„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.09.2009 ძალადაკარგული 28.01.2013
ნომერი
№1-1/2135
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.024.013.559
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 116, 24/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.559

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/2135

2009 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 20 1 1 წლის 4 იანვრის ბრძანება №1-1/6 - ვებგვერდი, 06.01.2011 წ.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის № 77 დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 20 1 1 წლის 4 იანვრის ბრძანება №1-1/6 - ვებგვერდი, 06.01.2011 წ.

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 20 1 1 წლის 4 იანვრის ბრძანება №1-1/6 - ვებგვერდი, 06.01.2011 წ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ზ. პოლოლიკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის ბრძანება №1-1/6 - ვებგვერდი, 06.01.2011 წ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1-1/1793 - ვებგვერდი, 14.09.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 20 1 1 წლის 4 იანვრის ბრძანება №1-1/6 - ვებგვერდი, 06.01.2011 წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 20 1 1 წლის 4 იანვრის ბრძანება №1-1/6 - ვებგვერდი, 06.01.2011 წ.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

გ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ;

დ) ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებების მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე;

ე) საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

ვ) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წევრობიდან გამომდინარე, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანალიზი და წინადადებების მომზადება ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ვმო- ს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად;

ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებათა შემუშავება;

თ) საერთაშორისო პროგრამების განხორციელების მიზანშეწონილობის ანალიზი და შეფასება;

ი) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა და წინადადებათა შემუშავება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მექანიზმების ამ სტრუქტურებთან ჰარმონიზაციის მიზნით;

კ) დსთ-ი ს ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემისა და დამოწმების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) (ამოღებულია - 14.09.2012, №1-1/1793).

2. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1-1/1793 - ვებგვერდი, 14.09.2012 წ.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დეპარტამენტის უფროსი ანაგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამის მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;

ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) მინისტრთან და შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;

თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას.

8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამის მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.

9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და ვაჭრობის პოლიტიკის სამმართველო;

ბ) ევროპულ საქმეთა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველო;

გ) საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველო.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.

3. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და ვაჭრობის პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანალიზი და წინადადებების შემუშავება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფორმატით განსაზღვრულ საკითხებზე;

ბ) ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხების განხილვა და წინადადებების შემუშავება სავაჭრო პოლიტიკის კუთხით;

გ) ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებების მომზადება მისი გაუმჯობესების მიზნით;

დ) სხვადასხვა ქვეყნებთან მოქმედი სავაჭრო რეჟიმების და მათი გამოყენებით მიღებული ეფექტის ანალიზი;

ე) წინადადებათა შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ;

ვ) დასკვნების მომზადება საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ საქართველოსათვის მინიჭებული სავაჭრო შეღავათების გამოყენების შესახებ და წინადადებების შემუშავება არსებული სავაჭრო შეღავათების სარგებლობის გაუმჯობესებისა და დამატებითი შეღავათების მიღების მიზნით;

ზ) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.

თ) დსთ-ს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი და წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების შემუშავება ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის განვითარების მიზნით;

ი) დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე საკითხებზე მუშაობა და ურთიერთობების განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება;

კ) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

4. ევროპულ საქმეთა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის სფეროში საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა და წინადადებების მომზადება მათი გაუმჯობესების მიზნით;

ბ) არსებული ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის ანალიზი და წინადადებების შემუშავება მისი სრულყოფის მიზნით;

გ) არსებული ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის შესრულების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

დ) საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის (პროგრამები/ პროექტები) შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

ე) საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე მუშაობა და შესაბამისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების მიზანშეწონილობის შეფასება კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) მრავალმხრივი თანამშრომლობის ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან ურთიერთობა;

ზ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა კომპეტენციის ფარგლებში;

თ) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

 5. საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) წინადადებების მომზადება საქართველოს ტერიტორიაზე საექსპორტო კონტროლისა და ექსპორტის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) საერთაშორისო ნორმებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვებისა და საქონლის წარმოშობის  სერ ტ იფიკატების გაცემა, დსთ-ს ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის შეთანხმება;

გ) საგარეო სავაჭრო ოპერაციებში მონაწილე მხარეებისათვის კონსულტაციების გაწევა საექსპორტო კონტროლის არსებული კანონმდებლობის და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული უპირატესობების გამოყენების შესახებ;

დ) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 20 1 1 წლის 4 იანვრის ბრძანება №1-1/6 - ვებგვერდი, 06.01.2011 წ.

    მუხლი 5. დეპარტამენტის მოსამსახურეები  

1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე მიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის წინაშე.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №1-1/2135, 18.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.559 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86158-2/