ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.10.2009 ძალადაკარგული 03.04.2025
ნომერი
№194
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.22.027.013.622
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 05/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (8)

2
„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის №1069 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
31.07.2025
3

30.05.2025

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.013.622

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №194

2009 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ

“საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​2 მუხლის მე-9 პუნქტის, 20​10 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმა (დანართი №1);

ბ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის ფორმა (დანართი №2);

გ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის ფორმა (დანართი №3);

დ) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ფორმა (დანართი №4);

ე) ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმა (დანართი №5).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 20 მარტის №62 ბრძანება.

3. დაევალოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (გ. ვაშაძე) ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ბლანკების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.

4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ჯ. ებანოიძეს.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №27-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.166

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 07.06.2011 წ.

დანართი №1

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმა

მუხლი 1. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი

1. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის (შემდგომში – პასპორტი) ბლანკი უნდა შედგებოდეს ელექტრონული ყდის, 2 შიდა ყდისა და 48 შიდა (ვიზის) გვერდისაგან (მონაცემთა გვერდის ჩათვლით). ბლანკის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ICAO 9303 და ევროკავშირის სათათბიროს 2004 წლის 13 დეკემბრის №2252/2004 “წევრი ქვეყნების მიერ გამოშვებული ელექტრონული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ბიომეტრიკის მახასიათებლების შესახებ“ რეგულაციის სტანდარტს.

2. პასპორტის საინფორმაციო (ან პერსონალური) გვერდი უნდა განთავსდეს ისე, რომ გამოჩნდეს ავტომატურად წასაკითხი არე გვერდის გარეთა კიდის გასწვრივ, აკინძვის მხარის საპირისპიროდ.

3. მონაცემთა გვერდი მოთავსებული უნდა იქნეს შიდა მე-2 გვერდზე.

მუხლი 2. პასპორტის მასალა და დაცვის საშუალებები

1. პასპორტი უნდა შეიცავდეს 48 გვერდს.

2. ყდა (მინიმალური სტანდარტი)

ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობას, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და ლატექსით გაჟღენთილ ფურცლის ერთობლიობას, რომელიც დაფარული იქნება 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით და მისი სისქე უნდა იყოს 850 მიკრონი +/– 10%. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – მუქი შინდისფერი.

3. ყდის RFID (რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია) შიდა ფენა

შიდა ფენა უნდა შეიცავდეს ISO 14443 სტანდარტების შესაბამის A ან B ტიპის მინიმუმ 64კ ინტეგრანულ მიკროსქემას და ანტენის მექანიზმს, მოთავსებულს შემფუთავ კონვერტში. შემფუთავი კონვერტი უნდა წარმოადგენდეს მონოლითურ ან ჰერმეტულ სტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობის ფიზიკურ დაცვას, მათ შორის დაცვას ქიმიური და გამხსნელი ზემოქმედებისგან.

შემფუთავი კონვერტი შედგება მასალისგან, რომელიც უსაფრთხოდ და მყარად მოთავსებულია ბლანკის ყდაში ისე, რომ ინარჩუნებს დასრულებული ბლანკის ფიზიკურ მთლიანობას. შემფუთავი კონვერტი ჰერმეტულად უნდა ხურავდეს ანტენასა და მიკროსქემას. შიდა ფენა ექვემდებარება ჭავლური ტექნოლოგიით ამობეჭდვას, შესაბამისი დანომვრის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

შიდა ფენის ფერი უნდა იყოს “კრემისფერი თეთრი“, ხაოიანი ზედაპირით.

შიდა ფენა უნდა მოიცავდეს პასპორტის მთელ ყდას (წინას და უკანას). მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობა უნდა განთავსდეს შიდა ფენაში ისე, რომ ის განალაგებული იყოს პასპორტის ბლანკის ყდის მეორე გარე გვერდში.

4. მიკროსქემა

მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:

ა) 8ბიტ ან მეტი;

ბ) EEPROM: 64კბ ან მეტი.

გ) წაკითხვა/ჩაწერა: 100000 ან მეტი.

დ) მონაცემთა შენახვა: 10 წელი ან მეტი.

ე) საოპერაციო ტემპერატურა: გამართული მუშაობა –25-დან 80​0 C-მდე (მიკროსქემა უნდა ინარჩუნებდეს თავისი ფუნქციებს 175–185​0 C);

ვ) ოპერაცია: გამართული მუშაობა 25​0 C ტემპერატურაზე და 5% + 95% ტენიანობის პირობებში;

ზ) მოდულის სისქე: 350 მიკრონი ან უფრო პატარა;

თ) მოდულის ზომა: 8.1 მმ ხ 5.3 მმ ან უფრო პატარა;

ი) შესაბამისობა ISO 14443, ICAO აპლიკაციასთან და LDS სატესტო სპეციფიკაციებთან;

კ) შესაბამისობა ISO 7816 და ISO 14443 A ტიპი ან B ტიპი;

ლ) მონაცემების გადაცემის სიჩქარე: 424 Kbps ან მეტი;

მ) მიკროსქემის უნიკალური სერიული ნომერი და შესაბამისი COMMAND Set;

ნ) ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური, ელექტრონული და გარემო ზემოქმედებებისგან გამოწვეული ზიანისადმი მდგრადობა;

ო) ელექტრონულ პასპორტებში გამოყენებული მიკროსქემის სერტიფიცირება – ISO 15408 CC EAL 4+ ან მეტი;

პ) სამომხმარებლო მეხსიერება უნდა მოიცავდეს უსაფრთხოებაზე დაფუძნებულ პროგრამას და უნდა იყოს მდგრადი;

ჟ) შესაბამისი შემფასებელი სისტემა, რომელიც მოიცავს დეტოქტორულ რეპორტინგს მიკროსქემის ფუნქციონირების შესახებ;

რ) თავსებადობა მიკროსქემას და ოპერაციულ სისტემა EAC-ის (გაფართოებული წვდომის კონტროლი) ფუნქციას შორის ბიომეტრიული მონაცემების დასაცავად;

ს) მიკროსქემის გადატვირთვა არანორმირებული ტემპერატურის, სიხშირის, ვოლტაჟის და შეტევის შემთხვევებში;

ტ) შემოვლითი შეტევისგან დაცვა (SDA, DPA);

უ) პერსონალიზაციის შემდეგ მონაცემთა წაშლის დაუშვებლობა;

ფ) აპარატურული და პროგრამული დაცვა გარე ჩარევისგან;

ქ) სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

5. საკუთარი ოპერაციული სისტემის მოთხოვნები (მინიმალური მოთხოვნები)

ა) მონაცემთა ჩაწერის უფლება LDS (Logical Data Structure – ლოგიკური მონაცემების სტრუქტურა) 1.7-ის შესაბამისად;

ბ) LDS-ის ფუნქციონალური თავსებადობა წამკითხველ მოწყობილობასთან;

გ) LDS-ის შესაბამისობა ICAO-ის რეკომენდაციებთან;

დ) EF-ის (Elementary Files – ელემენტარული ფაილები) დამოუკიდებლად არჩევის უნარი;

ე) EAC (Extended Access Control – გაფართოებული დაშვების კონტროლი);

ვ) PA (Passive Authentication – პასიური აუთენტიფიკაცია);

ზ) AA (Active Authentication – აქტიური აუთენტიფიკაცია);

თ) COS-ის სერტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ელექტრონულ პასპორტებში: ISO 15408 CC EAL 4 + დონე ან მაღალი;

ი) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი);

კ) RSA (Rivest Shamir Adleman) ან ECC (Elliptic Curve Cryptosystem – ელიპტიკური მრუდის კრიპტოსისტემა);

ლ) მიკროსქემის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

6. ღია პლატფორმა (მინიმალური მოთხოვნები)

ა) შესაბამისობა Java Card 2.1.1/Global Platform 2.1 ან Multos 4.2.1 ან მაღალი;

ბ) მონაცემთა ჩაწერის უფლება LDS (Logical Data Structure - ლოგიკური მონაცემების სტრუქტურა) 1.7-ის შესაბამისად;

გ) LDS-ის ფუნქციონალური თავსებადობა წამკითხველ მოწყობილობასთან;

დ) LDS-ის შესაბამისობა ICAO-ს რეკომენდაციებთან;

ე) EF-ის (Elementary Files – ელემენტალური ფაილები) დამოუკიდებლად არჩევის უნარი;

ვ) EAC (Extended Access Control – გაფართოებული დაშვების კონტროლი);

ზ) PA (Passive Authentication – პასიური აუთენტიფიკაცია);

თ) AA (Active Authentication – აქტიური აუთენტიფიკაცია);

ი) COS-ის სერტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ელექტრონულ პასპორტებში: ISO 15408 CC EAL 4 + დონე ან მაღალი;

კ) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი);

ლ) RSA (Rivest Shamir Adleman) ან ECC (Elliptic Curve Cryptosystem – ელიპტიკური მრუდის კრიპტოსისტემა);

მ) მიკროსქემის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

7. ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია

ანტენა წარმოადგენს დახურული სპილენძის სადენის ტექნოლოგიას და უერთდება მიკროსქემას.

მიკროსქემის შეფუთვა უნდა მოხდეს დაპრესილ “უკონტაქტო ჩიპის მოდულში“ (contactless chip module), რომელიც მიუერთდება ანტენას.

8. ქაღალდი

შიდა გვერდები (მინიმალური სტანდარტი)

ქაღალდი უნდა წარმოადგენდეს პასპორტის ტიპის ქაღალდს.

ქაღალდის მახასიათებლები შემდეგია:

ა) 90 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%;

ბ) მრავალტონიანი რეგისტრირებული ექსკლუზიური წყლის ნიშანი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით;

გ) ქაღალდი უნდა იყოს თეთრი და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი;

დ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან;

ე) ქაღალდი უნდა იყოს მგრძნობიარე და შეიცავდეს პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების ქიმიურ რეაგენტებს. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ფერის ცვალებადობა.

9. ბოლო გვერდები

ქაღალდის მახასიათებლებია:

ა) 180 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%;

ბ) ქაღალდი თეთრია და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი;

გ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან;

ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა მაგალითად:

ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას;

ბ) მიკრობეჭდვა, საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით.

10. პერსონალიზებული გვერდი

პერსონალურ მონაცემთა გვერდი:

მონაცემთა გვერდი უნდა შეესაბამებოდეს ICAO- რეკომენდაციებს, დოკუმენტი 9303, მესამე ნაწილი (მესამე გამოცემა, 2008წ.).

11. შესაკერი ძაფი

ძაფი უნდა წარმოადგენდეს დამცავ ძაფს.

12. მელანი (მინიმალური სტანდარტი)

ფონის მელანი უნდა წარმოადგენდეს გაყალბებისაგან დამცავ დამატებით მექანიზმს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 3. ბეჭდვა

1. ყდის პირველი გარე გვერდი

ოქროსფერი გამოსახულება დატანილი უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იყოს სითბური ლამინირების, ჩვეულებრივი გამოყენებისა და ზემოქმედების დროს რეზისტენტული.

ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, „პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო.

2. ყდის პირველი შიდა გვერდი

ყდის პირველ შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, მითითებულია ინდივიდუალური სერია და ნომერი და დატანილია შემდეგი წინადადებები: “პასპორტის მფლობელს მფარველობას უწევს საქართველო. ეს პასპორტი წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას. პასპორტი 48-გვერდიანია“.

3. ყდის მეორე შიდა გვერდი

ყდის მეორე შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, საქართველოს რუკა, შტრიხკოდი ინდივიდუალური სერიით და ნომრით, პასპორტის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციის ნომერი, აგრეთვე 48-გვერდიანი პასპორტის ყდის მეორე შიდა გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია წინადადება “პასპორტი 48- გვერდიანია.“.

4. შიდა გვერდები

შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

პირველ გვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია სიტყვა: “საქართველო“ და ინგლისურ ენაზე ყდის პირველ გვერდზე დატანილი წინადადებები. მესამე გვერდზე გამოსახულია პასპორტის ძირითადი დამცავი მექნიზმების განლაგების სქემატური გამოსახულება.

5. დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები)

1 დონე

ქაღალდი: მრავალტონიანი წყლის ნიშანი

დამცავი ძაფი

ქიმიური სენსიტისაცია.

ბეჭდვა: გრძივი სტრუქტურები

ცისარტყელას ბეჭდვა

მიკრო ასოებით ბეჭდვა

მრავალფეროვანი ღრმა ბეჭდვა

ლატენტური გამოსახულება.

დანომვრა: ინდივიდუალური სერიისა და ნომრის ლაზერული პერფორირების წესით პასპორტის შიდა გვერდებზე (გარდა ყდის გვერდებისა და პასპორტის პირველი და მეორე შიდა გვერდებისა) დატანა.

მე-2 დონე

ქაღალდი: მკრთალი ულტრაიისფერი.

შესაკერი ძაფი: მანათობელი ელემენტები.

ბეჭდვა: ულტრაიისფერი ელემენტები.

მელანი: ფოტოქრომული მელანი, მეტალიკის ფლორესცენციის

მატარებელი მელანი.

დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 4. ფორმა

პასპორტი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით.

მუხლი 5. დანომვრა

პასპორტის ინდივიდუალური სერია და ნომერი უნდა გამოისახებოდეს ყდის პირველ შიდა გვერდზე, რომელიც დაიბეჭდება OCR-B ასოებით და მელნით, რომელიც უნდა გარდაიქმნებოდეს ფლუორისცენტულ მწვანედ ულტრაიისფერი სხივების ქვეშ.

მუხლი 6. დამცავი ლამინატი (მინიმალური სტანდარტი)

1. დამცავი ლამინატი უნდა შედგებოდეს მაქსიმალურად თხელი საფარისაგან, ჰოლოგრაფიული ტვიფრის მქონე აფსკისგან გამჭვირვალე პოლიესტერზე, ვაკუუმური დაფრქვევით მიღებული გარდამტეხი საიზოლაციო ინდექსური შრისგან და სითბური და წნეხით აქტივირებული ადჰეზიური სისტემებისა და შესაბამისი დამცავი ქაღალდის ლენტისგან.

2. ლამინატს უნდა ჰქონდეს ქვემოთ აღნიშნული მახასიათებლები:

ა) თხელი ლამინატის აფსკი უნდა წარმოადგენდეს ჩარევაზე მგრძნობიარე მონაცემთა დამცავ გარსს;

ბ) ლამინატი უნდა შედგებოდეს ჰოლოგრაფიული ტვიფრის მქონე აფსკისგან გამჭვირვალე პოლიესტერზე, ვაკუუმური დაფრქვევით მიღებული გარდამტეხი საიზოლაციო ინდექსური შრისგან და სითბური და წნეხით აქტივირებული ადჰეზიური სისტემებისა და შესაბამისი დამცავი ქაღალდის ლენტისგან;

გ) ორიენტაციის ცვალებადი მელნის ეფექტი, რომელიც ფერს იცვლის დოკუმენტის მოძრაობისას;

დ) ფლუორისცენტული გამოსახულება.

3. მონაცემთა დამცავი აფსკი უნდა იყოს უკიდურესად მგრძნობიარე მატარებლის გარეშე. ნებისმიერი მცდელობა, მოცილებულ იქნეს აფსკი ან შეიცვალოს მისი მონაცემები მექანიკური საშუალებებით, სითბური ან რეგულარული გამხსნელებით, გამოიწვევს აფსკის და მისი ჰოლოგრაფიული და ბეჭდვითი ელმენტების განადგურებას.

4. თხელი ლამინატის აფსკი უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის დაცვას ნებისმიერი ცვლილებისგან, მისი მოქმედების ვადის, ანუ 10 წლის მანძილზე.

5. ჰოლოგრაფიულ გამოსახულებას უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციის სამი დონე:

პირველი დონე: დაცვის ელემენტები სპეციალური მოწყობილობის გარეშე ვიზუალური იდენტიფიკაციისათვის.

მეორე დონე: ფარული ელემენტები, რომელთა იდენტიფიკაცია მოხდება ადგილზე პორტატული დეტექტორებით.

მესამე დონე: ღრმა ფარული უსაფრთხოების ელემენტები, რომელთა იდენტიფიკაცია მოხდება მხოლოდ კრიმინალურ ლაბორატორიაში, სპეციალური ოპტიკური ინსტრუმენტების საშუალებით.

მუხლი 7. პასპორტის რეკვიზიტები

პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) პასპორტის მფლობელის სახელს;

ბ) პასპორტის მფლობელის გვარს;

გ) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობას;

დ) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღს;

ე) პასპორტის მფლობელის პირად ნომერს;

ვ) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათს;

ზ) პასპორტის მფლობელის სქესს;

თ) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილს;

ი) პასპორტის გაცემის თარიღს;

კ) პასპორტის მოქმედების ვადას;

ლ) პასპორტის გამცემი ორგანოს დასახელებას;

მ) პასპორტის ტიპის შესახებ მითითებას;

ნ) ქვეყნის კოდს;

ო) პასპორტის ნომერს;

პ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერას;

ჟ) შენიშვნებს (პასპორტში შესატანი განსაკუთრებული

აღნიშვნებისათვის).

მუხლი 7​1. პასპორტში სახელების/გვარების შემოკლება

1. თუ პასპორტში შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, დასაშვებია ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) შემოკლება.

2. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ აღინიშნოს ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

3. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებული იქნეს პასპორტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელში/გვარში (ორმაგ სახელში/გვარში) რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, მოკლდება სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 07.06.2011 წ.

დანართი №2

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის ფორმა

მუხლი 1. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტი.

1. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული დიპლომატიური პასპორტის (შემდგომში – პასპორტი) ბლანკი უნდა შედგებოდეს ელექტრონული ყდის, 2 შიდა ყდისა და 48 შიდა (ვიზის) გვერდისაგან (მონაცემთა გვერდის ჩათვლით). ბლანკის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ICAO 9303 და ევროკავშირის სათათბიროს 2004 წლის 13 დეკემბრის №2252/2004 “წევრი ქვეყნების მიერ გამოშვებული ელექტრონული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ბიომეტრიკის მახასიათებლების შესახებ“ რეგულაციის სტანდარტს.

2. პასპორტის საინფორმაციო (ან პერსონალური) გვერდი უნდა განთავსდეს ისე, რომ გამოჩნდეს ავტომატურად წასაკითხი არე გვერდის გარეთა კიდის გასწვრივ, აკინძვის მხარის საპირისპიროდ.

3. მონაცემთა გვერდი მოთავსებული უნდა იქნეს შიდა მე-2 გვერდზე.

მუხლი 2. პასპორტის მასალა და დაცვის საშუალებები

1. პასპორტი უნდა შეიცავდეს 48 გვერდს.

2. ყდა (მინიმალური სტანდარტი)

ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობას, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და ლატექსით გაჟღენთილ ფურცლის ერთობლიობას, რომელიც დაფარული იქნება 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით და მისი სისქე უნდა იყოს 850 მიკრონი +/– 10%. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – მუქი ლურჯი.

3. ყდის RFID (რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია) შიდა ფენა

შიდა ფენა უნდა შეიცავდეს ISO 14443 სტანდარტების შესაბამის A ან B ტიპის მინიმუმ 64კ ინტეგრანულ მიკროსქემას და ანტენის მექანიზმს, მოთავსებულს შემფუთავ კონვერტში. შემფუთავი კონვერტი უნდა წარმოადგენდეს მონოლითურ ან ჰერმეტულ სტრუქტურას, რაც უზრუნვეყოფს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობის ფიზიკურ დაცვას, მათ შორის დაცვას ქიმიური და გამხსნელი ზემოქმედებისგან.

შემფუთავი კონვერტი შედგება მასალისგან, რომელიც უსაფრთხოდ და მყარად მოთავსებულია ბლანკის ყდაში ისე, რომ ინარჩუნებს დასრულებული ბლანკის ფიზიკურ მთლიანობას. შემფუთავი კონვერტი უნდა ჰერმეტულად ხურავდეს ანტენასა და მიკროსქემას. შიდა ფენა ექვემდებარება ჭავლური ტექნოლოგიით ამობეჭდვას, შესაბამისი დანომვრის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

შიდა ფენის ფერი უნდა იყოს “კრემისფერი თეთრი“, ხაოიანი ზედაპირით.

შიდა ფენა უნდა მოიცავდეს პასპორტის მთელ ყდას (წინას და უკანას). მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობა უნდა განთავსდეს შიდა ფენაში ისე, რომ ის განალაგებული იყოს პასპორტის ბლანკის ყდის მეორე გარე გვერდში.

4. მიკროსქემა

მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:

ა) 8ბიტ ან მეტი;

ბ) EEPROM: 64კბ ან მეტი.

გ) წაკითხვა/ჩაწერა: 100000 ან მეტი.

დ) მონაცემთა შენახვა: 10 წელი ან მეტი.

ე) საოპერაციო ტემპერატურა: გამართული მუშაობა –25-დან 80​0 C-მდე (მიკროსქემა უნდა ინარჩუნებდეს თავის ფუნქციებს 175–185​0 C);

ვ) ოპერაცია: გამართული მუშაობა 25​0 C ტემპერატურაზე და 5% + 95% ტენიანობის პირობებში;

ზ) მოდულის სისქე: 350 მიკრონი ან უფრო პატარა;

თ) მოდულის ზომა: 8.1 მმ ხ 5.3 მმ ან უფრო პატარა;

ი) შესაბამისობა ISO 14443, ICAO აპლიკაციასთან და LDS სატესტო სპეციფიკაციებთან;

კ) შესაბამისობა ISO 7816 და ISO 14443 A ტიპი ან B ტიპი;

ლ) მონაცემების გადაცემის სიჩქარე: 424 Kbps ან მეტი;

მ) მიკროსქემის უნიკალური სერიული ნომერი და შესაბამისი COMMAND Set;

ნ) ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური, ელექტრონული და გარემო ზემოქმედებებისგან გამოწვეული ზიანისადმი მდგრადობა;

ო) ელექტრონულ პასპორტებში გამოყენებული მიკროსქემის სერტიფიცირება – ISO 15408 CC EAL 4+ ან მეტი;

პ) სამომხმარებლო მეხსიერება უნდა მოიცავდეს უსაფრთხოებაზე დაფუძნებულ პროგრამას და უნდა იყოს მდგრადი;

ჟ) შესაბამისი შემფასებელი სისტემა, რომელიც მოიცავს დეტოქტორულ რეპორტინგს მიკროსქემის ფუნქციონირების შესახებ;

რ) თავსებადობა მიკროსქემას და ოპერაციულ სისტემას EAC-ის (გაფართოებული წვდომის კონტროლი) ფუნქციას შორის ბიომეტრიული მონაცემების დასაცავად;

ს) მიკროსქემის გადატვირთვა არანორმირებული ტემპერატურის, სიხშირის, ვოლტაჟის და შეტევის შემთხვევებში;

ტ) შემოვლითი შეტევისგან დაცვა (SDA, DPA);

უ) პერსონალიზაციის შემდეგ მონაცემთა წაშლის დაუშვებლობა;

ფ) აპარატურული და პროგრამული დაცვა გარე ჩარევისგან;

ქ) სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

5. საკუთარი ოპერაციული სისტემის მოთხოვნები (მინიმალური მოთხოვნები)

ა) მონაცემთა ჩაწერის უფლება LDS (Logical Data Structure - ლოგიკური მონაცემების სტრუქტურა) 1.7-ის შესაბამისად;

ბ) LDS-ის ფუნქციონალური თავსებადობა წამკითხველ მოწყობილობასთან;

გ) LDS-ის შესაბამისობა ICAO-ს რეკომენდაციებთან;

დ) EF-ის (Elementary Files – ელემენტალური ფაილები) დამოუკიდებლად არჩევის უნარი;

ე) EAC (Extended Access Control – გაფართოებული დაშვების კონტროლი);

ვ) PA (Passive Authentication – პასიური აუთენტიფიკაცია);

ზ) AA (Active Authentication – აქტიური აუთენტიფიკაცია);

თ) COS-ის სერტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ელექტრონულ პასპორტებში: ISO 15408 CC EAL 4 + დონე ან მაღალი;

ი) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი);

კ) RSA (Rivest Shamir Adleman) ან ECC (Elliptic Curve Cryptosystem – ელიპტიკური მრუდის კრიპტოსისტემა);

ლ) მიკროსქემის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

6. ღია პლატფორმა (მინიმალური მოთხოვნები)

ა) შესაბამისობა Java Card 2.1.1/Global Platform 2.1 ან Multos 4.2.1 ან მაღალი;

ბ) მონაცემთა ჩაწერის უფლება LDS (Logical Data Structure – ლოგიკური მონაცემების სტრუქტურა) 1.7-ის შესაბამისად;

გ) LDS-ის ფუნქციონალური თავსებადობა წამკითხველ მოწყობილობასთან;

დ) LDS-ის შესაბამისობა ICAO-ს რეკომენდაციებთან;

ე) EF-ის (Elementary Files – ელემენტალური ფაილები) დამოუკიდებლად არჩევის უნარი;

ვ) EAC (Extended Access Control – გაფართოებული დაშვების კონტროლი);

ზ) PA (Passive Authentication – პასიური აუთენტიფიკაცია);

თ) AA (Active Authentication – აქტიური აუთენტიფიკაცია);

ი) COS-ის სერტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ელექტრონულ პასპორტებში: ISO 15408 CC EAL 4 + დონე ან მაღალი;

კ) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი);

ლ) RSA (Rivest Shamir Adleman) ან ECC (Elliptic Curve Cryptosystem – ელიპტიკური მრუდის კრიპტოსისტემა);

მ) მიკროსქემის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

7. ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია

ანტენა წარმოადგენს დახურული სპილენძის სადენის ტექნოლოგიას და უერთდება მიკროსქემას.

მიკროსქემის შეფუთვა უნდა მოხდეს დაპრესილ “უკონტაქტო ჩიპის მოდულში“ (contactless chip module), რომელიც მიუერთდება ანტენას.

8. ქაღალდი

შიდა გვერდები (მინიმალური სტანდარტი)

ქაღალდი უნდა წარმოადგენდეს პასპორტის ტიპის ქაღალდს.

ქაღალდის მახასიათებლები შემდეგია:

ა) 90 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%;

ბ) მრავალტონიანი რეგისტრირებული ექსკლუზიური წყლის ნიშანი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით;

გ) ქაღალდი უნდა იყოს თეთრი და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი;

დ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან;

ე) ქაღალდი უნდა იყოს მგრძნობიარე და შეიცავდეს პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების ქიმიურ რეაგენტებს. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ფერის ცვალებადობა.

9. ბოლო გვერდები

ქაღალდის მახასიათებლებია:

ა) 180 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%;

ბ) ქაღალდი თეთრია და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი;

გ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან;

ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა, მაგალითად:

ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას;

ბ) მიკრობეჭდვა საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით.

10. პერსონალიზებული გვერდი

პერსონალურ მონაცემთა გვერდი:

მონაცემთა გვერდი უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს რეკომენდაციებს, დოკუმენტი 9303, მესამე ნაწილი (მესამე გამოცემა, 2008წ.).

11. შესაკერი ძაფი

ძაფი უნდა წარმოადგენდეს დამცავ ძაფს.

12. მელანი (მინიმალური სტანდარტი)

ფონის მელანი უნდა წარმოადგენდეს გაყალბებისაგან დამცავ დამატებით მექანიზმს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 3. ბეჭდვა

1. ყდის პირველი გარე გვერდი

ოქროსფერი გამოსახულება დატანილი უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იყოს სითბური ლამინირების, ჩვეულებრივი გამოყენებისა და ზემოქმედების დროს რეზისტენტული.

ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები “საქართველო“, “დიპლომატიური პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო.

2. ყდის პირველი შიდა გვერდი

ყდის პირველ შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, მითითებულია ინდივიდუალური სერია და ნომერი და დატანილია შემდეგი წინადადებები: „პასპორტის მფლობელს მფარველობას უწევს საქართველო. ეს პასპორტი წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას. პასპორტი 48-გვერდიანია“.

3. ყდის მეორე შიდა გვერდი

ყდის მეორე შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, საქართველოს რუკა, შტრიხკოდი ინდივიდუალური სერიით და ნომრით, პასპორტის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციის ნომერი, აგრეთვე 48-გვერდიანი პასპორტის ყდის მეორე შიდა გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია წინადადება “პასპორტი 48- გვერდიანია.“.

4. შიდა გვერდები

შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

პირველ გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია სიტყვა: “საქართველო“ და ინგლისურ ენაზე ყდის პირველ გვერდზე დატანილი წინადადებები. მესამე გვერდზე მოთავსებულია პასპორტის ძირითადი დამცავი მექნიზმების განლაგების სქემატური გამოსახულება.

5. დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები)

1 დონე

ქაღალდი: მრავალტონიანი წყლის ნიშანი

დამცავი ძაფი

ქიმიური სენსიტისაცია.

ბეჭდვა: გრძივი სტრუქტურები

ცისარტყელას ბეჭდვა

მიკრო ასოებით ბეჭდვა

მრავალფეროვანი ღრმა ბეჭდვა

ლატენტური გამოსახულება.

დანომვრა: ინდივიდუალური სერიისა და ნომრის ლაზერული პერფორირების წესით პასპორტის შიდა გვერდებზე (გარდა ყდის გვერდებისა და პასპორტის პირველი და მეორე შიდა გვერდებისა) დატანა.

მე-2 დონე

ქაღალდი: მკრთალი ულტრაიისფერი.

შესაკერი ძაფი: მანათობელი ელემენტები.

ბეჭდვა: ულტრაიისფერი ელემენტები.

მელანი: ფოტოქრომული მელანი, მეტალიკის ფლორესცენციის

მატარებელი მელანი.

დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 4. ფორმა

პასპორტი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით.

მუხლი 5. დანომვრა

პასპორტის ინდივიდუალური სერია და ნომერი უნდა გამოისახებოდეს ყდის პირველ შიდა გვერდზე, რომელიც დაიბეჭდება OCR-B ასოებით და მელნით, რომელიც უნდა გარდაიქმნებოდეს ფლუორისცენტულ მწვანედ ულტრაიისფერი სხივების ქვეშ.

მუხლი 6. დამცავი ლამინატი (მინიმალური სტანდარტი)

1. დამცავი ლამინატი უნდა შედგებოდეს მაქსიმალურად თხელი საფარისაგან, ჰოლიგრაფიული ტვიფრის მქონე აფსკისგან გამჭვირვალე პოლიესტერზე, ვაკუუმური დაფრქვევით მიღებული გარდამტეხი საიზოლაციო ინდექსური შრისგან და სითბური და წნეხით აქტივირებული ადჰეზიური სისტემებისა და შესაბამისი დამცავი ქაღალდის ლენტისგან.

2. ლამინატს უნდა ჰქონდეს ქვემოთ აღნიშნული მახასიათებლები:

ა) თხელი ლამინატის აფსკი უნდა წარმოადგენდეს ჩარევაზე მგრძნობიარე მონაცემთა დამცავ გარსს;

ბ) ლამინატი უნდა შედგებოდეს ჰოლოგრაფიული ტვიფრის მქონე აფსკისგან გამჭვირვალე პოლიესტერზე, ვაკუუმური დაფრქვევით მიღებული გარდამტეხი საიზოლაციო ინდექსური შრისგან და სითბური და წნეხით აქტივირებული ადჰეზიური სისტემებისა და შესაბამისი დამცავი ქაღალდის ლენტისგან;

გ) ორიენტაციის ცვალებადი მელნის ეფექტი, რომელიც ფერს იცვლის დოკუმენტის მოძრაობისას;

დ) ფლუორისცენტული გამოსახულება.

3. მონაცემთა დამცავი აფსკი უნდა იყოს უკიდურესად მგრძნობიარე მატარებლის გარეშე. ნებისმიერი მცდელობა მოცილებულ იქნეს აფსკი ან შეიცვალოს მისი მონაცემები მექანიკური საშუალებებით, სითბური ან რეგულარული გამხსნელებით, გამოიწვევს აფსკის და მისი ჰოლოგრაფიული და ბეჭდვითი ელმენტების განადგურებას.

4. თხელი ლამინატის აფსკი უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის დაცვას ნებისმიერი ცვლილებისგან, მისი მოქმედების ვადის, ანუ 10 წლის მანძილზე.

5. ჰოლოგრაფიულ გამოსახულებას უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციის სამი დონე:

პირველი დონე: დაცვის ელემენტები სპეციალური მოწყობილობის გარეშე ვიზუალური იდენტიფიკაციისათვის.

მეორე დონე: ფარული ელემენტები, რომელთა იდენტიფიკაცია მოხდება ადგილზე პორტატული დეტექტორებით.

მესამე დონე: ღრმა ფარული უსაფრთხოების ელემენტები, რომელთა იდენტიფიკაცია მოხდება მხოლოდ კრიმინალურ ლაბორატორიაში, სპეციალური ოპტიკური ინსტრუმენტების საშუალებით.

მუხლი 7. პასპორტის რეკვიზიტები

პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) პასპორტის მფლობელის სახელს;

ბ) პასპორტის მფლობელის გვარს;

გ) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობას;

დ) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღს;

ე) პასპორტის მფლობელის პირად ნომერს;

ვ) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათს;

ზ) პასპორტის მფლობელის სქესს;

თ) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილს;

ი) პასპორტის გაცემის თარიღს;

კ) პასპორტის მოქმედების ვადას;

ლ) პასპორტის გამცემი ორგანოს დასახელებას;

მ) პასპორტის ტიპის შესახებ მითითებას;

ნ) ქვეყნის კოდს;

ო) პასპორტის ნომერს;

პ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერას;

ჟ) შენიშვნებს (პასპორტში შესატანი განსაკუთრებული

აღნიშვნებისათვის).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 7​1. პასპორტში სახელების/გვარების შემოკლება

1. თუ პასპორტში შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, დასაშვებია ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) შემოკლება.

2. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ აღინიშნოს ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

3. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პასპორტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელში/გვარში (ორმაგ სახელში/გვარში) რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, მოკლდება სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 07.06.2011 წ.

დანართი №3

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის ფორმა

მუხლი 1. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტი

1. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული სამსახურებრივი პასპორტის (შემდგომში – პასპორტი) ბლანკი უნდა შედგებოდეს ელექტრონული ყდის, 2 შიდა ყდისა და 48 შიდა (ვიზის) გვერდისაგან (მონაცემთა გვერდის ჩათვლით). ბლანკის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ICAO 9303 და ევროკავშირის სათათბიროს 2004 წლის 13 დეკემბრის №2252/2004 “წევრი ქვეყნების მიერ გამოშვებული ელექტრონული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ბიომეტრიკის მახასიათებლების შესახებ“ რეგულაციის სტანდარტს.

2. პასპორტის საინფორმაციო (ან პერსონალური) გვერდი უნდა განთავსდეს ისე, რომ გამოჩნდეს ავტომატურად წასაკითხი არე გვერდის გარეთა კიდის გასწვრივ, აკინძვის მხარის საპირისპიროდ.

3. მონაცემთა გვერდი მოთავსებული უნდა იქნეს შიდა მე-2 გვერდზე.

მუხლი 2. პასპორტის მასალა და დაცვის საშუალებები

1. პასპორტი უნდა შეიცავდეს 48 გვერდს.

2. ყდა (მინიმალური სტანდარტი)

ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობას, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და ლატექსით გაჟღენთილ ფურცლის ერთობლიობას, რომელიც დაფარული იქნება 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით და მისი სისქე უნდა იყოს 850 მიკრონი +/– 10%. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – შავი.

3. ყდის RFID (რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია) შიდა ფენა

შიდა ფენა უნდა შეიცავდეს ISO 14443 სტანდარტების შესაბამის A ან B ტიპის მინიმუმ 64კ ინტეგრანულ მიკროსქემას და ანტენის მექანიზმს, მოთავსებულს შემფუთავ კონვერტში. შემფუთავი კონვერტი უნდა წარმოადგენდეს მონოლითურ ან ჰერმეტულ სტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობის ფიზიკურ დაცვას, მათ შორის დაცვას ქიმიური და გამხსნელი ზემოქმედებისგან.

შემფუთავი კონვერტი შედგება მასალისგან, რომელიც უსაფრთხოდ და მყარად მოთავსებულია ბლანკის ყდაში ისე, რომ ინარჩუნებს დასრულებული ბლანკის ფიზიკური მთლიანობას. შემფუთავი კონვერტი ჰერმეტულად უნდა ხურავდეს ანტენასა და მიკროსქემას. შიდა ფენა ექვემდებარება ჭავლური ტექნოლოგიით ამობეჭდვას, შესაბამისი დანომვრის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

შიდა ფენის ფერი უნდა იყოს “კრემისფერი თეთრი“, ხაოიანი ზედაპირით.

შიდა ფენა უნდა მოიცავდეს პასპორტის მთელ ყდას (წინას და უკანას). მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობა უნდა განთავსდეს შიდა ფენაში ისე, რომ ის განალაგებული იყოს პასპორტის ბლანკის ყდის მეორე გარე გვერდში.

4. მიკროსქემა

მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:

ა) 8ბიტ ან მეტი;

ბ) EEPROM: 64კბ ან მეტი.

გ) წაკითხვა/ჩაწერა: 100000 ან მეტი.

დ) მონაცემთა შენახვა: 10 წელი ან მეტი.

ე) საოპერაციო ტემპერატურა: გამართული მუშაობა –25-დან 80​0 C-მდე (მიკროსქემა უნდა ინარჩუნებდეს თავის ფუნქციებს 175–185​0 C);

ვ) ოპერაცია: გამართული მუშაობა 25​0 C ტემპერატურაზე და 5% + 95% ტენიანობის პირობებში;

ზ) მოდულის სისქე: 350 მიკრონი ან უფრო პატარა;

თ) მოდულის ზომა: 8.1 მმ ხ 5.3 მმ ან უფრო პატარა;

ი) შესაბამისობა ISO 14443, ICAO აპლიკაციასთან და LDS სატესტო სპეციფიკაციებთან;

კ) შესაბამისობა ISO 7816 და ISO 14443 A ტიპი ან B ტიპი;

ლ) მონაცემების გადაცემის სიჩქარე: 424 Kbps ან მეტი;

მ) მიკროსქემის უნიკალური სერიული ნომერი და შესაბამისი COMMAND Set;

ნ) ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური, ელექტრონული და გარემო ზემოქმედებებისგან გამოწვეული ზიანისადმი მდგრადობა;

ო) ელექტრონულ პასპორტებში გამოყენებული მიკროსქემის სერტიფიცირება – ISO 15408 CC EAL 4+ ან მეტი;

პ) სამომხმარებლო მეხსიერება უნდა მოიცავდეს უსაფრთხოებაზე დაფუძნებულ პროგრამას და უნდა იყოს მდგრადი;

ჟ) შესაბამისი შემფასებელი სისტემა, რომელიც მოიცავს დეტექტორულ რეპორტინგს მიკროსქემის ფუნქციონირების შესახებ;

რ) თავსებადობა მიკროსქემას და ოპერაციულ სისტემა EAC-ის (გაფართოებული წვდომის კონტროლი) ფუნქციას შორის ბიომეტრიული მონაცემების დასაცავად;

ს) მიკროსქემის გადატვირთვა არანორმირებული ტემპერატურის, სიხშირის, ვოლტაჟის და შეტევის შემთხვევებში;

ტ) შემოვლითი შეტევისგან დაცვა (SDA, DPA);

უ) პერსონალიზაციის შემდეგ მონაცემთა წაშლის დაუშვებლობა;

ფ) აპარატურული და პროგრამული დაცვა გარე ჩარევისგან;

ქ) სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

5. საკუთარი ოპერაციული სისტემის მოთხოვნები (მინიმალური მოთხოვნები):

ა) მონაცემთა ჩაწერის უფლება LDS (Logical Data Structure – ლოგიკური მონაცემების სტრუქტურა) 1.7-ის შესაბამისად;

ბ) LDS-ის ფუნქციონალური თავსებადობა წამკითხველ მოწყობილობასთან;

გ) LDS-ის შესაბამისობა ICAO-ს რეკომენდაციებთან;

დ) EF-ის (Elementary Files – ელემენტარული ფაილები) დამოუკიდებლად არჩევის უნარი;

ე) EAC (Extended Access Control – გაფართოებული დაშვების კონტროლი);

ვ) PA (Passive Authentication – პასიური აუთენტიფიკაცია);

ზ) AA (Active Authentication – აქტიური აუთენტიფიკაცია);

თ) COS-ის სერტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ელექტრონულ პასპორტებში: ISO 15408 CC EAL 4 + დონე ან მაღალი;

ი) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი);

კ) RSA (Rivest Shamir Adleman) ან ECC (Elliptic Curve Cryptosystem – ელიპტიკური მრუდის კრიპტოსისტემა);

ლ) მიკროსქემის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

6. ღია პლატფორმა (მინიმალური მოთხოვნები)

ა) შესაბამისობა Java Card 2.1.1/Global Platform 2.1 ან Multos 4.2.1 ან მაღალი;

ბ) მონაცემთა ჩაწერის უფლება LDS (Logical Data Structure – ლოგიკური მონაცემების სტრუქტურა) 1.7-ის შესაბამისად;

გ) LDS-ის ფუნქციონალური თავსებადობა წამკითხველ მოწყობილობასთან;

დ) LDS-ის შესაბამისობა ICAO-ს რეკომენდაციებთან;

ე) EF-ის (Elementary Files – ელემენტალური ფაილები) დამოუკიდებლად არჩევის უნარი;

ვ) EAC (Extended Access Control – გაფართოებული დაშვების კონტროლი);

ზ) PA (Passive Authentication – პასიური აუთენტიფიკაცია);

თ) AA (Active Authentication – აქტიური აუთენტიფიკაცია);

ი) COS-ის სერტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ელექტრონულ პასპორტებში: ISO 15408 CC EAL 4 + დონე ან მაღალი;

კ) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი);

ლ) RSA (Rivest Shamir Adleman) ან ECC (Elliptic Curve Cryptosystem – ელიპტიკური მრუდის კრიპტოსისტემა);

მ) მიკროსქემის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

7. ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია

ანტენა წარმოადგენს დახურული სპილენძის სადენის ტექნოლოგიას და უერთდება მიკროსქემას.

მიკროსქემის შეფუთვა უნდა მოხდეს დაპრესილ “უკონტაქტო ჩიპის მოდულში“ (contactless chip module), რომელიც მიუერთდება ანტენას.

8. ქაღალდი

შიდა გვერდები (მინიმალური სტანდარტი)

ქაღალდი უნდა წარმოადგენდეს პასპორტის ტიპის ქაღალდს.

ქაღალდის მახასიათებლები შემდეგია:

ა) 90 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%;

ბ) მრავალტონიანი რეგისტრირებული ექსკლუზიური წყლის ნიშანი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით;

გ) ქაღალდი უნდა იყოს თეთრი და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი;

დ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან;

ე) ქაღალდი უნდა იყოს მგრძნობიარე და შეიცავდეს პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების ქიმიურ რეაგენტებს. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ფერის ცვალებადობა.

9. ბოლო გვერდები

ქაღალდის მახასიათებლებია:

ა) 180 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%;

ბ) ქაღალდი თეთრია და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი;

გ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან;

ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა მაგალითად:

ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას;

ბ) მიკრობეჭდვა, საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით.

10. პერსონალიზებული გვერდი

პერსონალურ მონაცემთა გვერდი:

მონაცემთა გვერდი უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს რეკომენდაციებს, დოკუმენტი 9303, მესამე ნაწილი (მესამე გამოცემა, 2008წ.).

11. შესაკერი ძაფი

ძაფი უნდა წარმოადგენდეს დამცავ ძაფს.

12. მელანი (მინიმალური სტანდარტი)

ფონის მელანი უნდა წარმოადგენდეს გაყალბებისაგან დამცავ დამატებით მექანიზმს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 3. ბეჭდვა

1. ყდის პირველი გარე გვერდი

ოქროსფერი გამოსახულება დატანილი უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იყოს სითბური ლამინირების, ჩვეულებრივი გამოყენებისა და ზემოქმედების დროს რეზისტენტული.

ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, “სამსახურებრივი პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო.

2. ყდის პირველი შიდა გვერდი

ყდის პირველ შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, მითითებულია ინდივიდუალური სერია და ნომერი და დატანილია შემდეგი წინადადებები: “პასპორტის მფლობელს მფარველობას უწევს საქართველო. ეს პასპორტი წარმოადგენს საქართველოს საკუთრება. პასპორტი 48-გვერდიანია“.

3. ყდის მეორე შიდა გვერდი

ყდის მეორე შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, საქართველოს რუკა, შტრიხკოდი ინდივიდუალური სერიით და ნომრით, პასპორტის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციის ნომერი. აგრეთვე 48-გვერდიანი პასპორტის ყდის მეორე შიდა გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია წინადადება „პასპორტი 48- გვერდიანია.“.

4. შიდა გვერდები

შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

პირველ გვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია სიტყვა: “საქართველო“ და ინგლისურ ენაზე, ყდის პირველ გვერდზე დატანილი წინადადებები. მესამე გვერდზე მოთავსებულია პასპორტის ძირითადი დამცავი მექნიზმების განლაგების სქემატური გამოსახულება.

5. დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები)

1 დონე

ქაღალდი: მრავალტონიანი წყლის ნიშანი

დამცავი ძაფი

ქიმიური სენსიტისაცია.

ბეჭდვა: გრძივი სტრუქტურები

ცისარტყელას ბეჭდვა

მიკრო ასოებით ბეჭდვა

მრავალფეროვანი ღრმა ბეჭდვა

ლატენტური გამოსახულება.

დანომვრა: ინდივიდუალური სერიისა და ნომრის ლაზერული პერფორირების წესით პასპორტის შიდა გვერდებზე (გარდა ყდის გვერდებისა და პასპორტის პირველი და მეორე შიდა გვერდებისა) დატანა.

მე-2 დონე

ქაღალდი: მკრთალი ულტრაიისფერი.

შესაკერი ძაფი: მანათობელი ელემენტები.

ბეჭდვა: ულტრაიისფერი ელემენტები.

მელანი: ფოტოქრომული მელანი, მეტალიკის ფლორესცენციის

მატარებელი მელანი.

დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 4. ფორმა

პასპორტი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით.

მუხლი 5. დანომვრა

პასპორტის ინდივიდუალური სერია და ნომერი უნდა გამოისახებოდეს ყდის პირველ შიდა გვერდზე, რომელიც დაიბეჭდება OCR-B ასოებით და მელნით, რომელიც უნდა გარდაიქმნებოდეს ფლუორისცენტულ მწვანედ ულტრაიისფერი სხივების ქვეშ.

მუხლი 6. დამცავი ლამინატი (მინიმალური სტანდარტი)

1. დამცავი ლამინატი უნდა შედგებოდეს მაქსიმალურად თხელი საფარისაგან, ჰოლოგრაფული ტვიფრის მქონე აფსკისგან გამჭვირვალე პოლიესტერზე, ვაკუუმური დაფრქვევით მიღებული გარდამტეხი საიზოლაციო ინდექსური შრისგან და სითბური და წნეხით აქტივირებული ადჰეზიური სისტემებისა და შესაბამისი დამცავი ქაღალდის ლენტისგან.

2. ლამინატს უნდა ჰქონდეს ქვემოთ აღნიშნული მახასიათებლები:

ა) თხელი ლამინატის აფსკი უნდა წარმოადგენდეს ჩარევაზე მგრძნობიარე მონაცემთა დამცავ გარსს;

ბ) ლამინატი უნდა შედგებოდეს ჰოლოგრაფიული ტვიფრის მქონე აფსკისგან გამჭვირვალე პოლიესტერზე, ვაკუუმური დაფრქვევით მიღებული გარდამტეხი საიზოლაციო ინდექსური შრისგან და სითბური და წნეხით აქტივირებული ადჰეზიური სისტემებისა და შესაბამისი დამცავი ქაღალდის ლენტისგან;

გ) ორიენტაციის ცვალებადი მელნის ეფექტი, რომელიც ფერს იცვლის დოკუმენტის მოძრაობისას;

დ) ფლუორისცენტული გამოსახულება.

3. მონაცემთა დამცავი აფსკი უნდა იყოს უკიდურესად მგრძნობიარე მატარებლის გარეშე. ნებისმიერი მცდელობა, მოცილებულ იქნეს აფსკი ან შეიცვალოს მისი მონაცემები მექანიკური საშუალებებით, სითბური ან რეგულარული გამხსნელებით, გამოიწვევს აფსკის და მისი ჰოლოგრაფიული და ბეჭდვითი ელმენტების განადგურებას.

4. თხელი ლამინატის აფსკი უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის დაცვას ნებისმიერი ცვლილებისგან, მისი მოქმედების ვადის, ანუ 10 წლის მანძილზე.

5. ჰოლოგრაფიულ გამოსახულებას უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციის სამი დონე:

პირველი დონე: დაცვის ელემენტები სპეციალური მოწყობილობის გარეშე ვიზუალური იდენტიფიკაციისათვის.

მეორე დონე: ფარული ელემენტები, რომელთა იდენტიფიკაცია მოხდება ადგილზე პორტატული დეტექტორებით.

მესამე დონე: ღრმა ფარული უსაფრთხოების ელემენტები, რომელთა იდენტიფიკაცია მოხდება მხოლოდ კრიმინალურ ლაბორატორიაში, სპეციალური ოპტიკური ინსტრუმენტების საშუალებით.

მუხლი 7. პასპორტის რეკვიზიტები

პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) პასპორტის მფლობელის სახელს;

ბ) პასპორტის მფლობელის გვარს;

გ) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობას;

დ) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღს;

ე) პასპორტის მფლობელის პირად ნომერს;

ვ) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათს;

ზ) პასპორტის მფლობელის სქესს;

თ) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილს;

ი) პასპორტის გაცემის თარიღს;

კ) პასპორტის მოქმედების ვადას;

ლ) პასპორტის გამცემი ორგანოს დასახელებას;

მ) პასპორტის ტიპის შესახებ მითითებას;

ნ) ქვეყნის კოდს;

ო) პასპორტის ნომერს;

პ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერას;

ჟ) შენიშვნებს (პასპორტში შესატანი განსაკუთრებული აღნიშვნებისათვის).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 7​1. პასპორტში სახელების/გვარების შემოკლება

1. თუ პასპორტში შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, დასაშვებია ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) შემოკლება.

2. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ აღინიშნოს ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

3. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პასპორტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელში/გვარში (ორმაგ სახელში/გვარში) რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, მოკლდება სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 07.06.2011 წ.

დანართი №4

საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ფორმა

მუხლი 1. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტი

1. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – პასპორტი) ბლანკი უნდა შედგებოდეს ელექტრონული ყდის, 2 შიდა ყდისა და 32 შიდა (ვიზის) გვერდისაგან (მონაცემთა გვერდის ჩათვლით). ბლანკის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ICAO 9303 და ევროკავშირის სათათბიროს 2004 წლის 13 დეკემბრის №2252/2004 “წევრი ქვეყნების მიერ გამოშვებული ელექტრონული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ბიომეტრიკის მახასიათებლების შესახებ“ რეგულაციის სტანდარტს.

2. პასპორტის საინფორმაციო (ან პერსონალური) გვერდი უნდა განთავსდეს ისე, რომ გამოჩნდეს ავტომატურად წასაკითხი არე გვერდის გარეთა კიდის გასწვრივ, აკინძვის მხარის საპირისპიროდ.

3. მონაცემთა გვერდი მოთავსებულ უნდა იქნეს შიდა მე-2 გვერდზე.

მუხლი 2. პასპორტის მასალა და დაცვის საშუალებები

1. პასპორტი უნდა შეიცავდეს 32 გვერდს.

2. ყდა (მინიმალური სტანდარტი)

ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობას, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და ლატექსით გაჟღენთილ ფურცლის ერთობლიობას, რომელიც დაფარული იქნება 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით და მისი სისქე უნდა იყოს 850 მიკრონი +/– 10%. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – ნაცრისფერი.

3. ყდის RFID (რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია) შიდა ფენა

შიდა ფენა უნდა შეიცავდეს ISO 14443 სტანდარტების შესაბამის A ან B ტიპის მინიმუმ 64კ ინტეგრანულ მიკროსქემას და ანტენის მექანიზმს, მოთავსებულს შემფუთავ კონვერტში. შემფუთავი კონვერტი უნდა წარმოადგენდეს მონოლითურ ან ჰერმეტულ სტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობის ფიზიკურ დაცვას, მათ შორის, დაცვას ქიმიური და გამხსნელი ზემოქმედებისგან.

შემფუთავი კონვერტი შედგება მასალისგან, რომელიც უსაფრთხოდ და მყარად მოთავსებულია ბლანკის ყდაში ისე, რომ ინარჩუნებს დასრულებული ბლანკის ფიზიკურ მთლიანობას. შემფუთავი კონვერტი ჰერმეტულად უნდა ხურავდეს ანტენასა და მიკროსქემას. შიდა ფენა ექვემდებარება ჭავლური ტექნოლოგიით ამობეჭდვას, შესაბამისი დანომვრის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

შიდა ფენის ფერი უნდა იყოს “კრემისფერი თეთრი“, ხაოიანი ზედაპირით.

შიდა ფენა უნდა მოიცავდეს პასპორტის მთელ ყდას (წინას და უკანას). მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობა უნდა განთავსდეს შიდა ფენაში ისე, რომ ის განალაგებული იყოს პასპორტის ბლანკის ყდის მეორე გარე გვერდში.

4. მიკროსქემა

მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:

ა) 8ბიტ ან მეტი;

ბ) EEPROM: 64კბ ან მეტი;

გ) წაკითხვა/ჩაწერა: 100000 ან მეტი;

დ) მონაცემთა შენახვა: 10 წელი ან მეტი;

ე) საოპერაციო ტემპერატურა: გამართული მუშაობა –25-დან 80​0 C-მდე (მიკროსქემა უნდა ინარჩუნებდეს თავისი ფუნქციებს 175–185​0 C);

ვ) ოპერაცია: გამართული მუშაობა 25​0 C ტემპერატურაზე და 5% + 95% ტენიანობის პირობებში;

ზ) მოდულის სისქე: 350 მიკრონი ან უფრო პატარა;

თ) მოდულის ზომა: 8.1 მმ x 5.3 მმ ან უფრო პატარა;

ი) შესაბამისობა ISO 14443, ICAO აპლიკაციასთან და LDS სატესტო სპეციფიკაციებთან;

კ) შესაბამისობა ISO 7816 და ISO 14443 A ტიპი ან B ტიპი;

ლ) მონაცემების გადაცემის სიჩქარე: 424 Kbps ან მეტი;

მ) მიკროსქემის უნიკალური სერიული ნომერი და შესაბამისი COMMAND Set;

ნ) ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური, ელექტრონული და გარემო ზემოქმედებებისგან გამოწვეული ზიანისადმი მდგრადობა;

ო) ელექტრონულ პასპორტებში გამოყენებული მიკროსქემის სერტიფიცირება – ISO 15408 CC EAL 4+ ან მეტი;

პ) სამომხმარებლო მეხსიერება უნდა მოიცავდეს უსაფრთხოებაზე დაფუძნებულ პროგრამას და უნდა იყოს მდგრადი;

ჟ) შესაბამისი შემფასებელი სისტემა, რომელიც მოიცავს დეტექტორულ რეპორტინგს მიკროსქემის ფუნქციონირების შესახებ;

რ) თავსებადობა მიკროსქემასა და ოპერაციულ სისტემა EAC-ის (გაფართოებული წვდომის კონტროლი) ფუნქციას შორის ბიომეტრიული მონაცემების დასაცავად;

ს) მიკროსქემის გადატვირთვა არანორმირებული ტემპერატურის, სიხშირის, ვოლტაჟის და შეტევის შემთხვევებში;

ტ) შემოვლითი შეტევისგან დაცვა (SDA, DPA);

უ) პერსონალიზაციის შემდეგ მონაცემთა წაშლის დაუშვებლობა;

ფ) აპარატურული და პროგრამული დაცვა გარე ჩარევისგან;

ქ) სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

5. საკუთარი ოპერაციული სისტემის მოთხოვნები (მინიმალური მოთხოვნები)

ა) მონაცემთა ჩაწერის უფლება LDS (Logical Data Structure – ლოგიკური მონაცემების სტრუქტურა) 1.7-ის შესაბამისად;

ბ) LDS-ის ფუნქციონალური თავსებადობა წამკითხველ მოწყობილობასთან;

გ) LDS-ის შესაბამისობა ICAO-ს რეკომენდაციებთან;

დ) EF-ის (Elementary Files – ელემენტალური ფაილები) დამოუკიდებლად არჩევის უნარი;

ე) EAC (Extended Access Control – გაფართოებული დაშვების კონტროლი);

ვ) PA (Passive Authentication – პასიური აუთენტიფიკაცია);

ზ) AA (Active Authentication – აქტიური აუთენტიფიკაცია);

თ) COS-ის სერტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ელექტრონულ პასპორტებში: ISO 15408 CC EAL 4 + დონე ან მაღალი;

ი) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი);

კ) RSA (Rivest Shamir Adleman) ან ECC (Elliptic Curve Cryptosystem – ელიპტიკური მრუდის კრიპტოსისტემა);

ლ) მიკროსქემის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

6. ღია პლატფორმა (მინიმალური მოთხოვნები)

ა) შესაბამისობა Java Card 2.1.1/Global Platform 2.1 ან Multos 4.2.1 ან მაღალი;

ბ) მონაცემთა ჩაწერის უფლება LDS (Logical Data Structure – ლოგიკური მონაცემების სტრუქტურა) 1.7-ის შესაბამისად;

გ) LDS-ის ფუნქციონალური თავსებადობა წამკითხველ მოწყობილობასთან;

დ) LDS-ის შესაბამისობა ICAO-ს რეკომენდაციებთან;

ე) EF-ის (Elementary Files – ელემენტალური ფაილები) დამოუკიდებლად არჩევის უნარი;

ვ) EAC (Extended Access Control – გაფართოებული დაშვების კონტროლი);

ზ) PA (Passive Authentication – პასიური აუთენტიფიკაცია);

თ) AA (Active Authentication – აქტიური აუთენტიფიკაცია);

ი) COS-ის სერტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ელექტრონულ პასპორტებში: ISO 15408 CC EAL 4 + დონე ან მაღალი;

კ) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი);

ლ) RSA (Rivest Shamir Adleman) ან ECC (Elliptic Curve Cryptosystem – ელიპტიკური მრუდის კრიპტოსისტემა);

მ) მიკროსქემის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

7. ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია

ანტენა წარმოადგენს დახურული სპილენძის სადენის ტექნოლოგიას და უერთდება მიკროსქემას.

მიკროსქემის შეფუთვა უნდა მოხდეს დაპრესილ “უკონტაქტო ჩიპის მოდულში“ (contactless chip module), რომელიც მიუერთდება ანტენას.

8. ქაღალდი

შიდა გვერდები (მინიმალური სტანდარტი)

ქაღალდი უნდა წარმოადგენდეს პასპორტის ტიპის ქაღალდს.

ქაღალდის მახასიათებლები შემდეგია:

ა) 90 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%;

ბ) მრავალტონიანი რეგისტრირებული ექსკლუზიური წყლის ნიშანი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით;

გ) ქაღალდი უნდა იყოს თეთრი და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი;

დ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან;

ე) ქაღალდი უნდა იყოს მგრძნობიარე და შეიცავდეს პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების ქიმიურ რეაგენტებს. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ფერის ცვალებადობა.

9. ბოლო გვერდები

ქაღალდის მახასიათებლებია:

ა) 180 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%;

ბ) ქაღალდი თეთრია და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი;

გ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან;

ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა, მაგალითად:

ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას;

ბ) მიკრობეჭდვა საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით.

10. პერსონალიზებული გვერდი

პერსონალურ მონაცემთა გვერდი:

მონაცემთა გვერდი უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს რეკომენდაციებს, დოკუმენტი 9303, მესამე ნაწილი (მესამე გამოცემა 2008წ.).

11. შესაკერი ძაფი

ძაფი უნდა წარმოადგენდეს დამცავ ძაფს.

12. მელანი (მინიმალური სტანდარტი)

ფონის მელანი უნდა წარმოადგენდეს გაყალბებისაგან დამცავ დამატებით მექანიზმს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 3. ბეჭდვა

1. ყდის პირველი გარე გვერდი

ოქროსფერი გამოსახულება დატანილ უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იყოს სითბური ლამინირების, ჩვეულებრივი გამოყენებისა და ზემოქმედების დროს რეზისტენტული.

ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები “საქართველო“, “სამგზავრო პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო.

2. ყდის პირველი შიდა გვერდი

ყდის პირველ შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, მითითებულია ინდივიდუალური სერია და ნომერი და დატანილია შემდეგი წინადადებები: “პასპორტის მფლობელს მფარველობას უწევს საქართველო. ეს პასპორტი წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას. პასპორტი 32-გვერდიანია.“.

3. ყდის მეორე შიდა გვერდი

ყდის მეორე შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, საქართველოს რუკა, შტრიხკოდი ინდივიდუალური სერიით და ნომრით, პასპორტის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციის ნომერი. აგრეთვე 32-გვერდიანი პასპორტის ყდის მეორე შიდა გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია წინადადება “პასპორტი 32- გვერდიანია.“.

4. შიდა გვერდები

შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

პირველ გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია სიტყვა: “საქართველო“ და ინგლისურ ენაზე ყდის პირველ გვერდზე დატანილი წინადადებები. მესამე გვერდზე მოთავსებულია პასპორტის ძირითადი დამცავი მექნიზმების განლაგების სქემატური გამოსახულება.

5. დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები)

1 დონე

ქაღალდი: მრავალტონიანი წყლის ნიშანი

დამცავი ძაფი

ქიმიური სენსიტისაცია.

ბეჭდვა: გრძივი სტრუქტურები

ცისარტყელას ბეჭდვა

მიკრო ასოებით ბეჭდვა

მრავალფეროვანი ღრმა ბეჭდვა

ლატენტური გამოსახულება.

დანომვრა: ინდივიდუალური სერიისა და ნომრის ლაზერული პერფორირების წესით პასპორტის შიდა გვერდებზე (გარდა ყდის გვერდებისა და პასპორტის პირველი და მეორე შიდა გვერდებისა) დატანა.

მე-2 დონე

ქაღალდი: მკრთალი ულტრაიისფერი.

შესაკერი ძაფი: მანათობელი ელემენტები.

ბეჭდვა: ულტრაიისფერი ელემენტები.

მელანი: ფოტოქრომული მელანი, მეტალიკის ფლორესცენციის

მატარებელი მელანი.

დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 4. ფორმა

პასპორტი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით.

მუხლი 5. დანომვრა

პასპორტის ინდივიდუალური სერია და ნომერი უნდა გამოისახებოდეს ყდის პირველ შიდა გვერდზე, რომელიც დაიბეჭდება OCR-B ასოებით და მელნით, რომელიც უნდა გარდაიქმნებოდეს ფლუორისცენტულ მწვანედ ულტრაიისფერი სხივების ქვეშ.

მუხლი 6. დამცავი ლამინატი (მინიმალური სტანდარტი)

1. დამცავი ლამინატი უნდა შედგებოდეს მაქსიმალურად თხელი საფარისაგან, ჰოლოგრაფიული ტვიფრის მქონე აფსკისგან გამჭვირვალე პოლიესტერზე, ვაკუუმური დაფრქვევით მიღებული გარდამტეხი საიზოლაციო ინდექსური შრისგან და სითბური და წნეხით აქტივირებული ადჰეზიური სისტემებისა და შესაბამისი დამცავი ქაღალდის ლენტისგან.

2. ლამინატს უნდა ჰქონდეს ქვემოთ აღნიშნული მახასიათებლები:

ა) თხელი ლამინატის აფსკი უნდა წარმოადგენდეს ჩარევაზე მგრძნობიარე მონაცემთა დამცავ გარსს;

ბ) ლამინატი უნდა შედგებოდეს ჰოლოგრაფული ტვიფრის მქონე აფსკისგან გამჭვირვალე პოლიესტერზე, ვაკუუმური დაფრქვევით მიღებული გარდამტეხი საიზოლაციო ინდექსური შრისგან და სითბური და წნეხით აქტივირებული ადჰეზიური სისტემებისა და შესაბამისი დამცავი ქაღალდის ლენტისგან;

გ) ორიენტაციის ცვალებადი მელნის ეფექტი, რომელიც ფერს იცვლის დოკუმენტის მოძრაობისას;

დ) ფლუორისცენტული გამოსახულება.

3. მონაცემთა დამცავი აფსკი უნდა იყოს უკიდურესად მგრძნობიარე მატარებლის გარეშე. ნებისმიერი მცდელობა მოცილებულ იქნეს აფსკი ან შეიცვალოს მისი მონაცემები მექანიკური საშუალებებით, სითბური ან რეგულარული გამხსნელებით, გამოიწვევს აფსკის და მისი ჰოლოგრაფიული და ბეჭდვითი ელმენტების განადგურებას.

4. თხელი ლამინატის აფსკი უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის დაცვას ნებისმიერი ცვლილებისგან, მისი მოქმედების ვადის, ანუ 10 წლის მანძილზე.

5. ჰოლოგრაფიულ გამოსახულებას უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციის სამი დონე:

პირველი დონე: დაცვის ელემენტები სპეციალური მოწყობილობის გარეშე ვიზუალური იდენტიფიკაციისათვის.

მეორე დონე: ფარული ელემენტები, რომელთა იდენტიფიკაცია მოხდება ადგილზე პორტატული დეტექტორებით.

მესამე დონე: ღრმა ფარული უსაფრთხოების ელემენტები, რომელთა იდენტიფიკაცია მოხდება მხოლოდ კრიმინალურ ლაბორატორიაში, სპეციალური ოპტიკური ინსტრუმენტების საშუალებით.

მუხლი 7. პასპორტის რეკვიზიტები

პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) პასპორტის მფლობელის სახელს;

ბ) პასპორტის მფლობელის გვარს;

გ) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობას;

დ) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღს;

ე) პასპორტის მფლობელის პირად ნომერს;

ვ) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათს;

ზ) პასპორტის მფლობელის სქესს;

თ) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილს;

ი) პასპორტის გაცემის თარიღს;

კ) პასპორტის მოქმედების ვადას;

ლ) პასპორტის გამცემი ორგანოს დასახელებას;

მ) პასპორტის ტიპის შესახებ მითითებას;

ნ) ქვეყნის კოდს;

ო) პასპორტის ნომერს;

პ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერას;

ჟ) შენიშვნებს (პასპორტში შესატანი განსაკუთრებული

აღნიშვნებისათვის).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 7​1. პასპორტში სახელების/გვარების შემოკლება

1. თუ პასპორტში შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, დასაშვებია ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) შემოკლება.

2. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ აღინიშნოს ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

3. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პასპორტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელში/გვარში (ორმაგ სახელში/გვარში) რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, მოკლდება სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 07.06.2011 წ.

დანართი №5

ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმა

მუხლი 1. ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტი

1. ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმეტის (შემდგომში – დოკუმენტი) ბლანკი უნდა შედგებოდეს ელექტრონული ყდის, 2 შიდა ყდისა და 32 შიდა (ვიზის) გვერდისაგან (მონაცემთა გვერდის ჩათვლით). ბლანკის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ICAO 9303 და ევროკავშირის სათათბიროს 2004 წლის 13 დეკემბრის N2252/2004 “წევრი ქვეყნების მიერ გამოშვებული ელექტრონული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ბიომეტრიკის მახასიათებლების შესახებ“ რეგულაციის სტანდარტს.

2. დოკუმენტის საინფორმაციო (ან პერსონალური) გვერდი უნდა განთავსდეს ისე, რომ გამოჩნდეს ავტომატურად წასაკითხი არე გვერდის გარეთა კიდის გასწვრივ, აკინძვის მხარის საპირისპიროდ.

3. მონაცემთა გვერდი მოთავსებული უნდა იქნეს შიდა მე-2 გვერდზე.

მუხლი 2. დოკუმენტის მასალა და დაცვის საშუალებები

1. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს 32 გვერდს.

2. ყდა (მინიმალური სტანდარტი)

ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობას, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და ლატექსით გაჟღენთილ ფურცლის ერთობლიობას, რომელიც დაფარული იქნება 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით და მისი სისქე უნდა იყოს 850 მიკრონი +/– 10%. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – ღია ლურჯი.

3. ყდის RFID (რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია) შიდა ფენა

შიდა ფენა უნდა შეიცავდეს ISO 14443 სტანდარტების შესაბამის A ან B ტიპის მინიმუმ 64kB ინტეგრანულ მიკროსქემას და ანტენის მექანიზმს, მოთავსებულს შემფუთავ კონვერტში. შემფუთავი კონვერტი უნდა წარმოადგენდეს მონოლითურ ან ჰერმეტულ სტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობის ფიზიკურ დაცვას, მათ შორის დაცვას ქიმიური და გამხსნელი ზემოქმედებისგან.

შემფუთავი კონვერტი შედგება მასალისგან, რომელიც უსაფრთხოდ და მყარად მოთავსებულია ბლანკის ყდაში ისე, რომ ინარჩუნებს დასრულებული ბლანკის ფიზიკურ მთლიანობას. შემფუთავი კონვერტი ჰერმეტულად უნდა ხურავდეს ანტენასა და მიკროსქემას. შიდა ფენა ექვემდებარება ჭავლური ტექნოლოგიით ამობეჭდვას, შესაბამისი დანომვრის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

შიდა ფენის ფერი უნდა იყოს “კრემისფერი თეთრი“, ხაოიანი ზედაპირით.

შიდა ფენა უნდა მოიცავდეს სამგზავრო დოკუმენტის მთელ ყდას (წინას და უკანას). მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობა უნდა განთავსდეს შიდა ფენაში ისე, რომ ის განალაგებული იყოს სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის ყდის მეორე გარე გვერდში.

4. მიკროსქემა

მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:

ა) 8bit ან მეტი;

ბ) EEPROM: 64kb ან მეტი;

გ) წაკითხვა/ჩაწერა: 100000 ან მეტი;

დ) მონაცემთა შენახვა: 10 წელი ან მეტი;

ე) საოპერაციო ტემპერატურა: გამართული მუშაობა –25-დან 80​0 C-მდე (მიკროსქემა უნდა ინარჩუნებდეს თავის ფუნქციებს 175–185​0 C);

ვ) ოპერაცია: გამართული მუშაობა 25​0 C ტემპერატურაზე და 5% + 95% ტენიანობის პირობებში;

ზ) მოდულის სისქე: 350 მიკრონი ან უფრო პატარა;

თ) მოდულის ზომა: 8.1 მმ x 5.3 მმ ან უფრო პატარა;

ი) შესაბამისობა ISO 14443, ICAO აპლიკაციასთან და LDS სატესტო სპეციფიკაციებთან;

კ) შესაბამისობა ISO 7816 და ISO 14443 A ტიპი ან B ტიპი;

ლ) მონაცემების გადაცემის სიჩქარე: 424 Kbps ან მეტი;

მ) მიკროსქემის უნიკალური სერიული ნომერი და შესაბამისი COMMAND Set;

ნ) ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური, ელექტრონული და გარემო ზემოქმედებებისგან გამოწვეული ზიანისადმი მდგრადობა;

ო) ელექტრონულ სამგზავრო დოკუმენტებში გამოყენებული მიკროსქემის სერტიფიცირება – ISO 15408 CC EAL 4+ ან მეტი;

პ) სამომხმარებლო მეხსიერება უნდა მოიცავდეს უსაფრთხოებაზე დაფუძნებულ პროგრამას და უნდა იყოს მდგრადი;

ჟ) შესაბამისი შემფასებელი სისტემა, რომელიც მოიცავს დეტექტორულ რეპორტინგს მიკროსქემის ფუნქციონირების შესახებ;

რ) თავსებადობა მიკროსქემას და ოპერაციულ სისტემა EAC-ის (გაფართოებული წვდომის კონტროლი) ფუნქციას შორის ბიომეტრიული მონაცემების დასაცავად;

ს) მიკროსქემის გადატვირთვა არანორმირებული ტემპერატურის, სიხშირის, ვოლტაჟის და შეტევის შემთხვევებში;

ტ) შემოვლითი შეტევისგან დაცვა (SDA, DPA);

უ) პერსონალიზაციის შემდეგ მონაცემთა წაშლის დაუშვებლობა;

ფ) აპარატურული და პროგრამული დაცვა გარე ჩარევისგან;

ქ) სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

5. საკუთარი ოპერაციული სისტემის მოთხოვნები (მინიმალური მოთხოვნები)

ა) მონაცემთა ჩაწერის უფლება LDS (Logical Data Structure – ლოგიკური მონაცემების სტრუქტურა) 1.7-ის შესაბამისად;

ბ) LDS-ის ფუნქციონალური თავსებადობა წამკითხველ მოწყობილობასთან;

გ) LDS-ის შესაბამისობა ICAO-ს რეკომენდაციებთან;

დ) EF-ის (Elementary Files – ელემენტარული ფაილები) დამოუკიდებლად არჩევის უნარი;

ე) EAC (Extended Access Control – გაფართოებული დაშვების კონტროლი);

ვ) PA (Passive Authentication – პასიური აუთენტიფიკაცია);

ზ) AA (Active Authentication – აქტიური აუთენტიფიკაცია);

თ) COS-ის სერტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ელექტრონულ სამგზავრო დოკუმენტებში: ISO 15408 CC EAL 4 + დონე ან მაღალი;

ი) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) /TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი);

კ) RSA (Rivest Shamir Adleman) ან ECC (Elliptic Curve Cryptosystem – ელიპტიკური მრუდის კრიპტოსისტემა).

ლ) მიკროსქემის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

6. ღია პლატფორმა (მინიმალური მოთხოვნები)

ა) შესაბამისობა Java Card 2.1.1/Global Platform 2.1 ან Multos 4.2.1 ან მაღალი;

ბ) მონაცემთა ჩაწერის უფლება LDS (Logical Data Structure – ლოგიკური მონაცემების სტრუქტურა) 1.7-ის შესაბამისად;

გ) LDS-ის ფუნქციონალური თავსებადობა წამკითხველ მოწყობილობასთან;

დ) LDS-ის შესაბამისობა ICAO-ს რეკომენდაციებთან;

ე) EF (Elementary Files – ელემენტალური ფაილები) დამოუკიდებლად არჩევის უნარი;

ვ) EAC (Extended Access Control – გაფართოებული დაშვების კონტროლი);

ზ) PA (Passive Authentication – პასიური აუთენტიფიკაცია);

თ) AA (Active Authentication – აქტიური აუთენტიფიკაცია);

ი) COS-ის სერტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ელექტრონულ სამგზავრო დოკუმენტებში: ISO 15408 CC EAL 4 + დონე ან მაღალი;

კ) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი);

ლ) RSA (Rivest Shamir Adleman) an ECC (Elliptic Curve Cryptosystem – ელიპტიკური მრუდის კრიპტოსისტემა);

მ) მიკროსქემის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია.

7. ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია

ანტენა წარმოადგენს დახურული სპილენძის სადენის ტექნოლოგიას და უერთდება მიკროსქემას.

მიკროსქემის შეფუთვა უნდა მოხდეს დაპრესილ “უკონტაქტო ჩიპის მოდულში“ (contactless chip module), რომელიც მიურთდება ანტენას.

8. ქაღალდი

შიდა გვერდები (მინიმალური სტანდარტი)

ქაღალდი უნდა წარმოადგენდეს პასპორტის ტიპის ქაღალდს.

ქაღალდის მახასიათებლები შემდეგია:

ა) 90 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%;

ბ) მრავალტონიანი რეგისტრირებული ექსკლუზიური წყლის ნიშანი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით;

გ) ქაღალდი უნდა იყოს თეთრი და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი;

დ) დოკუმენტის ქაღალდი უნდა დამზადდეს ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან;

ე) ქაღალდი უნდა იყოს მგრძნობიარე და შეიცავდეს პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების ქიმიურ რეაგენტებს. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ფერის ცვალებადობა.

9. ბოლო გვერდები

ქაღალდის მახასიათებლებია:

ა) 180 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%;

ბ) ქაღალდი თეთრია და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი;

გ) დოკუმენტის ქაღალდი უნდა დამზადდეს ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან;

ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა, მაგალითად:

ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას;

ბ) მიკრობეჭდვა საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით;

10. პერსონალიზებული გვერდი

პერსონალურ მონაცემთა გვერდი:

მონაცემთა გვერდი უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს რეკომენდაციებს, დოკუმენტი 9303, მესამე ნაწილი (მესამე გამოცემა 2008 წ.).

11. შესაკერი ძაფი

ძაფი უნდა წარმოადგენდეს დამცავ ძაფს.

12. მელანი (მინიმალური სტანდარტი)

ფონის მელანი უნდა წარმოადგენდეს გაყალბებისაგან დამცავ დამატებით მექანიზმს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 3. ბეჭდვა

1. ყდის პირველი გარე გვერდი

ოქროსფერი გამოსახულება დატანილი უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იყოს სითბური ლამინირების, ჩვეულებრივი გამოყენებისა და ზემოქმედების დროს რეზისტენტული.

ყდის ზედა მარცხენა კუთხეში დიაგონალურად უნდა გამოისახოს ორი პარალელური ხაზი. ყდაზე აგრეთვე ოქროსფრად გამოსახულია ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები: “საქართველო“, “სამგზავრო დოკუმენტი“, “(1951 წლის 28 ივლისის კონვენცია)“, და ბიომეტრიული დოკუმენტის აღმნიშვნელი სიმბოლო.

2. ყდის პირველი შიდა გვერდი

ყდის პირველ შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია შემდეგი წინადადებები: “სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი საქართველოში სარგებლობს ლტოლვილის უფლებებით 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის შესაბამისად. სამგზავრო დოკუმენტი 32-გვერდიანია.“. ყდის პირველ შიდა გვერდზე აგრეთვე მიეთითება სამგზავრო დოკუმენტის ინდივიდუალური სერია და ნომერი.

3. ყდის მეორე შიდა გვერდი

ყდის მეორე შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, საქართველოს რუკა და დოკუმენტის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციის ნომერი, შტრიხკოდი ინდივიდუალური სერიითა და ნომრით. აგრეთვე, დოკუმენტის ყდის მეორე შიდა გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია წინადადება “სამგზავრო დოკუმენტი 32-გვერდიანია.“.

4. შიდა გვერდები

შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

პირველ გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია სიტყვა: “საქართველო“ და “სამგზავრო დოკუმენტი“, “(1951 წლის 28 ივლისის კონვენცია)“.

მესამე გვერდზე მოთავსებულია დოკუმენტის ძირითადი დამცავი მექნიზმების განლაგების სქემატური გამოსახულება.

მეოთხე და მეხუთე გვერდებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

„მოცემული სამგზავრო დოკუმენტი გაცემულია ერთადერთი მიზნით, უზრუნველყოს მისი მფლობელი დოკუმენტით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოქალაქის პასპორტის ნაცვლად. აღნიშნული დოკუმენტი არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მფლობელის მოქალაქეობაზე და არ ცვლის მას.“, „მფლობელს აქვს საქართველოში დაბრუნების უფლება მოცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადის პერიოდში.“, „თუ მოცემული სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი საცხოვრებლად დარჩა სხვა ქვეყანაში და კვლავ აპირებს მოგზაურობას, უნდა მიმართოს ამ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს ახალი დოკუმენტის მისაღებად.“, „სამგზავრო დოკუმენტი მოქმედებს ყველა სახელმწიფოში გარდა:“.

5. დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები)

1 დონე

ქაღალდი: მრავალტონიანი წყლის ნიშანი

დამცავი ძაფი

ქიმიური სენსიტისაცია.

ბეჭდვა: გრძივი სტრუქტურები

ცისარტყელას ბეჭდვა

მიკრო ასოებით ბეჭდვა

მრავალფეროვანი ღრმა ბეჭდვა

ლატენტური გამოსახულება.

დანომვრა: ინდივიდუალური სერიისა და ნომრის ლაზერული პერფორირების წესით სამგზავრო დოკუმენტის შიდა გვერდებზე (გარდა ყდის გვერდებისა და პასპორტის პირველი და მეორე შიდა გვერდებისა) დატანა.

მე-2 დონე

ქაღალდი: მკრთალი ულტრაიისფერი.

შესაკერი ძაფი: მანათობელი ელემენტები.

ბეჭდვა: ულტრაიისფერი ელემენტები.

მელანი: ფოტოქრომული მელანი, მეტალიკის ფლორესცენციის

მატარებელი მელანი.

დანომვრა: სამგზავრო დოკუმენტის უხილავი ნომერი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 4. ფორმა

დოკუმენტი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით.

მუხლი 5. დანომვრა

დოკუმენტის ინდივიდუალური სერია და ნომერი უნდა გამოისახებოდეს ყდის პირველ შიდა გვერდზე, რომელიც დაიბეჭდება OCR-B ასოებით და მელნით, რომელიც უნდა გარდაიქმნებოდეს ფლუორისცენტულ მწვანედ ულტრაიისფერი სხივების ქვეშ.

მუხლი 6. დამცავი ლამინატი (მინიმალური სტანდარტი)

1. დამცავი ლამინატი უნდა შედგებოდეს მაქსიმალურად თხელი საფარისაგან, ჰოლოგრაფიული ტვიფრის მქონე აფსკისგან გამჭვირვალე პოლიესტერზე, ვაკუუმური დაფრქვევით მიღებული გარდამტეხი საიზოლაციო ინდექსური შრისგან და სითბური და წნეხით აქტივირებული ადჰეზიური სისტემებისა და შესაბამისი დამცავი ქაღალდის ლენტისგან.

2. ლამინატს უნდა ჰქონდეს ქვემოთ აღნიშნული მახასიათებლები:

ა) თხელი ლამინატის აფსკი უნდა წარმოადგენდეს ჩარევაზე მგრძნობიარე მონაცემთა დამცავ გარსს.

ბ) ლამინატი უნდა შედგებოდეს ჰოლოგრაფიული ტვიფრის მქონე აფსკისგან გამჭვირვალე პოლიესტერზე, ვაკუუმური დაფრქვევით მიღებული გარდამტეხი საიზოლაციო ინდექსური შრისგან და სითბური და წნეხით აქტივირებული ადჰეზიური სისტემებისა და შესაბამისი დამცავი ქაღალდის ლენტისგან.

გ) ორიენტაციის ცვალებადი მელნის ეფექტი, რომელიც ფერს იცვლის დოკუმენტის მოძრაობისას;

დ) ფლუორისცენტული გამოსახულება.

3. მონაცემთა დამცავი აფსკი უნდა იყოს უკიდურესად მგრძნობიარე მატარებლის გარეშე. ნებისმიერი მცდელობა მოცილებულ იქნეს აფსკი ან შეიცვალოს მისი მონაცემები მექანიკური საშუალებებით, სითბური ან რეგულარული გამხსნელებით, გამოიწვევს აფსკის და მისი ჰოლოგრაფიული და ბეჭდვითი ელმენტების განადგურებას.

4. თხელი ლამინატის აფსკი უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის დაცვას ნებისმიერი ცვლილებისგან, მისი მოქმედების ვადის, ანუ 10 წლის მანძილზე.

5. ჰოლოგრაფიულ გამოსახულებას უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციის სამი დონე:

პირველი დონე: დაცვის ელემენტები სპეციალური მოწყობილობის გარეშე ვიზუალური იდენტიფიკაციისათვის;

მეორე დონე: ფარული ელემენტები, რომელთა იდენტიფიკაცია მოხდება ადგილზე პორტატული დეტექტორებით;

მესამე დონე: ღრმა ფარული უსაფრთხოების ელემენტები, რომელთა იდენტიფიკაცია მოხდება მხოლოდ კრიმინალურ ლაბორატორიაში, სპეციალური ოპტიკური ინსტრუმენტების საშუალებით.

მუხლი 7. სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტები

სამგზავრო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის სახელს;

ბ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის გვარს;

გ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის მოქალაქეობას;

დ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის დაბადების თარიღს;

ე) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის პირად ნომერს;

ვ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის ფოტოსურათს;

ზ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის სქესს;

თ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის დაბადების ადგილს;

ი) სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თარიღს;

კ) სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადას;

ლ) სამგზავრო დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელებას;

მ) სამგზავრო დოკუმენტის ტიპის შესახებ მითითებას;

ნ) ქვეყნის კოდს;

ო) სამგზავრო დოკუმენტის ნომერს;

პ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის ხელმოწერას;

ჟ) შენიშვნებს (სამგზავრო დოკუმენტში შესატანი განსაკუთრებული აღნიშვნებისათვის).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20 10 წლის 4 თებერვლის ბრძანება № 27 -სსმIII, № 14 , 05 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 166

მუხლი 7 ​1 . დოკუმენტში სახელების/გვარების შემოკლება

1. თუ დოკუმენტში შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, დასაშვებია ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) შემოკლება.

2. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ აღინიშნოს ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

3. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებული იქნეს დოკუმენტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელში/გვარში (ორმაგ სახელში/გვარში) რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, მოკლდება სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 07.06.2011 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“, №194, 05.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.013.622 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86470-2/