„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.10.2009 ბოლო ცვლილება 04.03.2010
ნომერი
№353/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.035.013.705
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 134, 30/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.013.705

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №353/ნ

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60​1 მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2009 წლის 31 დეკემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №412/ნ - სსმ III, №152, 14.12.2009 წ., მუხ.1794

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სიციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 იანვრის №28/ნ ბრძანება.

4. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის №314/ნ ბრძანება.

5. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების მოქმედების შეწყვეტა მოხდეს მისი ბათილად ცნობის დღიდან.

6. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №412/ნ - სსმ III, №152, 14.12.2009 წ., მუხ.1794

ა. კვიტაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №412/ნ - სსმ III, №152, 14.12.2009 წ., მუხ.1794

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“, №353/ნ, 30.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.013.705 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86914-1/