„საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.10.2009 ძალადაკარგული 23.10.2014
ნომერი
№246/42
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.20.013.013.609
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 119, 02/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.20.013.013.609

საქართველოს კონტროლის პალატის

თავმჯდომარის ბრძანება №246/42

2009 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ თანდართული დებულება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 აგვისტოს №112–ორგ ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ბეჟაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულება (შემდგომში - დებულება) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, “საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და “საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებს, ფორმებსა და პირობებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

თავი II

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კო მისიის ფუნქცია და შემადგენლობა

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში - კომისია) ატარებს მოხელეთა კონკურსსა და ატესტაციას.

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და წევრები.

3. კომისიის თავმჯდომარეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ან მისი მოადგილე.

4. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუციელებელი საჭიროების გათვალისწინებით. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

5. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს.

6. (ამოღებულია - 15.11.2013, N244/37).

7. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტაცია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 3. კომისიის მუშაობის წესი

1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

6. კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ინახება არანაკლებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ვადის განმავლობაში.

    მუხლი 4. საპრეტენზიო კომისია

1. მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანებით, კომისიისგან დამოუკიდებლად, იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეული). საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი.

3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა მოხელეთა კონკურსის ან ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში.

4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

5. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

6. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

7. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

9. საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

10. საპრეტენზიო კომისიის ოქმი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას, რომელსაც უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.

11. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის/ატესტაციის შედეგების (რამდენიმე ეტაპის შემთხვევაში – თითოეული ეტაპის შედეგების) გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 დღის ვადაში.

12. საპრეტენზიო კომისიას უფლებამოსილება უწყდება მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 5. კომისიის სამდივნო

1. კონკურსის/ატესტაციის ორგანიზებულად ჩატარებისათვის კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს  შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში - სამდივნო).

2. სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

3. სამდივნოს უფლებამოსილება უწყდება კონკურსის/ატესტაციის დასრულებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

თავი III

კონკურსი

    მუხლი 6. კონკურსის მიზნები და ამოცანები

1. კონკურსის მიზნებია:

ა) ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა;

ბ) (ამოღებულია - 15.11.2013, N244/37).

2. კონკურსის ამოცანებია:

ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;

ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 7. კონკურსის გამოცხადება

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

2. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.

3. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:

ა) შესაბამისი დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;

ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;

გ) შესასრულებელი სამუშაო;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;

ვ) კომისიის მისამართი.

4. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

5. კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არაუადრეს 10 დღისა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 8. კონკურსის ფორმები და პროცედურა

1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით: ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.

2. კონკურსის ფორმებს, პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.

4. ტესტირება ტარდება სპეციალური საგამოცდო ტესტების ფორმით.

5. დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).

6. კონკურსის მხოლოდ ტესტირების ფორმით ჩატარების შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ქულათა რაოდენობის მიხედვით იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც გადალახეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მინიმალური ზღვარი.

7. გასაუბრება ტარდება კომისიის მიერ კანდიდატის ზეპირი გამოკითხვის ფორმით, რომლის მიზანია ვაკანტური ან/და დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის დადგენა.

8. გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აისახოს აუდიო ან/და ვიდეო ჩანაწერებში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 9. კონკურსში მონაწილეობა

1 . სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

3. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.

4. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 10. (ამოღებულია).

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 11. კონკურსის შედეგები

1. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.

2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს – კომისიის მიერ კანდიდატის  წამოყენების  ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 12. (ამოღებულია).

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 13. წამოყენებული კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნა

კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს და კომისიის გადაწყვეტილებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 14. ჩაშლილი კონკურსი

თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.

    მუხლი 15. კონკურსის შედეგების გასაჩივრება

კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი IV

ატესტაცია

    მუხლი 16. ატესტაციის მიზანი

ატესტაციის მიზანია:

ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;

ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;

გ) საკლასო ჩინის მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;

ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;

ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;

ზ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.

    მუხლი 17. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი

1. ატესტაციას ექვემდებარება:

ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) (15.11.2013, N244/37) ;

გ) (15.11.2013, N244/37) ;

დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;

ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.

3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.

4. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 18. ატესტაციის დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 19. ატესტაციის ფორმები და პროცედურა

1. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით: ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.

2. ატესტაციის ფორმებს, პროგრამასა და სატესტო მეთოდიკას განსაზღვრავს კომისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორთან შეთანხმებით.

3. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი.

4. ატესტაციის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №1). მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.

5. ტესტირება ტარდება სპეციალური საგამოცდო ტესტების ფორმით. დადებითი შეფასების მისაღებად მოხელემ უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).

6. გასაუბრება ტარდება კომისიის მიერ მოხელის ზეპირი გამოკითხვის ფორმით, რომლის მიზანია დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის დადგენა. გასაუბრების პროცესს შეიძლება ესწრებოდეს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელშიც მუშაობს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. გასაუბრების პროცესში მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აისახოს აუდიო ან/ და ვიდეოჩანაწერებში.

7. ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 20. ატესტაციის შედეგები

1. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას თითოეული მოხელის მიმართ გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები:

ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;

ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);

დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

2. ატესტაციის პროცესში კომისიის მიერ კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლით. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.

3. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.

 4. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №2).

5. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.

,6. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან  ერთ კვირაში.

7. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.

8. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.

9. ატესტაციის დასრულებად ითვლება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №244/37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 21. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება

ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი № 1

მოხელის დახასიათება

სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაკავებული თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი

და შედეგების შეფასება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დადებითი და უარყოფითი მხარეები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

წახალისება

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერა ––––––––––––––––––––––

თარიღი ––––––––––––––––––––––––

დანართი №2

საატესტაციო ფურცელი

მოხელის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაბადების თარიღი და ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შრომის საერთო სტაჟი (მათ შორის – საჯარო სამსახურში) –––––––––––––––––––––––––––––––

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია–––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შენიშვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

კომისიის თავმჯდომარე ––––––––––––––––––––––––

კომისიის წევრები ––––––––––––––––––––––––––––––

თარიღი ––––––––––––––––––––––––

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება „საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №246/42, 02.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.20.013.013.609 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86404-1/