„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.10.2009 ძალადაკარგული 27.07.2011
ნომერი
№1-1/2388
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.024.013.691
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 132, 28/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.024.013.691

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2388

2009 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესა ხ ებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად,ვბრძანებ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

1.დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. პოლოლიკაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების  მინისტრის 2009 წლის 9 დეკემბრის  ბრძანება  №1-1/2822-სსმ III, №152, 14.12.2009წ; მუხ.1793

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14  აპრილის ბრძანება №1-1/572 - ვებგვერდი, 19.04.2011 წ.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 11 მაისის ბრძანება №1-1/722 - ვებგვერდი, 11.05.2011 წ.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის                                                                დებულება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს

2. ადმინისტრაცია წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. ადმინისტრაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

4. ადმინისტრაცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

5. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

თავი II

ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები

    მუხლი 2

1. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:

 ა) სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;

გ) ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შ ე მოსავლებზე;

დ) სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთშედარების განხორციელება მყიდველთან (მეიჯარესთან);

ე) სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურის კოორდინაცია და კონტროლი;

ზ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;

თ) საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, სამობილიზაციო რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია;

ი) მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპერაციებში. სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში;

კ) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა;

ლ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების სათანადო ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში;

მ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;

ნ) საკადრო რესურსების მართვის (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

ო) დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

პ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

ჟ) საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, ასევე მინისტრის დავალებების და ბრძანებების შესრულების კონტროლი.

რ) სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა კონტროლი;

ს) (ამოღებულია - 11.05.11 №1-1/722);

ტ) (ამოღებულია - 11.05.11 №1-1/722);

უ) (ამოღებულია - 11.05.11 №1-1/722);

ფ) (ამოღებულია - 11.05.11 №1-1/722);

ქ) (ამოღებულია - 11.05.11 №1-1/722);

ღ) (ამოღებულია - 11.05.11 №1-1/722);

ყ) (ამოღებულია - 11.05.11 №1-1/722);

     შ) (ამოღებულია);

ჩ) მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება;

ც) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;

ძ) მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება, ოქმების წარმოება;

წ) მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია;

ჭ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა;

ხ) მინისტრის უშუალო დავალებით სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.

2. ადმინისტრაცია მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მის ტერიტორიულ ორგანოებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14  აპრილის ბრძანება №1-1/572 - ვებგვერდი, 19.04.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 11 მაისის ბრძანება №1-1/722 - ვებგვერდი, 11.05.2011 წ.

თავი III

ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და სტრუქტურული ქვედანაყოფები

    მუხლი 3

1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი.

2. ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და ადმინისტრაციის უფროსის და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

6. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია, ხელი მოაწეროს ადმინისტრაციაში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას.

7. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის, ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის და მინისტრის წინაშე.

8. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.

9. ადმინისტრაციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ადმინისტრაციას დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ადმინისტრაციაში შემავალ დეპარტამენტებს, სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს ადმინისტრაციაში შემავალი დეპარტამენტების უფროსების, სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;

ვ) წარუდგებს მინისტრს წინადადებებს ადმინისტრაციის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) მინისტრთან შუამდგომლობს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი მივლინების თაობაზე;

თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის დავალებებს.

    მუხლი 4

1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

გ) საქმისწარმოების სამმართველო;

დ) საიდუმლოების დაცვის რეჟიმის სამმართველო;

ე) პროტოკოლის სამმართველო.

2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც  წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის,  ადმინისტრაციის უფროსის და მინისტრის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას.

6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ადმინისტრაციის უფროსის და მინისტრის წინაშე.

7. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

8. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც  წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის და ადმინისტრაციის უფროსის  წინაშე.

9. სამმართველოს უფროს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 11 მაისის ბრძანება №1-1/722 - ვებგვერდი, 11.05.2011 წ.

თავი IV

ადმინისტრაციის ქვედანაყოფების სტრუქტურა და ფუნქციები

    მუხლი 5  (ამოღებულია)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 11 მაისის ბრძანება №1-1/722 - ვებგვერდი, 11.05.2011 წ.

     მუხლი 6

1. საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:

 ა) საფინანსო სამმართველო;  

 ბ)  ლოჯისტიკის სამმართველო;

 გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.

  2. საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

 ბ) სამინისტროს და ტერიტორიული ორგანოების ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;

გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის,  სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მათი კოორდინაცია;

დ) სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან ბიუჯეტის პროექტის შესადგენად ფაქტობრივი შესრულების ამსახველი მონაცემების მოთხოვნა და მიღება. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განსახილველად და დასამუშავებლად სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან წარმომადგენლების, სპეციალისტების მოწვევა და საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა;

ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადების უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ოპერატიული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;

ლ) საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;

მ) სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობის კონტროლი;

ნ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მომარაგება/განაწილება  საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით;

ო) სამინისტროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა;

პ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული  მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

რ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და ეზოს მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;

ს) საჭიროებისამებრ სამინისტროს ადმინისტრაციული  შენობისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარმოდგენის უზრუნველყოფა. სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია;

ტ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

უ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს საწვავით უზრუნველყოფა. სათადარიგო ნაწილების გაცემა და ჩამოწერა;

ფ) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია, კონტროლის განხორციელება საკანცელარიო საქონლის ხარჯვაზე;

ქ) სამინისტროს ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ღ) ზედამხედველობისა და კონტროლის გაწევა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დამხმარე მოსამსახურეებისათვის;

ყ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

შ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;

ჩ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და დოკუმენტაციის მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ც) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებისათვის  გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესაბამისი შესყიდვების განხორციელება;

ძ) კვარტალური ანგარიშების შედგენა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

წ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა და  შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, სამინისტროს მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და დადება;

ჭ) კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;

ხ) სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებში, სამინისტროსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების  მინისტრის 2009 წლის 9 დეკემბრის  ბრძანება  №1-1/2822-სსმ III, №152, 14.12.2009წ; მუხ.1793

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14  აპრილის ბრძანება №1-1/572 - ვებგვერდი, 19.04.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 11 მაისის ბრძანება №1-1/722 - ვებგვერდი, 11.05.2011 წ.

     მუხლი 6​1 (ამოღებულია)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 11 მაისის ბრძანება №1-1/722 - ვებგვერდი, 11.05.2011 წ.

     მუხლი 7 (ამოღებულია)

საქართველოს ეკონომიკური განვითარების  მინისტრის 2009 წლის 9 დეკემბრის  ბრძანება  №1-1/2822-სსმ III, №152, 14.12.2009წ; მუხ.1793

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 11 მაისის ბრძანება №1-1/722 - ვებგვერდი, 11.05.2011 წ.

     მუხლი 8. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ა) სამინისტროს სისტემაში საჯარო სამსახურის კადრების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური სისტემის თავისებურებათა გათვალისწინებითა და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, კადრების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების გათვალისწინებით, სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაცია;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრის ბრძანებების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ და სხვა სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. სამინისტროს დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულების მომზადება და გაფორმება. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო ცნობების გაფორმება. სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობისათვის კოორდინაციისა და მეთოდური ხელმძღვანელობის გაწევა;

ვ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესის შემუშავება და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა და შესაბამისი მოწმობის გაცემა;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში ატესტაციების და კონკურსების ორგანიზება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო-სამობილიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროში არსებული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება/განახლება. ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების შემუშავება და დანერგვა, მიღებული ანგარიშებისა და შეფასების ანალიზი. სამინისტროში არსებული წახალისების სისტემის ანალიზი, მოსამსახურეთა მოტივაციისა და წახალისების ახალი სისტემის შემუშავება, დანერგვა და განხორციელების კონტროლი;

ლ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაოს, სამუშაო პირობების ანალიზი – შეესაბამება თუ არა სამუშაოს მოცულობა და სირთულე სტრუქტურული ერთეულის რაოდენობასა და შემადგენლობას, ასევე სამუშაო დროის გამოყენებისა და მართვის ანალიზი.

მ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროში სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება;

ნ) სამინისტროში ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელება, წლიური და ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების შემუშავება, ტრეინერების შერჩევა, ტრეინერ-ინსტრუქტორების მომზადება;

ო) საჭიროებებიდან გამომდინარე სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემის ორგანიზება;

პ) სასწავლო პროცესების ორგანიზება და მართვა, გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირების ჩატარების ორგანიზება. სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ მოწმობების, სერტიფიკატების გაცემა;

ჟ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ორგანოებში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მიმდინარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების/პროგრამების ტრენინგ-კომპონენტების, ტრენინგების სფეროში ტექნიკური დახმარებების, სასწავლო პროექტების კოორდინირება და აღნიშნულის ფარგლებში ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, სასწავლო ტურების ორგანიზება და წარმართვა;

რ) საერთაშორისო და ადგილობრივ საუნივერსიტეტო და აკადემიურ წრეებთან, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;

ს) სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული, სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

    მუხლი 9.

1. საქმისწარმოების სამმართველოს ქვედანაყოფია კანცელარიის არქივი.

2. საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების სამმართველო მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ახორციელებს მატერიალური და  ელექტრონული ფორმით;

ბ) სამინისტროში ყოველდღიურად შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება სათანადო კომპიუტერული პროგრამით და მოძრაობა კანონმდებლობით დადგენილი საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად;

გ) საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის,   მინისტრის დავალებებისა და მითითებების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციის უფროსისათვის;

დ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების პროექტების, ინსტრუქციების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

ე) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა და მოქალაქეთათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;

ვ) გაანაწილოს და გადასცეს რეგისტრირებული კორესპონდენცია მინისტრს,  მინისტრის მოადგილეებს და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;

ზ) უზრუნველყოს მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება და შენახვა;

თ) უზრუნველყოს სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის დამუშავება და დროული გაგზავნა ადრესატთან;

ი) სამინისტროს ხელმძღვანელთა დავალებების ოპერატიულად შესრულებისათვის დროულად გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;

კ) შეინახოს და გამოიყენოს არსებული წესის შესაბამისად კანცელარიის მუშაობისათვის განკუთვნილი ბეჭედი და სარეგისტრაციო შტამპები;

ლ) კომპეტენციის შესაბამისად მოამზადოს სათანადო მასალები სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის;

მ) უზრუნველყოს სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დაცვა;

ნ) დაამოწმოს ხელმოწერითა და ბეჭდით დოკუმენტების ასლები;

ო) დაამოწმოს სამინისტროში მოვლინებული მოქალაქეების სამივლინებო ბარათები.

3. საქმისწარმოების სამმართველოს არქივი ახორციელებს საარქივო საქმის წარმოებას სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვას მატერიალური და ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების  მინისტრის 2009 წლის 9 დეკემბრის  ბრძანება  №1-1/2822-სსმ III, №152, 14.12.2009წ; მუხ.1793

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 11 მაისის ბრძანება №1-1/722 - ვებგვერდი, 11.05.2011 წ.

    მუხლი 10

საიდუმლოების დაცვის რეჟიმის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება;

ბ) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლო ინფორმაციის შემცვლელი კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმის ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;

გ) კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში მომზადებული და გასაგზავნად გამზადებული საიდუმლო ინფორმაციის შემცვლელი დოკუმენტების სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებში ადგილზე მიტანა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ჩაბარება, აგრეთვე იმ საიდუმლო ინფორმაციის შემცვლელი დოკუმენტებისა და საქმეების შერჩევა და განხილვა, რომელთა შენახვის ვადები ამოწურულია და ექვემდებარება განადგურებას;

დ) ნომენკლატურის შემუშავება განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და შეზღუდული სარგებლობისათვის განკუთვნილი ინფორმაციის შემცვლელ დოკუმენტაციაზე დასაშვებად გასაფორმებელ თანამდებობის პირებზე შესაბამის სამთავრობო დაწესებულებასთან წარსადგენად;

ე) კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლოების საკითხებზე, კომპეტენციიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, აღნიშნული პროექტების დადგენილი წესით შეთანხმების ორგანიზაცია სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, აგრეთვე იმ სამინისტროებთან და უწყებებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული დოკუმენტების შინაარსით და უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ პროექტების მომზადებაში;

ვ) სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებათა განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში, სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ღონისძიებების შემუშავებაში და განხორციელებაში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მობილიზაციისა და მატერიალური რეზერვების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;

თ) „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, მონაწილეობის მიღება საქართველოს ეკონომიკის საჭიროებისათვის მუშახელის დაჯავშნის სახელმწიფო კომისიის მუშაობაში, კონტროლის გაწევა კომისიის საჭიროებისათვის საჭირო მასალების მომზადებასა და მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაში;

ი) ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვითი გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად, სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვითი გეგმების შემუშავება, თანამშრომელთა თავდაცვისათვის მომზადების ორგანიზება;

კ) თავისი კომპეტენციისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;

ლ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომებზე განსახილველ საკითხებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებში, სამინისტროსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების  მინისტრის 2009 წლის 9 დეკემბრის  ბრძანება  №1-1/2822-სსმ III, №152, 14.12.2009წ; მუხ.1793

    მუხლი 11

პროტოკოლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;

ბ) მინისტრის მოწვევით სამთავრობო დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა;

გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან;

დ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);

ე) თავისი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

ვ) მინისტრის მოწვევით უცხო სახელმწიფოთა დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

    მუხლი 12(ამოღებულია)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

    მუხლი 13(ამოღებულია)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანება  №1-1/1740-სსმ III, №142, 03.11.2010წ; მუხ.2041

თავი V

ადმინისტრაციის მოსამსახურეები

    მუხლი 14

1. ადმინისტრაციის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. ადმინისტრაციის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს ადმინისტრაციის უფროსი და ადმინისტრაციაში შემავალი შესაბამისი დეპარტამენტების და სამმართველოს უფროსები.

3. ადმინისტრაციის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსისა და ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“, №1-1/2388, 23.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.024.013.691 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86848-4/