1. აირბალონი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული უნდა იყოს ოთხ წერტილში მაინც, რომელთა შორის მანძილი საკმარისი უნდა იყოს ბალონის უძრაობის უზრუნველსაყოფად.
2. იმ შემთხვევაში, თუ აირბალონი დამაგრებულია ლითონის თხელ ფურცელზე, ეს უკანასკნელი გაძლიერებული უნდა იყოს საყელურებით (ფირფიტებით), რომელთა ზომები უნდა შეესაბამებოდეს მე-3 დანართში მოყვანილ მაჩვენებლებს.
3. იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული აირბალონიანი მოწყობილობის სამაგრი ჭანჭიკები ღრუ კონსტრუქციის ელემენტებში გადის, დატვირთვისას მათი დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა განმბჯენი მილაკის დაყენება.
4. სამაგრი ჭანჭიკების კლასი არ უნდა იყოს 8.8 სიზუსტის კლასზე, მათი დიამეტრი კი – მე-3 დანართში მითითებულზე ნაკლები.
5. სამაგრი ელემენტების თვითმოშვებისა და გამოვარდნის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მოხდეს მათი ცენტრირება.
6. მაღალი წნევის ლითონის აირსადენების სიმტკიცის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 4.0-ზე ნაკლები, რაც დამამზადებელი ქარხნის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. აირბალონიანი მოწყობილობის მაღალი წნევის ლითონის აირსადენების გარე დიამეტრების რეკომენდებული რიგია 6, 8, 10 და 12 მმ