საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.10.2009 ბოლო ცვლილება 27.03.2014
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
320.110.000.17.010.013.743
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 138, 09/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.013.743

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე

საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, 51-ე და 51​1 მუხლების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ხმათა უმრავლესობით, ერთის წინააღმდეგ ადგენს:

1. დამტკიცდეს ,,კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების შემდეგი წესი:

ა) კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე – ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა;

ბ) კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული სიხშირით;

გ) დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი არის პროდუქცია, რომელიც წარმოებულია აშშ-სა და კანადაში, აგრეთვე ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია;

დ) (ამოღებულია) ;

ე) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძო ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვალდებულია მის სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები, მისი თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების არანაკლებ 30%-ის ოდენობით. თუ ერთი თვის მანძილზე სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახელმწიფო ენაზე წარმოებული არა უმეტეს 5 მხატვრული ფილმისა, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი მაინც;

ვ) თუ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქცია თვის სამაუწყებლო ბადეში მეორდება, განმეორებითი განთავსება უნდა განხორციელდეს იმავე ენაზე, რა ენაზეც პირველად იქნა ჩასმული სამაუწყებლო ბადეში; გამეორება არ ითვლება ცალკე განთავსებად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 14 მაისის დადგენილება №2-სსმIII, №57, 21.05.2010წ.; მუხ.879

2. (ამოღებულია).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 14 მაისის დადგენილება №2-სსმIII, №57, 21.05.2010წ.; მუხ.879

3. (ამოღებულია) .

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 14 მაისის დადგენილება №2-სსმIII, №57, 21.05.2010წ.; მუხ.879

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 14 მაისის დადგენილება №2-სსმIII, №57, 21.05.2010წ.; მუხ.879

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე“, №3, 30.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.013.743 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87106-1/