„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.09.2009 ძალადაკარგული 07.12.2015
ნომერი
№1-1/2132
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.024.013.555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 116, 24/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.555

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/2132

2009 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და         მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1-1/2032 - სსმ III,  28.12.2010, სსმ №169, მუხ.2432

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1-1/2032 - სსმ III,  28.12.2010, სსმ №169, მუხ.2432

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ზ. პოლოლიკაშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1-1/2032 - სსმ III,  28.12.2010, სსმ №169, მუხ.2432

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და      მშენებლობის დეპარტამენტის დებულება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1-1/2032 - სსმ III,  28.12.2010, სსმ №169, მუხ.2432

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1-1/2032 - სსმ III,  28.12.2010, სსმ №169, მუხ.2432

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი, სამშენებლო საქმიანობის, საბინაო-კომუნალური, საცხოვრისის და საქალაქო მეურნეობის პოლიტიკის შემუშავება, კოორდინაცია და მართვა;

ბ) სამშენებლო დარგის საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, სამშენებლო საქმიანობისა და საბინაო-კომუნალური სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და მისი სრულყოფის წინადადებებისა და პროექტების შემუშავება, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა;

გ) ქვეყანაში სამშენებლო საქმიანობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად სამშენებლო დარგის სახელმწიფო პროგრამებისა და საქმიანობის გეგმების შემუშავება და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;

 დ)    სამშენებლო დარგის, საბინაო სექტორის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;

ე) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა დეპარტამენტის კომპენტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში;

ვ) სამშენებლო დარგის, საბინაო სექტორის სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობა;

ზ) დასახლებული პუნქტების (ქალაქების, სარეკრ ე აციო ტერიტორიების, დაბების, სოფლებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი საქმიანობის ორგანიზება;

თ) ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემის, კერძოდ, ქვეყნის განსახლების სისტემის გენსქემის, რეგიონალური და რაიონული დაგეგმარების სქემების და პროექტების, ასევე ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციათა შემუშავების უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მათი დამუშავების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და რეალიზების კოორდინაცია;

ი) ქვეყნის ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ტერიტორიების განვითარების მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების რუკების შემუშავების ორგანიზება და ამ სამუშაოთა მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;

კ) სარეკრ ე აციო ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა და შეთანხმება;

ლ) სამშენებლო დარგში ტექნიკური რეგლამენტების, სამშენებლო ნორმების და წესების, სტანდარტების შემუშავების ორგანიზება და ანალიზი;

მ) ქვეყანაში საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკული და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა შესაბამის დაწესებულებებთან ერთად;

ნ) სამშენებლო საქმიანობის რეგულირებასა და სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოთა ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ო) სამშენებლო დარგში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) მშენებლობის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით საშენი მასალების წარმოების განვითარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

ჟ) კომუნალური მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში, პროგნოზირებასა და რეალიზაციაში ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

რ) საბინაო სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევასა და მისი ანალიზის საფუძველზე პრობლემების იდენტიფიკაციის, მათი მოგვარების გზების დასახვასა და წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;

ს) ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო სფეროს განვითარების მონაცემთა ბაზის წარმოება;

ტ) (ამოღებულია);

უ) საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის, პროგნოზირების და რეალიზების ხელშეწყობა.

2. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მის ტერიტორიულ ორგანოებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1-1/2032 - სსმ III,  28.12.2010, სსმ №169, მუხ.2432

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;

ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;

თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას.

 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.

9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ურბანული განვითარების სამმართველო;

ბ) მშენებლობის საქმეთა სამმართველო:

გ) (ამოღებულია).

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.

3. ურბანული განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოში ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პოლიტიკის შემუშავების, დასახლებული პუნქტების (ქალაქების, სარეკრ ე აციო ტერიტორიების, დაბების, სოფლებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ტერიტორიის ქალაქთგეგმარებითი-საინჟინრო ორგანიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემის, მათ შორის, რეგიონული და რაიონული დაგეგმარების სქემებისა და პროექტების, ასევე ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციების (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების) შემუშავების და რეალიზაციის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

გ) ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის, ანალიზის საფუძველზე შესაბამისი კანონპროექტების, კანონქვემდებარე აქტების პროექტების, მეთოდოლოგიის, დებულებებისა და ინსტრუქციების შემუშავება;

დ) სარეკრეაციო ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება და ესკიზური პროექტის შეთანხმება სამინისტროსთან, პროექტების რეალიზაციის მონიტორინგი;

ე) სარეკრ ე აციო ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმების განხილვა და შესაბამისი შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) ავტონომიურ რესპუბლიკებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა ურბანული განვითარების ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში, დაგეგმვის დოკუმენტაციების მომზადებასა და განხორციელების საქმეში;

ზ) ქვეყნის ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ტერიტორიების განვითარების მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების რუკების შემუშავების ორგანიზების და მეთოდოლოგიური დახმარების უზრუნველყოფა, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

თ) სახელმწიფო საბინაო პოლიტიკის საფუძვლების, საბინაო სექტორში სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შემუშავების კოორდინაცია;

ი) საბინაო სექტორის მოწესრიგებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების შემუშავებასა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციაში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

კ) საბინაო სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევასა მისი ანალიზის საფუძველზე პრობლემების იდენტიფიკაციის, მათი მოგვარების გზების დასახვასა და წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) (ამოღებულია);

მ) (ამოღებულია);

ნ) დასკვნების მომზადება ქვეყნის ტერიტორიული რესურსების რაციონალურად გამოყენების მიზნით, გარემოს დაცვის კანონპროექტებზე, პროგრამებზე, პროექტებზე და კონცეფციებზე, ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ო) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების, არსებული შენობა-ნაგებობებისა და მათი კომპლექსების მოდერნიზაცია-რეაბილიტაციისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება და ამ საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;

პ) წინადადებების მომზადება შესაბამისი დაწესებულებებიდან სამინისტროში წარმოდგენილ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობით საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე;

ჟ) სამმართველოში შემოსული კორესპო ნ დენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

4. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ქვეყანაში სამშენებლო საქმიანობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად სამშენებლო დარგის სახელმწიფო პროგრამებისა და საქმიანობის გეგმების შემუშავება და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;

ბ) ეროვნული და რეგიონული პროგრამების და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

გ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა მშენებლობის დარგში კომპენტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში;

დ) მშენებლობის დარგში ტექნიკური რეგლამენტების, სამშენებლო ნორმების და წესების, სტანდარტების შემუშავების ორგანიზება და ანალიზი;

ე) (ამოღებულია);

ვ) სამშენებლო საქმიანობის რეგულირებასა და სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოთა ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

თ) წინადადებების მომზადება შესაბამისი დაწესებულებებიდან სამინისტროში წარმოდგენილ ნორმატიული აქტების პროექტებზე და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე;

ი) საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკული და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიმართულების განსაზღვრაში მონაწილეობა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

კ) მშენებლობის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით საშენი მასალების წარმოების განვითარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

ლ) კომუნალური მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში, პროგნოზირებასა და რეალიზაციაში ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

 მ) საბინაო სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევასა მისი ანალიზის საფუძველზე პრობლემების იდენტიფიკაციის, მათი მოგვარების გზების დასახვასა და წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;

ნ) ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო სფეროს განვითარების მონაცემთა ბაზის წარმოება;

ო) მინისტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

პ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ჟ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ექსპერტთა მონაცემების განხილვა და შეთანხმება, ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოება.

5. (ამოღებულია).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1-1/2032 - სსმ III,  28.12.2010, სსმ №169, მუხ.2432

    მუხლი 5. დეპარტამენტის მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №1-1/2132, 18.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.555 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86140-1/