,,საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.22.027.013.361
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №157
2009 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №277 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №192 - სსმ III, №119, 02.10.2009წ., მუხ.1382
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს მთავარ პროკურატურას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფებისა) გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი; წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობის და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №192 - სსმ III, №119, 02.10.2009წ., მუხ.1382
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
მუხლი 3. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის;
გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ე) საქართველოს მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს ცალკეული გამომძიებლების სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
თ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ი) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს დეპარტამენტში წარმოდგენილ შუამდგომლობებზე და წარუდგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას;
კ) ამოწმებს სამმართველოს პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;
მ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ი ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
ნ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ო) ასრულებს საქართველოს მთავარი პროკურორის ა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ ფუნქციებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებს შორის;
ბ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს, დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ე) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
ზ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
თ) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ი ორგანოებიდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე და წარუდგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას;
ი) ამოწმებს სამმართველოს პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;
კ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
მ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ნ) ასრულებს საქართველოს მთავარი პროკურორის, მისი მოადგილის ა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ო) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედიან:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;
გ) (ამოღებულია - 14.05.12 №65);
დ) ანალიტიკური სამმართველო;
ე) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო.
2. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამმართველოები დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფენ შესაბამისი ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპის დაცვით.
3. (ამოღებულია - 14.05.12 №65);
4. ანალიტიკური სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) პროკურატურის სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას და ანალიზს, შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური განზოგადების მომზადებას, სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ კორესპო ნ დენციაზე პასუხის მომზადებას;
ბ) გამოძიებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების, აღკვეთის ღონისძიებებისა და სასამართლოში განხილული საქმეების შესახებ მოწოდებული ყოველდღიური ცნობების გაცნობას და კონტროლს;
გ) პროკურატურის საქმიანობისათვის პრიორიტეტულ თემებზე სამართლებრივი კვლევების მომზადებას, საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროში ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევას, უცხო სახელმწიფოთა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა რელევანტური კანონმდებლობის კვლევას, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის გაცნობას, კვლევების საფუძველზე პროკურორებისათვის სახელმძღვანელო მითითებების მომზადებას და საკანონმდებლო ინიციატივების წამოყენებას.
დ) პროკურატურის სისტემაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მუშაობის ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს.
5. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამის რეაგირებას და მონიტორინგს, წამების, ღირსების შემლახავ და არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენას და სათანადო რეაგირებას;
ბ) მთავარი პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) მთავარ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლას და მათზე სათანადო რეაგირებას;
დ) შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოვლენილი დანაშაულების და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვის მიზნით კონკრეტული წინადადებების შემუშავებას და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;
ე) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლას, გაანალიზებას და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვას;
ვ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლობას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №192 - სსმ III, №119, 02.10.2009წ., მუხ.1382
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
მუხლი 6. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ვ) ეწევა ანალიტიკურ მუშაობას, განაზოგადებს გამოძიების და მასზე საპროცესო ხელმძღვანელობის, აგრეთვე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მდგომარეობას, უზრუნველყოფს ცალკეული დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების სრულყოფის ღონისძიებების შესახებ;
ზ) იხილავს სამმართველოში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
თ) (ამოღებულია - 14.05.12 №65);
ი) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;
ბ) სამმართველოს პროკურორები;
ბ1) სამმართველოს მრჩევლები - მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორები.
გ) სამმართველოს მრჩევლები;
გ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.

+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.22.027.013.361
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №157
2009 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ კ“ და „ მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №277 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №192 - სსმ III, №119, 02.10.2009წ., მუხ.1382
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება ჱ109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს მთავარ პროკურატურას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები🔗
მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფებისა) გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; პროკურატურის სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი; წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობის და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.
დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფებისა) გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი; წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობის და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №192 - სსმ III, №119, 02.10.2009წ., მუხ.1382
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება ჱ109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
მუხლი 3. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის;
გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ე) საქართველოს მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს ცალკეული გამომძიებლების სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე წყვეტს საკითხს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის შესახებ;
ზ) საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს ცალკეული გამომძიებლების სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
თ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ი) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს დეპარტამენტში წარმოდგენილ შუამდგომლობებზე და წარუდგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას;
კ) ამოწმებს სამმართველოს პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;
მ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
ნ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ო) ასრულებს საქართველოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „ პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ ფუნქციებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება ჱ109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებს შორის;
ბ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს, დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ე) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმეთა განხილვაში პროკურორების განაწილების შესახებ;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
ზ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
თ) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე და წარუდგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას;
ი) ამოწმებს სამმართველოს პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;
კ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
მ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ნ) ასრულებს საქართველოს მთავარი პროკურორის, მისი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ო) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება ჱ109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედიან:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;
გ) სახელმწიფო ბრალდების სამმართველო;
გ) (ამოღებულია - 14.05.12 №65);
დ) ანალიტიკური სამმართველო;
ე) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო.
2. პირველი პუნქტის „ ა“ და „ ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამმართველოები დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფენ შესაბამისი ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპის დაცვით.
3. სახელმწიფო ბრალდების სამმართველო უზრუნველყოფს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.
3. (ამოღებულია - 14.05.12 №65);
4. ანალიტიკური სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) პროკურატურის სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას და ანალიზს, შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური განზოგადების მომზადებას, სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ კორესპონ დენციაზე პასუხის მომზადებას;
ბ) გამოძიებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების, აღკვეთის ღონისძიებებისა და სასამართლოში განხილული საქმეების შესახებ მოწოდებული ყოველდღიური ცნობების გაცნობას და კონტროლს;
გ) პროკურატურის საქმიანობისათვის პრიორიტეტულ თემებზე სამართლებრივი კვლევების მომზადებას, საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროში ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევას, უცხო სახელმწიფოთა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა რელევანტური კანონმდებლობის კვლევას, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის გაცნობას, კვლევების საფუძველზე პროკურორებისათვის სახელმძღვანელო მითითებების მომზადებას და საკანონმდებლო ინიციატივების წამოყენებას.
დ) პროკურატურის სისტემაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მუშაობის ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს.
5. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამის რეაგირებას და მონიტორინგს, წამების, ღირსების შემლახავ და არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენას და სათანადო რეაგირებას;
ბ) მთავარი პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) მთავარ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლას და მათზე სათანადო რეაგირებას;
დ) შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოვლენილი დანაშაულების და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვის მიზნით კონკრეტული წინადადებების შემუშავებას და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;
ე) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლას, გაანალიზებას და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვას;
ვ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლობას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №192 - სსმ III, №119, 02.10.2009წ., მუხ.1382
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №192 - სსმ III, №119, 02.10.2009წ., მუხ.1382
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება ჱ109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
მუხლი 6. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ვ) ეწევა ანალიტიკურ მუშაობას, განაზოგადებს გამოძიების და მასზე საპროცესო ხელმძღვანელობის, აგრეთვე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მდგომარეობას, უზრუნველყოფს ცალკეული დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების სრულყოფის ღონისძიებების შესახებ;
ზ) იხილავს სამმართველოში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
თ) დეპარტამენტის უფროსის ან მისი მოადგილის დავალებით, უზრუნველყოფს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში პროკურორის მონაწილეობას;
თ) (ამოღებულია - 14.05.12 №65);
ი) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება ჱ109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
მუხლი 7. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;
ბ) სამმართველოს პროკურორები;
ბ1) სამმართველოს მრჩევლები - მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორები.
გ) სამმართველოს მრჩევლები;
გ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება ჱ109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.22.027.013.361
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №157
2009 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ კ“ და „ მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №277 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №192 - სსმ III, №119, 02.10.2009წ., მუხ.1382
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს მთავარ პროკურატურას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები🔗
დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფებისა) გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი; წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობის და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.
დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფებისა) გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; დანაშაულის გამოძიების მეთოლოგიის შემუშავება და დახვეწა, მათი სისტემატიზაცია და ამ მიმართულებით პროკურატურის სისტემაში ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრება; მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოსთვის (შემდგომში - ანალიტიკური სამმართველოსთვის) საჭირო ინფორმაციის, ცნობების დროული და სრულყოფილი მიწოდების კოორდინაცია; მიმდინარე პრაქტიკის გათვალისწინებით ანალიტიკური სამმართველოსათვის შესასწავლი საკითხების ინიციირება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №192 - სსმ III, №119, 02.10.2009წ., მუხ.1382
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.
მუხლი 3. დეპარტამენტის უფროსი🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის;
გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ე) საქართველოს მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს ცალკეული გამომძიებლების სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
თ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ი) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს დეპარტამენტში წარმოდგენილ შუამდგომლობებზე და წარუდგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას;
კ) ამოწმებს სამმართველოს პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;
მ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
ნ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ო) ასრულებს საქართველოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „ პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ ფუნქციებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებს შორის;
ბ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს, დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ე) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
ზ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
თ) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე და წარუდგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას;
ი) ამოწმებს სამმართველოს პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;
კ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
მ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ნ) ასრულებს საქართველოს მთავარი პროკურორის, მისი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ო) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა🔗
1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედიან:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;
გ) (ამოღებულია - 14.05.12 №65);
გ) საპროკურორო საქმიანობაზე მეთოდური ზედამხედველობის სამმართველო.
დ) ანალიტიკური სამმართველო;
2. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამმართველოები დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფენ შესაბამისი ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპის დაცვით.
ე) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო.
3. საპროკურორო საქმიანობაზე მეთოდური ზედამხედველობის სამმართველო უზრუნველყოფს:
2. პირველი პუნქტის „ ა“ და „ ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამმართველოები დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფენ შესაბამისი ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპის დაცვით.
ა) დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგიის შემუშავებას და დახვეწას, მათ სისტემატიზაციას და ამ მიმართულებით პროკურატურის სისტემაში ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრებას;
3. (ამოღებულია - 14.05.12 №65);
ბ) ანალიტიკური სამმართველოსთვის საჭირო ინფორმაციის, ცნობების დროული და სრულყოფილი მიწოდების კოორდინაციას;
4. ანალიტიკური სამმართველო უზრუნველყოფს:
გ) მიმდინარე პრაქტიკის გათვალისწინებით, ანალიტიკური სამმართველოსთვის შესასწავლი საკითხების ინიციირებას;
ა) პროკურატურის სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას და ანალიზს, შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური განზოგადების მომზადებას, სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ კორესპონ დენციაზე პასუხის მომზადებას;
დ) მოქალაქეთა და დაზარალებულთა საჩივარ-განცხადებების შესწავლასა და ანალიზს.
ბ) გამოძიებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების, აღკვეთის ღონისძიებებისა და სასამართლოში განხილული საქმეების შესახებ მოწოდებული ყოველდღიური ცნობების გაცნობას და კონტროლს;
გ) პროკურატურის საქმიანობისათვის პრიორიტეტულ თემებზე სამართლებრივი კვლევების მომზადებას, საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროში ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევას, უცხო სახელმწიფოთა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა რელევანტური კანონმდებლობის კვლევას, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის გაცნობას, კვლევების საფუძველზე პროკურორებისათვის სახელმძღვანელო მითითებების მომზადებას და საკანონმდებლო ინიციატივების წამოყენებას.
დ) პროკურატურის სისტემაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მუშაობის ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს.
5. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამის რეაგირებას და მონიტორინგს, წამების, ღირსების შემლახავ და არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენას და სათანადო რეაგირებას;
ბ) მთავარი პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) მთავარ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლას და მათზე სათანადო რეაგირებას;
დ) შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოვლენილი დანაშაულების და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვის მიზნით კონკრეტული წინადადებების შემუშავებას და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;
ე) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლას, გაანალიზებას და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვას;
ვ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლობას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №192 - სსმ III, №119, 02.10.2009წ., მუხ.1382
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.
მუხლი 6. სამმართველოს უფროსი🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ვ) ეწევა ანალიტიკურ მუშაობას, განაზოგადებს გამოძიების და მასზე საპროცესო ხელმძღვანელობის, აგრეთვე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მდგომარეობას, უზრუნველყოფს ცალკეული დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების სრულყოფის ღონისძიებების შესახებ;
ვ) განაზოგადებს გამოძიების და მასზე საპროცესო ხელმძღვანელობის, აგრეთვე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მდგომარეობას, უზრუნველყოფს ცალკეული დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების სრულყოფის ღონისძიებების შესახებ;
ზ) იხილავს სამმართველოში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
თ) (ამოღებულია - 14.05.12 №65);
ი) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.
მუხლი 7. დეპარტამენტის მოსამსახურეები🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;
ბ) სამმართველოს პროკურორები;
ბ1) სამმართველოს მრჩევლები - მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორები.
ბ1) სამმართველოს მრჩევლები - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები;
გ) სამმართველოს მრჩევლები;
გ) (ამოღებულია - 24.12.12 №190);
გ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე““, №157, 31.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.22.027.013.361 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/85078-3/