დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ საქონელზე ყადაღის დადების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.09.2009 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№600
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.544
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 115, 22/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.544

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №600

2009 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადების წესის“ დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 24 ივნისის ბრძანება №508, სსმ III, №75, 28.06.2010წ., მუხ.1095

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადების წესი“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 24 ივნისის ბრძანება №508, სსმ III, №75, 28.06.2010წ., მუხ.1095

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 24 ივნისის ბრძანება №508, სსმ III, №75, 28.06.2010წ., მუხ.1095

დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადების წესი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 24 ივნისის ბრძანება №508, სსმ III, №75, 28.06.2010წ., მუხ.1095

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ წესის მიზანია საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შემთხვევაში, ასეთ საქონელზე ყადაღის დადების წესების და პირობების განსაზღვრა.

2. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს.

3. სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება აგრეთვე, ის შემთხვევა, როდესაც სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული:

ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი;

ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში), ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი;

გ) საქონლის დასახელება და რაოდენობა.

4. პირს ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

ა) სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო – ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში;

ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში;

გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას.

5. საჭიროების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს (შემდგომში – ტერიტორიული საგადასახადო ორგანო) მოთხოვნის შესაბამისად, ყადაღის დადების დროს, ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანყოფი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 24 ივნისის ბრძანება №508, სსმ III, №75, 28.06.2010წ., მუხ.1095

    მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პირი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით;

ბ) საგადასახადო ორგანოები – შემოსავლების სამსახური, მისი ტერიტორიული ორგანოები და განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფები;

გ) ეკონომიკური საქმიანობა – ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, გარდა:

გ.ა) სახელმწიფო ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა;

გ.ბ) საქველმოქმედო საქმიანობა;

გ.გ) რელიგიური საქმიანობა;

გ.დ) დაქირავებით მუშაობა;

გ.ე) ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე;

გ.ვ) საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით;

გ​1) სამეწარმეო საქმიანობა _ მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

დ) საქონელი – მატერიალური ან არამატერიალური ქონება (გარდა ფულისა), მათ შორის, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი;

ე) აქციზური საქონელი – პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის მიხედვით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონელი;

ვ) სასაქონლო ზედნადები (შემდგომში – ზედნადები) – აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სამეურნეო ოპერაციის, ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი და რომლის გარეშე აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია;

ზ) (ამოღებულია);

თ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი;

ი) სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ, ცალკეულ საქონელზე/მომსახურებაზე, აგრეთვე ცალკეული კატეგორიის მყიდველებისათვის შემოღებული განსხვავებული ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

კ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარე – საქონლის გამყიდველი, საქონლის მყიდველი, ტვირთის გამგზავნი, ტვირთის მიმღები, ტვირთის გადამზიდველი, დისტრიბუტორი;

ლ) საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი – ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები;

მ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ძალაში შესული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს საბაჟო კოდექსი, საბაჟო საქმის ორგანიზების მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო აქტები და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ნ) საქართველოს საბაჟო ტერიტორია – საქართველოს სახმელეთო ტერიტორია, ტერიტორიული და შიდა წყლები და მათი საჰაერო სივრცე (მათ შორის, თავისუფალი ზონა და თავისუფალი საწყობის ტერიტორია). საქართველოს საბაჟო ტერიტორია აგრეთვე მოიცავს განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში განლაგებული დანადგარების, ნაგებობებისა და ხელოვნური კუნძულების ტერიტორიებს, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 24 ივნისის ბრძანება №508, სსმ III, №75, 28.06.2010წ., მუხ.1095

    მუხლი 3. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა

1. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირები, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას, ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და ტერიტორიული საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და ტერიტორიული საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საბაჟო საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;

გ) საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნიან იმ ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განხორციელდა დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტერიტორიული საგადასახადო ორგანოსათვის გადაგზავნილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) საქონლის მფლობელი ან/და მესაკუთრე პირის დასახელებას (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელს, გვარს);

ბ) საქონლის მფლობელი ან/და მესაკუთრე პირის საიდენტიფიკაციო ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და პირად ნომერს;

გ) გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსს;

დ) საქონლის ზოგად დახასიათებას; 

ე) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის, მისი მფლობელის ან/და მძღოლის პირად მონაცემებს (პირადობის მოწმობის ნომერს, პირად ნომერს, მართვის მოწმობის ნომერს და სხვა);

ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების განთავსების ადგილს;

ზ) დალუქვისას გამოყენებული ლუქების საიდენტიფიკაციო მონაცემებს და შესაბამის ოქმს;

თ) იმ პასუხისმგებელი პირის მონაცემებს, ვისაც ჩაბარდა ტვირთი და სატრანსპორტო საშუალება შესანახად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 24 ივნისის ბრძანება №508, სსმ III, №75, 28.06.2010წ., მუხ.1095

    მუხლი 4. საქონელზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

1. ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადონ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელს.

2. საქონელზე ყადაღის დადებას ახორციელებს ის ტერიტორიული საგადასახადო ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განხორციელდა დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა.

3. დაუშვებელია ყადაღადადებული საქონლის გადაცემა, გაყიდვა, გაქირავება, იჯარით გადაცემა ან სხვა სახით განკარგვა იმ ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, სადაც პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, ისიც მხოლოდ იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ამის შედეგად ამონაგები თანხის შეტანა საგადასახადო დავალიანებისა და საგადასახადო ორგანოების მიერ ამ საქონელზე ყადაღის დადებაზე, შეფასებაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯების დასაფარავად.

4. საქონელზე ყადაღის დადების თაობაზე ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (შემდგომში – ინდივიდუალური აქტი), რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური აქტის გამომცემი ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს დასახელებას;

ბ) ინდივიდუალური აქტის სათაურს;

გ) ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფლე-ბამოსილი თანამდებობის პირის თანამდებობას, სახელს, გვარს და ხელმოწერას;

დ) ინდივიდუალური აქტის გამოცემის დროსა და ადგილს;

ე) ინდივიდუალური აქტის გამომცემი ტერიტო-რიული საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს;

ვ) მფლობელი ან/და მესაკუთრე პირის სრულ სახელწოდებას/სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი, მისამართი;

ზ) ყადაღის დადების პროცედურების განმახორციელებელი ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა ვინაობას;

თ) მითითებას ყადაღადადებული საქონლის რაიმე ფორმით განკარგვის აკრძალვის შესახებ;

ი) მითითებას, სად და რა ვადაში შეიძლება ამ ინდივიდუალური აქტის გასაჩივრება;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა რეკვიზიტებს.

5. საქონელზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უძღვის ინდივიდუალური აქტის სარეზოლუციო ნაწილს და მასში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა იგი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 24 ივნისის ბრძანება №508, სსმ III, №75, 28.06.2010წ., მუხ.1095

    მუხლი 5. ყადაღადადებული საქონლის აღწერის აქტი

1. ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ საქონელზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ახდენენ ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადებული ლუქების ახსნას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად პირის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს), საქონლის აღწერას მისი განთავსების ადგილას, შეფასებას და ყოველივე ზემოაღნიშნულზე ადგენენ ,,ყადაღადადებული საქონლის აღწერის აქტს“ (დანართი №1) (შემდგომში – აღწერის აქტი).

2. აღწერის აქტი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) აღწერის აქტის შედგენის დროს და ადგილს;

ბ) დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს დასახელე-ბას, ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფლე-ბამოსილი პირის თანამდებობას, სახელსა და გვარს;

გ) საქონლის მფლობელი ან/და მესაკუთრე პირის რეკვიზიტებს – სახელს, გვარს, მისამართს და პირად ნომერს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდებას, მისამართს, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს;

დ) იმ პირების სახელს და გვარს, მისამართს და პირად ნომერს, რომლებიც დაესწრნენ აღწერის აქტის შედგენას;

ე) აღწერის აქტში შეტანილი თითოეული საქონლის დასახელებას და მის განმასხვავებელ ნიშნებს, ზომის ერთეულს, რაოდენობას;

ვ) აღწერის აქტში შეტანილი თითოეული საქონლის შეფასებას და თითოეული ყადაღადადებული საქონლის ღირებულებას;

ზ) ყადაღადადებული საქონლის საერთო ღირებულებას;

თ) საქონლის დალუქვის შემთხვევაში – დადებული ლუქების რაოდენობას და ლუქების საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ი) იმ პირის სახელს, გვარს, მისამართსა და პირად ნომერს, ვისაც შესანახად გადაეცა საქონელი;

კ) საქონლის შემნახველის მიმართ განმარტებას, აღწერილი და ყადაღადადებული საქონლის მფლობელობის, სარგებლობის ან/და განკარგვის დადგენილი წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესახებ;

ლ) ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის, საქონლის მფლობელი ან/და მესაკუთრე პირის ან სხვა დამსწრე პირების შენიშვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. თუ საქონელზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ საქონელზე თავის უფლებებს, საქონელი მაინც შეიტანება აღწერის აქტში და კეთდება სათანადო აღნიშვნა.

4. აღწერის აქტს ხელს აწერენ ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, საქონლის მფლობელი ან/და მესაკუთრე, შემნახველი და სხვა დამსწრე პირები (მათ შორის ,მოწვეული ექსპერტი ან აუდიტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც ესწრებოდნენ ყადაღის დადებას. ზემოხსენებული პირების მიერ აღწერის აქტის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში აღწერის აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 24 ივნისის ბრძანება №508, სსმ III, №75, 28.06.2010წ., მუხ.1095

    მუხლი 6. ყადაღადადებული საქონლის შეფასება

1. ყადაღადადებული საქონელი ფასდება ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაზრო ფასებით.

2. თითოეული ყადაღადადებული საქონლის საბაზრო ფასი უნდა მიეთითოს აღწერის აქტში.

3. ყადაღადადებული საქონლის შეფასებისას, თუ ცალკეული საგნების შეფასება შეუძლებელია, აღწერილი საქონლის შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული ექსპერტის ან აუდიტის მიერ, რომელსაც აქვს საჭირო ცოდნა, ჩვევები და არ არის დაინტერესებული შედეგით.

4. მოწვეული ექსპერტი/აუდიტი თავისი სახელით ამზადებს დასკვნას წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული უნდა იყოს თითოეული ყადაღადადებული საქონლის საბაზრო ფასი, ასევე მთელი ყადაღადადებული საქონლის საერთო ღირებულება.

5. ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს ან ექსპერტის/აუდიტის დასკვნა ყადაღადადებული საქონლის შეფასების შესახებ დაერთვება აღწერის აქტს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

6. ექსპერტის/აუდიტის მოწვევასა და საქონელზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ანაზღაურდება გადასახადის გადამხდელის მიერ ან აუქციონზე ყადაღადადებული საქონლის რეალიზაციის შედეგად.

    მუხლი 7. სამართალდარღვევის ოქმის შედგენა

1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობის ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, პირს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, იმ ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირები, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განხორციელდა დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენასთან და საქონელზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტთან ერთად ეგზავნება იმ ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს, სადაც პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე (ასეთის არარსებობის შემთხვევაში პირის მიერ გაცხადებული საცხოვრებლის/საქმიანობის ადგილის მიხედვით) და რომელიც აწარმოებს საქმეებს, განიხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს და პირს წარუდგენს ,,საგადასახადო მოთხოვნას“ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. „საგადასახადო მოთხოვნის“ კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის გასვლისა და აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ხორციელდება ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 24 ივნისის ბრძანება №508, სსმ III, №75, 28.06.2010წ., მუხ.1095

    მუხლი 8. საქონელზე ყადაღის მოხსნა

1. ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დადებული ყადაღა გაუქმდება, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილია შესაბამისი ჯარიმა ან ეს ჯარიმა არ წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას და დაფარულია ამ საქონელზე ყადაღის დადებაზე, შეფასებაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯები;

ბ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვაში გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ყადაღადადებული ქონების გაყიდვა და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესია.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ბრძანებას ყადაღის გაუქმების თაობაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 24 ივნისის ბრძანება №508, სსმ III, №75, 28.06.2010წ., მუხ.1095

 

 

 დანართი №1

ყადაღადადებული საქონლის აღწერის აქტი

___________________ _____________ 20-- წ. ______________

 (აქტის შედგენის ადგილი) (რიცხვი, თვე) (საათი და წუთი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილის და

ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს ______________________________

 (დასახელება)

20-- წ. --- ------- № ______ ბრძანების საფუძველზე,

___________________________________________--------------------____________---_____

 (ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი)

 

მოვახდინე _______________________________________--------------------____-----________

(საქონლის მფლობელის ან/და მესაკუთრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში სახელწოდება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

ყადაღადადებული საქონლის აღწერა შემდეგი პირების თანდასწრებით:

1. ________________________________________________________

 (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი)

2. ________________________________________________________

 (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი)

3. ________________________________________________________

 (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი)

 

აღწერილ იქნა შემდეგი საქონელი:

№

საქონლის დასახელება და მისი განმასხვავებელი ნიშნები

ზომის ერთეული

რაოდენობა

ერთეულის ფასი

საერთო ღირებულება

დადებული ლუქების რაოდენობა და ლუქების საიდენტიფიკაციო მონაცემები

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყადაღადადებული საქონლის საერთო ღირებულება __________________ ლარი

 (თანხა სიტყვიერად)

ყადაღადადებული საქონელი შესანახად ჩაბარდა _________________________________

 _________________________________

 (შემნახველის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი)

რომელსაც განემარტა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ აღწერილი და დაყადაღებული საქონლის მფლობელობის, სარგებლობის ან/და განკარგვის დადგენილი წესების დარღვევისთვის.

ყადაღადადებული საქონლის აღწერის აქტში შეტანილი მონაცემების სიზუსტე დასტურდება ხელმოწერით:

 

ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი    

                                            /____________/

 ​(სახელი და გვარი)

 

 საქონლის მესაკუთრე               /____________/

 ​(სახელი და გვარი)

 საქონლის მფლობელი         /____________/

 ​(სახელი და გვარი)

 

 საქონლის შემნახველი         /____________/

 ​(სახელი და გვარი)

 დამსწრეები             /____________/

 ​(სახელი და გვარი)

               /____________/

 ​(სახელი და გვარი)

შენიშვნა:

 _____________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ საქონელზე ყადაღის დადების წესის დამტკიცების თაობაზე“, №600, 17.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.544 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86074-1/