად.  მათ შორის პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 16 თვის განმავლობაში.

6​1. მიერთების მსურველი თავისუფლდება მიერთების საფასურის წინასწარ გადახდის ვალდებულებისგან, თუ ამ საფასურის გადახდის ვალდებულებას წერილობით იკისრებს ადმინისტრაციული ორგანო. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს დაადგინოს განაცხადზე ხარვეზი, მიერთების საფასურის წინასწარ გადაუხდელობის საფუძვლით. 

7. განაცხადის დამტკიცება განაწილების ლიცენზიატს აკისრებს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად; უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით), ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.

8. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდი განსაზღვრულია №3 დანართში. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს პერიოდს განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე. ამასთან:

ა) მომარაგების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების დრო (2 საათიანი ინტერვალით).

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე, მისი შიდა ქსელი არ არის მზად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის ან/და შიდა ქსელის მოწყობა ვერ ხდება მომხმარებლის მიზეზით განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დალუქოს იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში (ასეთ შემთხვევაში გაზით მომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი).  განაწილების ლიცენზიატმა მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის და მომარაგების დაწყებისათვის საჭირო პროცედურის შესახებ (მათ შორის, შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ - ასეთი დოკუმენტის მიუწოდებლობის შემთხვევაში), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით;

გ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგება დაიწყება ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნისა და შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, შიდა ქსელზე მინიმუმ ერთი გაზდანადგარის დაერთებით) წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე), ხოლო, თუ მომხმარებელმა ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების მოთხოვნით განაწილების ლიცენზიატს მიმართა მიერთების დასრულებიდან 6 თვის შემდეგ - ობიექტზე გაზმომარაგება უნდა დაიწყოს 10 სამუშაო დღის ვადაში. განაწილების ლიცენზიატმა მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით უნდა აცნობოს  ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ, აღნიშნული ფაქტის დადგომისთანავე; 

დ) თუ მომხმარებლის შიდა ქსელი მზად არის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისთვის - განაწილების ლიცენზიატმა მომხმარებლის შიდა ქსელი უნდა მიუერთოს გამანაწილებელ ქსელს, დაიწყოს მომხმარებლის გაზმომარაგება და ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ, აღნიშნული ფაქტის დადგომისთანავე.

8​​1. ამ წესების მე-19 მუხლის მე- 9 პუნქტის შესაბამისად შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობის სამუშაოების შესრულების მიზნით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია,  მიერთების პერიოდში, არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც, განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ობიექტზე მისვლის და სამუშაოების შესრულების დრო (2 საათიანი ინტერვალით). მიერთების სამუშაოები არ ჩაითვლება დასრულებულად, თუ განაწილების ლიცენზიატის მიზეზით არ მოხდება შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა. 

9. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების ან ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის დადგომის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს (მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

9​1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას; ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს; მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით);

ბ) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიაში გაგზავნასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);

გ) კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.

9​​2. ამ მუხლის 9​​1 პუნქტით განსაზღვრული წესით განაწილების ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), წერილობით აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.

10. (ამოღებულია - 27.06.19 №13).

11.  ახალი მომხმარებლის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის“ ან „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და განაწილების ლიცენზიატთან მიერთების საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-10 მუხლის შესაბამისად. ამასთან, თუ მიერთების საფასურის განწილვადებით გადახდაზე შეთანხმებით გათვალისწინებულ თვიურ გადასახდელს სამჯერ არ გადაიხდის სრულად ან/და დროულად, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს შეწყვიტოს განწილვადების ხელშეკრულება და მოითხოვოს დარჩენილი თანხის სრულად გადახდა ამ წესების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში,  განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გადასახდელის ორჯერ გადაუხდელობის, ან/და ვადაგადაცილებით გადახდის დაფიქსირების შემდეგ, მომხმარებელს გაუგზავნოს წინასწარი შეტყობინება გადახდის პირობის მესამედ დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. წინასწარი შეტყობინების გაგზავნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განაწილების ლიცენზიატს.

12. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების მსურველს ტექსტური შეტყობინება უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მიერთების მსურველის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე; ამ წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების გაგზავნა დასტურდება, შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მიერთების მსურველს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან. მიერთების მსურველს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე განაწილების ლიცენზიატისგან მოითხოვოს:

ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა- ცხელ ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;

ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა - წერილობითი ფორმით;

გ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება - ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 ივნისის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 28.12.2012 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 27.01.2014 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.11.2014 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29- ვებგვერდი, 24.12.2018 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024წ.

 

მუხლი 19​2. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება

1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კომისიის თანხმობით, გააუქმოს ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადი, მხოლოდ შემდეგ მოცემულ შემთხვევებში:

ა) თუ განაწილების ლიცენზიატის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოთხოვნილი მიერთების შესრულება აშკარად შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურად შესრულების შეუძლებლობიდან გამომდინარე;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება მიერთების განაცხადის გაუქმების შესახებ, განაწილების ლიცენზიატთან კვლავ შევიდა განაცხადი ამ ობიექტის ქსელზე მიერთების მოთხოვნით  და კვლავ არსებობს აღნიშნული განაცხადის გაუქმების საფუძველი ან გამომწვევი გარემოება. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება ძალაში შედის კომისიის თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე. აღნიშნული განაცხადის გაუქმება იწვევს ამ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის ბათილობას.

2. განაწილების ლიცენზიატმა შეიძლება მიმართოს კომისიას განაცხადის გაუქმების საფუძვლის შესწავლის მოთხოვნით, მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში  მოცემული გარემოების არსებობის შემთხვევაში. სისტემის ოპერატორმა აღნიშნულ განცხადებას თან უნდა დაურთოს სამუშაოების განხორციელებისა და მოთხოვნილი მიერთების განხორციელების მცდელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურად შესრულების შეუძლებლობის სათანადო დასაბუთებასთან ერთად. აღნიშნული განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე  უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს).

3. კომისია, განაწილების ლიცენზიატის განცხადებას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმების საფუძვლის შესწავლის მოთხოვნაზე, განიხილავს საჯარო სხდომაზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას განაცხადის გაუქმებაზე დათანხმების ან უარის შესახებ.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი მიერთების საფასური, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმებაზე კომისიის თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024წ.

    მუხლი 20. მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები მოცულობების გაზრდა

1. მომხმარებელი ვალდებულია, განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ და მიმართოს მას „საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე- განაცხადის რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით.

1​1. „საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-19 და 19​1 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

2. მომხმარებელი ვალდებულია „საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოსგანაცხადში ასახულიბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები მოცულობების გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდამომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე)სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

3.  განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.

4. თუ მომხმარებელი ბუნებრივი გაზის ფაქტობრივ მოხმარებას (სიმძლავრეს) გაზრდის მიერთების ტექნიკური პირობით (მიერთების განაცხადით) გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით, ისე რომ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი გამანაწილებელი ქსელის ან/და სხვა მოწყობილობების (მათ შორის, არსებული აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია) შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის საჭირო ქსელის მოწყობა-რეკონსტრუქცია (სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება). ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:

ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაღებად საჭიროა გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დანართი №3-ით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის გაზრდილ (მოთხოვნილ) მისაერთებელ სიმძლავრეს.

ბ) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაღებად საჭიროა მხოლოდ აღრიცხვის კვანძის (ასევე, საჭიროების შემთხვევაში, წნევის რეგულატორის) შეცვლა-რეკონსტუქცია, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დანართი №4-ით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის გაზრდილ (მოთხოვნილ) მისაერთებელ სიმძლავრეს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზის სისტემის მოწყობა (ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყება) იმ ვადაში, რაც გათვალისწინებულიადანართით №3 და დანართით №4.

6. (ამოღებულია - 27.06.19 №13).

6​1.  თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი წნევის საფეხური ან სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-19 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება, ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართით №4, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

6​2. გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდად არ განიხილება ამ ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრის 10%-ის ფარგლებში გადაცილება, თუგანაწილების ლიცენზიატის მიერ, მინიმალური მოხმარების აღრიცხვის მიზნითმოწყობილ იქნადამატებითიმრიცხველი.

7. ბუნებრივი გაზის მოხმარების სიმძლავრის (მოცულობის) გაზრდა დასტურდება იმავე წესით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრისა და ბუნებრივი გაზის დასაშვები მოცულობის განსაზღვრა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.11.2014 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024წ.

    მუხლი 21. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური

1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ან  მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მოხმარების აღდგენისათვის დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება, გამოყენებული მეთოდის ხარჯისა და სირთულის მიხედვით. 

2. საცალო მომხმარებლის მიერ გადახდილი ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება განაწილების ლიცენზიატისთვის წარმოადგენს განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებულ დამატებით შემოსავალს, რომელიც გათვალისწინებულ იქნება გამანაწილებელ ქსელზე ტარიფების გაანგარიშებისას.

3. ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა გარემოების გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.

    მუხლი 22. საცალო მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმება და ზედამხედველობა

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების ან მოწყობილობების გამართულობა, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმებით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად). აღნიშნული შემოწმება მიზნად ისახავს ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენასა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე საცალო მომხმარებელთა წერილობით ინფორმირებას.

2. განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლების გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის გამართულობისა და გაზდანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება უნდა განხორციელდეს გეგმურად, შესაბამისი მომხმარებელთა ჯგუფის შემოწმების სავარაუდო პერიოდზე 3 თვით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ზემოაღნიშნული შემოწმების გეგმა განსაზღვროს ყოველწლიურად (ყოველი კალენდარული წლის პირველ მარტამდე) და უზრუნველყოს მისი საჯაროობა ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

3. გამონაკლის შემთხვევაში (შესაბამისი საფუძვლის, მათ შორის, საცალო მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) შესაძლებელია განხორციელდეს საცალო მომხმარებლის არაგეგმური შემოწმებაც, რისთვისაც საჭიროა განაწილების ლიცენზიატის ხელმძღვანელი პირის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: პირი (ან პირთა ჯგუფი), ვინც უნდა განახორციელოს არაგეგმური შემოწმება; მომხმარებლის სახელი, გვარი და მისამართი; აბონენტის ნომერი; გარემოება, რის გამოც უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის არაგეგმური შემოწმება. აღნიშნული აქტი მომხმარებელს უნდა წარედგინოს შემოწმებისას. არაგეგმური შემოწმებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განახორციელოს ამ წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოქმედებები.

4. განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი, შემმოწმებელი (ან შემმოწმებელთა ჯგუფი), ვალდებულია წერილობით განუმარტოს საცალო მომხმარებელს დარღვევის არსი, შესაძლო შედეგები, ხარვეზის გამოსწორების შესაძლო ვარიანტები (მათ შორის, თუ რა ტიპის ხელსაწყოთია შესაძლებელი გაუმართავი ხელსაწყოს ჩანაცვლება) და საცალო მომხმარებელთან ურთიერთშეთანხმებით განსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს). შემოწმებისას უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელშიც მოცემული იქნება შემოწმების შედეგები და ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.

5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ქსელიდან ჩახსნას ის დანადგარი ან ხელსაწყო, რომლის ექსპლუატაციაც არ აკმაყოფილებს ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ტექნიკური რეგლამენტის ან/და უსაფრთხოების ნორმებს. ამასთან, თუ შეუძლებელია აღნიშნული დანადგარის, ხელსაწყოს ან გაუმართავი ქსელის სისტემიდან (ან ქსელიდან) ჩახსნა და, დარღვევის სიმძიმიდან (უსაფრთხოებიდან) გამომდინარე, აშკარაა, რომ საცალო მომხმარებელს არ შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (ბუნებრივი გაზის მიწოდების პირობით), მაშინ განაწილების ლიცენზიატს ხარვეზის გამოსწორებამდე უფლება აქვს შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია საცალო მომხმარებელს მოეთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთების ღირებულების გადახდა ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის.

6. საცალო მომხმარებელი ვალდებულია გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზი ან მოხსნას შესაბამისი ხელსაწყო ან დანადგარი შემოწმების აქტით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შემოწმების აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ ხელმეორედ შეამოწმოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელი, გაზდანადგარები, ხელსაწყოები და მათი ქსელთან მიერთება.

7. შემოწმების აქტში მოცემული ხარვეზის ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება გამოვლენილი დარღვევის გამოსწორებამდე.

8. ამ მუხლში მოცემულ გაზმომარაგების სისტემაში, მათ შორის, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელში, ხელსაწყოებში ან/და დანადგარებში, არ იგულისხმება აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, მრიცხველი), ასევე, მისი შეცვლა ან შეკეთება. თუ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევის გამოსწორებისათვის საჭიროა აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველის) მოხსნა ან/და ბრჯენების ხელმეორედ დაყენება, დაუშვებელია მომხმარებელს მოეთხოვოს ამ მოქმედების განხორციელებისთვის რაიმე სახის საფასურის ან თანხის გადახდა.

9. ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების თვითნებური აღდგენა განიხი-ლება ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

თავი III

სახელშეკრულებო ურთიერთობები

    მუხლი 23. ხელშეკრულების თავისუფლება და პირობების შეცვლა

1. მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ წინასწარ საჯაროდ გამოცხადებული (შეთავაზებული) ტიპური ხელშეკრულების პირობებითა და ფასით (მათ შორის, კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით - ამ წესების დანართი №1 დამტკიცებული სტანდარტული პირობით შესყიდვის შემთხვევაში).

2. მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს შესთავაზოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება საჯაროდ გამოცხადებული სხვადასხვა ტიპური ხელშეკრულების პირობებითა და ფასით. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპიური ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებას უნდა მიენიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და მისი საჯაროდ გამოცხადების თარიღი (გაფორმების შემთხვევაში, მიმწოდებლის ჟურნალში ხელშეკრულების რეგისტრაციის თარიღი და ნომერი);

ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგების ვალდებულებას, მისი მოქმედების პერიოდს, ხელშეკრულების გაგრძელებისა და შეწყვეტის პირობებს, ასევე, გონივრულ ვადას ამ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებასთან მისადაგების ან უარყოფის შესახებ.

გ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებსა და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. მასში მოცემული უნდა იყოს დებულება ხელშეკრულების ამ წესებთან შესაბამისობისა და ამ წესების ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში უპირატესი მოქმედების (უპირატესი იურიდიული ძალის) შესახებ;

დ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული მომსახურების პირობები არ უნდა შეიცვალოს და მასში ასახული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასი არ უნდა გაიზარდოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მისი საჯაროდ გამოცხადებიდან (შეთავაზებიდან) არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში;

ე) საჯაროდ გამოცხადებულ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული პირობის ან ფასის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნული წარმოადგენს ახალ ტიპურ ხელშეკრულებას და საჭიროებს ახალი საიდენტიფიკაციო ნომრისა და გამოცხადების თარიღის მინიჭებას, ასევე ყველა იმ პროცედურის განხორციელებას, როგორც ზოგადად ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების საჯაროდ გამოცხადების შემთხვევაში.

3. მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკებისა და მასთან შეთანხმების გზით შეცვალოს მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები (ამ წესებით დაშვებულ ფარგლებში), ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე. აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის საფუძველი და არც ამ მომხმარებლის დუმილი ჩაითვლება აქცეპტად (თანხმობად).

4. მიმწოდებელს ასევე უფლება აქვს მიმართოს წინადადებით პირთა განუსაზღვრელ წრეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ან ამ ურთიერთობაში ცვლილების შეთავაზებით (აღნიშნული განცხადება წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე). საცალო მომხმარებლს უფლება აქვს თანხმობა განაცხადოს ამ შეთავაზებაზე და მოითხოვოს მიმწოდებლისაგან შეთავაზების პირობების შესაბამისი წერილობითი ფორმით შეთანხმება ან/და ხელშეკრულების გაფორმება.

5. მიმწოდებელს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან ხელშეკრულების გაფორმების ან მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მოითხოვოს მომხმარებლისგან ხელშეკრულებაში მის მიერ საჯაროდ შეთავაზებულზე (გამოცხადებულზე) მეტი ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრა.

5​​1. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საცალო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებისადმი მისადაგების მოთხოვნას წინ უნდა უსწრებდეს ამ ინფორმაციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება. 

6. ამ წესებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქნილობისა და მისი შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მიზნით მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრის პირობებსა და მეთოდებზე.

7. შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების პირობების მისადაგების მიზნით მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს (ხელშეკრულებით შეთანხმების შემთხვევაში) უფლება აქვთ ანგარიშსწორება მოახდინონ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღესა და ყოველი საანგარიშო თვის ბოლო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დაფიქსირებულ კურსთა შორის სხვაობით მიღებული კოეფიციენტის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში:

ა) კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს (გავრცელდეს) მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასს გამოკლებული ტრანსპორტირებისა და შესაბამისი განაწილების ან გატარების ტარიფების ჯამით მიღებულ სიდიდეზე (ამასთან, ამ ურთიერთობაზე ზღვრული სამომხმარებლო ტარიფის არსებობის შემთხვევაში, კორექტირებით მიღებული სიდიდე (ეროვნულ ვალუტაში) არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფს);

ბ) ხელშეკრულებით უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასში ტრანსპორტირებისა და შესაბამისი განაწილების ან გატარების მომსახურების წილის გამოყოფა (დაფიქსირება).

8. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გარემოებები აშკარად შეიცვალა (მათ შორის, თუ შეიცვალა მიმწოდებლისთვის შესასყიდი ბუნებრივი გაზის საფასური), მაშინ მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს საცალო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს შეცვლილი გარემოებების შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა ხელშეკრულებაში მოცემული პირობის შესაბამისად (რომელიც არ უნდა იყოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 2 თვეზე, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 1 თვეზე ნაკლები). ასეთ შემთხვევაში:

ა) მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე და განსაზღვრულ ვადაში აცნობოს მიმწოდებელს პირობების მიუღებლობის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმწოდებელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ);

ბ) მომხმარებელს უფლება აქვს განსაზღვრულ ვადაში აცნობოს მიმწოდებელს თანხმობა სახელშეკრულებო ურთიერთობების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების შესახებ;

გ) მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისგან განსაზღვრულ ვადაში შეტყობინებისგან ან სხვა ხელშეკრულების გაფორმებისგან თავის შეკავების შემთხვევაში ივარაუდება შეთავაზებულ პირობაზე თანხმობა.

9. თუ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება ან შეცვლილი გარემოებების განსაზღვრა და მათთან მისადაგება ხდება მიმწოდებლის მიერ, მაშინ საეჭვობისას ივარაუდება, რომ შეცვლილი გარემოებების განსაზღვრა უნდა მოხდეს (მომხდარიყო) სამართლიანობის საფუძველზე. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს შეცვლილ პირობებზე ან/და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მიმწოდებლის განმარტება და ამ განმარტებაზე შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიწოდებული.

10. დაუშვებელია მომხმარებლის იძულება მოხმარებული ბუნებრივი გაზის შეცვლილი საფასურის გადახდაზე, ასევე, სხვა პირობის შესრულებაზე, თუ აღნიშნული გარემოების შესახებ მომხმარებელი წინასწარ არ იყო ინფორმირებული და წინასწარ არ განესაზღვრა გონივრული ვადა აღნიშნული პირობის მიღების ან უარყოფის შესახებ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 8 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 13.06.2011 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

    მუხლი 24. იძულება

თუ მიმწოდებელი ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დარღვევით (მომხმარებლის წინასწარ შეტყობინებისა და მისთვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე) შეცვლის მომსახურების პირობას (მათ შორის, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასს), მომხმარებელს უფლება აქვს, შეცვლილი პირობების (გარემოების) გამოაშკარავებიდან 2 თვის განმავლობაში უარი განაცხადოს ამ პირობების მიღებაზე, გააფორმოს ახალი ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან და წერილობით აცნობოს მიმწოდებელს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ასეთ შემთხვევაში არანაკლებ 2-თვიან პერიოდზე, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა (მათ შორის, საბოლოო ანგარიშსწორება) უნდა განხორციელდეს შეცვლილ გარემოებამდე არსებული, ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით.

    მუხლი 25. პირგასამტეხლო

1. დადგენილ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით მიმწოდებელსა და მომხმარებელს შეუძლიათ დამატებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. ამასთან, ბათილია შეთანხმება, რომელიც მხარეებს აკისრებს აშკარად არათანაბარ და ურთიერთშეუსაბამო ვალდებულებებს.

2. პირგასამტეხლოზე დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების მხარეებს უნდა აკისრებდეს ორმხრივ ვალდებულებას.

3. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას პირგასამტეხლოს დაკისრება შესაძლებელია განხორციელდეს დარღვევის (გადაცდომის) შესახებ ხელშეკრულების მეორე მხარისთვის შეტყობინებიდან (მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული შეტყობინება მომხმარებელს მიაწოდოს წერილობითი ფორმით).

4. მხარეებს შორის დავალიანების გადახდაზე შეთანხმებით წყდება პირგასამტეხლოს დაკისრება, თუ ხელშეკრულებით მხარეები სხვა პირობას არ გაითვალისწინებენ.

5. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს უფლება არა აქვს გააფორმოს პირგასამტეხლოზე შეთანხმება საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან.

თავი IV

ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა

    მუხლი 26. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაზე კონკურენტული გარემო. შესაბამისად, იგი პასუხისმგებელია სხვადასხვა მიმწოდებლებისათვის საცალო მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნასა და უზრუნველყოფაზე.

2. დაუშვებელია ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება და შესაბამის მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად.

4. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის გაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის, სხვა სუბიექტის ბაზრიდან გაძევების ან/და ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით და სხვა არამართლზომიერი და კანონსაწინაარმდეგო ქმედებები.

    მუხლი 27. განსაკუთრებული მოთხოვნები და პირობები

1. ამ მუხლში მოცემული ნორმები ვრცელდება მხოლოდ იმ განაწილების ლიცენზიატზე, რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას.

2. განაწილების ლიცენზიატს მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობისას უფლება არა აქვს მოახდინოს საცალო მომხმარებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით მომსახურების პირობების ცვლილება (მათ შორის, ურთიერთშეთანხმებული ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილება). შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, ვალდებულია საცალო მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ კომისიის მიერ წინასწარ დამტკიცებული პირობებით (ამ თავში განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით).

3. თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული საცალო მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტ მომარაგებაზე, რაც გულისხმობს მის ვალდებულებას მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მომხმარებლების საუკეთესო პირობებით ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის.

4. თუ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს წესები ან/და აღნიშნული კანონის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტი უშვებს მიმწოდებელსა და ამა თუ იმ სახის (კატეგორიის) მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასურის სახელშეკრულებო პირობებით განსაზღვრას, და თუ ამ ურთიერთობებზე არ დგინდება სამომხმარებლო ტარიფები, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობისას ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა ან შემცირება (მათ შორის, შეცვლილ გარემოებასთან მისადაგების მიზნით) განახორციელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოცხადების შემდეგ (ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოცხადებას წინ უნდა უსწრებდეს ამ ინფორმაციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება).

5. ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელმა ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა შეიძლება განახორციელოს საცალო მომხმარებელთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით შეტყობინებიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 2 თვის, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 1 თვის შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოაშკარავებიდან არანაკლებ 2 თვის განმავლობაში, საცალო მომხმარებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საფასურის გაზრდამდე არსებული ფასით.

5​​1. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადები და პროცედურები არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილ ტარიფებთან მიმართებაში. 

6. მომხმარებლის მიერ შეცვლილი გარემოებების ან პირობების მიღების (დათანხმების) მიზნით დაუშვებელია მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შეწყვეტით დამუქრება, ან/და სხვა ქმედებით მომხმარებლის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და აფიქრებინოს, რომ ამ მოთხოვნის მიუღებლობით მას ან მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ასეთი მოქმედების შედეგად მომხმარებლის თანხმობის მიუხედავად, თუ დადასტურდება ამ პუნქტით განსაზღვრული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს გადაანგარიშება და მომხმარებელს ზიანის კომპენსაციასთან ერთად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - შეცვლილ გარემოებამდე არსებული, ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით (მიუხედავად იმისა, წარმოებდა თუ არა მხარეებს შორის მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე სხვა საფასურით ანგარიშსწორება).

7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გადაანგარიშება უნდა მოხდეს ყველა იმ მომხმარებელთან მიმართებაში, რომელთა მიმართ განხორციელდა აღნიშნული პირობებისა და პროცედურების დარღვევა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

თავი V

მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

    მუხლი 28. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება

1. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ბუნებრივი გაზით მომარაგება განახორციელოს მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად და დაუყოვნებლივ შეასრულოს მიმწოდებლის მოთხოვნა შესაბამისი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების ან მომარაგების შეწყვეტის შესახებ.

1​​1.  მიმწოდებლის მოთხოვნა მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის შესახებ უნდა მოხდეს ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით. პროცედურების დარღვევით გაკეთებული მოთხოვნის შესრულება დაუშვებელია. განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნის დახარვეზვების შემთხვევაში იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს არგუმენტირებული პასუხი მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება განაწილების ლიცენზიატს და ის ვალდებულია დაასაბუთოს დახარვეზების მიზეზები.

2. მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს გაუგზავნოს მის განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინება ამა თუ იმ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მოთხოვნამდე ან მიაწოდოს აღნიშნული შეტყობინება ბუნებრივი გაზით მომარაგების მოთხოვნასთან ერთად.

3. განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტებს;

ბ) განაწილების ლიცენზიანტის მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის) სახელს, მისამართს და საბანკო რეკვიზიტებს;

გ) ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების დაწყების სავარაუდო თარიღსა და ინფორმაციას საპროგნოზო მოცულობების შესახებ;

დ) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელში ბუნებრივი გაზის მიწოდების პუნქტის ადგილმდებარეობასა და დასახელებას;

ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებას ან ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელში მიწოდების სხვა წყაროებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში მოცემული მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებლებთან გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საცალო მომხმარებლის (მომხმარებლების) ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებზე.

5.  განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობებით ბუნებრივი გაზით საცალო მომხმარებლის მომარაგების მზადყოფნის შესახებ. საცალო მომხმარებლის მომარაგების მზადყოფნის დადასტურება არ გულისხმობს კონკრეტული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებას და აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წესების 29-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

6. ამ მუხლის შესაბამისად, განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შევსებული შეტყობინების განაწილების ლიცენზიანტთან წარდგენის შემდეგ, ბუნებრივი გაზის გატარების შესახებ ინდივიდუალურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის შეუთანხმებლობის მიუხედავად, შეტყობინების შეტანიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია განაცხადში მოცემული პირობებისა და მიმწოდებლის მიერ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მითითების საფუძველზე უპირობოდ განახორციელოს ამ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურები და იმოქმედოს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

7.  განაწილების ლიცენზიანტს უფლება არ აქვს უარი უთხრას მიმწოდებელს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია მის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის ან/და ამ მიმწოდებლის საცალო მომხმარებლის ფაქტობრივი მოხმარების შევსებისათვის გაწეული ხარჯების  გადაუხდელობით.

8. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია სხვა პირის მიერ მისი განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, კომისიას წერილობით მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;

ბ) განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტები;

გ) შეტყობინებაში მოცემული ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების დაწყების სავარაუდო თარიღისა და საპროგნოზო მოცულობების შესახებ;

დ) განაწილების ლიცენზიატის მიერ შეტყობინების საპასუხოდ გაგზავნილი წერილის მოკლე შინაარსი (მის მიერ ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მომარაგების მზადყოფნის ან უარის შესახებ), ასევე, ამ წერილის გაგზავნის თარიღი და ნომერი.

9. განაწილების ლიცენზიანტს ბუნებრივი გაზის განაწილების ან გატარების საფასური უნდა აუნაზღაურდეს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად განაწილებული ან გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

    მუხლი 29. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება

1. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება საჭიროებს იმ განაწილების ლიცენზიანტისათვის მიწოდებას, რომლის მეშვეობითაც ხდება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის გატარება, განაწილება, ან/და ფაქტობრივი მოხმარების შევსება.

2. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებულ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად მიმწოდებელმა შესაბამის განაწილების ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საცალო მომხმარებლის დასახელება, მისამართი და იმ აბონენტის ნომერი, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგება;

ბ) მომხმარებლისათვის მოთხოვნილი წნევა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში შესაძლებელია ასევე მოთხოვნილ იქნეს ბუნებრივი გაზის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა-გრაფიკი;

გ) საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

დ) მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მოხმარების (მომარაგების) დაბალანსების უზრუნველყოფის პირობები (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულების ასლი).

3. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ბუნებრივი გაზის ნასყიდობის კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად ბუნებრივი გაზის გატარებაზე და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურებაზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია საცალო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისგან ბუნებრივი გაზის შესყიდვის დაწყების ამ წესებთან აშკარად შეუსაბამო ვადები;

ბ) არ არის განსაზღვრული საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების დაბალანსების უზრუნველყოფის პირობები.

3​​1. განაწილების ლიცენზიატის მიერ, მიმწოდებლისაგან მიღებული ინფორმაციით თუ დგინდება, რომ საცალო მომხმარებელი მარაგდება სხვა მიმწოდებლის მიერ (მომსახურება არ არის შეწყვეტილი ამ წესების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის პროცედურების თანახმად), განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს აღნიშნულის თაობაზე და უარი უთხრას მიმწოდებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამ პროცედურების დაცვა არ არის სავალდებულო, თუ მიმწოდებლისაგან მიღებულ მოთხოვნას თან ახლავს საცალო მომხმარებლის თანხმობა მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტაზე ან მიმწოდებლებსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ამ წესების 29-ე მუხლის, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი არსებულ მიმწოდებელთან ამ კონკრეტული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების (მომსახურების) შეწყვეტისა და ახალი მიმწოდებლ(ებ)ისაგან ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების ზუსტ თარიღს განსაზღვრავს ამ წესების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით. ხელშეკრულების შეწყვეტისას მოქმედებს ამ წესებით დადგენილი მოთხოვნები.

4.  განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი ამ წესების პირობების გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ხელშეკრულების მიღებიდან 40 კალენდარულ დღეს (თუ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების უფრო გვიანი ვადა არ არის გათვალისწინებული). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მხარეებს ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი მისი განსაზღვრისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

    მუხლი 30. მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

1. ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ინდივიდუალური აღრიცხვა (საანგარიშსწორებო მრიცხველის ჩვენების აღება), ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ინფორმაციის განაწილების ლიცენზიანტისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება (ანალიზისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის ვადის განსაზღვრით); ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ მიღებული ფინანსური და ტექნიკური ინფორმაციის ანალიზის შემდეგ განახორციელოს საცალო მომხმარებელზე თანხის დარიცხვა (მიწოდებისა და განაწილების (ან გატარების) მომსახურების წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით), ქვითრის გამოწერა (დაბეჭდვა) და ამ ქვითრის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდება. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიმწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის სათანადოდ შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, განახორციელოს მიმწოდებლისათვის ფაქტობრივად გაწეული განაწილების (ან გატარების) მომსახურების ღირებულების დარიცხვა, გამოწეროს ანგარიშფაქტურა და განსაზღვრულ ვადაში (რომელიც არ უნდა იყოს 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები) წარუდგინოს იგი მიმწოდებელს. ამასთან, მიმწოდებლისთვის წარდგენილ ანგარიშფაქტურას თან უნდა ახლდეს დადასტურებული მონაცემები განაწილების ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსა და ღირებულების შესახებ თითოეული მომხმარებლის მიხედვით (განცალკევებულად) და ჯამურად.

2. მიმწოდებელი (განაწილების ლიცენზიატის ინტერესების გათვალისწინებით) ვალდებულია გააფორმოს ბანკთან ისეთი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საცალო მომხმარებლის მიერ (ქვითარზე მოცემულ ანგარიშზე) გადახდილი თანხა გადაირიცხება მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ანგარიშებზე ერთდროულად, ქვითარში აღნიშნული წილობრივი მაჩვენებლის მიხედვით. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სხვა წესზეც.

3. საცალო მომხმარებლის მიერ ქვითარში მითითებული ვადის გადაცილებიდან 5 დღის განმავლობაში თანხის გადაუხდელობისას განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებლისათვის გატარების მომსახურების დავალიანების გადახდის გონივრულ ვადის განსაზღვრისა და ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, უფლება აქვს შესაბამის მიმწოდებელს ასევე მოსთხოვოს საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ გადაიხდის შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის გატარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ან ვერ წარადგენს განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მხარეთა შეტყობინების შემდეგ არ დაუშვას მის გამანაწილებელ ქსელში მიმწოდებელი აღნიშნული პირობების დაკმაყოფილებამდე.

5. ამ წესებით განსაზღვრული მიმწოდებლის ქსელში არდაშვების ნორმები (მათ შორის, მიმწოდებლისგან საბანკო გარანტიის მოთხოვნის ნორმები მომდევნო საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის ან/და გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად) არ მოქმედებს იმ შემთხვევებში, თუ განაწილების ლიცენზიატს გააჩნია მიმწოდებლის მიმართ ფინანსური დავალიანება და მიმწოდებლის მიერ განაწილების ლიცენზიატისთვის თანხა არ იქნა გადახდილი თავისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. შესაბამისად, მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებლისგან ამოღებული თანხით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა (საცალო მომხმარებლის მიერ გადახდილი განაწილების ლიცენზიატისთვის განკუთვნილი წილიდან).

6. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავებისა და შესწავლის საფუძველზე; აღნიშნულ ერთიან ბაზაში მოცემული უნდა იყოს სრული ინფორმაცია განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელი ქსელში ბუნებრივი გაზის მიღების, განაწილების, გატარების და მოხმარების მოცულობების შესახებ, ასევე საცალო მომხმარებლების აბონენტის ნომრების, მათი მისამართებისა და მოხმარების შესახებ დეტალური ინფორმაცია. ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზა ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მისი გამოყენება შესაძლებელი უნდა გახდეს მათთვის, ვინც ახორციელებს ან სურს განახორციელოს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

    მუხლი 31. მიმწოდებელის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება

1. მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების მიმწოდებლის მიერ ანაზღაურებაზე.

2. მიმწოდებელი, საცალო მომხმარებლის (ან მომხმარებლების) მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატისთვის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს აუნაზღაუროს განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის გაწეული ხარჯები ამ წესების შესაბამისად.

3. თუ ბუნებრივი გაზის მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, ანგარიშსწორება მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ადგილი აქვს განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ბუნებრივი გაზის მოხმარებას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მიმწოდებლისგან მოითხოვოს როგორც მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე საცალო მომხმარებლის (ან მომხმარებლების) მიერ მოხმარებული მისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურება;

ბ) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ საცალო მომხმარებლის (ან მომხმარებლების) მიერ მოხმარებული (მიღებული) ბუნებრივი გაზი ნაკლებია განაწილების ლიცენზიანტის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებულ და საცალო მომხმარებლისათვის მისაწოდებელ ბუნებრივ გაზზე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიმწოდებელს გადაუხადოს საცალო მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასსა და გატარების მომსახურების ღირებულებას შორის სხვაობით მიღებული ფასით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ან გატარების ტარიფში გათვალისწინებული არ არის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგები, ზენორმატიული დანაკარგი შეივსება (ანაზღაურდება) განაწილების ლიცენზიანტის მიერ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ან გატარების ტარიფი ითვალისწინებს ნორმატიული დანაკარგის ანაზღაურებას, მაშინ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეავსოს მიწოდების პუნქტში მიღებული და გამანაწილებელ ქსელში, შესაბამისად, გატარებული ან განაწილებული ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

თავი VI

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი

    მუხლი 32. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები

1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და, შესაბამისად, ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს ბუნებრივი გაზის მოთხოვნილი წნევა და საპროგნოზო მოცულობები.

3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ბუნებრივი გაზით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება საკონტროლო და ინდივიდუალური მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.

4. განაწილების ლიცენზიატისთვის ბუნებრივი გაზის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო ნებისმიერი განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს.

5. თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ 3 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 40 კალენდარულ დღეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.

6. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში:

ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ბუნებრივი გაზის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები;

გ) მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან მუშა მდგომარეობაში მყოფი დანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.

7. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

თავი VII

ინფორმაციის საჯაროობა და ანგარიშგება

    მუხლი 33. ღია (საჯარო) ინფორმაცია

1. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადონ შემდეგი ინფორმაცია:

ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეებისა და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასის, მათ შორის, განაწილების, გატარებისა და სამომხმარებლო ტარიფების და მათთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;

გ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების შესახებ;

დ)  აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ;

ე) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ;

ვ) გამანაწილებელი ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შესახებ;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.

1​​1. თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული აბონენტის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტად რეგისტრირებული პირისათვის.

2. განაწილების ლიცენზიატი დამატებით ვალდებულია მომსახურების ცენტრებში ასევე ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მიმწოდებლების შესახებ, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მოხმარების სავარაუდო ფასისა და ამ მიმწოდებლების საკონტაქტო რეკვიზიტების მითითებით (მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე);

ბ) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), ბუნებრივი გაზით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ ჟურნალის ჩანაწერები;

გ) აკრედიტებული ლაბორატორიების ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის მითითებით;

დ)  საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციების (საწარმოების) ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართისა და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის და სხვა საშუალების ნომერის/მისამართის) მითითებით (აღნიშნული საწარმოების მოთხოვნის შესაბამისად);

ე) (ამოღებულია - 26.08.2016 №19)

ვ) საცალო მომხმარებელთა შემოწმების გეგმა-გრაფიკი (შესაბამის უბნებზე გეგმიური შემოწმების სავარაუდო ვადების მითითებით).

3. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსონ (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებგვერდზე) ისე, რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის  დადგენილება №8 - ვებგვერდი, 26.02.2020 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 25.11.2020 წ.

    მუხლი 34.ინფორმაციის გამოცხადება და განაწილების ლიცენზიატისვალდებულებები

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სხვა ღია ინფორმაციასთან ერთად ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე) განთავსება-გამოცხადება, ასევე, უზრუნველყოს მიმწოდებლებისათვის გამოყოფილ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებგვერდზე), მიმწოდებლების თავისუფალი მოქმედება და მათთვის სასურველი ინფორმაციის დაუბრკოლებლად განთავსება.

2. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, მიმწოდებლებისთვის (რომლებიც ახორციელებენ ან სურთ განახორციელონ მისი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა) ხელმისაწდომი გახადოს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, ამ პუნქტში მოცემული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდების მოთხოვნიდან ერთი კვირის განმავლობაში დააკმაყოფილოს მიმწოდებლის მოთხოვნა.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები, ასევე, ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

 

მუხლი 35. ინფორმაციის გამოცხადება და მიმწოდებლის ვალდებულებები

1. მიმწოდებელი ვალდებულია იქონიოს ოფიციალური ვებგვერდი და მოახდინოს მისი განახლება ამ წესებში მოცემული პირობების შესაბამისად.

2. მიმწოდებელი ვალდებულია ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს (გამოაცხადოს):

ა) საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობების, ასევე მისი ფასისა და თავისუფალი მოცულობების შესახებ ინფორმაცია (კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღისა და ნომრის მითითებით);

ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულებები მომსახურების სხვადასხვა პირობებისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასის მითითებით (მათ შორის, ამ წესების დანართი №1-ით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება“ და შეთავაზებული ბუნებრივი გაზის ფასის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღისა და ნომრის მითითებით).

3. საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობებს;

ბ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის შეთავაზებულ ფასს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით (ერთ კუბურ მეტრზე/ლარში). 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

 

მუხლი 36. ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნება

1. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, კომისიის მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით, საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია განათავსონ კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე საინფორმაციო საშუალებებში, წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი წლის სექტემბერში განაახლოს ბუნებრივი გაზის ფასზე შეთავაზება, მიუხედავად იმისა, ცვლის თუ არა კომისიის ვებგვერდზე განთავსებული შეთავაზების პირობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, კომისია უზრუნველყოფს, მის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმწოდებლების მიერ საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გამოქვეყნებას.

4. კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ წარმოადგენს მიმწოდებლის შეთავაზებას (ოფერტს) საცალო მომხმარებელთათვის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი №1-ით დამტკიცებული ფორმით დადებაზე.

5. თუ მიმწოდებლის მცდელობის მიუხედავად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ტექნიკური ან სხვა სახის შეფერხების გამო, რეალურ დროში არ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას. ხოლო, თუ აღნიშნული ხარვეზი არ აღმოიფხვრება კომისიის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთ სამუშაო დღეში, მიმწოდებელი უფლებამოსილია ინფორმაცია ბუნებრივი გაზის ფასის შესახებ გამოაცხადოს საჯაროდ, იგივე პროცედურების დაცვით, როგორც ამას ითვალისწინებს ეს წესები ტიპური ხელშეკრულების საჯაროდ გამოცხადებაზე (შეთავაზებაზე), ამ ინფორმაციის მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე და მომსახურების ცენტრებში განთავსებასთან დაკავშირებით. აღნიშნული არ ათავისუფლებს მიმწოდებელს, ხარვეზის აღმოფხვრისთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების ვალდებულებისაგან.

6. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია, ასევე გამოაქვეყნოს შესაბამის ბეჭდვით საინფორმაციო საშუალებით, რომელსაც შეარჩევს ინფორმაციის გავრცელებისა და ამ მომსახურების მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 21.07.2011 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

    მუხლი 37. ანგარიშგება

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განცალკევებულად აღრიცხოს:

ა) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებით მიღებული შემოსავალი;

ბ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით) ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (წნევის და მოცულობების) მიხედვით და ჯამურად. ასევე განცალკევებულად უნდა აღირიცხოს მიერთების შედეგად შექმნილი გამანაწილებელი ქსელი (მათ შორის, აღრიცხვის კვანძი და სხვა საშუალებები)დაშიდა ქსელი (მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან, ბუნებრივი გაზის მიღების წერტილის ჩათვლით ქსელი);

გ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გამოწვეული განაწილებული და გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ყოველი წლის 1 აპრილამდე ფინანსურ ანგარიშთან ერთად წარადგინოს კომისიაში ამ მუხლით მოთხოვნილი განცალკევებული ფინანსური და ტექნიკური ანგარიში, რაც დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული დასკვნით. ასევე, ყოველკვარტალურად კომისიას მიაწოდოს ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიოდის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული ჟურნალების ელექტრონული ფორმით წარმოებისას, ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი კომისიას უნდა მიაწოდოს ყოველი თვის ბოლომდე (მისი ელექტრონული ვერსია კომისიის მიერ შემუშავებული ფორმით, დამოწმებული შესაბამისი მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილი პირის მიერ).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 11.02.2014 წ.

თავი VIII

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 38. აღრიცხვიანობის მოწესრიგება

1. განაწილების ლიცენზიატს, საცალო მომხმარებელთა ინდივიდუალური აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, უფლება აქვს შეცვალოს ამა თუ იმ მომხმარებელთან დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველი სხვა გამართული მრიცხველით, მომხმარებლის მრიცხველის გაუმართაობის საფუძვლიანი ვარაუდის შემთხვევაში (აღნიშნულთან დაკავშირებით დგება აქტი, რომელშიც დამატებით უნდა მიეთითოს ეს მუხლი). განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მუხლის საფუძველზე მრიცხველის გამოცვლის შემთხვევაში, იგი ვალდებულია წერილობით დეტალურად განუმარტოს საცალო მომხმარებელს მისი და თავისი (მიმწოდებლის) ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ.

2. საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელს უფლება აქვს, მრიცხველის შეცვლიდან 2 კვირის განმავლობაში წერილობით მოითხოვოს მოხსნილი მრიცხველის შემოწმება, მისთვის მისაღებ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ (ამ წესებში მოცემული წესისა და პირობების შესაბამისად) – მრიცხველის გამართულობის შემთხვევაში დაიტოვოს ახალი მრიცხველი ან დაიბრუნოს ძველი მრიცხველი ყოველგვარი საფასურის დარიცხვის გარეშე;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი 2 კვირის განმავლობაში წერილობით არ მოითხოვს მოხსნილი მრიცხველის შემოწმებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესებში მოცემული პირობების შესაბამისად მომხმარებელს დაარიცხოს მასთან დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველის ღირებულება. ამასთან, განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს შეამოწმოს მოხსნილი მრიცხველის გამართულობა ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განსაზღვრისა თუ უკანონოდ მოხმარების გარემოების დადგენის მიზნით ან/და გადაიანგარიშოს ამ მომხმარებელზე დარიცხული საფასური რაიმე სახით, ან დაარიცხოს რაიმე სახის საფასური მრიცხველის შეცვლამდე არსებულ პერიოდზე.

3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაადგინოს ინდივიდუალური მრიცხველის გამართულობა და იმოქმედოს მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) მრიცხველის დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს შესაბამისი აქტი და მოითხოვოს მომხმარებლისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მათ შორის, დამონტაჟებული მრიცხველის ღირებულების ანაზღაურება);

ბ) მრიცხველის გამართულობის შემთხვევაში დატოვოს ახალი მრიცხველი ან დააბრუნოს ძველი მრიცხველი ყოველგვარი საფასურის დარიცხვის გარეშე.

4. ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის შემთხვევაში საცალო მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად კომისიამ შეიძლება მოითხოვოს განაწილების ლიცენზიანტის მეშვეობით, ამ მუხლის საფუძველზე მოხსნილი მრიცხველის შემოწმება საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ (ამ წესებში მოცემული წესისა და პირობების შესაბამისად), ხოლო მრიცხველის გამართულობის შემთხვევაში დაავალოს განაწილების ლიცენზიატს რომ დაუტოვოს ახალი მრიცხველი ან დაუბრუნოს ძველი მრიცხველი, ამ მომხმარებელზე ყოველგვარი საფასურის დარიცხვის გარეშე.

5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ამ მუხლის საფუძველზე მოხსნილი ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ 3 კალენდარული თვის განმავლობაში.

6. განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს იხელმძღვანელოს ამ მუხლში მოცემული დებულებებით, თუ საცალო მომხმარებელთან დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე აშკარად ადგილი აქვს მრიცხველის განზრახ დაზიანებას.

7. ამ მუხლის მოქმედება განაწილების ლიცენზიატებისათვის განისაზღვროს 2014 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 ნოემბრის დადგენილება№25-სსმ III, №153, 24.11.2010წ; მუხ.2181

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის8 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 13.12.2011 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 28.12.2012 წ.

    მუხლი 39. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური ბუნებრივი გაზის მრიცხველების გეგმური შემოწმების პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი ბუნებრივი გაზის მრიცხველის საპასპორტო მონაცემებით – ჩანაწერების მიხედვით.

2. თუ საცალო მომხმარებელი ფლობს გაზმარეგულირებელ ნაგებობას და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია გამომავალ მხარეს, აღრიცხვის კვანძის შემავალი მხარის მოწყობამდე ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს გაზმარეგულირებელი ნაგებობის გამომავალ მხარეს მოწყობილი აღრიცხვის კვანძის საშუალებით 2010 წლის 1 აპრილამდე. ასეთ შემთხვევაში, აღრიცხული ბუნებრივი გაზის რაოდენობას უნდა დაემატოს საცალო მომხმარებლის გაზმარეგულირებელი ნაგებობის დანაკარგები (საპროექტო დანაკარგები). ამასთან, განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან 2010 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ აღრიცხვის კვანძის გაზმარეგულირებელი ნაგებობის შემავალ მხარეს გადატანა ბუნებრივი გაზის ქსელის იმ მონაკვეთებზე, სადაც გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებლის მფლობელობაში იმყოფება გაზმარეგულირებელი ნაგებობა.

3. მიმწოდებლები ვალდებული არიან ამ წესების ამოქმედებიდან 3 თვეში დააკმაყოფილონ ამ წესების 33-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნები, იქონიონ ოფიციალური ვებგვერდი და უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის განთავსება და განახლება ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.

4. განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან, იმ საცალო მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველსაც გააჩნია მაკორექტირებელი ან ინდივიდუალურად დამონტაჟებული მრიცხველის კორექტორი, ამ წესების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, წერილობით აცნობონ მრიცხველის კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და მასში პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები.

5. ამ წესების III თავით განსაზღვრული წესი და პროცედურები არ ვრცელდება იმ პირობებსა და მოთხოვნებზე, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ (განსაზღვრულ) იქნა კომისიის მიერ.

6. წესების 7​1 მუხლი და დანართი №4-ის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.

დანართი №1

ბუნებრივი გაზის ნასყიდობის

ხელშეკრულება №– –

ტიპური ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო ნომერი: 1.

მიმწოდებლის ჟურნალში ხელშეკრულების რეგისტრაციის თარიღი და ნომერი:––––––––––––––;

ბუნებრივი გაზისგამყიდველის(მიმწოდებლის) დასახელება–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––;

 

ბუნებრივი გაზის გამყიდველის წარმომადგენელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––;

​(თანამდებობა, სახელი, გვარი)

ბუნებრივი გაზის მყიდველი (მომხმარებელი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––;

​(ფიზიკური პირი, სამეწარმეო სუბიექტი ან დაწესებულება)

მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ;

ტელ: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––;

საიდენტიფიკაციო ნომერი   ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––;

​(სამეწარმეო სუბიექტის ან დაწესებულების შემთხვევაში);

მომხმარებლის აბონენტის

ნომერი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––;

მყიდველის (მომხმარებლის) მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასური –––––––––––––– კუბურ მეტრებში;

ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––;

მისამართი, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგება–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––;

გამანაწილებელი ქსელის მფლობელი

განაწილების ლიცენზიატის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––;

მოთხოვნილი წნევა –––––––––––;

 

ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული პირობებით.

ბუნებრივი გაზის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე ანგარიშსწორება აწარმოოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასურით (კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად, ასეთი ტარიფის არსებობის შემთხვევაში).

ბუნებრივი გაზის მყიდველი (მომხმარებელი)ვალდებულიაშეისყიდოსდამოიხმაროს ბუნებრივი გაზი მხოლოდ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის.

გამყიდველი ვალდებულია, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

ბუნებრივი გაზის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, დროულად გადაიხადოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური.

გამყიდველი ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.

 

ბუნებრივიგაზისმყიდველის (მომხმარებელის) ხელმოწერა : –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ბუნებრივიგაზისგამყიდველის (მიმწოდებლის) წარმომადგენლისხელმოწერა : ––––––––––––––––––––––––––––

 

„–––––––– “ –––––––––––––––––––200–– წ.

შენიშვნა: არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, ხელშეკრულებას დანართის სახით შეიძლება დაერთოს ბუნებრივი გაზის წნევისა და საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა-გრაფიკი.

დანართი №2 (ამოღებულია)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება№21-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1835

 დანართი №3

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

1. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება მოთხოვნილი სიმძლავრისა და მისაერთებელი ობიექტის ადგილმდებარეობის  მიხედვით:

ა) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური:

მომხმარებლის წნევის საფეხური

  სიმძლავრე  

კუბ.მ/სთ

ახალი მომხმარებლის

გამანაწილებელ ქსელზე

მიერთების ვადა (სამუშაო დღე)

ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით

(ლარი)

თვითმმართველ ქალაქებში

სხვა მუნიციპალიტეტებში

დაბალი წნევა

0-6

60

800 

400 

6-დან -10

60

2,000 

1,800 

10-დან -16

60

3,000 

2,800 

16-დან -25

65

3,200 

3,000 

25-დან -40

65

3,800 

3,500 

40-დან -65

65

12,000 

11,500 

65-დან -100

70

13,000 

12,500

ბ) 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის 19​1 მუხლის მე-6 პუნქტით განწილვადების შემთხვევაში, მიერთების საფასური განისაზღვრება არსებულ მიერთების საფასურზე  თვითმმართველ ქალაქებში 50 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 25 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით.

გ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას, თითოეული ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე წესების დანართი №4-ით განსაზღვრული საფასურის (შეთავაზებული პაკეტის  საფასურის) დამატებით;

დ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა განისაზღვრება მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ, ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე აღემატება 100 კუბ.მ/სთ, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა შეადგენს 70 სამუშაო დღეს. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31ოქტომბრისდადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.11.2014 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 02.06.2015 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.

დანართი №4

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური

1. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური:

მომხმარებლის წნევის საფეხური

სიმძლავრე,  კუბ.მ/სთ

აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის ვადა (სამუშაო დღე)

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის საფასური (ლარი, დღგ-ის ჩათვლით)

ჭკვიანი მრიცხველი

მრიცხველი

დაბალი წნევა

0-6

10

450

300

6-დან -10

10

600

450

10-დან -16

10

900

750

16-დან -25

10

1100

900

25-დან -40

10

1500

1400

40-დან -65

10

8500

8300

65-დან -100

10

9200

9000

საშუალო წნევა

0 -100

15

14000

 

100-დან -160

20

14250

160-დან -250

20

14500

250-დან -400

20

15000

400-დან –650

20

17000

650-დან -1000

20

17500

1000-დან –1600

20

18000

1600-დან -2600

20

20000

2600-დან -4000

20

23000

4000-დან -6400

20

25000

2.  გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურით ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში წინამდებარე დანართით დადგენილი საფასური მოიცავს საერთო ფართის ქსელისა და აღრიცხვის კვანძის ან ჭკვიანი მრიცხველის მოწყობას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.11.2014 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724-34/