ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირსადენების განლაგება უნდა მოხდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
ა) სამგზავრო სალონში ან სატვირთო ნაკვეთურში გაზის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით იქ გამავალი ნებისმიერი აირსადენი უნდა აღიჭურვოს დამატებითი ჰერმეტული და ვენტილირებადი გარსით. ამასთან, ასეთი აირსადენის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს მანძილს აირბალონიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტამდე;
ბ) სამგზავრო სალონში ან სატვირთო ნაკვეთურის ჩაკეტილ სივრცეში არ უნდა ჰქონდეს ადგილი აირსადენის არანაირ შეერთებას, გარდა აირბალონთან იმ მიერთებებისა, რომლებიც განლაგებულია ნაკვეთურის (გარსაცმის) შიგნით;
გ) აირსადენის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, იგი არ უნდა იყოს განლაგებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის გარეთ. ავტოსატრანსპორტო საშუალების იატაკის ქვეშ აირსადენის განლაგებისას, ეს უკანასკნელი ჩარჩოს ელემენტების გამოყენებით ან სხვაგვარად დაცული უნდა იყოს კოროზიული და დარტყმითი ზემოქმედებისაგან;
დ) აირსადენი არ შეიძლება განლაგებული იყოს დათვალიერებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
ე) დამაგრების ადგილებში აირსადენები სამაგრ ელემენტებთან შეხებისაგან დაცული უნდა იყოს დამატებითი საამორტიზაციო საფენებით;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩარჩოს გადახრით წარმოშობილი დეფორმაციის შემთხვევაში, ლითონის აირსადენების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მათ უნდა ჰქონდეს საკომპენსაციო რგოლები;
ზ) აირსადენის მიერთებების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტექნიკური დათვალიერებისა და რემონტისათვის მათთან დაუბრკოლებლად მიდგომის შესაძლებლობა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 11. მოთხოვნები აირსადენების განლაგების მიმართ
თავი IV — ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. მომსახურე პერსონალი
- მუხლი 6. შენობა-ნაგებობები
- მუხლი 7. ტექნიკური აღჭურვილობა
- მუხლი 8. სერვისის საწარმოს დოკუმენტაცია
- მუხლი 9. ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების მიმართ
- მუხლი 10. მოთხოვნები აირბალონების განთავსების მიმართ
- მუხლი 12. მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების სამაგრების სიმტკიცის მიმართ
- მუხლი 13. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ
- მუხლი 14. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ბალონების იდენტიფიკაცია
- მუხლი 15. აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების ჩატარება
- მუხლი 16. შესაბამისობის შეფასების სამუშაოები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012. გამოქვეყნება: სსმ, 144, 24/11/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №1-1/2571, 16.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.013.805 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87424/muxli-11/